Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Февраль
2021

Новости за 21.02.2021

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები თბილისში დამარცხდა ფინეთთან

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპი მეორე ადგილით დაასრულა. ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი, დღეს, თბილისის სპორტის სასახლეში გამართულ ბოლო ტურის შეხვედრაში ფინეთთან დამარცხდა, ანგარიშით 70:78 და ჯგუფის ლიდერის პოზიცია სერბეთს დაუთმო. ევრობასკეტის ფინალური ეტაპის საგზურის მოსაპოვებლად მეორე პოზიციაც საკმარისია, თუმცა ზუროსის გუნდს სულაც აუტსაიდეერის რანგში რომ ჩაემთავრებინა ჯგუფური ეტაპი, სანერვიულო მაინც არაფერი იყო. ევროპის 2022 წლის ჩემპიონატი ოთხ ქვეყანაში უნდა გაიმართოს და მასპინძლებს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჟიგიმანტას პავილიონისი - „ძვირფასო საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებო, არ დაუშვათ შეცდომები!“

„ჩვენ ყველანი ვიქნებით აქ, ჩვენ ყველანი ქართველები ვიქნებით, თუკი ამ ქვეყანაში საფრთხე შეექმნება დემოკრატიას“, - განუცხადა ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა რადიო თავისუფლებას. „რამდენიმე დღე მქონდა ამ შაბათ-კვირას, თუმცა, ვიმედოვნებდი, რომ ხელისუფლება იქნებოდა ძალიან მკაფიო და ისინი მოუხსნიდნენ ყველა ბრალდებას ოპოზიციონერ ლიდერს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს - ნიკა მელიას. დღეს ეს არ მოხდა, მაგრამ მართლა ვიმედოვნებთ, რომ ეს მოხდება ხვალ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ისრაელი გაიხსნა, ვაქცინების ეფექტიანობის დასტურად, სხვა ქვეყნებში რჩება შეზღუდვების აუცილებლობა

ისრაელმა გახსნა ეკონომიკის და საჯარო სერვისების ფართო სფეროები, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსი  კვლავ განაგრძობს გავრცელებას - იმ ფონზე, როცა ქვეყანა აგრძელებს საერთაშორისოდ ნაქებ ვაქცინაციის კამპანიას.  21 თებერვალს ისრაელში მაღაზიებს და სავაჭრო ცენტრებს, სკოლების საშუალო კლასებს და საჯარო მომსახურების სხვა უწყებებს უფლება მისცეს ხალხის შეზღუდული რაოდენობა მიეღოთ. სავარჯიშო დარბაზები, სასტუმროები და თეატრები გაიხსნა მათთვის, ვისაც ე.წ. "მწვანე საშვის" წარმოდგენა შეუძლია - რაც ნიშნავს, რომ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბაიდენის მრჩეველი: რუსეთმა, შესაძლოა, "რამდენიმე კვირაში" იხილოს აშშ-ის პასუხი კიბერთავდასხმაზე

უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი, ჯეიკ სალივანი გამოვიდა გაფრთხილებთ, რომ აშშ რამდენიმე "კვირაში, და არა თვეში" გასცემს პასუხს სავარაუდოდ რუსეთის კიბერთავდასხმას, რომელიც დეკემბერში აღმოაჩინეს და რომლის სამიზნეც აშშ-ის მთავრობა და სხვა მნიშვნელოვანი ინსტიტუტები იყო.  კიბერთავდასხმა დაიწყო მავნე კოდის შეყვანით აშშ-ის SolarWinds-ის სოფტვერის განახლებაში, რომელსაც მთავრობა და ათასობით ბიზნესი იყენებს.  ტელეკომპანია CBS-სთვის მიცემულ ინტერვიუში სალივანი ამბობს, რომ აშშ-ის პასუხი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გომელაური მელიას დაკავებაზე: ვერ ვიტყვი, რომ ერთი, ორი თუ ხუთი დღით გადაიდო

„ნიკა მელიას საქმეზე, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე ვმუშაობთ, დღეს აღვასრულებთ, ხვალ, ერთი თვის შემდეგ თუ სამ დღეში, შეზღუდული არ არის“, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს კითხვაზე, რამდენი ხნით არის გადადებული სასამართლოს განჩინების აღსრულება. „ვადების ოფიციალურად გადადება არ არსებობს. არის განჩინება სასამართლოსი და შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ განჩინების აღსრულება დაეკისრა. ამას ჩვენ დღეს აღვასრულებთ, ხვალ, ერთი თვის შემდეგ თუ სამ დღეში, შეზღუდული არ არის. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ქაბულში პოლიციაზე თავდასხმას ემსხვერპლნენ მძღოლი და ბავშვი

ქაბულში პოლიციის მანქანაზე თავდასხმას სულ მცირე ორი ადამიანი შეეწირა, დაიჭრა ხუთი. პოლიციის განცხადებით, აფეთქება მოხდა ბარაქის მოედანთან ახლოს, ხალხმრავალ ადგილას, დღის 4:30 საათზე. დაღუპულები არიან პოლიციის მანქანის მძღოლი და ბავშვი, რომელიც იქვე იდგა. დაჭრილებს შორის არიან ქალები და ბავშვები.  ჯერჯერობით თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის უკისრია. მთავრობა მსგავსი თავდასხმების გახშირებაში ფუნდამენტალისტური თალიბანის გასამხედროებულ დაჯგუფებებს სდებს ბრალს. ქვეყანაში იზრდება იმედგაცრუება ავღანეთის შიდა მოლაპარაკების მიმართ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ხანში შესული ქალის ცემისა და დაყაჩაღების ბრალდებით კახეთში მამაკაცი დააკავეს

კახეთში დააკავეს 20 წლამდე ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მაღაზიის დაყაჩაღებაშია ბრალდებული. გამოძიების ინფორმაციით, მამაკაცი ცივი იარაღით იყო შეიარაღებული, ის სასურსათო მაღაზიაში შეიჭრა, ჯერ 73 წლის ქალს ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ კი მაღაზიიდან 1500 ლარი წაიღო. ხანში შესული ქალი მიყენებული მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მკურნალობა ჩაუტარდა. ექიმების თქმით, ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ამბობს, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური არ გაუვლია

"სამწუხაროდ, სავალდებულო ჯარი გავლილი არ მაქვს - თავი არ ამირიდებია, ეს განპირობებული იყო იმით, რომ ოჯახი 17 წლის ასაკში შევქმენი, შემეძინა შვილი და 20 წლის ასაკში დავიწყე მუშაობა", - თქვა თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილმა ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე, რომელიც სავალდებული პროცედურაა ახალი პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადებაზე მსჯელობამდე, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის კითხვის პასუხად. საკომიტეტო მოსმენისას ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ ჯარში არის გადინება და რაც დრო გადის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ოპოზიცია 25 თებერვალს დაგეგმილ აქციას აუქმებს და ელის შემხვედრ კომპრომისს ხელისუფლებისგან

გაერთიანებული ოპოზიციისა და ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ჟიგიმანტას პავილიონისის ერთობლივ ბრიფინგზე, რომელიც ლიეტუველი პოლიტიკოსის საქართველოში ვიზიტის დასრულებისას იმართება, ოპოზიციამ თქვა, რომ ხელისუფლებას აძლევს სივრცეს უკან დასახევად და აუქმებს 25 თებერვალს დაგეგმილ აქციას, რომელიც საქართველოს 1921 წლის ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით იყო დანიშნული. ოპოზიცია ამბობს, რომ აქციის გაუქმების შემდეგ ელიან ხელისუფლების მხრიდან რეალურ ნაბიჯებს, რომელიც უნდა გადაიდგას... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ალეკო ელისაშვილი ვახტანგ გომელაურს ეკითხება, სად არის ბადრი ესებუა

"ბატონო ვახტანგ, სად არის ბადრი ესებუა? საქართველოს ტერიტორიაზეა თუ დატოვა საქართველოს ტერიტორია იმ ხურჯინით, რომელშიც ჩავუწყვეთ ნახევარი მილიონი დოლარი? მიგაჩნიათ თუ არა, რომ ზუგდიდის ოპერაციის შემდეგ თქვენი მხრიდან გაცილებით მართებული და საპასუხისმგებლო იქნებოდა, რომ ახალ მინისტრთა კაბინეტში თქვენი გვარი აღარ ყოფილიყო?" - ჰკითხა შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, ვახტანგ გომელაურს პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში, კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, რომელიც ახალი პრემიერ-მინისტრისა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო - ზილფიმიანი ეკატერინე ტიკარაძეს ვაქცინის დაგვიანებაზე უსვამს კითხვას

პარლამენტში "პატრიოტთა ალიანსის" სიით შესული და ახლა "ევროპელი სოციალისტების" წარმომადგენელი, დავით ზილფიმიანი ვაქცინაციის დაგვიანების გამო ჯანდაცვის მინისტრს აკრიტიკებს. მისი თქმით, ყველა თვალს ადევნებს სხვა ქვეყნებში ვაქცინაციის პროცესს და ცნობილია, რომ უკვე ყველა იმ ქვეყანამ დაიწყო მოსახლეობის აცრა, რომელიც "ოდნავ მაინც იმყოფება პრეტენზიულ ფორმაში, რომ რაღაცას წარმოადგენს". ზილფიმიანი დაინტერესდა, საქართველოში რომელი უწყების პასიურობამ გამოიწვია ვაქცინის შემოტანის პროცესის დაგვიანება. "თქვენ ბრძანეთ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსთავში 23 წლის კაცს შენობის დემონტაჟისას ბეტონის ფილა დაეცა, ის გარდაიცვალა

23 წლის მამაკაცი დაიღუპა, რუსთავში, კერძო სახლში მიშენების დემონტაჟის დროს. "ახალგაზრდა ნათესავთან ერთად მუშაობდა, ამ დროს ბეტონის ფილა გადაიქცა და მამაკაცი ქვეშ მოიყოლა", - უთხრა რადიო თავისუფლებას, ოსტროვსკის ქუჩის მცხოვრებმა. ამავე წყაროს ცნობით, დაღუპულის ნათესავი, რომლის სახლზე მიშენებასაც გარდაცვლილი ანგრევდა, არ დაშავებულა. შს საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჟიგიმანტას პავილიონისი: გინდათ მომავალი დაკარგოთ? თუ არ გაერთიანდებით, ძვირ ფასს გადაიხდით

"ჩვენ ჯერ კიდევ ვცდილობთ მხარეებს შორის ხიდების აგებას, იმედი მაქვს, ეს გამოგვივა. ბევრი პოზიციური სიგნალი მივიღე ოპოზიციისგან, ვინც ბოიკოტს უცხადებს პარლამენტს და იმედი მაქვს, მივიღებთ ხელისუფლებისგანაც ასეთ სიგნალებს, ისინი იპოვიან დიალოგისთვის საჭირო კომპრომისს. მე ვშიშობ, რომ საქართველო ღრმად არის წასული ესკალაციის პროცესში. მაგრამ იმედი მაქვს, უკან დასაბრუნებელი გზა ჯერ კიდევ არსებობს - ორჯერ დაფიქრდით, თქვენ გაქვთ ახლა ისტორიული შესაძლებლობის ფანჯარა, ვაშინგტონში ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ, რომელიც უნდა გამოიყენოთ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მიხეილ ჩხენკელი ემხრობა კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფას

"ჩვენი ქვეყნისთვის კულტურის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, უნდა არსებობდეს ცალკე. ეს არის ჩვენი მთავრობის პოზიციაც, შესაბამისი ინიციატივაც პარლამენტში უკვე შემოსულია და მე მხარს ვუჭერ ამ ინიციატივას, რომ ცალკე არსებობდეს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო. ამ სამინისტროს ცალკე არსებობა სწორედ ხაზს გაუსვამს იმ დიდ როლს, რასაც კულტურა თამაშობს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. მე ამაზე ჩემი მინისტრად დანიშვნის დროსაც ვილაპარაკე", - თქვა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

8-მდე გაიზარდა პარლამენტის წინ დაკავებული აქტივისტების რაოდენობა

შინაგან საქმეთა სამინისტრო აზუსტებს ინფორმაციას პარლამენტთან დაკავებული აქტივისტების რაოდენობის შესახებ - განახლებული მონაცემებით, კარვის გაშლის მცდელობისთვის დაკავებულია 8 ადამიანი. "არაერთი მოწოდებისა და გაფრთხილების მიუხედავად, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების კანონიერ მოთხოვნას, გააგრძელეს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რის შემდეგაც მოხდა მათი დაკავება. საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებს არაერთხელ შესთავაზეს ალტერნატიული ადგილი კარვის გასაშლელად. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მიხეილ ჩხენკელი ამბობს, რომ შესაძლოა საქართველოში კოსმოსური სააგენტო აღდგეს

განათლების მინისტრობის კანდიდატი მიხეილ ჩხენკელი არ გამორიცხავს საქართველოში კოსმოსური სააგენტოს აღდგენას და ამბობს, რომ შესაბამისი გზაც იცის, როგორ უნდა განხორციელდეს ეს პროექტი. კოსმოსური სააგენტოს შესახებ მინისტრმა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე დეპუტატ დავით ზილფიმიანის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. "დღეს თითქმის აღარ არის მსოფლიოში ქვეყანა, სადაც აღარ არის კოსმოსური სააგენტო. ჩამოგითვლით, რა სიკეთეები მოაქვს კოსმოსურ სააგენტოს: ეს არის დისპეტჩერი ორგანიზაცია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ავსტრია "ფართო მხარდაჭერას" ელის რუსეთისთვის ნავალნის გამო ევროკავშირის ახალი სანქციების დაწესებაში

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ალექსანდრ შალენბერგი მოელის, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს შეიმუშავებს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის საქმის გამო. ამ ნაბიჯს ევროკავშირი სავარაუდოდ 22 თებერვალს გადადგამს, როცა ბლოკის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბებიან, - ამბობს შალენბერგი ინტერვიუში გერმანიის გაზეთ Welt am Sonntag-თან. "საგარეო საქმეთა საბჭოში განვიხილავთ შესაფერის რეაქციას ნავალნის საქმესთან მიმართებით", - ამბობს შალენბერგი. ეს ნაბიჯები... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთში სამშობლოს ღალატის ბრალდებით დააკავეს პოლიტიკის მკვლევარი

მოსკოვში სამშობლოს ღალატის ბრალდებით დააკავეს პოლიტიკის მკვლევარი.  მოსკოვის ლეფორტოვოს რაიონის სასამართლომ 20 თებერვალს გამოაცხადა, რომ დემური ვორონინი წინასწარ პატიმრობაში სულ მცირე 13 აპრილამდე დარჩება.  მედიაში გავრცელდა იმ პირების სიტყვები, რომლებიც გამოძიების საქმეს იცნობენ - რომ ვორონინი ეჭვმიტანილია საიდუმლო მასალების გადაცემაში დასავლეთის ერთ-ერთი სადაზვერვო სააგენტოსთვის. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, ვორონინს 20 წლამდე პატიმრობა და 500,000 რუბლამდე ($6,759) ჯარიმა ელის. რუსეთის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინაში აღნიშნეს ევრომაიდნის სისხლისღვრის მეშვიდე წლისთავი

უკრაინაში აღნიშნეს მეშვიდე წლისთავი იმ დღეებიდან, როცა ცეცხლი გაუხსნეს და დახოცეს ევრომაიდანზე მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეები. ამ დემონსტრაციებით 2014 წელს დაემხო პრორუსულად განწყობილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ხელისუფლება. წლევანდელი აქციებით პატივი მიაგეს იმ მოქალაქეებს, რომლებიც 2014 წლის 18-20 თებერვალს ემსხვერპლნენ შეტაკებებს იანუკოვიჩის უსაფრთხოების ძალებთან. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მისმა ცოლმა, ოლენამ, 20 თებერვალს ყვავილებით შეამკეს კიევის ცენტრში, დამოუკიდებლობის მოედანზე მდგომი მემორიალი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

განათლების მინისტრის თქმით, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც პანდემიის დროს 2 ახალი მუზეუმი გაიხსნა

"ევროპის მასშტაბით საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მსოფლიო პანდემიის დროს ორი ახალი მუზეუმი გაიხსნა, ეროვნული მუზეუმის ვანის არქოლოგიური მუზეუმი და ბოლნისის რეგიონალური მუზეუმი. დასრულდა მცხეთის არქელოგიური მუზეუმის მშენებლობა", - თქვა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა და მოქმედმა მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, სადაც ახალი პრემიერ-მინისტრის და მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების წინ საკომიტეტო მოსმენები იმართება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ისრაელის მონაცემები რეალური მოხმარებიდან აჩვენებს Pfizer-ის ვაქცინის მაღალ ეფექტიანობას

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა თითქმის 99 პროცენტით ეფექტიანია დაავადების მძიმე ფორმების და სიკვდილიანობის პრევენციაში. პრეპარატის შესახებ ეს მონაცემები ერთ-ერთი პირველია, რომელიც მისი რეალური, მასობრივი მოხმარებიდან არის მიღებული. ისრაელი მსოფლიოს წამყვანი ქვეყანაა თავისი მოსახლეობის იმუნიზაციის თვალსაზრისით. 9 მილიონი ადამიანიდან Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის ერთი დოზა თითქმის ნახევარს აქვს მიღებული, 2.9 მილიონ მოქალაქეს კი უკვე ორივე დოზა გაუკეთდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ილია II: ეკლესია თავისი არსებობის მანძილზე, ყოველთვის მხარში ედგა ქვეყანას და მის სახელმწიფოებრიობას

საქართველოს კონსტიტუციის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით კათოლიკოს-პატრიარქ, ილია მეორეს განცხადებას ავრცელებს საქართველოს საპატრიარქო, სადაც ნათქვამია, რომ "სახელმწიფოებრიობისა და კონსტიტუციის დაცვა თითოეული ადამიანის მოვალეობაა, განურჩევლად ეროვნებისა და აღმსარებლობისა, ხოლო საკონსტიტუციო სუბიექტებს: საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობას, პარლამენტს, სასამართლოს და, ასევე, ეკლესიას მართებთ ჩვენი მოქალაქეების სულიერი და მატერიალური კეთილდღეობისათვის ისეთივე ზრუნვა, როგორც ამას იჩენდნენ საქართველოს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

31 წლის კაცი 10 წლის გოგოს მიმართ სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით დააკავეს

კახეთის პოლიციამ ძალადობის, მუქარისა და არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით, 31 წლის კაცი დააკავა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ სოფელში მოხდა. სავარაუდო დაზარალებულის და ბრალდებულის ოჯახებს მედიასთან ამ თემზე ლაპარაკი არ სურთ. ამ დროისთვის ინფორმაციის ერთადერთი წყაროა შსს. როგორც ძალოვანი უწყება ამბობს, ბრალდებულმა მამაკაცმა საკუთარ ოჯახში სტუმრად მყოფი 10 წლის გოგოს მიმართ სქესობრივი დანაშაული ჩაიდინა. ამ დროისთვის უწყება არ იძლევა დამატებით ინფორმაციას ჩატარებული... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს კონსტიტუციის 100 წლის იუბილეს ულოცავს

"საქართველოს ამბიცია ააშენოს წარმატებული, ინკლუზიური, პლურალისტული დემოკრატია ამ ისტორიულ კონსტიტუციაში არის დამკვიდრებული. როდესაც ამ დღეს საზეიმოდ ერთად ავღნიშნავთ, ვიხსენებთ ჩვენს ღრმა პარტნიორობას და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ევროკავშირის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს საქართველოს სვლას ძლიერი დემოკრატიისკენ", - ნათქვამია მისალოც ტექსტში, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს საქართველოს პირველი კონსტიტუციის შექმნიდან 100 წლის თავზე. "1921 წლის კონსტიტუცია იყო მნიშვნელოვანი მიღწევა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს ისევ ვხედავთ ჩვენი სახელმწიფოებრიობის მტრებს, თანამედროვე ნეობოლშევიკებს

„დღეს, ამ მოვლენებიდან 100 წლის თავზე, ისევ ვხედავთ ჩვენი სახელმწიფოებრიობის მტრებს, თანამედროვე ნეობოლშევიკებს, რომლებსაც სამიზნედ სწორედ კანონი და კონსტიტუცია გაუხდიათ, გვახსენდება, რომ ეს უკვე ნანახი გვაქვს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს კონსტიტუციის მიღებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომაზე თქვა, საქართველოს პარლამენტში. ამ გამოსვლისას მან აღნიშნა ისიც, რომ 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ნეობოლშევიკებისგან გაათავისუფლეს საქართველო. Читать дальше...


В Луховицах специалисты потушили лесной пожар

Белоусов заявил о необходимости наращивать усилия в военной сфере с Таджикистаном

Песков назвал вердикт Трампу в США попыткой устранения политических соперников

Дети должны купаться в трусиках: Педиатр предупредила родителей об опасности летних речек



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Синоптик Цыганков спрогнозировал до +31 °С днём в пятницу в Москве

Лучший библиотекарь страны живет в Харабалях

Итоги митапа с дизайнером «Амбассадор бренда: кто это и как начать сотрудничество»

Ольга Любимова поздравила победителей премии ИРИ

Музыкальные новости

Почта России помогла маленькому жителю Перми встретиться с футболистами ЦСКА

Рудковская призвала людей чаще проверять своё здоровье в связи со смертью Заворотнюк

Концерт студии "Жерминаль"

«Россети Новосибирск» продолжает конструктивный диалог с бизнесом по вопросам подключения к электрическим сетям

Новости России

Землепользователю в помощь: в Москве расскажут о ...

Финал конкурса "Шустрик" прошел в Жигулёвской долине

Тендер на строительство школы объявили в Раменском

Лето в городе: что нужно знать перед покупкой квартиры в ближайшие три месяца

Экология в России и мире

Россиянам озвучили цены на отдых в Крыму, которые приятно удивили

Доктор Кутушов назвал болезни, которые поджидают отдыхающих у водоёмов

Глава Реутова проверил содержание территории города

«585*ЗОЛОТОЙ» выступила партнером медиафестиваля творческой молодежи YOUPITER

Спорт в России и мире

Пресс-служба WTA мемом отреагировала на тяжёлую победу Свёнтек над Осакой

Лишь две теннисистки моложе Свёнтек выигрывали 16 матчей подряд на «Ролан Гаррос»

Матч Котова и Вавринки перенесли на корт Сюзанн Ленглен

Елена Рыбакина удивила решением перед Уимблдоном

Moscow.media

Портативный ТСД корпоративного класса Saotron RT-T70

Книжные новинки, лаборатория текста и иллюстраций — ждут гостей Московского детского фестиваля искусств «НЕБО»

ALMI Partner и «Даком М» будут совместно развивать и продвигать отечественные ИТ-решения

Всеармянский союз «Гардман-Ширван-Нахиджеван» осуждает лживое заявление президента Азербайджана Алиева







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *