Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Февраль
2020

Новости за 27.02.2020

Radiotavisupleba.ge 

არსებობს თუ არა COVID-19-ს ფართოდ გავრცელების საფრთხე?- რა არ უნდა გამოგრჩეს 28 თებერვალს

მთავრობის მობილიზაცია ვირუსის წინააღმდეგ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ საქართველოში კორონავირუსის ეპიდემიის საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს. მან დაამატა, რომ ქვეყანაში კარანტინისთვის საკმარისი საწოლებია.  მასობრივად გავრცელების საფრთხე არა, თუმცა კიდევ ერთი შემთხვევის გამოვლენა არაა გამორიცხული. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მან პრესკონფერენციაზე რამდენჯერმე გაიმეორა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დავით უსუფაშვილი: საარჩევნო სისტემაზე შეთანხმებისთვის დარჩა სულ სამი დღე

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ოპოზიციურ პარტიებსა და ხელისუფლებას შორის გამართული არაფორმალური დისკუსიის შესახებ „იმედის“ ეთერში ილაპარაკა. „27 თებერვალს საუბარი იყო უშუალოდ საარჩევნო სისტემის თემაზე. შესაძლო საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ. რა არის ის მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს ამ შინაარსს: 40%-ზე ნაკლები შედეგის მქონე პარტიამ ვერ მიიღოს ერთპარტიული უმრავლესობა პარლამენტში. ეს არის ძალიან სერიოზული გამოსავალი... ეს ზღვარი გადის დაახლოებით 125 პროპორციულ და 25 მაჟორიტარულ მანდატზე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირმა ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან შეიძლება მალე დაიწყოს წევრობაზე მოლაპარაკებები

ევროპის კავშირმა ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან შეიძლება რამდენიმე კვირაში დაიწყოს წევრობაზე მოლაპარაკებები იმ წარმატებების ფონზე, რომლებსაც ბალკანეთის ამ ორმა ქვეყანამ მიაღწია მზადების პროცესში, განაცხადა 27 თებერვალს ბლოკის მთავარმა წარმომადგენელმა გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰელიმ. საფრანგეთმა, რომელმაც ოქტომბერში ნიდერლანდთან ერთად დაბლოკა ორ ქვეყანასთან მოლაპარაკებების დაწყება, მიმდინარე თვის დასაწყისში მიანიშნა, რომ გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებები შეიძლება დაიწყოს, თუკი ევროპის კომისია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ირანში იზრდება Covid-19-ით დაავადებულთა რიცხვი, გაუქმდა პარასკევის ლოცვა

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, თეირანში პარასკევის ლოცვა გაუქმდა კორონოავირუსის გავრცელების გამო, ვინაიდან დაადასტურეს, რომ ქვეყანაში ერთ დღე-ღამეში ასზე მეტით გაიზარდა დაავადებულთა რიცხვი. მათ შორის არის მასუმე ებთექარი, ირანის ვიცე-პრეზიდენტი ქაებისა და ოჯახის საკითხებში. ებთექარი ირანის მთავრობის მეორე წევრია, რომელიც, ცნობილია, რომ კორონავირუსითაა დაავადებული. 25 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ დაავადებულია ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირაჯ ჰარირში. ამასობაში ჯანდაცვის სამინისტრომ 27 თებერვალს განაცხადა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელ დირექტორად მარიამ გოგოსაშვილი აირჩიეს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედიამიმართულების იურისტი მარიამ გოგოსაშვილი საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი გახდა. 2012-2013 წლებში გოგოსაშვილი ამავე ორგანიზაციაში მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის იურისტი იყო. 2013-2017 წლებში კი „სტერეო+-ის” სამართლებრივ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. დირექტორის კონკურსში, გასაუბრების ეტაპზე სულ ოთხი კანდიდატი მონაწილეობდა. 9 წევრისგან დაკომპლექტებულმა საბჭომ გადაწყვეტილება დღეს, 27 თებერვალს მიიღო. მარიამ გოგოსაშვილი ორგანიზაციას 2 მარტიდან უხელმძღვალენელებს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„შემომასხეს სახეში გაურკვეველი ნივთიერება“ - ზვიად კუპრავას თავს დაესხნენ

„სამართალდამცავთა რეფორმების ცენტრის“ ხელმძღვანელს ზვიად კუპრავას საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას „მთავარი არხი“ ავრცელებს. როგორც ზვიად კუპრავამ თქვა, არ იცნობს თავდამსხმელებს. „მანქანიდან ჩამოვედი და ამ დროს ორი ბიჭი მოვიდა, თითქოს რაღაცის კითხვა უნდადთ. ამ დროს შემომასხეს სახეში გაურკვეველი ნივთიერება. დამწვა სახე, რა თქმა უნდა, თვალები დავხუჭე, ამის შემდეგ სახის არეში ფეხებით დამიწყეს დარტყმა. თავდასხმა იყო. ცხადია, ეს იყო გახარიას და მათი ზონდერების მოწყობილი, ჩემი აქტივობების გამო. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პუტინმა დააჯილდოვა ნემცოვის მკვლელობის ორგანიზებაში ეჭვმიტანილის ბიძა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „მამულის წინაშე დამსახურების“ მეორე ხარისხის ორდენით დააჯილოვა სენატორი ჩეჩნეთიდან, სულეიმან გერემეევი - ბორის ნემცოვის მკვლელობის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი რუსლან გერემეევის ბიძა. როგორც ოფიციალურ ინფორმაციაშია მითითებული, სულეიმან გერემეევი დააჯილდოვეს „პარლამენტარიზმის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისა და აქტიური კანონშემოქმედებითი მოღვაწეობისთვის“. გამოცემა „მედიაზონის“ თანახმად კი, სახელმწიფო დუმის ბაზა მოწმობს, რომ სენატორს უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კობახიძე: წინ ვართ [ოპოზიციასთან] დისკუსიების და კონსულტაციების კუთხით

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის თქმით, საარჩევნო სისტემის საკითხზე ოპოზიციის წარმომადგენლებთან საინტერესო დისკუსია გაიმართა და სხვადასხვა ვარიანტებზე იყო მსჯელობა. როგორც კობახიძე ამბობს, საუბარი იყო სხვადასხვა პრინციპზე, მათ შორის, პროპორციებზე, საარჩევნო ბარიერზე და ა.შ. კობახიძის ინფორმაციით, შეხვედრის ერთ-ერთი თემა იყო ერთგვარი 40%-იანი ბუნებრივი ბარიერი, რაც გულისხმობს იმას, რომ გამარჯვებულმა პარტიამ 40%-იანი და მეტი შედეგით უნდა შეძლოს ერთპარტიულად მთავრობის ფორმირება. ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პუტინმა პირველად აღიარა, რომ ორეულების გამოყენებას სთავაზობდნენ, მაგრამ უარი თქვა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პირველად აღიარა, რომ 2000-იანი წლების დამდეგს, ჩეჩენ სეპარატისტთა წინააღმდეგ მეორე ომის დროს, შესთავაზეს, პირადი უსაფრთხოებისთვის ორეულები გამოეყენებინა. შესაძლო ორეულების თაობაზე შეკითხვებზე პუტინს ადრე არასოდეს გაუცია პასუხი. ტასისთვის მიცემულ ინტერვიუში, რომლის ნაწილი 27 თებერვალს გამოქვეყნდა, პუტინმა თქვა, რომ მას სთავაზობდნენ ამ საშუალებას, მაგრამ არ დათანხმდა. „უარი ვთქვი ორეულებზე. ეს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე რთულ დროს იყო“, თქვა პუტინმა, მაგრამ დეტალებზე არ უსაუბრია. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კორონავირუსის შიშით ჩაკეტილი ენგურის ხიდი და ნიღბების დეფიციტი ზუგდიდის აფთიაქებში

27 თებერვლის მდგომარეობით, ამ საავადმყოფოში 15 პაციენტი იმყოფება სეზონური გრიპის ვირუსის ნიშნებით. მათ შორისაა ლიეტუვის მოქალაქე, რომელსაც ბოქსირებულ განყოფილებაში აკვირდებიან. ის საქართველოში 26 თებერვალს ჩამოვიდა ვილნიუსი-ქუთაისის პირდაპირი ავიარეისით.

Radiotavisupleba.ge 

კორონავირუსი მარშრუტზე: ირანი-აზერბაიჯანი-საქართველო

რა მდგომარეობაა ირანში? ვის შემოუშვებენ სახიფათო მარშრუტით საქართველოში? რა თავსატეხი გაუჩინა აზერბაიჯანს კორონავირუსის საქართველოში დადასტურებულმა პირველმა შემთხვევამ?

Radiotavisupleba.ge 

ინფექციურ საავადმყოფოში სამართალდამცველი მოათავსეს

თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად 21 პაციენტი იმყოფება, მათგან 11 პირი 27 თებერვალს, დილის შემდეგ დაემატა. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, 11 პაციენტიდან 5-ს უკვე ჩაუტარდა კვლევა და შედეგი უარყოფითია. ხოლო, 5 პაციენტის ტესტის დამთავრების საათი უცნობია. კიდევ ერთი პაციენტი კი სამართალდამცველია. „თუ არ ვცდები, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შემოვიდა“, - ამბობს მარინა ეზუგბაია. რაც შეეხება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, როგორც ეზუგბაია აღნიშნავს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

როგორ მოიშორა ივანიშვილმა უკანონო მშენებლობა თბილისის ცენტრში 

მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა გაყიდა ქონება, რომელსაც თბილისის ცენტრში თვეების განმავლობაში უნებართვოდ აშენებდა. გამორჩა, თუ თვალს ხუჭავდა თბილისის მერია უკანონო მშენებლობაზე დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში?  თბილისში, ორბელიანის მოედანთან, ვეკუას ქუჩა #3 ში, მიწისქვეშა ავტოსადგომის თავზე, შენდება ერთსართულიანი შენობა, რომელსაც თავზე შუშის ანტრესოლი ადგას.  ნაგებობას, რომლიც თითქმის დასრულებულია შპს “საყვავილე” აშენებს. ეს კომპანია საჯარო რეესტრში 2019 წლის 6 თებერვალს დაარეგისტრირა სააქციო საზოგადოება “სმს-მ”. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სომხეთის მთავრობა საქართველოსთან საზღვრის დაკეტვას არ აპირებს

რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა განაცხადა, რომ საქართველოსთან საზღვრის დაკეტვა არ იგეგმება. მინისტრმა უარყო ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სომხეთში კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდა. როგორც ტოროსიანი ამბობს, გამოკვლეულია საეჭვო შემთხვევები და ყველა მათგანმა უარყოფითი შედეგი აჩვენა. სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ საქართველოში კორონავირუსის ერთი შემთხვევის დადასტურების შემდეგ, 27 თებერვალს ქართველ კოლეგას [ეკატერინე ტიკარაძეს] ესაუბრა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„ოცნება“ თანხმდება პრინციპს თუ პარტიას არ ექნა 40%-ზე მეტი, ვერ დააკომპლექტებს მთავრობას

„ქართული ოცნება" მზად არის, ის წუხილები, რომელიც შეეხება 40 პროცენტზე ქვევით მხარდაჭერის შემთხვევაში მთავრობის დაკომპლექტების შესაძლებლობას, მოვხსნათ და ისეთ მექანიზმზე ვილაპარაკოთ, რომელიც ყველა ვარიანტში ამას გამორიცხავს“, - ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე. მისი ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ოპოზიციასთან შეხვედრა კვლავ გაიმართება. როგორც მდინარაძე ამბობს, პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ ოპოზიციის წარმომადგენლებმა და რადგან ეს პრინციპი ყველასთვის მისაღებია, შეთანხმებაც შედგება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პრაღაში მოედანს, რომელზეც რუსეთის საელჩო მდებარეობს, დღეიდან ბორის ნემცოვის სახელი ეწოდა

პრაღაში დღეს, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის მკვლელობის მეხუთე წლისთავზე, სახელს უცვლიან მოედანს, რომელზეც რუსეთის საელჩო მდებარეობს. პრაღის ქალაქის საბჭოს გადაწყვეტილებით, რომელიც ამ კვირაში იქნა მიღებული, ჩეხეთის დედაქალაქში მდებარე პოდ კაშტანის მოედანს ამიერიდან ბორის ნემცოვის მოედანი ეწოდება. ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო პრაღის მერმა ზდენეკ ჰრჟიბმა, რომელიც გადარქმევის ერთ-ერთი ინიციატორია. ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო ასევე პოლიტიკოსის ქალიშვილმა ჟანა ნემცოვამ. პეტიცია იმის თაობაზე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რატომ უმალავენ საზოგადოებას დეკანოზ გიორგი მამალაძეს?

27 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში დეკანოზ გიორგი მამალაძეს ელოდნენ. მოსამართლე ლილი მსხილაძეს მსჯავრდებულისათვის სასჯელის გადავადების შესახებ უნდა ემსჯელა, თუმცა დეკანოზი, რომელსაც პარალიზებული აქვს მარჯვენა ზედა და ქვედა კიდური, სასამართლო დარბაზში არ გამოჩენილა. როგორც გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე ამბობს, მთავრობა და  საპატრიარქო საგულდაგულოდ მალავენ მსჯავრდებულ დეკანოზს. სასამართლო ჯანმრთელობაშერყეული სასულიერო პირისათვის სასჯელის გადავადებაზე 5 მარტს, სპეციალური პენიტენციური... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის ყოფილი გენპროკურორი ვიქტორ შოკინი ჯო ბაიდენს ზეწოლაში ადანაშაულებს

უკრაინის საგამოძიებო ბიურომ დაარეგისტრირა სისხლი სამართლის საქმე ყოფილი გენერალური პროკურორის, ვიქტორ შოკინის განცხადების საფუძველზე. განცხადებაში ლაპარაკია ზეწოლაზე, რომელსაც, შოკინის თქმით, მასზე ახორციელებდა აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. ამის შესახებ „ინტერფაქს-უკრაინა“ იტყობინება შოკინის ადვოკატ ალექსანდრ ტელეშიცკიზე დაყრდნობით. თავად საგამოძიებო ბიუროს ჯერჯერობით არ გაუკეთებია კომენტარი საქმესთან დაკავშირებით. ადვოკატის თქმით, საქმე აღძრულია სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის საქმიანობაში ჩარევის თაობაზე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნინო ხარატიშვილი და მისი "მერვე სიცოცხლე" ბუკერის პრემიის გრძელ სიაშია

გერმანულენოვანი ქართველი მწერალი და დრამატურგი ნინო ხარატიშვილი პრესტიჟული ინგლისურენოვანი ლიტერატურული პრემია "ბუკერის" ნომინანტთა გრძელ სიაში მოხვდა რომანით "მერვე სიცოცხლე (ბრილკას)". 13 ნომინანტის სია ჟიურიმ 27 თებერვალს გამოავლინა. სულ კონკურსში 124 ავტორი მონაწილეობდა. "ბუკერის" პრემიით ყოველწლიურად აჯილდოებენ იმ წიგნებს, რომლებიც სხვადასხვა ენიდან ითარგმნება ინგლისურად და დიდ ბრიტანეთსა ან ირლანდიაში გამოიცემა. "მერვე სიცოცხლისთვის", რომელიც ნინოს ყველა სხვა რომანი, გერმანულად დაიწერა და გამოიცა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თურქეთის საელჩო თავის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ აფრთხილებს

თურქეთის საელჩო საქართველოში ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული განცხადებით თავის მოქალაქეებს აფრთხილებს. გაფრთხილება განპირობებულია ქართული მხარის მიერ საზღვარზე დაწესებული შეზღუდვებით. „კორონავირუსის საფრთხის წინააღმდეგ მიღებული ზომების კონტექსტში, 2020 წლის 26 თებერვლის, საქართველოს დროით 23:30 საათიდან სატვირთო მანქანის მძღოლებს საქართველოში შესასვლელად საპასპორტო კონტროლის გავლა მოუწევთ. მოცემულ მომენტში საქართველოში შესვლა აკრძალულია, თუკი პასპორტში არის ბოლო 21 დღის განმავლობაში ჩინეთში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კოსოვოს პრემიერ-მინისტრის თქმით, პრეზიდენტმა ჰაშიმ თაჩიმ კონსტიტუცია დაარღვია 2013 წელს

კოსოვოს ახალი პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ პრეზიდენტმა ჰაშიმ თაჩიმ კონსტიტუცია დაარღვია, როცა 2013 წელს ნატოსთან ხელი მოაწერა „საიდუმლო შეთანხმებას“ ქვეყნის უშიშროების ძალების უფლებამოსილებების შეზღუდვის შესახებ, როცა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა. პრემიერ-მინისტრმა ალბინ კურტიმ ამის თაობაზე პარლამენტის სპიკერს, ვიოსა ოსმანის განუცხადა 26 თებერვალს გაგზავნილ წერილში. ოსმანიმ თქვა, რომ მან წერილი კანონმდებლებს გადაუგზავნა. თაჩის კომენტარი არ გაუკეთებია კურტის განცხადებაზე. კურტის კანცელარიის თანახმად... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ქვეყანა დაცულია, განგაშის საფუძველი არ არსებობს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს შეხვდა. ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე ზურაბიშვილს დეტალურად გააცნეს ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება, მთავრობის მიერ გატარებული და დაგეგმილი პრევენციული ღონისძიებები. როგორც პრეზიდენტმა თქვა, დღეს ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობა, როგორც მთელს მსოფლიოში სერიოზულია, მაგრამ არა საგანგაშო. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შსს განმარტავს საქართველოს საზღვრებზე შემოწმების პროცედურებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ოფიციალური განმარტება, თუ ვინ ექვემდებარება ქვეყნის საზღვრებზე სავალდებულო სამედიცინო შემოწმებას. საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების მიზნით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრების მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველო სასაზღვრო-გამტარ პუნქტებში უზრუნველყოფს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრების შემოწმებას... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქუთაისიდან იტალიის მიმართულებით ფრენების სიხშირეს დროებით ამცირებს

ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქუთაისიდან იტალიის მიმართულებით ფრენების სიხშირეს დროებით ამცირებს. „აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, მილანის მიმართულებით 12 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით კვირაში 4 რეისის ნაცვლად ფრენა კვირაში ერთხელ - პარასკევობით შესრულდება. ქალაქი რომის მიმართულებით 18 მარტიდან 25 მარტამდე გაუქმდა ოთხშაბათის ფრენები. ქალაქ ბოლონიის მიმართულებით 17 მარტიდან 24 მარტამდე ფრენები კვირაში ერთხელ შაბათობით შესრულდება. ქალაქ ბარის მიმართულებით კი  12 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით გაუქმდა სამი ფრენა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

როგორ გავუმკლავდეთ სტრესს?

რჩევები მომზადებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მომზადებული რეკომენდაციების საფუძველზე.


Концерт группы "Пикник" состоится 1 июня в Москве

Росгвардейцы огнем из стрелкового оружия уничтожают беспилотники ВСУ

«Компьютерный 3D-переводчик на жестовый язык» стал одним из победителей конкурса цифровых проектов и идей для людей с нарушением слуха «Мы услышим»

ТМ Электроникс: Ваш надежный партнер в мире электроники



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

4 июня в 11:00 состоится вебинар «Структурированное техническое задание. Первая практика, проблематика и риски»

«Компьютерный 3D-переводчик на жестовый язык» стал одним из победителей конкурса цифровых проектов и идей для людей с нарушением слуха «Мы услышим»

Современная культура – это ограничитель свободы человека или инструмент развития?

ТМ Электроникс: Ваш надежный партнер в мире электроники

Музыкальные новости

Уссурийский ЛРЗ расширяет форматы промышленных экскурсий на предприятие

Представитель “Лайм-Займ” одержал победу на XII Чемпионате СФО по управленческим переговорам "Сила Сибири"

В Подмосковье сотрудники Росгвардии задержали подозреваемого в краже товаров из магазина

Белый дом: Байден посетит Францию на годовщину высадки союзников в Нормандии

Новости России

8-9 июня в Москве пройдет третья большая ежегодная конференция «Доходная Недвижимость 2024»

Будущие инженеры активно участвуют в проектах компании-партнера

Второй в регионе семейный многофункциональный центр откроется в Вичуге

«Компьютерный 3D-переводчик на жестовый язык» стал одним из победителей конкурса цифровых проектов и идей для людей с нарушением слуха «Мы услышим»

Экология в России и мире

Всеармянский союз «Гардман-Ширван-Нахиджеван» осуждает лживое заявление президента Азербайджана Алиева

С чем носить брюки палаццо: примеры образов

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

Благотворительный Вечер в «Геликон-Опера»: Искусство во Имя Добра

Спорт в России и мире

Парижские сюжеты: Медведев играл в кошки-мышки, Котов творил историю, Калинская заставляла нервничать Синнера

Елене Рыбакиной поставили неожиданный «диагноз»

Мирра Андреева вышла во второй круг Открытого чемпионата Франции

Надежда Петрова высказалась о перспективах Арины Соболенко снова возглавить рейтинг WTA

Moscow.media

Прокуратура не будет требовать уничтожить “Вредные советы” Остера

В Челябинской области трансгендеру вынесен приговор за поджог военкомата

Маленьким пациентам центра трансплантологии рассказали о тех, кто спасает их жизни каждый день

Крупная авария в деревне Образцово Орловского МО. Движение затруднено







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *