Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Май
2020

Новости за 26.05.2020

Radiotavisupleba.ge 

სენატორი ჯიმ რიში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში დამოუკიდებლობას ულოცავს საქართველოს. „ვულოცავ ჩვენ მეგობრებს, ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. მოუთმენლად მოველით საქართველოსა და მისი მოქალაქეების შემდგომ გაძლიერებას და აყვავებას“, - წერს სენატორის რიში და თავის მოკლე მისალოც ტექსტს ამთავრებს ქართულად: „გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!“ 26 მაისს საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ.

Radiotavisupleba.ge 

ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ქვეყნაში საკმაოდ რთული ვითარებაა შექმნილი ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით. „შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქმე გვაქვს COVID-19-ის მეორე ტალღასთან“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა 26 მაისს ონლაინ ბრიფინგის დროს და დასძინა, რომ კიდევ უფრო გამკაცრდება სომხეთში შემოღებული ადმინისტრაციული ზომები. კერძოდ, ნიღბების ტარება სავალდებულო გახდება ყველგან, მათ შორის - ავტომობილებშიც. ამ მიზნით გამკაცრდება საგზაო შემოწმება, საჭიროების შემთხვევაში მოეწყობა საკონტროლო-გამშვები პუნქტები. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სტრასბურგის სასამართლომ შეცდომად მიიჩნია სომეხი ოფიცრის მკვლელობაში ბრალდებული აზერბაიჯანელი ოფიცრის გათავისუფლება

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო შეცდომად მიიჩნევს აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ სომეხი ოფიცრის მკვლელობისთვის მსჯავრდებული აზერბაიჯანელი ოფიცრის რამილ საფაროვის პატიმრობიდან გათავისუფლებას.   26 მაისს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 6 ხმით 1-ის წინააღმდეგ დაადგინა, რომ არ არსებობს არავითარი გამართლება, თუ რატომ არ მოიყვანა სისრულეში აზერბაიჯანმა რამილ ჯაფაროვის მიერ გამოტანილი განაჩენი და დაუსჯელი დატოვა მის მიერ სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული. 2004 წელს უნგრეთში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პრემიერის ანგარიში პარლამენტში - რა არ უნდა გამოგრჩეს 27 მაისს

ოპოზიციური პარტიები ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების დროს ითხოვდნენ პრემიერისგან კითხვებზე პასუხის მოსმენას, თუმცა უშედეგოდ.

Radiotavisupleba.ge 

რუსეთი საქართველოს ადანაშაულებს ღია ცის ხელშეკრულების დარღვევაში

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვრის 10 კილომეტრიან ზონაში სადამკვირვებლო ფრენებზე მოსკოვის უარი განაპირობა „საქართველოს დესტრუქციულმა პოზიციამ“, რის გამოც 2018 წლიდან მოყოლებული რუსეთმა ვერ მოახერხა საქართველოს თავზე ვერც ერთი სადამკვირვებლო ფრენის განხორციელება ღია ცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში.   ღია ცის შესახებ (TOS) ხელშეკრულება მონაწილე ქვეყნებს შესაძლებლობას აძლევს, ერთმანეთის ტერიტორიის თავზე აწარმოონ სათვალთვალო ფრენები სამხედრო ობიექტების სამეთვალყურეოდ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთი კვლავ მოითხოვს „ლუგარის ცენტრის“ ინსპექტირებას და მიანიშნებს ბიოლოგიურ საფრთხეზე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 26 მაისს გავრცელა ცნობა, რომელშიც საგარეო უწყება კვლავ გამოთქვამს შეშფოთებას საქართველოში მდებარე ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრში მიმდინარე „სამხედრო-ბიოლოგიური“ საქმიანობის თაობაზე და მოითხოვს საქართველოსგან „ურთიერთმისაღები პირობებით“ ლუგარის ცენტრში რუსეთის პროფილური ექსპერტების დაშვებას.   „მაღალი ბიოთავდაცვის მქონე აღნიშნული ლაბორატორია აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მიერ არის აშენებული და, მის ინტერესებიდან გამომდინარე,გამოიყენება... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კალაძის პაკეტი თუ „გადარჩენის პარკი“ - რა გადაარჩენს თბილისის ბარებსა და კლუბებს?

საინიციატივო ჯგუფმა, რომელიც ასზე მეტ ბარსა და ღამის კლუბს აერთიანებს, მთავრობას მიმართა. თუკი ობიექტების გახსნას ვერ შეძლებენ, ისინი ბარებისა და კლუბების ღია სივრცეში გადატანას ითხოვენ.

Radiotavisupleba.ge 

"კოალიციურობის შეგრძნება და კულტურა, ბოლო 30 წლის მანძილზე, საქართველოში არის ნოლზე - ერთი მხარე მეორეს ვერ იტანს და ერთად ვერაფერს აკეთებენ"

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) აღნიშნა ძალიან საინტერესო გამოცემით - მემორიალური ალბომით, რომელიც საქართველოს პირველი რესპუბლიკის გამორჩეულ პოლიტიკურ მოღვაწეს, 1924 წელს დახვრეტილ ბენიამინ (ბენია) ჩხიკვიშვილს ეძღვნება.

Radiotavisupleba.ge 

ბოლშევიკის ძეგლი მარნეულში - „ვინ არის აქ დირექტორი“

საქართველოს აზერბაიჯანულ თემში მკვეთრად უარყოფითი რეაქციები გამოიწვია მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის, მეუფე გიორგი (ჯამდელიანის) ულტიმატუმმა.

Radiotavisupleba.ge 

მიტროპოლიტი ანტონი ეკლესიისადმი მტრულად განწყობილად მიიჩნევს NGO-ებს, ოპოზიციის და მედიის ნაწილს

ვანისა და ბაღდადის მიტროპოლიტმა ანტონმა საკუთარი ანტიდასავლური განცხადება განმარტა „ტვ პირველის“ ეთერში. „რამ მაიძულა, რომ ეს მეყვირა? ავტორი მე ვარ ამისი და მე ვიცი რა ვთქვი. თქმას გაგებაც უნდა ხო? მე ჩემი მენტალიტეტით, სადღაც ალბათ გრამატიკულად თუ რაღაცნაირად ვერ გავმიჯნე რა? როდესაც ვთქვი, რომ გადასინჯვა, მე ყოველთვის ვგულისხმობ, ეს ღირებულებები, რომელიც მტრულად არის განწყობილი ეკლესიისადმი, ამ ადამიანების, რომლებსაც მოვევლინები და ვამბობ, რომ ევროპული ღირებულებები არის კარგი, ვეღარ ვიცავ, იმიტომ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირმა 9 მილიარდი ევრო შეაგროვა კორონავირუსის ინფექციის ვაქცინის შესამუშავებლად

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დე ლაიენი აცხადებს, რომ კავშირში შემავალმა ქვეყნებმა 9 მილიარდი ევროს მობილიზება შეძლეს კორონავირუსის ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის შესამუშავებლად. ამის შესახებ ევროკავშირის ერთ-ერთმა ლიდერმა ტვიტერით გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც აღნიშნულია, რომ თანხების შეგროვება 4 მაისის ვირტუალური სამიტის შემდეგ დაიწყო.   პირველ ეტაპზე, ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, შეგროვდა აუცილებელი თანხა 7,5 მილიარდი, რასაც მოგვიანებით დაემატა შემოწირულობა კერძო პირების, სახელმწიფო სტრუქტურებისა და ფონდების მხრიდან. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კასპის მუნიციპალიტეტი ეკლესიის კომპლექსის რეაბილიტაციაში ნახევარ მილიონზე მეტს იხდის

ახალქალაქში, სოფლის ცენტრში  მდებარე მცირე ეკლესიის გარშემო არსებული ციხე-გალავნის რეაბილიტაციისთვის  კასპის რაიონის გამგეობამ 2020 წელს ორი სხვადასხვა ტენდერი გამოაცხადა.

Radiotavisupleba.ge 

რუმინეთისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს შეხვდნენ ტრანსილვანიაში დაძაბულობის ფონზე

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო რუმინეთს ესტუმრა ორ ქვეყანას შორის ბოლო ხანს წამოქმნილი დაძაბულობის ფონზე, რაც უკავშირდება რუმინეთში ტრანსილვანიაში მცხოვრები უნგრელების მოთხოვნებს. ეთნიკური უნგრელი სეკლერები, კომპაქტურად დასახლების ტერიტორიაზე ავტონომიას მოითხოვენ, რაც ეწინააღმდეგება რუმინეთის კანონმდებლობას.   რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბოგდან აურესკუმ მის უნგრელ კოლეგასთან შეხვედრის შემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მათი ქვეყნების ურთიერთობებში არ უნდა არსებობდეს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რომის პაპი ფრანცისკე სალომე ზურაბიშვილს ულოცავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აქვეყნებს რომის პაპი ფრანცისკეს მისალოც წერილს. „მაშინ როდესაც საქართველო აღნიშნავს თავის ეროვნულ დღესასწაულს, მე თქვენ და თქვენს თანამემამულეებს გისურვებთ მშვიდობის, კეთილდღეობისა და ჯანმრთელობის გულწრფელ სურვილებს. ვუერთდები ქართველი ხალხის ბედნიერებას, ტკივილებსა და მათ მოლოდინებს, განსაკუთრებით COVID - 19-ის პანდემიის ამ რთულ მომენტში, მე შევთხოვ უფალს დახმარებას, ისეთი ერის მშენებლობაში, სადაც ყველა შრომობს მშვიდობისა და ყველას კეთილდღეობისათვის. მთელი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გიორგი გახარია ბენიამინ ნეთანიაჰუს ტელეფონით ესაუბრა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს მთავრობის მეთაურს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და ქართველ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა, - იტყობინება საქართველოს მთავრობის აადმინისტრაცია. მათი ცნობით, გიორგი გახარიამ ბენიამინ ნეთანიაჰუს მიულოცა ახალი კოალიციური მთავრობის შექმნა და ისრაელის სახელმწიფოსა და ხალხთან  მრავალსაუკუნოვან მეგობრულ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება. სატელეფონო საუბრისას მხარეებმა განიხილეს COVID - 19-ის მსოფლიო პანდემიით გამოწვეულ პრობლემებსა და იმ უსაფრთხოების ზომებზე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

26 მაისი - რას ინახავს ბათუმის მეხსიერება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ბათუმელებმა სახლებიდან სახელმწიფო დროშები გადმოფინეს. ნატა იმედაიშვილის ოჯახში სხვადასხვა ისტორიის მქონე საქართველოს ხუთჯვრიანი დროშები ინახება.

Radiotavisupleba.ge 

ჩვენ რას ვაპირებთ? - „სოლიდარობის“ კვლევა COVID-პაციენტებში „პლაქვენილის“ გამოყენებას აჩერებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია COVID19-ის წინააღმდეგ წამოწყებული „სოლიდარობის“ გამოკვლევიდან, რომლის მიზანიცაა ვირუსის მკურნალობისთვის ყველაზე ეფექტური პრეპარატის მოძიება, მედიკამენტ „პლაქვენილის“ გამოყენებას დროებით აჩერებს.

Radiotavisupleba.ge 

ალეკო ელისაშვილი ქმნის პოლიტიკურ პარტიას

„სამოქალაქო მოძრაობის“ ხელმძღვანელი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკური პარტიის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო. „დღეს, 2020 წლის 26 მაისია და ახლა ამ წუთას და ამ წამს, ჩემს საჯარო ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი წამებია: მე, ალეკო ელისაშვილმა უნდა ვუთხრა ქართულ საზოგადოებას, რომ ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის 102-ე და მერაბ კოსტავას დაბადებიდან 81-ე წელიწადს, პოლიტიკაში მარტოდმარტო ბრძოლის შემდეგ, უნდა შევქმნა პოლიტიკური პარტია, არა უკვე არსებულ პარტიებს შორის კიდევ ერთი, დამატებითი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ანტონ ვაჭარაძე პირველ რესპუბლიკაზე და მის გმირებზე

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე IDFI-მ აღნიშნა ძალიან საინტერესო გამოცემით - მემორიალური ალბომით, რომელიც საქართველოს პირველი რესპუბლიკის გამორჩეულ პოლიტიკურ მოღვაწეს, 1924 წელს დახვრეტილ ბენიამინ (ბენია) ჩხიკვიშვილს ეძღვნება. ანტონ ვაჭარაძე რადიო თავისუფლების ეთერში ყვება:

Radiotavisupleba.ge 

ზელენსკიმ სალომე ზურაბიშვილს მიულოცა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და ქართველ ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს.   „თქვენო აღმატებულებავ! მიიღეთ ჩემი გულწრფელი მოლოცვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.   დიდად ვაფასებ რა ათასწლოვან ისტორიულ კავშირებსა და ამჟამინდელ მჭიდრო ურთიერთობებს ჩვენს სახელმწიფოებს შორის, მინდა განვაახლო საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მყარი მხარდაჭერა. ასევე, თქვენს ქვეყანას ვუსურვო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ცხინვალის განცხადებები - რეალური საფრთხე, თუ დეზინფორმაცია?

ცხინვალიდან უკვე თითქმის ყოველდღე ვრცელდება საქართველოს ხელისუფლების დამადანაშაულებელი განცხადებები, მაგრამ ბოლო დროს ამ განცხადებების ერთ-ერთი ადრესატი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც გახდა.

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სარდლობა ამტკიცებს, რომ რუსეთმა ლიბიაში გადაისროლა საბრძოლო თვითმფრინავები

აშშ-ის სამხედრო ძალების აფრიკის სარდლობამ სამშაბათს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ამტკიცებს, რომ ცოტა ხნის წინ რუსეთმა ლიბიაში გადაისროლა საბრძოლო ავიაცია ხალიფა ჰაფთარის მხარეზე მებრძოლი ფორმირებებისა და დაქირავებულების დასახმარებლად.   ამერიკული სარდლობის საიტზე გამოქვეყნებულია იმ თვითმფრინავების სურათები, რომელიც ლიბიაში გადაისროლეს სირიიდან. ხოლო იმისათვის, რომ ასეთი ტრანზიტი გაესაიდუმლოებინათ, თვითმფრინავების საიდენტიფიკაციო ნიშნები დაფარული იყო.   აფრიკული სარდლობის მეთაურის სტივენ ტაუსენდრის ცნობით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვოლსკი: ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება, თითქოს დაუმსახურებლად იღებს შეღავათს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ამბობს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას დამსახურებულად იღებს. ამის შესახებ ის TV პირველს ესაუბრა. "ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება, ეს არის უფრო დახვეწილი ფორმა, ვიდრე აქამდე იყო - თითქოს, ეკლესია ისეთ პრივილეგირებულ მდგომარეობაშია, დაუმსახურებლად იღებს რაიმე შეღავათს, რაც რეალობას არ წარმოადგენს. ეკლესიას აქვს თავისი როლი და ერთ-ერთი ფუნდამენტია სახელმწიფოს სიძლიერის", - თქვა ვოლსკიმ. ეკლესიის თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრებთ ე.წ. საზღვარი ცალმხრივად გაუხსნეს

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ 26 მაისიდან ცალმხრივად გახსნა 3 თვის წინ, კორონავირუსის პანდემიის საბაბით ჩაკეტილი ე.წ. საზღვარი.

Radiotavisupleba.ge 

ნათია თურნავა: გაზპრომთან გაზის ფასის შესამცირებლად ხელშეკრულების გადახედვა იგეგმება

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა აცხადებს, რომ გაზპრომთან საქართველო ხელშეკრულების გადახედვას გეგმავს. მინისტრის თქმით, მიზანი ფასის დაკლებაა. "იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში ნავთობპროდუქტების ფასები ეცემა, ახლანდელი გადახედვა, რაც ხდება გაზპრომთან უკვე მოქმედ კონტრაქტში, ემსახურება ფასის დაკლებას. კომერციული საიდუმლოების გამო კონკრეტულ ციფრებს არ დავასახელებ, მაგრამ გეტყვით, რომ დაახლოებით 15%-ით ხდება ფასის დაკლება ბუნებრივ აირზე", - განმარტა მინისტრმა. საქართველო 2020 წელს... Читать дальше...


Посла Зимбабве в Москве экстренно госпитализировали с подозрением на инсульт

В Москве у смоленского наркокурьера изъяли свыше 1 кг мефедрона

Возбуждено уголовное дело по факту убийства женщины на северо-востоке Москвы

Президент Путин вернулся в Москву и встретился в Кремле с главой Ингушетии



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Данные об аресте начальника службы кадров МВД по Москве оказались недостоверными

Суд признал банкротом экс-совладельца ПСБ Алексея Ананьева

"СВЯТОЙ ЛЕНИН" раскрыл загадку пророчеств товарищей В.В. Жириновского и В.Г. Мессинга.

Шойгу: Россия и Иран продолжат сотрудничество на высшем уровне

Музыкальные новости

KP: муж изменял Алсу последние 10 лет

ЦСКА разорвал дистанцию // Армейцы увеличили преимущество в финальной серии Единой лиги ВТБ

ЦСКА шагнул к трофею // Команда обыграла УНИКС в первом матче финала Единой лиги ВТБ

Выставка древних надгробий в Новодевичьем монастыре

Новости России

В Мурманском областном краеведческом музее начала работу выставка «Арктика. От падения до взлета»

"СВЯТОЙ ЛЕНИН" раскрыл загадку пророчеств товарищей В.В. Жириновского и В.Г. Мессинга.

В грамме поубавилось рублей // Золото дешевеет на бирже

Президент Путин вернулся в Москву и встретился в Кремле с главой Ингушетии

Экология в России и мире

Генералов много, а Норат Тер-Григорьянц один!

С чем носить брюки палаццо: примеры образов

Аделина Панина: какие элементы фэншуй должны быть на кухне, чтобы есть и худеть

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

Спорт в России и мире

"Ролан Гаррос" стартовал в Париже

Теннисистка Петрова: Карацеву не хватает игровой уверенности

Теннисистка Мария Шарапова снялась в красном облегающем платье

Теннисист Рублев объяснил, почему проиграл сет в первом круге "Ролан Гаррос"

Moscow.media

Осень в деревне....

Машина съехала в кювет и опрокинулась. Водитель погиб

Терминал сбора данных (ТСД) промышленного класса SAOTRON RT42G

Половина свайных оснований опор моста через Каму в Перми готовы







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *