Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Февраль
2020

Новости за 28.02.2020

Radiotavisupleba.ge 

„ნელი ნაბიჯით, მაგრამ წინსვლა არის“ - ხელისუფლება-ოპოზიციის არაფორმალური შეხვედრა დასრულდა

ამერიკის ელჩის მოადგილისა და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის შემდეგ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს ვახშამზე რეზიდენციაში უმასპინძლა გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა.   „არავითარი შეთანხმება არ არის. არავითარი წინადადება და თანხმობა არ ყოფილა. აზრების თავისუფალი გაცვლა იყო“, - თქვა არაფორმალური შეხვედრის შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ. თუმცა მალევე დასძინა: „ქართულმა ოცნებამ“ პირველი ნაბიჯი გადადგა, მოხსნა თავისი ხისტი პოზიცია და მზად არის ილაპარაკოს იმაზე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აუდიტი: „სარაგბო კლუბ ბათუმის“ მასაჟისტი ამავდროულად დანიშნული იყო დაცვის უფროსად და მწვრთნელად

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის წილობრივად მოქმედ საწარმოებში ჩაატარა საწესდებო კაპიტალის ფორმირებისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის 2017-2018 წლების შესაბამისობის აუდიტი. აუდიტის შედეგად გამოვლენილ დაკლოვანებებს შორის დასახელებულია შპს „სარაგბო კლუბი ბათუმის“ შემთხვევები, სადაც აუდიტის თანახმად, საშტატო ერთეულით გათვალიწინებულ სხვადასხვა თანამდებობაზე დასაქმებული არიან შესაბამისი კვალიფიკაციის არმქონე ფიზიკური პირები; ამასთან... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია: კორონავირუსის საფრთხემ უმაღლეს წერტილს მიაღწია

გაეროს ჯანმრთელობის დაცვის უწყების თანახმად, ახალი კორონავირუსის საფრთხემ უმაღლეს წერტილს მიაღწია მთელ მსოფლიოში მაშინ, როცა ჩინეთში, საიდანაც გავრცელდა თავდაპირველად ვირუსი, დაავადებულთა გავრცელების სისწრაფემ იკლო. ამის თაობაზე ჟენევაში განაცხადა 28 თებერვალს, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადჰამონ ღებრეიესუსმა. კორონავირუსის გავრცელებამ საფრთხე შეუქმნა მსოფლიოს ეკონომიკას და მსოფლიოს ბირჟებზე გრძელდება კურსების მკვეთრი დაცემა ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების ფონზე. COVID-19-ით ინფიცირებულია 83,000 ადამიანი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პრაღის სუნიტთა ყოფილ იმამს ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

პრაღის სუნიტთა ყოფილ იმამს ათი წლით პატიმრობა მიუსაჯეს მას მერე, რაც ის დამნაშავედ სცნეს ტერორისტული ჯგუფში გაერთიანებისა და ტერორიზმის დაფინანსებაში. ამის თაობაზე ცნობა გაავრცელა ჩეხეთის რესპუბლიკის სააგენტო CTK-მ. მოსამართლეებმა დაადგინეს, რომ სამერ შეჰადემ დახმარება გაუწია თავის ძმას და მოგვიანებით, რძალს, ფატმა ჰუდკოვას, სირიაში ჩასულიყვნენ და შეერთებოდნენ ტერორისტულ ჯგუფს, ფათე ალ-შამს. შეჰადე დამნაშავედ სცნეს დაუდგენელი რაოდენობის თანხის გაგზავნაში ჯგუფისთვის, რომელიც ცდილობს შეცვალოს სირიის პრეზიდენტის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნინო ხაჟომიამ აჭარის ტელევიზია დატოვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვების რედაქტორმა ნინო ხაჟომიამ პოზიცია საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ მოვალეობის შემსრულებლად ფირუზ ბოლქვაძე დანიშნა. ის 2004 წლიდან მუშაობს აჭარის ტელევიზიასა და რადიოში. გიორგი კოხრეიძემ ნინო ხაჟომია 24 თებერვალს დანიშნა. აჭარის ტელევიზიის ცნობით, გადაწყვეტილება დირექტორმა ისე მიიღო, რომ საინფორმაციო სამსახურის უფროსი შორენა ღლონტი ინფორმირებული არ იყო. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„აჭარის მაუწყებელში სუსია“ - ჟურნალისტთა ერთწუთიანი მდუმარე პროტესტი პირდაპირ ეთერში

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებმა გადაცემა „მთავარის“ პირდაპირ ეთერში პროტესტი ერთწუთიანი მდუმარე აქციით გამოხატეს. გადაცემის წამყვანმა თეონა ბაკურიძე განმარტა რომ, ეს არის პროტესტი ბოლო ერთი თვის განმავლობაში მაუწყებელში მიმდინარე პროცესების გამო, რომელიც მისივე თქმით, არის შტურმი სარედაქციო დამოუკიდებლობაზე. ჟურნალისტები დირექტორს გიორგი კოხრეიძესა და მრჩეველთა საბჭოს სამი წევრებს: გიგა ჩხარტიშვილს, თამილა დოლიძესა და სოსო სტურუას ადანაშაულებენ. ისინი მაუწყებლის მრჩევლები პარტია „ქართული ოცნების“ წარდგენით არიან. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მარინა ეზუგბაია: იტალიიდან ჩამოფრენილ ქალს არ ჰქონია სხვა ადამიანებთან მჭიდრო კონტაქტი

იტალიიდან ჩამოფრენილი ქალი, რომელსაც კორონავანირუსი დაუდგინდა, არ ჰქონია განსაკუთრებით მჭიდრო კონტაქტები, - თქვა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ. ექიმი განმარტავს ინფიცირებულთან „ახლო/მჭიდრო კონტაქტის“ განსაზღვრებას და აღნიშნავს, რომ ასეთად განიხილება 15 წუთზე მეტი პირდაპირი კონტაქტი და დახურულ სივრცეში ორ საათზე მეტი დროით მასთან ერთად ყოფნა. „არ მგონია, რომ იმ პირებთან, რომლებთანაც [ინფიცირებული] მუშაობდა, რომელიმეს დადებითი შედეგი აღმოაჩნდეს. თუმცა თუ რომელიმესთან გამოვლინდება სიმპტომები... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მსოფლიოს საფინანსო ბაზრებზე კურსის დაცემა გრძელდება კორონავირუსის გავრცელების ფონზე

მსოფლიოს საფინანსებზე ბაზრებზე გრძელდება კურსების მკვეთრი დაცემა ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების ფონზე. ვირუსი უკვე აღრიცხულია 50-ზე მეტ ქვეყანაში. აზიის ბირჟებზე კურსების დაცემის მაჩვენებელმა საშუალოდ 3-4 პროცენტი შეადგინა. მსგავსი ვითარებაა ევროპის ბირჟებზეც. ნიუ-იორკში, 27 თებერვალს, Dow Jones-ის ინდექსი დაეცა 4-ზე მეტი პროცენტით. ეს ბოლო წლებში ყველაზე სწრაფი ვარდის მაჩვენებელია. ამ კვირაში აქციები 10 პროცენტით გაუფასურდა. შემცირდა ნავთობის ფასიც. ერთი ბარელი ნედლი ნავთობი 50 დოლარად იყიდება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ინფექციური საავადმყოფო: კორონავირუსზე ჩატარებული 21 ტესტიდან ყველა უარყოფითია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, ამჟამად კლინიკაში 39 პაციენტი იმყოფება და მათგან 21-ის ტესტი უარყოფითია. მათ საკარანტინო სივრცეში გადასაყვანად ამზადებენ. დარჩენილ 18 პაციენტიდან ნიმუშები დღის მეორე ნახევარში აიღეს. როგორც ეზუგბაიამ თქვა, პირველ ეტაპზე  რვა პირის გამოკვლევის შედეგები იქნება ცნობილი. მარინა ეზუგბაიამ, აგრეთვე, ილაპარაკა ირანიდან დაბრუნებული კავკასიის უნივერსიტეტის 15-კაციანი ჯგუფის შესახებ. ეზუგბაიას ინფორმაციით, საკარანტინო სივრცეში იგეგმებოდა მათი გადაყვანა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის ელჩი საქართველოში: ბევრია გასაკეთებელი, განსაკუთრებით ამ საარჩევნო წელს

საქართველოში ამერიკის შეერთებული ელჩი კელი დეგნანი საელჩოს ფეისბუკგვერდზე აქვეყნებს ვიდეომიმართვას, რომელშიც ამბობს, რომ მისთვის დიდი პატივია გაუძღვეს საელჩოს გუნდს და იმუშაოს ქართველ მეგობრებთან ერთად, მშვიდობიანი და წარმატებული საქართველოსთვის. „თითქმის 30 წელია, რაც ამერიკა ამაყად დგას ქართველი ხალხის გვერდით. ჩვენ საქართველოს დავეხმარეთ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და სასამართლო სისტემის, ეკონომიკისა და უსაფრთხოების გაუმჯობესებაში. ჩვენ მხარს ვუჭერთ განათლებისა და ჯანდაცვის სისტემის განვითარებას... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შეძლებენ სკოლები სისუფთავის დაცვას კორონავირუსის გავრცელების პარალელურად?

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენის შემდეგ, განათლების სამინისტრომ საჯარო სკოლებს სანიტარული ნორმების გამკაცრება მოსთხოვა. მოახერხებენ თუ არა სკოლები საქართველოს მასშტაბით სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვას?

Radiotavisupleba.ge 

სამშობლო, როგორც წარსული

დემოკრატია არის მაშინ, როცა მმართველს არ ეშინია. იშტვან მესარო   „დევნილი და ცენზირებული: კულტურა წნეხის ქვეშ“ - ასე ეწოდებოდა კონფერენციას, რომელიც გერმანიაში გასულ შემოდგომას ჩატარდა და სამ არასრულ დღეს გასტანა. მასში მონაწილეობას იღებდნენ მწერლები, ავტორები, ფილოსოფოსები, არტისტები, ჟურნალისტები და მკვლევარები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან - სწორედ იმ ქვეყნებიდან, სადაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა ავტორიტარული ტენდენციები, სადაც უცხო არ არის ადამიანების სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაცია და სადაც... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში შემოსვლა შეეზღუდათ უცხოელებს, რომლებიც ირანში იყვნენ ბოლო 14 დღის განმავლობაში

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომელიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ირანის ტერიტორიაზე, საქართველოში შემოსვლა შეეზღუდათ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, გარკვეული ვალდებულებები  უწესდებათ ნებისმიერი უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებსაც, რომლებიც ბოლო 21 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, იტალიასა და იაპონიაში. ისინი ვალდებულები არიან განაცხადონ ხსენებულის შესახებ, გაიარონ შემოწმება... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბულგარეთმა თურქეთთან საზღვარზე კონტროლი გაამკაცრა მიგრანტების ტალღის შესაჩერებლად

ბულგარეთმა განაცხადა, რომ ამკაცრებს სასაზღვრო კონტროლს თურქეთთან საზღვარზე, რათა თავიდან აიცილოს მიგრანტთა ნაკადი სირიიდან. ამის ფონია გავრცელებული ცნობები, რომ ანკარამ შეიძლება შეარბილოს კონტროლი და ევროპის კავშირის ქვეყნებისკენ გადაადგილების საშუალება მისცეს სირიიდან ლტოლვილებს. ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა, ბოიკო ბორისოვმა მთავრობის სხდომაზე 28 თებერვალს განაცხადა, რომ საზღვაო საზღვრის დასაცავად განთავსებულია მეტი ძალები და მიღებულია ზომები. სირიის კონფლიქტის გამწვავების ფონზე, თურქეთი მედია იტყობინებოდა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საგარეო სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, არ გაემგზავრონ ეპიდემიური რისკის ქვეყნებში

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს ურჩევს, თავი შეიკავონ ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებში მოგზაურობისგან: „კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებისა და ქვეყანაში ვირუსის შემოტანის პრევენციის მიზნით და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით, მიზანშეწონილია, საქართველოს მოქალაქეებმა თავი შეიკავონ ვიზიტებისა და მოგზაურობისგან ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებში: ჩინეთი, ჩინეთის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი ჰონგ კონგი, ირანი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„საქართველოს ბანკი“ ადასტურებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული ქალი კომპანიის თანამშრომელია

„საქართველო ბანკი“ ადასტურებს, რომ იტალიიდან  ჩამოფრენილი ქალი, რომელსაც დღეს კოროვანირუსი დაუდგინდა, კომპანიის თანამშრომელია. „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევებს შორის ერთ-ერთი, რომელმაც იტალიაში იმოგზაურა, ჩვენი თანამშრომელია. ის საქართველოში 26 თებერვალს ჩამოფრინდა“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას „საქართველოს ბანკში“. ორგანიზაციის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მასზე მიმდინარეობს მონიტორინგი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ამირან გამყრელიძე ოფისებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციებს იძლევა

„სასურველია, ორგანიზაციებმა ოფისებში ე.წ. დეზინფექტორები იქონიონ და მოახდინონ სამუშაო სივრცის ხშირი, მათ შორის, სველი წესით დასუფთავება“, - დაავდებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე „ინტერპრესნიუსს“ ელაპარაკა ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ორგანიზაციებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციებზე. როგორც გამყრელიძე ამბობს, ოფისები, სადაც ბევრი ადამიანი ერთ სივრცეში მუშაობს, სასურველია, ხშირად განიავდეს. გამყრელიძემ ისაუბრა საკუთარი სამუშაო გარემოს შესახებაც. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სვანური ენა იკარგება

სვანეთში დარდობენ, რომ ახალგაზრდობა სვანურად აღარ ლაპარაკობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს ტენდენცია თუ გაგრძელდა, სვანური სალაპარაკო ენა დაიკარგება.

Radiotavisupleba.ge 

"არ უნდა გვქონდეს იმის შიში, რომ ნატო რომ შემოვიდეს, აფხაზეთი და ცხინვალი დაკარგული იქნება, პირიქით! "

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით 27 თებერვლის საღამოდან ჩაიკეტა ოკუპირებული ტერიტორიის საქართველოს დანარჩენ ნაწილთან დამაკავშირებელი ბოლო, პერევი-სინაგურის გამშვები პუნქტი. დე ფაქტო ხელისუფლება ჩაკეტვის მიზეზად ადგილობრივ მედიაში ასახელებს ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხეს

Radiotavisupleba.ge 

2.79 - რატომ მყარდება ლარი 

ლარი დოლართან მიმართებაში ბოლო 3 თვეში 6 პროცენტზე მეტად გამყარდა. თუ ეროვნული ბანკის მიერ ნოემბრის ბოლოს დადგენილი ოფიციალური კურსით დოლარი 2.97 ლარი ღირდა, დღეს კი 2.79 -მდეა ჩამოსული. ევროს კურსი ნოემბრის ბოლოს 3.27 ლარის ნიშნულზე იყო, დღეისთვის 3.05-ზეა.

Radiotavisupleba.ge 

ყაზახეთში აქტივისტები პასუხს მოითხოვენ დულათ აღადილის სხეულზე დაზიანების ამსახველი ვიდეოს გავრცელების შემდეგ

ყაზახეთის აქტივისტები პასუხს მოითხოვენ მას მერე, რაც გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელზეც ჩანს უფლებადამცველი აქტივისტის, დულათ აღადილის სხეულზე სისხლჩაქცევები და სხვა დაზიანებები. აღადილი პოლიციის საპატიმროში დაუდგენელ ვითარებაში გარდაიცვალა ამ კვირაში. ის 17 თებერვალს დაასაფლავეს მშობლიურ სოფელში, დედაქალაქ ნურ-სულთანის მახლობლად. ვიდეო, რომელიც ინტერნეტით გავრცელდა, გადაღებულია მას მერე, რაც ცხედარი ნათესავებს გადასცეს. აღადილი 24 თებერვალს დააკავეს და რამდენიმე საათში გარდაიცვალა. ხელისუფლების თანახმად... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველოდან დიდი რაოდენობით სამედიცინო პირბადეების გაგზავნა აიკრძალა

„საქართველოს ფოსტა“ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ 27 თებერვლიდან აკრძალულია საფოსტო გზავნილით სამედიცინო დანიშნულების ნიღბის საზღვარგარეთ გაგზავნა. „2020 წლის 27 თებერვლიდან იკრძალება საქართველოს ფარგლებს გარეთ საფოსტო გზავნილით (მიუხედავად გზავნილის სახეობისა), ნებისმიერი რაოდენობის სამედიცინო დანიშნულების ნიღბის (პირბადის) გაგზავნა. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აკრძალვის მიუხედავად, გამგზავნის მიერ სამედიცინო დანიშნულების ნიღბის (პირბადის) გაგზავნის შემთხვევაში... Читать дальше...


Летевший из Хабаровска самолет посадили в Нижнем Новгороде

Впервые Бурятский театр оперы и балета выступит с концертом в храме Кяхты

Диарея путешественника: доктор Кутушов рассказал как защититься от отравления в отпуске

Как отдыхаем в июне?



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Стало известно возможное место прощания с Анастасией Заворотнюк

6 полигонов ТКО планируют рекультивировать в Подмосковье в этом году

«Локомотив» ведёт переговоры по лучшему бомбардиру чемпионату Хорватии Мьересу

Впервые Бурятский театр оперы и балета выступит с концертом в храме Кяхты

Музыкальные новости

Группа компаний Helpers Представляет Совершенный Фулфилмент для Wildberries и Ozon Marketplace

Почта России помогла маленькому жителю Перми встретиться с футболистами ЦСКА

Концерты оркестра Бутмана посмотрели более 50 миллионов китайцев

Заявление Союза армян России

Новости России

Во Франции сомневаются в уровне Сафонова перед трансфером в «ПСЖ»

Свыше 50 гидравлических испытаний теплосетей Солнечногорска проведут в июне

Песков рассказал о подготовке визита Путина в Северную Корею

Стало известно возможное место прощания с Анастасией Заворотнюк

Экология в России и мире

Благотворительный Вечер в «Геликон-Опера»: Искусство во Имя Добра

Я думала, мы умрем: американка переехала в Великобританию и столкнулась с левосторонним движением, праворульными машинами и механической коробкой передач

Стильные образы на лето, в которых вы покорите окружающих

В исторических парках покажут любимые мультфильмы от СТС Kids ко Дню защиты детей

Спорт в России и мире

Соболенко победила на старте открытого чемпионата Франции по теннису

Надежда Петрова высказалась о перспективах Арины Соболенко снова возглавить рейтинг WTA

Повернення Калініної до топ-50 та втрачені позиції Світоліної. Оновлені тенісні рейтинги WTA та ATP

Мирра Андреева вышла во второй круг Открытого чемпионата Франции

Moscow.media

Несколько дорог в Омской, Курганской и Тюменской области остаются затопленными

Фотовыставка «Древнейшие пирамиды мира» пройдёт в Крыму

Маленьким пациентам центра трансплантологии рассказали о тех, кто спасает их жизни каждый день

Лето в урочище Кокоря







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *