Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer
Сентябрь
2021

Новости за 04.09.2021

Radiotavisupleba.ge 

მონტენეგროში შეტაკება მოხდა დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის სერბულ ეკლესიაში ცერემონიის გამო

ასეულობით დემონსტრანტსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა 4 სექტემბერს მონტენეგროში, სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მამამთავრის ინაუგურაციის წინ ბალკანეთის პატარა ქვეყანაში. მონტენეგროს სახელმწიფო ტელევიზია, RTCG TV იტყობინება, რომ დემონსტრანტებმა გაარღვიეს პოლიციის ზღუდე ქვეყნის ძველ დედაქალაქ, ცეტინიეში, და ქვები დაუშინეს მათ შეძახილებით:  „ეს მონტენეგროა“!  და „ეს არ არის სერბეთი“! მიტროპოლიტი, ეპისკოპოსი იოანიკოს მეორე მონტენეგროში სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უზენაესი ლიდერი ოფიციალურად უნდა გახდეს 5 სექტემბერს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ი სანქციებს უწესებს ირანის დაზვერვის ოთხ თანამშრომელს ამერიკელი აქტივისტის გატაცების მცდელობის ბრალდებით

შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა სანქციების შესახებ ირანის დაზვერვის ოთხი თანამშრომლის წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობდნენ ამერიკელი ჟურნალისტის გატაცებას თეირანში მთავრობის ოპონენტების ჩაჩუმების მიზნით, რასაც ირანი უარყოფს. ფინანსთა უწყებამ 3 სექტემბერს განაცხადა, რომ სანქციები უწესდება ირანის დაზვერვის უფროს თანამშრომელს, ალირეზა შაჰვაროგი ფარაჰანის, და მის ხელქვეითებს - მაჰმუდ ხაზეინს და ომიდ ნურის. ფარაჰანი სათავეში უდგას დაზვერვის აგენტთა ქსელს, რომლის ამოცანაა ირანელი დისიდენტების თვალთვალი შეერთებულ შტატებში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კობახიძე: გახარიას მთავარი გამპიარებელი "TV პირველია", ფერებიც კი მას დაუმთხვიეს

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მათი ყოფილი თანაგუნდელი, ახლა კი კონკურენტი პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გახარია მათ "ხმებს ვერ წაართმევს". ამის შესახებ მან "იმედის" ეთერში ისაუბრა. "ძირითადად გახარია ბოლო პერიოდში ხმებს ართმევს ოპოზიციას, მისი გამპიარებლები არიან სწორედ მათი პარტიული ტელევიზიები. გუშინ იხილეთ "TV პირველში" ფერებიც კი გახარიაზე იყო მორგებული, ლოგოები და ა.შ. მთავარი გამპიარებელი გახარიასი არის "TV პირველი",... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კახა კუჭავა: ვიხილავთ "ქუთაისის ტორპედოსაც", ალბათ, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულად

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და "ქართული ოცნების" ლიდერი, კახა კუჭავა ამბობს, რომ ქუთაისში თანამედროვე ევროპული ტიპის ქალაქი უნდა შეიქმნას და გახდეს ახალგაზრდებისთვის ჰაბი. ამის შესახებ მან მერობის კანდიდატის წარდგენის დროს ისაუბრა. "ქუთაისს უნდა მოვუტანოთ ბევრი წარმატება, არამხოლოდ განათლება, ხელოვნება იქნება ეს, სპორტი თუ ბევრი სხვა მნიშვნელოვანი ფუნქციის აღდგენა თუ გაძლიერება, რომლითაც ქუთაისი იყო ძლიერი. ვიხილავთ, "ქუთაისის ტორპედოსაც" ალბათ მალე ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულად და ბევრი სხვა წარმატება... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ეპიდემიის აფეთქება ავსტრალიაში, ახალი ზელანდია ვირუსის„დელტა" ვარიანტს ებრძვის

ავსტრალია მთელი ძალით ცდილობს, ჩაახშოს კოვიდ-19-ის ყველაზე ძლიერი ტალღა.  4 სექტემბერს ინფიცირების კიდევ ერთი სარეკორდო მაჩვენებელი, 1756 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო ახალ ზელანდიაში კოვიდთან დაკავშირებული სიკვდილის პირველი შემთხვევა აღინუსხა ბოლო ექვსი თვის მანძილზე. ოფიციალურმა პირებმა ავსტრალიაში ხალხი გააფრთხილეს, რომ ვითარება კიდევ უფრო გაუარესდება და მათ ვაქცინაციისკენ მოუწოდეს, მაშინ როცა ჯანდაცვის ორგანოებმა ახალ ზელანდიაში განაცხადეს, რომ სიკვდილიანობის მიუხედავად, არსებობს იმის ნიშნები... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბლინკენი ყატარსა და გერმანიაში გაემგზავრება ავღანელების გადაადგილების საკითხის მოკავშირეებთან შესათანხმებლად

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლიკენმა, 3 სექტემბერს განაცხადა, რომ მომავალ კვირას ის გაემგზავრება ყატარსა და გერმანიაში, რათა მოკავშირეებთან შეათანხმოს ომისგან განადგურებული ქვეყნიდან გაქცეული 100 000-ზე მეტი ავღანელის განსახლების საკითხი. ბლინკენმა ვაშინგტონში მედიას განუცხადა, რომ ის დოჰაში გაფრინდება 5 სექტემბერს ყატარის ლიდერებისთვის მადლობის სათქმელად მათ მიერ გაწეული დახმარებისთვის აშშ-ის ხელმძღვანელობით ავღანეთიდან ხალხის ევაკუაციის მშფოთვარე პროცესში გასულ თვეში მას შემდეგ, რაც თალიბანის მებრძოლებმა დაიპყრეს დედაქალაქი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ტრამპის "QAnon Shaman"-ად წოდებულმა მომხრემ თავი დამნაშავედ ცნო კაპიტოლიუმში მომხდარ არეულობებთან დაკავშირებულ ბრალდებებში

მამაკაცმა, რომელსაც რქებიანი ქუდი ეხურა, როცა მან და არეულობის სხვა მონაწილეებმა იერიში მიიტანეს აშშ-ის კაპიტოლიუმზე გასულ იანვარს, თავი დამნაშავედ ცნო კონგრესის სხდომის მიმდინარეობისთვის ხელის შეშლაში. მას რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრება მას მერე, რაც განაჩენს გამოუტანენ ამ წლის ბოლოს. ჯეიკობ ჩენსლი არეულობის მომწყობ პირთაგან ერთ-ერთი ყველაზე უფრო ცნობადი გახდა მას შემდეგ, რაც მთელ მსოფლიოში გავრცელდა მისი ფოტოები, სადაც ის გამოსახულია რქებიანი ქუდით, მაისურის გარეშე და ხელში შუბით. ჩენსლი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თალიბანმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა და ჰაერში გაისროლა ქაბულში ქალთა დემონსტრაციის დროს    

თალიბანის შეიარაღებულმა მეომრებმა ცრემლსადენი გაზი გაუშვეს და ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლები განახორციელეს 4 სექტემბერს, როცა ათობით ქალი პროტესტს გამოხატავდა ქაბულის ცენტრში თანასწორუფლებიანობის მოთხოვნით. სულ ცოტა, ერთი ქალი დაშავდა ბოლო დღეების განმავლობაში ამ მეორე, მსგავსი დემონსტრაციისას ქაბულში. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოზე ჩანს ქალი, რომელიც თავშია დაჭრილი და ჭრილობიდან სისხლი მოსდის. ავღანელმა ქალებმა თავიანთი უფლებების დაცვის მოთხოვნით საპროტესტო გამოსვლები მოაწყვეს გასული ორი დღის განმავლობაში ავღანეთის დედაქალაქში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გიორგი თაბაგარის ინფორმაციით, პოლიციამ 5 ივლისის ეპიზოდზე მის წინააღმდეგ საქმის წარმოება დაიწყო

ლგბტ აქტივისტი და "თბილისი პრაიდის" ხელმძღვანელი, გიორგი თაბაგარი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ ძველი თბილისის პოლიციაში საქმის წარმოება დაიწყო. საქმე ეხება 5 ივლისის ეპიზოდს, კერძოდ, როცა თბილისის ქუჩებში ძალადობრივი ჯგუფები ჟურნალისტებსა და მოქალაქეებზე ძალადობდნენ, მასსა და პოლიციელს შორის საუბარს. "ალბათ იკითხავთ, რა მოხდა 5 ივლისსო?.. 2-3 საათია ალბათ 5 ივლისს და მეოთხე ადგილიდან ევაკუაციის პროცესში ვართ, ოფისები უკვე დარბეულია და ტერორისტები ქუჩებში ბოგინებენ, დაგვსდევენ პირდაპირი მნიშვნელობით და პოლიცია არ მინახავს თვალით არსად. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბაიდენის განკარგულებით, FBI-ის მიერ 9/11-ის ტერაქტების გამოძიების მასალების შესაძლო განსაიდუმლოებას განიხილავენ   

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, განკარგულება გასცა, სამთავრობო სააგენტოებმა შეისწავლონ აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს, FBI-ის, მიერ 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების გამოძიების მასალების განსაიდუმლოების შესაძლებლობა მათი შესაძლო გამოქვეყნების მიზნით. ბაიდენმა 3 სექტემბერს მოაწერა ხელი განკარგულებას, რომელიც ავალებს იუსტიციის სამინისტროს და სხვა შესაბამის უწყებებს, ზედამხედველობა გაუწიონ შესაძლო განსაიდუმლოების პროცესს, რათა მასალები გამოქვეყნდეს, ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. დოკუმენტი მოითხოვს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"ყურადღება, სახიფათო მონაკვეთი!" - შიდა ქართლში ახალი საოკუპაციო ბანერი დადგეს

ანტისაოკუპაციო მოძრაობამ "ძალა ერთობაშია" შიდა ქართლში, სოფელ ხურვალეთის ტერიტორიაზე კიდევ ერთი ბანერი აღმოაჩინა, რომელიც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დაამონტაჟეს. ეს ბანერი ცენტრალური ავტომაგისტრალიდან დაახლოებით ერთი კილომეტრით არის დაშორებული და წინა პერიოდში დამონტაჟებული ბანერებისგან განსხვავდება. მინდორში დამონტაჟებულ ბანერს აწერია: „ყურადღება! სახიფათო მონაკვეთი!“ „დღეს ვაგრძელებთ ჩვენს პატრულირებას ხურვალეთის მიმდებარედ და ვიპოვეთ მინი ბანერი, რომლის მაგვარიც დღემდე არ გვინახავს არსად ამ 4 წლის განმავლობაში“... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ავღანეთში თალიბანი ოპოზიციასთან იბრძვის და მთავრობის გამოცხადება ახლოვდება  

ავღანეთიდან იტყობინებიან 4 სექტემბერს ახალი ბრძოლების შესახებ თალიბანსა და მისი ბოლო მოწინააღმდეგე ძალას შორის ფანჯშერის რეგიონში, რის ფონზეც თალიბანმა დაასრულა მთავრობის ჩამოყალიბების გეგმა.   თალიბების მიერ ქაბულის დაკავების შემდეგ 15 აგვისტოს, ისინი წინააღმდეგობას წააწყდნენ დედაქალაქიდან 100 კილომეტრში მდებარე ფანჯშერის ხეობაში, სადაც გამაგრდნენ ოპოზიციური ძალები და ავღანეთის არმიის ნაშთები.    თალიბანის წყარომ Reuters-ს აცნობა, რომ მისმა მეომრებმა დაიკავეს არეალი, მაგრამ მოწინააღმდეგემ უარყო ცნობა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ღარიბაშვილის თქმით, გახარია თავისი გადაწყვეტილებებით უწყებებს ანგრევდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აკრიტიკებს თავის წინამორბედს, ახლა უკვე კონკურენტ გიორგი გახარიას და ამბობს, რომ ის ინსტიტუტებს ანგრევდა. ასე გამოეხმაურა ღარიბაშვილი გახარიას კრიტიკას. "გუშინ წავიკითხე მისი კომენტარი, როცა საუბრობს [პრემიერის] ინსტიტუტის დაკნინებაზე, მინდა მოსახლეობას შევახსენო, და ამაზე გუნდის შიგნით არაერთხელ გვითქვამს, მათ შორის მისი თანდასწრებით, ინსტიტუტის დანგრევა და დაკნინება იყო ის, როდესაც პრემიერ-მინისტრი უარს ამბობს კანონის აღსრულებაზე და მისი მოვალეობის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვილა თურქეთში, სკოლა შვეიცარიაში, რითი მოდის ლეონიდ სლუცკი არჩევნებზე

დუმის ბოლო 5 მოწვევის დეპუტატი და საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი ლეონიდ სლუცკი, ვლადიმერ ჟირინოვსკისთან ერთად საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის  სიას ლიდერობს. სლუცკი რამდენჯერმე გახდა გამოძიების ობიექტი. მას უპოვეს არადეკლარირებული მიწა რუბლიოვკაზე; ცოლის სახელზე გადაფორმებული ძვირადღირებული მანქანები და მრავალათასიანი ჯარიმები, რომლებიც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოუწერეს. რადიო თავისუფლება მოგითხრობთ  მის უძრავ ქონებაზე თურქეთში, პრესტიჟულ ამერიკულ სკოლაზე შვეიცარიაში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ელისაშვილი გლდანის ამომრჩეველს მეტროს მეორე ამოსასვლელის გაკეთებას ჰპირდება

პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი თავისი პარტიის არჩევის შემთხვევაში მოსახლეობას ჰპირდება, რომ გლდანში მეტროს მეორე ამოსასვლელის გაკეთების საკითხს დააყენებენ. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა მეტროს ამ მეორე ამოსასვლელთან ჩაწერილ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. მან თქვა, რომ მეტროს მეორე ამოსასვლელთან მისასვლელ გზებზე ახლა კორპუსებია აშენებული. "ვიცით, როგორი ქაოსია მეტროს ჩასასვლელში. მთელი გლდანის, თემქის, მუხიანის მოსახლეობა ამოდის ერთ ამოსასვლელში და საფეხმავლო საცობებია ხოლმე როგორც ამოსვლაზე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კორონავირუსით 1 თვემდე ახალშობილი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით გუშინ, 3 სექტემბერს, საღამოს კიდევ ერთი ახალშობილი გარდაიცვალა. ციციშვილის სახელობის კლინიკის სამედიცინო დირექტორის თქმით, მას თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა. "17 დღის გადმოიყვანეს ბათუმის კლინიკიდან, უკვე მართვით სუნთქვაზე იყო, მძიმე მდგომარეობაში. მას ჰქონდა სეფსისი და გულის თანდაყოლილი მანკი. ერთი კვირის განმავლობაში იყო მართვით სუნთქვაზე, მაგრამ მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესდა", - განცხადა მან რადიო თავისუფლებასთან საუბრის დროს. ამ ეტაპზე კლინიკაში ​168 პაციენტია, საიდანაც 86 ბავშვია. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის ვიცე-პრემიერი: აშშ ერთვება უკრაინის აღმოსავლეთში კონფლიქტის მოგვარებაში

უკრაინის აღმოსავლეთში, დონბასში მიმდინარე კონფლიქტის მოგვარების განხილვა მოხდება არა მხოლოდ „ნორმანდიის ფორმატში“, არამედ მასში აშშ ჩაერთვება. ამის თაობაზე განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მინისტრმა, ოლგა სტეფანიშინამ, რომლის სიტყვებით, ვაშინგტონი ჩაერთო მოგვარებაში ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ. აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტები, ჯო ბაიდენი და ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს 1 სექტემბერს შეხვდნენ და, სხვათა შორის, განიხილეს უსაფრთხოების საკითხები, „რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მოქმედება“. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

არა ფობიას!: პრემიერის განცხადება აძლიერებს ჰომოფობიურ ნიადაგზე წარმოშობილი ძალადობის მუხტს

სამოქალაქო პლატფორმა "არა ფობიას!" მიიჩნევს, რომ გუშინ, 3 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის "ღირსების მარშთან" დაკავშირებული განცხადება ზრდის საზოგადოების პოლარიზაციის ხარისხს და აძლიერებს ჰომოფობიურ ნიადაგზე წარმოშობილ ძალადობის მუხტს. ერთობლივ განცხადებას ხელს 10 ორგანიზაცია აწერს. "ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, საზოგადოების გარკვეულ წრეებში არსებული მძლავრი ჰომოფობიური განწყობის ფონზე პრემიერ-მინისტრის განცხადება შეიცავს დასავლურ ღირებულებებთან შეუსაბამო პოპულიზმის ელემენტებს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ ქაბულიდან ევაკუირებულ კიდევ სულ მცირე, 50 ათას ავღანელს მიიღებს ქვეყანაში

მოელიან, რომ სულ მცირე, 50 ათას ავღანელს ჩაიყვანენ აშშ-ში ამ ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულების ჩარჩოებში, დაეხმაროს მათ, ვინც აშშ-თან თანამშრომლობდა ომის პერიოდში. ამის თაობაზე განაცხადა აშშ-ის შინაგანი უსაფრთხოების სამინისტროს ხელმძღვანელმა. ათეულ ათასობით ავღანელი უკვე ჩავიდა აშშ-ში და უსაფრთხოების შემოწმების შემდეგ განაწილდა სამხედრო ბაზებში სხვადასხვა რეგიონში.   შინაგანი უსაფრთხოების სამსახურის უწყების ხელმძღვანელმა, ალეხანდრო მაიორკასმა, განაცხადა 3 სექტემბერს, რომ კიდევ ზუსტად რამდენ ავღანელს ჩაიყვანენ ქვეყანაში და როდის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ინსპექტორი სწავლობს "მთავარი არხის" მიერ ღარიბაშვილის აცრაზე დარეგისტრირების კანონიერებას

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მას შემდეგ, რაც "მთავარმა არხმა" საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვაქცინის მეორე დოზაზე დაარეგისტრირა, ვაქცინაციის პროცესში რეგისტრაციის კანონიერების შესწავლა დაიწყო. მათ შორის შეისწავლიან, რამდენად კანონიერად დაარეგისტრირა ჟურნალისტმა პრემიერი აცრაზე. ამ საკითხზე ინფორმაცია უწყების პრესსამსახურმა გაავრცელა. "სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მოუწოდებს ყველა პირს, თავი შეიკავოს, მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე, ზემოაღნიშნულ სისტემაში კორონავირუსის... Читать дальше...


Больше 5 тыс знаков направления поворота обустроили на дорогах Подмосковья

Чем заняться на фестивале День соседа на Хлебозаводе

Свыше 600 систем пожаротушения отремонтировали в домах Подмосковья с января

В Кирове усилили инфраструктуру связи к юбилею города



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

В Яхроме по улице Ленина временно ограничат движение с 31 мая по 4 июня

Благоустройство Павшинской Поймы в Красногорске завершат в августе

Чем заняться на фестивале День соседа на Хлебозаводе

По поводу решения России исключить талибов из запрещённого списка и последствиях

Музыкальные новости

Команда Центрального округа Росгвардии стала призером на чемпионате по пожарно-спасательному спорту в Москве (видео)

Заявление Союза армян России

ONYX отправляется в Большой тур по России

Путин поручил утвердить проект «Пять морей и озеро Байкал»

Новости России

По поводу решения России исключить талибов из запрещённого списка и последствиях

Российское зерно найдет новых покупателей вместо европейцев

Распределяй и управляй: водители «Грузовичкоф Бизнес» – о преимуществах работы и трудовых буднях  

Культурный центр «Интеграция» проведет концерт в парке в честь Дня защиты детей

Экология в России и мире

ONYX отправляется в Большой тур по России

Третья Московская неделя моды: масштабное событие с участием дизайнеров из России и мира пройдет в октябре

На европейских курортах жители начали обносить улицы цепями, запрещая туристам туда заходить: романтический отдых закончился

Любимый россиянами курорт с белоснежными пляжами готовится запустить прямые рейсы в Россию, чтобы снизить цены на туры

Спорт в России и мире

В России отреагировали на "скрытую баранку" и достижение Рыбакиной на Ролан Гаррос

Медведев пошутил о том, что часто проводит ночные матчи на турнирах «Большого шлема»

Арина Соболенко повторила уникальное достижение Азаренко на турнирах «Большого шлема»

Пресс-служба WTA мемом отреагировала на тяжёлую победу Свёнтек над Осакой

Moscow.media

Портативный ТСД корпоративного класса Saotron RT-T70

Муруджинские озера

"ДиМ" строит участок 5 трассы СБВ

Доступный, летний, твой – StarLine A60 BT GSM ECO







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *