Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Ноябрь
2023

Новости за 10.11.2023

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ში ახალი თაობის სტრატეგიულმა ბომბდამშენმა პირველი ფრენა განახორციელა

აშშ-ში პირველი საცდელი ფრენა განახორციელა პერსპექტიულმა სტრატეგიულმა ბომბდამშენმა B-21 Ryder-მა( Northrop Grumman). ამ მოვლენის ამსახველი კადრები თვითმხილველის მიერ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა. სააგენტო Reuters-ის ცნობით, თვითმფრინავი 10 ნოემბრის დილით, ლოს-ანჯელესიდან დაახლოებით 100 კილომეტრში მდებარე,აშშ-ს საჰაერო ძალების 42-ე ქარხნის აეროდრომიდან აფრინდა. საჰაერო ძალებმა წინასწარ არ გამოაცხადეს ამ ფრენის შესახებ, მაგრამ, სააგენტოს ცნობით, დახურულ ფრენას დაახლოებით სამი ათეული საავიაციო ენთუზიასტი და მოყვარული ფოტოგრაფი ადევნებდა თვალს.

Radiotavisupleba.ge 

კანადამ სანქციები დაუწესა არაერთ რუსულ მედიასა და მომღერალ ჟასმინს

კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სანქციების სიებს დაამატა რუსეთის ექვსი კომპანია და ცხრა ფიზიკური პირი, მათ შორის მსხვილი მედია. კანადის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ისინი ჩართულნი არიან იმ დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გავრცელებაში, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას. სანქცირებულ რუსულ მედიას შორის არიან გაზეთი "იზვესტია", "საპარლამენტო გაზეთი, სატელევიზიო არხი REN-TV და არხი, ასევე პროექტი Russia beyond media, რომელიც ბეჭდურ დანართებს აკეთებს რუსეთის შესახებ გავლენიანი მსოფლიო გაზეთებისთვის. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თამარ ჩერგოლეიშვილი: თუ "ევროპული საქართველოს" ამომრჩეველი მენდო, ვიბრძოლებ 2024 წლის არჩევნებში

თამარ ჩერგოლეიშვილი 11 ნოემბერს ოფიციალურად გააკეთებს განაცხადს იმის შესახებ, რომ “ევროპული საქართველოს” წევრი ხდება - პარტიის პრაიმერიზში გამარჯვების შემთხვევაში ის 2024 წელს პარლამენტში მოსახვედრად იბრძოლებს. გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ის ლაპარაკობს პარტიის რეორგანიზაციის პროცესზე, ქართულ პოლიტიკურ ველსა და იმ პროგრამაზე, რომელზეც “ევროპული საქართველო” მომავალი არჩევნებისთვის მუშაობს.

Radiotavisupleba.ge 

კადიროვის უფროსი ვაჟი, 18 წლის ახმატი, ჩეჩნეთის სპორტის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ჩეჩნეთის ხელმძღვანელის, რამზან კადიროვის, უფროსი ვაჟი ახმატი ფიზიკური კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის საკითხებში რესპუბლიკის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა. 8 ნოემბერს ახმატი 18 წლის გახდა. მისი ამ დანიშვნის შესახებ ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც რამზან კადიროვმა ახმატის ახალი პოზიცია მიუთითა თავის ტელეგრამის არხში გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში, რომელშიც იგი ჩეჩნეთში დაჯილდოებულ პირებზე, მათ შორის, თავის შვილებზეც, საუბრობს.   როგორც საიტი "კავკაზ.რეალიი" აღნიშნავს, ეს პოზიცია ადრე ჰუსეინ აბდულკარიმოვს ეკავა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„გამათავისუფლეს“, ამბობს შსს-ს თანამშრომელი, რომელიც უწყებას დისკრიმინაციაში ადანაშაულებდა

გოგა რაზმაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლელი, რომელიც უწყებას დისკრიმინაციაში ადანაშაულებდა, ამბობს, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს. „ჩემი რამდენიმეთვიანი ბრძოლა ჩემი სამსახურიდან გათავისუფლებით დასრულდა“, - წერს ის საკუთარ ფეისბუკ გვერდზე. რაზმაძის ცნობით, შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ ჩათვალა, რომ სისტემის შიგნით არსებულ პრობლემებსა და მის შევიწროებაზე საჯაროდ საუბარი მინისტრის მოადგილისა და ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელების დისკრედიტაციას და სამინისტროს რეპუტაციის შელახვას ისახავდა მიზნად. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

როგორ გააქრეს ლგბტქ+ თემი ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიიდან

31 ოქტომბერს ცნობილი გახდა ადამიანის უფლებების დაცვის სამოქმედო გეგმა. ამ დოკუმენტში მთავრობამ ლგბტქ+ ჯგუფი გამოტოვა. შემთხვევით თუ მიზანმიმართულად? რა საფრთხეს უქმნის ეს ცვლილება სექსუალურ უმცირესობებს საქართველოში?

Radiotavisupleba.ge 

ზურაბიშვილი: რუსეთმა უნდა აღიაროს, რომ აქვს საზღვრები, როგორც სხვა ქვეყნებს

რუსეთმა უნდა აღიაროს, რომ, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანას, აქვს საზღვრები, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარიზის მშვიდობის ფორუმზე.  პანელზე „მულტიკრიზისებიდან მულტიკონფლიქტებამდე: როგორ შევაჩეროთ მანკიერი წრე“, ზურაბიშვილმა თქვა, რომ ქართველების უმრავლესობა ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა უსაფრთხოების გამო. პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა ახლახან მოკლა საქართველოს მოქალაქე, კიდევ ერთი მძევლად აიყვანა, ასევე, ოკუპირებულ აფხაზეთში შავ ზღვაზე სამხედრო ბაზას აშენებს საკუთარი ფლოტისთვის. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

CNN-მა და AP-მა უარი თქვეს ფოტოგრაფთან მუშაობაზე, რომელმაც „ჰამასის“ ისრაელში შეჭრა და ექსტრემისტების ლიდერთან სელფი გადაიღო

ამერიკულმა ტელეარხმა CNN-მა და საერთაშორისო სააგენტო Associated Press-მა (AP) შეწყვიტეს თანამშრომლობა ფოტოგრაფ ჰასან ესლაიასთან, რომელმაც 7 ოქტომბერს გადაიღო შეიარაღებული დაჯგუფება „ჰამასის“ (შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტული ორგანიზაციების სიაშია შეტანილი) ისრაელში შეჭრის მომენტი. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ორგანიზაცია HonestReporting-მა, რომელიც აცხადებს, რომ მისი მიზანია ისრაელის დაცვა მედიის მიკერძოებისგან, - ეჭვქვეშ დააყენა AP-ისა და Reuters-ის მიერ გამოქვეყნებული იმ ფოტოების ეთიკურობა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მოლდოველი მღვდლები უკრაინის ომის გამო რუსეთს დაქვემდებარებულ მართლმადიდებელ ეკლესიას ტოვებენ

თეოდორ პელინი ჩაბნელებულ ეკლესიის ზის, სადაც 19 წლის განმავლობაში ატარებდა წირვებს და სიტყვებს ფრთხილად არჩევს.

Radiotavisupleba.ge 

ფაშიანიანი მიესალმება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი მიესალება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაციას. „მივესალმები ევროკომისიის გადაწყვეტილებას, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციაზე. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, თქვა ფაშინიანმა პარიზის მშვიდობის ფორუმზე და დაამატა: „მნიშვნელოვანი პროცესია და ყურადღებით ვადევნებთ თვალს, რა ხდება. საქართველოს წარმატებას ვუსურვებთ“. ფაშინიანი ქართველ კოლეგასთან, ირაკლი ღარიბაშვილთან... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ღარიბაშვილი: საქართველოს ინტერესია გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა

საქართველოს ინტერესია გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარიზის მშვიდობის ფორუმზე. ღარიბაშვილი სომეხ კოლეგასთან, ნიკოლ ფაშინიანთან ერთად მონაწილეობს პანელზე, „თანამშრომლობა მეტოქეობით სავსე მსოფლიოში: მშვიდობის შექმნა და უფრო უსაფრთხო მსოფლიოს შენება“. პრემიერის თქმით, რეგიონში გამოწვევად რჩება სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის „სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკას“. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პოლონეთში ოპოზიციური პარტიების კოალიცია ჩამოყალიბდა

11 ნოემბერს პოლონეთის ძირითადი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს კოალიციურ შეთანხმებას. "შეთანხმება არის სახელმძღვანელო მითითებები ჩვენი თანამშრომლობისთვის მას შემდეგ, რაც ქვეყნის პრეზიდენტისგან მთავრობის ფორმირების შესაძლებლობას მივიღებთ", - თქვა „სამოქალაქო პლატფორმის“ ლიდერმა და პრემიერ-მინისტრის პოსტზე სავარაუდო კანდიდატმა დონალდ ტუსკმა. ტუსკის პარტიის გარდა, კოალიციაში შევიდნენ „მესამე გზა“ და „ახალი მემარცხენეები“. 7 ნოემბერს პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ მთავრობის ფორმირება ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

როგორ ეძებდა მთელი აფხაზეთი არარსებულ დივერსანტებს

8 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფხაზეთში, გულრიფშის რაიონის სოფელ აზანთასთან, შეამჩნიეს კარგად შეიარაღებული და აღჭურვილი დივერსიული ჯგუფი, რომელიც სოხუმისკენ მიიწევდა და, რატომღაც, ისედაც ნანგრევებად ქცეულ აეროპორტში ინფრასტრუქტურის განადგურებას გეგმავდა.

Radiotavisupleba.ge 

პუტინს სამხრეთ სამხედრო ოლქის შტაბში ამერიკული კომპანიის მიერ წარმოებული ტექნიკა აჩვენეს

ყაზახეთში ვიზიტის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მოულოდნელად ჩავიდა დონის როსტოვში, სადაც სამხრეთ სამხედრო ოლქის შტაბს ეწვია და სახელმწიფო მედიის თანახმად, მოისმინა ცნობები "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" (ასე უწოდებს კრემლი უკრაინაში ფართომასშტაბიან ომს. რედ.) მიმდინარეობის შესახებ. პუტინთან ერთად იყვნენ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და სხვა ხელმძღვანელი სამხედრო პირები. შტაბში სახელმწიფოს მეთაურს ასევე აჩვენეს "სამხედრო ტექნიკის ახალი ნიმუშები". Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უვადო პატიმრობა მიუსაჯეს კაცს, რომელმაც ბიძაშვილი ქალი წამებით მოკლა

თბილისის საქალაქო სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა კაცს, რომელიც გენდერული ნიშნით, ბიძაშვილს რამდენიმე საათის განმავლობაში სცემდა და ელექტროშოკით აწამებდა. ახალგაზრდა ქალი მიყენებული დაზიანებებით გარდაიცვალა. შემთხვევა 2023 წლის 28 აპრილს თბილისში, ჰუალინგის დასახლებაში მოხდა. "მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, ბრალდებული დაზარალებულის ბინაში საცხოვრებლად გადავიდა და გადაწყვიტა ეკონტროლებინა ბიძაშვილის ცხოვრება, მისი ურთიერთობები ოჯახის წევრებთან, მეგობართან", - წერია პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„მძიმე მუხლებით“ მსჯავრდებულები დანაშაულს ფრონტზე "სისხლით გამოისყიდიან"- პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთში მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული პირები უკრაინის ფრონტზე "სისხლით გამოისყიდიან თავიანთ დანაშაულს“. ასე უპასუხა კრემლის მოხელემ რადიო "კომერსანტის" კითხვას ერთ-ერთი მსჯავრდებულის, ვლადისლავ კონიუსის შეწყალების შესახებ. მას 17 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი ვერა პეხტელევას მკვლელობისთვის, მაგრამ უკრაინის ომში მონაწილეობის შემდეგ გაათავისუფლეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან. პესკოვმა ოფიციალურად პირველად... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთი ქართული კონიაკის ნედლეულის იმპორტისთვის პირობების გამარტივებას აპირებს

საქართველოდან რუსეთში კონიაკის დისტილატის იმპორტი შესაძლოა გამარტივდეს, რათა თავიდან აიცილონ სასმლის საწარმოებლად საჭირო ნედლეულის დეფიციტი. როგორც „იზვესტია“ წერს, ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის ფინანსთა სამინისტროს ალკოჰოლისა და თამბაქოს ბაზრების კონტროლის ფედერალური სამსახურის (Росалкогольтабакконтроль) განმარტებაში. რუსეთის ფინანსთა სამინისტროში განაცხადეს, რომ საქართველოდან დისტილატის იმპორტის გამარტივების საკითხს მთავრობაში ახლა განიხილავენ. ამჟამად, რუსეთში იმპორტირებული ქართული ნედლეული... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ეუთო/ოდირი "კარვების აკრძალვის კანონზე": კანონპროექტი არ უნდა იყოს მიღებული

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აქვეყნებს ეუთო/ოდირისგან მიღებულ დასკვნას ე.წ. კარვების აკრძალვის კანონთან დაკავშირებით. დასკვნაში ნათქვამია, რომ კანონპროექტით "გათვალისწინებული შეზღუდვის საფუძვლები ფართოა და ნათლად განსაზღვრული არ არის, რამაც ხელისუფლების მხრიდან შესაძლოა მისი თვითნებური ან დისკრიმინაციული გამოყენება გამოიწვიოს". "პირდაპირ არის მითითებული, რომ კანონპროექტი არ უნდა იყოს მიღებული... ზოგიერთ შემთხვევაში, პროტესტის კონკრეტულმა სახემ და ფორმამ, მაგალითად, კარვების დროებითმა ბანაკებმა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლატვიის შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს 8,5 წლით პატიმრობა მიესაჯა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის

რიგაში სასამართლომ რვა-ნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯა სეიმის ყოფილ დეპუტატსა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ იანის ადამსონსს. ის დამნაშავედ ცნეს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში. ამის შესახებ LSM-ი იტყობინება. ამ საქმეში მეორე დამნაშავეა კგბ-ს თანამშრომელი გენადი სილონოვი, რომელსაც შვიდი წლით პატიმრობა მიესაჯა. არცერთმა ბრალდებულმა არ აღიარა დანაშაული, ისინი განაჩენის გასაჩივრებას აპირებენ. სასამართლოს თანახმად, ადამსონსი „მიზანმიმართულად აგროვებდა დახურულ ინფორმაციას“ და სილონოვის გზით გადასცემდა ფსბ-ს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლევან დოთიაშვილი მოჰყვა, რა მოხდა კირბალის ეკლესიასთან

საოკუპაციო ძალების უკანონო პატიმრობიდან 9 ნოემბერს გათავისუფლებული ლევან დოთიაშვილი მედიასთან მოჰყვა 6 ნოემბერს სოფელ კირბალის მიმდებარედ ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიის ნიშთან მომხდარის შესახებ. დოთიაშვილმა აღწერა ვითარება, როგორ დაიწყო რუსმა სამხედრომ სროლა, რის შედეგადაც სასიკვდილოდ დაიჭრა თამაზ გინტური. ლევან დოთიაშვილის თანახმად, მან და თამაზ გინტურმა დაინახეს რუსი სამხედრო, რომელიც რაციით ლაპარაკობდა. „თავიდანვე რომ მოვიდა, გამაფრთხილებელი გაისროლა. იმის მერე ვისაუბრეთ“, - ამბობს ლევანი. მისი თქმით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"დილის საუბრები": სოციო-ემოციური კომპეტენციების სწავლება

როგორი უნდა იყოს ბავშვზე ორიენტირებული სწავლა-სწავლების პროცესი და რატომ არის მნიშვნელოვანი მასწავლებლებს ჰქონდეთ სოციო-ემოციური უნარების განვითარების კომპეტენცია? რა კავშირშია ეს ბავშვის მიღწევებთან სხვადასხვა საგანში? ლიკა ქურციკიძე, ფსიქოლოგი, ინკლუზიური განათლების სპეციალისტია რუბრიკის სტუმარი.

Radiotavisupleba.ge 

"ქართველებს ევროპა დნმ-ში აქვთ" - ამანდა პოლი კანდიდატის სტატუსზე

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს ეს შანსი მიეცა - ალბათ ქართველები კიდევ უფრო ბედნიერები ხართ. ეს მართლაც წარმოუდგენელი რამეა, ორი წლის წინ ამას ვერაფრით წარმოვიდგენდით“.

Radiotavisupleba.ge 

ბრიანსკის ოლქში მანქანას ცეცხლი გაუხსნეს, დაიღუპა ფსბ-ს ოფიცერი

ბრიანსკის ოლქში უცნობმა პირებმა სასაზღვრო პოლიციის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. თავდასხმის შედეგად სასიკვდილოდ დაიჭრა ფსბ-ს ოფიცერი. ამის შესახებ იტყობინებიან ტელეგრამის არხები „ბაზა“ და Wargonzo. „ბაზის“ ინფორმაციით, სოფელ ულიცის მიდამოებში გუშინ შუადღისას თავს დაესხნენ უაზ „პატრიოტის“ მარკის ავტომობილს, რომელშიც ფსბ-ს თანამშრომელი იმყოფებოდა. უცნობმა პირებმა მანქანას ავტომატური იარაღიდან გაუხსნეს ცეცხლი და შემდეგ მიიმალნენ. Wargonzo-ს ინფორმაციით, დაღუპული პოლკოვნიკის სახელი და გვარია სერგეი შატი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის ცნობით, ყირიმში განადგურებულია რუსეთის ორი სადესანტო კატარღა

ანექსირებულ ყირიმში ხუთშაბათს ღამით განადგურებულია რუსეთის ჩქაროსნული კატარღები. ამის შესახებ განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ. მან გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც სავარაუდოდ ნაჩვენებია საზღვაო უპილოტო აპარატის მიერ ერთ-ერთი კატარღის განადგურება. უკრაინული მედიასაშუალებების ცნობით, რომლებიც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოს ეყრდნობიან, თავდასხმის შედეგად განადგურდა პროექტ 11770-ის („სერნა“) ორი კატარღა. ირწმუნებიან, რომ მასში იყო ეკიპაჟი და ჯავშანტექნიკა. Читать дальше...


Подмосковье становится российским центром по производству лекарственных средств

Промипотека: новые правила, оставляющие старые вопросы

Столичная Алексеевская больница отметила 130-летие

Подмосковная спортсменка победила на 3-м этапе Кубка России по BMX-фристайлу



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Путин вылетел из Ташкента по окончании визита в Узбекистан

Источник сообщил о госпитализации чрезвычайного посла Зимбабве в РФ Мутинири

Слушатели «Авторадио» поедут на премию МУЗ-ТВ на лимузине

OSHI Izakaya – эксклюзивная японская кухня на Патриарших

Музыкальные новости

Сотрудники Росгвардии обеспечили безопасность транспортировки ракеты-носителя «Союз-2.1б» и грузового корабля «Прогресс МС-27» на космодроме «Байконур»

В Подмосковье сотрудники Росгвардии задержали подозреваемого в краже товаров из магазина

Группа Продовольствие стала победителем конкурса «Экспортер года Алтайского края» по итогам деятельности предприятий за 2023 г.

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге об инвестировании в отечественные цифровые технологии

Новости России

Источник сообщил о госпитализации чрезвычайного посла Зимбабве в РФ Мутинири

To Body: лучшие друзья путешественника

На полях и лесных опушках Подмосковья активизировались пушистые мухи-жужжалы

Путин вылетел из Ташкента по окончании визита в Узбекистан

Экология в России и мире

Аделина Панина: какие элементы фэншуй должны быть на кухне, чтобы есть и худеть

23 МАЯ РОССИЙСКАЯ МЕЖДУНАРОДНАЯ АКАДЕМИЯ ТУРИЗМА ОТМЕТИЛА СВОЙ 55-Й ДЕНЬ РОЖДЕНИЯ. ФОТОРЕПОРТАЖ

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

Группа Продовольствие стала победителем конкурса «Экспортер года Алтайского края» по итогам деятельности предприятий за 2023 г.

Спорт в России и мире

Рыбакина, Путинцева и Бублик стартуют на Ролан Гаррос. Кто в соперниках и чего ждать?

Надежда Петрова высказалась о перспективах Арины Соболенко снова возглавить рейтинг WTA

"Ролан Гаррос" стартовал в Париже

Теннисист Рублев вышел во второй круг Открытого чемпионата Франции

Moscow.media

В Арамиле возбудили уголовное дело из-за "дома-монстра", в котором продолжают жить люди

Вечернее Подмосковье.

Осень в деревне....

Объявлена цена первой модели новой российской марки Xcite







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *