Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Февраль
2020

Новости за 04.02.2020

Radiotavisupleba.ge 

ზალკალიანის თქმით, აშშ-ში ექსპერტულ წრეებს ოპოზიციასთან დიალოგზე ბოლო ინფორმაცია მიაწოდა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა დავით ზალკალიანმა ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო „German Marshal Fund”-ის მიერ ორგანიზებულ მრგვალ მაგიდაში. ღონისძიება მიეძღვნა ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას. როგორც სამინისტრო იტყობინება, მინისტრმა სხვა საკითხების გარდა, საკუთარ გამოსვლაში ისაუბრა საკონსტიტუციო ცვლილებებსა და საპარლამენტო არჩევნებზე მზადების პროცესზე და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება უზრუნველყოფს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ევროკომისიამ ახალი მეთოდოლოგია შეიმუშავა გაფართოების პროცესში წევრი ქვეყნების გასააქტიურებლად

ბლოკის გაფართოების პროცესის მართვისთვის ევროკომისიამ შეიმუშავა ახალი მეთოდოლოგია, რომელიც წევრ სახელმწიფოებს აძლევს ნებას ითამაშონ უფრო აქტიური როლი ევროკავშირის გაწევრიანების მსურველ ქვეყნებთან მოლაპარაკებების დროს.   რადიო თავისუფლების ბრიუსელელი კორესპონდენტების ცნობით, სავარაუდო გეგმა გამოქვეყნდება 5 თებერვალს, სამზე მეტი თვის თავზე მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა ოქტომბერში კვლავ შეაჩერა ჩრდილოეთ მაკედონიის და ალბანეთის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება. პარიზი ამტკიცებს, რომ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გიორგი თარგამაძე „ფორმულის“ გენერალური დირექტორის მოადგილედ დაინიშნა

ტელეკომპანია „ფორმულის“ ცნობით, არხის გენერალური დირექტორის მოადგილედ დაინიშნა გიორგი თარგამაძე. ის პოლიტიკური და საზოგადოებრივი გადაცემების მიმართულებას ჩაუდგება სათავეში. აპრილიდან, სავარაუდოდ, ეთერში გავა მისი საავტორო გადაცემა „დროება“. „ფორმულას“ საინფორმაციო და საზოგადოებრივი მაუწყებლობის მთავარი მიზანი არის, ყველა კატეგორიის მაყურებლისა და მკითხველის ნდობა დაიმსახუროს. ეს იქნება ერთი მხრივ, ყველაზე დიდი ვალდებულება და მეორეს მხრივ ყველაზე დიდი ჯილდო, რომელიც შეიძლება დავიმსახუროთ“, - ამბობს გიორგი თარგამაძე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გარდაბანში მომუშავე 60 ჩინელი სამშობლოში არ გაუშვეს

გარკვეველი ვადით გადაიდო გარდაბანში მომუშავე ჩინური კომპანია China Tianchen Engineering Corporation (TCC) 60 თანამშრომლის როტაცია,რომლებიც უჰანიდან არიან, ამ ქალაქში ახალი ტიპის კორონავირუსის (2019-nCoV) გავრცელების გამო.  ჩინური TCC-ის მიერ აშენებული “გარდაბნის თბოელექტროსადგური 2" ექსპლუატაციაში იანვრიდან შევიდა და პირველ ეტაპზე სატესტო რეჟიმში აამუშავეს. რუსთავის მერიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის უფროსმა დავით ბეგაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ გარდაბნელ კოლეგებთან ერთად გამოკითხეს TCC-ის ყველა თანამშრომელი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კობი-სტეფანწმინდის მონაკვეთზე ზვავი ჩამოწვა - ავტომანქანაში მყოფი ერთი ადამიანი დაიღუპა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ კობი-სტეფანწმინდის მონაკვეთზე ზვავი ჩამოწვა. სტიქიამ ავტომანქანა ხევში გადააგდო. მანქანაში სამი ადამიანი იმყოფებოდა: ერთი ადამიანი დაიღუპა, დაზიანებები კი ერთმა მიიღო. მესამე კი უვნებლად გადარჩა.

Radiotavisupleba.ge 

ირანი მალე სიკვდილით დასჯის აშშ-ის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გასამართლებულ პირს

ირანში ერთ პირს სიკვდილით დასჯა, ხოლო ორ დანარჩენს კი ხანგრძლივი პატიმრობა მიესაჯათ აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს სასარგებლო ჯაშუშობისთვის. ამის შესახებ 4 თებერვალს განაცხადა ირანის უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლმა, ესმაილ გოლამჰოსეინმა, რომლის თანახმად, ჯაშუშობისთვის მსჯავრდებული ამირ რაჰიმფოური ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ აწვდიდა ინფორმაციას აშშ-ს, რისთვისაც „დიდი რაოდენობით თანხა მიიღო.“   გოლამჰოსეინს არ დაუკონკრეტებია არც მსჯავრდებულის ასაკი და არც დანაშაულის შემცველობა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

განათლების სამინისტრო პასუხობს აქციის მონაწილე უცხო ქვეყნების უნივერსიტეტების სტუდენტებს

განათლების სამინისტროში პასუხობენ საქართველოს მოქალაქე უცხო ქვეყნების სტუდენტებს, რომლებსაც სწავლის გაგრძელება ქართულ უნივერსიტეტებში სურთ. ისინი განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან შეხვედრას მოითხოვენ. განათლების სამინისტროს სტუდენტთა ხელშეწყობის სამმართველოს უფროსის ეკა რურუას თქმით, ამ პირებთან შეხვედრები სამინისტროში 28-29 იანვარს შედგა: მათ უმაღლესი განათლების და მეცნიერების დეპარტამენტის წარმომადგენლები და მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი ესაუბრნენ. „ერთი წლის წინ მათ უკვე იცოდნენ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მაკედონია მარტში იმედოვნებს ქვეყნის ნატოში გაწევრიანების შეთანხმების რატიფიკაციის დასრულებას

ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტი, სტევო პენდაროვსკი, აცხადებს, რომ მომავალ თვეში ესპანეთიც იქნება მზად, რომ რატიფიკაცია გაუკეთოს ქვეყნის ნატოში გაწევრიანების შესახებ მიღწეულ ოქმს. დღეისათვის დოკუმენტის რატიფიკაცია ალიანსის 29 წევრი ქვეყნიდან, 28-ს აქვს გაკეთებული.   „თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, მაშინ პოლიტიკური პროცესი 10 მარტს დასრულდება. დარჩება რამდენიმე ტექნიკური დეტალი, რაც სკოპიეში ჩვენი პარლამენტის მისახედი იქნება“, - განაცხადა პენდაროვსკიმ 4 თებერვალს, პოლონეთში ვიზიტის დროს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პუტინის მამის სურათს რუსეთის სამხედრო ძალების ტაძარში გამოფენენ

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, მამის ფოტოსურათს გამოიყენებენ კუბინკაში მშენებარე რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარი ტაძრის ერთი შენობის გასაფორმებლად. მშენებარე რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარი ტაძარი შევა მსოფლიოს უდიდეს ქრისტიანულ ტაძართა ათეულში. რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ, ამტკიცებს, რომ ტაძრის მშენებლობა წარმოებს ნებაყოფლობითი შემოწირულობების საფუძვლეზე. პრეზიდენტის მამის, მეორე მსოფლიო ომის მონაწილის, ასევე ვლადიმირ პუტინის ფოტო, გავრცლებული ინფორმაციით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„რუსი და ქართველი ხალხების ერთიანობის ფონდის“ პრეზიდენტმა ნიადაგი კახეთშიც მოსინჯა

შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების შემდეგ, პრორუსული ორგანიზაციის დაფუძნების ხელშეწყობა კახეთში გადაწყვიტა „რუსი და ქართველი ხალხების ერთიანობის ფონდის“ პრეზიდენტმა, ბათუმში დაბადებულმა ვლადიმერ ხომერიკმა.

Radiotavisupleba.ge 

„ეს გაკვეთილია ყველასთვის“, - ამბობს ლუკაშენკო შაქრის ქარხნების დირექტორების მასობრივ დაპატიმრებაზე

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ 4 თებერვალს დაადასტურა, უშიშროების თანამშრომლების მიერ, ქვეყნის ოთხივე შაქრის ქარხნის დირექტორის დაპატიმრება, რომლებმაც, ბელარუსის ლიდერის თქმით, მოსკოვში შექმნეს სავაჭრო სახლი, რათა იაფად შეტანილი შაქარი მაღალ ფასებში გაეყიდათ და დიდი ოდენობით ქრთამი აეღოთ.     „ერთ დღე-ღამეში დავაპატიმრეთ ყველა - ეს იყო ჩემი სასტიკი ბრძანება. ყველამ მისცა ჩვენება. არავისზე ზეწოლა არ მომხდარა, არავინ გაულახავთ და კარებში თითები არავისთვის მოუყოლინებიათ. ჩასვეს და უთხრეს, რომ მხოლოდ სიმართლე ელაპარაკათ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"მთავარია არა ის, რომ კონგრესმენებს „ინფორმირებულობის დონე“ აუმაღლონ, არამედ რეალურად დაიწყონ საქმის კეთება"

4 თებერვალს დაიწყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის ვიზიტი აშშ-ში. მიმდინარე კვირაში აშშ-ის დედაქალაქში დაგეგმილია აგრეთვე პარლამენტის სპიკერის ვიზიტი.ამ ვიზიტების მიმართ დიდი ინტერესია აშშ-დან ბოლო ხანს მომდინარე გზავნილების ფონზე.

Radiotavisupleba.ge 

სტუდენტები განათლების სამინისტროსთან საპროტესტო აქციას მართავენ

განათლების სამინისტროსთან უცხოეთიდან ქართულ უნივერსიტეტებში მობილობით გადმოსვლის მსურველი სტუდენტები აქციას მართავენ. ისინი მობილობისთვის სავალდებულო გამოცდის სახით უნარების ტესტის გაუქმებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეებს სამინისტროსთან კარვები აქვთ გაშლილი. აქციის მონაწილე სტუდენტებმა რამდენჯერმე სცადეს საავტომობილო გზის გადაკეტვა, თუმცა სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს. სტუდენტების განცხადებით, წუხელ ადგილზე გაშლილ კარვებში გაათიეს და მიმართავენ პროტესტის უკიდურეს ფორმებს, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მიიღო

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს შეხვდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, პირველ ოფიციალურ შეხვედრაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა და აშშ-ის ელჩმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. "ჩვენ ვისაუბრეთ რამდენიმე საკითხზე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურები, რეფორმები - თუ რა რეფორმები გატარდა, მომავალში რას ვგეგმავთ, რა რეფორმების გატარებას. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გარდაიცვალა რეჟისორი ზაზა ხალვაში

რეჟისორი ზაზა ხალვაში 62 წლის ასაკში გარდაიცვალა. ზაზა ხალვაში 1957 წლის 17 მაისს ბათუმში დაიბადა. დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1982 წელს დაამთავრა თბილისის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი მხატვრული კინოს რეჟისორის სპეციალობით (თენგიზ აბულაძისა და რეზო ჩხეიძის სახელოსნო).  1996 წლიდან კინორეჟისურას ასწავლიდა ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში. გადაღებული აქვს ფილმები: „ჟამი“ (1982), „ექო“ (1985), „იქ-ჩემთან...“ (1990), „მიზერერე“ (1996), „მგლების ხორუმი“ (2004), „სოლომონი“ (2015). Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„თუ სახლი თავზე არ ენგრევა, ბავშვს ოჯახიდან არ გამოიყვანენ“

ბარაკებში თვითნებურად შესახლებული ადამიანები მხოლოდ თბილისში მთელ რიგ დასახლებებს ქმნიან, თუმცა მათი კონკრეტული რაოდენობა მაინც უცნობია. უსახლკარო ადამიანი და ბავშვი მთავრობის პრიორიტეტების მიღმაა, - აცხადებენ ექსპერტები. ჩემს ყოფილ ქმარს ჩვენთან მოკარება აკრძალული აქვს. ალიმენტსაც ვერ ვახდევინებ, უმუშევარია. ირინა გაბინაშვილი 6 შვილთან ერთად, რამდენიმე წელია, რუსთავში ყოფილ „დენის ჯიხურში“ ცხოვრობს, რომელიც საკუთარი ხელით გაასუფთავა და შელესა. სახურავი სხვებმა გაუკეთეს, თუმცა სახლს ფანჯრები... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ტრამპის დემოკრატი კონკურენტები აიოვაში ვერ ახერხებენ მიღებული ხმების დათვლას

აშშ-ში რამდენიმე საათით ყოვნდება მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მსურველი დემოკრატი კანდიდატების მიერ აიოვის პირველადი პარტიული კენჭისყრის, „კოკუსის“, დროს ნაჩვენები შედეგების გამოქვეყნება.   მიზეზად სახელდება „შეუსაბამობა“ ხმის ტექნიკური დათვლის დროს მიღებულ შედეგებში, რის გამოც დემოკრატიული პარტია იძულებულია, ხელით დათვლის პროცესს მიმართოს. საუბარია 1600 უბანზე ჩატარებული კოკუსის შედეგებზე, რაც სამშაბათ დილით უნდა გამოქვეყნებულიყო. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დემოკრატების... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს

2020 წლის 13-14 თებერვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განიხილავს ნიკა მელიას სარჩელს, რაც შეეხება მისთვის ვადაზე ადრე დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის კონსტიტუციურობას, - ნათქვამია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ნიკა მელიას ინტერსებს საიას იურისტები და ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი დაიცავენ. პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 დეკემბრის განაჩენის საფუძველზე შეუწყვიტა. პარლამენტმა უფლებამოსილების... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„სპარში” ტრანსგენდერი ქალის ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით პირი პასუხისგებაში მისცეს

„თანასწორობის მოძრაობის” ცნობით, 2020 წლის იანვარს „თანასწორობის მოძრაობას“ მიმართა ტრანსგენდერმა ქალმა. მისი თქმით, თავის სამუშაო ადგილას, სუპერმარკეტების ქსელ „სპარში” მომხმარებელმა, მისთვის უცნობმა პირმა ტრანსფობიურ ნიადაგზე მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. დაზარალებულის ინფორმაციით, „საღამოს საათებში სუპერმარკეტში შევიდა მომხმარებელი, რომელმაც ტრანსფობიური კომენტარი გააკეთა მის გენდერული თვითგამოხატვის შესახებ“, ბრალდებულმა მას ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ხაზარაძე: ყველაფერი ისე დადასტურდება, როგორც შოთაძის დასწრება ივანიშვილთან ჩემს შეხვედრაზე

პოლიტიკური გაერთიანების „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მიესალმება გენერალური პროკურორობის კანდიდატის ირაკლი შოთაძის მიერ ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე დასწრების ფაქტის დადასტურებას. მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ასევე დადასტურდება მის მიერ გაკეთებული სხვა განცხადებებიც: „მივესალმებით, რომ ირაკლი შოთაძემ დასწრების ფაქტი აღიარა. მეორე მხრივ, ეს იმასაც ადასტურებს, რომ განცხადება, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ, არა მარტო ამ ფაქტთან დაკავშირებით, არამედ გახარიას წერილთან დაკავშირებით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მოკრივე გიორგი ყუშიტაშვილს პატიმრობა მიესაჯა რუსეთის გვარდიის თანამშრომლის ცემისთვის

კრივში რუსეთის ორგზის ჩემპიონ გიორგი ყუშიტაშვილს, რომელიც ეჭვმიტანილია რუსეთის გვარდიის თანამშრომლის ცემასა და ნარკოტიკების შენახვაში, სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა პირველ აპრილამდე.   ნარკოტიკების შენახვისთვის, მოკრივეები გიორგი ყუშიტაშვილი და ოვიკ ოგანისიანი 2 თებერვლის ღამით დააკავეს რუსეთის გვარდიის თანამშრომლებმა. დაკავებისას ყუშიტაშვილმა ხელი დაარტყა გვარდიის ერთ-ერთ თანამშრომელს, რომელსაც, როგორც იუწყებიან, სამედიცინო დახმარება დასჭირდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყუშიტაშვილს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ევროსასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას "ვარდების რევოლუციის" დროინდელ შემთხვევაზე

ევროსაბჭოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, 6 თებერვალს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე - „საყვარელიძე საქართველოს წინააღმდეგ“. მოქალაქე მარიამ საყვარელიძე ჩივის შემთხვევის გამო, რომელიც 2003 წლის ნოემბერში თბილისში, „ვარდების რევოლუციის“ სახელით ცნობილი მოვლენების დროს, საპროტესტო აქციების მიმდინარეობის ფონზე მოხდა. ავტომანქანას, რომელშიც პირადად მომჩივანიც იმყოფებოდა, დაეჯახა ჯავშანმანქანა. შედეგად, გარდაიცვალნენ მარიამ საყვარელიძის ვაჟი და და. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დონალდ ტრამპი კონგრესში გამოვა ანგარიშით ქვეყნის მდგომარეობის შესახებ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სამშაბათს კონგრესის ორივე პალატის წინაშე გამოვა ქვეყნის მდგომარეობის შესახებ (State Of The Union) ყოველწლიური მოხსენებით, რომელშიც კვლავ გაუსვამს ხაზს ერთიანობის აუცილებლობას მკვეთრად დაპირისპირებული კონგრესისა და ორ ბანაკად დაყოფილი ქვეყნის ფონზე. ერთი წლის წინ დონალდ ტრამპის საანგარიშო მოხსენება რამდენიმე კვირით გადაიდო ფედერალური სახელმწიფო სამსახურების საქმიანობის დროებით შეჩერების ე.წ. შათდაუნისა და მექსიკის საზღვართან უსაფრთხოების კედლის მშენებლობის გეგმის... Читать дальше...


Концерты оркестра Бутмана посмотрели более 50 миллионов китайцев

В Мурманском областном краеведческом музее начала работу выставка «Арктика. От падения до взлета»

Расписание ряда поездов Курского и Рижского направлений МЖД изменится в июне

В Москве подвели итоги предварительного голосования «Единой России»



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Борьба с контрафактом: Роспатент прекратил охрану товарного знака 33 LEVEL

Свыше 4 тысяч сухих деревьев убрали в Подмосковье за 2 месяца

Власти Армении обвинили Россию в попытке свержения власти: "Мы вас не спрашиваем!"

В аварии с грузовиком на воронежской трассе погиб один и пострадали четверо детей из Москвы

Музыкальные новости

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о цифровизации бизнеса

Сотрудники Росгвардии обеспечили безопасность транспортировки ракеты-носителя «Союз-2.1б» и грузового корабля «Прогресс МС-27» на космодроме «Байконур»

«Адвокат Валиевой: ей подсыпали допинг и сделал дедушка». Серьёзное расследование.

Певческий фестиваль, посвященный 225-летию со дня рождения Александра Пушкина, состоялся 25-26 мая в селе Ярополец Волоколамского округа

Новости России

Почти 1,2 тыс дополнительных мусорных баков установят на территории Подмосковья

Концерты оркестра Бутмана посмотрели более 50 миллионов китайцев

Расписание ряда поездов Курского и Рижского направлений МЖД изменится в июне

В Мурманском областном краеведческом музее начала работу выставка «Арктика. От падения до взлета»

Экология в России и мире

Что я увидела в экспедиции Малая Вишера — Мста — Окуловка? Часть 2: Особняк Курженковых и станция I класса

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

«Гениальная идея!»: звезды о новом музыкальном лейбле Детского радио

Gucci, коллекция Resort 2025

Спорт в России и мире

Парижские сюжеты: Медведев играл в кошки-мышки, Котов творил историю, Калинская заставляла нервничать Синнера

Касаткина опустилась на 13-ю строчку в рейтинге WTA, Рахимова поднялась на 18

Новак Джокович и Хамад Меджедович сыграли в бочче на Ролан Гаррос | Виды спорта

Мирра Андреева вышла во второй круг Открытого чемпионата Франции

Moscow.media

Дипломатическая бизнес-встреча «Россия - Африка» прошла в Белом Особняке Villa Barvikha

Компании Группы "Интеррос" взяли ряд наград премии FINAWARD

ALMI Partner: операционных систем в Реестре Минцифры должно стать меньше

Генералов много, а Норат Тер-Григорьянц один!







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *