Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer
Июнь
2021

Новости за 27.06.2021

Radiotavisupleba.ge 

ნაწილი მეორე: პრემიერის ანგარიში პარლამენტში - რა არ უნდა გამოგრჩეს 28 ივნისს

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილს ელოდებიან დღეს პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის ჩაბარების პროცესს გააგრძელებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. გასულ პარასკევს საგაზაფხულო სესია გვიან ღამით ისე დასრულდა, რომ დებატების ნაწილი არ ჩატარებულა. დღეს სწორედ დებატებს დაეთმობა სხდომათა დარბაზი. პროცედურის მიხედვით დებატების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი შემაჯამებელი სიტყვით გამოვა. 25 ივნისს პარლამენტში მისულმა პრემიერმა პანდემიის კრიზისის გამკლავებაზე, ეკონომიკურ საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ფლორიდაში შენობის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთა რიცხი ხუთამდე გაიზარდა

გადარჩენის მცდელობებს 12-სართულიანი შენობის ჩამოქცევის ადგილზე, ფლორიდაში, ხელს უშლიდა ნანგრევებიდან ამომავალი ცეცხლი და კვამლი და ამცირებდა გადარჩენილთა პოვნის იმედებს 10 მეტრზე მაღალ, ბეტონისა და ლითონის გროვაში. კვამლი ყველაზე დიდი სირთულე იყო მაშველებისთვის, რომლებმაც 26 ივნისს კიდევ ერთი გვამი იპოვეს, რითაც დაღუპულთა რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა. მაიამი-დეიდის მერმა, დანიელა ლევინ კავამ,  მეხუთე გვამის აღმოჩენის შესახებ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. მან თქვა, რომ მაშველები, რომლებიც დღე-ღამის განმავლობაში მუშაობენ ადგილზე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დიდი დიღმის მოსახლეობა სტადიონის მშენებლობას აპროტესტებს

27 ივნისს დიდი დიღმის მოსახლეობის ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა მწვანე სივრცის დასაცავად და მოუწოდა ეკონომიკის სამინისტროს, თბილისის მერიასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, გააუქმონ დახურული ტიპის სტადიონის აშენების გადაწყვეტილება. 2019 წელს „შენი იდეა მერს“ კონკურსის ფარგლებში, ფინალში გასული იდეით და მოქალაქეების მხარდაჭერით, ამ ადგილზე უნდა აშენებულიყო პარკი, მაგრამ ახლა, პარკის ნაცვლად ამ ადგილზე, II მკ. რნ.-ში, კორპუსებს შორის იგეგმება დახურული სტადიონის აშენება, რისთვისაც, როგორც... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პოლიციის უფროსი: ავღანეთის არმიის 50-ზე მეტი მებრძოლია დატყვევებული თალიბანის მიერ

თალიბანის ძალებმა ქვეყნის უშიშროების ძალების 50-ზე მეტი მებრძოლი დაიჭირეს ცენტრალურ პროვინციაში, მაიდან-ვარდაქში, - განუცხადა პოლიციის უფროსმა რადიო თავისუფლების ავღანურ რედაქციას. პოლკოვნიკმა მუსთაფა მაიარმა, მაიდან-ვარდაქის პოლიციის უფროსმა, 27 ივნისს განაცხადა, რომ ავღანეთის უშიშროების ძალების წარმომადგენლები დაატყვევეს ღამით, პროვინციაში გააფთრებული ბრძოლებისას. მან თქვა, რომ ორი - ჩაქი და საიედ-აბადის რაიონები თალიბანის ხელში აღმოჩნდა, მიუხედავად, როგორც მან აღწერა, მძლავრი წინააღმდეგობისა ავღანეთის არმიის მხრიდან. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს მოქალაქემ საბერძნეთის ციხეში თანამემამულე მოკლა

26 ივნისს კუნძულ კრეტაზე, ქალაქ ხანიის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ ორ თანამესაკნე საქართველოს მოქალაქეს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც ერთ-ერთი მათგანი, 53 წლის მამაკაცი ხელნაკეთი დანით მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას საბერძნეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს. „აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე საბერძნეთში საქართველოს საელჩოს კონსული ესაუბრა ქალაქ ხანიის ციხის ადმინისტრაციის უფროსს, რომელმაც პირად საუბარში დაუდასტურა ზემოაღნიშნული ფაქტი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბრიტანეთში გაჩერებაზე იპოვეს საიდუმლო დოკუმენტები ნაღმოსან HMS Defender-ის მისიის შესახებ

ბრიტანეთში ავტობუსის გაჩერებაზე ნახეს თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო დოკუმენტები, რომლებიც შეიცავს დეტალურ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის სარაკეტო ნაღმოსან HMS Defender-ის და ბრიტანელი სამხედროების შესახებ. ამის თაობაზე 27 ივნისს იტყობინება ბი-ბი-სი. ბრიტანეთის მთავრობა აცხადებს, რომ თანამშრომელმა, რომელიც შეშფოთებული იყო დოკუმენტების დაკარგვით, ამის თაობაზე განაცხადა გასულ კვირაში. დაწყებულია გამოძიება. ბრიტანელმა სამხედროებმა საგულდაგულოდ დაგეგმეს სამხედრო ხომალდის, HMS Defender-ის გავლა რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის სანაპიროსთან. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნაზი ჯანეზაშვილი: "მოსამართლეები მოქმედებენ მხოლოდ საკუთარი ინტერესებით"

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, მოსამართლეები იქცევიან უპასუხისმგებლოდ, როცა საგანგებო შეკრებას მართავენ და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების წინააღმდეგ ირაზმებიან. „მერამდენედ ხდება მოსამართლეების "მობილიზაცია"? რატომ არ მოგბეზრდათ ამდენი სიყალბე? მურუსიძის თაოსნობით ისევ შეიკრიბა მოსამართლეთა კორპუსი“, - წერს სოციალურ ქსელში ნაზი ჯანეზაშვილი, რომლის თქმითაც, მოსამართლეებს აღელვებთ ის განცხადებები, რასაც სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ელჩები აკეთებენ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შეხვედრაზე ოჰაოს შტატში აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ახლანდელი ადმინისტრაცია გააკრიტიკა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, 26 ივნისს გამართა თავის მომხრეებთან პირველი დიდი შეხვედრა თეთრი სახლის დატოვების შემდეგ. ოჰაიოში შეხვედრას ათასობით ადამიანი დაესწრო. ტრამპის გამოსვლის უდიდესი ნაწილი ეხებოდა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის კრიტიკას. სოციალურ ქსელებში ტრამპის ანგარიშების უმეტესობა გაყინული ან გაუქმებულია, ყოფილი პრეზიდენტი იშვიათად ჩნდება საჯაროდ და არ ურთიერთობს ჟურნალისტებთან. ტრამპმა თქვა კიდევ ერთხელ, რომ, მისი აზრით, ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნები... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მოსამართლეები მწვავედ აკრიტიკებენ სტრატეგიულ პარტნიორებს  

"მოვამზადეთ ერთობლივი მიმართვა, რომელსაც ხელი მოაწერა სამოსამართლო კორპუსის ყველა წევრმა, ვინც დღეს აქ იყო - მოსამართლეებმა კიდევ ერთხელ გავაპროტესტეთ ის დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც მიმდინარეობს ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე და რომელიც მიზნად ისახავს სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფას - არავის, მიუხედავად სტატუსისა, არ უნდა ჰქონდეს უფლება და შესაძლებლობა, ჩაერიოს სასამართლოს დამოუკიდებლობაში", - ამის შესახებ განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა იუსტიციის უმაღლეს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ირანის პარლამენტის სპიკერი: ირანი საერთაშორისო ატომურ სააგენტოს არ გადასცემს ბირთვულ ობიექტებზე გადაღებულ მასალას

ირანის პარლამენტის სპიკერმა განაცხადა, რომ თეირანი არასოდეს გადასცემს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ირანის ზოგიერთ ბირთვულ ობიექტებზე გადაღებულ მასალას მას მერე, რაც მეთვალყურეობის შეთანხმებას ვადა გაუვიდა. „შეთანხმებას ვადა გაუვიდა ... გადაღებული ინფორმაცია არასოდეს გადაეცემა ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს და მონაცემები და ფოტომასალა ირანში დარჩება“, თქვა 27 ივნისს მოჰამად ბაღერ ღალიბათმა თასმინის სააგენტოსთან საუბარში. ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოსა და... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საგარეო უწყება: ევროკავშირი გახდა ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი

„ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 7 წლის თავზე, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით, რასაც კონკრეტული ხელშესახები შედეგები მოყვა და საკანონმდებლო და ინსტიტუციურ დონეზე ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოვება განახორციელდა“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, - „საქართველო აგრძელებს ევრო-რეგულაციებსა და ევრო-დირექტივებთან საკანონმდებლო დაახლოებას, შედეგად, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ლიდერ რეფორმატორ ქვეყანადაა აღიარებული“. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პანდემიის დროს აკრძალვების აქტიური მომხრე ბრიტანელი მინისტრი გადადგა მათი დარღვევის გამო

ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი, რომელმაც აქტიური როლი ითამაშა კოვიდ-19-ის გავრცელების საწინააღმდეგო ზომების შემოღებისას, გადადგა 26 ივნისს მას მერე, რაც გაზეთმა გამოაქვეყნა ფოტოები, თუ როგორ კოცნის ის თავის სამთავრობო ოფისში თავის ასისტენტს. მინისტრი მეტ ჰენკოკი გადადგა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ის არღვევს წესს იმ დროს, როცა მთავარი პირი იყო პანდემიასთან ბრძოლაში ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებების მიღებისას. 42 წლის ჰენკოკმა ტვიტერით გავრცელებულ ვიდეოში განაცხადა, რომ „პირებმა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

იოანე გამრეკელი: გელათი ჟურნალისტების გამო დაიკეტა

„ჩვენი ინტერესია, სწორი დიაგნოზი დაისვას და სწორი მკურნალობა დაინიშნოს“, - ამის შესახებ ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტმა, იოანე გამრეკელმა გელათის ტაძართან დაკავშირებით განაცხადა. ტაძრის დაკეტვის თაობაზე დასმული კითხვის პასუხად იოანე გამრეკელმა აღნიშნა, რომ ტაძარში „იუნესკოს“ ექსპერტები მუშაობენ და მათ მედიის ყოფნით ხელი შეეშლებათ. „თქვენ ხომ კარგად იცით, რატომ არის დაკეტილი და რატომ მეკითხებით? ჩემზე კარგად იცით ყველაფერი. "იუნესკოს" ექსპერტები არიან ჩამოსული და თქვენ ხელს უშლით მუშაობაში, ამიტომ დაკეტილია. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ფინეთში კოვიდ-19-ის შემთხვევები სწრაფად იზრდება ფეხბურთის მოყვარულების რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ

ფინეთის ჯანდაცვის სამსახურების თანახმად, ამ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების ზრდა უკავშირდება რუსეთიდან, სანქტ-პეტერბურგიდან, ფეხბურთის გულშემატკივრების დაბრუნებას ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის თამაშების შემდეგ. ვირუსის ახალი, სწრაფი გავრცელების უნარიანი, ვერსია „დელტა“ არაერთ ქვეყანაში გავრცელდა და შეშფოთებას იწვევს. ფინეთის ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის ინსტიტუტმა მოუწოდა 26 ივნისს იმ პირებს, რომლებიც სანქტ-პეტერბურგიდან დაბრუნდნენ ავტობუსით, კორონავირუსზე ტესტი გაიკეთონ. მიკა სალმინენმა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვახტანგ გომელაურს ბრიტანულ ხომალდზე უმასპინძლეს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ძალების ხომალდ HMS DEFENDER-ზე უმასპინძლეს საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა მარკ კლეიტონმა და ხომალდის მეთაურმა, II რანგის კაპიტანმა ვინს ოუენმა. ხომალდის ოფიციალურ ტურში მონაწილეობდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, გენერალ-მაიორი ნიკოლოზ შარაძე, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, I რანგის კაპიტანი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნიკოლოზ მარსაგიშვილი: მოსამართლეთა დანიშვნა არ უნდა შეჩერდეს

იუსტიციის საბჭოს მდივნის, ნიკოლოზ მარსაგიშვილის თქმით, საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დანიშვნა დიდხანს არ უნდა შეჩერდეს. იუსტიციის უმაღლეს სკოლაში შეკრებილი მოსამართლეები სასამართლოს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე მსჯელობენ. "ჩვენ შევაჩერეთ პროცესი და დაველოდეთ საკანონმდებლო ცვლილებებს - ასეთია ჩვენი პოზიცია. რაც შეეხება იმას, უნდა შეჩერდეს თუ არა დანიშვნა, მე ვფიქრობ, რომ არ უნდა შეჩერდეს დიდხანს, თუმცა ეს მაინც პარლამენტმა და პოლიტიკოსებმა უნდა გადაწყვიტოს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კარლ ჰარცელი: „ასოცირების ხელშეკრულება საიმედო დასაყრდენია“

ევროკავშირის ელჩი საქართველოშ, კარლ ჰარცელი ულოცავს საქართველოსა და ევროკავშირს ასოცირების შეთანხმების 7 წლისთავს და განცხადებას ავრცელებს. "დღეს ჩვენ აღვნიშნავთ მე-7 წელს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების ხელმოწერისა, რომელიც ჩვენი ახლო ურთიერთობის საიმედო დასაყრდენია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტექნიკური დოკუმენტია, ის ასახავს ჩვენს საერთო ღირებულებებსა და მიზნებს. იგი წარმოადგენს პოტენციალის გამოვლენის გასაღებს, რომლის მიზანიც ერთად გვაქვს დასახული. გილოცავთ იუბილეს როგორც საქართველოს, ასევე ევროკავშირს! Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

Stopcov.ge-ს თანახმად, ინფიცირების 585 ახალი შემთხვევაა, გარდაიცვალა 11 ადამიანი

ჩატარებული ტესტირების შედეგად (22 073 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 972 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 101 PCR ტესტით), ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 585 ახალი დადასტურებული შემთხვევა. საქართველოში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  363 522-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 26 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.65 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.49%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.33%. ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჩეკისტი ფეხბურთელები - „დინამოელების“ ორმაგი ცხოვრება

„ბუცები და ტყავის ჩექმა“ - გამოვიდა ისტორიკოს დავით ჯიშკარიანის წიგნი, „დინამოს“ პირველ დღეებსა და თაობებზე. შინსახკომის ბაზაზე დაარსებული „დინამო“ ჩეკისტი ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული და მათ ლავრენტი ბერია მფარველობდა. „იქმნება ახალი გუნდი „დინამო“, რომელსაც მიეკედლა რამდენიმე კარგი მოთამაშე ქავთარაძის და წაფს-ის გუნდებიდან“... ეს 1925 წლის გაზეთიდანაა. მაშინ საქართველოში ე.წ. ველური ფეხბურთი იყო გავრცელებული. ხალხი თავად აყალიბებდა გუნდებს. არც საერთო წესები იყო, არც ნორმალური სტადიონი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„აშშ-ში კლანის წევრ მოსამართლეებზე სანქციების დაწესება უმაღლეს დონეზე განიხილება“ - ლელო

ავტორი: ქართლოს შარაშენიძე, "ამერიკის ხმა" „სენატში გვქონდა საუბარი, პროცესი არის დაძრული, ჩაერთვება სახელმწიფო დეპარტამენტი“ - ბადრი ჯაფარიძე, პარტია „ლელო საქართველოსთვის“ გენერალური მდივანი, „ამერიკის ხმასთან“ ამერიკის მხრიდან, ცალკეული ქართველი მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესების შესაძლებლობაზე საუბრობს. „ამერიკის ხმა“ ჯაფარიძეს ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ ესაუბრა. სახელმწიფო დეპარტამენტის გარდა ბადრი ჯაფარიძემ, გრიგოლ გეგელიამ და სალომე სამადაშვილმა... Читать дальше...


В запасе есть мощнейший козырь: эксперт предрёк неожиданный шаг Путина

Финансовый код: что это такое, как работает и как его запустить

Россия по ППС с 2021 года считается четвертой экономикой мира

Мошенник под видом участника «Битвы экстрасенсов» обманул женщину на деньги



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Театральные инсталляции организовали «бестужевцы» к 101-й годовщине Бурятии (12+)

В Москве состоялась научно-практическая конференция «Комплексной безопасности»

Россия по ППС с 2021 года считается четвертой экономикой мира

ЗАПИШИ СЕМЕЙНЫЙ РОЛИК — ПОПАДИ В ЭФИР ТЕЛЕКАНАЛА RU.TV

Музыкальные новости

Благотворительный Вечер в «Геликон-Опера»: Искусство во Имя Добра

В Екатеринбурге Росгвардия обеспечила правопорядок на переходном матче Чемпионата России по футболу

Путин защитил от списания по долгам социальные пенсии инвалидов

VK Fest 2024: Музыка и Развлечения на Открытых Площадках России

Новости России

Если нечем заменить Китай или Когда ситуация диктует

Закон о запрете на продажу любых вейпов в РФ внесут в Госдуму

Россия по ППС с 2021 года считается четвертой экономикой мира

Адвокат Жорин заявил, что полумиллионный долг Заворотнюк перейдет к наследникам

Экология в России и мире

На европейских курортах жители начали обносить улицы цепями, запрещая туристам туда заходить: романтический отдых закончился

Eleganzza весна-лето 2024

С чем носить брюки палаццо: примеры образов

Правильная эксплуатация грузовых шин позволит продлить срок их службы

Спорт в России и мире

Рыбакина, Путинцева и Бублик стартуют на Ролан Гаррос. Кто в соперниках и чего ждать?

Медведев пошутил о том, что часто проводит ночные матчи на турнирах «Большого шлема»

Соболенко победила на старте открытого чемпионата Франции по теннису

Медведев на отказе серба Кецмановича вышел в третий круг «Ролан Гаррос»

Moscow.media

Лето в урочище Кокоря

"ДиМ" строит участок 5 трассы СБВ

Удаленная настройка охранных комплексов StarLine

Портативный ТСД корпоративного класса Saotron RT-T70







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *