Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Июнь
2021

Новости за 23.06.2021

Radiotavisupleba.ge 

ზურაბიშვილი მოსამართლეთა დანიშვნის პროცესზე: კრიტიკა ჯერ შარლ მიშელისგან არ გამიგია 

„შარლ მიშელის შეთანხმებით" გათვალისწინებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცესის შეჩერების საკითხზე ილაპარაკა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.   „მე მგონი, რომ მიმდინარეობს პროცესი ყველა მიმართულებით, რაც „შარლ მიშელის დოკუმენტს" ეხება. მე კრიტიკა ჯერ შარლ მიშელისგან არ გამიგია. ვთვლი, რომ რაღაც ფორმით ვარ პასუხისმგებელი, ამიტომ ვაკვირდები ამ პროცესს. ტერმინების თამაში მიდის, რასაც არ ვეთანხმები. დოკუმენტში წერია „პაუზა“ და არა „შეჩერება“. ეს ორი სხვადასხვა რამეა. მე ვიცი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შარლ მიშელის შეთანხმების დაუძლეველი მესამე პუნქტი - რა არ უნდა გამოგრჩეს 24 ივნისს

აშშ-ის საელჩომ მარკერით მონიშნა შეთანხმებაში სასამართლოსთან დაკავშირებული რამდენიმე საკითხი გუშინ აშშ-ის საელჩომ კიდევ ერთხელ მოუწოდა ხელისუფლებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესის შეჩერება. ტვიტერზე გამოქვეყნებულ საელჩოს მოკლე განცხადებას თან ახლდა შარლ მიშელის შეთანხმებიდან ამონარიდი, რომელსაც, როგორც ჩანს „ქართული ოცნება“ სხვაგვარად კითხულობს. „ამ საპარლამენტო ვადაში, ფართომასშტაბიანი, ინკლუზიური და ყველა პარტიის მონაწილეობით შემუშავებული რეფორმების გზაზე პირველი ნაბიჯის გადადგმის ნიშნად... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დეკანოიძე არ გამორიცხავს რომ „ქართული ოცნება" ერთპარტიულ პარლამენტში კვლავ მარტო დარჩეს

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე ეხმაურება „ლელოს" ლიდერის მამუკა ხაზარაძის მოწოდებას, „შარლ მიშელის შეთანხმების" შეუსრულებლობის შემთხვევაში ოპოზიციის მიერ პარლამენტის რიგების დატოვების შესახებ. საქმე ეხება უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესის შეჩერებას. „მოსამართლეების დანიშვნა და სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობა, მათ შორის, იმ შეთანხმების შესრულება, რომელსაც მიუერთდა თვითონ „ოცნება", გარკვეულწილად... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

არასამთავრობო ორგანიზაციები მათ წინააღმდეგ ეკლესიებში ხელმოწერების შეგროვებას ეხმაურებიან

„პატრიოტთა ალიანსის“ მიერ კახეთის რამდენიმე ეკლესიაში ხელმოწერების შეგროვების საკითხზე რადიო თავისუფლება ელაპარაკა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ ხელმძღვანელის ეკა ჭითანავას თქმით, ბოლო პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციები ხშირად ხდებიან ქსენოფობიური, პრორუსული ჯგუფების, ხელისუფლებისა და ეკლესიის სამიზნე, რომლებიც ცდილობენ უფელბადამცველების დემონიზებას. „ეს ჯგუფები ცდილობენ ადამიანის უფლებათა დისკურსის და უფლებადამცველების დემონიზებას... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

IPSOS-ის გამოკვლევა: 32% - „ქართული ოცნება", 23% - „ნაციონალური მოძრაობა" 

„მთავარი არხის" დაკვეთით IPSOS-ის ​ მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის შედეგები ასახავს პოლიტიკური პარტიების რეიტინგებს. შეკითხვაზე, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, ხვალ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს? პასუხები ასე გადანაწილდა:  „ქართული ოცნება" - 32% „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 23% გიორგი გახარიას მიერ ახლადშექმნილ პარტია - „საქართველოსთვის" - 8% „გირჩი - მეტი თავისუფლება" - 5% „ევროპული საქართველო" - 3% „ლეიბორისტული პარტია" - 3% „პატრიოტთა ალიანსი"... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კადიროვი კვლავ საქართველოს გზას უმიზნებს

ცოტა ხნის წინ ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების მეთაური ინსტაგრამის არხით პირდაპირ ეთერში საუბრის დროს კვლავ შეეხო ჩეჩნეთიდან საქართველოსკენ მიმავლი გზის მშენებლობის საკითხს, მაგრამ, როგორც რამზან კადიროვის სიტყვებიდან ჩანს, მას საკუთარი ძალებით ამ პროექტის განხორციელების იმედი აღარ უნდა ჰქონდეს.   „ჩვენ ამ საკითხს ვაყენებთ, განვიხილავთ. თუ იქნება უზენაესის ნება, აუცილებლად ავაშენებთ“, - განაცხადა რამზან კადიროვმა, რომელიც მანამდე უფრო დამაჯერებლად ლაპარაკობდა მეზობელ საქართველოსთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობის აუცილებლობაზე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თალიბანმა ალყა შემოარტყა ქალაქ კუნდუზს

თალიბანმა 23 ივნისს შეინარჩუნა კონტროლი ავღანეთის მთავარ სასაზღვრო პუნქტზე ტაჯიკეთთან, და კიდევ უფრო მეტი ტერიტორია დაიკავა ავღანეთში. ჯგუფი ამჟამად იბრძვის ჩრდილოეთის ქალაქ კუნდუზის შემოგარენთან.  ექსტრემისტულმა ჯგუფმა ბოლო კვირებში ათობით რაიონი წაართვა სამთავრობო ძალებს, იმ დონზე, როცა აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო ძალები არიან ავღანეთიდან გასვლის პროცესში, რომელიც 11 სექტემბერს უნდა დასრულდეს.  აშშ-ის კონგრესის წინაშე გამოსვლისას, 23 ივნისს გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალმა მარკ მილიმ თქვა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

წლები ექსპერტიზის დასკვნის ლოდინში - როგორ მუშაობს “სამხარაული”

ხანგრძლივი ლოდინი ექსპერტიზის დასკვნისთვის, არაუფლებამოსილი პირები  ბიუროში, მიკერძოებული სპეციალისტები  მნიშვნელოვან საქმეებში - რადიო თავისუფლებამ გახმაურებულ  სისხლის სამართლის საქმეებს გადახედა და ექსპერტიზის ბიუროს მუშაობაში ბევრი საყურადღებო ხარვეზი აღმოაჩინა. იგივეს ადასტურებენ ადვოკატებიც.

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის საელჩომ მარკერით მონიშნა შეთანხმებაში სასამართლოსთან დაკავშირებული რამდენიმე საკითხი

„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის 19 აპრილს გაფორმებულ შეთანხმებას „ტვიტერზე“ გამოეხმაურა აშშ-ის საელჩო საქართველოში. საელჩო ყურადღებას ამახვილებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესზე და მხარეებს ახსენებს, რომ შეთანხმების მიხედვით, მიმდინარე დანიშვნები უნდა შეჩერდეს. საელჩომ „შარლ მიშელის შეთანხმებიდან“ მარკერით მონიშნა სასამართლოსთან დაკავშირებული რიგი პუნქტები. ესენია:    „3. კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმა     ამ საპარლამენტო ვადაში, ფართომასშტაბიანი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"კანონი მაინც მიაკითხავთ" - გერმანიაში  სეზონურ სამუშაოზე დასაქმებულები სასამართლოში ჩივილს აპირებენ 

გერმანიაში სეზონურ მუშად წასული საქართველოს მოქალაქეების ნაწილი საქართველოში დროზე ადრე ბრუნდება და სასამართლოში ჩივილს აპირებს. 3 მათგანი უკვე საქართველოშია, 10-იც ამ დღეებში გამოფრინდება.

Radiotavisupleba.ge 

უკრაინა-საქართველო: დაკარგული დროის ძიებაში

ის, რაც ექსპერტებისა და  საზოგადოების ნაწილისთვის საქართველოში წლების განმავლობაში აშკარა იყო, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კიევში აღიარა - დაიკარგა დრო უკრაინისა და საქართველოს სტრატეგიულ ურთიერთობებში.

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სენატში წარდგენილი რეზოლუცია „მიშელის შეთანხმების“ სწრაფად შესრულებას მოითხოვს

აშშ-ის სენატში წარადგინეს რეზოლუცია, რომელიც საქართველოში ყველა პარტიას მოუწოდებს, სწრაფად შეასრულონ 2021 წლის 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმება. დოკუმენტში ასევე მხარდაჭერაა გამოხატული საქართველოს, მისი ტერიტორიული მთლიანობის და ქართველთა ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი. აშშ-ის სენატი აქტიურად უჭერდა მხარს ევროკავშირის შუამავლობით წარმოებულ მოლაპარაკებებს საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილი კრიზისის დასრულებას ისახავდა მიზნით. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

19-21 ივნისს დაზარალებულთაგან ვინ რამდენ კომპენსაციას მიიღებს - კანონპროექტი

საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელითაც 2019 წლის 19-21 ივნისს დაზარალებულებს მიყენებული ზიანი კომპენსირებით აუნაზღაურებათ. დოკუმენტი ორმა ოპოზიციურმა ფრაქციამ "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი" და "ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის" მოამზადეს. "ასეთი ზიანი შეუფასებელი, მაგრამ ეს არის მინიმალური ვალდებულება, რაც შეიძლება სახელმწიფომ აიღოს. სახელმწიფოს მიერ გაცემულ სხვა კომპენსაციებს თუ გადავხედავთ, ამ კანონპროექტში წერია ორჯერ და სამჯერ მეტი თანხა... კომიტეტის სხდომაზე მსჯელობის დროს ეს თანხები შესაძლოა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"ქართული ოცნება" უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევას არ წყვეტს

"ქართული ოცნება" პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევას არ წყვეტს. ამის შესახებ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სპეციალურ ბრიფინგზე პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ ისაუბრა. კობახიძის თქმით, პროცედურები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ასარჩევად პოლიტიკური შეთანხმების შესაბამისად წარიმართა. "ჩვენთვის გაუგებარია ცალკეული პოლიტიკური ძალების განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენა და არჩევა პოლიტიკური შეთანხმების სულისკვეთებასთან წინააღმდეგობაში მოდის. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვატო სურგულაძე ვაქცინაციის შეფერხებაზე - "ვიღაცის ბრალი ხომ არის, ვიღაცამ ხომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა?!"

"რაღაც პერიოდის შემდეგ ვაქცინები კოკა-კოლაზე მეტი იქნება მსოფლიოში. ახლა გვაქვს პრობლემა: რაც შეიძლება სწრაფად უნდა ავიცრათ, რაც შეიძლება ნაკლები გარდაცვალების მონაცემი უნდა გვქონდეს ყოველდღე", - აცხადებს ვატო სურგულაძე და თვლის, რომ დაშვებულ შეცდომებზე ადამიანებმა რეალურად უნდა აგონ პასუხი.

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში სრულად აცრილია მხოლოდ 3447 ექიმი და 498 ექთანი

20 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინით სრულად აცრილია 3447 ექიმი და 498 ექთანი. ვაქცინის ერთი დოზა მიღებული აქვს 6246 ექიმს და 1133 ექთანს. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს. ოფიციალური მონაცემებით, ჯანდაცვის სფეროს თანამშრომელთა რაოდენობა 71 415-ს შეადგენს. ვაქცინაციის გეგმის მიზანი ქვეყნის მედპერსონალის 65%-ის აცრა, ანუ 46 420 სამედიცინო მუშაკის ვაქცინაციაა. საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს, მედპერსონალის ვაქცინაციით დაიწყო. მედპერსონალის ისედაც დაბალი აქტიურობის ფონზე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ქობულეთში ფართოზოლოვანი ინტერნეტის გაყვანა იწყება

აჭარაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ფართოზოლოვანი ინტერნეტის გაყვანა იწყება. სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი უკვე გამოცხადდა. ჯამში სულ 47 კმ სიგრძის ქსელის გაყვანა იგეგმება. "ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნულ გეოგრაფიულ არეალში გამოცხადებული შესყიდვით კერძო სექტორი დაინტერესდება, მიიღებს ამ გამოწვევას და სახელმწიფოსთან ერთად აქტიურად ჩაერთვება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებაში", განაცხადა "ოუფენ ნეტის" დირექტორმა. როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, საყოველთაო ინტერნეტიზაციის მეორე საპილოტე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"ასოცირებული ტრიოს" მინისტრები ბრიუსელს ეწვევიან პირველი ერთობლივი ვიზიტით

ახლადშექმნილი „ასოცირებული ტრიოს“ - საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრები პირველი ერთობლივი ვიზიტით მიემგზავრებიან ბრიუსელში, სადაც მოლაპარაკებებს გამართავენ ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტი 24 ივნისს დაიწყება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დავით ზალკალიანი, დმიტრო კულება და აურელიუ ჩოკოი შეხვდებიან ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელს, ევროკომისარს ვაჭრობის საკითხებში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ირმა ბუთხუზი - "კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, იმოქმედოს!"

ცხინვალში, საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფ ზაზა გახელაძის მეუღლე, ირმა ბუთხუზი ამბობს, რომ 23 ივნისს დაგეგმილი აქციის მიზანი არის ერთადერთი - ზაზას გათავისუფლება. მისი თქმით, დღემდე ოჯახი ჩუმად იყო, რომ, ხელი არ შეეშალა ზაზა გახელაძის გათავისუფლების პროცესისთვის, თუმცა ამას შედეგი არ მოუტანია.

Radiotavisupleba.ge 

საია: ქვეყანა ფაქტობრივად სამედიცინო რეცეპტებით იმართებოდა საგანგებო მდგომარეობის დროს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აქვეყნებს ანგარიშს, სადაც გაანალიზებულია როგორ იმართებოდა ქვეყანა 2020 წელს, პანდემიის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობის დროს. საია დაინტერესდა, იცავდა თუ არა კაბინეტი კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს და, გადაწყვეტილებათა მიღების დაჩქარებული წესის მიუხედავად, რამდენად შეძლო მან ამ პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა თუ უკუკავშირის უზრუნველყოფა. ანგარიშის ავტორები თვლიან, რომ საგანგებო მდგომარეობისას კაბინეტის საქმიანობა კიდევ უფრო გაუმჭვირვალე გახდა. მიღებული... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თბილისში სახალხო დამცველის აპარატისთვის ოფისის ასაშენებლად ტენდერი გამოცხადდა

თბილისში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ცენტრალური ოფისის სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად ტენდერი გამოცხადდა. ოფისის აშენება ავლაბარში, ფაღავას ქუჩაზე იგეგმება. სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, შენობას ექნება შეხვედრების ოთახები, სამკითხველო დარბაზი, ბრიფინგების სივრცე, საკონფერენციო დარბაზი, კვების ბლოკი, სამუშაო ოთახები და ავტოსადგომები.  "სამუშაოების შესრულებისას გამოყენებული მასალები უნდა იყოს უმაღლესი ხარისხის. სამუშაოების შესრულებისას დასაქმებული ყველა ძირითადი სპეციალისტი უნდა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 773 ახალი შემთხვევა

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 12 პაციენტი. სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 37 923 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 773 შემთხვევა. დადებითობის მაჩვენებელია: დღიური - 2.04%; ბოლო 7 დღის - 2.49%; ბოლო 14 დღის - 2.42%. გასული დღე-ღამის განმავლობაში 575-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. გასული დღის განმავლობაში აიცრა 3957 ადამიანი. 15 მარტიდან გაკეთებულია 242 451 აცრა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ზაზა გახელაძის მამამ დროებით გადაიფიქრა საოკუპაციო ხაზს მიღმა გადასვლა

ცხინვალის ციხის პატიმრის, ზაზა გახელაძის მამამ მიხეილ გახელაძემ საოკუპაციო ხაზის გადაკვეთა გადაიფიქრა. მან მედიას უთხრა, რომ განზრახვა პატრიარქის თხოვნის გამო შეცვალა. ამასთან, მიხეილ გახელაძის თქმით, თუ ერთი თვის განმავლობაში მისი შვილი პატიმრობიდან არ გათავისუფლდება, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოჯახთან ერთად გადავა. 22 ივნისს, მიხეილ გახელაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა, სოფელ ქვემო ჭალაში, გახელაძეების ოჯახში კი იმყოფებოდნენ გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია და კასპისა და სამთავისის მიტროპოლიტი დამიანე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნიკოლოზ ბასილაშვილი ოლიმპიურ თამაშებზე გაემგზავრება

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში მიიღებს მონაწილეობას. ამის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი უკვე მიიღო საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან. მსოფლიოს რეიტინგში ოცდამერვე ადგილზე მყოფი ბასილაშვილისთვის მომავალი ოლიმპიადა ზედიზედ მეორე იქნება. 2016 წელს, რიო დე ჟანეიროში, ქართველი ჩოგბურთელი საწყის ეტაპზევე დამარცხდა ურუგვაელ პაბლო კუევასთან. ტოკიო ოლიმპიურ თამაშებს 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს და მასში მონაწილეობას... Читать дальше...


Наркозависимый житель Твери отделался штрафом за хранение героина

В Ярославском районе Москвы появится новостройка в рамках реновации

Ветерану Великой Отечественной войны исполнился 101 год, как Бурятии

Финансовый код: что это такое, как работает и как его запустить



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Как Россия установила мир в Европе

Владимир Жарихин: саммит в Швейцарии это «большая провокация»

Террористов из «Крокуса» могут помиловать. Россияне предупреждают: реакция народа будет жесткой

Что сказал фельдмаршал Паулюс после 10 лет плена в СССР

Музыкальные новости

Впервые Бурятский театр оперы и балета выступит с концертом в храме Кяхты

VK Fest 2024: Музыка и Развлечения на Открытых Площадках России

Сергей Лазарев рекомендовал Казань для отпуска выходного дня

Уссурийский ЛРЗ расширяет форматы промышленных экскурсий на предприятие

Новости России

Синоптик Тишковец: в Москве на выходных пройдут скоротечные грозовые дожди

Как Россия установила мир в Европе

Поездки на речном транспорте включили в абонемент «МультиТранспорт» в Москве

Тыловая база. Почему Владивосток – город воинской славы

Экология в России и мире

Ozon открывает новый фулфилмент-центр в Ставрополье

Представители KAMA TYRES приняли участие в 57-й легкоатлетической эстафете

Доктор Кутушов назвал болезни, которые поджидают отдыхающих у водоёмов

На европейских курортах жители начали обносить улицы цепями, запрещая туристам туда заходить: романтический отдых закончился

Спорт в России и мире

Медведев пошутил о том, что часто проводит ночные матчи на турнирах «Большого шлема»

Белорусские теннисистки проведут стартовые встречи открытого чемпионата Франции

Надаль пропустит Уимблдон из-за желания сыграть на Олимпиаде

Матч Котова и Вавринки перенесли на корт Сюзанн Ленглен

Moscow.media

ALMI Partner и «Даком М» будут совместно развивать и продвигать отечественные ИТ-решения

В Арамиле возбудили уголовное дело из-за "дома-монстра", в котором продолжают жить люди

Лето в урочище Кокоря

POMPEYA и O! МАРГО выступят на фестивале «НЕБО»







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *