Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Май
2020

Новости за 05.05.2020

Radiotavisupleba.ge 

ლაგოდეხში კომენდანტის საათის დროს მაღაზიის გაქურდვაში ბრალდებულები დააკავეს

ორი პირი დააკავეს ლაგოდეხში ტექნიკის მაღაზიის გაქურდვის ბრალდებით, - უთხრეს რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში. ამოღებულია მოპარული ტექნიკის, მობილური ტელეფონების დიდი ნაწილი. დაკავებულები 18-20 წლის ახალგაზრდები არიან. ლაგოდეხში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე ტექნიკის მაღაზია კვირას, 3 მაისს გაქურდეს. მაღაზიის მეპატრონემ თქვა, რომ მოპარულია დაახლოებით 30 ათასი ლარის ღირებულების ტექნიკა, მათ შორის მობილური ტელეფონები. აღსანიშნავია, რომ ქურდობა 3 მაისს კომენდანტის საათის დროს მოხდა.

Radiotavisupleba.ge 

პრაღის მე-6 ოლქის მერი ევროკომისიას მოუწოდებს დაგმოს რუსეთის ქმედება

პრაღის მეექვსე ოლქის მერი ონდჟეი კოლარი, რომელიც რუსეთიდან საფრთხის გამო პოლციის გაძლიერებული დაცვის ქვეშ იმყოფება, ევრკომისიას მოუწოდებს დაგმოს რუსეთის ქმედება, როგორც სხვა ქვეყნის საქმეებში ჩარევა. პრაღის ამ რაიონიდან საბჭოთა მარშალ ივან კონევის ძეგლის გადატანას, რუსეთის მკვეთრი რეაქცია მოჰყვა. 3 აპრილს პრაღაში დემონტაჟი გაუკეთდა მარშალ კონევის ძეგლს. მონუმენტი გადატანილია მე-20 საუკუნის ხსოვნის მუზეუმში. ონდჟეი კოლარი აცხადებს, რომ მონუმენტი პრაღა 6-ის საკუთრებაა და რაიონის ადმინისტრაციამ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნინო ლომჯარია: მთავრობის გეგმაში შშმ პირთა საჭიროებები სათანადოდ არ არის გათვალისწინებული

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაში, რომელიც კორონავირუსის პანდემიის პირობებში შექმნილი გამოწვევების პასუხად მნიშვნელოვან ასპექტებს მოიცავს, -შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა საჭიროებებს სათანადოდ არ არის გათვალისწინებული.   „გეგმის თანახმად, სოციალური ბენეფიტით ისარგებლებენ მხოლოდ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და შშმ ბავშვები, ხოლო მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შშმ პირები ასევე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

COVID - 19 დაუდასტურდა თეთრიწყაროდან ანაკლიის საკარანტინო სივრცეში გადაყვანილ ორ ბავშვს

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიის პრესსამსახურის ცნობით, თეთრიწყაროდან საკარანტინო სივრცეში გადაყვანილ ორ მცირეწლოვანს COVID - 19 დაუდასტურდა. იტყობინება „პირველი არხი“. როგორც ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრციდან დედისა და მისი ორი შვილის ბიოლოგიური მასალა იყო გაგზავნილი. დედის პასუხი უარყოფითია, შვილებს კი 2013 და 2016 წელს დაბადებულ ბავშვებს, COVID - 19 დაუდასტურდათ. ლაბორატორიაში 45 პაციენტის კვლევა დასრულდა. 43 პასუხი უარყოფითია. მოგვიანებით, კიდევ 41 პაციენტის პასუხი გახდება ცნობილი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ქაოსური მშენებლობებით უკმაყოფილო ბათუმელები სახლში რჩებიან, სამშენებლო სექტორმა კი მუშაობა განაახლა

სამშენებლო კომპანიებმა 5 მაისიდან მუშაობა განაახლეს ქალაქ ბათუმშიც, სადაც ქალაქის მერიამ გასულ წელს 2 მილიონ კვ/მ ფართის აშენებაზე გასცა ნებართვა.

Radiotavisupleba.ge 

ირანის რევოლუციური გვარდიის სამი წევრი დაიღუპა ერაყის საზღვართან მომხდარ შეტაკებაში

ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის (IRGC) სამი მებრძოლი დაიღუპა შეტაკებაში, რომელიც სამხედრო ძალასთან აფილირებული ახალი ამბების სააგენტო „ტასნიმის“ ცნობით, 5 მაისს მოხდა ქვეყნის დასავლეთში, ერაყის საზღვრის მახლობლად.   დაღუპულთა შორის ერთ-ერთი ირანელი პოლკოვნიკიცაა.   ირანის ოფიციალურ ცნობაშ ხაზგასმულია, რომ შეტაკებაში , რომელიც მოხდა ერაყის საზღვრიდან 60 კილომეტრით დაშორებულ ქურთების ქალაქ დიბანდარეჰის მახლობლად, დაიღუპა რამდენიმე „კონტრრევოლუციონერი“.   შიერაღებული თავდამსხმელების შესახებ სხვა ინფორმაცია არ არსებობს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

COVID-19-ის რეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობამ 600-ს გადააჭარბა - რა არ უნდა გამოგრჩეს 6 მაისს

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში დადასტურებული შემთხვევა - 604 გარდაცვლილი - 9 გამოჯანმრთელებული - 240 კარანტინში - 4919 სტაციონარში - 495 საქართველოში კორონავირუსის რეგისტრირებულმა შემთხვევებმა უკვე 600-ს გადააჭარბა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 240 ადამიანი. COVID-19-ის 198 შემთხვევა კი ბოლნისში, მარნეულსა და თეთრიწყაროშია დაფიქსირებული. ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში ილაპარაკა საქართველოში ეპიდსიტუაციის შესახებ. „ჩვენ არ გვაქვს არც პლატო და არც ვაკე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პულიცერის პრემია „ნიუ-იორკ ტაიმსს“ მიენიჭა ვლადიმირ პუტინზე პუბლიკაციებისთვის

2020 წლის პულიცერის პრესტიჟული პრემია ნომინაციაში „საერთაშორისო რეპორტაჟი“ გადაეცა გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსს“ 8 პუბლიკაციისათვის, რომელშიც საუბარია რუსეთის ჩარევაზე ლიბიის, სირიისა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკების შიდა საქმეებში. ეს არის „სერია რისკის ფასად მოპოვებული მომოხიბლავი ისტორიებისა, რომლებიც ფარდას ხდიან ვლადიმირ პუტინის მტაცებლურ რეჟიმს“,- ნათქვამია პულიცერის ჟიურის შეფასებაში.   პულიცერის დაჯილდოების ცერემონია, რომელიც 20 აპრილს უნდა გამართულიყო, კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„ისეთ რამეს დავეჯახეთ, რომლის ფორმულაც არაა. ყველამ თავისი წილი უნდა შეკვეცოს - მეიჯარემ იჯარა და ჩემნაირმა მეწარმეებმა - მოგების მარჟა“

ეკონომიკის არაერთი ექსპერტი ვარაუდობდა, რომ ტურიზმის მომსახურე სექტორიდან (სასტუმროები, კაფეები, რესტორნები) ბაზარზე მოთხოვნის მკვეთრი შემცირება ფასებსაც დაეტყობოდა და შემცირდებოდა კიდეც. თუმცა, ჯერჯერობით ბაზარს მსგავსი არაფერი ეტყობა. კონსტანტინე რუხაძე საინტერესო დაკვირვებას გვიზიარებს.

Radiotavisupleba.ge 

ტიკარაძე: ჩვენ არ გვაქვს არც პლატო და არც ვაკე. გვაქვს ტეხილი

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში ილაპარაკა საქართველოში ეპიდსიტუაციის შესახებ. „ჩვენ არ გვაქვს არც პლატო და არც ვაკე. თუმცა ეს არის ტერმინი, რომელსაც ჩვენც ვიყენებთ ეპიდსიტუაციის აღწერისთვის. რეალურად, ჩვენ რომ დავაკვირდეთ იმ მონაცემებს, რომელიც ჩვენ გვაქვს, გვაქვს ტეხილი და შეგვიძლია, შემოვიტანოთ ახალი ტერმინი, რომელიც ყოველ დღეს აღნიშნავს მნიშვნელოვნად განსხვავებულ რიცხვებს. ამ მიმართულებით, ჩვენ გვაქვს საკმაოდ კარგი დინამიკა, იქიდან გამომდინარე, რადგან ორი კვირის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ფეისბუკმა კოკა ყანდიაშვილის „ესპერსონასთან“ და ენმ-სთან დაკავშირებული გვერდები და ანგარიშები გააუქმა

2020 წლის აპრილის „კოორდინირებული არაავთენტური ქცევის შესახებ ანგარიშის“ თანახმად, ფეისბუკის ადმინისტრაციამ მედიაპლატფორმა „ეს პერსონასთან" და ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული ასობით გვერდი, ანგარიში და ჯგუფი გააუქმა. საქართველოში მოქმედ მედიაპლატფორმა „ესპერსონასთან“ მიმართებით, რომელიც საქართველოს ხელისუფლებასთან დაახლოებულ ჟურნალისტ, კოკა ყანდიაშვილის სახელს უკავშირდება, ფეისბუკის ადმინისტრაციის დოკუმენტში ნათქვამია, რომ გაუქმებულია ამ ორგანიზაციასთან დაკავშირებული 511 გვერდი, 122 ჯგუფი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რატომ გაძვირდა კიტრი, სხვა ბაღჩეული, ბოსტნეული, სურსათი

მაშინ რამ გააძვირა სოფლის მეურნეობის პროდუქცია? რა ლოგიკა და მექანიზმი მუშაობს კორონავირუსის ფონზე? არის თუ არა მოსალოდნელი ფასების კიდევ უფრო გაზრდა?

Radiotavisupleba.ge 

ქართველი სპორტსმენების შანსი - საკარანტინო ბანაკები

საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ექვსეტაპიანი გეგმის თანახმად, სპორტულ-გამაჯანსაღებელ საქმიანობაზე დაწესებული შეზღუდვა სულ ბოლოს მოიხსნება. მეექვსე ეტაპი ძალაში 6 ივლისიდან უნდა შევიდეს.

Radiotavisupleba.ge 

ლუკაშენკო მსოფლიოს ლიდერებს 9 მაისის სამხედრო აღლუმზე ეპატიჟება

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო სხვა ქვეყნების მეთაურებს მინსკში, 9 მაისისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმზე ეპატიჟება.   „საჯაროდ ვეპატიჟები ყველა სახელმწიფო მეთაურს, თუნდაც ყოფილი საბჭოთა კავშირიდან, ჩამოვიდნენ მინსკში და დაესწრნონ ამ აღლუმს. იმედი მაქვს, რომ ვინმე მაიც ჩამოვა. თუ არავინ არ ჩამოვა და მაშინ ჩვენ თვითონ ჩავატარებთ აღლუმს, როგორც აქამდე ვატარებდით“, - განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ.   ამ განცხადების ფონია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გამაფრთხილებელი მოწოდება ბელარუსის ხელისუფლებისადმი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ხათუნა ზახაშვილი განმარტავს, რატომ ეკრძალება ოჯახის წევრს მძღოლის გვერდით დაჯდომა

„ფეისბუკზე“ მიმდინარე პირდაპირ ეთერში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც ეხებოდა ავტომანქანაში მძღოლის გვერდით მისი ოჯახის წევრის დაჯდომის აკრძალვას. „ეს არის კიდევ ერთი საერთაშორისო რეკომენდაცია, რომელიც არსებობს ბევრ ქვეყანაში: რეკომენდებულია, რომ მძღოლი იჯდეს ცალკე და მასთან მცირედით უნდა იყოს ჩაწეული ფანჯარა, რაც იმ ტერიტორიის მაღალ აირაციას უზრუნველყოფს და ცირკულაციას აუმჯობესებს ავტომობილში. რაც შეეხება... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ემომალი რახმონმა თანამდებობიდან გადააყენა ტაჯიკეთის ჯანდაცვის მინისტრი

ტაჯიკეთის პრეზიდენტმა ემომალი რახმონმა 5 მაისს თანამდებობიდან გადააყენა ჯანდაცვის მინისტრი ნასიმ ოლიმოზდა, რომელსაც ამ პოსტზე სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ჯამოლიდინ აბდულოზოდა შეცვლის.   ოლიმოზდა, რომელიც თანამდებობაზე 2017 წლიდან მუშაობს, პრეზიდენტმა თანადებობიდან გადააყენა ზოგადი ფორმულირებით - „სხვა სამუშაოზე გადასვლასთან დაკავშირებით“.   ჯანადაცვის მინისტრის შეცვლის ფონია ტაჯიკეთში კორონავირუსით დაავადების მატება. ხელისუფლება თავდაპირველად საერთოდ უარყოფდა ქვეყანაში კორონავირუსის არსებობას. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"ათი სული მყავს სახლში, იმათ ჭამა ხომ უნდათ? ყველა უმუშევარი ზის, ორი თვეა"

ბაზრის ადმინისტრაციამ 29 მარტს ხალხმრავლობის გამო დაკისრებული ჯარიმა გაასაჩივრა და თავისი უფლებების დაცვას სასამართლოში აპირებს.

Radiotavisupleba.ge 

გამოჯანმრთელდა COVID – 19-ით ინფიცირებული, რომელიც სახლში მკურნალობდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა „ფეისბუკის“ პირდაპირ ეთერში უპასუხა რადიო თავისუფლების შეკითხვას, საქართველოში COVID -19-ით ინფიცირებული ერთი პაციენტის მდგომარეობის შესახებ, რომელიც სახლში მკურნალობდა. „შემიძლია, გაგახაროთ, რომ ის გამოჯანმრთელდა. ამჟამად სხვა არავინ მკურნალობს სახლში. ჩვენი ჯანდაცვის სისტემა მედგრად უძლებს დაავადებულთა ამ რაოდენობას, რაც ახლა გვყავს. ეს კარგია ორი მიზეზის გამო - პირველი ის, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ამ მხრივ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გამყრელიძე: ვიცი, Facebook-ზე ბევრი ამბობს ჩემზე, "გამოვა და იტყვის 2-3 კვირას"

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ საქართველოში ის ორ-სამ-კვირიანი პერიოდი არ გასულა, რომელსაც ის აანონსებდა. ამის შესახებ მან ცენტრიდან პირდაპირი ეთერის დროს ისაუბრა. "ვიცი, Facebook-ზე ბევრი ამბობს [ხუმრობს], გამოვა გამყრელიძე და იტყვის 2-3 კვირა, კიდევ 2-3 კვირა. არა, ბატონო, თავიდანვე ვთქვი, რომ ახალ ველოსიპედს ჩვენ ვერ გამოვიყენებთ, შიდა გავრცელბიდან მე-6, მე-7, მე-8 კვირა არის ხოლმე ყოველთვის საფრთხილო. შიდა გავრცელება დაიწყო 23 მარტს, იქედან გადათვალეთ, ვართ მე-7 კვირაში", - თქვა მან. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დარიგა ნაზარბაევა ყაზახეთის სენატის სპიკერის თანამდებობაზე მუალენ აშიმბაევმა ჩაანაცვლა

ყაზახეთის პირველი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის, ქალიშვილი, დარიგა ნაზარბაევა ქვეყნის სენატის სპიკერის პოსტზე, 4 მაისს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა პირველმა მოადგილემ, მაულენ აშიმბაევმა ჩაანაცვლა.   რადიო თავისუფლების ყაზახური სამსახურის ცნობით, სენატის სპიკერის პოსტი მოულოდნელად გათავისუფლდა 2 მაისს. ორშბათს კი ცნობილი გახდა ყაზახეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება, დარიგა ნაზარბაევასთვის დეპუტატეის უფლებამოსილებსი შეწყვეტის შესახებ.   უცნობია, თუ რით არის განპირობებული... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ინფიცირების 604 შემთხვევიდან 198 ბოლნისში, მარნეულსა და თეთრიწყაროშია დადასტურებული

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თანახმად, ამ დროისათვის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ქვემო ქართლი და განსაკუთრებით მისი სამი მუნიციპალიტეტი ბოლნისი, მარნეული და თეთრიწყარო. ამირან გამყრელიძის თანახმად, ამ სამ მუნიციპალიტეტში ახალი კორონავირუსის 198 დადასტურებული შემთხვევაა. მათ შორის ყველაზე მეტი ინფიცირებული ბოლნისის მუნიციპალიტეტშია: "განსაკუთრებით მაღალი დასნებოვნება  გვაქვს ბოლნისში, 117 დადებითი შემთხვევა, შემდეგ თეთრიწყაროში 48 და შემდეგ მარნეულში 33. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში კორონავირუსის 15-17 კლასტერია

საქართველოში კორონავირუსის 15-17 კლასტერია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის წარმომადგენელმა, ხათუნა ზახაშვილმა თქვა. "კლასტერი ყბადაღებულ სიტყვად იქცა, რეალურად ეპიდემიოლოგების მიერ გამოიყენება რაღაცა ჯგუფური შემთხვევის აღსაწერად, რომელიც ერთმანეთთან რაღაც ნიშნით არის დაკავშირებული, ძირითადად ეს არის ხოლმე გადაცემის მექანიზმი. არაფერი ჯადოსნური ამაში არაფერი არაა", - თქვა მან. მისი თქმით, არის კლასტერები, სადაც მხოლოდ 2-3 შემთხვევაა, თუმცა ამავდროულად არსებობს კლასტერები, სადაც ათეულობით ადამიანი ერთიანდება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„ოქრო ჩავაბარე და ისე გადავიხადე ვალი“ - საცალო ვაჭრობის ობიექტის მეპატრონე კახეთიდან

საცალო და საბითუმო მაღაზიების მფლობელები, რომლებიც კორონავირუსის გამოქვეყანაში დაწესებული შეზღუდვებისა და აკრძალვების გამო 21 მარტიდან ვეღარმუშაობენ, ბიზნესის გაკოტრების საფრთხეზე ალაპარაკდნენ.

Radiotavisupleba.ge 

ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე ჩამოწოლილმა მიწამ, სავარაუდოდ, ადამიანები მოიყოლა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესცენტრში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ პირველადი ინფორმაციით, ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე ჩამოწოლილია მიწა. სავარაუდოდ, მოყოლილი არიან ადამიანები. გასული არის ხუთი სამაშველო ჯგუფი, როგორც კახეთის სამმართველოდან, ასევე თბილისის სწრაფი რეაგირების ბაზიდან. 2019 წლის ივლისში ფშაველი-აბანო-ომალოს უღელტეხილზე სატვირთო ავტომანქანა ხევში გადაიჩეხა და შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა.

Radiotavisupleba.ge 

(კიდევ ერთი) მისკონცეფციის შესახებ

კრიზისის პირობებში ადვილია შეცდომის დაშვება და უშეცდომო ვერავინ იქნება. კრიზისის ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი ნიშანია მისი პოლიტიზება.


Два ребенка погибли при пожаре в частном доме в подмосковном Чехове

Все включено: парковки, детские площадки и другие плюсы для участников реновации

2015 • ХК Технопул 2015 г.Балашиха приглашает игроков всех амплуа

Горящее в Москве здание обрушилось на площади 1,5 тыс. кв. метров



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Сергунина рассказала о программе ВДНХ ко Дню защиты детей

2015 • ХК Технопул 2015 г.Балашиха приглашает игроков всех амплуа

Эксперт Факира объяснил, почему в Москве и области стали покупать меньшие участки земли

4 июня в 11:00 состоится вебинар «Структурированное техническое задание. Первая практика, проблематика и риски»

Музыкальные новости

Группа компаний Helpers Представляет Совершенный Фулфилмент для Wildberries и Ozon Marketplace

Сергей Лазарев рекомендовал Казань для отпуска выходного дня

В Подмосковье сотрудники Росгвардии задержали подозреваемого в краже товаров из магазина

«Россети Новосибирск» продолжает конструктивный диалог с бизнесом по вопросам подключения к электрическим сетям

Новости России

Американские танкеры вовсю везут нефть из России вопреки санкциям

Два ребенка погибли при пожаре в частном доме в подмосковном Чехове

Горящее в Москве здание обрушилось на площади 1,5 тыс. кв. метров

СВР: Госдеп США продвигает в Швеции и Финляндии ролики об «угрозе России»

Экология в России и мире

Всеармянский союз «Гардман-Ширван-Нахиджеван» осуждает лживое заявление президента Азербайджана Алиева

Ярко и стильно: самые интересные цветовые сочетания на лето

Ozon открывает новый фулфилмент-центр в Ставрополье

ONYX отправляется в Большой тур по России

Спорт в России и мире

Арина Соболенко повторила уникальное достижение Азаренко на турнирах «Большого шлема»

Медведев пошутил о том, что часто проводит ночные матчи на турнирах «Большого шлема»

Последний танец Надаля и юбка Сюзанн Ленглен: 6 важных фактов о «Ролан Гаррос»-2024

Рыбакина, Путинцева и Бублик стартуют на Ролан Гаррос. Кто в соперниках и чего ждать?

Moscow.media

Эксперт по семейному капиталу Светлана Петрова: как быстро накопить на авто

В Челябинской области трансгендеру вынесен приговор за поджог военкомата

В Арамиле возбудили уголовное дело из-за "дома-монстра", в котором продолжают жить люди

ALMI Partner и «Даком М» будут совместно развивать и продвигать отечественные ИТ-решения







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *