Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Июнь
2021

Новости за 29.06.2021

Radiotavisupleba.ge 

რა გვიჯდება ვაქცინაცია - რა არ უნდა გამოგრჩეს 30 ივნისს

„სრულიად საიდუმლოდ“ - ვაქცინები, შემოტანის ვადები, ღირებულებები გუშინ საქართველოში კორონავირუსის 1134 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 22 პაციენტი. ქვეყანაში 27-ს აღწევს ე.წ. დელტა (ე.წ. ინდური) შტამით დაინფიცირებულთა რაოდენობა, რომელიც ვირუსის ყველაზე სწრაფად გავრცელებად ვარიანტად ითვლება. ამის ფონზე საქართველოში 29 ივნისის მონაცემებით, ერთჯერადად აცრილია 257 974 ადამიანი. სრულად, ანუ ორჯერადად, ვაქცინირებული კი 96 975 ადამიანია, რაც მოსახლეობის 3 %-ზე ნაკლებია. ქვეყანაში ბოლოს ვაქცინის მარაგი 6 მაისს შეივსო. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვოვა სიხარულიძე, დრო რომ ვერ წაშლის...

ვოვა სიხარულიძის ყველაზე ცნობილი მოთხრობა, „მეათე მოწმე“, პირველად 1967 წელს გამოქვეყნდა. მერეც არაერთხელ დაიბეჭდა ავტორის კრებულებსა თუ სხვადასხვა ანთოლოგიებში, თუმცა ყოველთვის, ყოველ ჯერზე, ამ მოთხრობის გამოქვეყნებას თან ახლდა მთიდან დაგორებული უზარმაზარი ლოდის ეფექტი. მკითხველი, რომელიც პირველად გაეცნობა „ინტელექტის“ მიერ გამოცემულ ვოვა სიხარულიძის „მეათე მოწმესა“ და სხვა ტექსტებს, აუცილებლად იგრძნობს ამ ეფექტის გამაოგნებელ ძალასა და სიმძლავრეს, რომელიც, როგორც მოთხრობაშია, სასიკვდილო საფრთხეს უქმნის ყოველივე უსამართლოს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რას ცვლის ბელარუსის გასვლა პროგრამიდან "აღმოსავლეთის პარტნიორობისთვის"?

ევროკავშირის მიერ დაწესებული მკაცრი ეკონომიკური სანქციების პასუხად ბელარუსის ხელისუფლებამ 28 ივნისს განაცხადა, რომ წყვეტს ყოველგვარ ურთიერთობას ევროკავშირთან და ასევე აჩერებს თავის მონაწილეობას „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამაში, რომლის მიზანია თანამშრომლობის გაღრმავება ევროკავშირსა და ექვს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას - საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს, ბელარუსს, მოლდოვასა და უკრაინას - შორის. ევროკავშირში სინანული გამოთქვეს ბელარუსის გადაწყვეტილებაზე, გაწყვიტოს კავშირი ბლოკთან და განაცხადეს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

განათლებისა და მეცნიერების ქალაქის მაგივრად სკოლა აშენდა და ისიც ინგრევა

2019 წლის 18 იანვარს საქართველოს ხელისუფლებამ და თბილისის მთავრობამ დიდ დიღომში, განათლებისა და მეცნიერების ქალაქის მშენებლობის პროექტი წარუდგინეს საზოგადოებას, დიდი ღონისძიება გამართეს და სიმბოლურად საძირკველში კაფსულაც ჩადეს. პროექტის პრეზენტაციიდან ორი წლის შემდეგ, კომპლექსში შემავალი სკოლის შენობას ბზარები აქვს, საძირკველში წყალი ჩადის და ნაგებობა ნგრევის საფრთხის წინაშე დგას. განათლებისა და მეცნიერების ქალაქის მშენებლობის ბიუჯეტად თავიდან 20 მილიონი ლარი იყო განსაზღვრული, თუმცა მისი აშენება საბოლოოდ უფრო ძვირი დაჯდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

არისტოფანეს „ლისისტრატე“

ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „სცენის შედევრები“ გვთავაზობს საუბარს არისტოფანეს უაღრესად პოპულარულ შედევრზე, „ლისისტრატეზე“, რომელიც ამჟამად მსოფლიო ლიტერატურაში პაციფიზმისა და ფემინიზმის უმნიშვნელოვანეს ნაწარმოებად ითვლება. პაციფისტური ეს პიესა არისტოფანეს დროსაც იქნებოდა, ფემინიზმისა კი რა მოგახსენოთ, არისტოფანე არანაირი ფემინისტი არ ყოფილა, ქალებთან დამოკიდებულება ერთადერთი საკითხია, რომელიც მას თავის მუდმივ მეტოქესთან, „მთავარ ქალთმოძულედ“ ცნობილ გენიალურ ევრიპიდესთან აახლოებდა. არისტოფანეს ნებისმიერი კომედია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რომელი საზღვრებია გახსნილი და რა უნდა გავაკეთოთ მოგზაურობამდე

საქართველოს მოქალაქეებს უკვე შეუძლიათ მეზობელ ქვეყნებსა და ევროპაში მოგზაურობა - ერთი თვეა, რაც საქართველოს სახმელეთო საზღვრები გახსნილია, 1 ივლისიდან კი ქუთაისის აეროპორტში დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია WizzAir-ი ბრუნდება. თუმცა, პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები ყველა ქვეყანაში მოქმედებს, ყველა მათგანი კოვიდ-ტესტის უარყოფით პასუხს მოითხოვს, ზოგ შემთხვევაში კი - ვაქცინაციის სრულ კურსს. ზოგი საქართველოს მოქალაქეს ჯერ კიდევ არ უშვებს საკუთარ საზღვრებში. ზუსტად რა პირობები უნდა შევასრულოთ, რომ მეზობელ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლინჩის წესი - როდის ხდება ხალხი მოსამართლე და მკვლელი?

ლინჩის წესით გასამართლების შემთხვევები საქართველოში - ექსპერტები აცხადებენ, რომ სახალხო სამართალი საზოგადოების უმწიფრობასა და პოლიციის უსუსურობაზე მეტყველებს.

Radiotavisupleba.ge 

გიორგი სიორიძე საარჩევნო რეფორმაზე - "სამართლიანობისა და სამართლებრივი გამართულობის სტანდარტი ამ პროექტმა სამწუხაროდ არ დაიცვა"

"ლელო - საქართველოსთვის" წევრი ცესკოში, გიორგი სიორიძე ხსნის - რატომ არ დაუჭირა პარტიამ მხარი საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს. ის პროცესის კონსტრუქციულ და პოზიტიურ ნაწილსაც აღნიშნავს, თუმცა აცხადებს, რომ ""ქართულმა ოცნებამ" რამდენიმე ისეთი ნაღმიც ჩადო, რომელიც პრინციპულად მიუღებელი იყო "ლელოსთვის"".

Radiotavisupleba.ge 

ლევან ცუცქირიძე - "დემოკრატიული პარტიების გარეშე დემოკრატიული მმართველობა ვერ იარსებებს"

EECMD-ს აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ცუცქირიძე ლაპარაკობს საქართველოში შიდაპარტიული დემოკრატიის ხარისხსა და ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებზე, მათ შორის - "შიდაპარტიული დემოკრატიის ინდექსზე", სადაც ყველაზე მსხვილი პარტიები რეიტინგის ბოლოსკენ არიან. ლიდერებზე კი მოისმინეთ ინტერვიუში:

Radiotavisupleba.ge 

ალეკო ელისაშვილი: "თბილისი პრაიდს" ზიზღის ტალღის აგორების გარდა არაფერი შედეგი არ აქვს

თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი და საქართველოს პარლამენტის წევრი, ალეკო ელისაშვილი ლგბტქ უფლებადამცველებს, რომლებიც თბილისში "პრაიდის კვირეულს" მართავენ, თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. ასე უპასუხა მან ჟურნალისტების კითხვას, რას ფიქრობდა კვირეულის გამართვასთან დაკავშირებით. "რატომ მართავენ ამ პრაიდს, რომელსაც სიძულვილის, ზიზღის ტალღის აგორების და პრორუსული ძალების გამოცოცხლების გარდა არაფერი შედეგი არ აქვს, ამას ვერ ვხვდები უბრალოდ... თავს თუ შეიკავებენ, იქნება ძალიან კარგი", - თქვა ელისაშვილმა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნათია თურნავა: 1 ივლისიდან ქუთაისის აეროპორტში Wizz Air-ის ბაზა ბრუნდება

1 ივლისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ის ბაზა ბრუნდება და საქართველოდან ევროპის მიმართულებით დამატებით რეისებს მილანის, პრაღის, ათენის, სალონიკის, ლარნაკასა და მემინგენის მიმართულებით შეასრულებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მისი სიტყვებით, პირველ ეტაპზე, ეპიდსიტუაციიდან და ევროპის ქვეყნებში არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, მილანის, პრაღის, ათენის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ავღანეთის არმიამ ჩრდილოეთის - ფარიაბის პროვინციაში ორი რაიონი დაიბრუნა

ავღანეთის უშიწშროების ძალებმა კონტროლი აღადგინეს ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე ფარაბის პროვინციის ორ რაიონზე თალიბებთან ცხარე ბრძოლების შედეგად, იტყობინება ავღანეთის თავდაცვის სამინისტრო 29 ივნისს. თალიბანმა გასულ კვირებში ათეულობით რაიონი წაართვა სამთავრობო ძალებს, რის გამოც გაიზარდა შეშფოთება, რომ აშშ-ის მეთაურობით მოქმედი საერთაშორისო ძალების მიერ ავღანეთის დატოვების შემდეგ, მთავრობა და არმია, რომლებსაც დასავლეთი უჭერს მხარს, დაემხობა.    განცხადების თანახმად, ფაშთუნ ქოთი და ხან ჩაჰარბაღი ავღანეთის მთავრობის ძალებმა 28 ივნისს დაიკავეს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თბილისის მერი "პრაიდის კვირეულის" გამართვას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ საქართველოში გამოხატვის თავისუფლება დაცულია, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ ლგბტქ ჯგუფის ორგანიზებული "პრაიდის კვირეული" არ უნდა ჩატარდეს. კვირეულის დაწყებამდე ორი დღით ადრე მან ამ საკითხზე ჟურნალისტებთან ისაუბრა. "მე არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ამის გაკეთება იმიტომ, რომ არსებობენ კონკრეტული ადამიანები, კონკრეტული ჯგუფები, რომლებმაც შეიძლება ეს არასწორად გამოიყენონ როგორც ერთი, ასევე მეორე მხრიდან", - თქვა კალაძემ. თბილისში "პრაიდის კვირეული" 1 ივლისს იწყება, 5 ივლისს კი დაგეგმილია "ღირსების მარში". Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებულ აფხაზეთში მასშტაბური ენერგოავარია მოხდა

ოჩამჩირეში ელექტროქვესადგურზე გაჩენილი ხანძრის გამო, ქალაქის ნაწილი და რამდენიმე სოფელი ელექტრომომარაგების გარეშე დარჩა. ცეცხლს ორი სახანძრო ბრიგადა და ერთი სამაშველო დანაყოფი აქრობდა. ხანძარმა დახურული გამანაწილებელი მოწყობილობა დააზიანა. არავინ დაშავებულა. „ჩერნომორენერგოს“ ცნობით, მწყობრიდან გამოვიდა ქვესადგურის მოწყობილობების დიდი ნაწილი. ადგილზე ენერგეტიკოსები მუშაობენ. „აფსნიპრესის“ თანახმად, შემთხვევის ადგილზე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანიაც იმყოფებოდა და... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ავსტრალია აფართოებს შეზღუდვებს, ბრიტანეთი „დელტა“ ვარიანტის გავრცელების მიუხედავად შეზღუდვების გაუქმებას გეგმავს

29 ივნისიდან შეზღუდვები გამოცხადდა ავსტრალიის დამატებით ქალაქებში, კორონავირუსის მუტირებული ვარიანტის, „დელტას“ სწრაფი გავრცელების გამო. ჰონგ-კონგმა აკრძალა დიდ ბრიტანეთში ფრენები იქ ინფიცირებულთა რიცხვის ზრდის გამო. ავსტრალიის ქალაქები, პეტრი და ბრისბენი შეუერთდნენ სიდნეის და დარვინს, რომლებიც უცბად აღმოჩნდნენ იზოლაციაში, რადგან მთავრობა ახალი ვარიანტის გავრცელების შეჩერებას ცდილობს. მართალია, შემთხვევების რაოდენობა იზრდება „დელტას“ გამო, ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა, საჯიდ ჯავიდმა განაცხადა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„პანსიონი იყო პირქუში და სევდიანი”: ნინო ლომჯარია ნინოწმინდაში შეხვედრის დეტალებზე

რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ და რამდენიმეთვიანი ბრძოლის შედეგად, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია 28 ივნისს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შევიდა. რა დახვდა სახალხო დამცველისთვის თვეობით ჩაკეტილ ჭიშკარს მიღმა ნინო ლომჯარიას? იქ შეხვედრის დეტალებზე, განწყობასა და პანსიონის სავარაუდო მომავალზე რადიო თავისუფლება თავად სახალხო დამცველს ესაუბრა. რადიო თავისუფლება: ნინო, ხანგრძლივი წინააღმდეგობის და პაუზის შემდეგ თქვენ გუშინ ბოლოს და ბოლოს  შეხვედით ნინოწმინდის პანსიონში. რა იყო პირველი შთაბეჭდილება, ემოცია, რაც გაგიჩნდათ, როცა ჭიშკარი შეაღეთ? Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბოლო ერთ თვეში, ტურისტებში კორონავირუსის 400-ზე მეტი შემთხვევაა

ბოლო ერთ თვეში საქართველოში შემოსვლისას, ან შემოსვლის შემდეგ, კორონავირუსი დაუდასტურდა 400-ზე მეტ ტურისტს. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ: „დღეს მე საბჭოს ვაუწყე, ტურისტებში ჩვენ დაახლოებით 400-ზე მეტი შემთხვევა გვაქვს დადასტურებული ინფექციის შემოტანის ქვეყანაში და შემდგომ მათი იზოლირების. ანუ, გაზრდილი მობილობა, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი რისკფაქტორია შემთხვევების ზრდის“. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჩეხეთი დათანხმდა ბელარუსის ოპოზიციის ოფიციალური წარმომადგენლობის გახსნას

ჩეხეთის რესპუბლიკა დათანხმდა, პრაღაში ბელარუსის ოპოზიციის ოფიციალური ოფისი გაიხსნას. ოპოზიციას ბელარუსში გამკლავება უწევს ალიაქსანდრ ლუკაშენკას რეჟიმის სასტიკ რეპრესიებთან. „ბელარუსის ოპოზიციას ჩეხეთის რესპუბლიკა უპირობოდ უჭერს და დაუჭერს მხარს“, - განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იაკუბ კულჰანეკმა, თავის ტვიტში. ჩეხმა მინისტრმა ამის შესახებ გამოაცხადა ბელარუსის ოპოზიციის ლიდერის, სვიატლანა ციხანოუსკაიას პრაღაში ვიზიტიდან რამდენიმე კვირაში. ანალოგიური ოფისები ბელარუსის ოპოზიციას აქვს ლიეტუვასა და პოლონეთში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში კორონავირუსის "დელტა" შტამი კიდევ 7 პირს დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსის "დელტა" შტამი კიდევ 7 პირს დაუდასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მედიას საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ უთხრა, რომ ახალი შემთხვევები გუშინ გამოვლინდა. "სხვადასხვა პროგნოზირების მაჩვენებლებით, როგორც საერთაშორისო ინსტიტუციების, ისე ჩვენი მოდელირებით, ვფიქრობთ, რომ 10-დან 20 პროცენტამდე მერყეობს „დელტა“ შტამის ცირკულირება... დღევანდელი მდგომარეობით, ის 85 ქვეყანაშია დაფიქსირებული", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"გირჩმა" თვითმმართველობის არჩევნების მთავარი სახეები დაასახელა

"გირჩმა" თვითმმართველობის არჩევნებისთვის მთავარი სახეები დაასახელა. პარტიის ლიდერებმა მედიას თბილისის საკრებულოს წევრობის ორი კანდიდატი ოთო ზაკალაშვილი და ჰერმან საბო წარუდგინეს. ზაკალაშვილი საარჩევნო კამპანიასაც უხელმძღვანელებს. როგორც პარტიის ლიდერებმა მედიას უთხრეს, ამ არჩევნებს ორი მიზანი აქვს, "გირჩის შენარჩუნებისა" და "გირჩის პროგრესის" ფუნქცია. "ჩვენ ამ ეტაპზე არ ვაპირებთ არც მაჟორიტარობის და არც მერობის კანდიდატების დასახელება. ჩვენთვის ეს არჩევნები საპარლამენტო არჩევნებია - ჩემი, სანდროს, იაგოს ლეგიტიმაციის არჩევნები. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 1194 ახალი შემთხვევა

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 22 პაციენტი. სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 29 709 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 1194 შემთხვევა. ეს ამ თვეში, პირველი ივნისის შემდეგ ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ჯანდაცვის სამინისტროში "სამშაბათის სინდრომს" უწოდებენ ხოლმე, გაზრდილ სტატისტიკას, როცა უქმე დღეებში შემცირებული ტესტირების მაჩვენებელი ისევ იმატებს და შესაბამისად... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ენდი მარის საოცარი სეტი აართვა, მაგრამ თამაში ვერ მოუგო

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონს საწყისი ეტაპიდან გამოეთიშა, მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანთან, ამ ტურნირის ორგზის და ოლიმპიური თამაშების ასევე ორგზის ჩემპიონთან - ენდი მარისთან წაგებით. მსოფლიოს რეიტინგში ოცდამერვე ადგილზე მყოფმა ქართველმა, ბრიტანელ ვარსკვლავს მხოლოდ მესამე სეტში აჯობა. თან ისეთი უიმედო მდგომარეობიდან, ვერავინ რომ ვერ იფიქრებდა - მარის ორსეტიანი უპირატესობა ჰქონდა (6:4, 6:3) და საბოლოო გამარჯვებას ერთადერთი ქულა აშორებდა, მაგრამ ბასილაშვილმა ზედიზედ შვიდი გეიმი აიღო (7:5) და სეტებში ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა - 1:2. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საბერძნეთში ნაპოვნია ათენის გალერეიდან თითქმის ათი წლის წინ მოპარული პიკასოს ნამუშევარი

საბერძნეთის პოლიციამ აღმოაჩინა პაბლო პიკასოს ნამუშევარი „ქალის თავი“, რომელიც დაახლოებით ათი წლის წინ მოიპარეს ათენის ეროვნული გალერეიდან. ბერძნული გამოცემა Proto Thema წერს, რომ დაკავებულია ეჭვმიტანილი, 49 წლის ბერძენი კაცი, რომელსაც პიკასოს „ქალის თავთან“ ერთად აღმოაჩნდა გალერეიდან მოპარული, ჰოლანდიელი მხატვრის პიტ მონდრიანის „ქარის წისქვილი“. მონდრიანის ნამუშევარი დაზიანებულია. ეჭვმიტანილი ნახატებს ინახავდა ათენიდან 50 კილომეტრში მდებარე ხევში გაკეთებულ სამალავში. საბერძნეთის პოლიციის წარმომადგენლები... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უეფას მოუწოდებენ ევროპის ჩემპიონატის ბოლო მატჩები ლონდონში არ ჩაატაროს

ევროპის საფეხბურთო კლუბების ასოციაციათა კავშირს, უეფას ევროკომისიიდან მოუწოდეს, გადახედოს ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩების ლონდონში ჩატარების გადაწყვეტილებას. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, მარგარიტის სხინასმა მიზეზად დაასახელა დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის „დელტა“ შტამის გავრცელება. ევროკომისიის მაღალჩინოსნის განცხადებით, პირადად მას მიაჩნია, რომ ლონდონის „უემბლის“ სტადიონზე დაგეგმილი მატჩები სხვაგან უნდა გაიმართოს. სხინასმა უეფას მიმართა, ვითარება დეტალურად გააანალიზოს და გადაწყვეტილება ფაქტებზე დაყრდნობით მიიღოს. Читать дальше...


Жители Серпухова прокомментировали благоустройство улицы Дальней

В Зачатской башне Нижегородского кремля открылась выставка «Кремли России – взгляд художника»

Тая Скоморохова выпустила новый трек «Едем по району»

День святых родителей. Что можно и что нельзя делать 1 июня 2024 года



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Чем заняться на фестивале День соседа на Хлебозаводе

SHOT: Даня Милохин планирует вернуться в Москву летом

Очистные для резидентов ОЭЗ «Ступино Квадрат» сдадут в эксплуатацию в 2025 году

Глава Дагестана раскритиковал члена СПЧ за слова о регионе как «оплоте радикализма»

Музыкальные новости

«Россети Новосибирск» продолжает конструктивный диалог с бизнесом по вопросам подключения к электрическим сетям

Сотрудники Росгвардии задержали устроившего стрельбу с балкона мужчину в Подмосковье 

Выгодно ли покупать квартиру в новостройке?

Собянин анонсировал большую летнюю спортивную программу

Новости России

Генерал Бижев заявил, что силам ПВО России вполне «по зубам» ракеты ATACMS

Онколог пояснил, могла ли Кейт Миддлтон потерять зубы

Под угрозой Москва, Краснодар, Самара: Чем ВСУ могут ударить вглубь России

В Подольске проведут реконструкцию школы и возведут пристройку

Экология в России и мире

Третья Московская неделя моды: масштабное событие с участием дизайнеров из России и мира пройдет в октябре

Доктор Кутушов назвал болезни, которые поджидают отдыхающих у водоёмов

Представители KAMA TYRES приняли участие в 57-й легкоатлетической эстафете

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

Спорт в России и мире

Соболенко победила на старте открытого чемпионата Франции по теннису

Елена Рыбакина удивила решением перед Уимблдоном

Матч Котова и Вавринки перенесли на корт Сюзанн Ленглен

Пресс-служба WTA мемом отреагировала на тяжёлую победу Свёнтек над Осакой

Moscow.media

В Кировском районе Крыма проверили бывших мигрантов, не вставших на воинский учет

Удаленная настройка охранных комплексов StarLine

Губернатор ХМАО Комарова объявила, что уходит в отставку

Доступный, летний, твой – StarLine A60 BT GSM ECO







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *