Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Май
2020

Новости за 14.05.2020

Radiotavisupleba.ge 

ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი: 06:00-დან იზოლაციაში მოექცევა სოფელი გეტა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატის გოგი მეშველიანის ინფორმაციით, 15 მაისს, 06:00-დან იზოლაციაში მოექცევა სოფელი გეტა და დამატებით გატარდება შესაბამისი სამედიცინო ღონისძიებები. დეპუტატი „ფეისბუკზე“ წერს, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის 48 დასახლებიდან, ამ დროისათვის, რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება რჩება ორ სოფელში - მუშევანსა და გეტაში. როგორც ის აღნიშნავს, სწორედ, ამ სოფლებს უკავშირდება 14 მაისს გამოვლენილი COVID-19 -ის 15 შემთხვევა (გეტა-8; მუშევანი-7). მეშველიანის ინფორმაციით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

COVID-19: სად იმალება უდიდესი საფრთხე და რა (არ) ვიცით

მართალია, ექვსი თვე გავიდა და 4 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, მაინც ბევრი რამ არის, რაც არ ვიცით კორონავირუსის შესახებ. არ ვიცით, მაგალითად, - ვის, სად და რამდენად ძლიერად ემუქრება ის.

Radiotavisupleba.ge 

„ეს საქმეები კომბლეს კომბლებივით არის ჭერში შემოწყობილი და როცა მოუნდება ხელისუფლებას, ჩამოიღებს და თავში ჩაარტყამს პოლიტიკურ ოპონენტს"

ერთი კვირის წინ „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ გამოაქვეყნა 32-გვერდიანი ანგარიში - „გიორგი უგულავას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების სამართლებრივი შეფასება“. ამ დოკუმენტს ბოლო დღეების პოლიტიკურ დისკუსიებში ხშირად ახსენებდნენ. რა წერია ანგარიშში?

Radiotavisupleba.ge 

ჩიხში შესული შეთანხმება საარჩევნო სისტემაზე - რა არ უნდა გამოგრჩეს 15 მაისს

"დრაკონი" კედელთან - ვის ხელშია არჩევნების ბედი არ არსებობს გარანტია, რომ პარლამენტში შეგროვდება 113 დეპუტატის ხმა ახალი საარჩევნო სისტემის დასამტკიცებლად. პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების გარეშე კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ - 30-მდე სადეპუტატო მამდატით. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კი, საერთაშორისო პარტნიორების მწვავე შეფასებების მიუხედავად, ოპოზიციის ულტიმატუმის შესრულებას არ აპირებს და ვერც საკონსტიტუციო ცვლილებების გატანის გარანტიას იძლევა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ტიკარაძე: ბოლნისის რაიონში ჯაჭვი გაწყვეტილი არ არის

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძე „პირველი არხის“ ეთერში ბოლნისში COVID – 19-ით ინფიცირებულთა შემთხვევებს გამოეხმაურა. „ეს უბრალოდ კვლავ გვიჩვენებს, რომ ბოლნისის რაიონში ჯაჭვი გაწყვეტილი არ არის და ის უფრო მეტად ღრმა კვლევას საჭიროებს“, – თქვა ტიკარაძემ. მისი განმარტებით, მნიშვნელოვანია, თითოეული რეგიონი მინიმუმ, ორი კვირის განმავლობაში მაინც მიიჩნეოდეს კოვიდინფექციისგან თავისუფალ რეგიონად. როგორც მინისტრი ამბობს, თუ ბოლნისში შემდეგ დღეებში ათ და მეტ პაციენტს დაუდასტურდა COVID – 19, რეგიონში ღონისძიებები გამკაცრდება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

PACE-მ გააფრთხილა აზერბაიჯანი, არ გამოიყენოს კორონავირუსის ეპიდემია ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლაში

PACE-მ გააფრთხილა აზერბაიჯანი, არ გამოიყენოს კორონავირუსის ეპიდემია ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლაში. PACE-ს მეთვალყურეები იტყობინებიან, რომ 15-ზე მეტი აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი 30 დღემდე ვადით დააპატიმრეს კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული აკრძალვების დარღვევისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით. PACE შიშობს, რომ ბაქოს ციხეში პოლიტიკური ოპონენტების სიცოცხლეს შეიძლება COVID-19-ით დაავადების საფრთხე შეექმნას. ასამბლეამ მოუწოდა აზერბაიჯანის ხელისუფლებას, დაიცვას აზრის გამოხატვის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მთავრობამ ბოლნისის მუნიციპალიტეტში შეზღუდვების გაგრძელების შესახებ დადგენილება მიიღო

მთავრობის დადგენილება, რომელიც მარნეულსა და ბოლნისში საკარანტინო ღონისძიებებს ითვალისწინებდა, მხოლოდ ბოლნისზე გავრცელდება. 23 მარტს მიღებულ დოკუმენტში ახლად შეტანილი ცვლილებები ძალაში 18 მაისიდან შედის, სწორედ, ამ დღეს იხსნება შეზღუდვები მარნეულის მუნიციპალიტეტზე. 14 მაისის ცვლილების თანახმად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის ვადით აიკრძალება შესვლა და გასვლა. შეზღუდვა არ ვრცელდება ბოლნისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ/ფაქტობრივად მცხოვრებ პირებზე. ცვლილება არ შეეხება... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მართლმადიდებელი სასულიერო პირების დაკავებას მონტენეგროში არეულობა მოჰყვა

მონტენეგროში სიტუაცია კვლავინდებურად დაძაბული რჩება მას შემდეგ, რაც ქვეყნის სამართალდამცველმა ძალებმა სულ ცოტა 60 კაცი დააკავეს წუხანდელი არეულობის შემდეგ.

Radiotavisupleba.ge 

საერთაშორისო პრესა კორონავირუსზე: რა ბედი ელის ტურიზმს და საზაფხულო მოგზაურობას

ტურიზმის აღდგენის პირობა უნდა იყოს ინფიცირების დაბალი საფრთხე, ტესტების საკმარისი რაოდენობა და გადაუტვირთავი ჯანდაცვის სისტემა. ევროპულ პრესაში ბევრი იწერება იმის შესახებ, შეძლებს თუ არა ეს გეგმა სექტორის ფეხზე წამოყენებას.

Radiotavisupleba.ge 

მართლმსაჯულების ევროპული სასამართლო: უნგრეთმა გვერდი აუარა ევროკავშირის კანონმდებლობას მიგრანტთა საკითხში

ევროკავშირის უზენაესმა სასამართლო ორგანომ, მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ, დაადგინა, რომ უნგრეთმა გვერდი აუარა ევროკავშირის კანონმდებლობას ავღანელი და ირანელი თავშესაფრის მაძიებლების მოთავსებით ციხის მსგავს პირობებში, სასაზღვრო ტრანზიტულ ზონაში. უნგრეთი ევროკავშირის მხრიდან კრიტიკის ობიექტად იქცა მიგრაციის პრობლემის მიმართ არჩეული მკაცრი კურსისთვის და მას მრავალჯერ მოსთხოვეს პასუხი მართლმსაჯულების ევროპულ სასამართლოში, რომელმაც თავისი უკანასკნელი გადაწყვეტილება 14 მაისს მიიღო. უკანასკნელი სარჩელით სასამართლოს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მშენებლობა ტრანსპორტის კვლევის გარეშე - მერია ორი წლის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას აუქმებს

თბილისის მერის ინიციატივით, შესაძლოა დეველოპერულ კომპანიებს სამშენებლო ნებართვების მიღება გაუადვილდეთ და აღარ დასჭირდეთ მერიაში წარადგინონ ტრანსპორტის ზეგავლენის შეფასება.

Radiotavisupleba.ge 

ციხელაშვილი: ოკუპირებულ ტერიტორიებზე ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთი ციხელაშვილმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე COVID – 19-ით ინფიცირებულების რაოდენობის შესახებ ილაპარაკა. „იზრდება ინფიცირებულთა რიცხვი ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დღეის მონაცემებით, ხაზგასმით ვამბობ, რომ იმ მონაცემებით, რასაც თავად აქვეყნებენ აფხაზეთში 15, ხოლო ცხინვალის რეგიონში 30 ინფიცირებულია. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს ამ მონაცემების გადამოწმების შესაძლებლობა და ბუნებრივია, ჩვენ სრული პასუხისმგებლობით ვერ ვიტყვით, რომ სწორედ ეს არის ციფრები და არა მეტი ან ნაკლები. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საზოგადოებრივ მაუწყებელს მასტერშეფი 1,5 მლნ ლარამდე დაუჯდა 

საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს კულინარული შოუ მასტერშეფის დამზადება და ეთერში განთავსება 1 479 477 ლარი დაუჯდა. ინფორმაცია 2019 წლის ანგარიშშია ასახული, რომელიც პარლამენტმა დღეს, 14 მაისს გამოაქვეყნა. გასულ წელს ეთერში გადაცემის ორი სეზონი გავიდა. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, პირველ სეზონზე შოუმ იუთუბის არხზე 58 მილიონი ნახვა დააგროვა. ამ გადაცემის დახმარებით მაუწყებელმა 195 ათას ლარამდე შემოსავალი სპონსორობის მომსახურებით მიიღო, დამატებით კი 9,5 ათას ლარამდე საბარტერო ხელშეკრულება დადო.... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

COVID - 19-ის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა ბოლნისის მუნიციპალიტეტში

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორი სოფელში COVID - 19-ით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ 15 ინფიცირებულიდან შვიდი სოფელ მუშევანიდან არის, რვა კი სოფელ გეტადან.  ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა 14 მაისს დღის პირველ ნახევარში თქვა, რომ მუშევანსა და გეტში კვლავ მძიმე მდგომარეობაა. გუბერნატორის ინფორმაციით, მარნეულიდან, ბოლნისიდან და თეთრიწყაროდან, გუშინ, 13 მაისს დაახლოებით 160 ადამიანის საკვლევი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

წესები სილამაზის სალონებისთვის

სილამაზის სალონები ორშაბათიდან კლიენტების მისაღებად ემზადებიან. როგორ შეცვლის ნიღბები, დისტანციის დაცვისა და სხვა მოთხოვნები მყუდრო, ვიწრო სივრცეებს და სილამაზის სერვისს? რადიო თავისუფლება სილამაზის სალონების მფლობელებს ესაუბრა. „ადრე როგორც იყო, ახლა ისე ვერ იქნება. ნიღბები, ფარები, ხელთათმანები უნდა ვიყიდოთ, ეს კი ფასზე აისახება. კიდევ ერთი პრობლემა ამ პირობებში მუშაობაა. ნიღაბთან ერთად სტილისტს ფარიც უნდა ეკეთოს და ამას ისიც რომ დაემატება, რომ ფენი უნდა ჩართო და თან ზაფხული მოდის, რა ვიცი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვის სასამართლომ პოლ უილენი 13 სექტემბრამდე დატოვა წინასწარ პატიმრობაში

რუსეთის სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება, აშშ-ის ყოფილი საზღვაო ქვეითი, პოლ უილენი სექტემბრის შუა რიცხვებამდე დარჩეს წინასწარ პატიმრობაში, სანამ გრძელდება მისი სასამართლო პროცესი ჯაშუშობის ბრალდებით. მოსკოვის სააპელაციო სასამართლომ „უკუაგდო ჩვენი სააპელაციო სარჩელი აღმკვეთი ზომის გაგრძელების თაობაზე“, განაცხადა უილენის ადვოკატმა ვლადიმირ ჟერებენკოვმა 14 მაისს. 23 მარტს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ უილენს წინასწარ პატიმრობაში ყოფნის ვადა ექვსი თვით გაუგრძელა 13 სექტემბრამდე. 50 წლის უილენი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ხელისუფლების და მოქალაქეების ქცევა ცხინვალში „მკაცრი“ შეზღუდვების მიუხედავად

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 30-მდე გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირების ადგილზე დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი.

Radiotavisupleba.ge 

კომენდანტის საათის დაწესების კონსტიტუციურობაზე სასამართლო იმსჯელებს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული კომენდანტის საათის შესახებ სარჩელი წარმოებაში მიიღო. სასამართლო იმსჯელებს რამდენად კონსტიტუციური იყო მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვა. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს მოქმედი წესები შეიცავს ადამიანის უფლებების შეზღუდვის მომეტებულ საფრთხეს, პროცესში პარლამენტის ჩართულობა კი ამ რისკებს შეამცირებს. "მოცემულ შემთხვევაში პარლამენტის მიერ დამტკიცდა პრეზიდენტის ისეთი ბრძანება და დეკრეტი, რომლებიც... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თბილისი პრაიდი მერიას 17 მაისს ანძის ცისარტყელის ფერებში განათებას სთხოვს

თბილისი პრაიდი თბილისის მერიას 17 მაისს, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს ანძის ცისარტყელის ფერებში განათებას სთხოვს. ორგანიზაციამ მიმართვა საჯაროდ გაავრცელა. ორგანიზაცია განმარტავს, რომ იმ დროს, როცა შეკრების თავისუფლება შეზღუდულია, ტრანსგენდერმა ქალმა კი თვითმკვლელობა სცადა, მნიშვნელოვანია თემის წევრების მხარდაჭერა, გამხნევება და მათთვის იმის გაზიარება, რომ ისინი არ არიან მარტო პანდემიით და ჰომოფობიით გამოწვეული პრობლემების პირისპირ. "მიგვაჩნია, რომ ანძის ცისარტყელის ფერებით განათება ის მოთხოვნაა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სოხუმში თბილისის რეაქციას TikTok- თან დაკავშირებით არაადეკვატურად მიიჩნევენ

TikTok-ის მიერ დე ფაქტო  აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკებად მოხსენიების გამო თბილისის მიერ გამოხატულ რეაქციას სოხუმში არაადეკვატური უწოდეს. თვითაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ აღნიშნულ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია ობიექტურად ასახავს სამხრეთ კავკასიის პოლიტიკურ რუკაზე არსებულ რეალურ ვითარებას.    „აღნიშნული შემთხვევა ნათლად ადასტურებს, რომ ხმამაღალი განცხადებები დიალოგის წარმართვის აუცილებლობისა და ურთიერთობათა ნორმალიზების... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ავტოიმპორტიორებს ავტომობილების განბაჟების ვადა გაუხანგრძლივდებათ

შემოსავლების სამსახურის ცნობით, ფინანსთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად პასუხისმგებლობის ზომებს/სანქციებს იმ პირთა მიმართ არ გამოიყენებენ, რომლებიც ვერ შეძლებენ 2020 წლის 1 მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების რეექსპორტს შემოყვანიდან 90 დღის განმავლობაში ან მის სხვა საბაჟო პროცედურებში მოქცევას. სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, აგრეთვე თავისუფლდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საურავისგან. „გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ვალდებულია 2020 წლის 1 სექტემბრამდე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მარნეულისა და ბოლნისის ჩაკეტვის კონსტიტუციურობაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ხვალ, 15 მაისს არსებითად განიხილავს საქართველოს მოქალაქის, გიორგი ჭაუჭიძის სარჩელს, რომელიც საგანგებო მდგომარეობის დროს მარნეულისა და ბოლნისის ჩაკეტვის კონსტიტუციურობას სადავოდ ხდის. მას მიაჩნია, რომ მთავრობამ ამ გადაწყვეტილებით კონსტიტუციური უფლება, თავისუფლად გადაადგილება, აკრძალა. "მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტი არ განსაზღვრავს კონკრეტულ რეგულაციებს და კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ალეკო ცქიტიშვილი გიგი უგულავას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებზე

ერთი კვირის წინ „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ გამოაქვეყნა 32-გვერდიანი ანგარიში - „გიორგი უგულავას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების სამართლებრივი შეფასება“. ამ დოკუმენტს ბოლო დღეების პოლიტიკურ დისკუსიებში ხშირად ახსენებდნენ. რა წერია ანგარიშში?

Radiotavisupleba.ge 

პორნოგრაფიის საქმე: მშობლების ნაწილმა ბრალი აღიარა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის დამზადება/გავრცელებასა და ტრეფიკინგში ბრალდებულ 9 პირთან საქართველოს პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა.


Международный День защиты детей вместе с LES Art Resort и КидБург

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о поддержке ИТ-сегмента отечественной экономики

Выгодно ли покупать квартиру в новостройке?

POMPEYA и O! МАРГО выступят на фестивале «НЕБО»



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Грузовые автопарки переориентировались на новые бренды

Международный День защиты детей вместе с LES Art Resort и КидБург

Онколог Марина Шорина: «Раковая опухоль потребляет колоссальное количество энергии из запасов человека»

Самые высокооплачиваемые: ЛЭТИ вошел в ТОП-10 вузов по доходам IT-выпускников

Музыкальные новости

Фотовыставка «Древнейшие пирамиды мира» пройдёт в Крыму

Сергей Лазарев рекомендовал Казань для отпуска выходного дня

Почта России помогла маленькому жителю Перми встретиться с футболистами ЦСКА

«СВЯТОЙ ЛЕНИН» спасает население от борьбы с перенаселением, 5 серия, СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.

Новости России

В учреждениях УИС Дагестана обсудили вопросы организации и проведения антинаркотического месячника

Ленобласть вошла в тройку лидеров по вводу жилья

Застройщики планируют построить в Москве 34 млн кв. м жилья

VK Fest 2024: Музыка и Развлечения на Открытых Площадках России

Экология в России и мире

ONYX отправляется в Большой тур по России

Доктор Кутушов назвал болезни, которые поджидают отдыхающих у водоёмов

Третья Московская неделя моды: масштабное событие с участием дизайнеров из России и мира пройдет в октябре

С чем носить брюки палаццо: примеры образов

Спорт в России и мире

Касаткина о романе Синнера и Калинской: рада, больше ничего не хочу говорить

Рыбакина, Путинцева и Бублик стартуют на Ролан Гаррос. Кто в соперниках и чего ждать?

Повернення Калініної до топ-50 та втрачені позиції Світоліної. Оновлені тенісні рейтинги WTA та ATP

Последний танец Надаля и юбка Сюзанн Ленглен: 6 важных фактов о «Ролан Гаррос»-2024

Moscow.media

Удаленная настройка охранных комплексов StarLine

В Челябинской области трансгендеру вынесен приговор за поджог военкомата

Лето в урочище Кокоря

ТСД SAOTRON RT-T50: высокопроизводительный терминал сбора данных промышленного класса







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *