Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Февраль
2020

Новости за 21.02.2020

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის რკინიგზამ „პლაცკარტის“ ახალი მოდელის პრეზენტაცია გამართა

13 თებერვალს რუსეთის ქალაქ სოჭში საზოგადოებას წარუდგინეს იაფი საძინებელი ვაგონების, ე.წ. „პლაცკარტის“ განახლებული მოდელი.

Radiotavisupleba.ge 

ირანში კორონავირუსით დაავადებული კიდევ ორი პირი გარდაიცვალა

ირანი 21 თებერვალს იტყობინება, რომ კიდევ ორი პირი იმსხვერპლა კორონავირუსმა ამ ქვეყანაში. სულ ისლამურ რესპუბლიკაში დაავადებულია 18 ადამიანი, დაღუპულთა რიცხვმა ოთხს მიაღწია. „13 ახალი შემთხვევა გვაქვს, თქვა ჯანდაცის სამინისტროს წარმომადგენელმა, ქიანუშ ჯაჰანფურმა. „სამწუხაროდ, ორი მათგანი გარდაიცვლა“, თქვა მან. ცნობით, ყომის გარდა, სადაც შვიდი შემთხვევა აღირიცხა, ოთხი კორონავირუსით დაავადებული პირი თეირანშია და ორი - გილანში.  ახალი COVID-19 ტიპის ვირუსი ირანში პირველად გამოჩნდა 19 თებერვალს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ტრამპი უარყოფს როგორც დეზინფორმაციას, გავრცელებულ მტკიცებას, რომ რუსეთი 2020 წლის არჩევნებში ერევა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარყო როგორც დეზინფორმაცია აშშ-ის დაზვერვის ოფიციალური თანამშრომლის მიერ გავრცელებული მტკიცება, რომ რუსეთის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერია, რათა დახმარებოდა მას კვლავ არჩევაში. ტვიტერით ტრამპის მიერ 21 თებერვალს გავრცელებულ პოსტში წერია, რომ „ ეს არის დეზინფორმაციის კიდევ ერთი კამპანია ... რომელიც დემოკრატებმა წამოიწყეს კონგრესში“.    იმავე დღეს რუსეთის კრემლის წარმომადგენელმა, დმიტრი პესკოვმა ეს ცნობები უარყო, როგორც „პარანოიდული განცხადებები“. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რატომ გაჩნდა კითხვები ფონდ “ქართუს” მიერ განულებულ სესხებთან დაკავშირებით

რამდენად შესრულდა პირობა ვადაგადაცილებული სესხების დაფარვის შესახებ, რა რისკებს შეიცავდა ეს პროგრამა?

Radiotavisupleba.ge 

ბრიტანული ფირმა უდაბნოთი მდიდარ თურქმენეთს ქვიშას მიჰყიდის

თურქმენეთი, შუა აზიის ქვეყანა, რომლის ტერიტორიის 80 პროცენტს ქვიშის უდაბნო წარმოდგენს, მილიონ გირვანქა სტერლინგს ( $1,289,000) გადაუხდის ბრიტანულ ფირმა „ენდრიუ ბოუენს“ ათი ათასი ტონა ქვიშისთვის, რომელიც დოღის ახალი სარბენი ბილიკისთვის უნდა გამოიყენოს. “ენდრიუ ბოუენის“ წარმომადგენელმა, საიმონ ბოუენმა რადიო თავისუფლებას 20 თებერვალს ტელეფონით საუბრისას უთხრა, რომ თურქმენეთთან მიღწეული შეთანხმებით, კომპანია აპრილამდე მიაწოდებს თურქმენეთს ყველა საჭირო კომპონენტს: ათი ათას ტონა ქვიშას ლანკაშირიდან... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"ხორავას ქუჩის საქმე": წავა თუ არა მიხეილ კალანდია ციხეში

150 მოწმის ჩვენებებისა და ფაქტების გაანალიზების შედეგად ადვოკატი აცხადებს, რომ მიხეილ კალანდია აბსოლუტურად უდანაშაულოა და ის პოლიტიკურ ინტერესებს ეწირება.

Radiotavisupleba.ge 

დღეს ჩინეთიდან საქართველოს 34 მოქალაქე ბრუნდება - ცნობილია, სად გაივლიან კარანტინს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, დღეს, 21 თებერვალს, ჩინეთიდან საქართველოს 34 მოქალაქე დაბრუნდება. როგორც მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს უთხრა, ისინი პრევენციის მიზნით, საჩხერის სასტუმრო-კომპლექსში ორ კვირიან კარანტინს გაივლიან. „არცერთ მათგანს ამ წუთის მდგომარეობით არ უფიქსირდებათ არავითარი ნიშანი იმისა, რომ მათ შეიძლება ჰქონდეთ კორონავირუსი, თუმცა სიფრთხილის ზომების გათვალისწინებით, როდესაც ჩვენ შევაფასებთ მათ მდგომარეობას, გათვალისწინებულია კარანტინის გავლა... ამ შემთხვევაში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"საარჩევნო პერიოდი, როგორც წესი, რუსეთისთვის არის ხოლმე ყველაზე „სასარგებლო“ პერიოდი, რომ საკუთარი გავლენის ოპერაციების სიხშირე გაზარდოს"

2019 წლის 28 ოქტომბრის კიბერშეტევის შესახებ 20 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და მოგვიანებით აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და სხვა პარტნიორი ქვეყნების მიერ გავრცელებულმა განცხადებებმა დაადასტურა რუსეთის და კერძოდ მისი შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაწილეობა ამ თავდასხმაში.

Radiotavisupleba.ge 

რუსული კიბერთავდასხმა: რა (არ) ვიცით?

საქართველომ, სტრატეგიული პარტნიორებთან ერთად, რუსეთი დაადანაშაულა 2019 წლის ოქტომბერში საქართველოში ათასობით ვებსაიტზე და რამდენიმე მედია ორგანიზაციაზე განხორციელებულ კიბერთავდასხმაში. გასული წლის 28 ოქტომბერს, კიბერთავდამსხმელებმა დაამახინჯეს კომპანია “პროსერვისის” სერვერებზე განთავსებული 2 000 სახელმწიფო და კერძო ვებსაიტი და მათზე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო განათავსეს წარწერით “I’LL BE BACK (მე დავბრუნდები). “პროსერვისის”ცნობით, მწყობრიდან გამოვიდა მათ სერვერებზე განთავსებული დაახლოებით 15 000 ვებსაიტი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მიხეილ სააკაშვილი: დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი დააბრუნებს პარლამენტს ქუთაისში

„საქართველოს მაოხრებელმა ივანიშვილმა გამოაცხადა თავისი მორიგი დიდი მავნებლობა - ქუთაისში საქართველოს პარლამენტის შენობის გაყიდვა“, - საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადების შესახებ ვიდეომიმართვა გაავრცელა. სააკაშვილი ქუთაისში პარლამენტის გადატანას საქართველოსთვის საშვილიშვილო საქმეს უწოდებს. „ის აძლიერებს დასავლეთ საქართველოს. საქართველო უნდა იყოს ძლიერი, როგორც აღმოსავლეთში, ისე დასავლეთში. ეს არის მიმართული აფხაზური სეპარატიზმის წინააღმდეგ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ირანში საპარლამენტო არჩევნები იმართება, უბნების დახურვა ორი საათით გადადეს „ამომრჩეველთა მოზღვავების“ გამო

ირანის ხელისუფლებამ გადადო ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის ვადა ორი საათით, „ამომრჩეველთა მოზღვავების“ გამო, იტყობინება სახელმწიფო ტელევიზია 21 თებერვალს. არჩევნებზე კანდიდატების სიები წინასწარ გაცხრილა მკაცრი ხაზის მიმდევარი სასულიერო პირების ჯგუფმა, რომლებმაც დისკვალიფიკაცია გაუკეთეს ათასობით ზომიერ და რეფორმისტ კანდიდატს. გუშაგთა საბჭომ არჩევნებზე დაუშვა 7148 კანდიდატი. ცხრა ათას კანდიდატს, მათ შორის 90 კანონმდებელს, უარი ეთქვა კენჭისყრაში მონაწილეობაზე. ირანის პარლამენტს, მაჯლესს, 290 დეპუტატი ჰყავს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რონალდ სუნიდან ჯორჯ ორუელამდე

ძალუძს ისტორიკოსს, ობიექტური დარჩეს? ყველა მეცნიერი არ ეთანხმება ამ იდეას. ბევრი მიჩნევს, რომ ისტორიკოსი - მოსწონს ეს მას თუ არა - მხარედ რჩება.

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტმა ამერიკის კინოაკადემია გააკრიტიკა „პარაზიტისთვის“ „ოსკარის“ მინიჭების გამო

CNN-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, მომხრეების წინაშე გამოსვლისას კოლორადოში, ამერიკის კინოაკადემია გააკრიტიკა იმის გამო, რომ საუკეთესო ფილმისთვის „ოსკარი“ მიანიჭა სამხრეთკორეულ მხატვრულ სურათ „პარაზიტს“. წელს საუკეთესო ფილმისთვის „ოსკარი“ პირველად მოიპოვა არაამერიკულმა ფილმმა. „ჩვენ საკმარისი სავაჭრო პრობლემები გვაქვს სამხრეთ კორეასთან. და ამის მერე, ისინი მას აძლევენ პრემიას საუკეთესო ფილმისთვის“, - აცხადებს ტრამპი. აშშ-ის პრეზიდენტის წინადადებაა, დააბრუნონ ეკრანზე ჰოლივუდის ისეთი ფილმები... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„ფონდი ქართუ“: განულებული ვალების პროგრამაზე არასწორი  ინფორმაცია ვრცელდება

საერთაშორისო საქველმოქმედო „ფონდი ქართუ“ ვალების განულების პროგრამის შესახებ „ფეისბუკში“ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. „რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელებში განულებული ვალების   პროგრამის შესახებ არასწორი ინფორმაცია  ვრცელდება. ვაცხადებთ, რომ 2018 წლის ნოემბერ-დეკემბერში ა(ა)იპ საერთაშორისო საქველმოქმედო „ფონდი ქართუს“ მიერ, ერთჯერადი სოციალური სოლიდარობის აქტის ფარგლებში, განხორციელდა ფიზიკური პირების პრობლემური ვალდებულებების შესყიდვა საქართველოში მოქმედი 55 ფინანსური ინსტიტუტისგან. აღნიშნული... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რამდენი წლისაა თქვენი ლიფტი? - ამბები სადარბაზოებიდან

თბილისში მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ისევ საბჭოთადროინდელ ლიფტებს იყენებს. რატომ და რამდენად უსაფრთხოდ მგზავრობენ დედაქალაქის მცხოვრებნი ლიფტებით, რომელთა უმრავლესობასაც ექსპლუატაციის ვადა გასული აქვს? „ლიფტი რომ ვარდება და შენ შიგნით ხარ, ისეთი შეგრძნებაა, თითქოს, აი, აქ მორჩა... და მერე, როცა ჩერდება, აღარ დაეძებ იმას, რომ სართულებს შორის ხარ გაჩხერილი და კარს თუ გაგიღებენ, წინ დიდი ნაცრისფერი კედელი იქნება აღმართული“, - იხსენებს მანანა ჩიკვაიძე, რომელსაც ლიფტი 15 წლის წინ მერვე სართულიდან ჩაუწყდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილე ჟურნალისტი ვახო ხუზმიაშვილი გახდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს  დირექტორის მოადგილედ ვახო ხუზმიაშვილი აირჩიეს. „ბათუმელების“ თანახმად, გადაწყვეტილება 21 თებერვალს საკონკურსო კომისიამ დახურულ გასაუბრებაზე მიიღო. კონკურსში ვახო ხუზმიაშვილთან ერთად ასევე მონაწილეობდნენ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები ემზარ დიასამიძე და ფირუზ ბოლქვაძე. ჟურნალისტი ვახო ხუზმიაშვილი სხვადასხვა დროს მუშაობდა „მეცხრე არხის“ და „იმედის“ პროდიუსერად, იყო ტელეკომპანია „იბერიის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი. საზოგადოებრივი მაუწყებლის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ფოტოები: შეიჭყიტე რესტავრირებულ სამხატვრო აკადემიაში

თბილისის​ სამხატვრო აკადემიის რესტავრაცია დასასრულს უახლოვდება. XIX საუკუნის შენობის გამაგრებასა და სარესტავრაციო სამუშაოებს დაახლოებით სამი წელი დასჭირდა. ნახავთ როგორ გამოიყურება ეს უნიკალური ადგილი გახსნამდე ერთი თვით ადრე.   ამ შენობის ევროპული ფასადის მიღმა აზიური სიმდიდრე იმალება. სასახლის არქიტექტორი გრიგორი ივანოვია, თუმცა 1856 წელს სასახლის მეპატრონეს ინტერიერზე სამუშაოდ ირანიდან ყაჯარელი ოსტატები მოუწვევია.  სახლი თბილისელ ვაჭარ არშაკუნის ეკუთვნოდა, რომლის ასაშენებლადაც იგი ფულს არ ზოგავდა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მეფუტკრეები ადრებრინჯაოს ხანის საქართველოდან

"როგორ მინდა, ბუსუსი გამოჩნდეს, რომ თქვენც დაინახოთ! იცით, რამდენი ხანი ვფიქრობდი, რა შეიძლება ყოფილიყო პალმის რტოს მსგავსი ეს გამოსახულება? თუ გაგვიმართლა... აქ სულ 33 რიგია,  ზედმიწევნით უნდა გაიარო და ამოწმო რა შეგხვდება... Yes! გამოჩნდა, შეხედეთ, რა ლამაზია!" პალინოლოგი ელისო ყვავაძე თავის „ოლიმპუსს“ ჩემკენ ატრიალებს და ბოლო თაობის მიკროსკოპში ჩახედვის უფლებას მაძლევს - ჯერ სითეთრე მოჩანს, მერე კი,შეუჩვეველი თვალისთვის გადღაბნილ ფიგურებს ვხედავ, რამდენიმე წამი მჭირდება, რომ მეც მკაფიოდ დავინახო ის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირი შეშფოთებას გამოხატავს საქართველოზე კიბერშეტევის გამო

2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველო იყო კიბერშეტევის ობიექტი, რასაც მოჰყვა მისი სოციალური და ეკონომიკური ინფრასტრუქტურისთვის ზიანის მიყენება, წერია 21 თებერვლის განცხადებაში, რომელიც   ევროკავშირის სახელით გამოაქვეყნა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა.  ევროკავშირი კიბერსივრცეში პასუხისმგებლიანი ქცევის უზრუნველყოფისა და ხელშეწყობისკენ მოუწოდებს, რომელშიც ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები გმობენ კიბერშეტევას და გააგრძელებენ საქართველოს დახმარებას კიბერმედეგობის განმტკიცების საქმეში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რატომ ააშენებინეს სოციალურად დაუცველებს სახლები და მერე რატომ დაუნგრიეს?

21 თებერვალს, თბილისის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლებმა, გერგეთის ქუჩაზე, თამილა ქიმუცაძის სახლი სხვა სოციალურად დაუცველი ოჯახების სახლებთან ერთად დაანგრიეს.

Radiotavisupleba.ge 

ტედი რინერი თბილისის გრან პრის განაცხადში ჩაეწერა

საფრანგეთის ძიუდოს ნაკრების ხელმძღვანელობამ თბილისის გრან პრიზე დასაყენებელი წინასწარი შემადგენლობა დაასახელა და განაცხადში თანამედროვე ძიუდოს სუპერვარსკვლავი ტედი რინერიც შეიყვანა. მსოფლიოს ათგზის, ევროპის ხუთგზის და ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი ტოკიოს ოლიმპიადისთვის ემზადება და წლეულს გაცილებით მეტ შეჯიბრებაზე გამოსვლას გეგმავს, ვიდრე წინა წლებში.  მიმდინარე სეზონი ფრანგმა მძიმეწონოსანმა წარუმატებლად დაიწყო - 9 თებერვალს მშობლიურ კედლებში პარიზის გრან პრის მერვედფინალში დამარცხდა იაპონელ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

არასრულწლოვანმა საჩხერეში მამა მოკლა

შსს-ს თანახმად, საჩხერის რაიონის სოფელ ჭალაში 17 წლის არასრულწლოვანმა მამა მოკლა. სამინისტროს ცნობით, შვილმა მამა საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკებისას სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა. მიყენებული ჭრილობებისგან 1969 წელს დაბადებული გ.კ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიებით დადგენილია, რომ  2002 წელს დაბადებულმა ჯ.კ-მ კვალის დაფარვის მიზნით, მოკლული მამის ცხედარი ეზოში მდებარე სათავსოს სარდაფში გადამალა. შსს-ს თანახმად,  კონფლიქტის დროს მამა-შვილი სახლში მარტო იმყოფებოდა... Читать дальше...


НА ДЕТСКОМ ФЕСТИВАЛЕ ИСКУССТВ «НЕБО» СОСТОИТСЯ 5 ПРЕМЬЕР И ПОКАЖУТ НОВИНКИ ОТ ВЕДУЩИХ МОСКОВСКИХ ТЕАТРОВ

Катя IOWA приехала на «Авторадио» с кроватью и показала «Кусь»

VK Fest 2024: Музыка и Развлечения на Открытых Площадках России

вхожу в интернет и меня здесь нет геополитика



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Международный День защиты детей вместе с LES Art Resort и КидБург

Онколог Марина Шорина: «Раковая опухоль потребляет колоссальное количество энергии из запасов человека»

Выгодно ли покупать квартиру в новостройке?

«СВЯТОЙ ЛЕНИН» легально изготавливает армии и спецслужбы. 6 серия. СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.

Музыкальные новости

Дизайнер Наталья Душегрея выпустила капсульные коллекции Весна-Лето 2024

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

Группа Продовольствие стала победителем конкурса «Экспортер года Алтайского края» по итогам деятельности предприятий за 2023 г.

Новости фармацевтики в России и в мире

Новости России

VK Fest 2024: Музыка и Развлечения на Открытых Площадках России

«СВЯТОЙ ЛЕНИН» легально изготавливает армии и спецслужбы. 6 серия. СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.

Дизайнер Наталья Душегрея выпустила капсульные коллекции Весна-Лето 2024

Книжные новинки, лаборатория текста и иллюстраций — ждут гостей Московского детского фестиваля искусств «НЕБО»

Экология в России и мире

Ozon открывает новый фулфилмент-центр в Ставрополье

Правильная эксплуатация грузовых шин позволит продлить срок их службы

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

Представители KAMA TYRES приняли участие в 57-й легкоатлетической эстафете

Спорт в России и мире

Пресс-служба WTA мемом отреагировала на тяжёлую победу Свёнтек над Осакой

Последний танец Надаля и юбка Сюзанн Ленглен: 6 важных фактов о «Ролан Гаррос»-2024

Елене Рыбакиной поставили неожиданный «диагноз»

Кецманович отказался от борьбы в игре с Медведевым на "Ролан Гаррос"

Moscow.media

ТСД SAOTRON RT-T50: высокопроизводительный терминал сбора данных промышленного класса

На закате.

Выгодно ли покупать квартиру в новостройке?

"ДиМ" строит участок 5 трассы СБВ







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *