Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Февраль
2020

Новости за 13.02.2020

Radiotavisupleba.ge 

კალაძემ და კობახიძემ ევროპარლამენტში გამართული შეხვედრები „ფეისბუკ“-Live-ით შეაჯამეს

პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ილაპარაკეს სტრასბურგში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის სხდომისა და ევროპარლამენტთან გამართული შეხვედრების შესახებ მიუნხენის აეროპორტიდან. როგორც კალაძემ „ფეისბუკ“-Live-ში თქვა, ევროპარლამენტარებთან შეხვედრებზე კითხვები შეეხებოდა საარჩევნო სისტემასა და გიგი უგულავას დაკავებას. „გუშინ ჩვენი ინიციატივა შეფასდა ძალიან მაგრად და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამის გაჟღერება. ჩვენ ყველა ინფორმაცია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"რისკი ნამდვილად ჩნდება იმის, რომ, თუ სურვილი იქნება, შეიძლება მოხდეს ინფორმაციული სისტემების მასობრივი გაკონტროლება"

თორმეტი არასამთავრობო ორგანიზაცია ეხმაურება „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტის განხილვას. 12 თებერვალს გამოქვეყნებული განცხადების ხელისმომწერები თვლიან, რომ კანონპროექტი შეიცავს პირად ცხოვრებაში გაუმართლებელი ჩარევის საფრთხეს.

Radiotavisupleba.ge 

"ქართულმა ოცნებამ" კიდევ ერთი ამერიკული კომპანია დაიქირავა აშშ-ში ლობირებისთვის

"ქართულმა ოცნებამ" უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში მეორე ამერიკულ ლობისტურ კომპანიასთან გააფორმა კონტრაქტი აშშ-ში ლობირებისთვის.

Radiotavisupleba.ge 

ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთი ამერიკული კომპანია დაიქირავა აშშ-ში ლობირებისთვის

ქართულმა ოცნებამ უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში მეორე ამერიკულ ლობისტურ კომპანიასთან გააფორმა კონტრაქტი აშშ-ში ლობირებისთვის.

Radiotavisupleba.ge 

ღარიბაშვილი ბრიუსელში სტოლტენბერგს შეხვდა და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომას დაესწრო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში შეხვდა, სადაც NATO-ს თავდაცვის მინისტერიალი მიმდინარეობს. იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრს NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, მირჩა ჯოანამ უმასპინძლა, - იტყობინება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.   „ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალიანსში გაწევრიანებისკენ სწრაფვა შეუქცევადი პროცესია და ამ მიზნის მისაღწევად... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტმა რეზოლუცია ვერ დაამტკიცა

იმის გამო, რომ ტექსტში კრიტიკის შემცველი შეფასებები არ შესულიყო, „ქართული ოცნების“ დელეგაციამ დაბლოკა ყველა ცვლილება და შედეგად, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის სხდომაზე ვერ დამტკიცდა დასკვნითი დოკუმენტი

Radiotavisupleba.ge 

სირიის პარლამენტმა გენოციდად აღიარა ოსმალეთის იმპერიაში სომხების მასობრივი ხოცვა

სირიის პარლამენტმა განაცხადა, რომ მან გენოციდად აღიარა ერთი საუკუნის წინ ოსმალეთის იმპერიაში სომხების მასობრივი ხოცვა. ეს გადაწყვეტილება მიღებულია სირიასა და თურქეთს შორის ურთიერთობების გამწვავებისა და ჩრდილო-დასავლეთ სირიაში სამხედრო შეტაკებების ფონზე. სახალხო შეკრების წევრებმა ერთხმად მიიღეს რეზოლუცია, რომელიც გმობს და აღიარებს „მე-20 საუკუნის დამდეგს ოსმალეთის სახელმწიფოს მიერ სომხების წინააღმდეგ განხორციელებულ გენოციდს“, ნათქვამია პარლამენტის ვებსაიტზე 13 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებაში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კუჭავა რეზოლუციის ჩავარდნაზე: ფაქტია, ჩვენ ნაწილს დავუჭირეთ მხარი, ნაწილს არა

ასოცირების კომიტეტის სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუციის პროექტის ჩავარდნის შესახებ საუბრობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა. მისი შეფასებით, დოკუმენტი კრიტიკული იყო ბევრ ნაწილში, მათ შორის არჩევნებთან დაკავშირებით. „იყო მოწოდებები, რომ გაუმჯობესდეს და კიდევ უფრო დაიხვეწოს პროცედურები. მასში საუბარი იყო  მიმდინარე საკითხებზეც, ზოგად კონტექსტში ნახსენები იყო სასამართლოც, რომ არის სამუშაო. იყო დაახლოებით 38 შესწორება, ამათგან ყველა ვერც მოვასწარით გაგვევლო, დროში ვერ ჩავეტიეთ, ესეც აღსანიშნავია. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ТБИЛИСОБА მინკსში - მერია სარეზერვო ფონდის ბიუჯეტს კონცერტებში ხარჯავს

თბილისის მერია, რამდენიმე წელია, "თბილისობას" თბილისის გარდა ბელარუსის დედაქალაქშიც აღნიშნავს.  მინსკი თბილისის დაძმობილებული ქალაქი 2015 წელს გახდა და მას შემდეგ იქ “თბილისობა” ყოველ წელს ტარდება.  პირველ წელს ღონისძიებები  "ბორჯომის" 125 წლის იუბილეს აღნიშვნას დაემთხვა.  2016 წელს იქ კახაბერი და ხანუმები მღეროდნენ. 2017-19 წლებში მინსკში "თბილისობის" აღსანიშნავად თანხები უკვე მერიის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა.  სამ წელიწადში სარეზერვო ფონდიდან  ამ დღესასწაულისთვის 100 000 ლარზე მეტი დაიხარჯა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თემურ აბაზოვი: სამართალმა იზეიმა - დამტკიცდა, რომ უდანაშაულო ვარ

2018 წელს პროკურატურა ამტკიცებდა, რომ მარნეულის მერმა, თემურ აბაზოვმა მოქალაქეს სახეში შეაფურთხა, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, შემდეგ აიძულა ჩართულიყო Facebook Live-ში, მოეხადა ბოდიში, შეეგინებინა საკუთარი ცოლისთვის, ბოლოს კი ძალადობით, ღირსების შელახვის მუქარით, აიძულა მოეშარდა ჭიქაში და შარდით მოებანა სახე.  2020 წელის 12 თებერვალს რუსთავის რაიონულმა სასამართლომ მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” კვოტით არჩეული მარნეულის ყოფილი მერი გაამართლა. “სამართალმა იზეიმა” - ამბობს აბაზოვი. ბრალდების მხარე საქმის გასაჩივრებას აპირებს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კომუნიკაციების კომისიამ დააჯარიმა „მთავარი არხი“

„მთავარი არხი“ დააჯარიმა კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (GNCC) ვიდეორგოლის გამო, რომელშიც საუბარია მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე, კადრში ჩანს, ბიძინა ივანიშვილი და ისმის ხმა: „მან გაანადგურა ეროვნული ვალუტა“.  „კომუნიკაციების კომისიამ „მთავარ არხს“ არაწინასაარჩევნო პერიოდში ეთერში განთავსებული პოლიტიკური რეკლამის გამო, კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დააკისრა. საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისა და კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო, მაუწყებელი 2500 ლარით დაჯარიმდა", - ნათქვამია კომისიის განცხადებაში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვის სასამართლომ Twitter-ი ოთხი მილიონი რუბლით დააჯარიმა

მოსკოვის სასამართლომ სოცქსელი Twitter-ი ოთხი მილიონი რუბლით დააჯარიმა რუსი მომხმარებლების მონაცემთა შენახვისთვის სერვერებზე, რომლებიც ქვეყნის გარეთ მდებარეობს. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ იტყობინება. კომპანია უკვე დაჯარიმდა 2019 წლის აპრილში ოთხი ათასი რუბლით. მაშინ Twitter-ის წარმომადგენლებმა სასამართლოში განაცხადეს, რომ ქსელი არ აწარმოებს პირადი მონაცემების მიზანმიმართულ შეგროვებას და არ არის ვალდებული, ანგარიში ჩააბაროს რუსეთის მაკონტროლებელ უწყებას, „როსკომნადზორს“. მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში მიიღეს კანონები... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

Tinder-მა რა ჰქმნა? - ონლაინ პაემნების ქართული ისტორიები 

მისი მაღვიძარა დილის 7:30-ზე რეკავს. 8:25-ზე სახლის კარი უკვე ჩაკეტილი და ლიფტი გამოძახებული უნდა იყოს. მაქსიმუმ 8:31-ზე - მანქანა დაქოქილი. ხუთი წუთიც რომ გადააცილოს, სამსახურში სულ ცოტა 7-8 წუთით დააგვიანებს.

Radiotavisupleba.ge 

სტრასბურგის სასამართლომ ბაქოს ოპოზიციის ორი აქტივისტისთვის კომპენსაციის გადახდა დაავალა

ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ აზერბაიჯანს კომპენსაციის გადახდა დაავალა ოპოზიციის ორი აქტივისტისთვის, რომლებიც ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდებით მოათავსეს ციხეში მას შემდეგ, რაც პოლიტიკური შინაარსის გრაფიტი მიახატეს ყოფილი პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის ქანდაკებას. 13 თებერვლის განჩინებით, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ აზერბაიჯანმა ბაირამ მამადოვსა და გიას იბრაჰიმოვს 30-30 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს არაფულადი ზარალისთვის, პლუს 6-6 ათასი ევრო ხარჯების ასანაზღაურებლად. ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ დაადგინა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

როგორ ჩაიშალა ბავშვის გაშვილების სქემა - რას ამბობენ ადვოკატები

ირმა მაისურაძე, რომელმაც თინათინ ჩხეიძის სახელით 31 იანვარს იმშობიარა კლინიკა „ბეიებში“ ქალთა მე-5 დაწესებულებაში რჩება. მისი შვილი სახელმწიფო მზრუნველობაშია. ბავშვი გარკვეული თანხის სანაცვლოდ უნდა გაშვილებულიყო.

Radiotavisupleba.ge 

არჩილ თალაკვაძე აშშ-ის ელჩს შეხვდა

აშშ-საქართველოს ურთიერთობების პრიორიტეტულ მიმართულებებსა და სამომავლო გეგმებზე ილაპარაკეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა. „პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარის მიერ აშშ-ში განხორციელებული ვიზიტი შეაჯამეს. მხარეების შეფასებით, ვიზიტი პროდუქტიული იყო და ვაშინგტონში გამართული მაღალი დონის შეხვედრები ორმხრივი კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს“, - ნათქვამია პარლამენტის პრესსამსახურის პრესრელიზში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნურსულთან ნაზარბაევის შვილიშვილი პაპის კლანს აუმხედრდა

ყაზახეთის პირველი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის, შვილიშვილმა დიდ ბრიტანეთში პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა. აისულთან ნაზარბაევმა (აისულთან რახატი) ამის შესახებ ფეისბუკში დაწერა და განმარტა, რომ ის აიძულა ასეთი ნაბიჯი გადაედგა ოჯახის ზეწოლამ, რაც მის მამხილებელ საქმიანობას მოჰყვა. რუსეთ-ყაზახეთის კორუფციული სქემა „საქმე ისაა, რომ ვფლობ ინფორმაციას დიდი მასშტაბის კორუფციის შესახებ რუსეთისა და ყაზახეთის ხელისუფლებებს შორის. ვგულისხმობ ყაზახეთის მოსახლეობისთვის მოპარულ მილიარდობით ამერიკულ დოლარს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლონდონის "ბიგ ბენის" აღდგენა უფრო რთული და ძვირად ღირებულია, ვიდრე აქამდე ვარაუდობდნენ

ლონდონის ცნობილი კოშკი, 177 წლის „ბიგ ბენი“, უფრო მეტად დაზიანდა მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის მიერ დაბომბვის შედეგად, ვიდრე ეს თავდაპირველად იყო მიჩნეული. შესაბამისად განაგრძობს ზრდას რესტავრაციისთვის საჭირო ხარჯები. დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის ადმინისტრაციის უფროსმა იან ეილისმა განაცხადა, რომ კოშკის რესტავრაცია მოსალოდნელზე უფრო რთული აღმოჩნდა. კოშკი უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ხარაჩოებშია. მიმდინარეობს მისი ქვის ზედაპირისა და 12-ტონიანი საათის რემონტი. კოშკმა გაუძლო დაბომბვას... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნიდერლანდმა მოსკოვს უარი უთხრა MH17-ის კატასტროფაში ბრალდებულთა რუსეთში გასამართლებაზე

მოსკოვი წინადადებით გამოვიდა, რუსეთში გაესამართლებინათ 2014 წელს დონბასის თავზე „მალაიზიის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოგდებაში ბრალდებულები, მაგრამ ნიდერალანდმა უარით უპასუხა ამ შეთავაზებას. ამის შესახებ ნიდერლანდის პარლამენტისადმი გაგზავნილ წერილში იტყობინება იუსტიციისა და უშიშროების მინისტრი ფერდინანდ გრაპენჰაუსი. წერილში გრაპენჰაუსი იუწყება, რომ 2019 წლის ოქტომბერში რუსეთის ხელისუფლებამ ნიდერლანდს მიმართა თხოვნით, რომ სამი ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქის საქმე განიხილოს სასამართლომ რუსეთის ტერიტორიაზე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ტუსკი უგულავაზე: სასამართლო არ არის ოპონენტებთან ბრძოლის იარაღი

საქართველოში პოლიტიკური ოპონენტები მიზანში არიან ამოღებული და ამის მაგალითია ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიგი უგულავას დაპატიმრება - ამ შინაარსის განცხადება ტვიტერის საშუალებით გამოაქვეყნა დონალდ ტუსკმა, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) თავმჯდომარემ და ევროკავშირის საბჭოს ყოფილმა პრეზიდენტმა.  „შეშფოთებული ვარ (გიგი) უგულავას განაჩენისა და საქართველოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიზანში ამოღების გამო. სასამართლო სისტემა არ უნდა იქნას გამოყენებული პოლიტიკურ ოპონენტებთან საბრძოლველად. მმართველი ელიტის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საია: სასამართლოს შეეძლო გაემტყუნებინა მარნეულის ყოფილი მერი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ სასამართლომ მიიღო საზოგადოების მოლოდინის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის საქმეზე. "ჩვენთვის ცნობილია საქმეში არსებული მასალები და მტკიცებულებები - ექსპერტიზები, მოწმეთა ჩვენებები. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სასამართლოს ჰქონდა საკმარისი საფუძველი, რომ თემურ აბაზოვი გაემტყუნებინა", - აცხადებს საია, რომელიც დაზარალებულის ინტერესებს იცავდა. 13 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ თქვა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გერმანია აღნიშნავს მეორე მსოფლიო ომის დროს დრეზდენის დაბომბვის 75-ე წლისთავს

გერმანია აღნიშნავს მეორე მსოფლიო დროს დრეზდენის გამანადგურებელი საჰაერო დაბომბვის 75-ე წლისთავს, მიუხედავად შეშფოთებისა, რომ ამ მოვლენის გამოყენება შეუძლიათ ულტრამემარჯვენე ძალებს, რომლებიც შეეცდებიან ნაცისტების დანაშაული რბილად წარმოსახონ. 13 თებერვალს გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი სიტყვით გამოვა დრეზდენის კულტურის სასახლეში და შეეცდება წონასწორობა დაიკავოს მოკავშირეთა მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმის მსხვერპლის მიმართ პატივისცემასა და ომისთვის გერმანიის პასუხისმგებლობას შორის. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს და უკრაინის თავდაცვის მინისტრები ერთმანეთს ნატოს შტაბ-ბინაში შეხვდნენ

დღეს ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართა საქართველოს და უკრაინის თავდაცვის მინისტრების, ირაკლი ღარიბაშვილის და ანდრიი ზაჰოროდნიუკის შეხვედრა. მინისტრებმა განიხილეს თავდცვის სფეროში საქართველო-უკრაინის თანამშრომლობის საკითხები, სამომავლო გეგმები და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ირაკლი ღარიბაშვილმა ანდრიი ზაჰოროდნიუკს მადლობა გადაუხადა უკრაინის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ირანში დაიწყო საპარლამენტო წინასაარჩევნო კამპანია

ირანში 21 თებერვლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო 12 თებერვალს. პარლამენტის 290 ადგილისთვის იბრძოლებს 5000 კანდიდატი, მძაფრი ხაზის მომხრეები და კონსერვატორები, რადგან რეფორმების მომხრე და ზომიერი კანდიდატები კენჭისყრაზე არ დაუშვეს. ეს არჩევნები გამოცდა იქნება ასევე პრეზიდენტ როჰანის პოპულარობისთვის. როჰანი შედარებით ზომიერი პოლიტიკოსია, რომელიც ყველანაირად ცდილობს, შეასრულოს დაპირება, გაეუმჯობესებინა ხალხის ცხოვრების დონე აშშ-ის ეკონომიკური სანქციების პირობებში. ექსპერტები მოელიან... Читать дальше...


«Главный Советник» на выставке ГОСЗАКАЗ

Современную детскую площадку открыли в деревне Дубнево

Глава Тувы встретился с министром энергетики РФ Сергеем Цивилёвым

В ближайшие выходные по всей России пройдет более 2 тыс. семейных мероприятий



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

На фестивале «Лето в Москве» пройдет чемпионат по игре «Камень, ножницы, бумага»

Захарова: посольство РФ в Польше получило ноту об ограничении дипломатов

Футбольный фестиваль «ЦСКА — все сюда!» пройдет в Домодедове

Глава Люберец провел встречу с жителями в формате выездной администрации

Музыкальные новости

«СВЯТОЙ ЛЕНИН» спасает население от борьбы с перенаселением, 3 серия, СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.

Bungie wins a little walkin' around money in first of its kind jury trial against Destiny 2 cheat maker, but the victory will likely make it even easier for game companies to keep taking cheaters to court

Белый дом: Байден посетит Францию на годовщину высадки союзников в Нормандии

ЦСКА шагнул к трофею // Команда обыграла УНИКС в первом матче финала Единой лиги ВТБ

Новости России

Подмосковные спасатели выступят на чемпионате профмастерства в Приморском крае

На территории нового кампуса МГТУ имени Н.Э. Баумана продолжается строительство «Квантум-парка»

Глава Ступина проверил ход работ по установке детской площадки на ул Хвойная

В Подмосковье утонул известный рэпер из Якутии

Экология в России и мире

ONYX отправляется в Большой тур по России

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

Стильные образы на лето, в которых вы покорите окружающих

Ярко и стильно: самые интересные цветовые сочетания на лето

Спорт в России и мире

Надаль пропустит Уимблдон из-за желания сыграть на Олимпиаде

Теннисист Рублев объяснил, почему проиграл сет в первом круге "Ролан Гаррос"

Белорусские теннисистки проведут стартовые встречи открытого чемпионата Франции

Повернення Калініної до топ-50 та втрачені позиції Світоліної. Оновлені тенісні рейтинги WTA та ATP

Moscow.media

Лето в урочище Кокоря

Маленьким пациентам центра трансплантологии рассказали о тех, кто спасает их жизни каждый день

Терминал сбора данных (ТСД) промышленного класса SAOTRON RT42G

Весенний Петербург. Петропавловская крепость







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *