Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Февраль
2021

Новости за 01.02.2021

Radiotavisupleba.ge 

შეუწყვეტს  თუ არა უფლებამოსილებას პარლამენტი ოპოზიციას - რა არ უნდა გამოგრჩეს 2 თებერვალს

"ოცნება" გზაჯვარედინზე? არალეგიტიმური პარლამენტი თუ დარღვეული კონსტიტუცია დღეს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე კენჭს უყრიან ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების გაუქმების საკითხს. ამ გადაწყვეტილების მოლოდინშია 6 პარტიის 51 დეპუტატი, რომლებმაც საკანონმდებლო ორგანოს პირადი განცხადებებით დეკემბერში მიმართეს. გუშინ გვიან ღამით დასრულდა ამ თემაზე "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო. როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, დღევანდელი "გადაწყვეტილება შესაძლოა ოპონენტების გარკვეულ ნაწილს არ მოეწონოს". Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ში მცირდება კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი, ისრაელი ვირუსის ახალ ვარიანტს ებრძვის

აშშ-ში შემცირებას განაგრძობს კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მაჩვენებელი, რაც აჩენს იმედს იმ ფონზე, როცა ქვეყანა აფართოებს მოსახლეობის ვაქცინაციის პროგრამას.  ბევრი სხვა ქვეყნის მსგავსად, აშშ ცდილობს სწრაფად მოახდინოს მოსახლეობის იმუნიზირება, რადგან ვირუსის ახალი, უფრო მაღალი გავრცელების უნარის მქონე ვარიანტები შეშფოთებას აჩენს პანდემიის ტრაექტორიის თაობაზე.  ბოლო კვირის განმავლობაში, 330 მილიონამდე მოსახლის მქონე ქვეყანაში ყოველდღიურად 1 მილიონზე მეტ ადამიანს უკეთდება ნემსი. ვაქცინის ერთი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კოსოვომ ოფიციალური კავშირი დაამყარა ისრაელთან, აპირებს საელჩოს გახსნას იერუსალიმში

კოსოვომ და ისრაელმა ოფიციალურად დაამყარეს დიპლომატიური კავშირი, აშშ-ის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების ფარგლებში. შეთანხმების თანახმად, კოსოვო, რომლის მოსახლეობის უმრავლესობა მუსლიმია, სელჩოს იერუსალიმში გახსნის.  კოსოვოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელიზა ჰარადინაი-სტუბლამ და მისმა ისრაელელმა კოლეგამ, გაბი აშკენაზიმ ურთიერთობის დამყარების დეკლარაციას ხელი მოაწერეს 1 თებერვალს, კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო შეზღუდვების გამო ვირტუალურად გამართულ შეხვედრაზე. მხარეებმა ასევე ერთმანეთს დაუკავშირეს ორი ურთიერთგაგების მემორანდუმი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბლინკენი მკაცრად აკრიტიკებს პუტინს ნავალნის მომხრეებზე ზეწოლის გამო, გამოდის გაფრთხილებით ირანისა და ჩინეთის შესახებ

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავს რუსეთის წინააღმდეგ შესაძლო ზომების მიღებას, ერთ დღეში მას შემდეგ, რაც პოლიციამ ხელკეტები და ელექტროშოკი გამოიყენა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით გამართული დემონსტრაციის მონაწილეთა წინააღმდეგ.   1 თებერვალს, ტელევიზიით გადაცემულ ინტერვიუში ბლინკენი ამბობს, რომ ის "ღრმად შეშფოთებულია ძალადობრივი ზეწოლით".  ამავე ინტერვიუში ბლინკენმა თქვა, რომ ჩინეთი "შემაძრწუნებლად" მოიქცა ჰონგ-კონგისთვის ძირის გამოთხრის მიზნით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ მელაშვილის შეურაცხყოფაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება

გიორგი მშვენიერაძე, "კარტოგრაფბის საქმეზე" ბრალდებული ივერი მელაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ მაღაზიაში შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. მელაშვილს მოქალაქე დღეს, საღამოს 17:30 საათისთვის დაუპირისპირდა. "განვმარტავ, რომ პირისპირ შეურაცხყოფა არ არის გამოხატვის თავისუფლებით დაცული და ზოგიერთი უვიცი თუ ამ ფაქტის ასეთად მონათვლას შეეცდება, წინასწარ იცოდეს. ამავდროულად, პასუხიმგებლობა ამ ყველაფერზე ეკისრება ხელისუფლებას, რომელიც საკუთარი პროპაგანდით მორალურ სასამართლოს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„შეტევითი“ მანევრების პოლიტიკური განზომილება

1 თებერვალს ყარსის პროვინციაში სტარტი აიღო თურქეთ-აზერბაიჯანის ერთობლივმა სამხედრო მანევრებმა „ზამთარი 2021“, რომელიც სომხეთში უკვე მონათლეს როგორც ძალის მორიგი დემონსტრირება ერევანზე მორალურ-ფსიქოლოგიური ზეგავლენის მოსახდენად.

Radiotavisupleba.ge 

„ბორჯღალოსნების“ სამწვრთნელო შტაბმა რუსეთთან თამაშის წინ გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს სარაგბო ნაკრები 7 თებერვალს რუსეთთან გასამართი მატჩისთვის ოცდათექვსმეტი მორაგბით მოემზადება. „ბორჯღალოსნების“ სამწვრთნელო შტაბმა დღეს დასახელებულ გაფართოებულ შემადგენლობაში ათი ისეთი მოთამაშე შეიყვანა, სანაკრებო ფორმა აქამდე ერთხელაც რომ არ მოურგიათ. საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების მომავალი დაპირისპირება რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის სეზონის ბოლო ტურის მატჩია. ლევან მაისაშვილის გაწვრთნილი გუნდისთვის, სატურნირო თვალსაზრისით, თამაშის შედეგს მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ჩემპიონის ტიტული ვადაზე ადრე გაინაღდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ConIFA-ის ევროპის თასის თამაშები ნიცაში გაიმართება, სიაში აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთიც არიან

ფეხბურთის დამოუკიდებელ ასოციაციათა კონფედერაციამ (ConIFA) გამოაქვეყნა ევროპის თასის თამაშების მონაწილეთა სია. თამაშები საფრანგეთში, ნიცაში გაიმართება, მიმდინარე წლის 9-19 ივნისს.  მონაწილეთა შორის არიან ნაკრებები ნიცის საგრაფოდან, აფხაზეთიდან, სამხრეთ ოსეთიდან, პადანიადან, ლაპლანდიიდან, ჩრდილოეთ სომხეთიდან, ჩრდილოეთ კვიპროსიდან, მთიანი ყარაბაღიდან, სცეკელის მხარიდან, ჩამერიიდან, სარდინიიდან და კორნუოლიდან.  სიაში სარეზერვო გუნდებიც არიან, იმ შემთხვევისთვის, თუკი რომელიმე ნაკრები, რომელმაც კვალიფიკაცია გაიარა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მამუკა მდინარაძის თქმით, მანდატების გაუქმების გადაწყვეტილებაზე უმრავლესობაში იმსჯელებენ

"ქართული ოცნების" უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ოპოზიციისთვის მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას უმრავლესობის სხდომაზე მიიღებენ. ამის შესახებ მან პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. "დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, წარვუდგინოთ მოსაზრება უმრავლესობას და მას შემდეგ გახმოვანდება ეს გადაწყვეტილება, ან დაუჭერს ან საპირისპირო გადაწყვეტილებას მიიღებს. ჩვენ ამის გახმოვანებას ერთადერთი მოტივით არ ვაპირებთ, ამას სჭირდება უმრავლესობის თანხმობა", - თქვა მდინარაძემ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნიდერლანდის სასამართლომ განაახლა დონბასში ბოინგის ჩამოგდების საქმის განხილვა

ნიდერლანის სასამართლომ განაახლა პროცესი, რომელზეც განიხილავენ „სამგზავრო „ბოინგის“ ჩამოგდების საქმეს დონეცკში, 2014 წელს. საქმის არსებითი განხილვა ინიშნება 7 ივნისისთვის. აპრილამდე სასამართლომ უნდა გამოკითხოს MH-17-ის რეისის საქმეში ექსპერტები, მათ შორის ნიდერლანდის აეროკოსმონავტიკის ცენტრის და ბელგიის სამეფო აკადემიის და რუსეთის თავდაცვითი კომპლლექსის, „ალმაზ-ანტეის“ წარმომადგენლები. საერთაშორისო გამოძიების თანახმად, „ბოინგი“ ჩამოაგდო რუსულმა, „ალმაზ-ანტეის“ მიერ წარმოებულმა, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსმა, „ბუკმა“. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პაატა იმნაძის თქმით, "კომენდანტის საათის" მოხსნა ყველაზე გვიანაა მოსალოდნელი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ვარაუდობს, რომ "კომენდანტის საათი" უახლოეს პერიოდში არ მოიხსნება. მან "პალიტრანიუსის" ეთერში თქვა, რომ "კომენდანტის საათის" მოხსნის შემთხვევაში კორონავირუსი დიდ გეოგრაფიულ არეალში გავრცელდება. "ალბათ, ყველაზე ბოლოს. ქართველები ვართ. მე, მაგალითად, ძალიან მომენატრა ჩემი მეგობრების ნახვა. მე ვერ ვნახულობ რამდენი ხანია, წელიწადი გავიდა ჩემს მეგობრებთან ერთად საღამოს არ ვყოფილვარ არსად... ქართველები არ ვართ, არ ვცხოვრობთ ამ ქვეყანაში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სოხუმში ამოქმედდა ვლადიმირ პუტინის მხარდაჭერის შტაბი

სოხუმში მუშაობა დაიწყო რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მხარდაჭერის შტაბმა, რომელიც განთავსდა  „შავი ზღვის კაზაკთა ძალების“ და „აფხაზეთში რუსული თემის“, ორი საზოგადოებრივი ორგანიზაციის, ოფისში. შტაბში შევიდნენ სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.   შტაბმა გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ მასში შევიდნენ „სხვადასხვა ეროვნების, ასაკის, შეხედულებების, პოლიტიკური პოზიციის და ერთი იდეის მქონე ადამიანები - გაერთიანდნენ რუსეთის პრეზიდენტის -  რუსეთის და აფხაზეთის უსაფრთხოების... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სალომე ზურაბიშვილი უმრავლესობას მოუწოდებს ოპოზიციას გადაწყვეტილების მისაღებად დრო მისცეს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მეათე მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესიის წინ დეპუტატებს მიმართა. მან საპარლამეტო უმრავლესობას მოუწოდა მისცეს დრო ოპოზიციას გონივრული გადაწყვეტილების მისაღებად. თავის მხრივ ოპოზიციას მიმართა გამოიყენოს ამომრჩევლის მიერ მიცემული მანდატები და უარი არ თავს საპარლამენტო საქმიანობაზე. „მინდა, დღეს ორივე მხარეს მოვუწოდო გონივრული გადაწყვეტილებებისკენ, რომელიც ქვეყნისათვის სასიკეთოდ გადადგმული ნაბიჯი იქნება და არა ვიწრო ინტერესებზე გათვლილი: - ოპოზიციას... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპის სასამართლომ რუსეთს ამცნო, რომ ნავალნის მოწამვლის საქმის განიხილავს

ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ რუსეთის წარმომადგენელს ამცნო, რომ განსახილველად მიიღო რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმე. საქმე იქნა იანვრის შუა რიცხვებში იქნა გადაცემული. ამის თაობაზე ინფორმაცია გამოქვეყნა სასამართლოს ვებ გვერდზე. ნავალნის მოწამვლის თაობაზე პირველი საჩივარი სასამარლოს გადაეცა ომსკში მისი ჰოსპიტალიციის მეორე დღეს, წერია გამოქვეყნებულ დოკუმენტში. მასში ნავალნის ადვოკატები მოითხოვენ აღიარებას, რომ კრემლის ოპონენტის მიმართ დარღვეული იქნა ადამიანის უფლებების... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ივერი მელაშვილს ტექნიკის მაღაზიაში შეურაცხყოფა მიაყენეს

"კარტოგრაფების საქმეზე" ბრალდებულ ივერი მელაშვილს ერთ-ერთ ტექნიკის მაღაზიაში შეურაცხყოფა მიაყენეს. ვიდეომასალა "ფორმულას" თანამშრომელმა სოციალური ქსელით გაავრცელა. ვიდეოს ავტორი, სოფო სამუშია ამბობს, რომ ის ინციდენტის მხოლოდ ფრაგმენტს შეესწრო და მისი ყურადღება "ალტას" მაღაზიაში ხმაურმა მიიქცია. მისი თქმით, დაცვის სამსახურის თანამშრომლები მხოლოდ კონფლიქტის დასრულების შემდეგ გამოჩნდნენ. "მე ვფიქრობ, რომ პროვოკაციაა... მე ვფიქრობ, რომ ვიღაც-ვიღაცებმა ამოჭრილი ლაპარაკი აჩვენეს, იმის შედეგი შეიძლება იყოს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რატომ არ დააწერინეს იონას ილიას ბიოგრაფია

იონა მეუნარგიას, ქართველ მწერალთა ცხოვრების პირველ მკვლევარსა და არაერთი ბიოგრაფიული წიგნის ავტორს, გადაწყვეტილი ჰქონდა ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიის შედგენაც, რისთვისაც ჯერ კიდევ ილიას სიცოცხლეში აგროვებდა საჭირო მასალებს „ნანახისა და განაგონის“ სახით, თუმცა იონას ამ მცდელობას საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის ისეთი მძაფრი რეაქცია მოჰყვა, რომ განზრახვაზე სამუდამოდ აიღო ხელი. საზოგადოება კი არა, შვილებიც კი - ლილი და მიშა მეუნარგიები - მამის წინააღმდეგ დაირაზმნენ. იონას გამხნევება სცადა ნიკო ნიკოლაძემ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველო მოსახლეობის 60 %-ის ვაქცინაციას 2022 წლის ბოლოსთვის შეძლებს - „ეკონომისტის“ კვლევა

ჟურნალ „ეკონომისტის“ გათვლებით, საქართველო იმ ქვეყნებს შორის ხვდება, სადაც კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ზრდასრული მოსახლეობის 60-70%-ის  ვაქცინაცია 2022 წლის ბოლოსკენ იქნება შესაძლებელი. „ეკონომისტი“ წერს, რომ შეისწავლა ამ მხრივ მთელ მსოფლიოში არსებული ვითარება და კვლევისას გაითვალისწინა აცრების მიწოდებასთან დაკავშირებული ხელშეკრულებები, მოსახლეობის რაოდენობა, ვაქცინებთან დაკავშირებული სკეპტიციზმი და ჯანდაცვის სისტემაში არსებული ვითარება. კვლევაში მსოფლიოს ქვეყნები ოთხ ჯგუფადაა დაყოფილი. პირველი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საფრანგეთმა გერმანიას მოუწოდა, უარი თქვას გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობაზე

საფრანგეთმა მოუწოდა გერმანიას, ალექსეი ნავალნის დაკავების გარშემო შექმნილი ვითარების გამო გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობაზე“ უარი თქვას. ამის თაობაზე იტყობინება სააგენტო France-Presse. რადიოსადგურ France Inter-ისთვის მიცემულ ინტერვიუში საფრანგეთის ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივანმა, კლემან ბონმა, თქვა, რომ რუსეთისთვის ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები  არ არის საკმარისი. ბონი თვლის, რომ პროექტის ბედი მხოლოდ ბერლინს შეუძლია გადაწყვიტოს, რადგან გაზსადენი მის ტერიტორიაზე მთავრდება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რა ბედი ეწია StopCov-ის ფონდში ჩარიცხულ მილიონებს და თავად ფონდს

უკვე თვეებია, მთავრობა აღარ საუბრობს StopCov-ის ფონდის შესახებ. ამ ფონდს არ ჰქონია საკუთარი ვებ-საიტი, წესდება, არ ყოფილა საზოგადოებისთვის გამჭვირვალე შემომწირველთა ვინაობა, შემოწირულებების რაოდენობა და თანხის ხარჯვის ამსახველი დოკუმენტაცია.

Radiotavisupleba.ge 

"ოცნება" გზაჯვარედინზე? არალეგიტიმური პარლამენტი თუ დარღვეული კონსტიტუცია

2 თებერვალს, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე კენჭს უყრიან ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების გაუქმების საკითხს. ამ გადაწყვეტილების მოლოდინშია 6 პარტიის 51 დეპუტატი, რომლებმაც საკანონმდებლო ორგანოს პირადი განცხადებებით დეკემბერში მიმართეს.

Radiotavisupleba.ge 

ჩინეთში 80-ზე მეტი ადამიანი დააკავეს ყალბი ვაქცინის წარმოებისთვის

ჩინეთის პოლიციამ სამ პროვინციაში დააკავა 80-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც ფიზიოლოგიურ ხსნარს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის სახელით ყიდდნენ. სექტემბრის თვიდან მათ 3000-ზე მეტი ეგრეთ წოდებული ვაქცინა „აწარმოეს“. ჩინურ მედიაზე დაყრდნობით ინფორმაციას CNN ავრცელებს. ჩინეთი ამჟამად მოსახლეობის ვაქცინაციისთვის ორ პრეპარატს იყენებს: Sinovac-სა და Sinopharm-ს, რომლებიც მიეწოდება სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის - თურქეთს. თავდაპირველად Sinovac-ის კომპანიამ თქვა, რომ მათი ვაქცინების ეფექტიანობა 78%-ზე მეტია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ცხინვალში კორონავირუსით 36 წლის კაცი გარდაიცვალა

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსს 36 წლის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კაცი ე.წ. "რესპუბლიკის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის" "წითელ ზონაში" Covid-19-სგან გამოწვეული პნევმონიით გარდაიცვალა. ამჟამად, ოკუპირებული რეგიონის სამედიცინო ცენტრის "წითელ ზონაში" კორონავირუსის დიაგნოზით 41 პაციენტი მკურნალობს. ცხინვალში, პანდემიის დაწყების დროიდან Covid-19-ის 2 800 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ვირუსს 70 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

Radiotavisupleba.ge 

კახეთში სკოლები გაიხსნა - ინფიცირების შიშით ზოგი კვლავ სწავლების  დისტანციურ მეთოდს ირჩევს

თელავი იმ ქალაქების ჩამონათვალშია, სადაც პირველი თებერვლიდან სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა. სწავლა დაიწყო მუნიციპალიტეტის 27-ივე საჯარო სკოლაში, თუმცა მშობლებს არჩევანის საშუალებაც აქვთ თავად გადაწყვიტონ მათი შვილები სკოლებს დაუბრუნდებიან, თუ გაკვეთილებს ისევ ონლაინ დაესწრებიან. იმისთვის, რომ ბავშვმა სწავლა დისტანციურად განაგრძოს, მშობელი ვალდებულია სკოლის ადმინისტრაციას მიმართოს და რეგისტრაცია გაიაროს. ამის შემდეგ გაკვეთილების ხანგრძლივობას, სწავლის დაწყების დროს და შერეული სწავლების მოდელს თავად სკოლა განსაზღვრავს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საგანმანათლებლო მიზანი ვერ ექნება მერიის საპირფარეშოს დალაგებას - ანა არგანაშვილი

ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი, ანა არგანაშვილი მიიჩნევს, რომ ჩხოროწყუში, მერიის ტუალეტის მორეცხვაში ჩართული არასრულწლოვნების უფლებები დაირღვა. უფლებადამცველი ამბობს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბავშვის უფლებების დარღვევის რამდენიმე მიზეზზე შეიძლება საუბარი. მისი სიტყვებით, პირველი არის ის, რომ ასე ქაოტურად და არაორგანიზებულად ბავშვებისთვის რაიმე აქციის ჩატარება კანონით იკრძალება და ამას სხვა პროცედურებთან ერთად, სჭირდება განათლების სამინისტროს ნებართვა. „მეორე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა პროკურატურის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს

გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარებული და გამოძიების ვერსიით სუიციდის მსხვერპლის, 23 წლის წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრეს გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილება, რომლმაც უარი თქვა დასრულებული გამოძიების განახლებასა და გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის მამისთვის კვლავ დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსის მიცემაზე. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება ამ საკითხზე 14 დღის ვადაში უნდა მიიღოს. საჩივრის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ოჯახი აპირებს, მიმართოს სტრასბურგის სასამართლოს. Читать дальше...


Проекты из Мытищ победили в конкурсном отборе инициативного бюджетирования

В компании «Олимпситистрой», связанной с делом арестованного экс-замминистра обороны, появились новые вакансии

Выставка работ юных художников откроется в Мытищах 30 мая

Кинологи псковского управления ФСИН успешно выступили на чемпионате в Московской области 



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

«Юмор FM» подарит миллион за улыбку 31 мая

В Москве иномарка сбила самокатчика-подростка

Путин встретился с главой Ингушетии Калиматовым

Минтранс Подмосковья: на участках М-12 «Восток» ввели абонементы

Музыкальные новости

«Сурганова и Оркестр» приглашают на Летник на Флагшток

В Подмосковье сотрудники Росгвардии задержали подозреваемого в краже товаров из магазина

Кукольный коллектив из Бурятии "Ульгэр": Россия, Культура, Театр, Дети, Новости - выступление в дацане на конкурсе по бурятскому языку

Собянин: Уникальные сервисы в центре "Профессии будущего" упрощают поиск работы

Новости России

Около 100 тыс детей появились на свет в стенах роддома Химок за полвека работы

To Body: лучшие друзья путешественника

В Маньжурии открывается российско-китайский ночной клуб Felicity Port

МК: мать «смолинского маньяка» Ческидова знала о невольном положении пленницы

Экология в России и мире

Стало известно, как туроператоры будут возить российских туристов на курорты Египта

Россиянам озвучили цены на отдых в Крыму, которые приятно удивили

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

Аделина Панина: какие элементы фэншуй должны быть на кухне, чтобы есть и худеть

Спорт в России и мире

Рыбакина, Путинцева и Бублик стартуют на Ролан Гаррос. Кто в соперниках и чего ждать?

Повернення Калініної до топ-50 та втрачені позиції Світоліної. Оновлені тенісні рейтинги WTA та ATP

Теннисист Рублев вышел во второй круг Открытого чемпионата Франции

Абсцесс остался позади // Андрей Рублев первым из игроков топ-10 вышел во второй круг

Moscow.media

Терминал сбора данных (ТСД) промышленного класса SAOTRON RT42G

По нацпроекту приводят к нормативу опорную сеть дорог Алтайского края

Компании Группы "Интеррос" взяли ряд наград премии FINAWARD

Объявлена цена первой модели новой российской марки Xcite







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *