Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Февраль
2021

Новости за 28.02.2021

Radiotavisupleba.ge 

ზალკალიანი: მიშელი სხვადასხვა მხარესთან ერთად განიხილავს შიდაპოლიტიკურ ვითარებას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ვიცე-პრემიერ დავით ზალკალიანის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შესაძლებლობა ექნება შეხვდეს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს და განიხილოს ქვეყნის შიგნით არსებული პოლიტიკური სიტუაცია. ზალკალიანის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მოინახოს საქართველოში ამჟამად შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი. „ბუნებრივია, ასევე ქვეყნის შიგნით არსებულ სიტუაციაზე ვისაუბრებთ. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს ექნება შესაძლებლობა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდეს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

1 მარტიდან კიდევ რამდენიმე შეზღუდვა იხსნება - რა არ უნდა გამოგრჩეს 1 მარტს

რა შეზღუდვები იხსნება დღეს? 1 მარტიდან საქართველოში პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების კიდევ ერთი ნაწილი იხსნება. ორშაბათიდან გაიხსნება: საბავშვო და კერძო ბაღები (2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20%-ის სავალდებულო ტესტირების პირობით); მუზეუმები და ბიბლიოთეკები; ქალაქ ბათუმში რესტორნების შიდა სივრცეები; უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების პრაქტიკული და ლაბორატორიული საქმიანობა; გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარება; კონფერენციები და ტრენინგები შესაბამისი პროტოკოლის დაცვით.... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ქართველმა მოჭიდავეებმა თხუთმეტი მედალი მოიპოვეს კიევის საერთაშორისო ტურნირზე

26-28 თებერვალს, კიევში გამართულ ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა მოჭიდავეებმა თხუთმეტი მედალი მოიპოვეს. აქედან თერთმეტი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ანგარიშზეა. ოთხი - თავისუფალი სტილით მოჭიდავეების. ბერძნულ-რომაულში, ათი წონითი კატეგორიიდან რვაში, ფინალში ქართველი სპორტსმენები გავიდნენ. ორ წონაში კი შეჯიბრება სულაც, ქართული ფინალით დაგვირგვინდა. ტურნირის ჩემპიონები გახდნენ: ნუგზარ წურწუმია (55 კგ), ლერი აბულაძე (63 კგ), რამაზ ზოიძე (67 კგ), აივენგო რიკაძე (82 კგ) და იაკობ ქაჯაია (130 კგ). Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მიშელმა და ზალკალიანმა ისაუბრეს ევროკავშირ-საქართველოს თანამშრომლობაზე, რეგიონალურ საკითხებსა და პანდემიაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრეზიდენტმა დავით ზალკალიანმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხები, რეგიონში არსებული ვითარება და COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებული საკითხები. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება. მიშელის ვიზიტი დღეს საღამოს დაიწყო. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, დახვედრის ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში, გაიმართა დავით ზალკალიანისა და შარლ მიშელს შორის შეხვედრა. ვიცე-პრემიერმა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თბილისში ჩამოვიდა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი

რამდენიმე წუთის წინ თბილისის აეროპორტში დაეშვა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის თვითმფრინავი. სტუმარს დახვდნენ საქართველოს ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი და სხვა ოფიციალური პირები. მიშელი ვიზიტის ფარგლებში შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს, ასევე, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს. დაგეგმილია ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის გამგზავრება საოკუპაციო ხაზთან ადგილზე არსებული ვითარების პირადად გასაცნობად.

Radiotavisupleba.ge 

ჩეჩნეთში COVID-19-ის ტესტების ყალბი ცნობების გაცემისთვის 129 კლინიკის მუშაობა შეწყდა

ჩეჩნეთში შეწყდა 129 კერძო კლინიკის მუშაობა, რომლებიც, როგორც ხელისუფლება აცხადებს, ყალბ ცნობებს გასცემდნენ კორონავირუსის ტესტის უარყოფითი შედეგის შესახებ. ასეთი ცნობების შესახებ ჩივილი ჯერ კიდევ შარშან ზაფხულში გაისმა. მაშინ ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოს მერის თანაშემწემ ერთ-ერთი კლინიკის დირექტორი ადგილობრივი ტელეარხის ეთერშიც გააკრიტიკა. ამის შესახებ „კავკაზსკი უზელ“-ი იტყობინება. ნოემბრიდან მოყოლებული რესპუბლიკაში შეამოწმეს 388 კერძო სამკურნალო დაწესებულება, განაცხადა ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ჩინური წარმოების ვაქცინით აიცრა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი 28 თებერვალს კორონავირუსის წინააღმდეგ აიცრა ვაქცინით, რომელიც ჩინეთის კომპანია Sinopharm-ის მიერაა დამზადებული. მიმდინარე კვირაში უნგრეთი გახდა ევროკავშირის პირველი ქვეყანა, რომელმაც ჩინური პრეპარატით დაიწყო ვაქცინაცია - მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ არ არის მოწონებული ევროკავშირის მიერ. მანამდე უნგრეთში გამოსაყენებლად ასევე დაამტკიცეს რუსული წარმოების ვაქცინა Sputnik V. რატომ აიცრა ორბანი ჩინური ვაქცინით და არა რუსული პრეპარატებით, ან იმ ვაქცინებით, რომლებიც... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

1 მარტიდან ქვეყანაში კიდევ რამდენიმე შეზღუდვა მოიხსნება

პირველი მარტიდან საქართველოში პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების კიდევ ერთი ნაწილი მოიხსნება. საკოორდინაციო საბჭოს 24 თებერვლის გადაწყვეტილებით, ორშაბათიდან, პირველი მარტიდან იხსნება: საბავშვო და კერძო ბაღები (2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20%-ის სავალდებულო ტესტირების პირობით); მუზეუმები და ბიბლიოთეკები; ქალაქ ბათუმში რესტორნების შიდა სივრცეები; უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების პრაქტიკული და ლაბორატორიული საქმიანობა; გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარება; კონფერენციები და ტრენინგები შესაბამისი პროტოკოლის დაცვით. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მაკა ბოჭორიშვილი: "ნუ შევხედავთ შარლ მიშელის ვიზიტს მხოლოდ ჩვენი შიდაპოლიტიკური მოვლენების თვალით"

„ქართული ოცნების“ წევრი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი მხოლოდ შიდაპოლიტიკური მოვლენების თვალით არ უნდა იყოს განხილული. მისი სიტყვებით, შარლ მიშელის ვიზიტს დიდი მნიშვნელობა აქვს საგარეო პოლიტიკის კუთხით. „მოდით, ნუ შევხედავთ ამ ვიზიტს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი შიდაპოლიტიკური მოვლენების თვალით და ნუ განვიხილავთ ევროკავშირის ძალიან მაღალი რანგის პოლიტიკოსის ჩამოსვლას საქართველოში მხოლოდ ძალიან ვიწრო ჭრილში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

არაოფიციალური ინფორმაციით, ნავალნი პოკროვის კოლონიაში ჩაიყვანეს

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, რომელიც მიმდინარე კვირაში იქნა ეტაპირებული მოსკოვის საგამოძიებო იზოლატორიდან, ვლადიმირის მხარის  კოლონიაში ჩაიყვანეს. ამის შესახებ rbc.ru იტყობინება მოსკოვის საზოგადოებრივ სადამკვირვებლო კომისიაზე დაყრდნობით. ნავალნი დიდი ალბათობით იმყოფება კოლონია ИК-2-ში ქალაქ პოკროვში, მაგრამ ეს ინფორმაცია ჯერჯერობით ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ. იმის შესახებ, რომ ნავალნის პოკროვის კოლონიაში გამგზავრებას უპირებდნენ, 27 თებერვალს იტყობინებოდა საიტი yarnovosti.com საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსთაველი მძღოლები საწვავის ფასის მატებას გზის გადაკეტვით აპროტესტებენ

რუსთაველი ავტომფლობელები დილიდან მართავენ აქციას ლოზუნგით „არა საწვავის გაზრდილ ფასებს“. ამ დროისთვის მათ გადაკეტილი აქვთ რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის ერთი მხარე. საცობში 200-მდე მანქანაა მოყოლილი. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, რომელიც აქციის ორგანიზატორებთან მოლაპარაკებებს მართავს. პროტესტის მონაწილეები ხელისუფლების პასუხისმგებელ პირებს ელოდებიან საწვავის ფასებზე სამსჯელოდ. საპატრულო პოლიციის განცხადებით, პროტესტის მონაწილეებთან მოლაპარაკებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი აწარმოებს.

Radiotavisupleba.ge 

ბირმაში (მიანმარი) პოლიციამ დემონსტრანტებს ესროლა, დაიღუპა მინიმუმ ოთხი ადამიანი

კვირას ბირმაში (მიანმარი) პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა დემონსტრანტებს. მოკლულია მინიმუმ ოთხი ადამიანი და რამდენიმე დაიჭრა. ეს ყველაზე სისხლიანი დღეა მას შემდეგ, რაც სამხედრო გადატრიალების წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. გარდა ამისა, ქალი სავარაუდოდ გულის შეტევით გარდაიცვალა ქალაქ რანგუნში, როცა პოლიციამ მასწავლებლების საპროტესტო დემონსტრაცია დაშალა გამაყრუებელი ჭურვებით. ბირმაში ქაოსი სუფევს მას შემდეგ, რაც 1 თებერვალს სამხედროებმა ჩაიგდეს ხელში ძალაუფლება და დააპატიმრეს არჩეული მთავრობის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მიხეილ სააკაშვილი ნამახვანჰესზე: "ხელები შორს საქართველოს ბუნებისგან"

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუკზე „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ ქუთაისში დღეს მიმდინარე აქციის მონაწილეების მხარდამჭერი ვიდეო გაავრცელა და განაცხადა, რომ დღეს საქართველოსთვის ბუნების გადარჩენა, ადამიანის საცხოვრებელი კლიმატის გაუმჯობესება და ტურიზმის განვითარება უფრო პრიორიტეტულია. „თანამედროვე ეკონომიკა სულ სხვანაირადაა აშენებული, რეალურად, დღეს საქართველოსთვის ბუნების გადარჩენა, ადამიანის საცხოვრებელი კლიმატის გაუმჯობესება, ტურიზმის განვითარება ბევრად პრიორიტეტულია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მეუფე იაკობი პოლიტიკურ პარტიებს სთავაზობს ეკლესიის შუამავლობით „დიდი შერიგების“ მოწყობას

ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი აცხადებს, რომ ეკლესია შესაძლოა იყოს ადგილი, სადაც მხარეები შეთანხმებას შეძლებენ და ხელისუფლებას და ოპოზიციას სთავაზობს, იქ მოხდეს „დიდი შერიგება“. „არავინ უნდა გაიფხოროს, მოვიდნენ, დაილაპარაკონ და დიდი შერიგება მოხდეს“, - უთხრა 28 თებერვალს მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს. ბოდბელი მთავარეპისკოპოსის აზრით, არჩევნები 2022 წელს უნდა ჩატარდეს, 4 წელზე მეტი ვადით კი ხელისუფლებაში არავინ უნდა დარჩეს. ის გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრების ფაქტს და აღნიშნა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ქუთაისში შეკრებილი ათასობით ადამიანი ნამახვანჰესის მშენებლობას აპროტესტებს

„არა გიგანტურ ჰესებს“, „არა ნამახვანჰესს“, „დატოვოს კომპანია „ენკამ“ რიონის ხეობა“ - ამ მოთხოვნებით ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე იმართება ხალხმრავალი აქცია, რომელშიც მონაწილეობენ „რიონის ხეობის დამცველები“, სამოქალაქო აქტივისტები, გარემოს დამცველები, ოპოზიციური პარტიის წევრები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული მოსახლეობა. რიონის ხეობაში, კერძოდ, ჯერ სოფელ ჟონეთსა და შემდგომ ნამოხვანში, მიმდინარე პროტესტი უკვე 126 დღეა გრძელდება - 126 ღამეა, იქ გაშლილ კარავში ათევენ ჰესის მოწინააღმდეგეები. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გრიგოლ გეგელია შარლ მიშელის ვიზიტზე: "იქნება ბევრი მკაფიო მესიჯი"

„ლელო საქართველოსთვის“ შარლ მიშელის ვიზიტს ეხმაურება - პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ „იქნება ძალიან ბევრი მკვეთრი მესიჯი და "ქართულ ოცნებას" მოუწევს, რომ მოისმინოს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მკაფიო ნება“. გეგელიას განცხადებით, შარლ მიშელის ვიზიტი შეიძლება აღვიქვათ როგორც „დემოკრატიის გადარჩენის მისიაც და მისი დახსნის მისიაც "ქართული ოცნებისაგან". „ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ იქნება ძალიან მკაფიო და მკვეთრი საუბარი იმის თაობაზე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მწერალთა სახლში რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმი გაიხსნება

2021 წელს, საბჭოთა ოკუპაციიდან 100 წლის შემდეგ მწერალთა სახლში რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმი გაიხსნება. 1921 წლის თებერვალში საქართველოს გასაბჭოებიდან მესამე დღეს, 28 თებერვალს, საქართველოს რევოლუციურმა კომიტეტმა დავით სარაჯიშვილის სახლი, პაოლო იაშვილის ინიციატივითა და საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის დადგენილებით, ქართველ მწერლებსა და ხელოვანებს გადასცა. 1925-1926 წლის „ცნობათა კრებულში“, რომელიც ტიციან ტაბიძის რედაქციით გამოვიდა, ვკითხულობთ: „ხელოვნების სასახლე დაარსებულია 1921 წელს გასაბჭოების პირველ დღეებში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დავით ზალკალიანი: შარლ მიშელის ვიზიტი ევროკავშირის საქართველოსადმი გვერდში დგომის დასტურია

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე და ეს ცალსახა დასტურია იმისა, რომ ევროკავშირი გვერდში უდგას საქართველოს, როგორც თავის უმნიშვნელოვანეს პარტნიორს რეგიონში. ზალკალიანის თქმით, ეს ვიზიტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რამდენიმე კვირის წინ მოსკოვში, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზე ბორელის ვიზიტის ფონზე, რომლის დროსაც განსახილველ საკითხებს შორის იყო რეგიონში შექმნილი ვითარება... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ახალციხეში ქალის ცხედარი იპოვეს - საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა

ახალციხეში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს 70 წლამდე ქალის ცხედარი.  „ორი დღეა არ მინახავს. ნათესავი მოვიდა, კარი ღია დახვდა, შევიდა სახლში და ყველაფერი არეულ-დარეული იყო. შეეშინდა და ყვირილი დაიწყო, მაშივე პოლიციას გამოუძახეს“, - აცხადებს გარდაცვლილის მეზობელი მარგალიტა მალცოვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დამტკიცდა „Johnson & Johnson“-ის მიერ წარმოებული „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა

ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ დაამტკიცა „Johnson & Johnson“-ის მიერ წარმოებული „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა - გადაუდებელი გამოყენებისთვის ამ ვაქცინის უპირატესობად მიიჩნევენ იმას, რომ ის მხოლოდ  ერთი დოზაა. ეს უკვე მესამე ვაქცინაა, რომლის გამოყენების ნებაც ამერიკის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ გასცა. BBC-ის ინფორმაციით, აშშ-ში აქამდე დამტკიცებულ Pfizer-სა და Moderna-ს ვაქცინებთან შედარებით Johnson & Johnson გაცილებით უფრო იაფია და მისი შენახვა ჩვეულებრივ მაცივარშიც არის შესაძლებელი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ამერიკელი და ევროპელი კანონმდებლები საქართველოში „დემოკრატიისა და თავისუფლების სიმყიფეზე“ ლაპარაკობენ

აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, გრეგორი მიკსი საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ ევროპელი და ამერიკელი კანონმდებლების განცხადებას შეუერთდა. "დღეს გრეგორი მიკსმა, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გვაცნობა, რომ უერთდება ბალტიის ქვეყნების პარლამენტარების, პოლონეთის პარლამენტის, ჩეხეთის სენატისა, გერმანიის ბუნდესტაგის და გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატის განცხადებას საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ. კონგრესის ორივე პალატამ გამოგვიცხადა მხარდაჭერა". Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში Сovid 19-ის 248 ახალი შემთხვევაა, გარდაიცვალა 11 ადამიანი

28 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში კორონაირუსით დაინფიცირების 248 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 525 პირი. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 265 114-მდე. ბოლო 24 საათში გარდაცვალა 11 ადამიანი.  პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 510 პირი ემსხვერპლა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 0.89 %. ბოლო 14 დღის მანძილზე ეს მაჩვენებელი იყო - 1.96 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.55%. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ბოლო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„ლელო“ ნამახვანჰესზე: ჰესების თანამესაკუთრეები ადგილობრივი მაცხოვრებლებიც უნდა გახდნენ

პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ სოლიდარობას უცხადებს ნამახვანის ჰესის  მშენებლობის სამოქალაქო პროტესტს და აცხადებს, რომ „ლელო“ საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის გაძლიერების მხარდამჭერია, რისთვისაც ქვეყნის ჰიდრორესურსები გონივრულად უნდა იქნეს გამოყენებული. „თუმცა ჩვენ ვემხრობით მხოლოდ ისეთი პროექტების განხორციელებას, რომელიც მინიმალურ ზიანს მიაყენებს ბუნებასა და ადგილობრივ მოსახლეობას. სამწუხაროდ, ნამახვანის ჰესის კასკადის არსებული პროექტი არ ტოვებს იმის შთაბეჭდილებას, რომ ის არის გამართული და არ წარმოშობს საფრთხეს როგორც ბუნებისთვის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს დღეს ეწვევა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი

დღეს, 28 თებერვალს საქართველოს ეწვევა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. მიშელი ვიზიტის ფარგლებში შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს, ასევე, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს. დაგეგმილია ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის გამგზავრება საოკუპაციო ხაზთან ადგილზე არსებული ვითარების პირადად გასაცნობად. მისი ეს ვიზიტი ნაწილია ევროკავშირის "აღმოსავლეთის პარტნიორობის" ქვეყნებში ტურნესი, რომელიც მან მოლდოვაში დაიწყო. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი პრეზიდენტ არმენ სარქისიანს დაუპირისპირდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თავის მომხრეებს მოუწოდა, 1 მარტს მიტინგზე გავიდნენ ერევნის ცენტრში, რესპუბლიკის მოედანზე. პარასკევს სომხეთში ოპოზიციის მომხრეთა აქციები გაიმართა. შაბათს ცნობილი გახდა, რომ სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა უარი თქვა ხელი მოეწერა გენშტაბის ხელმძღვანელის მოხსნის განკარგულებაზე, რასაც ფაშინიანი ითხოვს. ფაშინიანის მოწინააღმდეგეთა და მომხრეთა მასობრივი აქციები ხუთშაბათს დაიწყო მას შემდეგ, რაც სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის გადადგომა მოითხოვა. Читать дальше...


U-NOVUS 2024: технологическое развитие России немыслимо без университетов и инвестиций бизнеса в техпред

Друг москвички, пока та была в больнице, изнасиловал ее 6-летнюю дочь

«России будут противостоять тысячи единиц техники»: в польской прессе перечислили перспективный ударный состав армии страны

Во время велозаезда 2 июня в Волоколамском округе перекроют движение транспорта



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

В Петербурге открылась выставка, подобная "России" на ВДНХ в Москве

ВСК: 29% травм несовершеннолетних – спортивные

Родильному дому в Химках исполнилось 50 лет

Генпрокуратура Дрездена объяснила арест в Москве израильского футболиста Басиса

Музыкальные новости

VK Fest 2024: Музыка и Развлечения на Открытых Площадках России

Грандиозный концерт закроет сезон в Бурятском театре оперы и балета

Путин поручил утвердить проект «Пять морей и озеро Байкал»

Собянин анонсировал большую летнюю спортивную программу

Новости России

Во время велозаезда 2 июня в Волоколамском округе перекроют движение транспорта

МЧС РФ: вечером 31 мая в Москве ожидаются гроза и кратковременный дождь

Родильному дому в Химках исполнилось 50 лет

Топ-10 высокооплачиваемых вакансий мая в рекламе, PR и маркетинге — подборка hh.ru и «Больше джобсов»

Экология в России и мире

С чем носить брюки палаццо: примеры образов

Третья Московская неделя моды: масштабное событие с участием дизайнеров из России и мира пройдет в октябре

Доктор Кутушов назвал болезни, которые поджидают отдыхающих у водоёмов

Любимый россиянами курорт с белоснежными пляжами готовится запустить прямые рейсы в Россию, чтобы снизить цены на туры

Спорт в России и мире

Надаль пропустит Уимблдон из-за желания сыграть на Олимпиаде

Елене Рыбакиной поставили неожиданный «диагноз»

Матч Котова и Вавринки перенесли на корт Сюзанн Ленглен

Пресс-служба WTA мемом отреагировала на тяжёлую победу Свёнтек над Осакой

Moscow.media

В Нижнем Тагиле будут судить бандитов, расстрелявших главаря конкурирующей ОПГ

Всеармянский союз «Гардман-Ширван-Нахиджеван» осуждает лживое заявление президента Азербайджана Алиева

Одна ночь на Вуоксе

Экс-редактор Comnews присоединился к команде iTrend







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *