Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Июнь
2021

Новости за 22.06.2021

Radiotavisupleba.ge 

მოქალაქეები „ასტრაზენეკას“ მოლოდინში - რა არ უნდა გამოგრჩეს 23 ივნისს

ვინ და როდის შეძლებს გადავადებული „ასტრაზენეკათი“ აცრას - NCDC-ს განმარტება დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გუშინ მოუბოდიშა მოქალაქეებს, რომლებიც „ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე დარეგისტრირდნენ, თუმცა ვაქცინა ვერ მიიღეს. NCDC-ის განმარტებით, ეს ლოგისტიკური პრობლემის შედეგია. სავარაუდოდ, ვერ მოხდა ვაქცინის რაოდენობის სწორად დათვლა. „ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ მეტი დოზა იყო ქსელში, მაგრამ სინამდვილეში, ეს ასე არ იყო“, - თქვა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. „მიმდინარეობს კვლევა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რომელ საქმეებს ვერ ვიკვლევთ 75-წლიანი ტაბუს გამო და როდის გაიხსნება ისინი

9 აპრილის საქმე, ნაზი შამანაურის საქმე, სოლიკო ხაბეიშვილის საქმე... მკვლევრები ამბობენ, რომ, მოუქნელი და აბსურდული  კანონმდებლობის გამო, მათ უახლოესი ისტორიის შესწავლაც კი არ შეუძლიათ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამზადებს სარჩელს, რომლითაც საკონსტიტუციო სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე 75- წლიანი ტაბუს არსებობას გაასაჩივრებს. დღეს, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, თუ სისხლის სამართლის საქმის გახსნიდან 75 წელი არ გასულა, ეროვნული საარქივო ფონდი ამ საქმის შესახებ ინფორმაციას არ გასცემს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ესპანეთის მთავრობამ კატალონიელი სეპარატისტების ცხრა ლიდერი შეიწყალა

ესპანეთის მთავრობამ შეიწყალა კატალონიელი სეპარატისტების ცხრა ლიდერი, რომლებიც ესპანეთიდან გამოყოფის თაობაზე 2017 წელს ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ გაასამართლეს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა. რეფერენდუმი არ ცნეს ესპანეთის ცენტრალურმა ხელისუფლებამ და რეგიონში მისმა მომხრეებმა და მას სეპარატისტების მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის შეტაკებების სერია მოჰყვა.   2019 წელს კატალონიელი სეპარატისტების ლიდერებს 9-დან 13 წლამდე პატიმრობა მიესაჯათ დანაშაულებებისთვის, რომლებიც... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ილია მეორე ზაზა გახელაძის გათავისუფლების თხოვნით მიმართავს რუსეთის პატრიარქს

გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიას და კასპისა და სამთავისის მიტროპოლიტი დამიანეს შეხვედრა ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებთან დასრულდა. შეხვედრის შემდეგ მიტროპოლიტმა ანდრიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ზაზა გახელაძის გათავისუფლების თხოვნით მიმართავს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს კირილეს. როგორც მიტროპოლიტი აღნიშნავს, შესაბამისი წერილი საპატრიარქოში უკვე მზად არის და მალე გაიგზავნება მოსკოვში. ზაზა გახელაძის ოჯახში მისულმა სასულიერო პირებმა ცხინვალის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სტალინსა და ალექსანდრე III-ს შორის

2012 წლიდან იოსებ სტალინი რუსეთში ყველაზე პოპულარული ისტორიული პიროვნებაა. „ლევადა-ცენტრის“ მიერ 2021 წლის მაისში ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, ასე ფიქრობს გამოკითხულ რესპონდენტთა 39 %. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, ანალოგიური  მაჩვენებელი მხოლოდ 15 %-ია, თუმცა „ლევადა-ცენტრის“ მიერ 1989 წლიდან წარმოებული კვლევის შედეგები იმასაც აჩვენებს, რომ სტალინის „რეიტინგში დაწინაურება“ სწორედ პუტინის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს ემთხვევა. სტალინის „რეიტინგი“, ტრადიციულად, საგანგაშოდ მაღალია საქართველოშიც. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნეო-ნაცისტები თავს დაესხნენ პანკ-კონცერტს თბილისში - შსს საქმეს ძალადობის მუხლით იძიებს

19 ივნისს თბილისში გამართულ პანკ კონცერტზე ნეონაცისტების დაჯგუფება აგრესიულად და უხეშად ეცადა ჩაეშალა კონცერტი.

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვში დააკავეს Pussy Riot-ის კიდევ ერთი მონაწილე მარია ალიოხინა

მოსკოვში დააკავეს პანკ-როკ ჯგუფ Pussy Riot-ის მონაწილე მარია ალიოხინა და დაურეგისტრირებელი პარტიის, „ე.ვ. ლიმონოის სხვა რუსეთის“ მოსკოვის განყოფილების უფროსი ოლგა შალინა. ამის შესახებ „მედიაზონა“ იტყობინება. ისინი კუნცევოს რაიონის პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს. მანამდე პოლიციამ დააკავა Pussy Riot-ის ორი სხვა წარმომადგენელი ალექსანდრა სოფეევა და ანა კუზმინიხი, ასევე მოსკოვის მუნიციპალიტეტის დეპუტატი ლიუსია შტეინი. ამ უკანასკნელს ბრალად დასდეს პოლიციის თანამშრომლებისადმი დაუმორჩილებლობა. სოფეევაზე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით უკრაინას ეწვია

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კიევში ჩავიდა. ზურაბიშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია კიევში უკრაინის პრეზიდენტის სასახლეში 23 ივნისს გაიმართება.  ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში ჩატარდება.  კიევში დაგეგმილია შეხვედრები: უკრაინის პრემიერთან, დენის შმიგალთან და უკრაინის ეროვნული რადის თავმჯდომარესთან, დმიტრო რაზუმკოვთან.  საქართველოს პრეზიდენტის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გახელაძეების ოჯახს ორი ეპისკოპოსი ესტუმრა

ცხინვალის ციხეში მყოფი, ზაზა გახელაძის ოჯახში სასულიერო პირები მივიდნენ. ამ წუთებში ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია, და კასპისა და სამთავისის მიტროპოლიტი დამიანე ხვდებიან. მათ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები სასულიერო პირებთან და ეპარქიის ხელმძღვანელებთან შეხვედრას, 15 ივნისს ერგნეთში, უშედეგოდ დასრულებული შეხვედრის შემდეგ ითხოვდნენ და მათ ზაზა გახელაძის გათავისუფლებაში დახმარებას სთხოვდნენ. ხვალ, 23 ივნისს, ცხინვალის საოკუპაციო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვაშაძის თქმით, თუ არ შესრულდება „შარლ მიშელის შეთანხმება“ დატოვებს პარლამენტის რიგებს

ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ წევრის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, თუკი 19 აპრილს ხელმოწერილ დოკუმენტში შესული პუნქტები არ შესრულდება, ის დატოვებს პარლამენტის წევრის მანდატს. „პატიოსან სიტყვას გაძლევთ, მე თუ შევხედე სადღაც ექვს თვეში, რომ ეს პარლამენტი ძველ გზას უბრუნდება და ამ დოკუმენტის მიუხედავად არაფერი სასიკეთო არ არის, როგორც შევედი, ისე გამოვალ [პარლამენტიდან]“, - თქვა ტელეკომპანია „ფორმულის“ ეთერში გრიგოლ ვაშაძემ. პოლიტიკოსის აზრით, „ქართულმა ოცნებამ“ ჩააგდო ამნისტიის საკითხზე შეთანხმებული პუნქტი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"ამბიციური სასამართლო რეფორმის" უსასრულო მოლოდინში

„ამბიციური სასამართლო რეფორმა“ შარლ მიშელის შეთანხმების - "საქართველოს სამომავლო გზის" ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა. პროცესი რეფორმის დასაწყებად საქართველოს პარლამენტში ჯერჯერობით არ დაძრულა.

Radiotavisupleba.ge 

აბსოლუტური ომი - ჰიტლერის უზადო საჩუქარი სტალინს

80 წლის წინ დაიწყება „ბარბაროსას“ ოპერაცია. ამ ოპერაციის ექვსთვე-ნახევრის განმავლობაში ხუთ მილიონზე მეტი ბავშვი, ქალი და მამაკაცი იქნება მოკლული. ათასი ადამიანი ყოველ საათში, განუწყვეტლივ, დღე და ღამე იქნება განადგურებული ორასი დღის განმავლობაში. ეს ორასი დღე იქნება არა მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის, არამედ მთელი ომების ისტორიის ყველაზე ლეტალური დღეები. კლაუზევიცი თავის მთავარ ნაშრომში „ომის შესახებ“, აბსოლუტურ ომს განსაზღვრავს როგორც შეუზღუდავი ძალადობის მქონე ფენომენს. განიხილავს რა მას როგორც აბსტრაქტულ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ზუგდიდის საკრებულოს წევრი არ აპირებს იდავოს ქალის წინააღმდეგ რომელმაც საღებავი შეასხა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს თეიმურაზ ბასილაიას საღებავი შეასხეს. მისი, როგორც საკრებულოს ახალი წევრის უფლებამოსილება დღეს ცნო საკრებულომ. სწორედ ეს ფაქტი გააპროტესტა სხდომის დასრულების შემდეგ მოქალაქე ფატი შენგელიამ, რომელმაც ხელჩანთით შეძლო საღებავის სხდომაზე შეტანა და ყველასთვის მოულოდნელად ის ბასილაიას შეასხა. დეპუტატი, რომლის პერანგიც წითელი საღებავით დაისვარა,  იძულებული გახდა სხდომათა დარბაზი დაეტოვებინა. ფატი შენგელია მიიჩნევს, რომ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ზაზა გახელაძის სოლიდარობის აქცია და პროვოკაციის მოლოდინი დე ფაქტო რესპუბლიკაში

23 ივნისს ზაზა გახელაძე 34 წლის გახდება. მისი ოჯახი თანასოფლელებთან ერთად დილიდან ქვემო ჭალის ცენტრში შეიკრიბება და საპროტესტო აქციას დაიწყებს.

Radiotavisupleba.ge 

სომხური „კონიაკი“ აღარ გაიყიდება, სანაცვლოდ ევროკავშირი 3 მილიონ ევროს გადაიხდის

სომხური ბრენდის მწარმოებლებმა ჯერ არ იციან, თუ რა სახელით გაყიდიან სახელგანთქმულ ალკოჰოლურ სასმელს, რომელიც აქამდე მომხმარებლისთვის „კონიაკის“ სახელით იყო ცნობილი. 10 ივნისს ერევანში დადებული ხელშეკრულების თანახმად, სომხური სასმელის მწარმოებლებმა დასახელებაში სიტყვა „კონიაკი“ 2032 წლიდან აღარ უნდა გამოიყენონ, სანაცვლოდ კი ისინი ევროკავშირისგან 3 მილიონ ევროს მიიღებენ. ამავე შეთანხმების მიხედვით, შუშხუნა ღვინის მწარმოებლებმა 4 წლის განმავლობაში უნდა თქვან უარი თავიანთი სასმელისთვის „შამპანურის“ დარქმევაზე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კოვიდით დატოვებული სიცარიელე - რა კითხვები აქვთ გარდაცვლილების ოჯახებს

ახლობლის კოვიდით გარდაცვალება “სხვანაირ” კვალს ტოვებს მათზე, ვინც დარჩა - სულ რაღაც ორი კვირის წინ ტესტზე დადებითი პასუხი გიკვირდა, ახლა კი შენი საყვარელი ადამიანი იმდენად სუსტადაა, რომ ვერც გესაუბრება. ინტუბირება, დროში გაწელილი სიკვდილი, სწრაფი გაცილება რეგულაციების დაცვით, და აი უკვე ცარიელ ბინაში ხარ და ვერ იაზრებ, რა მოხდა, შენ შეგეშალა რამე, სამედიცინო სისტემას, თუ უბრალოდ ბედისწერა იყო. ნაცნობებისგან კი სკეპტიციზმით შეზავებულ თანაგრძნობას იღებ - სხვა დაავადებებიც ჰქონდა არა, რამდენი წლის იყო? Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

UEFA არ დათანხმდა, მიუნხენის სტადიონი ცისარტყელას ფერებით განათდეს გერმანია-უნგრეთის მანტჩზე

UEFA-მ უარყო გერმანიის ადგილობრივი პოლიტიკოსების მოთხოვნა, მიუნხენის საფეხბურთო სტადიონი ცისარტყელას ფერებით განათდეს Euro 2020-ის მატჩზე გერმანიისა და უნგრეთის ნაკრებ გუნდებს შორის. მიუნხენის ქალაქის საბჭოს სურდა Allianz Arena ცისარტყელას ფერებით გაენათებინა 23 ივნისის მატჩზე და ამით მრავალფეროვნებისთვის მხარდაჭერა გამოეხატა. ეს რეაქციაა უნგრეთის მიერ ახლახან მიღებულ კანონზე, რომელიც სკოლებში კრძალავს ისეთი ინფორმაციის განხილვას და გავრცელებას, რომელიც, ხელისუფლების აზრით, ჰომოსექსუალობასა და სქესის შეცვლას უწყობს ხელს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბათუმის "რივიერას" საქმეზე სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გაუქმდა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და მასვე დაავალა ხელახლა განიხილოს ბათუმის ისტორიულ ნაწილში, ზღვის სანაპიროზე ცათამბჯენების მშენებლობის შეჩერების საკითხი, სანამ სასამართლო დავა საბოლოოდ არ დასრულდება. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ბათუმელ აქტივისტებთან ერთად, თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი 2021 წლის 22 იანვარს შეიტანა და მოითხოვა გაუქმებულიყო მშენებლობის ნებართვა, რომელიც საქართველის ეკონომიკის სამინისტრომ 2019 წელს გასცა, მის მიერ მეხუთე კლასის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

იქ - ავღანეთში... როცა სიკვდილზე იმარჯვებ

100-ზე მეტი როტაციისა და მასში 22 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობის შემდეგ, საქართველოს თავდაცვის ძალების ბოლო ქვედანაყოფი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკას, ნატოს 20-წლიანი მისიის დასრულების შემდეგ, 2021 წლის სექტემბრისთვის დატოვებს. ვიცე-პოლკოვნიკი ფარნაოზ სვანიძე, ამჟამად 41-ე ქვეითი ბატალიონის მეთაური, ნატოს მისიებში 16 თვე მსახურობდა და აქედან 7 თვე - ავღანეთის ყველაზე ცხელ წერტილში, ჰელმანდის პროვინციაში. ფარნაოზი რადიო თავისუფლებას რეალურ ბრძოლებში მიღებული გამოცდილების, სიკვდილთან პირისპირ დგომის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კიმ ჩონ ინის დამ უარყო აშშ-სთან მოლაპარაკებების განახლების პერსპექტივა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩონ უნის გავლენიანმა დამ უარყო აშშ-სთან დიპლომატიური ურთიერთობების განახლების პერსპექტივა. მისი თქმით, აშშ-ის მოლოდინი „მათ კიდევ უფრო დიდ იმედგაცრუებაში ჩააგდებდა“. კიმ იო ჩონმა, რომელსაც მაღალი თანამდებობა უჭირავს მმართველ პარტიაში, 22 ივნისს სახელმწიფო მედიაში განცხადება გამოაქვეყნა მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განვლილი კვირის ბოლოს „საინტერესო სიგნალები“ უწოდა მისი ძმის ამასწინანდელ განცხადებას, რომ ჩრდილოეთი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რა უნდა ქნა, თუ SMS მიიღე "თელასიდან" და მრიცხველის ჩვენებას ვერ უგზავნი 

ელექტროგამანაწილებელი კომპანია "თელასი" აცხადებს, რომ აბონენტებს SMS-ის მიღების მიუხედავად მრიცხველის ჩვენების გაგზავნის ვალდებულება არ აქვთ. კომპანია მსგავსი შეტყობინებით აბონენტებს აცნობებდა, რომ მონაცემები სპეციალურ ვებგვერდზე 30 ივნისამდე უნდა შეეყვანათ. კომპანიის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას აუხსნეს, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ კომპანიას აბონენტები SMS-ზე არ უპასუხებენ: "თელასში" ამბობენ, რომ თუ მოქალაქე მათ შეტყობინებით არ აცნობებს დახარჯული ელექტროენერგიის მონაცემებს, კომპანია თავად გამოთვლის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"უშიშროების კომიტეტი" გახელაძეების აქციას მოლაპარაკების ჩაშლის მცდელობად აფასებს

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. უშიშროების კომიტეტი პროვოკაციულ ინიციატივას უწოდებს ზაზა გახელაძის ოჯახის მიერ 23 ივნისს დაგეგმილ აქციას. დღეს, 22 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში ე.წ. უშიშროების კომიტეტი წერს, რომ 15 ივნისს, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატით გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს „სახელმწიფო საზღვრის“ უკანონოდ გადაკვეთისა და „სასაზღვრო ორგანოების“ წარმომადგენელთა მიმართ იარაღის გამოყენებისთვის მსჯავრდებული ზაზა გახელაძის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გენერალი ფილიპ ბრიდლავი: საქართველომ უფრო მნიშვნელოვანი ადგილი უნდა დაიკავოს ვაშინგტონის დღის წესრიგში

"იმ დროს, როდესაც მთელი მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილია პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ევროპულ ტურნესა და მათ შორის დიდი ხნის მოლოდინის შემდეგ გამართულ ბაიდენ-პუტინის სამიტისადმი, მეორე პლანზე გადაინაცვლა ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისათვის ჯერ კიდევ სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხებმა... როდესაც ასეთი მძლავრი ქვეყნები იპყრობენ საყოველთაო ყურადღებას, მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში აშშ-ის ისეთი სტრატეგიული პარტნიორის უგულებელყოფა, როგორიც საქართველოა“, - წერს ევროპაში ნატოს ძალების და აშშ-ის ევროპული სარდლობის ყოფილი მეთაური... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უნგრეთში „ჰომოსექსუალობის პროპაგანდის“ შესახებ მიღებული კანონის წინააღმდეგ პედაგოგებმა საპროტესტო აქციები დაიწყეს

უნგრეთი პედაგოგებისა და ფსიქოლოგების მიერ ორგანიზებულმა საპროტესტო აქციებმა მოიცვა მას შემდეგ, რაც ივნისის შუა რიცხვებში უნგრეთის პარლამენტმა სადავო კანონპროექტი მიიღო. დოკუმენტი კრძალავს სკოლებში ისეთი ინფორმაციის განხილვას და გავრცელებას, რომელიც, ხელისუფლების აზრით, ჰომოსექსუალობას და სქესის შეცვლას უწყობს ხელს. საპროტესტო აქციებზე გამოსული პედაგოგები აცხადებდნენ, რომ ისინი არ აპირებენ შეასრულონ კანონის მოთხოვნა და კვლავაც გააგრძელებენ სკოლის მოწაფეებთან ლგბტ-თემის პრობლემებზე საუბარს. უნგრეთის... Читать дальше...


Российско-китайская перчатка больно прошлась по сусалам коллективного запада (Ko3а), оказалось, что отвечать ему нечем…

«Истинное горе скупо»: Садальский восхитился мужеством Заворотнюк

Пожарной охране Москвы исполнилось 220 лет — Сергей Собянин

Что изменится в жизни россиян с 1 июня



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

По «московским ценам» предлагают арендовать квартиры в Тынде в дни юбилея БАМа

В челябинском горсаду откроется фестиваль песочной скульптуры

В запасе есть мощнейший козырь: эксперт предрёк неожиданный шаг Путина

Российско-китайская перчатка больно прошлась по сусалам коллективного запада (Ko3а), оказалось, что отвечать ему нечем…

Музыкальные новости

Новости фармацевтики в России и в мире

Генералов много, а Норат Тер-Григорьянц один!

Сотрудники Росгвардии задержали устроившего стрельбу с балкона мужчину в Подмосковье 

В Подмосковье сотрудники Росгвардии задержали подозреваемого в краже товаров из магазина

Новости России

Поздравить с Днем защиты детей стоит 1 июня 2024 года

Подвели итоги регионального этапа Всероссийского конкурса «Экспортер года»

Зачем Си нужен ЕС. И почему забеспокоились в США

Опубликовано видео проб Заворотнюк на роль в сериале «Моя прекрасная няня»

Экология в России и мире

Любимый россиянами курорт с белоснежными пляжами готовится запустить прямые рейсы в Россию, чтобы снизить цены на туры

«585*ЗОЛОТОЙ» выступила партнером медиафестиваля творческой молодежи YOUPITER

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

На европейских курортах жители начали обносить улицы цепями, запрещая туристам туда заходить: романтический отдых закончился

Спорт в России и мире

Мирра Андреева вышла во второй круг Открытого чемпионата Франции

Соболенко победила на старте открытого чемпионата Франции по теннису

Медведев на отказе серба Кецмановича вышел в третий круг «Ролан Гаррос»

Белорусские теннисистки проведут стартовые встречи открытого чемпионата Франции

Moscow.media

Экс-редактор Comnews присоединился к команде iTrend

Выгодно ли покупать квартиру в новостройке?

ALMI Partner и «Даком М» будут совместно развивать и продвигать отечественные ИТ-решения

Девятый вал...







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *