Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Сентябрь
2021

Новости за 14.09.2021

Radiotavisupleba.ge 

რას გვეუბნება საიტი, სადაც ფარული ჩანაწერები დევს?

სავარაუდოდ, სუს-ის არქივიდან გაჟონილ ათასობით ფაილში წაიკითხავთ სამოქალაქო აქტივისტების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსების, სასულიერო პირების ცხოვრების დეტალებსა და სიტყვა-სიტყვით გადმოკოპირებულ დიალოგებს.

Radiotavisupleba.ge 

სასამართლო იწყებს „რუსთავი 2"-ის საქმის არსებით განხილვას

15 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გოჩა დიდავა იწყებს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის თანადამფუძნებლების დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის სარჩელის განხილვას. „სახელმწიფოებრიობის ჩამოშლის და სრული უიმედობის ფონზე, იწყება რუსთავი 2-ის საქმის არსებითი განხილვა..." - დაწერა „ფეისბუკის" პირად გვერდზე დვალმა. პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებს მაისში გადასცა საქმის მასალების 12 ტომი, რომელიც მათ, როგორც ამ საქმეზე დაზარალებულების სტატუსის მქონე პირებმა, 2021 წლის 12 აპრილს მოითხოვეს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებულ აფხაზეთში აღაშფოთება მოჰყვა პოლიციაში 24 წლის ანრი ატეიბას თვითმკვლელობამდე მიყვანის ცნობას

14 სექტემბერს დე-ფაქტო აფხაზეთში სოციალური ქსელების მომხმარებლები აღაშფოთა 24 წლის გაგრელი, ანრი ატეიბას სიკვდილის შესახებ გავრცელებულმა ცნობამ. თავდაპირველი ვერსიით, ახალგაზრდა საავადმყოფოში გარდაიცვალა გაგრის პოლიციის განყოფილებაში ცემის შედეგად მიღებული ტრამვების გამო. მაგრამ მოგვიანებით ატეიბას დედამ ერთ-ერთ ტელეგრამის არხს უთხრა, რომ მისი შვილი წინასწარი დაკავების კამერაში ყოფნის დროს თვითმკვლელობამდე მიიყვანეს. „ის წინასწარი დაკავები საკანში სუიციდამდე მიიყვანეს. მე ყველანაირი მტკიცებულება მაქვს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საპარლამენტო არჩევნები რუსეთში: მეტი წინასაარჩევნო ცენზურა - დახურეს ვებსაიტი, რომელიც პუტინის პოლიტიკურ მომავალს ეძღვნება 

რუსეთის ხელისუფლების მიერ ცენზურის გაფართოების ბოლო მაგალითი - სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მარეგულირებელმა ორგანომ კიდევ ერთი დამოუკიდებელი ვებგვერდი დახურა. ვებგვერდის მიზანი იყო დახმარებოდა ამომრჩევლებს, მეტი გაეგოთ კანდიდატების შესახებ.

Radiotavisupleba.ge 

როცა სისტემა მოქმედებს ასე

რას გვეუბნება ათასობით დოკუმენტი - ტექსტური ფაილები, ვიდეო და აუდიოჩანაწერები, ფოტომასალა, რომლებსაც, სავარაუდოდ, როგორც ჩანს, სუს-ი წლების განმავლობაში აგროვებდა და, რომლებზეც სასულიერო პირებისა და მათთან პირადი ან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული ადამიანების სატელეფონო საუბრების შინაარსი, მიმოწერები, შეხვედრები და პოლიტიკური განწყობებია ასახული? როგორ გახდა შესაძლებელი ასეთი მასშტაბის მონაცემების უკანონო შეგროვება და გავრცელება? რით დაიმსახურეს სასულიერო პირებმა საქართველოს სპეცსამსახურების ასეთი მაღალი ინტერესი? Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ანდრია ჯაღმაიძე ტელეარხებს მიმართავს, საპატრიარქოს გადასცენ ფარული ჩანაწერების ფაილები

ეკლესიის შესახებ გავრცელებულ ე.წ. სუსის ფაილებს გამოეხმაურა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე. ის ტელეარხებს მასალების გადაცემისკენ მოუწოდებს.  „სულ უფრო მკაფიო შთაბეჭდილება რჩება, რომ ძალები, რომლებიც, სავარაუდო, ფარული მიყურადების დეტალების გასაჯაროვებაში არიან ჩართული, ეკლესიის ფაქტორით არჩევნებში მანიპულიაციას ცდილობენ. სავარაუდო უკანონო მოსმენების, უკანონო გატანის და შემდეგ სავარაუდო უკანონო გასაჯაროვების დეტალები, გამოძიებულ უნდა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლუკაშენკამ სენატორად დანიშნა მკვლელობის საქმესთან დაკავშირებული ჰოკეის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი

ბელარუსის ავტოკრატმა ლიდერმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ, ქვეყნის ეროვნული კრების საბჭოს წევრად დანიშნა ჰოკეის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი, დმიტრი ბასკოვი, რომელიც თანამდებობიდან ცოტა ხნის წინ  გადადგა მისი მიმართ ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის მხრიდან უნდობლობის გამო. ბელარუსის ეროვნული კრების საბჭო, ეს არის პარლამენტის ზედა პალატა, რომელიც შედგება 64 წევრისგან. მათგან 8 სენატორს ლუკაშენკა ნიშნავს.  მისი თქმით ბასკოვი ეროვნული კრების საბჭოში დანიშნა არა მხოლოდ იმისთვის, რომ ის "პატრიოტი და ერთგული ადამიანია"... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საოკუპაციო ძალები ოსურ ბატალიონებთან ერთად სამხედრო სწავლებებს ატარებენ

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში სამხედრო წვრთნები გრძელდება. დე ფატო რესპუბლიკაში წვრთნები სამხრეთ რუსეთის სამხედრო ოლქის ფართომასშტაბიანი ორმხრივი ბატალიონის ტაქტიკური მანევრების ნაწილია. რუსეთის 58-ე არმიის მე-4 რუსული საოკუპაციო სამხედრო ბაზის ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფები გაემგზავრნენ ძარწემის შეიარაღებული ძალების პოლიგონისკენ ორმხრივი ტაქტიკური წვრთნების ფარგლებში - განაცხადა სამშაბათს რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის პრესსამსახურის უფროსმა ვადიმ ასტაფიევმა. ოსური მედიის ცნობით, აღნიშნული წვრთნების... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ენტონი ბლინეკმა სენატში მოსმენების მეორე დღეს კვლავ დაიცვა ავღანეთიდან ამერიკული ჯარის გაყვანის გადაწყვეტილება

ავღანეთიდან აშშ-ის სამხედრო დანაყოფების გაყვანის თაობაზე სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართული მოსმენების მეორე დღეს, რომელიც მწვავედ კრიტიკული შეკითხვების ფონზე მიმდინარეობს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გაიმეორა, რომ „დრო იყო, დაგვესრულებინა ამერიკის ყველაზე ხანგრძლივი ომი“. 20 წლიანი სამხედრო ოპერაციის შემდეგ ავღანეთიდან ამერიკული ჯარის გამოყვანის თაობაზე სახელმწიფო მდივნის გამოსვლას სენატში წინ უძღოდა როგორც დემოკრატი, ისე რესპუბლიკელი სენატორების კრიტიკული მიმოხილვა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის სასამართლომ მილიონობით რუბლით დააჯარიმა ტვიტერი, გუგლი და ფეისბუკი

მოსკოვის სასამართლომ სოლიდური ფულადი ჯარიმა დააკისრა სოციალურ ქსელ ტვიტერსა და ტელეგრამს იმის გამო, რომ მათ არ წაშალეს რუსეთში აკრძალული კონტენტი. შესაბამისად, ამ კორპორაციებმა 5 და 9 მილიონი რუბლის ჯარიმა უნდა გადაიხადონ. გარდა ამისა, ინფორმაციის ბლოკირებასთან დაკავშირებული ხუთი ადმინისტრაციული ოქმის საფუძველზე კომპანია ფეისბუკი 21 მილიონი რუბლით დაჯარიმდა. ეს არ არის რუსეთის ხელისუფლების მიერ მსოფლიოს უმსხვილესი IT-კომპანიების დაჯარიმების პირველი შემთხვევა. ასე მაგალითად, ფეისბუკისთვის გამოტანილი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი საოკუპაციო ხაზთან დაკავებების სტატისტიკას აქვეყნებს

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტი მიმდინარე წლის აგვისტოს თვის დაკავებების სტატისტიკას აქვეყნებს. პრესსამსახურის ცნობით, ე.წ. საზღვართან აგვისტოში 38 პირი დააკავეს, მათგან „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის" დარღვევისთვის 14 პირი, ხოლო ე.წ. სასაზღვრო რეჟიმის დარღვევისთვის - 24 პირი. დე ფაქტო უშიშროების ცნობით, ივლისში 19 პირი ჰყავდათ დაკავებული, აგვისტოში კი სასაზღვრო დანაშაული ორჯერ გაიზარდა. „ადმინისტრაციულ ჯარიმას დაექვემდებარა 22 ადამიანი, 4 პირი ჯარიმის გარეშე გააძევეს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკიდან. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მიხეილ ქუმსიშვილი - "ლეიბორისტული პარტია ებრძვის ელიტების მმართველობას"

"ძირითად კანდიდატებად ვინც არიან მოაზრებულნი, ყველას ზურგს უმაგრებს მსხვილი ფინანსური წრეები, რომელთა შეცვლითაც უბრალოდ შეიცვლება დეკორაცია სცენაზე", - აცხადებს მიხეილ ქუმსიშვილი, ლეიბორისტული პარტიის თბილისის მერობის კანდიდატი და მთავარ კონკურენტად " ქართული ოცნების" კანდიდატს ასახელებს.

Radiotavisupleba.ge 

კობახიძე „ტვ პირველის“ ჟურნალისტებსა და „მთავარი არხის“ ხელმძღვანელს „გარყვნილებს“ უწოდებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე, „ტვ პირველის“ ჟურნალისტებსა და ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ხელმძღვანელს „გარყვნილ“ და „ანტისახელმწიფოებრივად“ მოაზროვნე ადამიანებს უწოდებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს მას შემდეგ განუცხადა, რაც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგი გამართა, სადაც აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პირადი ცხოვრების ჩანაწერების გავრცელებას გეგმავს, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ჟურნალისტი, დიანა ტრაპაიძე და ტელეკომპანია „მთავარი არხის“... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პრაღის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა დონბასელი სეპარატისტების თანამებრძოლი, რომლის ექსტრადიციასაც კიევი ითხოვს

პრაღის საქალაქო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა საერთაშორისო ძებნაში მყოფი რუსეთის მოქალაქე ალექსანდრ ფრანჩეტი, მისი კიევში შესაძლო ექსტრადიციის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, რასაც ჩეხეთისგან უკრაინა ითხოვს. ფრანჩეტი, რომელიც ჩეხმა სამართალდამცველებმა პრაღის აეროპორტში 12 სექტემბერს დააკავეს, მოსამართლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით პანკრაცის საგამოძიებო იზოლატორში მოათავსეს. უკრაინა ფრანჩეტის ეძებს მისი სავარაუდო როლის გამო რუსეთის მიერ 2014 წელს უკრაინის ყირიმის რეგიონის ანექსირებაში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

16 წლის მოზარდს 8 წლის ბიჭის გაუპატიურების ბრალდება არ დაუდასტურდა

16 წლის მოზარდს, რომელსაც პროკურატურა არასრულწლოვნის გაუპატიურებას ედავებოდა, ბრალდება არ დაუდასტურდა. ყოფილი ბრალდებულის ინტერესებს სახაზინო ადვოკატი, ლალი ჩაველაშვილი იცავდა. როგორც მან რადიო თავისუფლებას განუცხადა, ექსპერტიზის დასკვნამ აჩვენა, რომ დაზარალებულს დაზიანებები არ ჰქონდა და გაუპატიურებული არ ყოფილა, ამიტომ საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა. ადვოკატის განმარტებით, საქმეზე კიდევ ერთი, ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გალის რაიონში ქართულ ენაზე სწავლების სრულად აკრძალვას სახელმწიფო მინისტრის აპარატი გამოეხმაურა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ღრმა შეშფოთებას გამოხატავს იმ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებით, გალის რაიონის სკოლებში მოსწავლეებს ქართულ ენაზე განათლების მიღება მე-11 კლასის ჩათვლით აეკრძალათ: „სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებების მიუხედავად, გრძელდება ოკუპირებულ რეგიონებში, განსაკუთრებით გალისა და ახალგორის რაიონებში მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლავროვთან დაახლოებული ქალი და მისი ოჯახი რუსეთსა და ლონდონში მილიარდის ღირებულების ქონებას ფლობენ

ინტერნეტგამოცემამ „მნიშვნელოვანი ისტორიები“ გამოაქვეყნა გამოძიება ვინმე სვეტლანა პოლიაკოვას ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ, რომელსაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგი ლავროვთან „დიდი ხნის ახლობლური ურთიერთობა“ აკავშირებს. გამოცემის თანახმად, პოლიაკოვამ და მისმა ოჯახმა ლავროვთან სიახლოვით 1 მილიარდ რუბლზე მეტი აქტივები დააგროვეს. გამომძიებელი რეპორტიორები თავიანთ წყაროებზე დაყრდნობით ამტკიცებენ, რომ პოლიაკოვა მუშაობს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში და მოიხვეჭა საკმაო გავლენა საგარეო უწყებაში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პრემიერი: დღეს, ისე როგორც არასდროს, არსებობს მტკიცე ერთობა მთავრობასა და ეკლესიას შორის

ეკლესიის შესახებ გავრცელებულ ფაილებზე ჟურნალისტების შეკითხვებს გორში უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. „ეს არის პირდაპირი შეთქმულება ეკლესიის და სახელმწიფოს წინააღმდეგ და უსუსური მცდელობა, თითქოს, რაღაც გაუგებრობა მოხდეს მთავრობას და ეკლესიას შორის; დღეს, ისე როგორც არასდროს, არსებობს ძალიან ძლიერი და მტკიცე ერთობა მთავრობასა და ეკლესიას შორის და ეს ასე იქნება ყოველთვის“, - აცხადებს პრემიერ-მინისტრი. ჟურნალისტების შეკითხვას, რომ შესაძლოა, კვალი ხოჯევანიშვილამდე და გახარიამდე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სუს-ი აცხადებს, რომ მზადაა ჩანაწერების საქმის გამოძიების ყველა ეტაპზე ითანამშრომლოს პროკურატურასთან

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა სასულიერო პირებისა და საპატრიარქოს თანამშრომლებზე სავარაუდოდ სუს-ის მიერ მოპოვებული მასალების გავრცელების ფაქტს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ უწყების ობიექტური ინტერესია, სრულყოფილი გამოძიება ჩატარდეს. უწყება მზადყოფნას აცხადებს, მჭიდროდ ითანამშრომლოს პროკურატურასთან: „როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პროკურატურამ კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით დაიწყო გამოძიება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სააკაშვილი: ივანიშვილს აღიზიანებდა ყოველთვის ქართული ეკლესია და იყო პატრიარქის პირადი მტერი

სასულიერო პირებთან დაკავშირებული ფაილების გავრცელებას გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მისი აზრით, გავრცელებულ მასალებზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართული ოცნების" დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს. „ივანიშვილის ამოცანა არის განადგურება ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის. მან პრაქტიკულად გაანადგურა პარლამენტი ქუთაისში და გადმოიტანა იქიდან. მან მთლიანად მოსპო ადგილობრივი თვითმმართველობა, ის შეეცადა ქართული მედიის განადგურებას, არ გამოუვიდა ჯერჯერობით. მას ძალიან აღიზიანებდა ყოველთვის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რადიო თავისუფლების საარქივო ჩანაწერების საფუძველზე გამოვიდა წიგნი „რუსეთის მძიმე დროება“

მოსკოვის გამოცემა „ასტ“-ემ და რადიო თავისუფლების რუსულმა სამსახურმა მოამზადეს და გამოსცეს კრებული „რუსეთის მძიმე დროება“, რომელიც 1917 წლის რევოლუციისა და სამოქალაქო ომის მომსწრე რუსი ემიგრანტების მოგონებებს ეფუძნება. ეს მოგონებები რუსეთის ავბედითი მოვლენების 50-ე წლისთავთან დაკავშირებით, 1960-იან წლებში მაგნიტოფონზე ჩაიწერეს რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის თანამშრომლებმა, მაგრამ იმხანად ეთერში მხოლოდ ჩანაწერების მცირე ნაწილი გავიდა. საუბრების სრული ვარიანტი ნახევარი საუკუნის წინ ნიუ-იორკში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მდინარაძე: ჩვენი ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობა“ გეგმავს პირადი ცხოვრების ჩანაწერების გამოქვეყნებას

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ 14 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, მომდევნო დღეებში „ნაციონალური მოძრაობა“ ინტერნეტში საჯარო პირების პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გამოქვეყნებას გეგმავს. მამუკა მდინარაძის თანახმად, ამისთვის ფონის მომზადებას ემსახურებოდა სასულიერო პირებზე სავარაუდოდ სუს-ის ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებაც: „გვაქვს ინფორმაცია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" კუთვნილი პარტიული ტელეკომპანიების მიერ გუშინდელი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბადრი გრიგალაშვილი - "ეს არის ქვეყნის გადარჩენა-არგადარჩენის არჩევნები და ამიტომ აქვს რეფერენდუმის შინაარსი"

ოთხი ოპოზიციური პარტიის საერთო კანდიდატი ნაძალადევის რაიონში, ბადრი გრიგალაშვილი ("გირჩი - მეტი თავისუფლება") ქვეყანას ადარებს გემს, რომელიც იძირება: "აქედან თუ დასავლეთი გავიდა, ავღანეთში რომ ბორბლებს ეჭიდებოდა ხალხი, დაახლოებით ეს რეალობა შეიძლება დადგეს. ამიტომ, სკვერებზე საუბარი არაადეკვატურია".

Radiotavisupleba.ge 

თავიანთი უფლებების დასაცავად ავღანელმა ქალებმა სოციალურ მედიაში კამპანია წამოიწყეს

ავღანელმა ქალებმა სოციალურ ქსელში წამოიწყეს კამპანია, რათა წინ აღუდგნენ თალიბების ლიდერობით მოქმედი მთავრობის მიერ სტუდენტი გოგოებისთვის შემოღებული ჩაცმულობის მკაცრ სტილს. ამ კამპანიის ფონია მზარდი შეშფოთება, რომ ხელისუფლებაში დაბრუნებული თალიბების მიერ შექმნილი მთავრობა კვლავ უბრუნდება ისლამური სამართლის მკაცრ წესებს, რომელსაც რადიკალური ექსტრემისტული დაჯგუფება 1996-2001 წლებში, ხელისუფლებაში პირველად ყოფნის პერიოდში მისდევდა. იმხანად გოგოებისთვის აკრძალული იყო სკოლებში სიარული, ხოლო ქალებს... Читать дальше...


Индекс Мосбиржи опустился ниже 3200 пунктов впервые с 26 февраля

Торговая сеть собрала более 60 тонн детских товаров для нуждающихся семей

Студенты из Ногинска пройдут практику в новом отделении скорой помощи

Объявлены победители второй части III Национальной премии интернет-контента



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Монастырские продукты из России выйдут на рынок Китая с этикетками на русском языке

Торговая сеть собрала более 60 тонн детских товаров для нуждающихся семей

Первый Гран-при по профессиональному мастерству пожарных и спасателей с участием Международных команд прошел в Москве

Дневник редактора моды: Анджелина Джоли на обложке Vogue, Кара Делевинь в кампейне Calvin Klein и другие фэшн-новости недели

Музыкальные новости

Компании Группы "Интеррос" взяли ряд наград премии FINAWARD

Авторский вечер Эдварда Радзинского из цикла «Встречаясь с тайнами истории» в «Колизей – Арене»

РОСГВАРДЕЙЦЫ ОБЕСПЕЧИЛИ ПРАВОПОРЯДОК ПРИ ПРОВЕДЕНИИ ФУТБОЛЬНОГО МАТЧА РПЛ «АХМАТ» - «ЗЕНИТ» В ГРОЗНОМ

Спортсмены Улан-Удэнского ЛВРЗ стали победителями региональной спартакиады

Новости России

Больше никакого импортного Windows: «Тинькофф» запустил банкоматы с фирменным ПО на Linux

Индекс Мосбиржи опустился ниже 3200 пунктов впервые с 26 февраля

Ведущий метеоролог "Гисметео" предупредил о резких перепадах погоды летом

Запад пытается спровоцировать Россию на ядерный удар

Экология в России и мире

«585*ЗОЛОТОЙ» выступила партнером медиафестиваля творческой молодежи YOUPITER

Доктор Кутушов назвал болезни, которые поджидают отдыхающих у водоёмов

Глава Реутова проверил содержание территории города

Представители KAMA TYRES приняли участие в 57-й легкоатлетической эстафете

Спорт в России и мире

Белорусские теннисистки проведут стартовые встречи открытого чемпионата Франции

Медведев пошутил о том, что часто проводит ночные матчи на турнирах «Большого шлема»

Парижские сюжеты: Медведев играл в кошки-мышки, Котов творил историю, Калинская заставляла нервничать Синнера

Теннисистка Петрова: Карацеву не хватает игровой уверенности

Moscow.media

Лучший HR-бренд – «Грузовичкоф»

Денис Сафин перевел 100 миллионов рублей в фонд помощи пострадавшим от паводка

ALMI Partner и «Даком М» будут совместно развивать и продвигать отечественные ИТ-решения

ТСД SAOTRON RT-T50: высокопроизводительный терминал сбора данных промышленного класса







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *