Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Ноябрь
2023

Новости за 28.11.2023

Radiotavisupleba.ge 

სტოლტენბერგი იმედოვნებს, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინის სამხედრო დახმარებას

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, ის მოელის, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის დახმარებას რუსეთის ჯარების შეჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში, მიუხედავად ზოგიერთი რესპუბლიკელი კანონმდებლის წინააღმდეგობისა, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ ვაშინგტონის მხრიდან კიევის დახმარებას.    სტოლტენბერგმა ეს განცხადება 28 ნოემბერს გააკეთა ალიანსის 31 წევრი ქვეყნის შეხვედრაზე. მისი თქმით, ნატოს წევრებმა უკრაინას უპრეცედენტო დონის სამხედრო დახმარება აღმოუჩინეს მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში დაიწყო ქვეყანაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მინისტრის განმარტებით, დისტანციურად სწავლა ჯარისგან თავის არიდების საშუალება ვერ იქნება

სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ილაპარაკა პარლამენტში „მინისტრის საათის" ფარგლებში სიტყვით გამოსვლის დროს განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა. ოპოზიცია დაინტერესდა, დისტანციური პროგრამების სტუდენტებს, რატომ არ გადაუვადებენ ჯარში გაწვევას, მაშინ, როდესაც ამას სხვა სტუდენტები შეძლებენ. ოპონენტებს ამილახვარმა უპასუხა, რომ დისტანციურად სწავლა გახდება სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან თავის არიდების ახალი მიმართულება და ამიტომ საჭიროა, ცვლილებების მიღება. „რაც შეეხება დისტანციურ სწავლებას... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ისრაელი და "ჰამასი" ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაზე იტყობინებიან

ისრაელის რამდენიმე სამხედრო მოსამსახურე მსუბუქად დაიჭრა ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში „ჰამასის“ მიერ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შედეგად. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის არმია იტყობინება. ისრაელის სამხედროთა ცნობით, ორ სხვადასხვა ადგილას სამი ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა ისრაელის ჯარების სიახლოვეს. ერთ-ერთ ინციდენტში სამხედროებს სროლა დაუწყეს და მათ საპასუხო ცეცხლი გახსნეს. ისრაელის არმიას არ გადაუკვეთია ზავის ვადებში შეთანხმებული საზღვრები, აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ამილახვრის თქმით, დავალიანების გამო შეჩერებული სტატუსი 4 000-მდე სტუდენტმა აღიდგინა

პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს ეხებოდა. როგორც მინისტრმა განაცხადა, ვალების ჩამოწერის პროგრამიდან გამომდინარე, 2023 წლის ოქტომბრიდან საქართველოში 4000-მდე სტუდენტმა მყისიერად აღიდგინა სტატუსი და სასწავლო პროცესს დაუბრუნდა. გიორგი ამილახვრის განცხადებით, 2-3 თვეში ყველა უნივერსიტეტს ჩაერიცხება განსაზღვრული თანხა. 2023 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, გადასახდელი სწავლის საფასურის ჩამოწერის (განულების)... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებულ ტერიტორიაზე 15 ოქტომბერს დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს 

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, სოფელ წნელისში 15 ოქტომბერს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე ვასიკო ქენქაძე დე ფაქტო სასამართლო პროცესის შემდეგ გაათავისუფლეს. 27 ნოემბერს ქენქაძე ახალგორის ე.წ. სასამართლომ დამნაშავედ ცნო რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის [ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის კანონმდებლობით ხელმძღვანელობენ] 322-ე მუხლის პირველი ნაწილით (სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა) დანაშაულის ჩადენაში და 50 000 რუსული რუბლით დააჯარიმა. როგორც დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა განაცხადა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ირანმა შეათანხმა რუსეთისგან ნაყიდი გამანადგურებლებისა და ვერტმფრენების მიღების ვადები

ირანის ხელისუფლებამ შეათანხმა რუსეთში ნაყიდი სამხედრო ტექნიკის ირანში ჩატანის ვადები. ამის შესახებ სააგენტო „Tasnim“-ს უთხრა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გენერალმა მაჰდი ფარაჰიმ. ეს მოსკოვის მიერ თეირანისთვის შეიარაღების ოფიციალურად მიწოდების პირველი შემთხვევაა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ირანმა მიიღო მრავალმიზნობრივი გამანადგურებლები Su-35, მოიერიშე ვერტმფრენები Mi-28 და სასწავლო-სამხედრო თვითმფრინავები Yak-130. სექტემბრის დასაწყისში იტყობინებოდნენ, რომ ეს უკანასკნელები უკვე ჩაიტანეს ირანში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კაბუს გირაო - მოსამართლის გზავნილი ქალებს და "დაფასებული ხოტბა-დიდება"

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა, ქალზე ძალადობასა და ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვის ბრალდებით დაკავებულ მომღერალს, კაბუს (კახა აბუაშვილი), 27 ნოემბერს აღკვეთის ღონისძიების სახით ნაცვლად პროკურატურის მიერ მოთხოვნილი პატიმრობისა, 10-ათასლარიანი გირაო შეუფარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც კი კაბუ ამ თანხას გადაიხდის, ის საპატიმროს დატოვებს. მართალია, საქმე ამით არ სრულდება, გამოძიება გრძელდება, სასამართლოს სხდომები ორ თვეში განახლდება და თუკი კაბუს წაყენებული ბრალი დაუმტკიცდება, მას ერთიდან ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ფინეთი ხურავს რუსეთის საზღვარზე დარჩენილ უკანასკნელ საკონტროლო-გამშვებ პუნქტს

ფინეთი ხურავს რუსეთის საზღვარზე დარჩენილ უკანასკნელ საკონტროლო-გამშვებ პუნქტს, რათა შეაჩეროს თავშესაფრის მაძიებლების შედინება რუსეთის ტერიტორიიდან, განაცხადა ფინეთის მთავრობამ სამშაბათს. გადაწყვეტილება ოთხშაბათს ღამით, 30 ნოემბერს შედის ძალაში. ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარი რატანენმა დააზუსტა, რომ თავშესაფრის მიღების თაობაზე განაცხადის შეტანა შესაძლებელი იქნება ნავსადგურებსა და აეროპორტებში. როგორც პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ განაცხადა პრესკონფერენციაზე, ხელისუფლებას სურს შეაჩეროს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„ბოლო სახლი“ მოხუცთათვის: როგორი უნდა იყოს ის?

საქართველოში ბევრი ეძებს თავისი ოჯახის ხანდაზმული წევრის ან ახლობლისთვის ადგილს, სადაც მას „ღირსეულად მოუვლიან“. თუმცა, ასეთი ადგილის პოვნა რთულია. ხანდახან - შეუძლებელიც.

Radiotavisupleba.ge 

„რუსეთი არასოდეს ყოფილა ჩემი სამშობლო!“ - ინტერვიუ უკრაინის მხარეს მებრძოლ დაღესტნელთან

უკრაინაში ცხოვრების ექვსი წლის განმავლობაში, დაღესტნელი აჰმად აჰმედოვი ცნობილი გახდა, როგორც კიკბოქსინგის მწვრთნელი - ის ხელმძღვანელობს უკრაინის კიკბოქსინგის ფედერაციას, გარდა ამისა, როგორც მოხალისე ჯარისკაცი, აჰმედოვი ჩართულია უკრაინის დაცვაში რუსეთის თავდასხმის პირველივე დღეებიდან.

Radiotavisupleba.ge 

ბალტიის ქვეყნები და უკრაინა ეუთოს მინისტერიალს ბოიკოტს უცხადებენ მასზე ლავროვის დასწრების გამო

სამშაბათს ცნობილი გახდა, რომ ბალტიის ქვეყნები ბოიკოტს გამოუცხადებენ სკოპიეში ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შეხვედრას, რომელსაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დაესწრება. ამას იუწყება „ინტერფაქს-უკრაინა“ ერთობლივ განცხადებაზე დაყრდნობით, რომელიც ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა. ჩრდილოეთი მაკედონია ნატოს წევრი პირველი სახელმწიფოა, სადაც ლავროვი ჩავა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. „დიდად ვწუხვართ გადაწყვეტილების შესახებ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის სამხედრო დაზვერვა ადასტურებს ბუდანოვის ცოლის მოწამვლას

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ ოფიციალურად დაადასტურა მანამდე მედიით გავრცელებული ინფორმაცია, დაზვერვის ხელმძღვანელის, კირილო ბუდანოვის ცოლის, მარიანა ბუდანოვას მძიმე მეტალებით მოწამვლის შესახებ. დაზვერვის სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრი იუსოვმა რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს განუცხადა, რომ მედიით გავრცელებული ცნობები სიმართლეა. იუსოვის თანახმად, მარიანა ბუდანოვა მძიმე მეტალებით მოწამვლის გამო გადის მკურნალობის კურსს, რომელიც დასრულების ეტაპზეა. უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამსახურში აცხადებენ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვაზისუბანში ბეტონმზიდმა კაცს გადაუარა

თბილისში, ვაზისუბნის დასახლების მეოთხე მიკროში კაცს ბეტონმზიდმა მანქანამ გადაუარა. დაახლოებით 65 წლის კაცი ადგილზე დაიღუპა. საქმეზე გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით. ჯერ არის ცნობილი დააკავეს თუ არა მძღოლი. დამატებითი ინფორმაციის მოძიების შემთხვევაში მასალა განახლდება.

Radiotavisupleba.ge 

დავით ხიდაშელის კომპანიას რაჭაში სამონადირეო ლიცენზია გაუუქმეს

ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანიას, შპს "ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას", გარემოს ეროვნულმა სააგენტომ რაჭაში სამონადირეო მეურნეობის ლიცენზია გაუუქმა. განცხადებაში, რომელსაც სააგენტო ავრცელებს, აღნიშნულია, რომ შესაბამისი ლიცენზია ძალადაკარგულია. "კომპანიის "ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა" მიერ სალიცენზიო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ მიმდინარე წლის მაისში იქნა შედგენილი. ლიცენზიების და ნებართვების კანონი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვის სასამართლომ ამერიკელ ჟურნალისტ ევან გერშკოვიჩს ორი თვით გაუხანგრძლივა წინასწარი პატიმრობა

მოსკოვის ლეფორტოვოს რაიონის სასამართლომ ორი თვით, 2024 წლის 30 იანვრამდე, გაუგრძელა პატიმრობა ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ის ჟურნალისტს, ევან გერშკოვიჩს, რომელიც საგამოძიებო იზოლატორში იმყოფება ჯაშუშობის ბრალდებით. ამის შესახებ იტყობინება მოსკოვის საერთო იურისდიქციის სასამართლოების პრესსამსახური. მთლიანობაში გერშკოვიჩს წინასწარ დაკავებაში 10 თვის განმავლობაში მოუწევს ყოფნა. ევან გერშკოვიჩი 29 მარტს დააკავეს ეკატერინბურგში. მომდევნო დღეს მოსკოვის სასამართლომ ის საგამოძიებო იზოლატორში გაგზავნა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბულგარეთმა თავისი საჰაერო სივრცით სარგებლობის უფლება მისცა ლავროვის თვითმფრინავს

ევროკავშირის წევრმა ბულგარეთმა თავისი საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება მისცა თვითმფრინავს, რომლითაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი უნდა ჩავიდეს ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში. ლავროვმა მონაწილეობა უნდა მიიღოს ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაში. ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა რუსეთის თვითმფრინავებს საჰაერო სივრცე დაუხურეს 2022 წლის თებერვლის, უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. რადიო თავისუფლების ბულგარული სამსახური საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მედია: უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის ცოლი მძიმე მეტალებით მოწამლეს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, გენერალ კირილო ბუდანოვის ცოლი მარიანა მძიმე მეტალებით მოწამვლის გამო საავადმყოფოშია, სადაც მკურნალობის პირველი ეტაპი გაიარა. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემები „უკრაინსკა პრავდა“, „ბაბელი“ და „რბკ-უკრაინა“ წერენ, სპეცსამსახურებში ანონიმ, ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით. წყაროთა ცნობით, გარკვეული დროის განმავლობაში მარიანა ბუდანოვა თავს შეუძლოდ გრძნობდა, რის გამოც სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა და ანალიზმა მის ორგანიზმში მძიმე მეტალის კვალი დაადასტურა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბათუმში გამოავლინეს კვების ობიექტები, რომლებსაც მენიუ მხოლოდ რუსულ ენაზე ჰქონდათ

კონკურენციის სააგენტომ ბათუმში გამოავლინა კვების 9 ობიექტი, რომლებსაც მენიუ ქართულ ენაზე არ ჰქონდათ. დადგინდა, რომ დაწესებულებებში შესულ მომხმარებლებს არ შეეძლოთ სახელმწიფო ენაზე მკაფიოდ და გასაგებად მიეღოთ ინფორმაცია. სააგენტომ შეისწავლა სულ 11 ობიექტში არსებული მდგომარეობა. მათგან დარღვევა გამოვლინდა შპს „ქიზილ 2023-ის", შპს „გრილ ფუდის“, შპს „ჰარვიდენტის“, შპს „დარიას“, ი/მ ანდრეი ხარბედიას, ი/მ ვლადისლავ კირიაკოვის, ი/მ ალექსანდრ ვასილევის, შპს "ინვესტ ინ ჯორჯიას" და ი/მ მარია კალუსტიანის კუთვნილ დაწესებულებებში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

Georgian Airways-ი თბილისიდან სანქტ-პეტერბურგის მიმართულებით ფრენებს იწყებს

ავიაკომპანია Georgian Airways-ი 10 დეკემბრიდან თბილისსა და სანქტ-პეტერბურგს შორის პირდაპირ ფრენებს იწყებს. ავიაკომპანიის ვებგვერდზე ბილეთები უკვე იყიდება. პირდაპირი რეისები კვირაში ორჯერ შესრულდება - ოთხშაბათს და კვირას. ფრენების დაწყების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა სანქტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტის ოპერატორის, შპს „Воздушные ворота северной столицы-ის" პრესსამსახურმაც. ავიაკომპანია Georgian Airways-ს, საქართველოსა და რუსეთის ოფიციალურ უწყებებს ახალი რეისების დაწყების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბლინკენი ალიევს და ფაშინიანს ესაუბრა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ტელეფონით ესაუბრა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს. უმთავრესი თემა იყო ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა. ბლინკენსა და ალიევს შორის 27 ნოემბერს გამართული საუბრის ფონია აზერბაიჯანის უარი, მონაწილეობა მიეღო სომხეთთან მოლაპარაკებაში, რომელიც 20 ნოემბერს ვაშინგტონში უნდა გამართულიყო. შეხვედრამდე 4 დღით ადრე, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ დაადანაშაულა სომხეთთან... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებული აფხაზეთი უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს რუსეთთან დე ფაქტო საზღვარზე

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ „რუსეთის ფედერაციასთან სასაზღვრო ტერიტორიებზე“ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა. ამის მიზეზია 28-30 ნოემბერს რუსეთის ტერიტორიაზე, მეცნიერებისა და ხელოვნების პარკ „სირიუსში“, ახალგაზრდა მეცნიერთა III კონგრესის გამართვა. გარდა ამისა, დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგზაო ტრანსპორტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის პრევენციის მიზნით, მიმდინარე წლის 28 ნოემბრიდან გაიხსნება საგზაო-საპოლიციო პუნქტი „ხოლოდნაია რეჩკა“. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"დილის საუბრები ეკონომიკაზე": სიღარიბე - დათვლილი და ციფრებს მიღმა

რამ შეიძლება შექმნას სიღარიბის მეტნაკლებად რეალისტური სურათი - რას აჩვენებს სხვადასხვა ქვეყნის სტატისტიკა და რეალობა? რა არის ის ირიბი მაჩვენებლები, რაც უფრო მეტად სრულფასოვნად წარმოაჩენს სიღარიბის დონეს საქართველოში? - ამ საკითხებზე მოისმენთ მსჯელობას ჩვენს დღევანდელ რუბრიკაში.

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის ფრონტზე ყველაზე ცხელი წერტილები ავდეევკა და ბახმუტია

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუსეთის საოკუპაციო ძალებს შორის გასულ 24 საათში 84 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ამის შესახებ დღეს დილით იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი. ერთი დღით ადრე 63 საბრძოლო შეტაკება იყო. გენშტაბის თანახმად, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკის მიმართულებით 3 შეტევა მოიგერიეს. დონეცკის ოლქში, მარინკის მიმართულებით მოგერიებულია 9 შეტევა, ხოლო ლიმანის მიმართულებით - 12. უკრაინის გენერალური შტაბის მონაცემების მიხედვით, ყველაზე ინტენსიური... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რით დაიმსახურა ხალხმა და ვის ეკუთვნის მადლობა? - კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილება ახლოვდება

„ოცნების“ ხელისუფლება გამარჯვების მასშტაბურ ზეიმს ამზადებს იმ დღისთვის, როცა საქართველოს კანდიდატის სტატუსზე ევროპულმა საბჭომ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს. პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ეს იქნება ხალხის ისტორიული გამარჯვება და ხელისუფლების მუშაობის შედეგი.


4 июня в 11:00 состоится вебинар «Структурированное техническое задание. Первая практика, проблематика и риски»

Современная культура – это ограничитель свободы человека или инструмент развития?

Задержан подозреваемый в убийстве работницы трапезной в Подмосковье

Эксперты Центра лечебной педагогики приняли участие в IV Форуме руководителей организаций «Мы в ответе за наших детей» и провели курс повышения квалификации для специалистов



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

В Подмосковье утонул известный рэпер из Якутии

Песков рассказал о подготовке визита Путина в Северную Корею

Онлайн-лекторий «Иннагрика»: подкасты с учеными и экспертами об агротехе доступным языком

Мужчина зарезал работницу трапезной в храме Сергиева Посада

Музыкальные новости

«Сурганова и Оркестр» приглашают на Летник на Флагшток

Генералов много, а Норат Тер-Григорьянц один!

Эксперт сенсационно раскрыл загадку Мессинга и Жириновского.

Олег Рой и Дарья Донцова высказались о необходимости масштабирования опыта Башкортостана в проведении книжных фестивалей

Новости России

Готовность дошкольного отделения на улице Строителей в Реутове достигла 40%

Концерт группы "Пикник" состоится 1 июня в Москве

Захарова: посольство РФ в Польше получило ноту об ограничении дипломатов

Подбор Песен. Подбор Музыкального репертуара, Стихов, Музыки для Исполнителей в различных музыкальных стилях и направлений.

Экология в России и мире

Компании Группы "Интеррос" взяли ряд наград премии FINAWARD

BYD-FORKLIFT - официальный дистрибьютор BYD в России

Россиянам озвучили цены на отдых в Крыму, которые приятно удивили

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

Спорт в России и мире

Матч Котова и Вавринки перенесли на корт Сюзанн Ленглен

Российский теннисист Сафиуллин опустился на две позиции в рейтинге ATP

Арина Соболенко повторила уникальное достижение Азаренко на турнирах «Большого шлема»

Повернення Калініної до топ-50 та втрачені позиції Світоліної. Оновлені тенісні рейтинги WTA та ATP

Moscow.media

Портативный ТСД корпоративного класса Saotron RT-T70

Всеармянский союз «Гардман-Ширван-Нахиджеван» осуждает лживое заявление президента Азербайджана Алиева

Фотовыставка «Древнейшие пирамиды мира» пройдёт в Крыму

Деснол объединил опыт экспертов и производителей в рамках конференции «Эффективное производство 4.0»







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *