Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Сентябрь
2021

Новости за 30.09.2021

Radiotavisupleba.ge 

24 საათი საარჩევნო უბნების გახსნამდე - რა არ უნდა გამოგრჩეს 1 ოქტომბერს

2 ოქტომბრის არჩევნების 3 განსხვავება 2 ოქტომბრის არჩევნებს დასავლეთი დიდი ყურადღებით აკვირდება. ერთი შეხედვით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, დემოკრატიულობის ტესტად იქცა. საერთაშორისო პარტნიორების თქმით, შაბათს საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებული არჩევანის დადასტურებაც მოუწევს. ოპოზიციისთვის კი ამ არჩევნებს დიდი ხანია რეფერენდუმის ეფექტი აქვს. ამის საპირისპიროდ „ქართული ოცნება“ ირწმუნება, რომ ხვალ რიგითი არჩევნებია მერებისა და საკრებულოს წევრების ასარჩევად. აი, რამდენიმე ფაქტორი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ამაყი მოლდოველები, ქალები კორუფციასთან ბრძოლაში და პრაგმატული “შერიფი” ჩემპიონთა ლიგაში 

მოლდოვამ ბოლო არჩევნების შემდეგ ნაბიჯ-ნაბიჯ მოიტოვა უკან  აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნები, მათ შორის ჯგუფის ლიდერი - საქართველო.

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სენატმა მოიწონა კანონპროექტი, რომლითაც თავიდან იქნება აცილებული ფედერალურ უწყებათა მუშაობის შეჩერება

აშშ-ის სენატმა 30 ოქტომბერს კენჭი უყარა და მოიწონა კანონპროექტი, რომლის მიზანია, თავიდან იქნეს აცილებული ფედერალურ უწყებათა მუშაობის შეჩერება. სენატმა კანონპროექტს კენჭი უყარა რამდენიმე საათით ადრე, სანამ ვადა ამოეწურებოდა ფედერალური სააგენტოების დაფინასების გაგრძელებას. „კარგი შედეგია და მიხარია, რომ მივაღწიეთ მას“ განაცხადა ნიუ იორკელმა სენატორმა დემოკრატიული პარტიიდან, ჩაკ შუმერმა. დაფინანსების ვადა ვაშინგტონის დროით შუაღამისას ამოიწურა. ახლა, კანონპროექტის ძალით, მთავრობის დაფინანსება გაგრძელდება 3 დეკემბერამდე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საპატრიარქოს მხარდაჭერა და სალომე ზურაბიშვილის მეორე ტური - საპრეზიდენტო არჩევნები "საიდუმლო დოკუმენტებში"

სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილი ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ სუს-ი ყურადღებით სწავლობდა სასულიერო პირების პოლიტიკურ განწყობებს და საჭიროების შემთხვევაში დახმარებისთვისაც მიმართავდა ამომრჩევლის მობილიზების თხოვნით.

Radiotavisupleba.ge 

„ოცნებას“ საარჩევნოდ ისევ ტენდერში გამარჯვებული კომპანიები აფინანსებენ

„ქართული ოცნების“ შემომწირველები იმ კომპანიებთან დაახლოებული პირები არიან, რომლებიც 2021 წელს ტენდერებს იგებდნენ -„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“, რომელიც თვითმმართველობის არჩევნების დაფინანსების საკითხების სწავლობს, მორიგი შუალედური ანგარიში წარმოადგინა. საანგარიშო პერიოდი 2 აგვისტოდან 12 სექტემბერს მოიცავს. იკვლიეს ისეთი  13 პარტია, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა, ან წლის განმავლობაში მინიმუმ 100 ათასი ლარის შემოწირულება მიიღო.   კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ მმართველი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

2 ოქტომბრის არჩევნების 3 განსხვავება

2 ოქტომბრის არჩევნები, აქამდე ჩატარებული სხვა თვითმმართველობის არჩევნებისგან განსხვავებით, საერთაშორისო პარტნიორების უჩვეულო ყურადღებას იწვევს.

Radiotavisupleba.ge 

ერთი ონკანი 50 სახლზე

„წყალი არ გვაქვს“ - ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში ყველაზე ხშირად უწყლობას უჩივიან. ამას ემატება უგზოობაა, უმუშევრობა და უყურადღებობა. ერთგან ისიც თქვეს, ჩვენი სოფელი პატარაა და წინასაარჩევნოდაც არავინ გვაკითხავსო. დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი საფარლო - აქ მთელ უბანს მხოლოდ ერთი ონკანი აქვს. „50 სახლია და ერთი ონკანი. სასმელი წყალიც ეს არის და სარწყავიც. სოფლის პროგრამით 60 ათასი ლარი იყო გამოყოფილი, მაგრამ წლებია არაფერი კეთდება“, - ამბობს ადგილობრივი ელმურაზ გასანოვი. დმანისის მერიაში აცხადებენ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სომხეთში დააკავეს ამ ქვეყნის თავდაცვის ყოფილი მინისტრი თაღლითობის ბრალდებით

სომხეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავიდ თონოიანი დააკავეს ქვეყნის შეიარაღებული ძალებისთვის გაუმართავი საბრძოლო მასალების მიწოდების საქმის გამოძიების ფარგლებში. სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურმა დადასტურა თონოიანის დაკავების ფაქტი.  უწყების განცხადებით, დააკავეს ასევე იარაღით მოვაჭრე დავით გალსტიანი. ორივეს ბრალად ედება სახელმწიფოსგან თითქმის ხუთი მილიონი დოლარის ოდენობის თანხის მიტაცება. გალსტიანი არაერთი ფირმის მფლობელია, რომლებიც წლების განმავლობაში ამარაგებდნენ სომხეთის არმიას იარაღით და საბრძოლო მასალებით. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკანონო პატიმრობის ერთი წელი - ვინ და როგორ გაათავისუფლებს ირაკლი ბებუას?

„დედა, როგორ ხართ? ჩემზე არ ინერვიულოთ, მე კარგად ვარ... და ტელეფონი ითიშება“, - ასე იხსენებს, ირაკლი ბებუას დედა, ლალი ფიფია, შვილთან სატელეფონო ლაპარაკს, რომელიც ერთი წელია არ უნახავს. ერთი წელია არ გაუგია მისი ხმაც. ლალი ფიფიას ერთადერთი შვილი, 28 წლის ირაკლი, 2020 წლის 30 სექტემბერს, აფხაზეთის ე.წ. დროშის დაწვის მცდელობის გამო, ოკუპირებულ გალის რაიონში დააკავეს. ბრალდების თანახმად, ირაკლი ბებუამ გალის კულტურის სასახლის მთავარ შესასვლელში გამოკრულ ე.წ.დროშას მაშინ წაუკიდა ცეცხლი, როდესაც ოკუპირებულ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ისრაელის პოლიციამ პალესტინელი ქალი მოკლა დანით თავდასხმის სავარაუდო მცდელობის შემდეგ

ისრაელის პოლიციამ გაავრცელა ცნობა, რომ მისმა თანამშრომელმა მოკლა პალესტინელი ქალი, რომელიც სავარაუდოდ, მათზე დანით თავდასხმას ცდილობდა აღმოსვლეთ იერუსალიმის ძველ ქალაქში.   პოლიცია აცხადებს, რომ ქალი მიუახლოვდა პოლიციელებს ქალაქის წმინდა ადგილზე, მაჰმადიანთათვის „ალ-აქსას კომპლექსის“, ხოლო ებრაელთათვის „ტაძრის მთის,“ შესასვლელთან. „როცა მათ მიუახლოვდა, ქალმა ამოიღო დანა და ცდილობდა დაერტყა პოლიციელისთვის, და მას ესროლეს“.  ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარებამ დაადგინა, რომ ქალი მკვდარი იყო. 30 წლის ქალი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსში ბოლო დღეებში სახელმწიფო მოხელის შეურაცხყოფის და სიძულვილის გაღვივების ბრალდებით 50 ადამიანი დააკავეს

ბელარუსში ბოლო დღეებში დააკავეს 50-მდე პირი სახელწიფო მოხელის შეურაცხყოფის და სიძულვილის გაღვივების ბრალდებით, რაც უკავშირდება - სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოზე კომენტარებს. უფლებადამცავ ჯგუფს, „ვიესნას“ და რადიო თავისუფლების ბელორუსულ სამსახურს მოჰყავთ დაკავებულების სია და მათი ნათესავების ცნობები. დაკავებები უკავშირდება კომენტარებს, რომლებიც გამოქვეყნდა სროლის ამსახველი ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ. სროლის შედეგად დაიღუპა საკომპიუტერო ფირმის 31 წლის თანამშრომელი, ანდრეი ზელცერი და ამ ქვეყნის კა-გე-ბეს თანამშრომელი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კეზერაშვილი: დახურავთ ფორმულას? იმ წუთშივე გაჩნდება ახალი ფორმულა!

ტელეკომპანია „ფორმულის" 51%-იანი წილის მესაკუთრე და საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი მის წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი სარჩელის შესახებ განცხადებას აქვეყნებს.  „ჩემი მოლოდინი გამართლდა. იმთავითვე ცხადი იყო, რა მიზანს ისახავდა ივანიშვილი, როცა თავის „სასამართლო ტროიკას" დაავალა ორ ინსტანციაში ჩემ მიმართ გამამართლებელი განაჩენის შემობრუნება და „უზენაესში" გამტყუნება. ჯიბის მოსამართლეებმა მყისიერად შეასრულეს ივანიშვილისა და ღარიბაშვილის ნება და ამით გზა გაუხსნეს მთავარ კომპონენტს მთელი ჩანაფიქრისა! Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შოთა დიღმელაშვილი - "ბოლო სიტყვას მაინც ხალხი ამბობს და ამბობს იმით, რომ მიდის არჩევნებზე"

"ყველა იმ შემთხვევაში, როცა საქართველოში 2 მილიონი გავიდა არჩევნებზე, ცვლილება დადგა", - ამბობს შოთა დიღმელაშვილი, მოძრაობა "სირცხვილია"-ს თანადამფუძნებელი და აქტივისტი. მისი შეფასებით, თავის დროზე ცესკოს სათანადო რეაგირება რომ არ ჰქონდა დარღვევებზე, "მოგვიყვანა კრიზისამდე, რომელშიც ვცხოვრობთ".

Radiotavisupleba.ge 

ცესკოს თავმჯდომარე ამბობს, რომ სიებში შეიძლება ისევ იყვნენ "ახალი" და "ძველი" გარდაცვლილები

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ამბობს, რომ წელსაც, ისევე, როგორც წინა წლებში შესაძლოა საარჩევნო სიებში ისევ იყვნენ "ახალი" და "ძველი" გარდაცვლილი ადამიანები. ამის შესახებ მან ტელეჟურნალისტებთან შეხვედრაზე ისაუბრა, სადაც ონლაინმედიისა და სხვა ტიპის მედიების წარმომადგენლები არ მიიწვიეს. "არათუ 2015 წელს, 2008, 2011, 2012, 2007 და ა.შ. სხვადასხვა წლებში გარდაცვლილი პირები შეიძლება იყვნენ სიაში. იქნებიან მანამ, სამწუხაროდ, სანამ მათი ამოღება და გარდაცვალების... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პედაგოგთა სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციას არ ადასტურებენ

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საუბარში განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით დარეგისტრირდა საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის თანახმადაც პედაგოგთა სავალდებულო ვაქცინაცია იგეგმება. „რამდენადაც ვიცი დღეს შეიტანეს კანონპროექტი, რომ ყველა პედაგოგი უნდა იყოს აცრილი. ყველა ქვეყანამ გააკეთა ეს და ჩვენთან იძახე შენ, არ შეიძლება რაიმე იძულებითი იყოს. რაღაცა მსოფლიოში ყოველთვის არის იძულებითი. კი გამოხატვის თავისუფლება, პიროვნების თავისუფლება ძალიან... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ცესკოს თავმჯდომარის თქმით "სისხლიან ბანერებზე" "სიამოვნებით შეადგენდა ოქმს", კანონით რომ შესაძლებლობა ყოფილიყო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ამბობს, რომ "სიამოვნებით შეადგენდა ოქმს" სამართალდარღვევაზე, თუ ის საკანონმდებლო ჩარჩოში ჩაჯდებოდა. ამ საკითხზე მან ტელემედიის ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ისაუბრა, სადაც არ მიიწვიეს ონლაინმედიის ან სხვა ტიპის მედიასაშუალების ჟურნალისტები. "ეს იყო ინდივიდუალური ადამიანის დამოუკიდებელი ინიციატივა - ადმინისტრაციულმა წარმოებამ ეს აჩვენა... რა უნდა გამეკეთებინა, პირი მეუბნება არავის მხარდამჭერი არ ვარ, ჩემი ინიციატივით გავაკეთეო. ერთ ნორმაზე დამიდეთ ხელი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თავდაცვის სამინისტრო უარყოფს ტელეკომპანია „ფორმულის" წილის დაყადაღების მოთხოვნას

ტელეკომპანია „ფორმულის" დაყადაღების მოთხოვნას უარყოფს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. როგორც მის განცხადებაში არის აღნიშნული, მას არ მოუთხოვია ტელეკომპანიის წილის დაყადაღება.  „მიუხედავად იმისა, რომ დავით კეზერაშვილი თავის კომპანიებს აფინანსებს სახელმწიფოსგან მიტაცებული თანხებით, რომლებიც სახელმწიფოსთვის საზიანო საქმიანობას ეწევიან, თავდაცვის უწყება კარგად იაზრებს დემოკრატიულ ღირებულებებს, სიტყვის თავისუფლების მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. აქედან... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პირბადე დაწყებით კლასებშიც - საზიანო უფრო მეტია თუ სარგებელი?

ახალი რეგულაციებით, სკოლებში, რომელიც 4 ოქტომბერს გაიხსნება, პირბადის ტარება სავალდებულო იქნება სკოლაში მყოფი ყველა ადამიანისთვის. პირბადის ტარების ვალდებულებამ მშობლებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მაგალითად, 6 წლის დავითის დედა მარი ოთიაშვილი ფიქრობს, რომ პატარა ბავშვის დავალდებულებას, რომ პირბადე ატაროს, აზრი არ აქვს. ჩემი შვილი არ იჩერებს, რომ მცოდნოდა მივაჩვევდიო - ეუბნება მარი თავისუფლებას. ახლა კი უსაფრთხოებაზე მეტად რისკებს ხედავს: "ჩვენს შემთხვევაში, [ბავშვს] ნიღაბი რომ უკეთია სულ თვალებზე და პირზე იკიდებს ხელს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სასამართლო: თავდაცვის სამინისტროს "ფორმულას" დაყადაღება არ მოუთხოვია

თბილისის საქალაქო სასამართლო აცხადებს, რომ არასწორია ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეკომპანია "ფორმულას" დაყადაღების მოთხოვნით მიმართვის შესახებ. სასამართლომ ამ საკითხზე საგანგებო განცხადება გაავრცელა. "სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხეებისგან სოლიდარულად დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სარჩელის ფარგლებში უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ მოთხოვნა სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა, შესაბამისად აღნიშნულზე სასამართლო ვერც იმსჯელებდა", - წერია განცხადებაში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნაციზმის დროს დანაშაულში ეჭვმიტანილი 96 წლის ქალი კვლავ მონახეს და დააკავეს

96 წლის ქალი, რომელიც ეჭვმიტანილია მეორე მსოფლო ომის დროს ოკუპირებულ პოლონეთში მოქმედ საკონცენტრაციო ბანაკში მასობრივ მკვლელობაში დახმარებასა და შეგულიანებაში, დააკავეს მას მერე, რაც ის 30 სექტემბერს დილით სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა და მიიმალა. ამის თაობაზე ცნობა გაავრცელა სასამართლოს წარმომადგენლმა. ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილი თანამშრომლის სასამართლო პროცესი 30 სექტემბერს გერმანიის ქალაქ იტცეჰოში უნდა დაწყებულიყო.   მაგრამ 96 წლის ბრალდებული სასამართლო სხდომამდე მიიმალა. სასამართლოზე მისი გამოუცხადებლობის შემდეგ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირის წარმომადგენელი აცხადებს, რომ სერბეთმა და კოსოვომ მიაღწიეს შეთანხმებას საზღვარზე დაპირისპირების გამო ჩიხიდან გამოსვლის მიზნით

სერბეთმა და კოსოვომ მიაღწიეს შეთანხმებას საზღვარზე დაპირისპირების დასრულების მიზნით, - განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა მიროსლავ ლეიჩაკმა ბრიუსელში ორ მხარეს შორის მოლაპარაკების შემდეგ. „შეთანხმება მიღწეულია!“ - ორდღიანი ინტენსიური მოლაპარაკების შემდეგ მიღწეულ მიქნა შეთანხმება დეესკალაციის და შემდგომი მოქმედების გარშემო“- დაწერა ტვიტერზე ლეიჩაკმა 30 სექტემბერს და გამოაქვეყნა შეთანხმების ფოტო. სერბეთსა და კოსოვოს დამაკავშირებელი ორი სასაზღვრო პუნქტი ადგილობრივმა სერბებმა გადაკეტეს, რადგან კოსოვოს ხელისუფლებამ 20 სექტემბერს მოითხოვა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გიორგი თარგამაძე: "ქართული ოცნების" მიმართ ჩვენი პასუხია ჩვენ თქვენი არ გვეშინია

ტელეკომპანია "ფორმულას" წამყვანი გიორგი თარგამაძე ამბობს, რომ მათი დამფუძნებლის წინააღმდეგ სასამართლო დავის დაწყებით ხელისუფლებას ჟურნალისტების შეშინება და არხის გაჩერება სურს. არხი სასამართლო დავის დაწყებას ამ არხის დაკვეთით ჩატარებულ გამოკითხვებსა და თვითმმართველობის არჩევნებისთვის ეგზიტპოლის ჩატარებას უკავშირებს. "ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რაც ჰქონდათ დამფუძნებლებს თუ აქ მომუშავე ჟურნალისტებს, იყო და რჩება ქვეყანაში პოლარიზების შემცირება. დღევანდელ გამოწვევაზე ჩემი და ჩემი კოლეგების პასუხი "ქართული ოცნების" მთავრობისადმი არის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"ფორმულა": "ედისონ რისერჩის" კვლევების გამო იერიში მიიტანეს ჩვენზე და ჩვენს დამფუძნებელზე 

"ფორმულას" დირექტორი და წილების მფლობელი, ზუკა გუმბარიძე ამბობს, რომ მათ დაკვეთით ჩატარებული "ედისონ რისერჩის" კვლევების შემდეგ ხელისუფლებამ იერიში მიიტანა მათზე და მათ დამფუძნებელ დავით კეზერაშვილზე. ზუკა გუმბარიძემ საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ არჩევნების დღეს, 2 ოქტომბერს "ედისონ რისერჩის" ჩატარებული ეგზიტპოლს მაყურებელი მაინც ნახავს. "ორშაბათს გავიდა "ედისონ რისერჩის" კვლევები, სადაც მაყურებელმა დაინახა, რომ ხელისუფლება ვერ ახერხებს 43%-იანი ბარიერის გადალახვა. ეს გახდა მიზეზი, რომ ასეთი დაჩქრებული... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ირმა ინაშვილი: მე რომ ვიყო ხელისუფლება, სხვა კლიმატი იქნებოდა ამ ქვეყანაში

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი, ირმა ინაშვილი რადიო თავისუფლების „დღის საუბრებში“ აღნიშნავს, რომ აქვს მოლოდინი იმისა, რომ  მმართველი პარტია 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს გააყალბებს.   „მოხდება ტოტალური, სამარცხვინო გაყალბება ამ არჩევნების - ჩაყრა ბიულეტენების, ცემა-ტყეპა და ყველაფერი ეს გვაქვს წინ ამ დღეებში. ამას გარდაუვლად მოჰყვება ახალი არჩევნები. ეხლა ისეთი პოლიტიკური ატმოსფეროა ქვეყანაში, ისეთი კრიზისია, რომ აქედან გამოსავალი მხოლოდ ახალი არჩევნებია და ეს ცირკი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ომბუდსმენს კეზერაშვილის საქმე "ფორმულასთან" კონტექსტში აეჭვებს

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის საქმეზე უზენასესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამოტივაციო წერილსი გაერშე კითხვებს აჩენს. ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში საუბრისას ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ ომბუდსმენი დაინტერესდება ამ საქმით. „ჩვენ დავინტერესდით სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით კეზერაშვილის საქმესთან  დაკავირებით და როდესაც გამოვითოვეთ გადაწყვეტილება, პირველი პასუხი იყო ის, რომ სასამართლოს არ ჰქონდა გადატყვეტილების სამოტივაციო ნაწილი. Читать дальше...


Российский ВПК производит в 7 раз больше техники и боеприпасов, чем весь Запад

В чем же различие дорогого сайта от бюджетного

Пригородное пассажирское сообщение • Re: Московские Центральные Диаметры(МЦД)

LISA FM Александр Белоносов выпустил альбом «Родина Сердца: Дневник Психолога»



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Пригородное пассажирское сообщение • Re: Московские Центральные Диаметры(МЦД)

На западе Москвы столкнулись несколько автомобилей

LISA FM Александр Белоносов выпустил альбом «Родина Сердца: Дневник Психолога»

В чем же различие дорогого сайта от бюджетного

Музыкальные новости

В Санкт-Петербурге прошел Кубок ПМЭФ по конкуру

Собянин: Более 220 единиц новой медицинской техники начали использовать в Москве

Создание и продвижение КАНАЛА, ГРУППЫ или ЧАТА в WhatsApp, Telegram, Там Там и других мессенджерах.

«Виртуальный Западный Азербайджан» - кладезь фальсификаций

Новости России

Российский ВПК производит в 7 раз больше техники и боеприпасов, чем весь Запад

"Евро-Футбол.Ру": "Спартак" летом хочет приобрести вингера

Концерты детского патриотического конкурса прошли в Музее Победы

Вильфанд рассказал, какую погоду ждать в Москве на этой неделе

Экология в России и мире

Немцы решили элегантно кинуть турецкие отели: гостиницы Анталии уже в шоке и угрожают массовыми удержанием туристов

Жители Барнаула помогут сделать родной город чище

Какие украшения будут в моде летом 2024 – подборка стилиста «585*ЗОЛОТОЙ»

Армянские ковры Арцаха (Карабаха) с уникальным орнаментом представлены как «генетический код» Азербайджана - сайт monumentwatch

Спорт в России и мире

Уимблдон и Олимпиада? Что нужно знать о планах Рыбакиной после Ролан Гаррос

Теннисистка Андреева заявила, что хочет войти в топ-20 рейтинга WTA ради собаки

Экс-теннисист Ольховский: Рублев не успел набрать форму на "Ролан Гаррос"

Каспер Рууд: «Не буду выступать на турнирах перед «Уимблдоном», но на нем, конечно, сыграю»

Moscow.media

Несмотря на санкции, Amazon поставляла технологии распознавания лиц в Россию

Работать там, где удобно: беспроводная гарнитура Fstyler BH230 от A4Tech

Российский астроном рассказал о редком солнечном событии

Трасса М-12 Восток будет продлена до Тюмени в 2025 году







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *