Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Сентябрь
2021

Новости за 20.09.2021

Radiotavisupleba.ge 

ვისია "სისხლიანი ბანერები"? - რა არ უნდა გამოგრჩეს 21 სექტემბერს

ბანერებში დაკარგულები - როცა არავინ არაფერი იცის? წინასაარჩევნოდ გამოკრულ სიძულვილის შემცველ ბანერებს, სადაც ოპოზიციის ლიდერები და მედიამენეჯერები არიან გამოსახული, სულ მცირე ორი სავარაუდო ავტორი გაემიჯნა: „ქართული ოცნება“ და კომპანია „ალმა“. გუშინ რამდენიმედღიანი დუმილი დაარღვია სარეკლამო კომპანია „ალმამ“. მათი პასუხი ზოგადი იყო და მხოლოდ იმას ამბობდა, რომ ბილბორდის შინაარსი მათთვის მიუღებელია, თუმცა ისინი დამკვეთის მოთხოვნებს ყოველთვის ასრულებენ. კომპანია „ალმა“ ბანერების ავტორად მას მერე მოიაზრებოდა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

არჩევნები პუტინის "სუვერენულ დემოკრატიაში"

რუსეთის VIII მოწვევის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში, როგორც მოსალოდნელი იყო, გაიმარჯვა ვლადიმირ პუტინის მმართველმა პარტიამ, „ერთიანმა რუსეთმა“ (Единая Россия),  ხმების 49,85%-ით. პირველად, უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში, რუსეთის სახელმწიფო სათათბირო წარმოდგენილი იქნება ოთხზე მეტი პარტიით.

Radiotavisupleba.ge 

თურქეთ-სომხეთის დიალოგის პერსპექტივა და საქართველო 

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოანმა, 19 სექტემბერს პრესკონფერენციაზე, სომხეთ-თურქეთს შორის არსებული ურთიერთობის თაობაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომ სომხეთის პრემიერი შეხვედრას სთავაზობს და რომ ამ შეთავაზების შესახებ მას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აცნობა. „საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გადმომცა ფაშინიანის წინადადება დიალოგის შესახებ, თუ ეს შეხვედრა შედგა, თურქეთი დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებისთვის მზადაა“, - განაცხადა ერდოანმა და დასძინა, რომ შეხვედრისათვის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გალელი მოსწავლეები: როგორ ხდება მშობლიური ენა უცხო

გალის რაიონის სკოლები საბოლოოდ გადაჰყავთ რუსულენოვან სწავლებაზე. ცვლილება სხვა დანარჩენებთან ერთად რაიონის ქვედა ზონაში არსებული სკოლების მე-11 კლასელებსაც შეეხოთ, ისინი ბოლოები იყვნენ, ვინც განათლებას დღემდე მშობლიურ ქართულ ენაზე იღებდნენ. მოსწავლეები ამბობენ, რომ დე ფაქტო განათლების სამინისტროს განკარგულება სკოლებში მოულოდნელად მოვიდა, მაშინ როცა სწავლა უკვე დაწყებული იყო. 17 წლის ანასთან (სახელი შეცვლილია) ერთად კლასში 20 ბავშვი სწავლობს. მთელი 10 წლის განმავლობაში ისინი განათლებას ქართულ ენაზე იღებდნენ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ცხინვალში სამხედრო აღლუმით აღნიშნეს ე.წ. რესპუბლიკის შექმნის 31 წლისთავი

ე. წ რესპუბლიკის შექმნის 31 წლისთავთან დაკავშირებით სამხედრო აღლუმი გაიმართა ოკუპირებულ ცხინვალში, რომელშიც დე ფაქტო შეიარაღებულ ძალებთან ერთად, რუსეთის მეოთხე სამხედრო ბაზის ჯარისკაცებიც მონაწილეობდნენ. ოსური მედიის ცნობით, 20 სექტემბერს ცხინვალში ჩავიდნენ დელეგაციები რუსეთიდან, სირიიდან, ოკუპირებული აფხაზეთიდან, დონეცკიდან და ლუგანსკის თვითაღიარებული რესპუბლიკებიდან. დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა აღლუმზე შეკრებილ მოსახლეობას მიულოცა: „დღეს სამხრეთ ოსეთი აღნიშნავს სუვერენიტეტის შესახებ დეკლარაციის მიღებიდან 31 წლისთავს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვიქტორ ორბანი წინასაარჩევნოდ დიდი დაპირებებით გამოდის უნგრელების წინაშე

უნგრეთის პრემიერ მინისტრი, ვიქტორ ორბანი მომავალ წელს დანიშნულ არჩევნებზე უნგრელების მიმხრობას იმედოვნებს - ევროკავშირის მიმართ სკეფსისით ცნობილი, პოპულისტი ლიდერი 10 სექტემბერს, პარლამენტის გამხსნელ სხდომაზე გამოვიდა მილიარდების გაღების დაპირებით ოჯახების დასახმარებლად და ხელფასების გასაზრდელად.  ორბანს, რომელიც 2010 წლიდანაა ხელისუფლებაში და მის ნაციონალისტურ პარტია ფიდეზს სერიოზული გამოწვევა გაუჩნდა, რომელმაც შესაძლოა აპრილის კენჭისყრაზე მათ წაართვას პარლამენტში ამჟამინდელი ფართო უმრავლესობის წილი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვაქცინაციის მოთხოვნით აშშ ამსუბუქებს უცხოელებისთვის მოგზაურობის შეზღუდვებს, ევროკავშირი ამ ნაბიჯს მიესალმება

პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ნოემბრიდან შეამსუბუქებს აშშ-ში მოგზაურობის შეზღუდვებს უცხოელებისთვის, თუმცა მისი ადმინისტრაციის მოთხოვნით ყველა უცხოელს, ვისაც აშშ-ში შესვლა სურს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სრული კურსი უნდა ჰქონდეს ჩატარებული. COVID-19-ის საკითხებში თეთრი სახლის კოორდინატორი, ჯეფ ზაიენტსი - რომელმაც 20 სექტემბერს გამოაცხადა ეს ახალი წესები - ამბობს, რომ უცხოელებმა, რომლებიც აშშ-ში მიფრინავენ, თვითმფრინავში შესვლამდე უნდა წარმოადგინონ აცრების ჩატარების საბუთი და რეისამდე სამი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პერსონაჟი: ფატმანი

ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „პერსონაჟი“, რომელშიც, როგორც წესი, მსოფლიო ლიტერატურის დიდ პერსონაჟებზე ვამახვილებთ ყურადღებას, ამჟამად გთავაზობთ "ვეფხისტყაოსნის" ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და მოულოდნელ პერსონაჟზე, ფატმანზე. რუსთველს უყვარს სამეულები და ვაჟთა სამეულის (ტარიელი, ავთანდილი, ფრიდონი) გვერდით აშკარად იკვეთება ქალთა სამეულიც (ნესტანი, თინათინი, ფატმანი). ჩემი აზრით, აშკარაა, რომ ქალთა სამეულის მესამე წევრი თავისი მნიშვნელობით აშკარად აღემატება ვაჟთა სამეულის მესამე წევრს.... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბათუმში ხელოვნური კუნძულის ასაშენებლად გამოკვლევების დაწყება იგეგმება

აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ 20 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ბათუმში ხელოვნური კუნძულის ასაშენებლად მალე კვლევები დაიწყება. „კუნძულს რაც შეეხება, ძალიან მალე ნახავთ როგორ დავაანონსებთ, როგორ დაიწყება კვლევები და როგორ აშენდება, ისევე როგორც ძალიან ბევრი პროექტი“, - თქვა რიჟვაძემ. რადიო თავისუფლების შეკითხვაზე, კვლევების ჩატარება სამომავლოდ თუ იგეგმება, როგორ შეიძლება დარწმუნებით ლაპარაკი პროექტის განხორციელებაზე, თორნიკე რიჟვაძე პასუხობს, რომ ის გულისხმობდა ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევებს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კობახიძის განცხადებით, გახარია კოკაინს არ მოიხმარდა "ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის დროს

ავსტრიაში ნარკოტესტირების ჩატარების მიუხედავად, პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას კვლავ კოკაინის მომხმარებელს უწოდებს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ამტკიცებს, რომ „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის დროს გახარია კოკაინს არ მოიხმარდა. „ეს პრობლემა მას არ ჰქონია, მაშინ, იმ დროისათვის [„ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის დროს]. ეს პრობლემა მას გაუჩნდა ბოლო პერიოდის განმავლობაში. შეგვიძლია, გავიხსენოთ ძალიან მარტივი გამონათქვამი: „ხარი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"ერთიანი რუსეთი" პარლამენტში ინარჩუნებს საკონსტიტუციო უმრავლესობას

კრემლის მიერ მხარდაჭერილმა პარტიამ, "ერთიანმა რუსეთმა", საპარლამენტო არჩევნებში მიიღო ნაკლები ხმა, ვიდრე ოთხი წლის წინ, მაგრამ შეინარჩუნა საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტის ქვედა პალატაში. 17-19 სექტემბერს ჩატარებულ არჩევნებს თან ახლდა მზარდი ბრალდებები დარღვევების და ყუთებში ბიულეტენების ჩაყრის შესახებ. დამოუკიდებელმა სადამკვირვებლო სააგენტომ სამდღიან კენჭისყრას უწოდა "ერთ-ერთი ყველაზე ბინძური" არჩევნები რუსეთის ისტორიაში, გერმანიამ 20 სექტემბერს გამოაცხადა, რომ ბრალდებებს სერიოზულად უნდა მოეკიდონ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გაიზარდოს ფილმწარმოების ბიუჯეტი 10 მილიონ ლარამდე - კულტურის მინისტრს ღია წერილით მიმართავენ

კინოს სფეროს წარმომადგენლები, რეჟისორები, პროდიუსერები, მსახიობები, ოპერატორები და კინომცოდნეები კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს ღია წერილით მიმართავენ და 2022 წლისთვის ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოებისთვის განკუთვნილი ბიუჯეტის 10 მილიონ ლარამდე გაზრდას სთხოვენ. ღია წერილს ხელს 180 ადამიანი აწერს - ისინი მინისტრს ახსენებენ, რომ წლების განმავლობაში ეროვნული კინოცენტრის ბიუჯეტი უცვლელია, თანამედროვე ქართული კინო კი მწირი ფინანსური რესურსების მიუხედავად მნიშვნელოვან წარმატებას აღწევს საერთაშორისო ფესტივალებსა და კინოპლატფორმებზე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დეა მეტრეველი - ""ოცნებას" აუცილებლად მოუწევს 2022 წელს რიგგარეშე არჩევნების ჩანიშვნა"

"ახალგაზრდა თაობა გვიყურებს, გვაკვირდება - როგორ ვმართავთ ქვეყანას... ახალგაზრდობას ძალიან მძიმე მემკვიდრეობას ვახვედრებთ და ეს ძალიან მაწუხებს", - ამბობს დეა მეტრეველი, "ლელოს" მაჟორიტარობის კანდიდატი ვაკის რაიონში. ის რიგგარეშე არჩევნების პერსპექტივას ძალიან რეალისტურად უყურებს.

Radiotavisupleba.ge 

„2021 წელი ჯერ არ დასრულებულა“ - დეა მეტრეველი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ბანერების ჩამოხსნაზე

პარტია „ლელოს“ წევრი, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვაკის რაიონში, დეა მეტრეველი რადიო თავისუფლების „საღამოს საუბრებში“ გამოეხმაურა თბილისის, როგორც მსოფლიო წიგნის დედაქალაქის საინფორმაციო ბანერების ჩამოხსნისა და მის სანაცვლოდ „ქართული ოცნების“ კანდიდატების ბანერების ჩამოკიდების ფაქტს: „წინასაარჩევნოდ მოასუფთავეს ეს ველი, რაც ძალიან ცუდია იმიტომ, რომ წინ არჩევნები ჰქონდათ და მაქსიმალურად ყველა ბილბორდი, ყველა ადგილი უნდა დაეკავებინა „ქართულ ოცნებას“ თავისი საინფორმაციო კამპანიისთვის აი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მამუკა ხაზარაძის თქმით, „ქართული ოცნება“ ახდენს ეკლესიის დისკრედიტაციას

თბილისის პროკურატურაში ე.წ. ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამომძიებლის შეკითხვებისთვის პასუხის გასაცემად მზად არის პარტია „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე. როგორც მან თქვა, თავად მოითხოვა პროკურატურისგან გამოკითხვა. „მე ღიად მოვუწოდე პროკურატურას, რომ ყოფილიყო ჩემი დაკითხვა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რადგან დამედასტურებინა ჩემი საუბარი სასულიერო პირებთან, რომელიც ამ უკანონო, ათასობით ფაილით გახდა ჩვენი საზოგადოებისთვის ცნობილი. ეს არის კანონის უხეში დარღვევა და კიდევ ერთხელ ვადასტურებ ამ ჩანაწერების ავთენტურობას“, - აღნიშნა ხაზარაძემ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბანერებში დაკარგულები - როცა არავინ არაფერი იცის?

„ჩვენ შინაარსში არ ვერევით“, - ამბობს სარეკლამო კომპანია „ალმა“. “„დაირღვა თუ არა ხელშეკრულების პირობები, ამაზე ორი მხარე იმჯელებს“, - ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე. მეოთხე დღეა არ წყდება მსჯელობა საქართველოს რამდენიმე დიდ ქალაქში გამოჩენილ ბილბორდებზე, ე.წ. „სისხლიან ბანერებზე“ ანუ სიძულვილის ენის შემცველ ბანერებზე, რომლებმაც ვაქცინაციის პოპულარიზაციის მიზნით გაკრული ბილბორდების ადგილი დაიკავეს და ეს იმ დროს, როდესაც ქვეყანაში ყოველდღიურად იკლებს COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის რიცხვი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთსა და უკრაინაში ერთდროულად მიმდინარეობს მასშტაბური სამხედრო წვრთნები

რუსეთის სამხედროებმა დაიწყეს მასშტაბური მანევრები, რომლებშიც მონაწილეობენ ქვეითი და შავი ზღვის ფლოტის დანაყოფები. პარალელურად უკრაინაში, ლვოვის ოლქში, სტარტი აიღო უკრაინა-აშშ-ის ერთობლივმა წვრთნებმა, Rapid Trident-2021. რუსეთის არმიის წვრთნაში მონაწილეობს 10 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე და 800 ერთეულემდე ტექნიკა და იარაღი. წვრთნა მიმდინარეობს პოლიგონებზე თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთში, როსტოვის ოლქში, ჩეჩნეთსა და ანექსირებულ ყირიმში. აშშ-უკრაინის წვრთნა, Rapid Trident-2021, 1 ოქტომბრამდე გასტანს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გამყრელიძე კომპანია „ალმას“ მოუწოდებს, აღადგინოს ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერები

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა (NCDC) დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ვიდეო გაავრცელა, რომლითაც მედიას გააცნო სარეკლამო კომპანია „ალმასთვის“ გაგზავნილი წერილის შინაარსი. საქმე ის არის, რომ თბილისში გარე ბილბორდებზე განთავსებულ ბანერები, რომლებიც მოსახლეობას ვაქცინაციის შესახებ მოუწოდებდა, სხვა შინაარსის ბანერებით ჩაანაცვლეს. მათ შორის არის ე.წ. სისხლიანი ბანერები, რომელზეც ოპოზიციის ლიდერები და მედიის წარმომადგენლები არიან გამოსახულნი. მათზე არის წარწერა: „არა ნაცებს! Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

Pfizer-ი: აცრა უსაფრთხოა 5-11 წლის ბავშვებში

კომპანიები Pfizer-ი და BioNTech-ი აცხადებენ, რომ ცდილობენ, რაც შეიძლება სწრაფად მოიპოვონ მარეგულირებელი უწყებების თანხმობა კორონავირუსის საწინააღმდეგო თავიანთი ვაქცინის გამოყენებაზე 5-11 წლის ასაკის ბავშვებში, მას შემდეგ, რაც კლინიკური გამოცდის შედეგებმა აჩვენა, რომ აცრა "უსაფრთხოა, ბავშვებს კარგად გადააქვთ" და წარმოშობს ძლიერ იმუნურ დაცვას. 20 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში კომპანიები ამბობენ, რომ მცირე ასაკის ბავშვებში ვაქცინა უფრო ნაკლები დოზით იქნება გამოყენებული, ვიდრე 12-დან ზემოთ ასაკის მოზარდებში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კალაძის თქმით, სუს-ი მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყოს და "თუ საჭიროა", დიპლომატებსაც მოუსმინონ

"ქართული ოცნების" ლიდერი, თბილისის მერობის კანდიდატი და თბილისის მოქმედი მერი კახა კალაძე ამბობს, რომ უსაფრთხოებიდან გამომდინარე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უნდა მოუსმინოს ყველას, ვისი მოსმენაც საჭიროა, მათ შორის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. ასე უპასუხა დიდი ალბათობით სუს-იდან გამოჟონილ ჩანაწერებზე მომზადებულ ანგარიშებზე დასმულ კითხვას. "უშიშროების სამსახური არის იმისთვის, რომ ქვეყანაში დაიცვას უსაფრთხოება, მოუსმინოს იმას, ვინც მოსასმენია კანონის ფარგლებში - ყველა ქვეყანაში ასე ხდება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პერმის სკოლაში შეიარაღებულმა პირმა ექვსი ადამიანი იმსხვერპლა

შეიარაღებული პირი, რომელმაც ცეცხლი გახსნა და რამდენიმე ადამიანი იმსხვერპლა რუსეთის ქალაქ პერმის ერთ-ერთ უნივერსიტეტში, საავადმყოფოს ინტენსიურ განყოფილებაშია მოთავსებული, მას შემდეგ, რაც დაკავებისას სამართალდამცველებმა დაჭრეს.  საგამოძიებო კომიტეტი გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ 20 სექტემბერს განხორციელებულ თავდასხმას ემსხვერპლა ექვსი ადამიანი, დაიჭრა 28, სანამ თავად თავდამსხმელს ესროდნენ. მანამდე კომიტეტი რვა დაღუპულის შესახებ აცხადებდა.  ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საავადმყოფოში 24 ადამიანია მოთავსებული... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციები მთავრობას: გაანადგურეთ უკანონო მიყურადებით მოპოვებული ჩანაწერები

საქართველოში მოქმედი ფსიქიკური ჯანმრთელობის დარგში მომუშავე პროფესიული ასოციაციები შეშფოთებას გამოხატავენ იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა ისმინება და, შესაბამისად, არ არის დაცული ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების - ფსიქოლოგიური კონსულტირების, ფსიქოთერაპიის და ფსიქიატრიული დახმარების უსაფრთხოება. პროფესიული ასოცოციაციები ერთობლივ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ მსგავსი პრაქტიკა დიდ ზიანს აყენებს როგორც ამ ტიპის სერვისებში ჩართულ პირებს, ასევე ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული დახმარების საქმეს, რადგან... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კორონავირუსით გარდაიცვალნენ 1 თვის ტყუპები

​ქუთაისში, კლინიკა "ბომონდში" რამდენიმეკვირიანი უშედეგო მკურნალობის შემდეგ კორონავირუსით გარდაიცვალნენ ახალშობილი ტყუპები. ეს ის ახალშობილები არიან, რომელთა დედაც, 47 წლის ქალი ამავე ვირუსით 1 სექტემბერს გარდაიცვალა. ის შვილს 10 წელი ელოდა. "ტყუპი დაბადებისთანავე აპარატზე გადავიდნენ. რესპირატორული დისტრეს სინდრომით დაიბადნენ და დინამიკაში დამძიმდნენ. ორივე კოვიდდადებითი დაიბადა. კოვიდური პნევმონია ჰქონდათ. მთელი განყოფილება 24-საათიან რეჟიმში ვიბრძოდით მათი სიცოცხლისათვის. პატარებისთვის მკურნალობა და ყურადღება არ დაგვიკლია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვმა და ცხინვალმა ოფიციალურად გააფორმეს ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმება

რუსეთმა ოფიციალურად გააფორმა ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმება სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკასთან. როგორც სააგენტო Рес-ი იუწყება, შეთანხმებას ხელი მოაწერეს თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა, დმიტრი მედოევმა და ცხინვალში რუსეთის ელჩმა, მარატ კულახმეტოვმა. მანამდე სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან ორმაგი მოქალაქეობისა და რუსეთის მოქალაქეობის მიღების წესის გამარტივების შეთანხმების პროექტი დაამტკიცა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნინო დოლიძე - "მგონია, ამომრჩეველი კარგად ანსხვავებს თეთრსა და შავს, მართალსა და ტყუილს"

"მე ამას ვკითხულობ როგორც ძალადობის წამახალისებელს", - ამბობს ISFD-ის აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე ე.წ. "სისხლიან" ბანერებზე. ის ინტერვიუში ეხმაურება ISFED-ის მიმართ ინტენსიურ კრიტიკას, ბელარუსის ცესკოს მეთვალყურეების რეგისტრაციის ფაქტსა და საარჩევნო გარემოს სხვა გამოწვევებსაც.


Свыше 5,2 млн жителей Московского региона получают набор соцуслуг в натуральном виде

Путин провел рабочую встречу с главой Ингушетии Калиматовым в Кремле

От мала до велика. Россияне оформили около 2 млн карт болельщика

Концерты оркестра Бутмана посмотрели более 50 миллионов китайцев



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Фигуристка Елизавета Туктамышева заявила, что считает себя русской

От мала до велика. Россияне оформили около 2 млн карт болельщика

Состоялась первая персональная выставка Серджио Бело в Москве 

Путин провел рабочую встречу с главой Ингушетии Калиматовым в Кремле

Музыкальные новости

Дипломатическая бизнес-встреча «Россия - Африка» прошла в Белом Особняке Villa Barvikha

Сергей Лазарев рекомендовал Казань для отпуска выходного дня

Лидер движения «Всеармянский фронт» Аршак Карапетян 24 мая 2024 года встретился с членами Координационного совета российско-армянских организаций России и политологами

"Спартак" и "Оренбург" сыграли вничью в заключительном матче РПЛ

Новости России

Семинар по подготовке к заседанию Совета по нацпроектам проходит на выставке «Россия»

Путин провел рабочую встречу с главой Ингушетии Калиматовым в Кремле

Кажетта Ахметжанова рассказала о пользе кристаллов в обычной жизни

На Мальдивы – без лишних трат

Экология в России и мире

Компании Группы "Интеррос" взяли ряд наград премии FINAWARD

Gucci, коллекция Resort 2025

Ozon открывает новый фулфилмент-центр в Ставрополье

На европейских курортах жители начали обносить улицы цепями, запрещая туристам туда заходить: романтический отдых закончился

Спорт в России и мире

Медведев пошутил о том, что часто проводит ночные матчи на турнирах «Большого шлема»

Теннисист Рублев объяснил, почему проиграл сет в первом круге "Ролан Гаррос"

Рыбакина, Путинцева и Бублик стартуют на Ролан Гаррос. Кто в соперниках и чего ждать?

Елене Рыбакиной поставили неожиданный «диагноз»

Moscow.media

Летнее нижегородское утро.

Объявлена цена первой модели новой российской марки Xcite

Прокуратура не будет требовать уничтожить “Вредные советы” Остера

Осень в деревне....







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *