Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Февраль
2021

Новости за 06.02.2021

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის ხელისუფლება დიდი რაოდენობით ვაქცინის შეძენას იწყებს

უკრაინა შეიძენს კომპანიების AstraZeneca-სა და Novavax-ის მიერ შექმნილ კორონავირუსის საწინააღმდეგო 12 მილიონ ვაქცინას მოსახლეობის საყოველთაო იმუნიზაციის პროგრამის ფარგლებში, - ამის შესახებ ინფორმაცია 5 თებერვალს გაავრცელა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ. უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, შესაბამისი შეთახმება უკვე გაფორმებულია აღნიშნულ ვაქცინაზე, რომელიც ინდოეთში დამზადდება. მინისტრ მაქსიმ სტეპანოვის თანახმად, პრეპარატის პირველ პარტიას უკრაინა მიმდინარე თვის განმავლობაში მიიღებს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მონტენეგროს სასამართლომ გააუქმა გადატრიალების მცდელობის შესახებ ადრე გამოტანილი განაჩენი

მონტენეგროს სააპელაციო სასამართლომ გააუქმა 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის თაობაზე პირველადი ინსტანციაში გამოტანილი გამოტანილი განაჩენი, რასაც გამოძიების პროცესში, სააპელაციო სასამართლოს ცნობით, „სერიოზული სისხლის სამართლის პრცესუალაური დარღვევები“ ახლდა. გადატრიალების მცდელობის საქმეზე 2019 წლის მაისში სხვადასხვა სახის სასჯელი შეუფარდეს 13 კაცს. მათ შორის რუსეთის ორ მოქალაქეს,  რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის (ГРУ) სავარაუდო თანამშრომლებს. ედუარდ შიმშაკოვს 15, ხოლო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დაუმორჩილებლობის აქციის მონაწილეებმა დაარღვიეს “კომენდანტის საათი” და აგრძელებენ პროტესტს

დაუმორჩილებლობის აქცია პარლამენტის წინ 21:00 საათზე დაიწყო, პროტესტის მონაწილე ათეულობით ადამიანმა დაარღვია ე.წ "კომენდანტის საათი" და ამ ფორმით გამოხატეს თავისი უკმაყოფილება სახელმწიფოს მიერ შემოღებული რეგულაციების მიმართ. აქციის მონაწილეები საყვირებით, დასარტყამი დოლებით, სასტვენებით და მუსიკის თანხლებით მიემართებიან დედაენის ბაღისკენ, სადაც გეგმავენ, რომ გააგრძელონ პროტესტი და გაათენონ ღამე.  " მიუხედავად იმისა, რომ ამისთვის სახელმწიფოს რაღაც სანქციები აქვს გათვალისწინებული. საბოლოო ჯამში პროტესტი შედეგს აუცილებლად გამოიღებს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუმინეთში, ჩვილის დაღუპვის გამო, ითხოვენ ცივი წყლით ნათლობის რიტუალის შეცვლას

რუმინეთის ეკლესიის მღვდელს, ალექსანდრუ მაზარაკეს, ეჭვმიტანილის სტატუსი მიენიჭა და საეკლესიო მსახურება შეუჩერდა მას შემდეგ, რაც მის მიერ ჩატარებული ნათლობის რიტუალის შედეგად ექვსი თვის ბავშვი დაიღუპა. მღვდელმა ხელში აყვანილი ჩვილი წყალში სამჯერ შთაფლა. „განვმარტავთ, რომ ზემოხსენებული პირის მიმართ, რომელსაც მიენიჭა ეჭვმიტანილის სტატუსი, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი პუნქტით“, - განაცხადა რუმინეთის პროკურატურის წარმომადგენელმა, ანა პანჩუკმა. რადიო თავისუფლების რუმინული სამსახურის ცნობით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუმინეთში, ჩვილი ბავშვის დაღუპვის გამო, ითხოვენ ცივი წყლით ნათლობის რიტუალი შეიცვალოს

რუმინეთის ეკლესიის მღვდელს, ალექსანდრუ მაზარაკეს, ეჭვმიტანილის სტატუსი მიენიჭა და საეკლესიო მსახურება შეუჩერდა მას შემდეგ, რაც მის მიერ ჩატარებული ნათლობის რიტუალის შედეგად ექვსი თვის ბავშვი დაიღუპა. მღვდელმა ხელში აყვანილი ჩვილი წყალში სამჯერ შთაფლა. „განვმარტავთ, რომ ზემოხსენებული პირის მიმართ, რომელსაც მიენიჭა ეჭვმიტანილის სტატუსი, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი პუნქტით“, - განაცხადა რუმინეთის პროკურატურის წარმომადგენელმა, ანა პანჩუკმა. რადიო თავისუფლების რუმინული სამსახურის ცნობით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი ტრანსატლანტიკური კავშირების „აღდგენაზე“ შეთანხმდნენ

აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები აცხადებენ, რომ სურთ „ტრადიციული მჭიდრო ტრანსატლანტიკური კავშირების“ აღდგენა გლობალური გამოწვევების ერთობლივად გამკლავების მიზნით. ნატოს წამყვანი ქვყენების საგარეო საქმეთა მინისტრებმა პირველი ვირტუალური შეხვედრა გამართეს მას შემდეგ, რაც თავის მოვალეობას შუდგა აშშ-ის ახალი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი. მინისტრები ასევე შეთანხმდნენ სამომავლო ერთიან ძალისხმევზე „გლობალური გამოწვევების შესამცირებლად“, - ნათქვამია ვიდეოკონფერენციის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ამერიკისა და ევროკავშირის ელჩები გამოეხმაურნენ საოკუპაციო რეჟიმის მიერ ზაზა გახელაძის პატიმრობას

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ ამერიკისა და ევროკავშირის ელჩებმა კომენტარი გააკეთეს საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძისთვის 12 წლითა და 6 თვით პატიმრობის შეფარდების თაობაზე. საქართველოში ამერიკის ელჩის თქმით, აშშ გამოთქვამს ძლიერ შეშფოთებას და გმობს უკანონოდ დაპატიმრებული საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ გუშინ მიღებულ ზომას: „იგი [ზაზა გახელაძე] გასული წლის ივლისიდან მოყოლებული იმყოფება პატიმრობაში და, რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, მას წაყენებული აქვს სრულიად უსაფუძვლო ბრალდებები. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა ქაბულში მომხდარი აფეთქებების შედეგად

ავღანეთის პოლიციის თანახმად, სულ მცირე სამი სამოქალაქო პირი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა ქაბულში შაბათს მომხდარი სამი სხვადასხვა აფეთქების შედეგად. დაღუპულთა შორის არის ავღანეთში მცხოვრები ინდუისტური რელიგიის მიმდევარი. პასუხისმგებლობა ქაბულში მომხდარ აფეთქებებზე არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. პოლიციაში, სადაც ინციდენტს იძიებენ, აცხადებენ, რომ ბოლო ხანს ინდუისტებისა და სიკჰების წინააღმდეგ მომხდარ სასიკვდილო იერიშებზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებულმა ჯგუფებმა იკისრეს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"მინიმუმი არის კომენდანტის საათის გაუქმება, ან გადაწევა" - აქციის ორგანიზატორი გიგა მაქარაშვილი

სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია" და მთავრობის შემოღებული რეგულაციებით უკმაყოფილო საზოგადოების ჯგუფი 20:00 საათზე, კომენდანტის საათის შემდეგ, პარლამენტის წინ "დაუმორჩილებლობის დღეს" აწყობენ. "როდესაც ხელისუფლებას კრიზისიდან გამოსვლის არათუ რამე გეგმა აქვს, არამედ უფრო აღრმავებს მას და როდესაც ხელისუფლებას თავისი მოქალაქეების არ ესმის, პანდემიას კი მისთვის სასიკეთოდ და სხვებისთვის საზიანოდ იყენებს ადამიანების დაუმორჩილებლობის დრო დგება!" - წერია დაგეგმილი აქციის "ფეისბუკ" ღონისძიების აღწერაში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აქციები ყურადღების მისაქცევად, ერგნეთის შეხვედრის მოლოდინში

ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს წუხელ თანასოფლელები ურეკავდნენ და სწერდნენ, ჩვენც გამოვიდოდით საპროტესტო აქციაზეო. ოჯახის მიერ ცენტრალური მაგისტრალის აღაიანის მონაკვეთზე გზის გადაკეტვა გამაფრთხილებელი ხასიათის იყო.

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირის ქვეყნები შესაბამისი ზომებით უპასუხებენ მოსკოვის მიერ სამი დიპლომატის გაძევებას

ევროკავშირის ქვეყნები - გერმანია, პოლონეთი და შვედეთი გმობენ რუსეთის მიერ მათი დიპლომატების გაძევების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას და იმუქრებიან საპასუხო ზომებით, თუ რუსეთის ხელისუფლება არ შეცვლის თავის ჩანაფიქრს. რუსეთმა ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის, გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობაში დაადანაშაულა პოლონეთისა და შვედეთის საკონსულოს, ასევე გერმანიის სალეჩოს თანამშრომლები და ისინი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ევროკავშირის ქვეყნები ახადებენ, რომ მათ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„რაც ძალიან მინდოდა, სულ რამდენიმეჯერ მაქვს დადგმული“ - მიხეილ თუმანიშვილის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

„მიყვარს ყველანაირი ფარდა: მსუბუქი და მძიმე, ჰაეროვანი და უხეში... მიყვარს თეატრალური კოსტიუმები, ნიღბები, გრიმი, ცხვირები, წვერები. მიყვარს განათება იმიტომ, რომ ყოველივე ეს ჩემი თავისა და სხვების მოტყუებაში მეხმარება. თეატრი ხომ, ბოლოს და ბოლოს, ლამაზი, ჯადოსნური ტყუილია“ -  6 თებერვალს თეატრალური საზოგადოება რეჟისორ მიხეილ თუმანიშვილის დაბადებიდან 100 წლისთავს აღნიშნავს. მიხეილ თუმანიშვილი 1921 წელს თბილისში დაიბადა. მის ბავშვობაში რუსთაველის თეატრში შილერის „ყაჩაღები“, იგივე „ინ ტირანოს“, გადიოდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლიეტუვის საგარეო უწყება გმობს საოკუპაციო რეჟიმის მიერ ზაზა გახელაძისთვის გამოტანილ უკანონო განაჩენს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო საოკუპაციო რეჟიმის მიერ ზაზა გახელაძისთვის პატიმრობის მისჯის ფაქტს ეხმიანება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს. „ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის მიერ კონტროლირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სასამართლოს მიერ საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის მიმართ გამოტანილ უკანონო განაჩენს. ეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებისა და 2021 წლის 21 იანვარს ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინების აშკარა დარღვევაა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თეთრი სახლი ანკარას მოუწოდებს, უარი თქვას რუსეთის S-400 კლასის სარაკეტო კომპლექსზე

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, ადმინისტრაცია შეინარჩუნებს ნატოს წევრი თურქეთის მიერ რუსული წარმოების საჰაერო თავდაცვის სისტემის შეძენის საკითხზე წინა ადმინისტრაციის მტკიცე კურსს. „ჩვენი პოზიცია უცვლელია. მოვუწოდებთ თურქეთს, არ შეინარჩუნოს S-400 სისტემა“, - განაცხადა პენტაგონის პრესმდივანმა, ჯონ კირბიმ 5 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე. თურქეთმა რუსული წარმოების საჰაერო თავდაცვის სისტემა 2019 წელს შეიძინა მას შემდეგ, რაც წარუმატებლად დასრულდა ვაშინგტონთან მოლაპარაკებები ნატოს მრავალი წევრი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საპროტესტო აქციის მონაწილეები პარლამენტთან თავიანთ მოთხოვნებს გამოთქვამენ

საქართველოს პარლამენტის წინ იმართება საპროტესტო აქცია მოთხოვნით "გახსენი ქვეყანა". აქციას მეტწილად ესწრებიან ის მეწარმეები, რომლებსაც არ შეჰხებიათ მთავრობის მიერ რეგულაციების შემსუბუქება. მცირე ბიზნესის წარმომადგენლები ხელისუფლებისგან ითხოვენ საქმიანობის გაგრძელების საშუალებას. "ერთი წელია უმუშევარი ვარ და მოთხოვნაა, რომ რეგულაციების დაცვით მოხდეს ჩვენი და არამხოლოდ ჩვენი სექტორის გახსნა, რომ შევძლოთ ბავშვების გამოკვება", - აღნიშნა ანიმატორმა, რომელიც აქციაზე "სპაიდერმენის" ფორმით მივიდა. ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ტრამპს არ უნდა მიეცეს სადაზვერვო ანგარიშზე წვდომა

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, აცხადებს, რომ ის არ მისცემს საიდუმლო სადაზვერვო ანგარიშების მიღების უფლებას აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს „მისი ექსცენტრული საქციელის“ გამო. ამის შესახებ ჯო ბაიდენმა განაცხადა ტელეკომპანია სი-ბი-ესთან ინტერვიუში, მაგრამ არ დააკონკრეტა, თუ როგორ შეიძლება გამოიყენოს ტრამპმა საიდუმლო სადაზვერვო ანგარიში, რომელსაც, ტრადიციულად, პატივისცემის ნიშნად, იღებდნენ ყოფილი პრეზიდენტები. „რა აზრი აქვს მისთვის სადაზვერვო ანგარიშების მიცემას? რა შედეგი ექნება ამას, გარდა იმისა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ესტონეთის საგარეო უწყება გმობს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ზაზა გახელაძის დაკავების გაგრძელებას

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ზაზა გახელაძისთვის სასჯელის გახანგრძლივებას გამოეხმაურა. "ესტონეთი მკაცრად გმობს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის უკანონო დაკავების 12+ წლით გაგრძელების შესახებ. 21 იანვრის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევებისთვის", - ნათქვამია ესტონეთის საგარეო უწყების მიერ "ტვიტერზე" გავრცელებულ განცხადებაში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„თბილისის მიკროავტობუსი“ მგზავრებს მიმართავს

კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც მგზავრებს მოუწოდებს, 8 თებერვლიდან მიკროავტობუსებით გადაადგილებისას უსაფრთხოების წესები მაქსიმალურად დაიცვან. კომპანია აღნიშნავს, რომ COVID19 -ის გავრცელებისგან თავის დაზღვევის მიზენით „თბილისის მიკროავტობუსი“ სატრანსპორტო ხაზზე გასულ ყველა მიკროავტობუსს ავტოფარეხში დაბრუნებისთანავე ყოველ დღე ჩაუტარებს დეზინფექციას. განცხადებაში საუბარია ასევე იმ ნორმებზე, რომლებიც როგორც კომპანიამ ისე მგზავრებმა უნდა დაიცვან. "აკრძალულია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პოლიციამ შეზღუდვების დარღვევისთვის 24 საათში 573 ადამიანი დააჯარიმა

სამართალდამცველებმა ბოლო 24 საათხ საათში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევისთვის 573 ადამიანი დააჯარიმა. პოლიციამ იზოლაციის და კარანტინის წესის დარღვევისთვის 116 ადამიანი დააჯარიმა. მათ შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. ამ დარღვევისთვის ფიზიკური პირისთვის ჯარიმა 2 000 ლარია, ხოლო იურიდიული პირისთვის 10 000 ლარი. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

12:00 საათამდე გორის გვირაბში სენაკი-თბილისის მიმართულებაზე მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,  თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბის ჭერზე შეკიდული სავენტილაციო დანადგარის მონტაჟი მიმდინარეობს, რის გამოც, 2021 წლის 6 თებერვლის 07:00 სთ-დან 12:00 სთ-მდე, გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება. ,,ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში კორონავირუსის 602 ახალი შემთხვევაა

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 11 პაციენტი. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 18 335 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 602 შემთხვევა. წინა დღესთან შედარებით 1527-ით მეტი ტესტი გაკეთდა, ახალი შემთხვევების რიცხვი კი, 64-ით მეტია. სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, დადებითობის მაჩვენებელია: დღიური - 3.28%; ბოლო 7 დღის - 3.74%; ბოლო 14 დღის - 3.98%. გასული დღე-ღამის განმავლობაში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კაისას რჩეული...

სახელოვანი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი ნანა იოსელიანი გაიხსენებს თავისი სპორტული ბიოგრაფიის საინტერესო ეპიზოდებს; საფეხბურთო კლუბის ბათუმის „დინამოს“ გენერალური დირექტორი ასლან ბალაძე საუბრობს ახალი სეზონისთვის გუნდის მზადების შესახებ; ფიფასა და უეფას მსაჯთა დამკვირვებელი ლევან ფანიაშვილი შეაფასებს თანამედროვე ფეხბურთში დამკვიდრებულ მსაჯობის რამდენიმე სიახლეს, რომლებიც კორექტირებას საჭიროებენ.

Radiotavisupleba.ge 

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქცია ისრაელის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზეც გავრცელდება

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დაადგინა, რომ თავისი იურისდიქცია გავრცელდება ტერიტორიებზე (იორდანეს დასავლეთი ნაპირის, ღაზის სექტორის და აღმოსავლეთ იერუსალიმის ჩათვლით), რომლებიც ისრაელს აქვს ოკუპირებული. 5 თებერვლის ამ გადაწყვეტილების შედეგად, ჩანს, მთავარ პროკურორს, ფატუ ბენსუდას, შესაძლებლობა მიეცემა დაიწყოს ისრაელის ქმედებების, შესაძლო ომის დანაშაულის ჩათვლით, გამოძიება. 2019 ბენსუდამ განაცხადა, რომ „არის გონიერი საფუძველი გაგრძელდეს“ ასეთი გამოძიება, მაგრამ მან სთხოვა სასამართლოს განესაზღვრა... Читать дальше...


Фестиваль в Крапивне: кто победил в крапивных боях и сколько пирожков съели гости

Более 20 километров Новорижского шоссе отремонтируют к сентябрю

Единороссы Поморья побывали на московском форуме "ВВЕРХ.ПРО"

Кафе и рестораны в ЦАО украсили цветами



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Более 100 работников дошкольного образования прошли практикум в Истре

В Подмосковье стартовала акция МосОблЕИРЦ «Удача в быстрых платежах»

Сергей Собянин: Городские вокзалы объединяют маршруты

Чем закончится чемпионат Англии по футболу? «Арсенал» - «Эвертон» и «Манчестер Сити» - «Вест Хэм Юнайтед» и другие.

Музыкальные новости

В филиалах АО "Желдорреммаш" прошли мероприятия ко Дню защиты детей

На ВДНХ открылась цифровая фотовыставка "Счастье. Материнство или карьера!?"

«Восход», Тинькофф Банк и Альфа объявили о совместном pre-IPO фонде в секторе tech на 4 млрд рублей

Хозяйка «голой» вечеринки Анастасия Ивлеева открывает в Москве азиатский ресторан

Новости России

Сотрудники ЦОМП помогут добраться до музеев в центре Москвы

Более 200 картин 80 живописцев представили на летней выставке в Химках

Трагедия Анастасии Заворотнюк: что стоит за ростом заболеваемости раком мозга?

Сотрудник УФСИН России по Республике Калмыкия представит регион на Всероссийском конкурсе «Мисс УИС 2024»

Экология в России и мире

Волжский нарцисс - Плес

Студия Звукозаписи в Москве. Создание Песен, Музыки, Аранжировок.

Российский лоукостер запустил рейсы в Анталию из Махачкалы

Eurasianet: Азербайджан публично и цинично уничтожает армянское культурное и историческое наследие в Нагорном Карабахе

Спорт в России и мире

Александр Зверев: «Сказал себе, что хочу стать примером для подражания. Я больше не ломаю ракетки, почти не получаю предупреждений»

Медведев вышел в 1/8 финала «Ролан Гаррос» — 2024

Теннисистка из Пятигорска вышла в четвёртый круг турнира Большого шлема

Азаренко не смогла выйти в 1/16 финала открытого чемпионата Франции по теннису

Moscow.media

ALMI Partner подводит итоги ЦИПР-2024

Военные следователи продолжают оказывать гуманитарную помощь военнослужащим, находящимся в полевых госпиталях

У «Грузовичкоф» появился чудесный чудик

Рассказ про зятя. Хоть и не про котиков, но тож смешной







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *