Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Май
2020

Новости за 23.05.2020

Radiotavisupleba.ge 

ირანში დაასახელეს უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდებაში დამნაშავე

იანვარში თეირანის მახლობლად, უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებაში მთავარ დამნაშავედ, ირანმა დაასახელა სარაკეტო სისტემის ოპერატორი, რომელმაც „ნებართვის გარეშე გახსნა ცეცხლი“.   ამის შესახებ ირანის ყოფილმა კანონმდებელმა, მაჰმუდ სადეყიმ განაცხადა. უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის შესახებ მან ჯერ კიდევ 23 აპრილს გაუგზავნა შეკითხვა გაუგზავნა ირანის თავდაცვის მინისტრს, ბრიგადის გენერალ ამირ ხატამის, რომლისგანაც პასუხი მხოლოდ გუშინ მიიღო.   როგორც ირანის თავდაცვის მინისტრმა აცნობა სადეყის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თალიბანმა ავღანეთში სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა რამადანის დასრულების აღსანიშნავად

ავღანელმა თალიბებმა 23 მაისს სამი დღით გამოაცხადეს ცეცხლის შეწყვეტა ყურბან-ბაიარამის დღესასწაულის აღსანიშნავად, რითაც ტრადიციულად მთავრდება მუსლიმანური ერთთვიანი მარხვა - რამადანი.   თალიბანის წარმომადგენელი ზაბიჰულა მოჯაჰედი ტვიტერით გავრცელებულ ცნობაში წერს, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ მოუწოდა ყველა შეიარაღებულ მებრძოლს, რომ „არ აწარმოონ შეტევითი ოპერაცია მტრის წინააღმდეგ“ და იზრუნონ მხოლოდ მათ კონტროლირებად ტერიორიებზე  "თანამოქალაქეთა დასაცავად."  ცეცხლის შეწყვეტა ამოქმედდება 24 მაისიდან. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კახა კალაძე: ვიცით, რა პრობლემები აქვთ ღამის კლუბებს

თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ იცის, რა პრობლემები შეექმნათ კლუბებს, რომელიც თბილისში არსებობს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. "ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, ონლაინგამოკითხვა გავაკეთეთ და გვაქვს სრული სურათი, თუ რა პრობლემების აქვთ [ღამის] კლუბებს, თუ როგორ დააზიანა პანდემიამ და ვაპირებთ გარკვეული პაკეტის შეთავაზებას ამ მიმართულებისთვის", - აღნიშნა მან. კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში კლუბები ორ თვეზე მეტია დახურულია. დახურვის გადაწყვეტილება მათ თავად ჯერ კიდევ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე მიიღეს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსში ყოველდღიურად მატულობს კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები

ბელარუსში, რომლის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო, COVID-19-ს „ფსიქოზს“ უწოდებდა, - ოპერატიული შტაბის ცნობით 23 მაისს 941-ით გაიზარდა კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა. 4 ახალი პაციენტი დაიღუპა.   რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა კორონავირუსის სტატისტიკაში, რაც ჯამში 35 244-ს უდრის, აერთიანებს როგორც დაავადებულებს, ისე გამოჯანმრთელებულებს და გარდაცვლილებს.   ბელარუსში კორონავირუსით დაავადებული 194 ადამიანი გარდაიცვალა, მაგრამ ქვეყნის ოფიციალური ინფორმაციაში ხაზგასმულია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დავით ზალკალიანი: სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა გავრცელებული კომენტარის გამო წუხილი გამოთქვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ამბობს, რომ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა საქართველოსთან დაკავშირებით გავრცელებული თავისი კომენტარის გამო წუხილი გამოთქვა. ამის შესახებ მან იმედის ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, სომხეთში საქართველოს საელჩოში დარეკა ჯანდაცვის მინისტრის სახელით ამავე უწყების საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსმა. "მე მინდა დავიჯერო, რომ ეს იყო არასწორად ინტერპრეტირებული მედიაში და ეს წუხილი, რაც გამოხატა სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა იმ ზარში, რაც განხორციელდა სულ ცოტა ხნის წინ საელჩოში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ყირიმის თაობაზე გაეროს ონლაინ-შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის წარმომადგენლებმა. უკრაინამ და აშშ-მა უარი თქვეს

უკრაინის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ისა და ესტონეთის წარმომადგენლებმა უარი თქვეს მონაწილეობა მიეღოთ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაში, რომელიც ანექსირებულ ყირიმში შექმნილ ვითარებას მიეძღვნა.   „არრიას ფორმულის“ სახელით ცნობილი შეხვედრა ინიცირებული იყო რუსეთის მიერ და 21 მაისს წარიმართა ონლაინ რეჟიმში. მოდერატორი იყო გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი ვასილი ნებენზია, შეხვედრაში მიწვეული იყვნენ რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის წარმომადგენლები.     გავრცელებული ცნობით, ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობდნენ გერმანიის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჩეხეთის პოლიციამ დაცვა დაუნიშნა რუს დიპლომატს, ანდრეი კონჩაკოვს

ჩეხეთის საერთაშორისო რადიოსა და ჩეხურ Denik N-ის ცნობით, ჩეხეთის პოლიციამ ახლახან დაცვა დაუნიშნა რუს დიპლომატს, ანდრეი კონჩაკოვს, რომლის სახელმაც ცოტა ხნის წინ ადგილობრივ მედიაში გაიჟღერა პრაღაში საწამლავ რიცინის შემოტანის კონტექსტში.

Radiotavisupleba.ge 

კახა ოქრიაშვილი: თუ ქართული ოცნება არ წარმადგენს, დამოუკიდებელ დეპუტატად ვიყრი კენჭს

ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატი, კახა ოქრიაშვილი ამბობს, რომ თუ 2020 წლის არჩევნებში მაჟორიტარად პარტია არ წარადგენს, ის დამოუკიდებელ დეპუტატად იყრის კენჭს. ამის შესახებ მან მთავარ არხთან საუბრის დროს განცხადა. "უკვე წლებია ვუკვეთავ [ვიკვლევ] ჩემს რეიტინგებს, ძალიან მაღალი რეიტინგი მაქვს წალკაშიც და დმანისშიც... 2004 წელსაც გავიმარჯვე როგორც დამოუკიდებელმა დეპუტატმა", - თქვა ოქრიაშვილმა. კახა ოქრიაშვილი ქართული ოცნების ის ერთ-ერთი დეპუტატია, რომელსაც 2019 წელს საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნა დაბრალდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს დისტანციური კენჭისყრის შესახებ

რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც შესაძლებელს ხდის დისტანციურ კენჭისყრას ყველა დონის არჩევნებზე. შესაბამისი ფედერალური კანონი გამოქვეყნებულია „სამართლებრივი ინფორმაციის სახელმწიფო სისტემის“ საინტერნეტო პორტალზე. კანონი ითვალისწინებს ელექტრონული ფოსტისა და ელექტრონული სისტემის გამოყენებას ყველა დონის არჩევნებსა და რეფერენდუმში ხმის მიცემის დროს. ასევე შესაძლებელია სახელმწიფო მომსახურების პორტალის გამოყენებითამომრჩევლების ხელმოწერების შეგროვება. აღნიშნული კანონი სახელმწიფო სათათბირომ 13 მაისს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კიევში ტყვიით მოკლული იპოვეს პარლამენტის დეპუტატი ვალერი დავიდენკო

უკრაინის დედაქალაქში მოკლული იპოვეს უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს, ვერხოვნა რადას დეპუტატი ვალერია დავიდენკო. როგორც საინფორმაციო პორტალი "ევროპეისკა პრავდა" იუწყება, იგი მოკლულია თავში სროლით.   მოკლულის გვამთან აღმოჩენილია ცეცხლსასროლი იარაღი. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები, რომლებიც ინცინდენტის დეტალებს იკვლევენ.   2019 წლის ივლისის არჩევნებში თვითწამოყენებული, უპარტიო დავიდენკო მე-9 მოწვევის პარლამენტში აირჩიეს 208-ე, ჩერნიგოვშჩინის ოლქიდან.   იგი იყო სადეპუტატო ჯგუფ „ნდობის“ წევრი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თორნიკე რიჟვაძე: აჭარამ დაიბრუნა "მწვანე ზონის" სტატუსი, 30 აპრილის შემდეგ არავინ დაინფიცირებულა

​აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თქმით, აჭარის კლინიკებში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები აღარ მკურნალობენ. მან ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ბოლო ორმა ინფიცირებულმა კლინიკა უკვე დატოვა. "ბოლო ორი ინფიცირებული რეგიონში განიკურნა. შესაბამისად, აჭარამ დაიბრუნა მწვანე ზონის სტატუსი", - თქვა რიჟვაძემ. საქართველოში ყოველდღიურად მცირდება კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსი 728 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 509 განიკურნა, 12 კი გარდაიცვალა.

Radiotavisupleba.ge 

სუს-ი უარყოფს, რომ საქართველოში ტერორიზმში ბრალდებული პირი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უარყოფს, რომ საქართველოში ტერორიზმში ბრალდებული პირი შემოვიდა და მათ დააკავეს. ტელეკომპანია "ფორმულას" ინფორმაციით კი ძებნილმა პირმა ქვეყნის საზღვარი ორჯერ გადმოკვეთა, ორჯერვე ქრთამის გადახდით. "კონფიდენციალური ინფორმაციით, ძებნილი პირი, რომელმაც 6 მაისს საზღვარი გადმოკვეთა, გავლენიან ფიგურად მიიჩნევა ტერორისტულ ორგანიზაციებში და ყველაზე საშიში 10 ტერორისტიდან, შესაძლოა, ერთ-ერთი იყოს... იემენის მოქალაქე, "ალქაიდას" ლიდერი და არაერთი სისხლიანი თავდასხმებისთვის ძებნილი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ტრამპმა და ერდოანმა იმსჯელეს ლიბიისა და სირიის გარშემო

აშშ-ისა და თურქეთის პრეზიდენტები, დონალდ ტრამპი და რეჯეპ ტაიპ ერდოანი შეთანხმდნენ, განაგრძონ მჭიდრო სამხედრო და პოლიტიკური თანამშრომლობა, რომელიც მიზნად ისახავს ახლო აღმოსავლეთის რეგიონის სტაბილურობას.   სააგენტო „როიტერსის“ თანახმად, სატელეფონო საუბარში ტრამპმა და ერდოანმა იმსჯელეს სირიისა და ლიბიის გარშემო.   თურქეთი მხარს უჭერს საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებულ ეროვნული თანხმობის მთავრობას, რომელმაც ბოლო კვირის განმავლობაში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ქვეყნის აღმოსავლეთში გამაგრებული... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინაში დასრულდა ჟურნალისტ შერემეტის მკვლელობის გამოძიება

უკრაინის პოლიციამ დაასრულა ჟურნალისტ პაველ შერემეტის მკვლელობის სავარაუდო შემსრულებელთა საქმის გამოძიება, რის შესახებაც უწყება ეჭვმიტანილთა დაცვის მხარეს გადაეცა.   ბელარუსი ჟურნალისტი, პაველ შერემეტი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა რუსეთსა და უკრაინაში, კიევში 2016 წლის ივლისში მოკლეს. მის თავდასხმაში სავარაუდო მონაწილეობისათვის პოლიციამ დააპატიმრა დონბასში საბრძოლო მოქმედებების მოხალისე, ქირურგი იულია კუზმენკო, ასევე ვეტერანი და მუსიკოსი ანდრეი ანტონენკო და სამხედრო მედდა, იანა დუგარი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სომხეთში წუხელ 374-ით გაიზარდა კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა. სამი - გარდაიცვალა

კორონავირუსის ეპიდემიის განმავლობაში სომხეთში წუხელ დაინფიცირების 374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ერთი დღის გამავლობაში ყველზე მაღალი მაჩვენებელია. სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის ცნობით, კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი 6302-ს უდრის. აქედან 2936 პაციენტი განიკურნა, 77 გარდაიცვალა. 22 მაისს, კორონავირუსის ეპიდემიის მხრივ ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას „ძალიან სერიოზული“ უწოდა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა: „სიტუაცია უფრო სერიოზულია, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სოფელ მუშევანში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა. როგორც „ინტერპრესნიუსი“ ბოლნისის მერიაზე დაყრდნობით იუწყება, ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან 67 საკვლევი მასალა გაიგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში, აქედან 39 მუშევანიდან იყო აღებული, დანარჩენი კი - მიზნობრივი ჯგუფებიდან.  დღეისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტში კოვიდინფიცირების 162 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 75 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმი კი, მუშევანისა და გეტას გარდა, ყველა სოფელსა და მუნიციპალურ ცენტრში მოიხსნა.

Radiotavisupleba.ge 

თეთრ სახლში განიხილეს 1992 წლის შემდეგ ბირთვული იარაღის პირველი გამოცდის შესაძლებლობა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში გაიმართა მსჯელობა, უნდა ჩაატაროს თუ არა ქვეყანამ ბირთვული იარაღის პირველი გამოცდა 1992 წლის შემდეგ.   გაზეთ „ვაშინგტონ პოსტის“ თანახმად, აღნიშნული საკითხის თაობაზე საუბარი გასულ კვირაში გაიმართა ქვეყნის უსაფრთხოების უწყებების მაღალჩინოსანთა მონაწილეობით.   ამ საკითხზე მსჯელობა განაპირობა აშშ-ის ეჭვმა, რომ ბოლო წლების განმავლობაში რუსეთი და ჩინეთი, ორივე ბირთვული სახელმწიფო, ატარებენ დაბალი სიმძლავრის ბირთვული იარაღის ცდებს.   გაზეთის თანახმად... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„ანას ბაღის“ მცველები: თუ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, კახა კალაძის გადადგომას მოვითხოვთ

„ანას ბაღის“ მცველები, სამოქალაქო აქტივისტები და გარემოს დამცველები, თბილისის მერიასთან აქციას მართავენ. საპროტესტო აქციის მონაწილეები თბილისის მერს, კახა კალაძეს მიმართავენ და მოუწოდებენ, ვარკეთილის ზემო პლატოზე, მეორე მიკრორაიონში მდებარე „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილი კორპუსის მშენებელ კომპანიას ალტერნატიული სივრცე შესთავაზოს საცხოვრებელი კორპუსის ასაშენებლად: „კახა კალაძე, შენ გაქვს ერთი საათი იმისათვის, რომ დაუკავშირდე მშენებელ კომპანიას, შეაჩერო მშენებლობის ნებართვა და შესთავაზო მას ტერიტორიის ადგილმონაცვლეობა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა. რუსეთიდან დაბრუნებულ სამხედრო კურსანტს, კარანტინის პერიოდში, COVID-19 დაუდგინეს. დე ფაქტო რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირების 35 შემთხვევაა დარეგისტრირებული. საკარანტინო სივრცეში 150 პირი იმყოფება.

Radiotavisupleba.ge 

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი დაიწყო

თბილისის მერიის ინფორმაციით, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ვარაზის ხევიდან ატენის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთზე ასფალტის საფარის ბოლო ფენა იგება. თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, გამზირის ეს მონაკვეთი, სავარაუდოდ, ორშაბათიდან გაიხსნება: „ეს მონაკვეთი დროებით ჩაკეტილი იყო, რადგან მიმდინარეობდა საკომუნიკაციო ჭების თავების წამოწევა და ასფალტის ბოლო ფენის დაგებისთვის მომზადება. დღეს, უკვე ეს სამუშაოები იწყება. ქუჩებზე, რომლებიც ჭავჭავაძის გამზირს უერთდება... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვში პოლიციის სპეცრაზმმა შტურმით აიღო ბანკის ფილიალი, სადაც მძარცველს მძევლები ჰყავდა აყვანილი

პოლიციიის სპეცრაზმმა შტურმით აიღო მოსკოვის ცენტრში მდებარე „ალფა-ბანკის“ ფილიალის შენობა, რომელშიც შეიარაღებული მძარცველი იმყოფებოდა.   გავრცელებული ინფორმაციით, 30 წლის ბოროტმოქმედი, რომელმაც მძველები აიყვანა, დიდძალ თანხას ითხოვდა და იმუქრებოდა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ბომბს ააფეთქებდა. ბანკის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მოასწრო პოლიციაში დარეკვა.  პოლიციის სპეცრაზმმა ეჭვმიტანილი დააკავა.

Radiotavisupleba.ge 

აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთი ოსეთი Tik Tok-ში აღარ იძებნება

სოციალურ ქსელში TikTok რეგისტრაციისას, ოკუპირებული აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთი ოსეთი სახელმწიფოთა ჩამონათვალში აღარ შეგხვდებათ. თუკი ტელეფონში აპლიკაცია უკვე ჩამოტვირთულია, მისი განახლებისას, აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი სახელმწიფოთა ჩამონათვალიდან „ქრება“. აქამდე, TikTok-ში რეგისტრაციისთვის, ცალკე ქვეყნებად იყო მითითებული რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ორი რეგიონი - აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთი ოსეთი. ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოების ნუსხაში გამოჩენა Tik Tok-ის ქართველმა მომხმარებელმა გააპროტესტა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კიევში პრორუსი პოლიტიკოსის, ვიქტორ მედვედჩუკის ოფისთან აფეთქება მოხდა

გავრცელებული ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ კიევში აფეთქება მოხდა პრორუსულად მიჩნეული საპარლამენტო პარტიის „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისათვის“ ლიდერის, ვიქტორ მედვედჩუკის ოფისის წინ. სოციალური ქსელით გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ასახულია აფეთქების შემდგომი ვითარება. საინფორმაციო პორტალ „ევროპეისკაია პრავდას“  ცნობით, აფეთქების დროს ოფისის წინ საპროტესტო აქციას მართავდნენ უკრაინის „ნაციონალური კორპუსის“ წარმომადგენლები. ინცინდენტში სწორედ მათ ადანაშაულებენ ვიქტორ მედვედჩუკის მომხრეები. „ჩვენ გავაკეთებთ ოფიციალურ განცხადებას. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კორონავირუსის შემთხვევები სწრაფად მატულობს ბრაზილიაში

23 მაისის მონაცემებით COVID-19-ით დაინფიცირებულთა რაოდენობამ ბრაზილიაში მიაღწია 330 890 კაცს, რითაც ლათინური ამერიკის ეს ქვეყანა მიუახლოვდა რუსეთს, რომელიც მსოფლიოში მეორე ადგილზეა აშშ-ის შემდეგ.   ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, განვლილი დღე-ღამის განმავლობაში ბრაზილიაში გამოვლინდა კორონავირუსით დაავადების 19 969 ახალი შემთხვევა. ეპიდემიის განმავლობაში გარდაიცვალა 21 048 პაციენტი.   ლათინური ამერიკის კონტინენტზე კორონავირუსის ეპიდემიის შემდგომ გაძლიერებას ვარაუდობენ ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტები. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნატოს ავიაციამ შარშან 300-ჯერ გადაუჭრა გზა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებს

ნატოს ავიაციამ შარშან დაახლოებით სამასჯერ გადაუჭრა გზა მოკავშირე ქვეყნების საჰაერო სივრცესთან მიახლოებულ რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებს. ამის შესახებ ალიანსის ანონიმურმა ოფიციალურმა პირმა აღნიშნა ნატოსა და რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებს შორის მზარდი სამანევრო ინციდენტების ფონზე.     ნატოს წარმომადგენელმა ანონიმურობის პირობით აცნობა რადიო თავისუფლების ბულგარულ სამსახურს, რომ 2014 წლიდან მოყოლებული, ანუ რუსეთის მიერ უკრაინის ყირიმის ანექსიის შემდეგ, რუსეთის სამხედრო ავიაცია საგრძნობლად გააქტიურდა... Читать дальше...


Минфин предложил пятиступенчатую прогрессивную шкалу налогообложения физлиц

В Москве подвели итоги предварительного голосования «Единой России»

Поэт Владимир Вишневский объяснил, почему не переживает за русский язык

Президент Путин вернулся в Москву и встретился в Кремле с главой Ингушетии



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Mash: посла Зимбабве в РФ Мутинири госпитализировали с подозрением на инсульт

Мужчина прострелил голову супруге в центре Москвы

Поэт Владимир Вишневский объяснил, почему не переживает за русский язык

Минфин предложил пятиступенчатую прогрессивную шкалу налогообложения физлиц

Музыкальные новости

Почта России помогла ребёнку из Ижевска, подопечному благотворительного фонда, встретиться с футболистами ЦСКА

ЦСКА шагнул к трофею // Команда обыграла УНИКС в первом матче финала Единой лиги ВТБ

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге об инвестировании в отечественные цифровые технологии

Концерты оркестра Бутмана посмотрели более 50 миллионов китайцев

Новости России

Возбуждено уголовное дело по факту убийства женщины на северо-востоке Москвы

Арт-фестиваль «Сирень+» пройдет в Солнечногорске в начале июня

Mash: посла Зимбабве в РФ Мутинири госпитализировали с подозрением на инсульт

Минфин предложил пятиступенчатую прогрессивную шкалу налогообложения физлиц

Экология в России и мире

Новые электрические зубные щетки Revyline RL 075 Peach Fuzz появились в филиале бренда в Москве

Аделина Панина: какие элементы фэншуй должны быть на кухне, чтобы есть и худеть

Делегация МГППУ посетила в Ханое Представительство РФ «Русский дом»

Стало известно, как туроператоры будут возить российских туристов на курорты Египта

Спорт в России и мире

Надаль пропустит Уимблдон из-за желания сыграть на Олимпиаде

Российский теннисист Сафиуллин опустился на две позиции в рейтинге ATP

Рыбакина, Путинцева и Бублик стартуют на Ролан Гаррос. Кто в соперниках и чего ждать?

Теннисистка Мария Шарапова снялась в красном облегающем платье

Moscow.media

ALMI Partner: операционных систем в Реестре Минцифры должно стать меньше

Летнее нижегородское утро.

Ксения Караулова: о пользе гастродипломатии и новом взгляде на национальную кухню

Двигатель города на Неве: как «Грузовичкоф» участвует в жизни Санкт-Петербурга







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *