ოპოზიცია სისტემატურ შეხვედრებს აახლებს - რა არ უნდა გამოგრჩეს 18 მაისს
ოპოზიცია სტრატეგიის დაგეგმვას დღეიდან იწყებს „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიები შეხვედრისთვის ემზადებიან, ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშილის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე მიმდინარე ეტაპის სტრატეგია დაიგეგმება. „ეს შეხვედრა იქნება პოლიტპატიმართა მონაწილეობით. გიგი უგულავა აქედან დააპატიმრეს და აქ ბრუნდება ისევ. დაიგეგმება მიმდინარე ეტაპის სტრატეგია, რათა ხელისუფლების გადაბარების პროცესი, რასაც ელოდება ყოველი ქართველი პატრიოტი, წავიდეს უმტკივნეულოდ, ჰარმონიულად, ყველა შიდა და საერთაშორისო ნორმების დაცვით“... Читать дальше...