Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Сентябрь
2021

Новости за 07.09.2021

Radiotavisupleba.ge 

საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნილი ნაწილი და ისევ შეუსრულებელი პირობა - რა არ უნდა გამოგრჩეს 8 სექტემბერს

„ოცნებამ“ გენპროკურორის არჩევის წესზე საკონსტიტუციო ცვლილება ჩააგდო - არის თუ არა ეს მიშელის დოკუმენტის მორიგი დარღვევა? საშემოდგომო სესია პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრით გაიხსნა. პარლამენტს სამი ცვლილებისთვის უნდა ეყარა კენჭი: მომდევნო ორ არჩევნებში 2%-იანი საარჩევნო ბარიერის დაწესების შესახებ; ფრაქციების წევრების რაოდენობაში ქვედა ზღვრის ოთხამდე შემცირების შესახებ; გენერალური პროკურორის არჩევის წესის შესახებ. „ქართულმა ოცნებამ“ მხოლოდ მესამე საკითხს არ დაუჭირა მხარი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კობახიძე: როგორც ჩანს არასწორი კონსულტაციები გაუწიეს ორივე საელჩოს

7 სექტემბერს ნაწილობრივ ჩავარდნილი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ აშშ-ის საელჩოსა და ევროკავშირის ელჩის კარ ჰარცელის განცხადებების შესახებ ილაპარაკა „რუსთავი 2“-ის ეთერში პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, ორივე განცხადება სამწუხაროა. „როდესაც აშკარა სამართლებრივ ნონსენსთან გვაქვს საქმე, ამას სჭირდება შესაბამისი შეფასება ყველას მხრიდან, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს, რასაც მე ვსაუბრობ, სამართლებრივი კუთხით, ორჯერ ორი ოთხი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ოსური მხარე კვლავ მოითხოვს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას

ჟენევის დისკუსიის მორიგი რაუნდისთვის ემზადებიან ოკუპირებულ ცხინვალში. ოსური მხარე ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას ითხოვს. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში, მურატ ჯიოევმა 7 სექტემბერს გამართა ვიდეოკონფერენცია ჟენევის მომდევნო დისკუსიის დღის წესრიგთან დაკავშირებით. ის ესაუბრა ეუთოს თანათავმჯდომარეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე ანიკა სოდერს. ოსური მედიის ცნობით, საუბრის დროს მათ განიხილეს ჟენევის დისკუსიების შემდეგი რაუნდის მომზადებასთან დაკავშირებული საკითხები.

Radiotavisupleba.ge 

სამხედრო სწავლებები გრძელდება ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში

ოკუპირებულ ცხინვალში განთავსებული მეოთხე რუსული სამხედრო ბაზის სატანკო ეკიპაჟებმა სამხედრო სწავლებებში მიიღეს მონაწილეობა. საოკუპაციო ძალების სატანკო ეკიპაჟების წვრთნა მოძრავი სამიზნეების განადგურებაში ჩატარდა. სწავლებებში 30 სატანკო ეკიპაჟი იღებდა მონაწილეობას. - ამის შესახებ რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის პრესსამსახური იუწყება. „30-ზე მეტმა სატანკო ეკიპაჟმა ისროლა თანამედროვე T-72B3 ტანკების ქვემეხებიდან სტანდარტული ჭურვებით, ასევე ფართო კალიბრის საზენიტო ტყვიამფრქვევიდან მოძრავი სამიზნეების მიმართ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

IAEA: ირანი ბლოკავს ბირთვულ ობიექტებზე დაშვებას და კვლავაც აგრძელებს ურანის გამდიდრებას

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) აცხადებს, რომ ირანის ბლოკავს თავის ზოგიერთ ბირთვულ ობიექტზე დაშვებას და განაგრძობს 2015 წლის საერთაშორისო შეთანხმებით დასაშვებ პროცენტზე ზემოთ გამდიდრებული ურანის მარაგების გაზრდას. ამის შესახებ ნათქვამია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) საიდუმლო ანგარიშში, რომელსაც დასავლური საინფორმაციო სააგენტოები გაეცვნენ. ანგარიშის თანახმად ირანმა უპასუხოდ დატოვა საერთაშორისო სააგენტოს შეკითხვები ურანის კვალზე, რომელიც IAEA-სთვის გამოუცხადებელ 3 ობიექტზე გამოვლინდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კეზერაშვილის განაჩენის შესახებ პროკურატურა განცხადებას აქვეყნებს

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის და ტელეკომპანა „ფორმულის" 51%-ის მესაკუთრის, დავით კეზერაშვილისთვის გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის შესახებ განცხადებას აქვეყნებს გენერალური პროკურატურა. ის აღნიშნავს, რომ საქართველოს პროკურატურის 2018 წლის 21 ივნისის საკასაციო საჩივრის საფუძველზე, გააუქმა თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გამამართლებელი განაჩენი და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხის გაფლანგვისათვის, დავით კეზერაშვილი დამნაშავედ ცნო. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჯერ ციხე, შემდეგ მუზეუმი და სასაფლაო - ამერიკელი ტურისტის ცხინვალური თავგადასავალი

ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქემ, ჯეკსონ პოლ კრამერმა, 11 დღე ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში ისე გაატარა, რომ არც საქართველოს ხელისუფლებას და არც საერთაშორისო ორგანიზაციებს მისი პატიმრობის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.

Radiotavisupleba.ge 

როგორ გამოიჭირა პუტინი მეათე კლასელმა

1 სექტემბერს, როცა რუსეთში ცოდნის დღე აღინიშნებოდა, ვლადიმირ პუტინმა ვლადივოსტოკის საბავშვო ცენტრ „ოკეანეში“ სკოლის მოსწავლეებს ისტორიის ღია გაკვეთილი ჩაუტარა.

Radiotavisupleba.ge 

ექვსმა მინისტრმა დატოვა რუმინეთის კოალიციური მთავრობა, რომელსაც უნდობლობის ვოტუმი ემუქრება

7 სექტემბერს რუმინეთის კოალიციურ მთავრობაში შემავალი უმცირესობის პარტიების ექვსივე წარმამდგენელმა მინისტრმა დატოვა თანამდებობა, რითაც გზა გაეხსნა პრემიერ-მინსტრ ფლორინ კიცუს ცენტრისტული მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას. რუმინეთის ამჟამინდელ კოალიციაში შედიან კიცუს ლიბერალური პარტია, რუმინეთის ხსნის კავშირი (USR) -PLUS და ეთნიკურ უნგრელთა ჯგუფი, რომლებიც ჯამში პარლამენტის მანდატების 56%-ს აკონტროლებენ „დღეს დილით ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც მანამდე გამოვაცხადეთ. ჩვენ დავრეგისტრირდით და პრემიერ-მინისტრის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლია მუხაშავრია - "საჭიროა ახალი პოლიტიკური ძალა მუნიციპალიტეტში, საკრებულოში, მერიაში"

"ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ გაისიგრძეგანოს რატომ არ უნდა მისცეს ხმა "ქართულ ოცნებას"", - აცხადებს ლია მუხაშავრია, ლანჩხუთის მერობის ოპოზიციის საერთო კანდიდატი - "ამომრჩეველი ხედავს, რომ ოპოზიცია ერთმანეთს კი არ ვართმევთ ხმებს, ვართ გაერთიანებული და ვცდილობთ "რეფერენდუმის" საკითხში გამარჯვებას".

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის საელჩომ საკონსტიტუციო ცვლილებების ნაწილის ჩაგდებას უწოდა „კიდევ ერთი გატეხილი პირობა" 

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 7 სექტემბერს გამართული კენჭისყრის შედეგების შესახებ განცხადება გამოაქვეყნა აშშ-ის საელჩომ. მან კრიტიკულად შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილება.  „დღეს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდება, რომელიც მიზნად ისახავდა მთავარი პროკურორის დანიშვნისთვის ფართო, მრავალპარტიულ მხარდაჭერას, კიდევ ერთი გაშვებული შესაძლებლობაა, საქართველოს ჰქონდეს დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების სისტემა. პარლამენტის მიერ მოთხოვნილი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კარლ ჰარცელი გამოეხმაურა საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღებას

საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღების შესახებ ილაპარაკა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა. მისი თქმით, პარლამენტმა კენჭი უყარა რიგ მნიშვნელოვან საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებიც ევროკავშირის მედიაციით 19 აპრილის შეთანხმების მიღწევის შემდეგ იყო წარდგენილი. დიპლომატმა გამოყო შეთანხმებით გათვალისწინებული ცვლილებების ის ნაწილი, რომლის შესრულებაზეც „ქართულმა ოცნებამ" უარი განაცხადა. „სამწუხაროდ, უარი ითქვა ძირითად ცვლილებაზე გენერალური პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კეზერაშვილი გეგმავს მიმართოს ევროსასამართლოს

უზენაესი სასამართლოს გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს „ფეისბუკზე" ეხმაურება თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ტელეკომპანია „ფორმულის" 51%-იანი წილის მესაკუთრე დავით კეზერაშვილი. ის გეგმავს მიმართოს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.  „ივანიშვილის პირადი იურისტისა და ყოფილი გენერალური პროკურორის ხელით, უზენაეს სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილება, კიდევ ერთი ნაბიჯია მისი მხრიდან, სასამართლო სისტემის საკუთარ ვიწრო პოლიტიკურ ამოცანებზე მორგებისა. მე ჩემი ქვეყნის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული და პასუხისმგებლობის გრძნობა გამაჩნია. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ახალი სასწავლო წელი ოკუპირებულ ცხინვალში ეპიდემიის ახალი ტალღის მოლოდინში

კორონავირუსის პანდემიის ფონზე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, 6 სექტემბერს ახალი სასწავლო წელი დაიწყო. სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა, იმის მიუხედავად, რომ ადგილობრივი ექიმები, აცივებასთან ერთად კორონავირუსის ახალი ტალღის დაწყებას პროგნოზირებენ.

Radiotavisupleba.ge 

თალიბანმა გამოაცხადა ავღანეთის ახალი მთავრობის შემადგენლობა, რომელიც „ისლამურ საამიროს“ უხელმძღვანელებს

რადიკალურმა დაჯგუფება თალიბანმა, რომელმაც ხელთ იგდო ძალაუფლება ავღანეთში, 7 სექტემბერს ქვეყნის ახალი ხელისუფლების შემადგენლობა დაასახელა. სახელმწიფოს უმაღლეს ხელმძღვანელად დასახელდა თალიბანის 60 წლის ლიდერი, მულა ჰაიბატულა ახუნზადა. მთავრობის მეთაურის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა მულა მოჰამად ხასან ახუნდი, რომელიც მანამდე რადიკალური მოძრაობის მმართველ საბჭოს (შურას) ხელმძღვანელობდა. სხვადასხვა წამყვანი მინისტრის პოსტები თალიბებს შორის გადანაწილდა. კერძოდ, დაზვერვის მინისტრად დაინიშნა აბდულ ხაკ ვასიკი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა

საქართველოს 8-9 სექტემბერს, ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. სომეხ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უმასპინძლებს. გაიმართება ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც, ირაკლი ღარიბაშვილი და ნიკოლ ფაშინიანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება სომხეთის რესპუბლიკის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლია მუხაშავრია "ოცნების" მერობის კანდიდატზე ლანჩხუთში: მაინცდამაინც ძლიერი კონკურენტი არაა

ოპოზიციის ერთი ნაწილის საერთო კანდიდატი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის პოსტზე, პოლიტიკური გაერთიანება „ტრიბუნას“ წარმომადგენელი ლია მუხაშავრია რადიო თავისუფლების „საღამოს საუბრებში“ აღნიშნავს, რომ მისი უშუალო მოწინააღმდეგე არჩევნებში „ქართული ოცნების“ მოქმედი მერი ალექსანდრე სარიშვილი იქნება. „მინდა გითხრათ, რომ იგი მაინცდამაინც ძლიერი კონკურენტი და მოწინააღმდეგე არ გახლავთ. ერთადერთი, ასე ვთქვათ, თავისუფალი კანდიდატი და მოწინააღმდეგეა გახარიას პარტიის წარმომადგენელი, ბატონი კალანდარიშვილი, რომელსაც მე პირადად არ ვიცნობ“... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უზენაესმა სასამართლომ დავით კეზერაშვილს პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა

საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს და ტელეკომპანია „ფორმულის" 51%-იანი წილის მესაკუთრეს დავით კეზერაშვილს უზენაესმა სასამართლომ პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა. მას სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, თუმცა სასჯელი ამნისტიის შედეგად განახევრდა. კეზერაშვილის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ სამი წევრის შემადგენლობით. ესენი არიან: შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე და მერაბ გაბინაშვილი. 2017 წელს სააპელაციო სასამართლომ კეზერაშვილის საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველომ საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან $286 მლნ-ის ოდენობის სარეზერვო აქტივი მიიღო

საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან საქართველომ 286 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სარეზერვო აქტივები მიიღო. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. პანდემიის დროს წევრი ქვეყნების ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობისა და კრიზისული მდგომარეობიდან გამოყვანის მიზნით, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (სსფ) მიმდინარე წელს ნასესხობის სპეციალური უფლების განაწილების ახალი წესი დაამტკიცა და ქვეყნებს შორის 650 მლრდ აშშ დოლარის (დაახლოებით 456 მლრდ SDR) ოდენობის გადანაწილება გააკეთა. ეს წესი ძალაში 23 აგვისტოდან შევიდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გურამ იმნაძე - "დღემდე არ არის დაწყებული გამოძიება მშვიდობიანი შეკრების ხელშეშლის ფაქტებზე"

"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" მართლმსაჯულების პროგრამის დირექტორი გურამ იმნაძე ამბობს, რომ "ულტრაკონსერვატორული ძალადობრივი ჯგუფების მიზანი იმთავითვე იყო "ღირსების მარშის" ჩაშლა" და ის, რომ ამ ფაქტზე გამოძიება არ არის დაწყებული აჩვენებს, რომ "სახელმწიფო, უბრალოდ, არ ხედავს ამ დანაშაულს".

Radiotavisupleba.ge 

ჩეხეთის მოქალაქეს 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს დონბასელი სეპარატისტების მხარეზე ბრძოლებში მონაწილეობისთვის

პრაღის სასამართლომ 20 წლით პატიმრობა შეუფარდა არაერთგზის ნასამართლევ ირჟი ურბანეკს, რომელიც დამნაშავედ იქნა მიჩნეული დონბასში ტერორისტული ჯგუფის რიგებში მონაწილეობისთვის. გამოძიების თანხმად, 2015 წლის დასაწყისში ურბანეკი კვიპროსის გავლით ჩავიდა აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც იგი შეაიარაღეს თვითგამოცხადებული „დონბასის სახალხო რესპუბლიკის“ სეპარატისტულმა ძალებმა. თავდაპირველად ჩეხეთის მოქალაქე დაკავებული იყო სამეურნეო საქმეებით, მოგვიანებით, 2018 წლისთვის საბრძოლო მოქმედებებშიც იღებდა მონაწილეობას. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პირველკლასელები სწავლას, დიდი ალბათობით, 4 ოქტომბერს დაიწყებენ სკოლის შენობაში

პირველკლასელები სწავლას, დიდი ალბათობით, 4 ოქტომბერს სკოლის შენობაში დაიწყებენ და არა 15 სექტემბერს დისტანციურად. ამის შესახებ ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. „ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, პირველკლასელებმა სწავლა არა 15 სექტემბერს დისტანციურ ფორმატში, არამედ 4 ოქტომბერს, დასწრებით ფორმატში, საკლასო ოთახებში დაიწყონ. ეს გადაწყვეტილება შეეხება მხოლოდ და მხოლოდ იმ ქალაქებსა და სოფლებს, სადაც... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კობახიძემ ვენეციის კომისიის ექსპერტები გააკრიტიკა და მათ რეკომენდაციას არაკორექტული უწოდა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვის დროს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ილაპარაკა 19 აპრილის შეთანხმების საფუძველზე კანონპროექტში ასახული ჩანაწერის შესახებ. საქმე ეხება გენერალური პროკურორის არჩევის წესს, რომელიც 19 აპრილის შეთანხმების მიხედვით, გენერალური პროკურორის ასარჩევად პირველ ორი მცდელობის დროს პარლამენტის წევრთა კვალიფიციური უმრავლესობის ხმები დასჭირდებოდა, ხოლო შემდგომ მცდელობებს ხმების უბრალო უმრავლესობა. უბრალო უმრავლესობით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებათა კანონპროექტს. „ქართული ოცნების“ უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ ერთობლივად ინიცირებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა 126-მა დეპუტატმა. ამ კანონპროექტის მიხედვით: • მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის დგინდება 2%-იანი საარჩევნო ბარიერი და მანდატების პროპორციული განაწილების წესი; • მიმდინარე და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტში ფრაქციის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს ოთხზე ნაკლები; საკონსტიტუციო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტმა 20 ივნისის ამნისტიის კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო

საქართველოს პარლამენტმა 20 ივნისთან დაკავშირებული ამნისტიის კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. დოკუმენტს მხარი 79-მა დეპუტატმა დაუჭირა, 15 წინააღმდეგი იყო. კანონპროექტის თანახმად: სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა, სასჯელისაგან და პირობითი მსჯავრისგან თავისუფლდება ყველა ის პირი, რომელთაც დანაშაული 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით  ჩაიდინა და ამნისტიის გავრცელებაზე უარი არ განუცხადებიათ. პირი, ვის მიმართაც ამნისტია გავრცელდება, ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება. ამნისტიის... Читать дальше...


Синоптик Тишковец: в Москве на выходных пройдут скоротечные грозовые дожди

Зачем офицеры НАТО и дипломаты ЕС рыщут по регионам Дальнего Востока

Стоймость популярного кроссовера Changan в России резко возросла

Библиотеку в поселке Фосфоритном отремонтируют к августу



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Что изменится в жизни россиян с 1 июня

Вход в Музей Победы для детей до 14 лет будет бесплатным 1 и 2 июня

Глава Минобрнауки РФ прибыл в Томск для участия в форуме U-NOVUS-2024

Около 6 тыс камер наблюдения установили в Химках

Музыкальные новости

Сергей Лазарев рекомендовал Казань для отпуска выходного дня

Почта России помогла маленькому жителю Перми встретиться с футболистами ЦСКА

Уссурийский ЛРЗ расширяет форматы промышленных экскурсий на предприятие

Заявление Союза армян России

Новости России

«Газпромнефть-СМ» запустила проект по развитию творческих способностей у детей

Поздравления с Днем защиты детей в прозе звучат 1 июня 2024 года

ПО СТОПАМ СПАРТАКА. ЛУЦИЙ КОРНЕЛИЙ СУЛЛА СЧАСТЛИВЫЙ: ЛИЧНОСТЬ В ИСТОРИИ

Арсений Вейс: Из Ховрина удобно ездить к маме

Экология в России и мире

Я думала, мы умрем: американка переехала в Великобританию и столкнулась с левосторонним движением, праворульными машинами и механической коробкой передач

ONYX отправляется в Большой тур по России

Третья Московская неделя моды: масштабное событие с участием дизайнеров из России и мира пройдет в октябре

Любимый россиянами курорт с белоснежными пляжами готовится запустить прямые рейсы в Россию, чтобы снизить цены на туры

Спорт в России и мире

Надаль пропустит Уимблдон из-за желания сыграть на Олимпиаде

Рыбакина, Путинцева и Бублик стартуют на Ролан Гаррос. Кто в соперниках и чего ждать?

Елена Рыбакина удивила решением перед Уимблдоном

Елене Рыбакиной поставили неожиданный «диагноз»

Moscow.media

Книжные новинки, лаборатория текста и иллюстраций — ждут гостей Московского детского фестиваля искусств «НЕБО»

Доступный, летний, твой – StarLine A60 BT GSM ECO

Удаленная настройка охранных комплексов StarLine

"ДиМ" строит участок 5 трассы СБВ







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *