Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Июнь
2021

Новости за 10.06.2021

Radiotavisupleba.ge 

ჩვენებისთვის დასჯილი: რას ჰყვება ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი ბინადარი - რა არ უნდა გამოგრჩეს 11 ივნისს

ურჩობისთვის დასჯილი: ინტერვიუ ლუკა ხაჩიძესთან, რომელიც მეუფე სპირიდონის უნივერსიტეტის საცხოვრებლიდან გამოაძევეს 18 წლის ლუკა ხაჩიძე წმინდა ტბელ აბუსერიძის სახელობის, იმავე ხიჭაურის უნივერსიტეტის სტუდენტია, წარსულში - ნინოწმინდის პანსიონატის აღსაზრდელი. გუშინწინ, მას შემდეგ, რაც ლუკამ შუახევის პოლიციის განყოფილებაში საკუთარი ნებით მისცა ჩვენება და პოლიციას უამბო, რა ნახა და გამოიარა წლების განმავლობაში ნინოწმინდის ბავშვთა სახლში, იგი უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლიდან გამოაძევეს. რიგითი პოლიციელის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა რუსეთს მოუწოდა, გაათავისუფლოს ნავალნი

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს კოლონიაში პატიმრობიდან და გააუქმოს მისი ძმისთვის გამოტანილი განაჩენი „ივ როშეს“ საქმესთან დაკავშირებით. ამის შესახებ ლაპარაკია განცხადებაში, რომელიც რადიო თავისუფლების რედაქციამ მოიპოვა. მანამდე ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება წინასწარი ზომების შესახებ ნავალნის განცხადებასთან დაკავშირებით და რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდა, გაათავისუფლოს ის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თბილისში თავს დაესხნენ ტრანსგენდერ ქალს

თბილისში, დიდუბის ტერიტორიაზე უცნობმა პირმა ტრანსგენდერ ქალს ტრანსფობიურ ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ინფორმაციას აღნიშნული შემთხვევის შესახებ „თანასწორობის მოძრაობა“ ავრცელებს. მოძრაობის თანახმად, შემთხვევა 4 ივნისს  ღამის საათებში მოხდა. „მოძალადე პირმა ჯერ კომპლიმენტი უთხრა დაზარალებულს, თუმცა მას შემდეგ რაც გაიგო რომ ტრანსგენდერი ქალია, სახეში ძლიერად დაარტყა“, - განმარტავენ „თანასწორობის მოძრაობაში“. არსებული ინფორმაციით თავდამსხმელს თან ახლდა ორი პირი, რომელთაც იგი დაზარალებულს გაარიდეს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დეპუტატ ირმა ზავრადაშვილის თქმით, ფსიქიატრის საჭიროებაზე საუბრის დროს "იხუმრა"

"ქართული ოცნების" დეპუტატი ირმა ზავრადაშვილი ამბობს, რომ როცა პარლამენტში ფსიქიატირსა და ფსიქოლოგის საჭიროებაზე საუბრობდა, არავისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია და "იხუმრა". პლენარული სხდომის დროს გაკეთებულ განცხადებაზე დეპუტატს ჟურნალისტებმა კომენტარი შესვენების დროს სთხოვეს. ამ საკითხით დაინტერესების დროს დეპუტატი ფიქრობდა, რომ ჟურნალისტები ხუმრობდნენ. "პრობლემა მიიღო იმან თავის თავზე, ვისაც აწუხებდა. როცა სიტუაცია არის არაჯანსაღი, ამ კონკრეტული შემთხვევისთვის ამ ადამიანების ჩარევა, მე ვფიქრობ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნავალნის გუნდი: ომსკში გააყალბეს პოლიტიკოსის სამედიცინო დოკუმენტები

ალექსეი ნავალნის გუნდი აცხადებს, რომ ომსკის საავადმყოფოში, სადაც იმყოფებოდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი 2020 წლის აგვისტოში, გააყალბეს მისი სამედიცინო დოკუმენტები, „რათა დაეფარათ რეალური სურათი“. ნავალნის თანამებრძოლებმა გამოაქვეყნეს ნავალნის ანალიზების შესახებ ცნობა, რომელიც გასცა სკლიფასოვსკის სახელობის ინსტიტუტმა და რომლიდანაც, მათი თქმით, ჩანს, რომ კრემლის კრიტიკოსი მოწამლეს. 2020 წლის 2 ნოემბერს კორუფციასთან ბრძოლის ფონდის იურისტები ივან ჟდანოვი და ვიაჩესლავ გიმადი ომსკის კლინიკაში მივიდნენ და მოითხოვეს ნავალნის სამედიცინო ბარათი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ურჩობისთვის დასჯილი - ინტერვიუ ლუკა ხაჩიძესთან, რომელიც მეუფე სპირიდონის უნივერსიტეტის საცხოვრებლიდან გამოაძევეს

18 წლის ლუკა ხაჩიძე წმინდა ტბელ აბუსერიძის სახელობის, იმავე ხიჭაურის უნივერსიტეტის სტუდენტია, წარსულში - ნინოწმინდის პანსიონატის აღსაზრდელი. გუშინწინ, მას შემდეგ, რაც ლუკამ შუახევის პოლიციის განყოფილებაში საკუთარი ნებით მისცა ჩვენება და პოლიციას უამბო, რა ნახა და გამოიარა წლების განმავლობაში ნინოწმინდის ბავშვთა სახლში, უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლიდან გამოაძევეს. გამომძიებლის ოჯახში ღამისთევის შემდეგ, ახლა იგი მოწმეთა დაცვის პროგრამაშია ჩართული და სახალხო დამცველის დახმარებით თავშესაფარში დაბინავდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნიკა ხოფერია და ნიკო ისტორიის სიყვარულზე ლაპარაკობენ

ნიკა ხოფერიას ახალი პოდკასტი აქვს ისტორიაზე - "მწარე პოდკასტი". მაგით დავიწყეთ ლაპარაკი და მერე ზოგადად ისტორიის მნიშვნელობაზე, არსზე და ეგეთებზე გადავედით...

Radiotavisupleba.ge 

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციის კიდევ ერთი მონაწილე დააკავეს 

შსს-ს ცნობით, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს 1993 წელს დაბადებული დ. ხ. გამოძიების ვერსიით, ბრალდებული 29 მაისს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათში ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციაზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში მყოფ პოლიციის თანამშრომელს თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამავე აქციის მონაწილე ირაკლი მუკბანიანს 2 ივნისი ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კახეთის ერთადერთი მუნიციპალიტეტი, სადაც ვაქცინაცია არ მიმდინარეობს, ახმეტაა

კოვიდ-ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი არ მიმდინარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტში. ახმეტის კლინიკაში აცრა მარტში, რამდენიმე დღის განმავლობაში იყო შესაძლებელი, ახალციხელი ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების შემდეგ კი, საერთოდ შეწყდა. მეგი ბაქრაძეს, რომელიც 19 მარტს, ახალციხიდან თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა, წინასწარი ინფორმაციით, აცრის შემდეგ განუვითარდა ანაფილაქსიური შოკი. საქმის გამოძიების საბოლოო შედეგი ამ დრომდე უცნობია. ექთნის გარდაცვალების შემდეგ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გურამ მაჭარაშვილი სასულიერო პირების კრიტიკაზე: თქვენ გინდათ ეკლესიასთან ურთიერთობის გაფუჭება?!

საქართველოს პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან" გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ ყველას და მათ შორის სასულიერო პირებსაც აქვთ უფლება გამოხატონ საკუთარი აზრი. ასე უპასუხა დეპუტატმა ბოდბელი ეპისკოპოსის კრიტიკულ შეფასებას ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას საქმიანობაზე დაკავშირებით. "თუ ამ ეკლესიის პოზიციას, რასაც იზიარებს საქართველოს მოსახლობის უმრავლესობა, ემთხვევა "ქართული ოცნების" პოზიცია, მოხარულები ვიქნებით. რაც შეეხებათ კონრეტულ სასულიერო პირებს, ეს ადამიანები არიან საქართველოს მოქალაქეები, უფლება აქვთ, დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ევროსაბჭო რუსეთს ავალდებულებს 6 სექტემბრამდე გადაიხადოს დეპორტირებული ქართველების კომპენსაციის 10 მილიონი ევრო

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა რუსეთის ფედერაციას მოსთხოვა, 6 სექტემბრამდე, დაზარალებულებზე გადასანაწილებლად, პირდაპირ საქართველოს ხელისუფლებას გადაუხადოს 1500 მოქალაქის მასობრივი დეპორტაციისთვის დაკისრებული კომპენსაცია, 10 მილიონი ევროს ოდენობით, საპროცენტო განაკვეთთან ერთად ან ხელი მოაწეროს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რათა შესაძლებელი გახდეს კომპენსაციის ევროპის საბჭოს მეშვეობით გადახდა. გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მიიღო სხდომაზე, რომელიც სტრასბურგში 7-9 ივნისს გაიმართა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პოლონეთში დააკავეს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი პირი

პოლონეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც, პროკურატურის თანახმად, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობდა. ის სამი თვით მოათავსეს წინასწარ პატიმრობაში. „ეჭვმიტანილი ამ საქმიანობას ეწეოდა პოლონეთში, ევროპის კავშირსა და სხვა ქვეყნებში, რაც ნაწილი იყო რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის პროექტებისა, რომლებიც მიზნად ისახავდა პოლონეთის რესპუბლიკის პოზიციის დასუსტებას ევროკავშირსა და საერთაშორისო არენაზე,“ ნათქვამია ეროვნული სახალხო პროკურორის ოფისის განცხადებაში, რომელიც 10 ივნისს გამოქვეყნდა. განცხადებაში ეჭვმიტანილი ნახსენებია, როგორც „იანუშ N“. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მიტროპოლიტი ნიკოლოზი ფიქრობს, რომ ძნელია ბავშვი ისე გაზარდო, ხელი არ შეახო

ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი, მიუხედავად იმისა, რომ თავად არ ემხრობა ბავშვის ფიზიკურ დასჯას, ამბობს, რომ თითქმის წარმოუდგენელია ბავშვი ისე გაზარდო, რომ ხელი არა შეახო. მან საზოგადოებას მიმართა, რომ ერთ მხარეს დადგნენ ისინი, ვისაც შვილი არასოდეს უცემია. ამის შესახებ მიტროპოლიტმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, როცა უპასუხა შეკითხვას ნინოწმინდის პანსიონში არსებული შესაძლო ძალადობის ფაქტების შესახებ. „თუ ლაპარაკია, იმაზე, რომ ბავშვებს სჯიდნენ, თქვენც გეტყვით და მთელ საზოგადოებას მოვუწოდებ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა საქართველოს ეწვია

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა საქართველოშია. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტში მას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დახვდა. როგორც ლიეტუვის პრეზიდენტი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, საქართველოში მისი ოფიციალური ვიზიტის მიზანია, მხარი დაუჭიროს ქვეყანას ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში: „ჩამოვედი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში. მინდა გამოვხატო ლიეტუვის მიერ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერა. საქართველოს თავისუფლებისმოყვარე ხალხი იმსახურებს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

UEFA-მ უკრაინა დაავალდებულა, ნაკრების მაისურებიდან აიღოს ლოზუნგი „გმირებს დიდება“

ევროპის საფეხბურთო ასოციაციების კავშირმა UEFA-მ უკრაინის ფეხბურთის ფედერაცია დაავალდებულა ნაკრების მაისურებიდან მოაშოროს ლოზუნგი „გმირებს დიდება“. ამის შესახებ Agence France-Presse-ი იტყობინება გამოცემა „ტრიბუნაზე“ დაყრდნობით. ფორმა ჩემპიონატის დაწყებამდე წარმოადგინეს. მასზე გამოხატულია უკრაინის რუკა და ლოზუნგები „დიდება უკრაინას“ და „გმირებს დიდება“. მაისურები მწვავედ გააკრიტიკეს რუსეთის პოლიტიკოსებმა და სპორტულმა ჩინოვნიკებმა იმისთვის, რომ მათზე უკრაინა გამოსახულია საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"ქართული ოცნების" დეპუტატი პარლამენტში ფსიქოლოგისა და ფსიქიტიატრის შტატის დამატებას ითხოვს

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი "ქართული ოცნებიდან", ირმა ზავრადაშვილი პარლამენტში ფსიქიატრისა და ფსიქოლოგის შტატის დამატებას ითხოვს. ამ საკითხზე მან პარტიების დაფინანსების კანონპროექტზე სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე არაადეკვატური აღქმები არსებობს. "როგორც ჩანს, ადმინისტრაციასთან მექნება თხოვნა, სიტუაცია ისე მიდის, რომ შტატის დამატებაზე იქნება ინიციატივა გასაკეთებელია, აშკარად გვჭირდება ფსიქოლოგიც და ფსიქიატრიც პარლამენტში", - თქვა ზავრადაშვილმა. ეს ერთადერთი თხოვნა არ ყოფილა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი: ფხიზელი გეუბნებით, რომ გახარია პირდაპირ ერეოდა ეკლესიის საქმეებში

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას ეკლესიის საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს. ჟურნალისტებთან საუბარში მან აღნიშნა, რომ ეს ადრეც უთქვამს და ახლაც ადასტურებს: „ეკლესიას ისე ექცეოდა ხო, როგორ უნდა მობრუნდეს?! ადამიანი, რომელიც პრემიერი თუ შსს მინისტრი იყო ეკლესიის საქმეებში პირდაპირ ერეოდა. პირდაპირ გეუბნებით რა. მე მასზე არაფერი ტყუილი არა მაქვს ნათქვამი. რაც ვთქვი, ვადასტურებ იმას. ხო იძახოდით ნასვამმა თქვაო, ეხლა ნასვამი ვარ? ფხიზელი გეუბნებით“, - თქვა ბოდბელმა ეპისკოპოსმა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბირმის (მიანმარი) ჩამგოდებულ ლიდერს, აუნ სან სუ ჩის ხუნტამ ახალი ბრალდებები წაუყენა

ბირმის (მიანმარი) დემოკრატ ლიდერს, ხელისუფლებიდან გადაყენებულ აუნ სან სუ ჩის, კორუფციაში ახალი ბრალდებები წაუყენეს. დამატებითი სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა მისი გარემოცვის სხვა ოფიციალური პირების წინააღმდეგაც. ეს ამ რიგის უკანასკნელი გადაწყვეტილებებია მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ძალაუფლება სამხედროებმა ჩაიგდეს ხელში 1 თებერვალს. ამჟამინდელი ხელმძღვანელობის კონტროლქვეშ მყოფი მედია იტყობინება, რომ ახალი ბრალდებები დაკავშირებულია იმ საქველმოქმედო ორგანიზაციის კუთვნილი მიწის უკანონო გამოყენებასთან, რომელსაც სუ ჩი ხელმძღვანელობდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ზურა ჯაფარიძე დეპუტატის მანდატის შეჩერებაზე საკონსტიტუციო დავას აგრძელებს

საქართველოს პარლამენტის მოქმედი წევრი, ზურა ჯაფარიძე აგრძელებს საკონსტიტუციო დავას, რომლითაც გაირკვევა, კონსტიტუციური იყო თუ არა მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე უარის თქმა. რადიო თავისუფლება ზურა ჯაფარიძეს ამ საკითხის საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვის პარალელურად ესაუბრა. ჯაფარიძე დარწმუნებულია, რომ პარლამენტს არ ჰქონდა უფლება უარი ეთქვა მისთვის. "ჩემთვის პრინციპის საკითხია, რომ გაირკვეს, საქართველოს კონსტიტუცია საპარლამენტო უმრავლესობას აძლევს იმის უფლებას გადაწყვიტოს, დააბას პარლამენტში ადამიანი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთი ჩრდილოეთ მაკედონიელ დიპლომატს ქვეყნის დატოვებას სთხოვს

მოსკოვმა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა რუსეთში ჩრდილოეთ მაკედონიის საელჩოს თანამშრომელი, - იტყობინება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტი.  ეს იყო რუსეთის პასუხი აპრილში  ჩრდილოეთი მაკედონიიდან რუსი დიპლომატის განდევნის გამო.   მაკედონიის გამოცემა МКД.мк იტყობინებოდა, რომ რესპუბლიკის სპეცსამსახურებმა გაძევებული რუსი დიპლომატი მიიჩნიეს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის საშიშ პირად. მაკედონიაში ეს პირველი ასეთი შემთხვევა იყო.   ჩრდილოეთი მაკედონია იყო ერთ-ერთი იმ სამი ბალკანური ქვეყნიდან, რომელებაც განსაჯეს რუსეთის ოპოზიციონერის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"რიონის ხეობის მცველების"ცნობით, ტვიშში პოლიციელებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა

„რიონის ხეობის მცველების“ ინფორმაციით, სოფელ ტვიშში რამდენიმე ათეული პოლიციელია მობილიზებული და ადგილზე, სადაც 20 -მდე აქტივისტს კარავი ჰქონდა გაშლილი და ხეობაში მიმავალ გზას აკონტროლებდა, პოლიციელებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა. აქტივისტების განცხადებით, პოლიციამ ფიზიკური ძალის გამოყენებით შეაკავა ისინი, „ნამახვანჰესის“ მშენებელმა კომპანია „ენკამ“ კი ჰესის მშენებლობისთვის საჭირო საწვავი და მუშახელისთვის განკუთვნილი საკვები პოლიციის კორდონის დახმარებით შეიტანა ნამოხვანში. როგორც აქტივისტები ამბობენ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"გირჩი" პარტიებისთვის ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების წინააღმდეგია და მიზეზებს ასახელებს

"გირჩი" წინააღმდეგია, რომ პოლიტიკურმა პარტიებიდან ბიუჯეტიდან დაფინანსება მიიღონ. პარტიის ეს პოზიცია აქამდეც ცნობილი იყო, თუმცა მისმა ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა ამ საკითხზე პარლამენტის ტრიბუნიდანაც ისაუბრა. "ჩემი კოლეგების ემოცია მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად დამოკიდებული არიან საბიუჯეტო დაფინანსებაზე. იდეალურ სამყაროში პარტიებს არ უნდა ჰქონდეთ ეს დაფინანსება, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის პრობლემა - მმართველ გუნდს შეუძლია, რომ ეს გამოიყენოს როგორც სანქცია - ოპოზიცია კი ნაკლებად არის დამოკიდებული თავის ამომრჩეველზე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბაიდენმა ევროპაში მოგზაურობა დაიწყო რუსეთის გაფრთხილებით „მავნე“ ქმედებების გამო

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, 9 ივნისს, საღამოს, ბრიტანეთში ჩავიდა და დაიწყო თავის პირველ მოგზაურობა აშშ-ის პრეზიდენტის რანგში. ბაიდენის მიზანია მოახდინოს ვაშინგტონის მიერ ურთიერთობების აღდგენის დემონსტრირება თავის ევროპელ მოკავშირეებთან და აჩვენოს თავისი ადმინისტრაციის ერთგულება ტრანსატლანტიკური ალიანსების მიმართ. მას შემდეგ, რაც საღამოს სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზაზე, მილდენჰოლთან, დაეშვა, ბაიდენი მიესალმა  და მიმართა შეერთებული შტატების სამხედრო-საჰაერო ძალების პერსონალს, რომელიც იქ არის განთავსებული. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლაშა აბესაძე ჩანაცვლებითი თერაპიის მისაწვდომობასა და პანდემიაზე - "ადამიანები ძალიან დიდ რიგებში დგანან"

"საქართველოს ნარკოტიკების მომხმარებლები ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის" (GeNPUD) გამგეობის წევრი, ლაშა აბესაძე ლაპარაკობს ჩანაცვლებით თერაპიაში ჩართული პირებისთვის მედიკამენტის მისაწვდომობის პრობლემებზე. ამასთან, პანდემიის ფონზე მეტი საფრთხის შემცველია რიგები, რომლებში დგომაც პაციენტებს საათობით უწევთ.


Глава Люберец вручил спортсменке знак отличия

«Половина без зубов»

Прием заявок на конкурс хоровых дирижеров имени Свешникова стартует 1 июня

В МССМШ им. Гнесиных открыли бюст Ел. Ф. Гнесиной и представили роман «Реконструкция»



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

В Кишиневе отпустили задержанного лидера оппозиционной партии «Шанс» Лунгу

ФРГ и Чехия просят ЕС создать группу для отказа от газа и нефти из России

Пробки на дорогах Подмосковья вечером 28 мая достигли 6 баллов

Итоговый этап Всероссийского чемпионатного движения «Профессионалы»

Музыкальные новости

Полина Максимова стала новым амбассадором подписки Газпром Бонус

Группа Продовольствие стала победителем конкурса «Экспортер года Алтайского края» по итогам деятельности предприятий за 2023 г.

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о цифровизации бизнеса

Летние товары в магазинах Fix Price

Новости России

Чемпионат Подмосковья по рубке шашкой прошел в Электростали

Метод экспресс-диагностики при раке груди открыли нижегородские учёные

В каких регионах введут запрет на продажу алкоголя 1 июня 2024 года, в Международный день защиты детей

Взрывы в Подмосковье: российская ПВО перепутала цели и влупила по своим - СМИ

Экология в России и мире

Новые электрические зубные щетки Revyline RL 075 Peach Fuzz появились в филиале бренда в Москве

Chanel, коллекция Resort 2025

Аделина Панина: какие элементы фэншуй должны быть на кухне, чтобы есть и худеть

Генералов много, а Норат Тер-Григорьянц один!

Спорт в России и мире

Абсцесс остался позади // Андрей Рублев первым из игроков топ-10 вышел во второй круг

Парижские сюжеты: Медведев играл в кошки-мышки, Котов творил историю, Калинская заставляла нервничать Синнера

Теннисист Рублев вышел во второй круг Открытого чемпионата Франции

Теннисист Рублев объяснил, почему проиграл сет в первом круге "Ролан Гаррос"

Moscow.media

Вечернее Подмосковье.

Терминал сбора данных (ТСД) промышленного класса SAOTRON RT42G

Hybrid вышла на рынок Мексики

На закате.







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *