Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Ноябрь
2023

Новости за 27.11.2023

Radiotavisupleba.ge 

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში ასიათასობით ადამიანი სიბნელესა და სიცივეში დარჩა ძლიერი ქარიშხლის გამო

ქარბუქმა, თოვლმა და ძლიერმა ქარმა დიდი ზარალი მიაყენა ბოლო ორი დღის განმავლობაში აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას, სადაც რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და ასობით ათასი ელექტროენერგიის და გათბობის გარეშე დარჩა. შავი ზღვიდან მომავალ ძლიერ ციკლონს მოჰყვა თოვა, რომელმაც მოსკოვის ჩრდილოეთამდე მიაღწია და რომელსაც რუსეთის ჰიდრომეტეოროლოგიურმა ცენტრმა უწოდა "ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქარიშხალი, რაც კი ყოფილა ნოემბრის ბოლოს". უკრაინა, მოლდოვა, ბულგარეთი და რუმინეთი იმ ქვეყნებს შორის არიან, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდა ქარიშხლის შედეგად... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის დრო გახანგრძლივდა - გაათავისუფლეს კიდევ 11 მძევალი

კატარის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება, ისრაელსა და აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებულ „ჰამასსა“ შორის ომში ჰუმანიტარული პაუზის შესახებ, კიდევ ორი დღით გაგრძელდება. ამის შესახებ მოლაპარაკებებში მონაწილე კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა. „ჰამასმა“ დაუდასტურა შეთანხმების გაგრძელება. ოფიციალური დადასტურება ისრაელის მხრიდან ჯერ არ ყოფილა. აშშ-ის მთავრობა მიესალმა შეთანხმებას, ესაა საუკეთესო გზა, რათა გათავისუფლებული იქნეს მეტი მძევალი, განაცხადა აშშ-ის უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ.

Radiotavisupleba.ge 

ფინეთის პრემიერი: ფინეთი რუსეთიდან თავშესაფრის მეტი მაძიებლის ჩამოსვლას ელის

ფინეთი მოელის, რომ თავშესაფრის მეტი მაძიებელი ჩავა იქ რუსეთის საზღვრის გავლით და ქვეყანა აპირებს შემდგომი ზომების მიღებას მათი ნაკადის შესაჩერებლად მას შემდეგ, რაც ყველა შესასვლელ პუნქტს დაკეტავს, ერთის გარდა. "სხვადასხვა წყაროების სადაზვერვო ინფორმაცია გვაცნობებს, რომ კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც მოიწევენ", განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, პეტერი ორპომ. Reuters-ის თანახმად, ნოემბერში, თავშესაფრის დაახლოებით 900 მაძიებელი, სხვათა შორის, ავღანეთიდან, კენიიდან, მაროკოდან, პაკისტანიდან, სომალიდან... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სერგეი რიაბკოვი: ეუთოს სხდომაზე ლავროვი-ბლინკენის მოლაპარაკება არ გაიმართება

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრა არ შედგება ჩრდილოეთ მაკედონიაში ამ კვირაში, იტყობინება 27 ნოემბერს რუსეთის საინფორმაციო სააგენტო "ტასს-ი," რომელსაც მოჰყავს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვის სიტყვები. ვაშინგტონს არ მოუთხოვია შეხვედრა და "შეხვედრაც არ იქნება", განაცხადა რიაბკოვმა. Reuters-ი იტყობინებოდა, რომ ლავროვმა ადრე განაცხადა, რომ ის მიიღებს მონაწილეობას ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ილონ მასკი ისრაელში ჩავიდა მას მერე რაც ანტისემიტიზმში დასდეს ბრალი

სოციალური ქსელის, X-ის მფლობელი, მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, ილონ მასკი, ისრაელში ჩავიდა. ის შეხვდა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს და ეწვია ღაზის სექტორის მოსაზღვრე არეალს, კიბუც კფარ-აზას, რომელზეც თავდასხმა განხორციელდა 7 ოქტომბერს აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასის“ მხრიდან.       სოციალური ქსელებით გავრცელდა ფოტო, რომელზეც ჩანან ნეთანიაჰუ და მასკი ჯავშანჟილეტებით და ათვალიერებენ თავდასხმის არეალს. მასკი გაესაუბრა ასევე მძევლების ნათესავებს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კატარი: "ჰამასსა" და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტა ორი დღით გახანგრძლივდება

აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებულ „ჰამასსა“ და ისრაელს შორის ომში ჰუმანიტარული პაუზა კიდევ ორი დღითგაგრძელდება. ამის შესახებ მოლაპარაკებებში მონაწილე კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა. „ჰამასის“ სპიკერმა Reuters-ს დაუდასტურა შეთანხმების გაგრძელება. ოფიციალური დადასტურება ისრაელის მხრიდან ჯერ არ ყოფილა. წინა შეთანხმებით, პაუზა 28 ნოემბერს, ღამით უნდა დასრულებულიყო. ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივება საშუალებას იძლევა გაათავისუფლონ 7 ოქტომბრის თავდასხმის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნატოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთის ჯარი „დიდი დანაკარგს“ განიცდის უკრაინისგან

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა 27 ნოემბერს, რომ რუსეთი უკრაინისგან კვლავაც დიდ დანაკარგს განიცდის მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა ვერ ახერხებს მიტაცებული ტერიტორიების დაბრუნებას. „ცხადია, ჩვენ გვსურს, რომ მათ გაათავისუფლონ რაც შეიძლება მეტი ტერიტორია, რაც შეიძლება მალე, მაგრამ ამის მიუხედავად, რომ ფრონტის ხაზი არ დაძრულა, უკრაინელებმა შეძლეს რუსი დამპყრობლებისთვის დიდი დანაკლისი მიეყენებინათ,“- თქვა სტოლტენბერგმა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელმა ამის შესახებ განაცხადა მას მერე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თბილისის საქალაქო სასამართლომ კაბუს გირაო შეუფარდა

ქალზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ მომღერალს და მსახიობს, კაბუს (კახა აბუაშვილს) თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამარ მჭედლიშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, 10 000 ლარი შეუფარდა. თანხის გადახდის შემდეგ კაბუ დატოვებს პენიტენციურ დაწესებულებას. სასამართლო პროცესზე ადვოკატმა დავით სანაძემ კახა აბუაშვილის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვა. ხოლო, ალტერნატივის სახით შუამდგომლობა დააყენა გირაოს, 5 000 ლარის შეფარდების შესახებ. პროკურორი კი ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

Human Rights Watch-ი: ოქტომბერში ღაზაში ალ-აჰლის საავადმყოფოსთან აფეთქება გამოიწვია რაკეტის გაშვებისას შეცდომამ

ოქტომბრის შუა რიცხვებში ღაზის ალ-აჰლის საავადმყოფოსთან აფეთქება, უფლებადამცავი ორგანიზაციის, Human Rights Watch-ის გამოკვლევით, ალბათ გამოიწვია რაკეტის გაშვებისას დაშვებულმა შეცდომამ. უშუალოდ აფეთქება გამოიწვია სარაკეტო მასალამ, რომელსაც ჩვეულებრივ პალესტინელთა შეიარაღებული ჯგუფები იყენებენ, აცხადებს Human Rights Watch-ი, რომელმაც ფოტო, ვიდეო, თანამგზავრებით გადაღებული სურათები და ასევე თვითმხილველების და ექსპერტების მონათხრობი გაანალიზა. 17 ოქტომბრის აფეთქებას ალ-აჰლის საავადმყოფოსთან, რასაც ასეულობით ადამიანი ემსხვერპლა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ფაშინიანი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს - რას ამბობენ სოხუმსა და ცხინვალში?

პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ნათქვამს, რომ სომხეთი „ერთმნიშვნელოვნად და სრულად“ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მწვავედ შეხვდნენ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. სოხუმელმა ლიდერებმა ფაშინიანს შეახსენეს, რომ „აფხაზეთში 42 000 სომეხი ცხოვრობს“.

Radiotavisupleba.ge 

ჟოზეპ ბორელს ღაზაში ცეცხლის „ხანგრძლივად" შეწყვეტა სურს

ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ხელმძღვანელი ჟოზეპ ბორელი ღაზის სექტორში მოქმედი დროებითი ზავის გაგრძელების მოწოდებით გამოვიდა.   ღაზის სექტორში ისრაელსა და „ჰამასს“ (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული დაჯგუფება) შორის მიმდინარე ომის პირობებში მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომლის თანახმად, ცეცხლის შეწყვეტის ვადა 28 ნოემბერს სრულდება. ოთხდღიანი ზავის პერიოდში მიმდინარეობს "ჰამასის" მძევლების და ისრაელის საპატიმროში მყოფი პალესტინელების გაცვლა, ასევე რეგიონში შედის ჰუმანიტარული დახმარება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მელია გაუშვეს თუ წავიდა? - რას ამბობენ "ნაციონალურ მოძრაობაში"

"ნაციონალური მოძრაობის" განცხადების მიხედვით, ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია "არ წარმოადგენს პარტიას". ახლა მთავარი კითხვაა, დატოვა თუ დაატოვებინეს ყოფილ თავმჯდომარეს პარტია. "სამარცხვინო" საქციელი და "არაკაცობა" უკვე უწოდეს მელიას თანაგუნდელებმა პარტიის მოქმედი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას „ფორმულის“ ღამის ეთერში. კერძოდ, ხაბეიშვილმა თქვა, რომ მისი წინამორბედი "არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ვერ ილაპარაკებს „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით". თავმჯდომარის ამ კომენტარის შემდეგ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლავროვი ამბობს, რომ დასავლეთის ზოგიერთმა ქვეყანამ ეუთოს სხდომაზე მასთან შეხვედრა ისურვა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მიიღებს მონაწილეობას ეუთოს შეხვედრაში, თუ ბულგარეთი  რუსეთის დელეგაციისთვის საჰაერო სივრცეს გახსნის. სხდომა ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში ტარდება. ლავროვის თქმითვე, დასავლეთის ზოგიერთმა ქვეყანამ მასთან შეხვედრა ითხოვა. Reuters-ის ცნობით, ლავროვმა განაცხადა, რომ ის ჩრდილოეთმა მაკედონიამ მიიწვია ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში, რომელიც სკოპიეში 30 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე გაიმართება. 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პუტინის (შეწყალებული) კანიბალები რუსეთის არმიაში

რუსეთის ხელისუფლებამ, ომში მონაწილეობის მიზნით, პატიმრობიდან გაათავისუფლა დენის გორინი, სერიული მკვლელი და კანიბალი, რომელიც მეორე სასჯელს იხდიდა მკვლელობისა და გვამის წაბილწვისათვის.

Radiotavisupleba.ge 

შოვში სტიქიიდან 118-ე დღესაც გრძელდება ძებნის სამუშაოები - აცხადებენ შსს-ში

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დრომდე გრძელდება შოვში სტიქიის დროს დაკარგული ერთი ადამიანის ცხედრის სამძებრო სამუშაოები. კურორტზე ღვარცოფული მოვლენების განვითარებიდან 118 დღე გავიდა. სტიქიამ 30-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. "გრძელდება საძიებო სამუშაოები ერთი პირის მიმართ როგორც ცოცხალი ძალით, ისე ტექნიკით. არ შეჩერებულა ძებნის ღონისძიება", - უთხრეს რადიო თავისუფლებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. 3 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაჭაში, შოვში, მეწყრული პროცესები განვითარდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალდება არასრულწლოვანის გაუპატიურების მუხლით დაუმძიმდა

საქართველოს პროკურატურამ საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში არასრულწლოვანის, 14 წლის აითაჯ შახმანოვას, მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალდება არასრულწლოვანის გაუპატიურების მუხლით დაუმძიმა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. ბრალდების მხარემ სისხლის სამართლის საქმე, არსებითი განხილვის მიზნით, თელავის რაიონულ სასამართლოში გააგზავნა. დაკავებულს მანამდე ბრალი წარდგენილი ჰქონდა რამდენიმე მუხლით: მათ შორის ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ გენდერული ნიშნით განზრახ მკვლელობის, არასრულწლოვანის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ქალს დანის ტარი ჩაარტყა და ხელი გაარტყა - პროკურატურამ კაბუს ბრალი წაუყენა

საქართველოს პროკურატურამ ქალზე ძალადობისთვის ბრალი წაუყენა მომღერალ კაბუს - კახა აბუაშვილს. იგი სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლითაა ბრალდებული. "გამოძიებით დადგინდა, რომ 25 ნოემბერს, თბილისში, ავტომანქანით გადაადგილებისას, კ.ა.-მ მასთან ერთად მყოფ ქალს - თ.ა.-ს ფეხის არეში დანის ტარი ჩაარტყა და ასევე, ხელი რამდენჯერმე გაარტყა... ბრალდებული დანის დემონსტრირებით, ჯანმრთელობის დაზიანებით და დასახიჩრებით დაემუქრა დაზარალებულს და გახსნილი დანა მისი მიმართულებით ორჯერ მოიქნია", - წერია პროკურატურის განცხადებაში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სკვითების ოქროს კოლექცია ნიდერლანდიდან უკრაინაში ჩაიტანეს

სკვითების ოქროს კოლექცია, რომელიც თავდაპირველად ანექსირებული ყირიმის მუზეუმებში იყო დაცული და შემდეგ ამსტერდამში იმყოფებოდა, უკრაინაში ჩაიტანეს და ამჟამად ის კიევ-პეჩორის ლავრის ტერიტორიაზეა, იტყობინება უკრაინის საბაჟო სამსახური. საბაჟოს თანახმად, უკრაინაში ჩაიტანეს 2694 კგ კულტურული ფასეულობები. მებაჟეები მუზეუმის საგანძურის ტერიტორიაზე დაიწყებენ მათ აღრიცხვას და გაფორმებას. ოქრო ნიდერლანდში გამოსაფენად წაიღეს ჯერ კიდევ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამდე. მოგვიანებით ყირიმის მუზეუმები ითხოვდნენ ექსპონატების ყირიმში დაბრუნებას... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა: ნოემბერში რუსეთმა ომის მანძილზე ყველაზე მძიმე დანაკარგები განიცადა

დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა იტყობინება, რომ 2023 წლის ნოემბერში რუსეთის ჯარებში დანაკარგებმა დღეში საშუალოდ 931 ადამიანი შეადგინა. ეს ინფორმაცია ემყარება უკრაინის გენერალური შტაბის ცნობებს. უკანასკნელი ექვსი კვირის განმავლობაში რუსეთის ჯარებში შეინიშნება დანაკარგების ერთ-ერთი ყველაზე უფრო მაღალი მაჩვენებელი მთელი ომის განმავლობაშია. ადრე რუსეთს ყველაზე მაღალი დანაკარგები ჰქონდა 2023 წლის მარტში ბახმუტისთვის ბრძოლაში - საშუალოდ 776 ადამიანი დღეში. მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის დაზვერვას არ შეუძლია შეამოწმოს მეთოდოლოგია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მთავრობა კონცერტით გეგმავს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების აღნიშვნას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ დეკემბერში, როცა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გახდება ცნობილი, კონცერტი გაიმართება. მან დღეს, 27 ნოემბერს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ ღონისძიება 14 ან 15 დეკემბერს გაიმართება, გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ. ზუსტი თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი. "გვინდა გავმართოთ საერთო, სახალხო, ეროვნული ზეიმი, გამარჯვების ზეიმი და კონცერტი და ერთად აღვნიშნოთ ეს ისტორიული გამარჯვება ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შეიძლება მძევლების მოსაძებნად გახანგრძლივდეს

ისრაელმა შესაძლოა გააგრძელოს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტა, თუ პალესტინური დაჯგუფება „ჰამასი“, რომელიც შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული, ჰუმანიტარულ პაუზას გამოიყენებს მძევლების მოსაძებნად, განაცხადა კატარის პრემიერ-მინისტრმა, შეიხმა მუჰამედ ბინ აბდელ რაჰმან ალ-ტანიმ. ამის შესახებ Financial Times-ი იტყობინება. ლაპარაკია 40-ზე მეტ ქალსა და ბავშვზე, რომლებიც ღაზის სექტორში ჰყავთ დაკავებული სხვა პალესტინურ დაჯგუფებებს. შეიხმა განმარტა, რომ ისრაელმა კატარს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინაში რთული ვითარებაა დიდთოვლობის და ქარბუქის გამო

რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის დიდ ნაწილში, მათ შორის დედაქალაქ კიევში, საფრთხის მეორე, ნარინჯისფერი დონე გამოცხადდა დიდთოვლობის და ქარბუქის გამო. ქარიშხალმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, რის გამოც, უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მონაცემებით, 2 019 დასახლებული პუნქტი ენერგომომარაგების გარეშეა დარჩენილი. რთული ვითარებაა საავტომობილო გზებზე. მხოლოდ ოდესის ოლქში, დაახლოებით ორ საათში აღირიცხა 70-ზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა. უკრაინის ხელისუფლებამ მოქალაქეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ავტოტრანსპორტით გადაადგილებისგან. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სამარცხვინო მანიფესტაცია და არაკაცობა - მელიას თანამოაზრე ხაბეიშვილის გადაწყვეტილებაზე

"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარის თანამოაზრე და პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრი გიორგი იმედაშვილი სამარცხვინოს უწოდებს პარტიის მოქმედი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომელიც ნიკა მელიას შეეხებოდა. ხაბეიშვილმა თავის წინამორბედზე ტელეკომპანია "ფორმულის" ეთერში ისაუბრა გუშინ, 26 ნოემბერს. პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ, კერძოდ, თქვა, რომ ნიკა მელია მისი თანაპარტიელი აღარ არის. "ეს რვა თვის წინ რომ გამეგო, ვიტყოდი, რომ იყო მოულოდნელი... ეს იყო სირცხვილი, ბოლშევიკური მეთოდებით პირდაპირ ეთერში - სამარცხვინო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"დილის საუბრები დემოკრატიაზე": საქართველოს მოსახლეობისთვის ევროკავშირი რჩეულ პარტნიორად რჩება

"ევროპის ფონდი" 2009 წლიდან იკვლევს საქართველოს მოსახლეობის ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებას და მის შესახებ ცოდნას. რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობისთვის ევროკავშირი რჩება რჩეულ და სანდო პარტნიორად. ქეთევან ვაშაკიძე, "ევროპის ფონდის" პრეზიდენტია რუბრიკის სტუმარი.

Radiotavisupleba.ge 

ბათუმში შტორმია

შავი ზღვის ბათუმის სანაპიროზე თითქმის 8-ბალიანი შტორმია. ბათუმის ვიცე-მერის, ლევან დავითაძის განცხადებით, ზღვამ დააზიანა ბათუმის ბულვარის ინფრასტრუქტურა. წყალმა დატბორა ახალი ბულვარის საფეხმავლო ნაწილი და ნინოშვილის ქუჩის მნიშვნელოვანი ნაწილი. ლევან დავითაძის თანახმად, ზარალი მოგვიანებით დაითვლება,  ამინდის გაუმჯობესების შემდეგ დაიწყება სალიკვიდაციო სამუშაოები. რაც შეეხება მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროებას, ბათუმის ვიცე-მერის განცხადებით, შესაბამისი სამსახურები იმოქმედებენ ვითარების მიხედვით. Читать дальше...


Открытие первого дилерского центра VGV в России. ГК «АВТОРУСЬ» стала первым дилером

Столичная таможня пресекла попытку незаконного вывоза военной продукции в США

Онлайн-лекторий «Иннагрика»: подкасты с учеными и экспертами об агротехе доступным языком

Росгвардейцы огнем из стрелкового оружия уничтожают беспилотники ВСУ



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

"Схватил и попытался утащить в кусты": Мигрант дважды пытался изнасиловать несовершеннолетнюю - и поплатился

Горящее в Москве здание обрушилось на площади 1,5 тыс. кв. метров

журналист поставил рекламу надеюсь на пониманию администраторов да контрамарку заслужил может

Mash: полицейские остановили работу делового центра «Китай-город» в Москве

Музыкальные новости

Группа Продовольствие стала победителем конкурса «Экспортер года Алтайского края» по итогам деятельности предприятий за 2023 г.

В Подмосковье сотрудники Росгвардии задержали подозреваемого в краже товаров из магазина

Олег Рой и Дарья Донцова высказались о необходимости масштабирования опыта Башкортостана в проведении книжных фестивалей

Эксперт сенсационно раскрыл загадку Мессинга и Жириновского.

Новости России

Открытие первого дилерского центра VGV в России. ГК «АВТОРУСЬ» стала первым дилером

Песков рассказал о подготовке визита Путина в Северную Корею

Онлайн-лекторий «Иннагрика»: подкасты с учеными и экспертами об агротехе доступным языком

Доктор Кутушов назвал болезни, которые поджидают отдыхающих у водоёмов

Экология в России и мире

BYD-FORKLIFT - официальный дистрибьютор BYD в России

С чем носить брюки палаццо: примеры образов

Я думала, мы умрем: американка переехала в Великобританию и столкнулась с левосторонним движением, праворульными машинами и механической коробкой передач

Любимый россиянами курорт с белоснежными пляжами готовится запустить прямые рейсы в Россию, чтобы снизить цены на туры

Спорт в России и мире

Мирра Андреева вышла во второй круг Открытого чемпионата Франции

Разгром за час определил следующую соперницу Арины Соболенко на «Ролан Гаррос»

Надежда Петрова высказалась о перспективах Арины Соболенко снова возглавить рейтинг WTA

Парижские сюжеты: Медведев играл в кошки-мышки, Котов творил историю, Калинская заставляла нервничать Синнера

Moscow.media

Маленьким пациентам центра трансплантологии рассказали о тех, кто спасает их жизни каждый день

Фотовыставка «Древнейшие пирамиды мира» пройдёт в Крыму

Доступный, летний, твой – StarLine A60 BT GSM ECO

Лето в урочище Кокоря







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *