Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Февраль
2021

Новости за 03.02.2021

Radiotavisupleba.ge 

რუსეთმა „ისტერიული“ უწოდა დასავლეთის რეაქციას ნავალნისთვის პატიმრობის მისჯაზე

რუსეთმა „ისტერიული“ უწოდა ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნისთვის პატიმრობის მისჯის გამო დასავლეთის მხრიდან კრიტიკას. 2 თებერვალს მოსკოვის სასამართლომ 2 წლით და 8 თავით პატიმრობა მიუსაჯა ნავალნის ადრე მისთვის მისჯილი პირობითი პატიმრობის წესების დარღვევისთვის. ნავალნი რამდენიმე თვის განმავლობაში იმყოფებოდა გერმანიაში მას შემდეგ, რაც ის აგვისტოში მოწამლეს საბრძოლო ქიმიური ნივთიერება „ნოვიჩოკით“. კრემლის კრიტიკოსი აცხადებს, რომ ის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მითითებით მოწამლეს ფსბ-ს მაღალი რანგის ოფიცრებმა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინა კრემლის პროპაგანდას უტევს

უკრაინის ხელისუფლებამ, რომელმაც ჯერ კიდევ 2017 წელს აკრძალა ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის ტელეარხების მაუწყებლობა, 2 თებერვლის გადაწყვეტილებით, ეთერიდან გათიშა პრორუსულად განწყობილი უკრაინელი პოლიტიკოსების მფლობელობაში არსებული  უკრაინული ტელეარხები: 112, NewsOne-ი და ZIK-ი.

Radiotavisupleba.ge 

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, ქომაგებს ყვირილს და სიმღერას აუკრძალავენ

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა შეათანხმეს ქცევის წესები, რომლებითაც უნდა იხელმძღვანელონ მომავალი ოლიმპიადის მონაწილე სპორტული დელეგაციების წევრებმა და გულშემატკივრებმა. სპორტსმენებმა იაპონიაში გამგაზვრებამდე, ორჯერ უნდა წარმოადგინონ კორონავირუსის ტესტზე უარყოფითი შედეგის დამადასტურებელი ცნობა. პირველად ტოკიოში გაფრენამდე ორი კვირით ადრე, მეორედ - სამი დღით ადრე. უშუალოდ ოლიმპიური თამაშებისას კი, ადგილობრივ ჯანდაცვის სამსახურებს, სპეციალური მობილური აპლიკაციების გამოყენებით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პარტია „მოქალაქეები" დატოვა გენრი დოლიძემ

„მოქალაქეების" რიგები დატოვა მწერალმა და დრამატურგმა გენრი დოლიძემ. ის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე პარტიული სიის მე-4 ნომერი და ბათუმში „მოქალაქეების" მაჟორიტარი კანდიდატი იყო. პარტიის დატოვების მიზეზების შესახებ გენრი დოლიძე „ფეისბუკზე" წერს: „ხანგრძლივი ფიქრის და განსჯის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პარტია „მოქალაქეები", ოჯახი, რომლის მშენებლობაშიც სული და გული ჩავდე ჩემს მეგობრებთან ერთად. ახლა, როგორც ამ გუნდის ყოფილ წევრს, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ალეკოს და ლევანის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„ოცნება“ პარლამენტში შემსვლელებს ელის - რა არ უნდა გამოგრჩეს 4 თებერვალს

ეძებენ პარლამენტში შესვლის მსურველ 20 ოპოზიციონერს „ქართული ოცნების“ 90 დეპუტატი, 4 – „ევროპელი სოციალისტები“ და 2 „მოქალაქეები“. ეს პარლამენტის ახლანდელი შემადგენლობაა, თუმცა 2 თებერვლის შემდეგ კარგი ღიაა სხვა ოპოზიციონერი დეპუტატებისთვისაც. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ 20-მდე ოპოზიციონერ დეპუტატს სურს პარლამენტში შესვლა, კარიც მათთვის დატოვეს ღია. ვის გულისხმობს მმართველი პარტია, ამას არ აზუსტებს. ამ 20 დეპუტატს ეძებდა გუშინ ყველა - თავად პარტიები და მედია. ამ ეტაპზე პარლამენტში შესვლის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მაკო გომური აცხადებს რომ თვალის პროთეზი გაუტყდა და მოითხოვს პრობლემის მოგვარებას

2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაზარალებული მაკო გომური აცხადებს, რომ 3 კვირის წინ გაუტყდა თვალის პროთეზი და უწევს პირველი პროთეზის გამოყენება, რომლის ტარება მტკივნეული და ჯანმრთელობისთვის საზიანოა. „ზუსტად 3 კვირის წინ გამიტყდა თვალის პროთეზი, მართლა გამიტყდა. თვალში ვისვამდი და დამივარდა და გატყდა (შეგიძლიათ გაგეცინოთ, ხსნილია). და თვალში მიდევს პირველი პროთეზი, რომლიც არ შეიძლება არანაირად. მტკივა, ფორმა არ ემთხვევა, ნაოპერაციების ნაწიბურებს აფუჭებს და ა.შ სხვა ზომებს ნუ მიმაღებინებთ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

EIU-ს ანგარიში: 2020 წელს მთელ მსოფლიოში დაეცა დემოკრატიის ხარისხი

მსოფლიოში დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ  კვლევითი ცენტრის, The Economist Intelligence Unit-ის (EIU) ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით საქართველოს რეიტინგი  გაუარესებულია.   დემოკრატიის ინდექსი 2020  ანგარიშში  მიმოხილულია 165 ქვეყანა და ორი ტერიტორია. ქვეყნების ინდექსირების საფუძველია ხუთი კატეგორია: საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი, მთავრობის ფუნქციონირება და პოლიტიკური მონაწილეობა, პოლიტიკური კულტურა, სამოქალაქო თავისუფლებები. ამ კრიტერიუმების მიხედვით ქვეყნები დაყოფილია ოთხ ჯგუფად დემოკრატიის ხარისხის მიხედვით. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საგარეო უწყების განცხადებით, ConIFA-ს შეჯიბრება გამორიცხავს სოხუმისა და ცხინვალის ლეგიტიმაციას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს 2021 წლის ივნისში ნიცაში დაგეგმილ სპორტულ შეჯიბრებაში ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან ფეხბურთელების  მონაწილეობის საკითხს. როგორც საგარეო უწყება აცხადებს, ConIFA არაღიარებული რეგიონების „საერთაშორისო საფეხბურთო ასოციაციების კონფედერაციაა“, რომელსაც არ ცნობენ და ცალსახად ემიჯნებიან თავად FIFA და UEFA. სამინისტროს განმარტებით, ე.წ. „ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი“ პირველად არ ტარდება. სხვადასხვა წლებში ის შვედეთში, უნგრეთში, დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში ჩატარდა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვში დაკავებული ქართველი ახალგაზრდა: "ყოველ ხუთ წამში ელექტროშოკერს მირტყამდნენ"

“სოსოს 7 დღე მიუსაჯეს. სავარაუდოდ, ტელეფონი მიუწვდომელი იქნება. ვეცდებით საქმის კურსში გამყოფოთ” - ეს შეტყობინება მოსკოვში მცხოვრები ქართველის, სოსო ღლონტის, ინსტაგრამზე ორ თებერვალს გამოქვეყნდა.   სოსო ბლოგერი და ფიტნესინსტრუქტორია. მის Instagram-ის გვერდს 128 ათასი გამომწერი ჰყავს. აქტიურია, ასევე, Facebook-სა და Youtube-ზე. სოსო 31 იანვარს მოსკოვში გამართულ საპროტესტო აქციაზე დააკავეს, სადაც ათიათასობით ადამიანი ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის, განთავისუფლებას მოითხოვდა. ტელეკომპანია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მთავრობა! მოგმართავთ, შეამსუბუქოთ შეზღუდვები - ინტერვიუ  ფსიქიატრ ნინო მახაშვილთან

მეგობრებო, ვფიქრობ, მოვიდა დრო, გადაიწიოს კომენდანტის საათმა! რა მნიშვნელობა აქვს ინფექციის კონტროლისთვის - საღამოს 9 საათზე შევიკეტებით სახლში, თუ 11-ზე? ყველა მონაცემი ადასტურებს, რომ უკვე ვეღარ უძლებს ფსიქიკა ამდენ და ამხელა წნეხს! საქართველოს მთავრობა! მოგმართავთ, შეამსუბუქოთ შეზღუდვები! ამჯერად ზოგადი სტრესული სიტუაცია ძალიან მძიმეა და კომენდანტის საათის და სხვა შეზღუდვების "მოდიფიცირება" - დათმობა კი არა, ხალხის ფსიქიკაზე ზრუნვაა! შევეცადოთ, დავზოგოთ ერთმანეთი.- წერს ფეისბუკზე ნინო მახაშვილი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ-მა და რუსეთმა გააგრძელეს სტრატეგიული შეიარაღების ხელშეკრულება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ოფიციალურად გამოაცხადა რესეთსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული შემტევი შეიარაღების შესახებ შეთანხმების, New START-ის გაგრძელების შესახებ. „პრეზიდენტმა ბაიდენმა პირობა დადო, რომ ამერიკელ ხალხს ბირთვული მუქარისგან დაიცავს აშშ-ის წამყვანი როლის აღდგენით შეიარაღებასა და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობაზე კონტროლის საქმეში. დღეს შეერთებულმა შტატებმა პირველი ნაბიჯი გადადგა, რათა შეასრულოს ეს დაპირება,“ ნათქვამია ბლინკენის განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ეძებენ პარლამენტში შესვლის მსურველ 20 ოპოზიციონერს

„ქართულ ოცნებაში“აცხადებენ, რომ 20-მდე ოპოზიციონერ დეპუტატს სურს პარლამენტში შესვლა და ნაწილობრივ სწორედ მათთვის შანსის მიცემის გამო გადაწყდა სადეპუტატო უფლებამოსილების შენარჩუნება 51 ოპოზიციონერისთვის.

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირმა დაგმო ალექსეი ნავალნისთვის პატიმრობის მისჯა

ევროპის კავშირი ოთხშაბათს გამოეხმაურა რუსეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნისთვის პატიმრობის მისჯას. 2 თებერვალს მოსკოვის სასამართლომ 2 წელი და რვა თვე მიუსაჯა კრემლის კრიტიკოსს, რომელსაც ძველი პირობითი სასჯელი რეალურით შეუცვალეს. ნავალნის ბრალად ედება პირობითი პატიმრობის წესების დარღვევა. როგორც საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეპ ბორელის განცხადებაშია აღნიშნული, ნავალნის ბრალად ედება გამოუცხადებლობა იმ პერიოდში, როცა ის გერმანიაში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დაკავებული რამაზ ბეღელური ცხინვალშია გადაყვანილი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიაანთკარის მცხოვრები რამაზ ბეღელური 2 თებერვლის საღამოს გავიდა სახლიდან და ღამით შინ აღარ დაბრუნებულა. ნათესავებმა მისი ძებნა დღეს დილით დაიწყეს და საქმის კურსში პოლიცია ჩააყენეს, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა იგი ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება 3 თებერვალს გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით გააქტიურდა ცხელი ხაზი, მომხდარის შესახებ ეცნობა ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ყირგიზეთის პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა

ყირგიზეთის პარლამენტმა დაამტკიცა პრემიერ-მინისტრ ულუკბეკ მარიპოვის მიერ წარდგენილი ახალი მთავრობა. კანონმდებლებმა ახალი მთავრობა 3 თებერვალს დაამტკიცეს. მარიპოვი მანამდე ორი დღით ადრე დაინიშნა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად. როგორც მარიპოვმა განაცხადა პარლამენტში გამოსვლისას, ახალი მთავრობა საგრძნობლად შეკვეცილია წინასთან შედარებით. კაბინეტში ახლა 16 წევრია 48-ის ნაცვლად. მისი თქმით, ის ამგვარად გეგმავს, მთავრობა უფრო მობილურ და ოპტიმიზებულ სტრუქტურად აქციოს. სანამ ახალი მთავრობა ფიცს დადებს, პარლამენტის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„ბ-ნო პრემიერო, გთხოვთ ჭიაურის ჭალის ტყე განადგურებას გადაარჩინოთ!“ - წერილი გიორგი გახარიას

კახეთში მუდმივმოქმედი საინიციატივო ჯგუფის წევრებმა საქართველოს პრემიერ- მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, გარემოს დაცვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებს  წერილი გაუგზავნეს. წერილის ავტორები მოითხოვენ დროული რეაგირება მოხდეს და სასწრაფოდ აღიკვეთოს მდინარე ალაზნის აუზში ჭალის ტყის განადგურება.  საინიციატივო ჯგუფის წერილის თანახმად,  ჭალის უძველესი ტყეები უკვე განადგურების პირასაა, სახელმწიფოსგან კი მათ გადასარჩენად ქმედით ნაბიჯებს ვერ ხედავენ.  „ბოლო წლებში, განსაკუთრებით კი 2018 წლიდან, გაურკვეველმა ჯგუფებმა აქტიურად დაიწყეს ტყის ჩეხა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

წულუკიანი ეხმაურება ჰარცელის შეფასებას გვარამიას ტელეფონის ნომრის გამოცხადების შესახებ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თეა წულუკიანმა სურვილი გამოთქვა, ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარჰელის განცხადება მისივე მონაწილეობით განიხილონ პარლამენტში. „ძლიერ ვისურვებდი ელჩი ჰარცელის მიღებას საქართველოს პარლამენტში, რათა განგვეხილა მისი დღევანდელი განცხადება ჩემთან (საქართველოს პარლამენტის წევრი) დაკავშირებით", - დაწერა „ფეისბუკზე" წულუკიანმა. ჰარცელმა არაეთიკურად მიიჩნია თეა წულუკიანის საქციელი „მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის გამოცხადების გამო.

Radiotavisupleba.ge 

ახალქალაქში აქციაზე საქართველო-სომხეთისა და საქართველო-რუსეთის საზღვრების გახსნა მოითხოვეს

ახალქალაქში დღეს, 3 თებერვალს, გაიმართა საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეებმაც საქართველო-სომხეთისა და საქართველო-რუსეთის საზღვრების გახსნა მოითხოვეს. მათი განცხადებით, საზღვრების გახსნა მათი ოჯახებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია: „საზღვრების ჩაკეტვით ყველაზე მეტად სამცხე-ჯავახეთის - ახალციხის, ახალქალაქის, ნინოწმინდისა და წალკის მოსახლეობა ზარალდება. ხალხი იქ სამუშაოდ მიდის და არა ბიზნესსაქმიანობისთვის“, - უთხრა რადიო თავისუფლებას აქციის მონაწილე არმენ კაბლანიანმა. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მელბურნის ტურნირს სტარტიდანვე გამოეთიშა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა მელბურნში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე გამოსვლა საწყის ეტაპზევე დაასრულა. მსოფლიოს რეიტინგში 39-ე საფეხურზე მყოფი ქართველი ჩოგბურთელი შეჯიბრებაზე მეხუთე ნომრად იყი განთესილი და საქმეში პირდაპირ მეორე წრიდან ჩაერთო, სადაც მსოფლიოს 188-ე ჩოგანთან, ესპანელ მარიო ვიელა მარტინესთან ორ სეტში დამარცხდა - 5:7 3:6. ბასილაშვილისთვის შემდეგი ტურნირი ავსტრალიის ღია პირველობა იქნება, რომელიც 8 თებერვალს უნდა დაიწყოს.

Radiotavisupleba.ge 

"ყინწვისის საქმეზე" ყოფილი მსჯავრდებულები პროკურატურის შუამდგომლობით გაამართლეს

თბილისის სააპელაციო სასამართლომ "ყინწვისის საქმეზე" 12 ყოფილი მსჯავრდებულიდან 10 სრულად გაამართლა, 2 პირი - ნაწილობრივ. პროკურატურის ინფორმაციით, ეს მათი შუამდგომლობის საფუძველზე მოხდა. უწყება განმარტავს, რომ გამამართლებელ განაჩენს წინ უსწრებდა დეპარტამენტში წარმოებულ საქმეზე მათი დაზარალებულად ცნობა, რის შემდეგაც პროკურორებმა მხარი დაუჭირეს შესაბამის შუამდგომლობას. "დეპარტამენტის მიერ, აღნიშნულ საქმეზე ხელახალი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება იქნა ჩატარებული. დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბირმაში საქმე აღძრეს ჩამოგდებული ლიდერის, აუნ სან სუ ჩის წინააღმდეგ

პოლიციამ ბირმაში საქმე აღძრა ჩამოგდებული ლიდერის, აუნ სან სუ ჩის წინააღმდეგ. როგორც 3 თებერვალს გახდა ცნობილი, ის წინასწარ პატიმრობაში იქნება 15 თებერვლამდე, სანამ გამოძიება ჩატარდება. 1 თებერვალს არმიამ ხელში ჩაიგდო ძალაუფლება და დააპატიმრა ნობელის პრემიის ლაურეატი სუ ჩი. აშშ-მა და დასავლეთის ქვეყნებმა დაგმეს სახელმწიფო გადატრიალება. პოლიციის ცნობით, 75 წლის პოლიტიკური ლიდერის ბინაში იპოვეს რადიოგადამცემი მოწყობილობა, ე.წ. walkie-talkie, რაც, პოლიციის თანახმად, უკანონოდ იყო იმპორტირებული და უნებართვოდ გამოიყენებოდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საოკუპაციო ძალებმა გუგუტიანთკარის მკვიდრი დააკავეს

საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ გუგუტიანთკარის მიმდებარე ტერიტორიაზე ამავე სოფლის მკვიდრის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. შემთხვევა 2 თებერვალს მოხდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, გააქტიურდა ცხელი ხაზი, ასევე მომხდარის შესახებ ეცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. "უკანონო დაკავებები მნიშვნელოვნად აუარესებს საოკუპაციო ხაზს გასწვრივ, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობას. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"ქართული ოცნება" არჩევნებზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას ქმნის

"ქართულმა ოცნებამ" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა დაიწყო. ამ საკითხზე უმრავლესობის წევრმა, კახა კუჭავამ ისაუბრა. "გამოვდივართ არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით, რათა საერთაშორისო საზოგადოების მიერ ლეგიტიმურად ცნობილი, კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ჩატარებული არჩევნების შედეგები და ყველა შესაბამისი ნიუანსი კიდევ ერთხელ დეტალურად იქნას შესწავლილი უკვე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მიერ", - განაცხადა კუჭავამ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთი ახალი სამართლებრივი რეჟიმით ცდილობს თავი აარიდოს სანქციებს ყირიმში

რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ შეიმუშავა კანონპროექტი რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში საგანგებო სამართლებრივი რეჟიმის შესახებ, რომელმაც, ხელისუფლების ჩანაფიქრით, შესაძლოა თავი დააღწიოს დასავლეთის სანქციებს ინვესტორების ანონიმურობის წყალობით. დოკუმენტი მოიპოვა RBC-მ, მისი ნამდვილობა დაადასტურა სამინისტროს წარმომადგენელმა. ახალი რეჟიმი - „განსაკუთრებული ადმინისტრაციული რაიონები“ - იმოქმედებს ანექსირებული ყირიმის ტერიტორიაზე, მისი მონაწილეები კი შეიძლება გახდნენ რუსეთის კომპანიები ნებისმიერი რეგიონიდან... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პოლიციამ პრეზიდენტის სასახლესთან „ქართული მარშის“ ორი წევრი დააკავა

საქართველოს პრეზიდენტის სასახლესთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ „ქართული მარშის“ ორი წევრი დააკავა. „ქართული მარშის“ წევრებმა აქციაზე დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის განცხადებები გააპროტესტეს და იგი გარეჯის „დროებით დაკარგვაში“ დაადანაშაულეს. აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტთან შეხვედრისთვის 10 წუთი მოითხოვეს. 10 წუთის გასვლის შემდეგ კი პრეზიდენტის სასახლის ჭიშკარზე ბოქლომის დაკიდება სცადეს, რისი უფლებაც მათ პოლიციამ არ მისცა. დაპირისპირების შედეგად... Читать дальше...


Красноярский край готовится принять участников и экспертов Отборочного этапа Национального чемпионата профессионального мастерства «Абилимпикс»

Террористов из «Крокуса» могут помиловать. Россияне предупреждают: реакция народа будет жесткой

Путь к женщине мечты: как открыть в себе ресурсность через четыре базовые роли

Путин в Ташкенте принял единственное верное решение по НАТО. Досталось и Токаеву



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

По «московским ценам» предлагают арендовать квартиры в Тынде в дни юбилея БАМа

В большой семье. Немец из Астрахани, ставший певцом нанайцев и чукча

Экс-глава Томска Ратнер организует футбольный турнир для ветеранов

Более 30 артистов театра и кино прошли по багуловой дорожке в честь открытия Забайкальского международного кинофестиваля в Чите

Музыкальные новости

Впервые Бурятский театр оперы и балета выступит с концертом в храме Кяхты

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

«СВЯТОЙ ЛЕНИН» спасает население от борьбы с перенаселением, 3 серия, СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.

Путин поручил утвердить проект «Пять морей и озеро Байкал»

Новости России

В России победитель в «Камень, ножницы, бумага» получит миллион рублей

Тыловая база. Почему Владивосток – город воинской славы

Экс-глава Томска Ратнер организует футбольный турнир для ветеранов

В арктическую экспедицию Росатома может отправиться школьник из Приамурья

Экология в России и мире

Пять морей и одно озеро: в России создадут новые круглогодичные курорты - стали известны подробности

Доктор Кутушов назвал болезни, которые поджидают отдыхающих у водоёмов

Доктор Кутушов назвал болезни, которые поджидают отдыхающих у водоёмов

Россиянам озвучили цены на отдых в Крыму, которые приятно удивили

Спорт в России и мире

Последний танец Надаля и юбка Сюзанн Ленглен: 6 важных фактов о «Ролан Гаррос»-2024

Рыбакина, Путинцева и Бублик стартуют на Ролан Гаррос. Кто в соперниках и чего ждать?

Соболенко победила на старте открытого чемпионата Франции по теннису

Матч Котова и Вавринки перенесли на корт Сюзанн Ленглен

Moscow.media

Лето в урочище Кокоря

Выгодно ли покупать квартиру в новостройке?

"ДиМ" строит участок 5 трассы СБВ

В Арамиле возбудили уголовное дело из-за "дома-монстра", в котором продолжают жить люди







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *