Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Ноябрь
2023

Новости за 20.11.2023

Radiotavisupleba.ge 

ბლინკენი: აშშ უკრაინას მიაწვდის 100 მილიონამდე დოლარის ღირებულების იარაღს, უკვე გამოცხადებული დახმარების სახით

20 ნოემბერს აშშ-მა გამოაცხადა უკრაინის მხარდასაჭერი იარაღისა და აღჭურვილობის პაკეტი - ამბობს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი. პაკეტი 100 მილიონამდე დოლარის ოდენობისაა და წინასწარ იყო შეთანხმებული - ამბობს ბლინკენი.  დახმარება მოიცავს მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებს (HIMARS) და დამატებით საბრძოლო მასალებს. პაკეტი "უკრაინას დაეხმარება ბრძოლის ველზე არსებული აუცილებლობის შევსებაში, თავისი სუვერენული ტერიტორიის დაბრუნებისთვის წარმოებულ ბრძოლაში" - თქვა ბლინკენმა და დასძინა,... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შიფადან ჩვილების ევაკუაციის შემდეგ, ინტენსიური ბრძოლა დაიწყო ღაზის სხვა საავადმყოფოსთან

20 ნოემბერს ინტენსიური ბრძოლა დაიწყო ღაზის ერთ-ერთ სავადმყოფოსთან, რომელსაც კვირების განმავლობაში აფარებენ თავს ათასობით პაციენტი და იძულებით გადაადგულებული პირები - იმ ფონზე, როცა ისრაელი აძლიერებს თავის შეტევას, რომელიც, მისი თქმით, მიმართულია აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული "ჰამასისა" და მათი ინფრასტრუქტურის განადგურებაზე.  ინდონეზიური საავადმყოფოს მეორე სართულს ჭურვი მოხვდა, რის შედეგადაც სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა - იუწყება "ჰამასის" მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

როგორ მუშაობს რუსი "ელფების" ქარხანა თბილისში და რას წერენ ისინი საქართველოზე?

რუსულ მედიაში გაჟონილი ინფორმაციით, საქართველოსა და ლიეტუვაში რუსი ემიგრანტები ე.წ. ტროლების (საწინააღმდეგო) ქარხანას ამუშავებენ და კრემლის პროპაგანდას სოციალურ ქსელებში პროპაგანდითვე უპირისპირდებიან. ისინი საკუთარ თავს “ელფებს” ეძახიან და ამტკიცებენ, რომ საქართველო რუსეთისთვის სამაგალითო ქვეყანაა.

Radiotavisupleba.ge 

სანქციების გამო რუსეთში მანქანები აღარ გადის  - მეორადი ავტომობილების ინდუსტრია მაინც  იზრდება

აშშ-სა და ევროკავშირის ახალი სანქციების შემდეგ საქართველოდან რუსეთში მანქანების ექსპორტი თითქმის სრულად შეწყდა. ამის მიუხედავად, ქვეყნიდან კიდევ უფრო მეტი მეორადი ავტომობილი გადის.

Radiotavisupleba.ge 

საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე დააკავებიდან რამდენიმე საათში გაათავისუფლეს

20 ნოემბერს ოკუპირებულ სოფელ ზემო არცევის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე პაატა არაქელოვი ე.წ მესაზღვრეებმა უკანონოდ დააკავეს. ზემო არცევში, რომელსაც გორის მუნიციპალიტეტის სოფლები - ქვეში, ახრისი, ჯარიაშენი და აძვი ესაზღვრებიან, რუსეთის საოკუპაციო სამხედრო ბაზა მდებარეობს.  რადიო თავისუფლების ინფორმაციით, დაკავებისას გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახრისის მცხოვრები საოკუპაციო გამყოფ ხაზთან იმყოფებოდა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით კომუნიკაცია შედგა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რეგიონული ტურნეს დასაწყისში სტოლტენბერგი გამოდის გაფრთხილებით ბალკანეთში რუსეთის გავლენებზე

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი გამოვიდა გაფრთხილებით "სეპარატისტული და დაყოფის გამომწვევი რიტორიკის" შესახებ ბოსნია-ჰერცეგოვინაში და "მავნებლურ ჩარევაზე უცხოეთიდან", კერძოდ რუსეთიდან.  დასავლეთ ბალკანეთში ტურნეს დროს - რომელიც 20 ნოემბერს დაიწყო, ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში - სტოლტენბერგმა თქვა, რომ მოკავშირეები "ძლიერად უჭერენ მხარს ბოსნია-ჰერცეგოვინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას" - მზარდი შეშფოთების ფონზე, რომ მოსკოვი ცდილობს რეგიონში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს, რათა ყურადღება... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"აფხაზები აჭარიდან - ჩვენი მუჰაჯირები“ - ლელა კუნჭულიას ფილმის პრეზენტაცია თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა რადიო თავისუფლების ჟურნალისტის ლელა კუნჭულიას ფილმის „აფხაზები აჭარიდან - ჩვენი მუჰაჯირების“ ჩვენება და საჯარო დისკუსია. ფილმი, მე-19 საუკუნეში რუსეთის იმპერიის მიერ აფხაზეთიდან გამოსახლებული მუჰაჯირების შთამომავლების შესახებ ჰყვება. შთამომავლებისა, რომელთა ნაწილიც დღესდღეობით აჭარაში ცხოვრობს. ფილმის მთავარი პერსონაჟია, აჭარაში ტრადიციულ აფზახურ ოჯახში გაზრდილი, ნერიმან აშლარბა, რომელიც დედის გვარს ატარებს და ამით ამაყობს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„წინასწარ არაფერს ვიტყვი“ - უპასუხო კითხვები რაჭის ტყეების გარშემო

რაჭის ტყეებში შპს ,,ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკასთვის“ გაცემული სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის გაუქმებას გარემოს დაცვის სამინისტროსგან საპროტესტო აქციებით მოითხოვენ. სამინისტრო კი ირწმუნება, რომ ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კუთვნილი კომპანიისთვის ლიცენზიის გაუქმების პროცედურა დაწყებულია. თავად ხიდაშელმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ რაჭის ტყის სამონადირეო პროექტიდან გადის.  აქტივისტები არც სახელმწიფოს ენდობიან და არც ინვესტორს. რა ხდება? „წინასწარ არაფერს გეტყვით“, - მოგვწერა ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

იუწყებიან, რომ ორი ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მხრიდან ხერსონში გახსნილ ცეცხლს

20 ნოემბრის დილას ორი სამოქალაქო პირი დაიღუპა რუსეთის მხრიდან ხერსონში გახსნილი ცეცხლის შედეგად - იუწყება უკრაინის სამხრეთში მდებარე ამ ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი რომან მროჩკო. როგორც რეგიონის გუბერნატორი ოლექსანდრ პროკუდინი ტელეგრამით წერს, ორი პირი დაიღუპა მაშინ, როცა რუსეთის ძალებმა ცეცხლი გახსნეს ხერსონში მდებარე კერძო სატრანსპორტო კომპანიის კუთვნილ სადგომზე. დაღუპულები მძღოლები იყვნენ. მანამდე პროკუდინი იუწყებოდა, რომ ღამით ხერსონის საცხოვრებელ უბნებზე სროლის შედეგად დაიჭრა ექვსი პირი, მათ შორის ერთი ბავშვი.

Radiotavisupleba.ge 

ლოიდ ოსტინი: აშშ-ის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა "ხანგრძლივად გაგრძელდება"

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, 20 ნოემბერს უთხრა, რომ აშშ-ის მხარდაჭერა კიევისადმი "ხანგრძლივად გაგრძელდება". უკრაინა განაგრძობს ბრძოლას ქვეყანაში თითქმის 20 თვის წინ შეჭრილი რუსეთის არმიის წინააღმდეგ. ოსტინი კიევში უკრაინისთვის მხარდაჭერის გამოხატვის მიზნით ჩავიდა ვიზიტით, რომლის შესახებ წინასწარ არ იყო ცნობილი. ვიზიტი შედგა იმ ფონზე, როცა იზრდება "ომით დაღლილობის" თაობაზე შეშფოთება უკრაინის დასავლელ მოკავშირეებში, უწინარესად აშშ-ში, რომელიც უკრაინისთვის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რა შემთხვევაში გაიწვევენ სტუდენტსა და სასულიერო პირს ჯარში - ცვლილებები თავდაცვის კოდექსში

ერთი თვის წინ მიღებული თავდაცვის კოდექსი იცვლება. საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების წესს შეცვლის. ცვლილებები სტუდენტებსა და რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეეხებათ.

Radiotavisupleba.ge 

BBC: ისრაელის ტანკები მიადგნენ ინდონეზიურ საავადმყოფოს ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში

ისრაელის ტანკები მიადგნენ ინდონეზიურ საავადმყოფოს ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში. BBC ადასტურებს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს შეეფერება. რადიკალური დაჯგუფება „ჰამასის“ კონტროლქვეშ მყოფი ჯანდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ საავადმყოფოში იმყოფება დაახლოებით 700 ადამიანი, მათ შორის დაჭრილები და ექიმების ბრიგადები და რომ ისრაელი ცდილობს, „სრულად გამოიყვანოს მწყობრიდან ინდონეზიური საავადმყოფო“. როგორც საავადმყოფოს დირექტორმა უთხრა BBC-ს, დღეს ისრაელის დარტყმების შედეგად საავადმყოფოში დაიღუპა 10-მდე ადამიანი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ფინეთმა შესაძლოა რუსეთთან საზღვარზე ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტი დახუროს

ფინეთის ხელისუფლებამ შესაძლოა მალე მიიღოს გადაწყვეტილება და რუსეთთან საზღვარზე მთლიანად დახუროს სასაზღვრო-გამშვები პუნქტები მესამე ქვეყნებიდან თავშესაფრის მაძიებელთა მოზღვავების გამო. ამის შესახებ ფინურმა გაზეთმა Iltalehti-მ ორშაბათს დაწერა, რომ გადაწყვეტილება უკვე დღესვე შეიძლება იქნეს მიღებული. თუ ეს მოხდება, სასაზღვრო პუნქტები ოთხშაბათს ღამით დაიხურება. გასულ კვირაში ფინეთის ხელისუფლებამ ოთხი გადასასვლელი დახურა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში. ოთხი საკონტროლო-გამშვები პუნქტი რჩება ღია აღმოსავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ისრაელი იტყობინება, რომ მისმა ჯარებმა „გააფართოვეს“ ოპერაცია ღაზის სექტორში

20 ნოემბერს ისრაელის თავდაცვის არმიამ „გააფართოვა“ თავისი ოპერაცია ღაზის სექტორში. ისრაელმა გააფრთხილა ღაზაში ლტოლვილთა უდიდესი ბანაკის, ჯაბალიისა და მის ახლოს, ზღვის პირას მდებარე სხვა ბანაკის მოსახლეები, ევაკუაცია ჩაეტარებინათ. 19 ნოემბერს ისრაელის ჯარმა განაცხადა, რომ ის „აფართოებს თავის ოპერაციებს ღაზის სექტორის დამატებით რაიონებში“. როგორც AFP-ის ჟურნალისტი იტყობინება ღაზიდან, ჯაბალიაში კვამლის სვეტები მოჩანს. ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილს - ერთი ხელმოწერით შეგიძლიათ დაუბრუნოთ ჩემს შვილებს მამა

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ბრალდებულმა მიხეილ სააკაშვილმა, დღეს, 20 ნოემბერს, კლინიკა "ვივამედიდან" თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე დისტანციურად, ვიდეოზარის მეშვეობით, ჩართვისას მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. სააკაშვილი გამოეხმაურა გასულ კვირაში სალომე ზურაბიშვილის მიერ ფრანგული გამოცემა le monde-სთვის მიცემულ ინტერვიუს და განაცხადა, რომ მან სწორი აქცენტები დასვა. მიხეილ სააკაშვილმა შეაფასა სალომე ზურაბიშვილის მიერ მისი შეწყალების საკითხზე გამოთქმული მოსაზრებებიც და განაცხადა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სააკაშვილმა ილაპარაკა ენმ-ის პოლიტსაბჭოზე, არაფორმალურ მმართველობასა და თავის კანდიდატობაზე

პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე ისაუბრა პარტია "ნაციონალური მოძრაობის" შესახებ. მან სხდომის მუშაობაში დისტანციურად ჩართვის დროს ახსენა არაფორმალური მმართველობა, თავისი კანდიდატურის დასახელება პრემიერ-მინისტრის პოსტზე და ასევე ძველი წევრების გასვლა პარტიის პოლიტსაბჭოდან. სააკაშვილმა თანაგუნდელებს მოუწოდა: "შევძლოთ საერთო ენის გამონახვა და სწრაფი ნაბიჯებით ვიაროთ წინ". "ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა შეცდომა, თუკი იქნა დაშვებული, იქნას აღმოფხვრილი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთმა ძებნილად გამოაცხადა ევროვიზიის გამარჯვებული უკრაინელი მომღერალი ჯამალა

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნილთა სიაში შეიყვანა უკრაინელი მომღერალი ჯამალა. მისი ნამდვილი სახელია სუსანა ჯამალადინოვა. რუსეთის მიერ ძებნილების მონაცემთა ბაზაში მითითებულია, რომ სუსანა ჯამალადინოვა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით იძებნება. მუხლი დაკონკრეტებული არ არის. დამოუკიდებელი გამოცემა „მედიაზონა" და კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასი" წერენ, რომ ჯამალას ბრალად ედება რუსული არმიის შესახებ „ფეიკების“ გავრცელება. წარმოშობით ყირიმელი თათარი ჯამალა მუსიკალური კონკურსის, "ევროვიზიის" გამარჯვებულია. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა

დღეს კიევში ჩავიდა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი. ის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვს და სხვა ლიდერებს შეხვდება. პენტაგონის ინფორმაციით, ოსტინი დაადასტურებს თავისუფლებისთვის ბრძოლაში უკრაინისადმი მტკიცე მხარდაჭერას და ხაზს გაუსვამს, რომ აშშ მზად არის განაგრძოს უკრაინის სამხედრო დახმარება რუსეთის აგრესიისგან თავის დასაცავად. პირადად ლოიდ ოსტინმაც სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ კიევში იმყოფება მნიშვნელოვანი გზავნილით, რომ აშშ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შავ ზღვაში ჩაიძირა თურქული სატვირთო გემი

თურქული სატვირთო გემი, რომელზეც ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა, თურქეთის შავი ზღვის სანაპიროზე ჩაიძირა ქარიშხლის დროს - ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ალი იერლიკაიაზე დაყრდნობით ავრცელებს. თურქეთის შს მინისტრის განცხადებით, ეკიპაჟის წევრებთან კონტაქტი ვერ მყარდება, სამაშველო სამუშაოებს კი უამინდობა აფერხებს. თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემის, Kafkametler-ის, კაპიტანმა კვირა დილით განაცხადა, რომ მოდრეიფე გემი ერეგლისკენ მიემართებოდა, თურქეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ზონგულდაკის პროვინციაში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"დილის საუბრები დემოკრატიაზე": დეზინფორმაციის მიზანი, აქტორები და ევროინტეგრაცია

დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა - რა კავშირშია ის უსაფრთხოებასა და ევროინტეგრაციასთან? რა ამოძრავებს უცხო ქვეყნის მიერ წარმოებულ დეზინფორმაციულ კამპანის და როგორ იყენებს ის შიდა აქტორებს? - GRASS-ისა და ინფორმაციის სანდოობისთვის კოალიციის წარმომადგენელ მალხაზ რეხვიაშვილთან ერთად ვსაუბრობთ თემაზე.

Radiotavisupleba.ge 

WHO: საავადმყოფო ალ-შიფიდან ევაკუირებული ჩვილებიდან 10-ზე მეტი კრიტიკულ მდგომარეობაშია

ღაზის სექტორის ჩრდილოეთში მდებარე საავადმყოფო ალ-შიფიდან სამხრეთში, რაფაჰის საავადმყოფოში ევაკუირებული 31 ჩვილიდან 11-ის მდგომარეობა კრიტიკულია. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია(WHO) იუწყება. ევაკუაცია 19 ნოემბერს უზრუნველყვეს ამ ორგანიზაციის და „წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების“ წარმომადგენლებმა. ალ-შიფიდან ევაკუირებული ჩვილები რაფაჰში, არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ აღჭურვილ ჰოსპიტალში იმყოფებიან. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საავადმყოფოს ექიმებისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"უკრაინელები ვაიძულეთ, ცალი ხელით ეომათ" - გენერალი ჯონსი

„ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილება, უკრაინაში შეჭრილიყო და მისი დაპყრობა ეცადა, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უხეში შეცდომაა, რომელიც ისტორიაში მსოფლიო ლიდერებს მოსვლიათ... არ ვიცით, და შეიძლება ვერც ვერასდროს გავიგოთ, მაინც რამ უბიძგა ამ სიგიჟის ჩადენისკენ, მაგრამ ვფიქრობ, ერთ-ერთი მიზეზი უნდა იყოს ის, რომ ბატონი პუტინი, როგორც ჭეშმარიტი დიქტატორი, მხოლოდ იმ ხალხს უსმენს, რომელიც მის ნათქვამს ექოსავით იმეორებს, ვინც იმას ეუბნება, რისი მოსმენაც სურს...“ - ეუბნება აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი უშიშროების საკითხებში (2009-2010 წწ.)... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საახალწლო ღონისძიებებზე თბილისის მერია 6,5 მილიონ ლარს დახარჯავს

თბილისის მერია კვლავ ტენდერის გარეშე ყიდულობს საახალწლო ღონისძიებებისთვის საჭირო მომსახურებას. ამისთვის ჯამში ბიუჯეტიდან იგეგმება 6 501 641 ლარის დახარჯვა. დედაქალაქის მერია ყოველწლიურად დაახლოებით ერთსა და იმავე მიზეზს უთითებს იმის ასახსნელად, რატომ სჭირდება მომსახურების ტენდერის გარეშე შესყიდვა: "ღონისძიებების სპეციფიკიდან გამომდინარე, დაგეგმილ აქტივობათა უმრავლესობა საავტორო ნამუშევრებს წარმოადგენს. ამასთან, ზემოაღნიშნული აქტივობების მიმდინარეობის პარალელურად, იკვეთება კვალიფიციურ შემსრულებლებთან თანამშრომლობის საკითხები... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

არგენტინის პრეზიდენტად არჩეულია კანდიდატი, რომელიც ცენტრალური ბანკის „დაწვით" იმუქრება

არგენტინის პრეზიდენტის არჩევნებში გაიმარჯვა მკვეთრად მემარჯვენე ხავიერ მილეიმ. 19 ნოემბერს ჩატარებული მეორე ტურის წინასწარი შედეგებით, მილეიმ ხმების 56%-ით დაამარცხა არგენტინის მმართველი მემარცხენე-ცენტრისტული კოალიციის კანდიდატი, ეკონომიკის მინისტრი სერხიო მასა. მან მილეის გამარჯვება უკვე მიულოცა. 53 წლის ეკონომისტი და ტიკ-ტოკის „ვარსკვლავი“ ხავიერ მილეი არგენტინის მემარჯვენე ძალთა ალიანსში შემავალი ლიბერტარიანელთა პარტიის ლიდერია. 2021 წელს აირჩიეს არგენტინის ეროვნული კონგრესის დეპუტატთა პალატის წევრად. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის გენშტაბის ცნობით, დონეცკის და ზაპოროჟიეს ოლქებში 46 შეტევა მოიგერიეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებთან 46 საბრძოლო შეტაკება მოხდა. გენშტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, ხარკოვის ოლქში, კუპიანსკის მიმართულებით მოიგერიეს 7 შეტევა, ხოლო დონეცკის ოლქში, ბახმუტის მიმართულებით - 11, ავდეევკის მიმართულებით - 12 და მარინკის მიმართულებით - 16. უკრაინის გენერალური შტაბის თანახმად, თავდაცვის ძალები შეტევას განაგრძობენ ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ მელიტოპოლის მიმართულებით. რაც შეეხება ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში... Читать дальше...


Стало известно возможное место прощания с Анастасией Заворотнюк

Как отдыхаем в июне?

«Локомотив» ведёт переговоры по лучшему бомбардиру чемпионату Хорватии Мьересу

Ефимов: Продолжается строительство «Квантум-парка» в новом кампусе МГТУ имени Н. Э. Баумана



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Диарея путешественника: доктор Кутушов рассказал как защититься от отравления в отпуске

«Локомотив» ведёт переговоры по лучшему бомбардиру чемпионату Хорватии Мьересу

Эксперты Центра лечебной педагогики приняли участие в IV Форуме руководителей организаций «Мы в ответе за наших детей» и провели курс повышения квалификации для специалистов

Свыше 50 гидравлических испытаний теплосетей Солнечногорска проведут в июне

Музыкальные новости

Белый дом: Байден посетит Францию на годовщину высадки союзников в Нормандии

Путин защитил от списания по долгам социальные пенсии инвалидов

Маленьким пациентам центра трансплантологии рассказали о тех, кто спасает их жизни каждый день

"СВЯТОЙ ЛЕНИН" раскрыл загадку В.В. Жириновского и В.Г. Мессинга. СЕНСАЦИОННЫЕ ДАННЫЕ!

Новости России

Утренние пробки составили 3 балла в Подмосковье 30 мая

Свыше 50 гидравлических испытаний теплосетей Солнечногорска проведут в июне

Песков рассказал о подготовке визита Путина в Северную Корею

Во Франции сомневаются в уровне Сафонова перед трансфером в «ПСЖ»

Экология в России и мире

Китайский аналог H&M может запустить до 500 магазинов в России

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

ONYX отправляется в Большой тур по России

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

Спорт в России и мире

Мирра Андреева вышла во второй круг Открытого чемпионата Франции

Рыбакина, Путинцева и Бублик стартуют на Ролан Гаррос. Кто в соперниках и чего ждать?

Матч Котова и Вавринки перенесли на корт Сюзанн Ленглен

Надаль пропустит Уимблдон из-за желания сыграть на Олимпиаде

Moscow.media

На ремонт всех автодорог на Сахалине и Курилах необходим 1 трлн рублей

Эксперт по семейному капиталу Светлана Петрова: как быстро накопить на авто

Крупная авария в деревне Образцово Орловского МО. Движение затруднено

Всеармянский союз «Гардман-Ширван-Нахиджеван» осуждает лживое заявление президента Азербайджана Алиева







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *