Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Октябрь
2023

Новости за 30.10.2023

Radiotavisupleba.ge 

რუსეთი იუწყება, რომ დაკავებულია ვოლნოვახში მომხდარ მკვლელობებში ორი ეჭვმიტანილი

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ორშაბათს, საღამოს გამოაცხადა, რომ დაკავებულია ორი ეჭვმიტანილი, დონეცკის ოლქის ქალაქ ვოლოვახში ცხრა ადამიანის მკვლელობის საქმესთან კავშირით. დაკავებულები არიან რუსეთის სამხედრო მოსამსახურეები შორეული აღმოსავლეთიდან, რომლებიც ჯარში კონტრაქტის საფუძველზე მსახურობენ. მიმდინარეობს გამოძიება, სავარაუდო მოტივად ითვლება ყოფით ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტი. ვოლნოვახი მდებარეობს დონეცკის ოლქის რუსეთის მიერ კონტროლირებულ არეალში. 27 ოქტომბერს ერთ-ერთ სახლში აღმოაჩინეს ცხრა ადამიანის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კონსერვატორიის ყოფილი რექტორი: პრობლემა არის არა გადაწყვეტილების მიმღები, არამედ ისინი, ვინც ჩუმად არიან

კონსერვატორიის მე-17 რექტორს, ნანა შარიქაძეს ამ პოსტზე მუშაობის ბოლო თვეებში არაერთხელ მოუწია მოესმინა კულტურის მინისტრისგან საჯარო კრიტიკა და შეურაცხყოფა. რექტორის 4 წლიანი ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე სამინისტრომ არჩევნების პროცესი შეაჩერა.

Radiotavisupleba.ge 

რუსეთმა იერიშები მიიტანა ოდესაზე, ხერსონზე, დაიღუპა სულ მცირე ერთი პირი, არიან დაჭრილები

30 ოქტომბერს ოდესის გემთსაშენ ობიექტზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას ოთხი თანამშრომლის დაჭრა მოჰყვა, დაზიანდა ადმინისტრაციული შენობა და აღჭურვილობა - აცხადებს რეგიონის გენერალური პროკურატურა. რეგიონის გუბერნატორმა, ოლეჰ კიპერმა თავიდან თქვა, რომ სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიჭრა გემთსაშენის ორი თანამშრომელი, თუმცა შემდეგ გამოცხადდა, რომ ოთხმა პირმა მიიღო სხვადასხვა ხარისხის ჭრილობები და ორი მათგანი საავადმყოფოში მოათავსეს. უკრაინის გენერალურმა შტაბმა მანამდე გამოაცხადა, რომ რუსეთის არმიამ ღამით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ებრაელების დაღესტნური „პოგრომი“ - რუსეთის „რელიგიური ჰარმონიიდან“ „სისტემურ ანტისემიტიზმამდე“

25 ოქტომბერს ვლადიმირ პუტინი რელიგიურ ლიდერებს შეხვდა, ისრაელ-ღაზის კონფლიქტზე ესაუბრა და, ამის საპირწონედ, რუსეთი სხვადასხვა რელიგიის ჰარმონიული თანაცხოვრების ნათელ მაგალითად წარმოაჩინა. ოთხ დღეში დაღესტანში გააფთრებულმა ბრბომ ანტისემიტური ლოზუნგებით ებრაელების ლინჩის წესით გასამართლება მოინდომა.

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის შეტევა სამხრეთში: სწრაფი გარღვევა არ იქნება?

ხუთი თვის წინ, როდესაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მთელ ფრონტზე წამოიწყეს კონტრშეტევები რუსეთის საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ, უკრაინის სარდლობის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას, თავდაპირველად, წარმოადგენდა ბერდიანსკისა და მელიტოპოლის განთავისუფლება.

Radiotavisupleba.ge 

რუსეთში ებრაელთა ორგანიზაცია გამოდის მოწოდებით დაისაჯონ პირები, რომლებიც ანტისემიტური ლოზუნგებით მაჰაჩყალის აეროპორტში შეიჭრნენ

რუსეთის ებრაელთა თემების ფედერაციის ხელმძღვანელმა ხელისუფლებას მოუწოდა გამოიძიოს და დასაჯოს პირები, რომლებიც 29 ოქტომბერს ძირითადად მუსლიმებით დასახლებული დაღესტნის დედაქალაქის, მაჰაჩყალის აეროპორტში შეიჭრნენ, სკანდირებდნენ ანტისემიტურ ლოზუნგებს და ალყა შემოარტყეს თელ-ავივიდან ჩამოფრენილ რეისს. მაჰაჩყალის აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე შეიჭრა ათობით პირი, რომლებიც გაბრაზებულები იყვნენ ისრაელსა და "ჰამასის" რადიკალებს შორის ომით შექმნილი ვითარების გამო. აეროპორტში გაგზავნეს პოლიციის და ეროვნული გვარდიის საგანგებო დანაყოფები... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კანდიდატის სტატუსი - ამერიკელი ანალიტიკოსების მოლოდინი

ავტორი: ეკა მაღალდაძე, "ამერიკის ხმა"   საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ლიდერებმა საბოლოო გადაწყვეტილება დეკემბერში უნდა მიიღონ, თუმცა მანამდე ევროკომისია გაფართოების შესახებ ყოველწლიურ მოხსენებას გამოაქვეყნებს და გადაწყვეტილებაც დიდწილად ამ შეფასებებს დაეფუძნება. ანგარიშის გამოქვეყნებამდე კვირაზე ოდნავ მეტი დრო რჩება. საქართველოს მმართველი გუნდის წარმომადგენლები კი კვლავ ამბობენ, რომ იმედი აქვთ, ევროკავშირი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს და რეკომენდაციების შესრულების კუთხით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ღაზის სექტორში გაათავისუფლეს მძევალი ქალი

ისრაელის არმიის განცხადებით, ღაზის სექტორში მიმდინარე სახმელეთო ოპერაციის ფონზე მოხერხდა ისრაელელი სამხედრო მოსამსახურე ქალის გათავისუფლება მძევლობიდან, რომელშიც ის იმყოფებოდა 7 ოქტომბერს, პალესტინური რადიკალური ჯგუფის, "ჰამასის" მხრიდან ისრაელზე თავდასხმის შემდეგ. საქმე ეხება სახმელეთო ომის პირობებში პირველ გათავისუფლებულ მძევალს, და პირველ გათავისუფლებულ სამხედრო მოსამსახურეს. მანამდე "ჰამასმა" გაათავისუფლა ოთხი ქალი, სამოქალაქო პირები. ისრაელის თავდაცვის არმიის ცნობით, გათავისუფლებული ქალი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

“ადვოკატი რომ მოგთხოვათ და უარი უთხარით, ეს თუ გახსოვთ?” - ლაზარე გრიგორიადისის საქმის მოსამართლე გამომძიებელს

30 ოქტომბერს 7-9 მარტის აქციების მონაწილის, ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლომ 1 მოწმე დაკითხა, გამოიკვლია ვიდეომტკიცებულებები და გრიგორიადისის ტელეფონიდან ამოღებული ჩანაწერები იმ ჯგუფიდან, სადაც აქციებზე მოსიარულე ადამიანები ერთმანეთს უსაფრთხოების და თავდაცვის წესებს უზიარებდნენ.

Radiotavisupleba.ge 

3 წლის გაბრიელის სიკვდილი - უბედური შემთხვევა თუ სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით?

სოფელ არხილოსკალოში, საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, "ვეფხი და მოყმის" ძეგლი, საპოლიციო ლენტითაა შემოსაზღვრული. იქვე არიან სამართალდამცავები. ერთი დღით ადრე ძეგლს მოტეხილი მძიმე ფრაგმენტი 3 წლის გაბრიელს დაეცა და ფაქტობრივად ადგილზე მოკლა.

Radiotavisupleba.ge 

საფრანგეთი აცხადებს, რომ რუსეთის 39 მოქალაქე დეპორტაციას დაექვემდებარება

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერალდ დარმანენმა საფრანგეთის მაუწყებკის რადიოსადგურ RMC-სს 30 ოქტომბერს უთხრა, რომ პარიზი აპირებს რუსეთის 39 მოქალაქის დეპორტირებას - მათი, ვინც, საფრანგეთის ოფიციალური წარმომადგენლების თანახმად, რადიკალური ისლამის მიმდევრები არიან. გაურკვეველია ეს 39 მოქალაქე თუ მოიცავს იმ ოთხ თინეიჯერს, მათ შორის რუსეთის ჩეჩნეთისა და ინგუშეთის რესპუბლიკების მცხოვრებთ, რომლებიც  გასულ კვირაში პარიზში დააკავეს ეჭვით, რომ ისინი პარიზში ისრაელის საელჩოზე გეგმავდნენ თავდასხმას. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კადიროვების მუსლიმური ანკლავი? ღირსი ადამის ჯილდოების ახალი კოლექცია

რამზან კადიროვის 15 წლის ვაჟმა ადამმა ბოლო ერთი თვის განმავლობაში რიგით მესამე სახელმწიფო ჯილდო მიიღო: 25 ოქტომბერს ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა რაშიდ თემრეზოვმა ადამ კადიროვს გადასცა რესპუბლიკის ღირსების ორდენი.

Radiotavisupleba.ge 

რუსეთში პატივი მიაგეს საბჭოთა ტერორის მსხვერპლთ, პოლიტპატიმრებმა ერთდღიანი შიმშილობა მოაწყვეს

პატიმრობაში მყოფი რუსი პოლიტიკოსები - მათ შორის კრემლის კრიტიკოსები, ალექსეი ნავალნი და ვლადიმირ კარა-მურზა - სხვა აქტივისტებთან ერთად 30 ოქტომბერს მართავენ ერთდღიანი შიმშილობის აქციას, რათა პატივი მიაგონ პოლიტპატიმრებს. პარალელურად, რუსეთის რამდენიმე რეგიონში მოქალაქეები აღნიშნავენ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნის დღეს. შიმშილობის აქციის ინიციატორები იყვნენ ნავალნი, კარა-მურზა და სხვები, მათ შორის ლილია ჩანიშევა, დანიელ ხოლოდნი, ვადიმ ოსტანინი, მიხაილ კრიგერი - ყველა მათგანი პოლიტპატიმრებად... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ირანის მოქალაქეები არ ემორჩილებიან გაფრთხილებას, იმართება აქციები 17 წლის გოგოს დაკრძალვის შემდეგ

ირანის მოქალაქეები, გაფრთხილების მიუხედავად, რამდენიმე ქალაქში მართავენ მთავრობის საწინააღმდეგო აქციებს და აპროტესტებენ არმიტა გარავანდის სიკვდილს. 17 წლის გოგო სასიკვდილოდ დაშავდა თეირანის მეტროში, სადაც, სავარაუდოდ, მას მორალის პოლიცია დაუპირისპირდა, რადგან ჰიჯაბის გარეშე იყო.  არმიტა გარავანდი 29 ოქტომბერს დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიის პარალელურად დააკავეს სამოქალაქო უფლებების რამდენიმე დამცველი. თეირანსა და სხვა ქალაქებში ჩნდება ანტისამთავრობო და გარავანდის ხსოვნის პატივისცემის შინაარსის წარწერები. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ონკოლოგიური ქირურგია ყველა ონკოპაციენტს დაუფინანსდება

მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური ქირურგია, როგორც გეგმური ისე გადაუდებელი ოპერაციები, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოპაციენტს (გარდა საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეული პირებისა. ისინი ფინანსდებიან „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით“) დაუფინანსდება. მათ შორის არიან დაზღვეული ვეტერანები და ის პაციენტებიც, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აფხაზი „მინისტრები“ მინსკში "უწყებათაშორის კონსულტაციებს" მართავენ

ოკუპირებული აფხაზეთის „სამთავრობო დელეგაცია“ მინსკში იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია „ორმხრივი უწყებათაშორისი კონსულტაციების გამართვა“. „დელეგაციის“ შემადგენლობაში შედიან რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო საქმეთა მინისტრი“ ინალ არძინბა, „შინაგან საქმეთა მინისტრი“ რობერტ კიუტი, „ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი“ ედუარდ ბუტბა, „კულტურის მინისტრი“ დინარა სმირი, „საგანგებო სიტუაციების მინისტრი“ ლევ კვიცინია, სოხუმის „ადმინისტრაციის უფროსი“ ბესლან ეშბა, „ახალგაზრდობის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ღაზაში ინტენსიური შეტაკებებია, ისრაელი აფართოებს სახმელეთო შეტევას

პალესტინელები ღაზის სექტორში ინტენსიურ საჰაერო და საარტილერიო დარტყმებზე იუწყებიან. ეს ხდება იმ ფონზე, როცა ისრაელის სამხედროები ანკლავში სახმელეთო ოპერაციას ახორციელებენ და სამოქალაქო პირების სიცოცხლის დაცვის აუცილებლობაზე სულ უფრო იზრდება საერთაშორისო მოწოდებების რაოდენობა. ისრაელის არმიის განცხადებით, ბოლო დღეებში მან ექსტრემისტთა 600-ზე მეტ ობიექტზე მიიტანა დარტყმა და განაგრძობს სახმელეთო ოპერაციის გაფართოებას ღაზაში, სადაც კონფლიქტის დაწყებიდან მეოთხე კვირაში მოსახლეობას მწვავედ ესაჭიროება საწვავი, საკვები და სასმელი წყალი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: აქტიურად ვმუშაობთ ღაზაში ჰუმანიტარული პაუზისთვის

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ სააგენტო "როიტერსს" 30 ოქტომბერს უთხრა, რომ მისი ქვეყანა მუშაობს ღაზის ომში ჰუმანიტარული პაუზის მისაღწევად, რათა  მოსახლეობას დახმარება მიეწოდოს. "აქტიურად ვმუშაობთ ეგვიპტელებთან, ისრაელელებთან და სხვებთან, რათა შევეცადოთ ჰუმანიტარული პაუზის, დროებითი პაუზის მიღწევას იმისთვის, რომ ჰუმანიტარულმა დახმარებამ მიაღწიოს იმ ადამიანებამდე, ვისაც ის სჭირდება", - უთხრა კლევერლიმ "როიტერსს" აბუ-დაბიში ბრიტანეთის ელჩის რეზიდენციაში. "[დახმარება] ცოტ-ცოტა შედის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსთავის მერიამ ადგილობრივ საკრებულოს სასამართლოში უჩივლა

რუსთავის მერიამ რუსთავის საკრებულოს საქალაქო სასამართლოში უჩივლა იმ მოტივით, რომ იგი მერიის ინიციატივებს არ განიხილავს - ქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში ოპოზიციური უმრავლესობაა. დღეს, 30 ოქტომბერს, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საკრებულოს „კოალიციური დაჯგუფება მავნებლური უმოქმედობითა“ და საკრებულოს რეგლამენტის უხეში დარღვევით აფერხებს, არ იხილავს და დაუსაბუთებლად მერიაში აბრუნებს ისეთ მნიშვნელოვან ინიციატივებს, როგორებიცაა მრავალმილიონიანი ინვესტიციების მოზიდვა მშენებლობაში და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ყველას უარი მოსდის - ფერეიდნელი ქართველები ბინადრობის უფლებას მოითხოვენ

თანამემამულისა და ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით იუსტიციის სახლთან საქართველოში მცხოვრები ფერეიდნელი ქართველები შეიკრიბნენ. ისინი ამბობენ, რომ ბოლო 5-6 თვეა, იუსტიციის სამინისტრომ მათზე თანამემამულის სტატუსისა და ბინადრობის ნებართვის გაცემა შეაჩერა.

Radiotavisupleba.ge 

შემაშფოთებელია როცა ქვეყანაში გყავს მტრის ენაზე მოლაპარაკე ადამიანები - ზურაბიშვილი რუსეთის მოქალაქეებზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტელეკომპანია CBS-ის გადაცემა 60 წუთში საქართველოზე მომზადებულ სიუჟეტში რომელიც რუსეთის ოკუპაციას ეხება, საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების შესახებ საუბრობს. სალომე ზურაბიშვილის კომენტარი მოსდევს, სიუჟეტში განვითარულ მსჯელობას, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინში სრულმასშტაბიანი შეჭრის ერთ-ერთ მიზეზად რუსულენოვნი მოქალაქეების დაცვა დასახელა. უკრაინაში მიმდინარე ომის გამო საქართველოში რუსეთის ასი ათასი მოქალაქე ჩამოვიდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"ხალხი რუსული კანონის წინააღმდეგ" - საიას ანგარიში მარტის აქციების მონაწილეთა უფლებების დარღვევებზე

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და სასამართლო გადაწყვეტილებები ინსტრუმენტია სამოქალაქო უფლებების შესაზღუდად - ამის შესახებ წერს "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ანგარიშში, რომელიც ეხება ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგოდ პარლამენტის შენობის წინ 7-9 მარტს გამართულ აქციებს. ორგანიზაცია აცხადებს, რომ აქციების მონაწილეთა უფლებები "ლეგიტიმური მიზნის გარეშე და არაპროპორციულად" შეიზღუდა. საია დაარსებიდან 29 წლის განმავლობაში მუდმივად აკვირდება სამოქალაქო აქციებს და სახელმწიფოს მხრიდან კონსტიტუციური უფლებების დაცვას. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ისრაელელი უფლებადამცველები ებრაელი ახალმოსახლეების მხრიდან ძალადობის შეწყვეტას მოითხოვენ

ისრაელელი ადამიანის უფლებადამცველები გმობენ პალესტინელთა ტერიტორიაზე, იორდანეს დასავლეთ ნაპირის ოკუპირებულ რეგიონში, ებრაელი ახალმოსახლეების მზარდ ძალადობას პალესტინელთა მიმართ. როგორც გერმანიის რადიო იტყობინება ისრაელის მედიაზე დაყრდნობით, ღაზის სექტორში ომის დაწყების შემდეგ, ისრაელელმა ახალმოსახლეებმა მოკლეს, სულ მცირე, შვიდი პალესტინელი და განდევნეს ბედუინების 13 თემი. ისრაელის მედიის თანახმად, ეს ნათქვამია ისრაელის ადამიანის უფლებების დამცველი და სამოქალაქო ორგანიზაციების ერთობლივ მოწოდებაში, რომელსაც ხელს 30 ორგანიზაცია აწერს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აჭარის უმაღლესმა საბჭომ ოპოზიციის პროტესტის ფონზე შეარჩია მაუწყებლის მეურვეთა კანდიდატურები

აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებად პარლამენტისთვის წარსადგენად შეარჩია აჭარის ტელევიზიის და რადიოს ყოფილი დირექტორი გიორგი კოხრეიძე და ამავე მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს ყოფილი წევრი, რამდენიმე წლის წინ საბჭოში „ქართული ოცნების“ კვოტით არჩეული თამილა დოლიძე. მათ კანდიდატურებს კენჭი საქართველოს პარლამენტმა უნდა უყაროს. აჭარიდან მეურვეთა შესარჩევ კონკურსში სულ 7 პრეტენდენტი მონაწილეობდა. გიორგი კოხრეიძეს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საპატიმროში მყოფმა რუსმა პოლიტიკოსებმა და აქტივისტებმა ერთდღიანი შიმშილობა გამოაცხადეს

რუსეთის საპატიმროებში მყოფმა რუსმა პოლიტიკოსებმა და აქტივისტებმა 30 ოქტომბერს, პოლიტიკური პატიმრების დღეს, ერთდღიანი შიმშილობა გამოაცხადეს. შიმშილობის ინიციატორები არიან ალექსეი ნავალნი, ილია იაშინი, ვლადიმირ კარა-მურზა, ლილია ჩანიშევა, დანიელ ხოლოდნი, ვადიმ ოსტატინი და მიხაილ კრიგერი. ისინი რუსეთის უფლებადამცავი ორგანიზაციების მიერ პოლიტპატიმრებად არიან აღიარებული. უკავშირდება თუ არა მათ სიმბოლურ შიმშილობას რაიმე მოთხოვნები, არ არის ცნობილი. პოლიტიკური პატიმრების დღე პირველად აღინიშნა 1974 წლის ოქტომბერში... Читать дальше...


Контрактный инженер профессия будущего

Как отдыхаем в июне?

150 литров ухи сварят на фестивале «Москва — на волне. Рыбная неделя»

Три уголовных дела возбуждены против устроившего поножовщину в Москве



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

В Москве мужчина с ножом набросился на людей в продуктовом магазине

В Москве произошел сильный пожар, огонь пытаются потушить с помощью авиации (видео)

Baza: прощание с Анастасией Заворотнюк может пройти в театре имени Табакова

Синоптик Леус: в Москве 30 мая будет до +29 градусов

Музыкальные новости

«СВЯТОЙ ЛЕНИН» спасает население от борьбы с перенаселением, 3 серия, СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.

Почта России помогла детям-подопечным благотворительных фондов встретиться с футболистами ЦСКА

Дипломатическая бизнес-встреча «Россия - Африка» прошла в Белом Особняке Villa Barvikha

Компании Группы "Интеррос" взяли ряд наград премии FINAWARD

Новости России

Синоптик Леус: в Москве 30 мая будет до +29 градусов

Певица Иванова из «Комбинации» пожалела Кологривого на съемках сериала

Организаторы рассчитывают, что томский U-NOVUS посетят 3 тыс человек

Российские сервисы проката самокатов ужесточили штрафы для нарушителей

Экология в России и мире

В исторических парках покажут любимые мультфильмы от СТС Kids ко Дню защиты детей

Стильные образы на лето, в которых вы покорите окружающих

Всеармянский союз «Гардман-Ширван-Нахиджеван» осуждает лживое заявление президента Азербайджана Алиева

Ярко и стильно: самые интересные цветовые сочетания на лето

Спорт в России и мире

Елене Рыбакиной поставили неожиданный «диагноз»

Теннисистка Петрова: Карацеву не хватает игровой уверенности

Теннисист Рублев объяснил, почему проиграл сет в первом круге "Ролан Гаррос"

Арина Соболенко повторила уникальное достижение Азаренко на турнирах «Большого шлема»

Moscow.media

Денис Сафин перевел 100 миллионов рублей в фонд помощи пострадавшим от паводка

Весенний Петербург. Петропавловская крепость

Генералов много, а Норат Тер-Григорьянц один!

На закате.







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *