Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Февраль
2021

Новости за 15.02.2021

Radiotavisupleba.ge 

14 წლის ნინის საქმის 7 ხარვეზი - რა წერია საქმის მასალებში

14 წლის ნინის გარდაცვალების საქმე, ჯერჯერობით, ორი ტომისგან შედგება. ბოლო ორი დღეა, საქმის მასალებს სწავლობს მოზარდის დის ადვოკატი. 15 თებერვალს, გამოძიებამ სწორედ ნინის უფროსი და, 20 წლის ქალი ცნო დაზარალებულის უფლებამონაცვლედ და საქმის მასალები მისი ინტერესების დამცველს, ანა თავხელიძეს, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ იურისტს გადასცა. გასული წლის 10 დეკემბერს აღძრული სისხლის სამართლის საქმე, რომელიც 140-ე მუხლით, ანუ 16 წელს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის მუხლით დაიწყო, ადვოკატის თქმით, სისტემური ხარვეზების ნათელი მაგალითია. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ელისო ბოლქვაძე მელიას იმუნიტეტზე: მე პირადი გადაწყვეტილებები არ შემიძლია მივიღო პარლამენტში

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელისთვის გენერალური პროკურატურის მიმართვის საფუძველზე სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხზე ფრაქცია „ქართული ოცნების" დეპუტატი ელისო ბოლქვაძე ამბობს, რომ ემხრობა კანონის უზენაესობას. „პირადად ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, მე ვემხრობი კანონის უზენაესობას... მე პირადი გადაწყვეტილებები არ შემიძლია მივიღო პარლამენტში... ჩემი აზრი არის ერთადერთი - კანონის უზენაესობა", - უთხრა „მთავარ არხს" ელისო ბოლქვაძემ. ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ირანი უარყოფს ცნობას, რომ თურქეთში დაკავებული მისი მოქალაქე საკონსულოს თანამშრომელია

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო თურქეთის მედიაში გავრცელებული ცნობები, რომ ირანის მოქალაქე, რომელიც თურქეთში ახლახან დააპატიმრეს, არის საკონსულოს თანამშრომელი, რომელსაც კავშირი აქვს ირანელი დისიდენტის მკვლელობასთან სტამბოლში, 2019 წელს.  "რაც მოხდა არის ის, რომ ირანის მოქალაქე ქვეყანაში შესვლისას დააპატიმრეს" - უთხრა სამინისტროს პრესმდივანმა, საედ ხატიბზადემ ჟურნალისტებს 15 თებერვალს და დასძინა, რომ თეირანს ამ საქმეზე კავშირი აქვს თურქეთის ოფიციალურ პირებთან. ხალიბზადეს დეტალები არ დაუკონკრეტებია. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვრცელდება ახალი დოკუმენტი ჩეჩნეთში დაკავებულების სიკვდილით დასჯის შესახებ

მოსკოვში განთავსებულმა გამოცემა "ნოვაია გაზეტამ" 15 თებერვალს გამოაქვეყნა ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც, გაზეთის თქმით, ადასტურებს იმ გარემოებას, რომ იმ პირებიდან ბევრი, რომლებიც ჩეჩნეთში 2017 წელს სასამართლოს მიღმა დასაჯეს სიკვდილით, ადგილობრივი პოლიციის მიერ იყო დაკავებული.   "ნოვაია გაზეტა" 2017 წელს წერდა, რომ იმ წლის იანვრის ბოლოს სპონტანურად დასაჯეს სიკვდილით 27 დაკავებული პირი.  ჩეჩნეთის მთავრობა უარყოფს ცნობას, რომ ეს პირები დაკავებულნი იყვნენ, საგამოძიებო კომიტეტმა კი უარყო გაზეთის თხოვნა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რატომ არ წავიდნენ ბავშვები სკოლაში, როცა სკოლა გაიხსნა

15 თებერვლიდან გაიხსნა სკოლები თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში და მოსწავლეებს, რომლებიც რამდენიმე თვეა დისტანციურად სწავლობდნენ, მიეცათ შესაძლებლობა დაბრუნდნენ კლასს, შეხვედროდნენ  მეგობრებს,  ეთამაშათ სკოლის ეზოში. თუმცა ყველაფერი ისე მარტივად და მიმზიდველად არ არის, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს.

Radiotavisupleba.ge 

კახეთში 42 წლის ქალი ცივი იარაღით დაჭრეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში კაბალის თემში შემავალ სოფელ განჯალაში 42 წლის ქალი ცივი იარაღით დაჭრეს. ინფორმაცია დაადასტურეს შინაგან საქმეთა სამინისტროში. პირველადი ინფორმაციით, ქალს სხეულის სხვადასხვა ადგილზე 4 ჭრილობა აქვს. ის ლაგოდეხის საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების ცენტრში მოათავსეს და ამ წუთებში ქირურგიული ოპერაცია უტარდება. ექიმებით თქმით, ქალი მართვით სუნთქვაზეა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სტოლტენბერგი: ავღანეთიდან ნატოს გამოსვლა დამოკიდებულია ძალადობის დონეზე

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა 15 თებერვალს თალიბანს მოუწოდა შეამციროს ძალადობა ავღანეთში და განაცხადა, რომ მოკავშირეთა ჯარების გამოსვლა დამოკიდებული იქნება ადგილზე არსებულ ვითარებაზე.  "ჩვენი საერთო მიზანი ნათელია: ავღანეთი აღარასოდეს უნდა გახდეს ტერორისტთა თავშესაფარი, ჩვენს სამშობლოებზე თავდასხმების მოსაწყობად"  - თქვა სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე და დასძინა: "არც ერთ მოკავშირეს არ სურს ავღანეთში იმაზე მეტხანს დარჩენა, ვიდრე საჭიროა, მაგრამ ჩვენ არ წავალთ მანამდე, სანამ საამისო დრო დადგება". Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

WTO-ის ახალ ხელმძღვანელად პირველად დაინიშნა ქალი და აფრიკელი

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WTO) თავის ახალ გენერალურ დირექტორად დანიშნა ნიგერიელი ნგოზი ოკონჯო-ივეალა, რითიც ის გახდა პირველი ქალი და პირველი აფრიკელი, რომელიც ამ თანამდებობას დაიკავებს.  66 წლის ოკონჯო-ივეალა დაასახელეს იმ 164 ქვეყნის წარმომადგენლებმა, რომლებიც ამ ორგანიზაციაში არიან გაწევრიანებული. WTO მუშაობს ქვეყნებს შორის ვაჭრობის წესებზე.  WTO აცხადებს, რომ ოკონზო-ივეალა მუშაობას შეუდგება 1 მარტიდან. მისი ვადა, რომელიც შეიძლება გახანგრძლივდეს, 2025 წელს ამოიწურება.  ახალი გენერალური დირექტორი ამბობს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლამპრებიანი თებერვალი

წელს ლამპრობა ტურისტების გარეშე ჩატარდა. ვერც გვიანობამდე დარჩა ხალხი, 9 საათზე ყველა სახლში იყო. სხვა მხრივ, ეს ისევ ის დღესასწაულია, რომელიც სვანეთის სოფლებში ყოველწლიურად ტარდება. ამბობენ, რომ ადრე საქართველოს სხვა კუთხეებშიც ტარდებოდა, განსაკუთრებით მთაში, მაგრამ დროთა განმავლობაში მხოლოდ აქ შემორჩა. ლამპრობადღეს სვანეთში ცალკე სუფრაზე ზრუნავენ, ცალკე - შეშაზე. ხის ნაჭრების კონა, რომელიც გარდაცვლილი ახლობლების საფლავზე უნდა დაინთოს, არყის ხის ტოტებისგან მზადდება. შებოჭავენ და ღუმელთან გასაშრობად დებენ, ასე უფრო ადვილად მოეკიდება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ფრანგი ვილი სანიოლი გაწვრთნის

სამთვიანი პაუზის შემდეგ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებში მთავარი მწვრთნელი დაინიშნა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ არჩევანი ფრანგ ვილი სანიოლზე შეაჩერა. გადაწყვეტილება ფედერაციის აღმასკომმა ცოტა ხნის წინ მიიღო ონლაინ-რეჟიმში გამართულ სხდომაზე. საქართველოს ნაკრებს ბოლოს სათავეში სლოვაკი ვლადიმირ ვაისი ედგა, რომელმაც თანამდებობა 2020 წლის ნოემბერში დატოვა, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი ოფში წარუმატებლობის შემდეგ. ნაკრების ახალი დამრიგებლის, ვილი სანიოლის, დებიუტი 25 მარტს სტოკჰოლმში შედგება... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნიკოლოზ სამხარაძე: ვისაც აინტერესებს გავრილოვის აზრი მანვე უსმინოს 

რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის კომენტარს გამოეხმაურა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე. ის კომუნისტი დეპუტატის განცხადებაზე პასუხისმგებლობას საქართველოს ოპოზიციურ პარტიებს აკისრებს.  „დღეს დილით დაიგეგმა შალვას ფანჩატურში, რომ გავრილოვს ეს განცხადება უნდა გაეკეთებინა. ჰგონიათ, რომ ამით მელიას საქმეს გადაფარავენ. დაურეკეს გავრილოვს, ჩააწერინეს ეს ინტერვიუ. შესაბამისად, ვისაც აინტერესებს გავრილოვის აზრი, მანვე უსმინოს“, - თქვა სამხარაძემ.  სერგეი გავრილოვი კომენტარში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ცხინვალის ციხის ერთი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება, მეორე კი სასამართლოს განაჩენს არ ასაჩივრებს

ნორა ბეღელურმა წერილი დაწერა და შვილს, რამაზ ბეღელურს,  ცხინვალის ციხეში გაუგზავნა. წერილში დედამ შვილს, პირველ რიგში, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჰკითხა. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა ბარათი ცხინვალის ციხეში წაიღო.

Radiotavisupleba.ge 

მაიკროსოფტის პრეზიდენტი: კიბერთავდასხმა, რომელშიც რუსეთს ადანაშაულებენ, ყველაზე დახვეწილი იყო ისტორიაში

ჰაკერული თავდასხმების კომპანია, რომლის უკანაც, აშშ-ის დაზვერვის ცნობით, დიდი ალბათობით რუსეთი იდგა, "ალბათ იყო უდიდესი და ყველაზე მასშტაბური იერიში, რომელიც კი მსოფლიოს უნახავს" - ამბობს მაიკროსოფტის პრეზიდენტი, ბრედ სმიტი.  სმიტი ამ განცხადებით გამოვიდა ინტერვიუში, რომელიც ტელეკომპანია CBS-ის ეთერში 14 თებერვალს გადაიცა. მან ისაუბრა იმ ჰაკერული შეჭრის დიდ მასშტაბზე, რომელიც დეკემბერში გამოვლინდა და რომლის დროსაც შეაღწიეს სამთავრობო და კერძო კომპანიების ქსელებში, აშშ-სა და ბევრ სხვა ქვეყანაში.  "როცა გავაანალიზეთ ყველაფერი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კოსოვოს არჩევნებში იმარჯვებს მთავარი ოპოზიციური პარტია

კოსოვოს საარჩევნო უწყების წარმომადგენლების თქმით, მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ მოიპოვა გამარჯვება ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც ჩატარდა ცივი ზამთრის, კორონავირუსთან დაკავშირებული შიშის და ეკონომიკის გაუარესების თაობაზე შეშფოთების ფონზე.  დათვლილია 14 თებერვალს ჩატარებული არჩევნების ხმების 98 პროცენტი და იუწყებიან, რომ 48 პროცენტი ერგო პარტია ვეტვენდოსიეს, რითიც ის მნიშვნელოვნად უსწრებს მემარჯვენე-ცენტრისტულ კოსოვოს დემოკრატიულ პარტიას, რომელმაც ხმების 17 პროცენტი მიიღო. კონსერვატიულმა მმართველმა პარტიამ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

იუწყებიან, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში თავდასხმა მოხდა რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტზე

მედიაში გავრცელებული ცნობებით, აღმოსავლეთ უკრაინაში აფეთქდა ბომბი, რომელიც დამონტაჟებული იყო რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტის მანქანაზე, რასაც მისი დაჭრა მოჰყვა.  რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები წერენ, რომ ეს არის სერგეი პოპოვი, რომელიც დონეცკის რეგიონის სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ მონაკვეთში ხელმძღვანელობს პოლიციის დანაყოფს. არაღიარებულ  რეგიონულ ადმინისტრაციასთან დაკავშირებული საინფორმაციო უწყებები წერენ, რომ პოპოვის მანქანის ქვეშ ბომბი აფეთქდა ქალაქ გორლივკაში, 15 თებერვალს. ამ ცნობების თანახმად... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„მუშაობა დავიწყეთ, მაგრამ ვიცით, რომ წაგებაზე ვიქნებით“ - რესტორნის მფლობელი თელავიდან

2020 წლის ნოემბრის ბოლოდან კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაკეტილი კვების ობიექტები დღეიდან გაიხსნა, თუმცა მათ სტუმრების მიღება მხოლოდ გარე სივრცეში შეუძლიათ და ისიც მხოლოდ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

Radiotavisupleba.ge 

მელია გავრილოვის კომენტარს გამოეხმაურა: „ეს არის პირდაპირი დირექტივა „ქართული ოცნებისთვის“

სერგეი გავრილოვის კომენტარს, რომელიც მან „მთავარ არხს" მისცა, გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია.  ნიკა მელიას თქმით, გავრცელდა სერგეი გავრილოვის განცხადება, რომელიც მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“ და 2019 წლის 20 ივნისის ეროვნულ გამოსვლას სახელმწიფო გადატრიალებად აფასებს. „ეს არის პირდაპირი დირექტივა „ქართული ოცნებისთვის“, პოლიტიკური რეპრესიების გასაგრძელებლად დემოკრატიული ოპოზიციის წარმომადგენლებისა და 20 ივნისის [აქციის] მონაწილეთა წინააღმდეგ და მათ დასასჯელად. ბევრი ალბათ სალაპარაკო აღარაფერი აღარ დარჩა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სტენდალი სიყვარულის შესახებ

ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით Omnia vincit amor („ყველაფერს ამარცხებს სიყვარული“) გთავაზობთ საუბარს სიყვარულის, როგორც მოტივის ერთ-ერთ ყველაზე ორიგინალურ თეორიულ გამოკვლევაზე, რომელსაც ეწოდება „სიყვარულის შესახებ“ და პლატონის „ნადიმის“ შემდეგ წარმოადგენს ამ გრძნობის შესახებ დაწერილ მსოფლიო შედევრს. სტენდალმა სიყვარულის ოთხი სახეობა გამოჰყო: 1. სიყვარული-ვნება, ე.წ. პორტუგალიელი მონაზვნის ვნება; 2. სიყვარული-გატაცება (მეტი გონება და ნაკლები ვნება); 3. ფიზიკური სიყვარული (სექსი); 4. სიყვარული-ამპარტავნობა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვაკის პარკში სასტუმროს ვერ ააშენებენ; შეხვედრაზე ვერაფერზე შევთანხმდით — თბილისის ვიცე-მერი

თბილისის მერიაში, ვიცე-მერსა და ვაკის პარკში ტერიტორიის მფლობელ ინვესტორს შორის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა - მერია ინარჩუნებს პოზიციას, რომ რეკრეაციულ ზონაში სასტუმრო არ აშენდება და იმავე ზომის რესტორნის მშენებლობაზეც უარს აცხადებს. „რა მნიშვნელობა აქვს რესტორნის აშენებას, თუ ის სასტუმროს პარამეტრებით უნდა აშენდეს?! ჩვენთვის ეს მიუღებელია,“ - განაცხადა მედიასთან ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ.  ხმალაძის თქმით, ინვესტორს კიდევ ერთხელ შესთავაზეს ალტერნატიული ადგილი, თუმცა ამაზე უარი ითქვა, რის გამოც, შეხვედრა შეუთანხმებლად დასრულდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ოპოზიციური პარტიები განმარტავენ, რატომ არ მოუსმინეს „გირჩის“ წევრებს

პარტია „გირჩის“ წევრებს უპასუხეს სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, რომლებიც „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში იყვნენ შეკრებილი. „გირჩის“ წარმომადგენლებმა - იაგო ხვიჩიამ, ვახტანგ მეგრელიშვილმა და ალექსანდრე რაქვიაშვილმა - ოპოზიციის საკონსულტაციო ფორმატის ფარგლებში გამართული შეხვედრა დატოვეს. როგორც „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა ამბობს, ისინი შეხვედრაზე დაუპატიჟებლად მივიდნენ, რის გამოც „ზრდილობიანად სთხოვა ბატონმა ნათელაშვილმა, რომ დაეტოვებინათ დღევანდელი შეკრება“. კუკავას თქმით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გარდაცვლილი 14 წლის გოგოს ბაბუა მუქარისა და ძალადობის ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ქობულეთის მუნიციპალიტეტში გარდაცვლილი 14 წლის ბავშვის ოჯახის წევრი - 1945 წელს დაბადებული ს.ც. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალად ედება წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი მუქარა და ძალადობა. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავისი არასრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ მუქარა და ძალადობა განახორციელა.

Radiotavisupleba.ge 

პოლიცია ზურაბ ჯაფარიძეს უფლებას არ აძლევს, გახსნას დალუქული არალეგალური ბარი

სამართალდამცველები უფლებას არ აძლევენ ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, რომ გახსნას თავისი არალეგალური ბარი მას შემდეგ, რაც ის პოლიციამ დალუქა. „თქვენი საქმეა, რომ მე თუ ავახევ ლუქს, მერე დამიჭიროთ, ან რაღაცა მიქნათ. სანამ არ ავახევ, არ აგახევინებო - ეგ რომელი კანონია?!“ - მიმართა ჯაფარიძემ პოლიციას. ბარი სახელწოდებით „ჯაფარასთან“ ზურაბ ჯაფარიძემ 13 თებერვალს გახსნა, როგორც, მისივე თქმით, „პოლიტიკური დაუმორჩილებლობის აქტი“. ჯაფარიძე მოითხოვს, გაუქმდეს პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები. „ფიზიკურად დადგნენ და მეუბნებიან... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

14 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე გამოძიებამ ბაბუა დააკავა

10 თებერვალს ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში 14 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე მოზარდის ბაბუა დააკავეს. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას პროკურატურაში დაუდასტურეს. დამატებით ინფორმაციას, თუ რა ბრალდებითა და რომელი მუხლითაა 14 წლის გოგოს ბაბუა დაკავებული, რადიო თავისუფლება დეტალების გარკვევისთანავე მოგაწვდით. შეგახსენებთ, 14 წლის გოგო ქობულეთში ბაბუამ 9 თებერვალს, საკუთარ სახლთან ახლოს ნახა გარდაცვლილი. მომდევნო დღეს, გოგოს გარდაცვალების საქმეზე გამოძიებამ 23 წლის პირი დააკავა. პროკურატურამ დაკავებულს ბრალდება ორი მუხლით წარუდგინა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ინტერნეტით გამართულ დიდი შვიდეულის სამიტზე იმსჯელებენ ვაქცინების თანასწორ განაწილებაზე

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 19 თებერვალს პირველად შეხვდება დიდი შვიდეულის (G7) ქვეყნების ლიდერებს, კორონავირუსის პანდემიასა და მსოფლიო ეკონომიკის აღდგენაზე სალაპარაკოდ, - განაცხადა თეთრმა სახლმა 14 თებერვალს. შეხვედრაზე ბაიდენის გამოსვლის თემები იქნება გლობალური ძალისხმევა COVID-19-ის ვაქცინების წარმოებასა და დისტრიბუციაზე, - ვკითხულობთ თეთრი სახლის განცხადებაში. სამიტი ინტერნეტით გაიმართება. მანამდე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის ოფისმა გამოაცხადა, რომ შეხვედრას ის უმასპინძლებს... Читать дальше...


Президент Путин вернулся в Москву и встретился в Кремле с главой Ингушетии

Более 67 тысяч выпускников написали ЕГЭ по русскому языку в Москве

Путин провел рабочую встречу с главой Ингушетии Калиматовым в Кремле

Фигуристка Елизавета Туктамышева заявила, что считает себя русской



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Доллар обвалился на Мосбирже: такого не было давно

Mash: посла Зимбабве в РФ Мутинири госпитализировали с подозрением на инсульт

От мала до велика. Россияне оформили около 2 млн карт болельщика

Кажетта Ахметжанова рассказала о пользе кристаллов в обычной жизни

Музыкальные новости

Исполнитель хита “На Заре 2020” Сергей АРУТЮНОВ оживил ещё один хит из 20-го века и выпустил песню “Лететь” вместе с её создателями - группой Амега.

РОСГВАРДЕЙЦЫ ОБЕСПЕЧИЛИ БЕЗОПАСНОСТЬ И ПРАВОПОРЯДОК ПРИ ПРОВЕДЕНИИ ФУТБОЛЬНОГО МАТЧА РПЛ «АХМАТ» - «СОЧИ»

Концерты оркестра Бутмана посмотрели более 50 миллионов китайцев

Белый дом: Байден посетит Францию на годовщину высадки союзников в Нормандии

Новости России

Фигуристка Елизавета Туктамышева заявила, что считает себя русской

ЦСКА разорвал дистанцию // Армейцы увеличили преимущество в финальной серии Единой лиги ВТБ

Кажетта Ахметжанова рассказала о пользе кристаллов в обычной жизни

На Мальдивы – без лишних трат

Экология в России и мире

Авторский вечер Эдварда Радзинского из цикла «Встречаясь с тайнами истории» в «Колизей – Арене»

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

Россиянам озвучили цены на отдых в Крыму, которые приятно удивили

Стало известно, как туроператоры будут возить российских туристов на курорты Египта

Спорт в России и мире

Последний танец Надаля и юбка Сюзанн Ленглен: 6 важных фактов о «Ролан Гаррос»-2024

Абсцесс остался позади // Андрей Рублев первым из игроков топ-10 вышел во второй круг

Парижские сюжеты: Медведев играл в кошки-мышки, Котов творил историю, Калинская заставляла нервничать Синнера

Елене Рыбакиной поставили неожиданный «диагноз»

Moscow.media

Аделина Панина: какие элементы фэншуй должны быть на кухне, чтобы есть и худеть

Объявлена цена первой модели новой российской марки Xcite

Половина свайных оснований опор моста через Каму в Перми готовы

Торговые настольные электронные весы CAS PR-15P







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *