Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Февраль
2020

Новости за 07.02.2020

Radiotavisupleba.ge 

პრაღაში აპირებენ ბორის ნემცოვის სახელი მიანიჭონ ერთ-ერთ სკვერს

ჩეხეთის დედაქალაქის საბჭოში აპირებენ ერთ-ერთი სკვერისთვის რუსი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის სახელის მინიჭებას. საუბარია სკვერზე, სახელწოდებით „პოდ კაშტანი“, რომელიც  რუსეთის ფედერაციის საელჩოს მახლობლად მდებარეობს. ჩეხეთის მედიის ცნობით, პრაღის საბჭოში შემავალი დეპუტატების უმრავლესობა ემხრობა ასეთ ცვლილებას. 2018 წლის თებერვალში ვაშინგტონში, რუსეთის საელჩოს წინ ოფიციალურად გაიხსნა ბორის ნემცოვის სახელობის სკვერი, რასაც რუსეთის პროტესტი მოჰყვა.   ბორის ნემცოვი 2015 წლის 27 თებერვალს, კრემლთან... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთში პარლამენტარი დაიღუპა შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად

ყაზანის მახლობლად თავისი შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა აირატ ხაირულინი, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში „ედინაია როსიას“ დეპუტატი. ხაირულინის გარდა შვეულმფრენში იმყოფებოდა კიდევ ერთი კაცი და მფრინავი. ისინი მძიმე ტრავმებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.   რუსეთის საინფორმაციო საშუალებების ცნობით, შვეულმფრენი ტყეში ჩავარდა. დეპუტატ ხაირულინის დაღუპვა დაადასტურა სახელმწიფოს სათათბიროს აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ვლადიმირ კაშინმა. ხაირულინს დარჩა მეუღლე და ორი შვილი. 7 თებერვალს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჩიორა თაქთაქიშვილი ტოვებს „ნაციონალურ მოძრაობას“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატი ჩიორა თაქთაქიშვილი პარტიას ტოვებს. „პირველ რიგში მაწუხებს ის, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრებს შორის არც ისე ბევრი თანამოაზრე დამრჩა. რა თქმა უნდა, ჩემს პოლიტიკურ შეხედულებებში არაფერი შეცვლილა. ახლაც მგონია, რომ ვარდების რევოლუციის და მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროინდელი მონაპოვარი ყველაზე მნიშვნელოვანი გარდატეხაა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. რამდენსაც არ უნდა ეცადონ ივანიშვილის ძველი თუ „ბოლო ჟამის“ მიმდევრები... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

არჩილ თალაკვაძე: საქართველოს და აშშ-ს შორის ვერავინ ჩადგება შუაში

„საქართველოს აქვს სრული მხარდაჭერა. საქართველოს მომამავალს, გეგმებს, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას, ჩვენს საზოგადოებას აქვს ქვეყანასთან მიმართებაში, აქვს ძლიერი მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან“, - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში აშშ-ში ვიზიტის შესახებ ისაუბრა. როგორც თალაკვაძე აღნიშნავს, ამერიკელ კოლეგებთან პირდაპირი კომუნიკაცია და ინფორმაციის ამ გზით მიწოდება იყო სწორი გადაწყვეტილება და კარგი შესაძლებლობა, რომ სამომავლო გეგმებთან... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კორონავირუსით დაღუპული ჩინელი ექიმის ამბავი

იმ 630 კაციდან, რომლებიც კორონავირუსმა დღემდე იმსხვერპლა, ერთ-ერთი აღმოჩნდა 34 წლის ექიმი -ოფთალმოლოგი ლი ვენლიანი, რომელმაც პირველმა აცნობა საზოგადოებას უცნობი ვირუსის გამოჩენა ქალაქ უჰანში, სადაც კორონავირუსით თავადაც დაავადდა.   როგორც ცნობილი გახდა, ვენლიანმა ჯერ კიდევ 2019 წლის დეკემბერში უამბო კოლეგებს ამ ვირუსული ინფექციის მატარებელ პაციენტებზე, რასაც ჩინეთის ხელისუფლება საგულდაგულოდ უმალავდა მოსახლეობას.   არადა, ცნობები უცნობი წარმოშობის პნევმონიის ეპიდემიის შესახებ ქალაქ უჰანში დეკემბერში გაჩნდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თეთრი სახლი „როსნეფტის“ წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე ფიქრობს

აშშ-ში სწავლობენ სანქციების დაწესების შესაძლებლობას რუსული უმსხვილესი სახელმწიფო ნავთობკომპანია „როსნეფტის“ მიმართ   სააგენტო „ბლუმბერგი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომნავთობკომპანია „როსნეფტის“ მიმართ სანქციების რეჟიმის ამოქმედების საფუძველს წარმოადგენს ამ კომპანიის თანამშრომლობა ვენესუელის სახელმწიფო კომპანია PDVSA-სთან და ვენესუელის ხელისუფლებასთან, რომელსაც ვაშინგტონი არალეგიტიმურად მიიჩნევს.   აშშ-ის თანაშემწემ ეროვნული უშიშროების საკითხებში, რობერტ ო’ ბრაიენმა დაადასტურა, რომ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"გვირაბი" - ინტერვიუ ფილმის რეჟისორებთან

დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები და „პატარა“ ხალხი: ნინო ორჯონიკიძისა და ვანო არსენიშვილის სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „გვირაბი“ მოგვითხრობს იმ მოვლენების შესახებ, რომლებიც ბოლო 6 წლის განმავლობაში ვითარდებოდა ხარაგაულის რაიონში „მოლითის“ სარკინიგზო სადგურის გარშემო.

Radiotavisupleba.ge 

"ზეწოლა იყო ყველას მხრიდან, რომ ეს საქმე არ გამოემჟღავნებინა: გინდა თუ არა, შეცვალე ჩვენებები, მდგომარეობა, - რომ დამნაშავე არ გამოვლენილიყო"

მარიამ საყვარელიძე უკვე 17 წელიწადზე მეტია ელოდება იმ ავტოსაგზაო შემთხვევაში დამნაშავე პირის დასჯას, რომლის შედეგადაც მან შვილი და და დაკარგა, მცირეწლოვან დისშვილს კი მნიშვნელოვნად შეერყა ფსიქიკური ჯანმრთელობა.

Radiotavisupleba.ge 

ცერცვაძის თქმით, კორონავირუსი არ დაუდასტურდა ინფექციურ საავადმყოფოში არცერთ პაციენტს

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ საზოგადოებას ჩინეთის ორი მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომაროების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ცერცვაძის თქმით, მათ არ აქვთ პნევმონია, რენტგენოლოგიური გამოკვლევით; არ აქვთ გრიპის ვირუსი, ზემო სასუნთქი გზებიდან აღებული მასალის გამოკვლევით. როგორც ცერცვაძე აღნიშნავს, კატეგორიულად გამოირიცხა ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექცია. ცერცვაძის ინფორმაციით, ერთი პაციენტი საქართველოში ოთხ თებერვალს ჩამოვიდა, მეორე კი 29 იანვარს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"ODIHR-ის დოკუმენტში არის რამდენიმე მნიშვნელოვანი და საკვანძო ჩანაწერი, რაც დღევანდელი საარჩევნო სისტემის უსამართლობას უსვამს ხაზს"

“ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის“ (ODIHR) მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებათა პროექტზე მოსაზრების გამოქვეყნებას თითქოს ხელი უნდა შეეწყო პოლიტიკური მხარეების პოზიციების დაახლოებისა და შეთანხმებისკენ ნაბიჯის გადადგმისთვის...

Radiotavisupleba.ge 

რას ჭამენ თბილისის უფასო სასადილოებში 1 ლარად და 30 თეთრად

თბილისში ყოველ დღე 40 000-ზე მეტი ადამიანი ცხელი სადილის და ახალი პურის მისაღებად უფასო მუნიციპალურ სასადილოში დადის. სახელმწიფოს ერთი ადამიანის სადილი დღეში 1,30 თეთრი უჯდება. ეს თანხა განკუთვნილია არა მხოლოდ პროდუქტისთვის, არამედ მთელი იმ პროცესისთვის, რაც ერთი ადამიანის სასადილოში კვებას ჭირდება.  დღეში 1,30 თეთრი უნდა ეყოს - პროდუქტს, მის მიტანას სამზარეულომდე, მომზადებას, სასადილოს ფართის იჯარას, კომუნალურ ხარჯებს, მზარეულების ხელფასს და სხვა ბევრ წვრილმანს, რომელიც სასადილოების შენახვისა და მართვის პროცესის ნაწილია. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე ბალახი და ხის ქვედა საფარი იწვის

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ  თბილისში, ანა პოლიტკოვსკაიას (ყოფილ ჯიქიას) ქუჩაზე, სასაფლაოსთან ხანძარია. „ცეცხლი უკიდია ბალახს, ბუჩქნარს და ხის ქვედა საფარს“, - აღნიშნავს პრესსამსახურის წარმომადგენელი. ადგილზე მუშაობს ცხრა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცეცხლის სასაფლაოზე გავრცელების საფრთხე არ არის.

Radiotavisupleba.ge 

ევროკომისიამ საქართველოს მიერ ასოცირების დღის წესრიგის შესრულების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა

გამოქვეყნდა „ევროკომისიის აპარატის სამუშაო დოკუმენტი საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ“. ანგარიში, რომელიც 2019 წლის მდგომარეობას ასახავს, ნათქვამია, რომ გასული წელი გამოირჩეოდა დიდი პოლიტიკური აქტიურობით. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ზაფხულიდან მოყოლებული მიმდინარეობდა მასშტაბური საზოგადოებრივი საპროტესტო გამოსვლები და გაიმართა საკმაოდ ინტენსიური საპარლამენტო საშემოდგომო სესია დემოკრატიულ კონსოლიდაციასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი კანონმდებლობის მისაღებად. 20 ივნისი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ავღანეთში ჰოსტის პროვინციაში ექსტრემისტებმა გაიტაცეს ამერიკის მოქალაქე

აშშ-ის ოფიციალური პირების ცნობით, სავარაუდო ამერიკელი მოქალაქე გაიტაცა ექსტრემისტულ დაჯგუფება თალიბანთან კავშირში მყოფმა ჯგუფმა. 57 წლის ილინოისელი მარკ ფრერიხსი ჰოსტში დაბანაკებული ჰაყანის ქსელის წარმომადგენლებს უნდა ჰყავდეთ გატაცებული.   ჯერჯერობით უცნობია, თუ რატომ იმყოფებოდა ფრერიხსი ავღანეთში და კონკრეტულად სად შეეძლოთ მისი გატაცება. „ნიუსვიკის“ თანახმად, რომელმაც პირველად გამოაქვეყნა ცნობა, ამერიკელი გასულ კვირას გაიტაცეს ჰოსტის პროვინციის აღმოსავლეთში, სადაც იგი კონტრაქტორად მუშაობდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლუკაშენკო სოჭში პუტინს ხვდება პრობლემური საკითხების გასარკვევად

რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტები პარასკევს სოჭში ხვდებიან ერთმანეთს ორმხრივ ურთიერთობებში წარმოქმნილი პრობლემების გადასაჭრელად. სააგენტო „ბელტას“ ცნობით, ყურადღების ცენტრში იქნება რუსული ნავთობის ტარიფის საკითხი.   რუსეთში გამგზავრებამდე, ლუკაშენკომ დაიჩივლა, რომ გასულ თვეში მოსკოვისგან დაპირებული ნავთობის მხოლოდ მეოთხედი მიიღო. „ამ წელს რუსეთის მთავრობა დაგვპირდა 24 მილიონი ტონა ნავთობის, ანუ თვეში 2 მილიონი ტონის, მოწოდებას. იანვარში კი მხოლოდ 500 ათასი ტონა მივიღეთ“, - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა მოსკოვში გამგზავრებამდე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვის შეხვდა ამერიკის ელჩი პირველი სამუშაო კვირის განმავლობაში

აშშ-ის ახალი ელჩი კელი დეგნანი საქართველოში 29 იანვარს ჩამოვიდა. პირველი სამუშაო კვირის განმავლობაში ის შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, პატრიარქს, მმართველი პარტიის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს, პრემიერ-მინისტრს, შინაგან საქმეთა მინისტრს , თავდაცვის მინისტრს და საგარეო საქმეთა მინისტრს.  კელი დეგნანი უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად 31 იანვარს  შეუდგა.  "რა თქმა უნდა, რამდენადაც შევძლებთ ჩვენ უნდა ვებრძოლოთ რუსეთისა და სხვა საშიში მოთამაშეების მცდელობას, რათა საფრთხე არ შეექმნას საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს“... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ისანში მოკლული ინდოეთის მოქალაქის ცოლი: მეშინია. ისიც არ ვიცი, სად არის ქმრის გვამი

6 თებერვალს, თბილისში, ისნის რაიონში მოკლული 33 წლის ინდოეთის მოქალაქის ცოლი, რიფატ აჰმადი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მისი ქმრის მკვლელობა რასობრივ ნიადაგზეა ჩადენილი.

Radiotavisupleba.ge 

ეკონომიკის სამინისტროს დავალებით ჩინეთიდან საქართველოს სამ მოქალაქეს ჩამოიყვანენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ ჩინეთში მყოფი საქართველოს სამი მოქალაქის საქართველოში გამოფრენის უზრუნველყოფა დაავალა. სამინისტროს ცნობით, ქართული ოჯახი საქართველოში პეკინიდან ხვალ, 8 თებერვალს გამოფრინდება. ოფიციალური ცნობით, საქართველოს სამი  მოქალაქე, რომელიც ჩინეთის ქალაქ იანგჭოუში იმყოფება, ფრენების გაუქმების გამო ქვეყანაში დაბრუნებას ვერ ახერხებდა. ახალი კორონავირუსის ეპიდემიამ, რომელმაც დეკემბერში დაიწყო ჩინეთიდან გავრცელება, დღემდე 636 ადამიანი იმსხვერპლა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ევროკომისარმა მონტენეგროს მოუწოდა, დააჩქაროს რეფორმების პროცესი

გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის კომისარი, უნგრელი ოლივერ ვარჰელი, მიიჩნევს, რომ მონტენეგრომ უნდა გაააქტიუროს რეფორმების პროცესი, განსაკუთრებით კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების სფეროში. ამის შესახებ ვარჰელმა ისაუბრა 7 თებერვალს მონტენეგროში ვიზიტის დროს, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრ დუშკო მარკოვიჩს შეხვდა.   ევროკომისრის ვიზიტის ფონია პოლიტიკური კრიზისი, რაც აღმსარებლობის თვისუფლების შესახებ დეკემბერში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებამ გამოიწვია. სადავო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ფეხსაცმლისა და ფორმების მითვისების ბრალდებით დააკავეს თავდაცვის ძალების თანამშრომელი

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციამ დააკავა პირი, რომელსაც გამოძიება სამინისტროს კუთვნილი ფეხსაცმლისა და ფორმების მითვისებას ედავება. სამხედრო პოლიციის თანახმად, ჩადენილი დანაშაულის შედეგად თავდაცვის სამინისტროს 9 882 ლარის ოდენობის ზარალი მიადგა. სამხედრო პოლიცია განმარტავს, რომ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელმა პ.გ.-მ აღნიშნული დანაშაული მატერიალური საშუალებების მიღება-გაცემის უწყისებში ყალბი მონაცემების შეტანის გზით განახორციელა. გამოძიების თანახმად, მან მართლსაწინააღმდეგოდ თავის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

5 უცნობი ფაქტი ივანე ბერიტაშვილის ცხოვრებიდან

„უცნობი ისტორიები ცნობილ მეცნიერზე“ - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ივანე ბერიტაშვილის 135 წლის იუბილესთან დაკავშირებით კრებული გამოსცა, რომელიც მერაბ ცაგარელმა და ნინო კაკულიამ შეადგინეს.

Radiotavisupleba.ge 

გზა ჩაკეტეს - პენსიონერთა ნაწილი ახალგორში აღარ დაბრუნდა

საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე დაბრუნების ბოლო მსურველებმა მოსაბრუნის გამშვები პუნქტი, რომელსაც დე ფაქტო ხელისუფლება „რაზდახანს“ უწოდებს, 6 თებერვალს, საღამოს, გადაკვეთეს. ახალგორის გამგებელ ნუგზარ თინიკაშვილის თქმით, ახალგორელების ნაწილი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩა. თინიკაშვილის აზრით, დე ფაქტო ხელისუფლება პენსიონერებისთვის ე. წ. გამშვებ პუნქტს მარტის ბოლოს კიდევ ერთხელ გახსნის: „დღეს აღარ გამოუშვეს არავინ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბიძინა ივანიშვილი აშშ-ის ელჩს შეხვდა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მეუღლემ, ეკატერინა ხვედელიძემ საქართველოში ახლად დანიშნულ ელჩს კელი დეგნანს და მის მეუღლეს დუგლას მორისს უმასპინძლეს, - იტყობინება ივანიშვილთან დაკავშირებული „ფეისბუკის“ გვერდი. ბიზნესცენტრში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც გაცნობითი ხასიათის იყო, ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე, აშშ-საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. აშშ-ის ახალი ელჩი საქართველოში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ინფექციურში მოთავსებული ორი მამაკაცის ანალიზის პასუხები ახალ კორონავირუსზე დღის ბოლოს იქნება

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ენდელაძის განმარტებით, საავადმყოფოს ბოქსში 7 თებერვალს მოთავსებული ჩინეთის ორი მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ექიმის თანახმად, მათ ჩაუტარდათ გამოკვლევები, აღებულია ნაცხი ახალ კორონავირუსზე ტესტირებისთვის და შედეგები დღის ბოლოს გახდება ცნობილი. მარინა ენდელაძე ჟურნალისტებთან ადასტურებს, რომ მამაკაცები საქართველოში, ახმეტის რაიონში ერთ-ერთი ჰესის მშენებლობაზე მუშაობენ და სამშობლოდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდნენ: „ერთი პაციენტი, 23 წლის მამაკაცი ჩამოვიდა 4 თებერვალს... Читать дальше...


Глава СКР контролирует дело о попытке изнасилования мигрантом 17-летней девушки в Подмосковье

Московских водителей предупредили о грозе с сильным дождем и ветром

В Йошкар-Оле росгвардейцы поздравили подшефных кадет с завершением учебного года

Похитившая двухлетнюю девочку в Ярославле женщина планировала уехать с ней в Московскую область



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Проверку начали после загрязнения реки Сетунь в Москве

Доктор Кутушов назвал болезни, которые поджидают отдыхающих у водоёмов

Концертное агентство TCI опровергло слухи о выступлении Канье Уэста в Москве

Врио губернатора Кузбасса Илья Середюк принял участие в совещании по нацпроектам в Москве

Музыкальные новости

Уссурийский ЛРЗ расширяет форматы промышленных экскурсий на предприятие

Почта России помогла ребёнку из Ижевска, подопечному благотворительного фонда, встретиться с футболистами ЦСКА

В Екатеринбурге Росгвардия обеспечила правопорядок на переходном матче Чемпионата России по футболу

Фотовыставка «Древнейшие пирамиды мира» пройдёт в Крыму

Новости России

Двое подростков погибли при пожаре в Подмосковье

Минфин начал издалека тестировать повышение налога на недвижимость

Для столичных школьников провели мастер-класс «Город и медиатворчество подростков. Открываем мир знаний вместе»

Свыше 40 детей из Пушкино отправились в летний лагерь в Краснодарском крае

Экология в России и мире

Третья Московская неделя моды: масштабное событие с участием дизайнеров из России и мира пройдет в октябре

Генералов много, а Норат Тер-Григорьянц один!

Я думала, мы умрем: американка переехала в Великобританию и столкнулась с левосторонним движением, праворульными машинами и механической коробкой передач

BYD-FORKLIFT - официальный дистрибьютор BYD в России

Спорт в России и мире

Последний танец Надаля и юбка Сюзанн Ленглен: 6 важных фактов о «Ролан Гаррос»-2024

Теннисист Рублев объяснил, почему проиграл сет в первом круге "Ролан Гаррос"

Надаль пропустит Уимблдон из-за желания сыграть на Олимпиаде

Мирра Андреева вышла во второй круг Открытого чемпионата Франции

Moscow.media

Денис Сафин перевел 100 миллионов рублей в фонд помощи пострадавшим от паводка

Деснол объединил опыт экспертов и производителей в рамках конференции «Эффективное производство 4.0»

Удаленная настройка охранных комплексов StarLine

Портативный ТСД корпоративного класса Saotron RT-T70







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *