Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Май
2020

Новости за 02.05.2020

Radiotavisupleba.ge 

ბილ ბომონტმა მეორე ვადით შეინარჩუნა „მსოფლიო რაგბის“ პრეზიდენტის პოსტი

„მსოფლიო რაგბის“ უახლოესი ოთხი წლის განმავლობაშიც ინგლისელი ბილ ბომონტი უხელმძღვანელებს. საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც ელექტრონულად ჩატარდა, მონაწილეობა მიიღო ხმის უფლების მქონე 51-მა დელეგატმა და ბომონტმა 28:23 აჯობა ერთადერთ კონკურენტს, „მსოფლიო რაგბის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, არგენტინელ აუგუსტინ პიშოს. წინასწარი გეგმით, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები 12 მაისს უნდა გამოქვეყნებულიყო, მაგრამ წაგებულმა კანდიდატმა მოგებულს დღესვე მიულოცა, სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებით. 68 წლის ბილ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კახეთში სამ მედიკოსს სწრაფი ტესტით COVID-19 დაუდასტურდა

„კახეთში რეგიონში სწრაფი ტესტით ჩატარებული კვლევით, კიდევ სამ მედიკოსს დაუდგინდა ახალი კორონავირუსი“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა ნელი ხიზანიშვილმა. თუმცა ხიზანიშვილი ამბობს, რომ ეს შედეგი უნდა გადამოწმდეს  PCR-ტესტით, რაც შესაძლო ცდომილებას გამორიცხავს. „სამი მედიკოსის ბიოლოგიური მასალა კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაშია გაგზავნილი და პასუხი გვიან ღამით, ან ხვალ დილით გახდება ცნობილი“, - ამბობს ხიზანიშვილი. დღეს კახეთმა ე.წ. მწვანე ზონის სტატუსი დაკარგა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ტრამპი გადამდგარ გენერალ-ლეიტენანტს წარადგენს ელჩად უკრაინაში

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აპირებს არმიის გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი წარადგინოს ელჩად უკრაინაში, რითიც შეავსებს ამ მნიშვნელოვან პოსტს, რომელიც თითქმის წელიწადია ვაკანტურია.  კით დეიტონი, რომელიც ამჟამად მსახურობს აშშ-ის თავდაცვის ძალების მაღალი რანგის მრჩევლად უკრაინის საკითხებში და ასევე ხელმძღვანელობს უსაფრთხოების კვლევების ჯორჯ მარშალის ევროპულ ცენტრს გერმანიაში, ახლა სენატმა უნდა დაამტკიცოს ელჩის თანამდებობაზე.  ტრამპი ამ განცხადებით გამოვიდა 1 მაისს, გვიან საღამოს.  უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კახეთის ორი მუნიციპალიტეტი დაისეტყვა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ნაწილი, სოფლები: ანაგა და ვაქირი დაისეტყვა. როგორც ადგილობრივები სოციალურ ქსელში წერენ, ძლიერი სეტყვა რამდენიმე წუთს გაგრძელდა. წინასწარი ინფორმაციით, სეტყვამ დააზიანა ვენახები, სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები და ერთწლიანი კულტურები, ხოლო ზარალის მასშტაბი ახლა დგინდება. სიღნაღის მერიაში განაცხადეს, რომ ამ წუთებში ელოდებიან ინფორმაციას, მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებსაც მიაყენა თუ არა სტიქიამ ზარალი. სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი, იმუშავა თუ არა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ, რომელიც 1 აპრილიდან მუშაობს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სუს-ის შენობაში თანამშრომელმა თავი მოიკლა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) შენობაში თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს სუს-ის პრესსამსახურში, ადგილი ჰქონდა თვითმკვლელობის შემთხვევას. „დაწყებულია გამოძიება, თუმცა დამატებით ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ვავრცელებთ“, - ამბობენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. გავრცელებული ინფორმაციით, სუს-ის სამეურნეო ნაწილის თანამშრომელმა თავი ცეცხლსასროლი იარაღით, თავის სამუშაო კაბინეტში მოიკლა.

Radiotavisupleba.ge 

ამირან გამყრელიძე: „გვჭირდება მოლების, რწმუნებულების მხარდაჭერა“

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ მძიმე ვითარებაა შექმნილი ქვემო ქართლის მხარეში, რომლის წილმაც covid-19-ით ინფიცირებულთა შორის 32% შეადგინა. „სულ ქვემო ქართლში გვაქვს 189 შემთხვევა. თეთრიწყარო - 49, ბოლნისი - 107 და მარნეულში - 33. 2 მაისს ჩატარდა 1328 კვლევა და აქედან დადებითი იყო 16“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ მარნეულის რაიონში ყოფნისას. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მიიჩნევს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ტრამპი ჩინეთს გადასახადებით ემუქრება, აცხადებს, რომ მტკიცებულება კორონავირუსს ლაბორატორიასთან აკავშირებს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თანახმად, მან იხილა მტკიცებულება, რომელმაც "სიმყარის მაღალი დონით" დაარწმუნა იმაში, რომ ახალი კორონავირუსი ჩინეთის ვირუსოლოგიური ლაბორატორიიდან გამოვიდა - რითიც გაიმეორა გლობალური პანდემიის გამომწვევი ვირუსის შექმნის შესახებ არსებული ერთ-ერთი თეორია. 30 აპრილს, თეთრ სახლში გამოსვლისას ტრამპმა თქვა, რომ მტკიცებულება იხილა, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია. მისი განცხადებები სავარაუდოდ გააღრმავებს უთანხმოებას აშშ-სა და ჩინეთს შორის, კორონავირუსის წარმოშობის საკითხზე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჯო ბაიდენი უარყოფს სექსუალური ზეწოლის ბრალდებებს

აშშ-ში დემოკრატიული პარტიის სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატმა, ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სიჩუმე დაარღვია და ღიად უარყო ბრალდებები, თითქოს ის სექსუალური ხასიათის ზეწოლას ახორციელებდა ყოფილ თანაშემწეზე.  საინფორმაციო არხ MSNBC-სთვის 1 მაისს მიცემულ ინტერვიუში ბაიდენმა თქვა, რომ ინციდენტი, რომელიც, ბრალდების თანახმად, 27 წლის წინ მოხდა, "არასოდეს ყოფილა". "არა, ეს არ არის სიმართლე. ცალსახად ვაცხადებ, რომ ეს არასოდეს, არასოდეს მომხდარა", - განაცხადა 77 წლის ბაიდენმა.  ტარა რიდმა, რომელიც... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უჩვეულო „გვირილობა“ქუთაისში

ქუთაისის ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრის თანამშრომლებს გვირილობის დღესასწაული სიმღერით და ყვავილებით მიულოცეს ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მომღერლებმა და  საერთაშორისო ორგანიზაცია „წითელი ჯვრის“ წევრებმა და მოხალისეებმა. მათ ამ ჟესტით  მედიკოსებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს.  ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრის თანამშრომლებისთვის მადლიერების გამოხატვას, სიმბოლურს უწოდებს, წითელი ჯვრის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი,  ნინო ავალიანი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სოფელ მუშევანიდან ინფიცირებულები თბილისში გადაიყვანეს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანიდან, სადაც გუშინ ინციდენტი მოხდა, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბრიგადებმა, საპატრულო პოლიციის თანხლებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 10 ადამიანი საჰოსპიტალიზაციოდ თბილისში გადაიყვანეს. ერთი მათგანი მცირეწლოვანია. სოფლის რწმუნებულმა რობიზონ სელიმაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ „ამჯერად ყველაფერმა მშვიდად და კარგად ჩაიარა“. „ინფიცირებულები 5-6 ოჯახიდანაა. წასვლის წინ თავად გაამზადეს ყველაფერი, კბილის პასტა და ჯაგრისიც კი მოიმარაგეს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსთავში COVID-19-ით დაავადებულის მამა, ლაგოდეხის „ცხელების ცენტრში“ მოათავსეს

რუსთავში covid-19-ით დაავადებული ახალგაზრდა მამაკაცის ოჯახი წარმოშობით ლაგოდეხის მუნიციალიტეტიდან არის. რადიო თავისუფლების ინფორმაციით რამდენიმე საათის წინ ახალაზრდის მამა, რომელიც  მშობლიურ სოფელში, ქვემო გურგენიანში  იყო ჩასული, ლაგოდეხის „ცხელების ცენტრში“ გადაიყვანეს. მამაკაცს ამ დროისთვის  სიცხე აქვს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ლაგოდეხში ნუნუ ნოზაძე ამბობს, რომ თავად რუსთავში ინფიციფებული ახალგარზდა ლაგოდეხში,  ქვემო  გურგენიანში მარტის ბოლოს იმყოფებოდა, მამა კი სოფელში ახლახანს ჩავიდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გორის ორ სოფელში ეპიდემიოლოგები მუშაობენ

გორის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, სადაც COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევებია, ეპიდემიოლოგები მუშაობენ. ეპიდკვლევების საფუძველზე, მოხდება დამატებითი ნიმუშების გაგზავნა ლუგარის ცენტრში, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებული მდგომარეობის გაცნობის შემდეგ. გიორგი ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, იმ სოფლების ჩაკეტვა, სადაც 5 დადასტურებული შემთხვევაა, არ იგეგმება. „გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე ეპიდკვლევების საფუძველზე, დამატებით, 17 ნიმუში გაიგზავნა ლაბორატორიაში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მუშევანის რწმუნებული: "ვეხვეწებით, ვუხსნით, მაგრამ არ გვიჯერებენ. ტყეში გარბიან"

სოფელ მუშევანიდან ინფიცირებულები თბილისში ჰოსპიტალიზაციისთვის გადაიყვანეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშავანიდან, სადაც 1 მაისს ინციდენტი მოხდა, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბრიგადებმა, საპატრულო პოლიციის თანხლებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 10 ადამიანი თბილისში ჰოსპიტალიზაციისთვის გადაიყვანეს, ერთი მათგანი მცირეწლოვანია. სოფლის რწმუნებულმა რობიზონ სელიმაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ „ამჯერად ყველაფერმა მშვიდად და კარგად ჩაიარა.“  „ინფიცირებულები 5-6 ოჯახიდანაა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მარნეულში COVID-19 დაუდასტურდა სასწრაფო დახმარების ცხრა თანამშრომელს

მარნეულში, COVID-19 სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცხრა თანამშრომელს დაუდასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ინფიცირებული პირები ინფექციური პროფილის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში არიან მოთავსებული. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს დეტალური ეპიდკვლევა და დაწყებულია მათი კონტაქტების მოძიება. „COVID-19-ით დაავადებული სასწრაფო დახმარების თანამშრომელთა უმეტესობა ე.წ. ბოლნისის კლასტერს მიეკუთვნება, სადაც ჯამში 21 თანამშრომელია ინფიცირებული“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

Radiotavisupleba.ge 

უცნობია რუსთავში COVID-19-ით დაავადებულის ინფიცირების წყარო

რუსთავში covid-19-ით დაავადებული ახალგაზრდის ინფიცირების წყარო მიკვლეული არ არის. რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ახალგაზრდას დაავადება დღეს გათენებისას დაუდგინდა. "ამ ეტაპზე დადგენილია შვიდი კონტაქტი, საიდანაც ექვსს მჭიდრო შემხებლობა ჰქონდა ინფიცირებულთან. ექვსივე იზოლირებულია და გამოკვლევა ჩაუტარდებათ", თქვა რუსთავის მერმა და დასძინა, რომ გრძელდება როგორც შიდა, ისე გარე კონტაქტების დადგენა, რასაც შესაძლოა საკვლევი ადამიანების რაოდენობის გაზრდა მოჰყვეს. ინფიცირებული... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უცნობია კახეთში ექიმის ინფიცირების წყარო

კახეთში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების და კლინიკა „ევექსის“ ექიმია, თბილისში, ბოჭორიშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ახლა კორონავირუსით ინფიცირებული ქალის ორივე სამსახურში, იმ ადამიანებს უტარებენ ტესტირებას, ვისაც მასთან ჰქონდა შეხება. კახეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენის შემდეგ  კახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის სამსახურის უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა ბრიფინგი გამართეს. ნელი ხიზანიშვილის თქმით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კორონავირუსით მძიმედ დაზარალებული იტალია ემზადება ზომების შესამსუბუქებლად

იტალიელები ემზადებიან ორთვიანი მკაცრი კარანტინიდან გამოსასვლელად. პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ 1 მაისს ბოდიში მოიხადა იმ ეკონომიკური სირთულეებისთვის, რომლებიც ქვეყანას კორონავირუსის პანდემიის ფონზე შეექმნა.  იტალიაში ამ ვირუსს 28,000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა, თუმცა ბოლო კვირებში დაიკლო ინფიცირების, სიკვდილიანობის და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლებმა.  კონტეს თქმით, 4 მაისს სამუშაოზე დაბრუნდება 4 მილიონი იტალიელი, ეპიდემიის საწინააღმდეგო ზომების მიერ მოტანილი "პირველი შედეგების" ფონზე. ვარაუდობენ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სახელმწიფო მედიის თანახმად, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი 20 დღეში პირველად საჯაროდ გამოჩნდა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი 20 დღის განმავლობაში პირველად გამოჩნდა საჯაროდ, იმ ხმების ფონზე, რომლებიც მისი ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ვრცელდებოდა.  2 მაისს ის დაეწრო ლენტის გაჭრის ცერემონიას, რომლითაც აღინიშნა ფხენიანთან ახლოს სასუქების ქარხნის მშენებლობის დასრულება, - იუწყება კორეის ახალი ამბების ცენტრალური სააგენტო.  გავრცელდა ფოტოები, რომლებიც ასახავს მომღიმარ და თანაშემწეებთან მოსაუბრე კიმ ჩენ ინს, როცა ის ქარხანას ათვალიერებს. ფოტოები გამოქვეყნდა ოფიციალური გაზეთის, Rodong Sinmun-ის ვებსაიტზე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საგარეო უწყება აქვეყნებს სამშობლოში დაბრუნებული მოქალაქეების სტატისტიკას

2020 წლის 2 მაისის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს საქართველოს 18,306 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში - მთავრობის ხელშეწყობით - საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისებით, სახმელეთო და საზღვაო გზებით, ორგანიზებულად დააბრუნეს 9,396 მოქალაქე. „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები, საქართველოს საკოორდინაციო საბჭოს მითითებით და საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატთან კოორდინაციით, განაგრძობენ დადგენილი კრიტერიუმებით საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებას“... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ-მა დაამტკიცა რემდესივირის გამოყენება COVID-19-ის მქონე, ჰოსპიტალიზებული პაციენტებისთვის

აშშ-მა გადაუდებელ შემთხვევებში დაამტკიცა ექსპერიმენტული წამლის, რემდესივირის გამოყენება COVID-19-ის მქონე პაციენტებისთვის, მას შემდეგ, რა კვლევებმა აჩვენა, რომ პაციენტები ამ წამლით მკურნალობის შედეგად უფრო სწრაფად გამოჯანმრთელდნენ ახალი კორონავირუსით გამოწვეული ამ დაავადებისგან.  წამალი, რემდესივირი, გამოყენებული იქნება მხოლოდ საავადმყოფოში მოთავსებულ პაციენტებში - განაცხადა აშშ-ის საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის კომისიის (FDA) პრეზიდენტმა, სტივენ ჰანმა 1 მაისს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნიგერიაში 9 ქართველი მეზღვაური გაიტაცეს

ნიგერიაში, პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან მეკობრეებმა გაიტაცეს 10 მეზღვაური, რომელთა შორის 9 საქართველოს მოქალაქეა, - ამის შესახებ ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს. მეზღვაურების ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება. "30 აპრილს, ნიგერიის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემზე განხორციელდა მეკობრეების თავდასხმა. გემზე დარჩენილ 4 მეზღვაურს, რომლებიც ასევე საქართველოს მოქალაქეები არიან, საფრთხე არ ემუქრებათ. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აქტიურ კომუნიკაციაში იმყოფება გემთფლობელთან... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსთავში COVID-19-ით ახალგაზრდა მამაკაცი დაავადდა

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ცხელების ცენტრში მოთავსებულ ახალგაზრდა მამაკაცს COVID-19 დაუდასტურდა და ის ჰოსპიტალიზებული იქნა თბილისში. ცენტრალური საავადმყოფოს მთავარი ექიმის, პაპუნა ბახტაძის, თქმით, დაავადების სიმპტომებით ახალგაზრდა გუშინწინ შემოიყვანეს. მისივე თქმით, საავადმყოფოს აქვს ყველა პირობა ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა სამკურნალოდ, თუმცა ის მაინც თბილისში გადაიყვანეს „ზედმეტი რისკის თავიდან ასაცილებლად“. პაპუნა ბახტაძემ დასძინა, რომ ამჟამად ცხელების ცენტრში კიდევ ხუთი პაციენტია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სოფელ მუშევანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციამ საქმე აღძრა

ბოლნისის რაიონის სოფელ მუშევანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციამ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, შინაპატიმრობით ან თავისუფლების აღკვეთით ერთიდან სამ წლამდე. შს სამინისტროდან რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მსუბუქად არის დაზიანებული 2 სატრანსპორტო საშუალება, ფიზიკური დაზიანების ფაქტი კი არ ფიქსირდება. მათივე თქმით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კახეთში დაფიქსირდა კორონავირუსის პირველი შემთხვევა

ყვარლის საავადმყოფოს მთავარი ექიმი, ტელმან ხვედელიძე ამბობს, რომ ინფიცირებული 50 წლამდე ქალია, რომელიც სასწრაფოს დახმარების სამსახურში, ექიმად მუშაობს და ოთხ დღეში ერთხელ მორიგეობდა. რა ვითარებში დაინფიცირდა ექიმი, ჯერჯერობით უცნობია. 14:00 საათზე ყვარლის მერიასთან განცხადება გაკეთდება, სადაც მედიკოსები დეტალებზე ილაპარაკებენ. 1 მაისს კახეთის ე.წ. ცხელების ცენტრებიდან ლუგარის ლაბორატორიაში 325 ბიოლოგიური ნიმუში იყო გაგაზავნილი, COVID-19-ზე დღეს ერთი პასუხი დადებითი მიიღეს.

Radiotavisupleba.ge 

გიგა ბოკერია: „8 მაისიდან გაიხსნას საქართველო“

„ევროპული საქართველოს“ ლიდერები ხელისუფლებას მოუწოდებენ, ერთი კვირის ვადაში, 8 მაისიდან სრულფასოვნად გაიხსნას საქართველოს ეკონომიკის ყველა დარგი, რათა გლობალურ კონკურენციაში ჩართულ საქართველოს მოქალაქეებს მიეცეთ ქვეყნისა და საკუთარი ოჯახების რჩენის საშუალება. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, მყისიერად უნდა მოიხსნას კომენდანტის საათი, რასაც არანაირი დასაბუთება არ აქვს. უნდა აღდგეს ქალაქებს შორის გადაადგილება. გაუქმდეს კერძო ავტომობილების გადაადგილების აბსურდული წესი. გაუქმდეს ექსკლუზივი სოფლის მეურნეობის პროდუქციით ვაჭრობაზე. Читать дальше...


На студенческом мосту появится смотровая площадка-амфитеатр над водой

Песков рассказал о подготовке визита Путина в Северную Корею

Концертное агентство TCI опровергло слухи о выступлении Канье Уэста в Москве

Кирьяков прокомментировал отставку Ганчаренко



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Песков рассказал о подготовке визита Путина в Северную Корею

Baza: прощание с Анастасией Заворотнюк может пройти в театре имени Табакова

Дмитрий Артюхов представил президенту предложения регионов по нацпроекту «Молодёжь и дети»

Лавров не исключил шагов по ядерному сдерживанию, если США развернут РСМД

Музыкальные новости

РОСГВАРДЕЙЦЫ ОБЕСПЕЧИЛИ ПРАВОПОРЯДОК ПРИ ПРОВЕДЕНИИ ФУТБОЛЬНОГО МАТЧА РПЛ «АХМАТ» - «ЗЕНИТ» В ГРОЗНОМ

Генералов много, а Норат Тер-Григорьянц один!

VK Fest 2024: Музыка и Развлечения на Открытых Площадках России

Впервые Бурятский театр оперы и балета выступит с концертом в храме Кяхты

Новости России

Один из старейших театров России представит четыре постановки в Москве

Показ мод и фестиваль красок пройдут в Видном ко Дню защиты детей

Песков рассказал о подготовке визита Путина в Северную Корею

Лавров не исключил шагов по ядерному сдерживанию, если США развернут РСМД

Экология в России и мире

Правильная эксплуатация грузовых шин позволит продлить срок их службы

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

Я думала, мы умрем: американка переехала в Великобританию и столкнулась с левосторонним движением, праворульными машинами и механической коробкой передач

ONYX отправляется в Большой тур по России

Спорт в России и мире

Последний танец Надаля и юбка Сюзанн Ленглен: 6 важных фактов о «Ролан Гаррос»-2024

Елене Рыбакиной поставили неожиданный «диагноз»

В России отреагировали на "скрытую баранку" и достижение Рыбакиной на Ролан Гаррос

Надаль пропустит Уимблдон из-за желания сыграть на Олимпиаде

Moscow.media

Фотовыставка «Древнейшие пирамиды мира» пройдёт в Крыму

Генералов много, а Норат Тер-Григорьянц один!

Муруджинские озера

Прокуратура не будет требовать уничтожить “Вредные советы” Остера







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *