Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Сентябрь
2021

Новости за 16.09.2021

Radiotavisupleba.ge 

„სრულიად რუსეთის მაყურებელი“

ერთი თვის წინ რიგაში, 62 წლის ასაკში, გარდაიცვალა პეტერბურგელი ჟურნალისტი დმიტრი ზაპოლსკი, რომელიც 2011 წლიდან ემიგრაციაში ცხოვრობდა. ჟურნალისტი ოჯახთან ერთად მოგზაურობდა, როცა მიოკარდიუმის ინფარქტი განუვითარდა. ”სიკვდილი იყო მოულოდნელი და სწრაფი, ” - განაცხადა ჟურნალისტის მეუღლემ. დმიტრი ზაპოლსკი, გარდა იმისა, რომ იყო ცნობილი ჟურნალისტი (გაზეთი „სმენა“, ტელეკომპანია „მეხუთე არხი“, კოორპორაცია „რუსული ვიდეო“), ასევე აქტიურად მონაწილეობდა 1990-იანი წლების პეტერბურგის პოლიტიკურ ცხოვრებაში, რომლის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

2 კვირა არჩევნებამდე - რა არ უნდა გამოგრჩეს 17 სექტემბერს

წინასაარჩევნო ჭიდილი ნარკოტესტებით გრძელდება გუშინ „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ წინასაარჩევნოდ ნარკოტესტის გაკეთებაზე უარის თქმით ნარკოლოგიური პრობლემები აღიარა. ნარკოტესტის ჩაბარების საკითხი აქტუალური მას მერე გახდა, რაც „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ტესტი ჩააბარა და კონკურენტებსაც იმავეს გაკეთებისკენ მოუწოდა. მის ინიციატივას ენთუზიაზმით არ შეხვედრიან პოლიტიკური ოპონენტები. ბევრისთვის გაუგებარიც აღმოჩნდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საერთაშორისო სავალუტო ფონდი წყვეტს თანამშრომლობას ავაღანეთთან ძალაუფლებაში თალიბების დაბრუნების გამო

საერთაშორისო სავალუტო ფონდი იძულებულია შეწყვიტოს თანამშრომლობა ავღანეთთან ხელისუფლებაში თალიბების რეჟიმის დაბრუნების გამო, - განაცხადა 16 სექტემბერს ვაშინგტონში, ფონდის წარმომადგენელმა ჯერი რაისმა, რომელმაც დასძინა, რომ საერთაშორისო ინსტიტუტი შეშფოთებულია ავღანეთში ჰუმანიტარული კრიზისის მოახლოებით. „გასული თვითდან ავღანეთს აღარ აქვს დაშვება საერთაშორისო სავალუტო ფონდის რესურსებთან, ვეღარ სარგებლობს სესხის სპეციალური უფლებით და სხვა“, - აღნიშნა რაისმა. ამასთან ავღანეთში მოსალოდნელი ჰუმანიტარული... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მარტვილის მუნიციპალიტეტში დაიწვა ხის გადამამუშავებელი საამქრო

ხის გადამამუშავებელი საამქრო თითქმის სრულად დაიწვა მარტვილის სოფელ ტალერში. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ რადიო თავისუფლებას უთხრა, ამ დროისთვის უცნობია რამ გამოიწვია ხანძარი. მან აღნიშნა, რომ ამას სპეციალური კომისია მოგვიანებით დაადგენს. მეერის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე დროულად იყო მობილიზებული სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, ხის საამქროში ცეცხლი სწრაფად გავრცელდა და მისი ჩაქრობა დროულად ვერ მოხერხდა. „მეხანძრეებთან და მაშველებთან ერთად... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პუტინი ჩინეთის ლიდერის მოწვევით დაესწრება პეკინის 2022 წლის ოლიმპიადას

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დათანხმდა ჩინეთის ლიდერი მოწვევას დაესწროს 2022 ზამთრის ოლიმპიადას პეკინში. რუეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თანახმად, სი ძინ პინმა რუსეთის პრეზიდენტი ოლიმპიადაზე 16 სექტემბერს გამართული სატელეფონო საუბრის დროს დაპატიჟა. 2020 წლის დეკემბერში სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ (CAS) რუსეთის ხელისუფლებას, ქვეყნის პრეზიდენტის ჩათვლით, აუკრძალა უახლოესი 2 წლის განმავლობაში ოლიმპიადებსა და მსოფლიო ჩემპიონატებზე დასწრება. ეს აკრძალვა უკავშირდება რუსეთის სპორტში დოპინგის თაობაზე გაღვივებულ სკანდალს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„ვინც მისმენს, კარგად მოისმინოს“ - გავრცელებულ ჩანაწერებში მოსაუბრეებს ეჭვი აქვთ, რომ უსმენენ

12 სექტემბერს ინკოგნიტო წყაროს მიერ გავრცელებულ ათასობით საუბრის ჩანაწერში, რომელიც წყაროს მტკიცებით სახელმწიფო უშიშროების სამსახურის საეკლესიო პირებზე მიყურადების და თვალთვალის შედეგად შექმნილი დოკუმენტებია, სულ მცირე 12 სხვადასხვა მოსაუბრე აღნიშნავს, რომ იცის, თავის სატელეფონო საუბრებს რომ უსმენენ. 11 შემთხვევა, როდესაც მოსაუბრეები ახსენებენ, რომ მათ უსმენენ შენიშვნა: რედაქციის გადაწყვეტილებით, საუბრის ჩანაწერის ტექსტებიდან, რომლის ნაწილის ავთენტიკურობის მხოლოდ ირიბი მტკიცებულებები არსებობს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ირაკლი ღარიბაშვილი აიცრა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზით

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სრულად ვაქცინირებულია. მთავრობის მეთაური კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის” ვაქცინის მეორე დოზით 16 სექტემბერს აიცრა. ვაქცინაცია ირაკლი ღარიბაშვილს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ჩაუტარდა. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა ვაქცინების უსაფრთხოების და პანდემიის დამარცხების პროცესში ვაქცინაციის მნიშვნელობის შესახებ. მან მოქალაქეებს პროცესში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კახა ქემოკლიძე - "კარიერა განვივითარე ისე, რომ არასდროს შემისრულებია პარტიული დირექტივები"

"პარტიას "საქართველოსთვის" არავისი და არაფრის ეშინია!", - აცხადებს კახა ქემოკლიძე, პარტიის პოლიტიკური მდივანი და სამგორში მაჟორიტარობის კანდიდატი. მისი თქმით, "პარტიასთნ დაბმული ინსტიტუციები და მათი პოლიტიკური ხელმძღვანელობა" გავრცელებულ მასალებთან დაკავშირებით რეალურ გამოძიებას ვერ ჩაატარებენ.

Radiotavisupleba.ge 

ევროპარლამენტი: ევროკავშირი მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ არ სცნოს რუსეთის დუმის არჩევნები

ევროპარლამენტმა ოთხშაბათს მხარი დაუჭირა რუსეთთან დაკავშირებით  ევროკომისიისა და ევროსაბჭოსთვის განკუთვნილ რეკომენდაციას, რომელიც შეიცავს მკაცრ რიტორიკას რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ. დოკუმენტი მოუწოდებს ევროსაბჭოს და ევროკომისიას, რომ მზად იყვნენ, უარი თქვან რუსეთის დუმის არჩევნების შედეგების ცნობაზე და გაამკაცრონ უკვე არსებული სანქციები. ევროპარლამენტის რეკომენდაციას, რომელიც არ არის სავალდებულოდ შესასრულებელი ევროკავშირის აღმასრულებელი სტრუქტურებისთვის, მხარი დაუჭირა 494-მა ევროპარლამენტარმა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კახა ქემოკლიძე: პარტია „საქართველოსთვის“ პირდაპირი, ჯვარედინი ცეცხლის ქვეშაა

პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარტიის სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატმა თბილისის საკრებულოში კახა ქემოკლიძემ რადიო თავისუფლების „საღამოს საუბრებში“ თქვა, რომ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან წინასაარჩევნოდ პარტია „ჯვარედინ ცეცხლში“ იმყოფება. „ერთნი გაბრალებენ, რომ ნარკოტესტი უნდა გაიკეთო, სახელმწიფო გადატრიალებას აწყობდი, მიშას პროექტი ხარ, მელიას შეეკარი და მეორე გაბრალებს, რომ „ბილაინის“ აბონენტებმა თურმე მონაცემები გაგიზიარეს, შენ ბიძინას პროექტი ხარ, ბიძინას თამაშს თამაშობ და ასე შემდეგ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მანქანის აფეთქების შედეგად უკრაინაში ერთ-ერთი რეგიონის სამაშველო სამსახურის ოფიციალური წარმომადგენელი დაიღუპა

უკრაინის ნაციონალური პოლიციის ცნობით 15 სექტემბერს, მანქანის აფეთქების შედეგად დნიპროს რეგიონის სამაშველო სამსახურის ოფიციალური წარმომადგენელი, 35 წლის დარია ჰრეჩიშევა და მისი თანამგზავრი, უკრაინის ლეგიონის წარმომადგენლი, ოლექსეი კავლაკი, დაიღუპნენ. აფეთქება უკრაინის სიდიდით მეოთხე ქალაქ დნეპრის ცენტრალურ, ბოჰდან ხმელნიცკის, ხეივანში მოხდა.  აფეთქების მიზეზი უცნობია, მაგრამ უკრაინის სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა სისხლის სამართლის სქმე აღძრა ტერორისტული აქტის მუხლით.

Radiotavisupleba.ge 

ყირგიზეთში კიდევ ერთი ყოფილი პრემიერ-მინისტრი დააკავეს „კუმტორის“ ოქროს საბადოს საქმეზე

ყირგიზეთში კიდევ ერთი ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ჯომარტ ოტორბაევი, დააკავეს ოქროს საბადო „კუმტორთან“ დაკავშირებული სახელმწიფო კორუფციის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. ყირგიზეთის უსაფრთხოების ეროვნული კომიტეტის (UKMK) 16 სექტემბრის ცნობაში ნათქვამია, რომ ოტორბაევი საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფება. სასამართლომ 48 საათის განმავლობაში უნდა გადაწყვიტო გადაიყვანენ თუ არა მას წინასწარი დაკავების იზოლატორში. ჯომარტ ოტორბაევი 2014-2015 წლებში მუშაობდა ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კოსოვოში დაბანაკებული 117 ევაკუირებული ავღანელი დიდ ბრიტანეთში გაამგზავრეს

ავღანელთა ერთმა ჯგუფმა, 117 ადამიანმა, რომლებიც ავღანეთიდან ცოტა ხნის წინ ჩაიყვანეს კოსოვოში, ბალკანეთი დატოვა და ბრიტანეთს მიაშურა. ევაკუირებულთა შორის არიან ნატოს სამხედრო ქვედანაყოფებთან დაკავშირებული ავღანელი სამოქალაქო პირები და მათი ოჯახების წევრები, რომლებიც პრიშტინის საერთაშორისო აეროპორტიდან 16 სექტემბერს გაემგზავრნენი დიდ ბრიტანეთში. „ნატოსა და კოსოვოს მთავრობასთან ერთად ჩატარებული არაერთი რთული სამუშაოს შემდეგ, ჩვენ ვემშვიდობებით კოსვოში მყოფ ავღანელთა პირველ ჯგუფს, რომელიც ახალი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაახლოებით ერთი საათის წინ დაკავებული ზურაბ დოთიაშვილი თავისუფალია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მედიის წარმომადგენლებს აცნობა, რომ ზურაბ დოთიაშვილი, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაახლოებით ერთი საათის წინ დააკავეს, თავისუფალია. დოთიაშვილი სოფელ კირბალის მიმდებარე ტყესთან საქონელს აძოვებდა, რა დროსაც დააკავეს. ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით საოკუპაციო ძალებმა დოთიაშვილი ახლომდებარე ღრომის სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს და გამოჰკითხეს. შემდეგ კი მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღეს. კირბალის მცხოვრების დაკავებისთანავე ამოქმედდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „ცხელი ხაზი". Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ფიქრის გორაზე 22 წლის კაცის მკვლელის დასაკავებლად გამოძიება გრძელდება

შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერ კიდევ განაგრძობს საგამოძიებო მოქმედებებს თბილისში, ფიქრის გორაზე მოკლული 22 წლის ახალგაზრდის მკვლელის დასაკავებლად. უწყების პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას მხოლოდ იმას ეუბნებიან, რომ საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება - უცნობია, იდენტიფიცირებულია თუ არა მკვლელი. ახალგაზრდა კაცის მკვლელობიდან რამდენიმე საათში ტელეკომპანია "ფორმულამ" გაავრცელა ქუჩაში განთავსებული  კამერით გადაღებული ვიდეომასალა, რომელშიც ასახულია მკვლელობის მომენტი. მიუხედავად იმისა, რომ მკვლელს პირბადე უკეთია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნიკა მელია - "არ მჯერა, რომ ამ სახელმწიფოს წერტილი უნდა დაესვას 2 ოქტომბერს! არც კი ვუშვებ!"

"დარწმუნებული ვარ, რომ დათქმულ 43%-ს ვერ მიუახლოვდებიან", - აცხადებს მმართველ ძალაზე ნიკა მელია, ოპოზიციური გაერთიანების თბილისის მერობის საერთო კანდიდატი - "როგორც ერთი მუშტი ისე შეიკვრება ქართული და საერთაშორისო საზოგადოება. როგორ არ ჩანიშნავენ ვადამდელ არჩევნებს, ამასაც ყურადღებით დავაკვირდებით".

Radiotavisupleba.ge 

საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მცხოვრები,  60 წლის ზურაბ დოთიაშვილი. ის სოფლის მიმდებარე ტყესთან ახლოს  საქონელს მწყემსავდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაკავების ფაქტს. აღნიშნულთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

Radiotavisupleba.ge 

„მოდულის შენობის" წინ ჯაფარიძემ და  პარტიის სხვა წევრებმა „შკოდა ოქტავია" პროტესტის ნიშნად დაამსხვრიეს

„გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ და პარტიის სხვა წევრებმა „მოდულის შენობის" წინ „შკოდა ოქტავიას" მარკის ავტომანქანა მიიყვანეს და უროებით დაამსხვრიეს. ჯაფარიძის თქმით, ეს არის სუს-ის შენობა, აქედან იმართება ეს ქვეყანა, ისინი არიან შემომძვრალი ყველგან ადამიანების ცხოვრებაში. „ეს მორდორი უნდა დაინგრეს და დაილეწოს, ზუსტად ისე, როგორც მათი სიმბოლო „შკოდა ოქტავია" დაილეწება ახლა", - ჯაფარიძის ამ სიტყვების შემდეგ „გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრებმა ავტომანქანის დამსხვრევა დაიწყეს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნავალნის „ჭკვიანი კენჭისყრის“ მხარდაჭერისთვის რუსეთი გუგლსა და ეფლს სანქციებით ემუქრება

რუსეთის სახელმწიფო მარეგულირებელ უწყევა „როსკომნადზორის“ აცხადებს, რომ IT-კომპანიები გუგლი, ეფლი, კლადუფლეარი და ცისკო, ალექსეი ნავალნის მიერ შემუშავებულ „ჭკვიანი კენჭისყრის“ მხარადჭერებს ეხმარებიან გვერდი აუარონ რუსეთში შექმნილ ბარიერებს და გაავრცელონ აკრძალული კონტენტი. როგორც „როსკომნადზორის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ვადიმ სუბოტინმა, განაცხადა, უწყება ამუშავებს „გარკვეულ ზომებს“ და საწადელსაც აღწევს, რათა წინა აღუდგეს რუსეთში აკრძალული კონტენტის გავრცელებას. ინტერნეტის საერთაშორისო დამკვირვებლებმა განაცხადეს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ირაკლი ღარიბაშვილი „მთავარი არხის“ ინცინდენტზე: პროვოკაციული მივარდნებიც, ძალადობაც მიუღებელია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა 15 სექტემბერს ქარელში მომხდარ ინცინდენტს რა დროსაც „მთავარი არხის“ ოპერატორი ლევან აბლოთია დაშავდა. მედიასთან  საუბარში ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშან, რომ სიმშვიდეა საჭირო  მოსალოდნელი პროვოკაციების პირობებში. „მაქსიმალურად ფრთხილად უნდა მოვიქცეთ, ვინაიდან ვიცით, რომ ძალიან მძიმე პროვოკატორებთან გვაქვს საქმე, რომლებიც ყველაფერზე მიდიან და ყველაფერს გააკეთებენ, რომ რამენაირად ეს მშვიდი საარჩევნო გარემო და პროცესი დააზიანონ“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თვითიზოლაციაში მყოფი პუტინი აცხადებს, რომ COVID-19-ი მისი გარემოცვის ათობით წევრს დაუდგინდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ თვითიზოლაციის გამო, რომელშიც კორონავირუსით მისი გარემოცვის არაერთი წევრის დაავადების გამო კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩება, მან ბევრი შეხვედრა და ვიზიტი გააუქმა. ამის შესახებ რუსეთის ლიდერმა ისაუბრა 16 სექტემბერს გამართული კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) სამიტზე, რომელიც პანდემიის გამო კვლავ ვიდეო-კონფერენციის ფორმატში გაიმართა. „ვწუხვარ, რომ იძულებული გავხდი ბოლო მომენტში გადამედო დუშანბეში დაგეგმილი ვიზიტი. მაგრამ ეს მოხდა იმის გამო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რამაზ გერლიანი და ნოდარ სირბილაძე სახელმწიფოს ქონებაზე - "მითი, რომ ჩვენ ღარიბი ქვეყანა ვართ, დანგრეულია!"

"ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის" პრეზიდენტმა, რამაზ გერლიანმა და ამავე ცენტრის თანადამფუძნებელმა, ნოდარ სირბილაძემ ილაპარაკეს გამოკვლევაზე, რომელშიც თავმოყრილია შეჯერებული მონაცემები სახელმწიფოს ბალანსზე არსებულ აქტივებზე, იქნება ეს: მიწა, წიაღისეული, ტყე, წყლის რესურსი თუ სახელმწიფო კომპანიები.

Radiotavisupleba.ge 

შსს: "ქურდული სამყაროს" წევრობის და მხარდაჭერის ბრალდებით დაკავებულია 11 პირი

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ გორსა და ხაშურში 11 პირი დააკავა „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით. მსგავსი დანაშაული 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებულებიდან ყველაზე ახალგაზრდა 19 წლისაა. სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო კიდევ 4 პირის მიმართ. შსს-ს თანახმად, დაკავებულები არიან: 1985 წელს დაბადებული შ.მ., 1988 წელს დაბადებული ნ.მ.(მეტსახელად „რიჟოვიჩი“), 1963 წელს დაბადებული კ.ნ.... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნიკა მელია: როგორ ვემზადებით 3 ოქტომბრისთვის, როდესაც ვამბობთ, რომ 2 ოქტომბერია მთავარი

ოპოზიციის ერთი ნაწილის გაერთიანებულმა კანდიდატმა თბილისის მერის პოსტზე, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ განაცხადა, რომ ოპოზიცია სწორედ 2 ოქტომბრისთვის ემზადება და არჩევნების მეორე დღისთვის და არეულობისთვის. მისი თქმით, თუ არჩევნები გაყალბდება, ეს ყველამ უნდა დააფიქსიროს. მისივე თქმით, ოპოზიციის რიგებში საარჩევნო ხმების დაცვისთვის კოორდინაცია არსებობს: „ნერვიულობენ და ამბობენ, რომ ოპოზიცია ემზადება 3 ოქტომბრისთვის. როგორ ვემზადებით 3 ოქტომბრისთვის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ხოჯევანიშვილი წულუკიანს მიმართავს, თავის "საკურატორო სფეროებს მიხედოს"

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის(სუს) უფროსის ყოფილი მოადგილე, ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის, „საქართველოსთვის“ წევრი ალექსანდრე ხოჯევანიშვილი აცხადებს, რომ სუს-ში მუშაობისას არასდროს ყოფილა ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კურატორი: „მინდა მივმართო თეა წულუკიანს, მის საკურატორო სფეროებს მიხედოს, რომ სხვის ძიებაში უცებ არ ჩამოეშალოს“. საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა 14 სექტემბერს, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკრიტიკა გიორგი გახარიას პარტიის წევრთა განცხადებები, რომ მედიით გავრცელებულ... Читать дальше...


В регионе в рамках партийного проекта «Единой России» прошёл идеотон «IT- инновации в бизнесе»

Жители Серпухова прокомментировали благоустройство улицы Дальней

Больше никакого импортного Windows: «Тинькофф» запустил банкоматы с фирменным ПО на Linux

День святых родителей. Что можно и что нельзя делать 1 июня 2024 года



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

День святых родителей. Что можно и что нельзя делать 1 июня 2024 года

Тая Скоморохова выпустила новый трек «Едем по району»

В Зачатской башне Нижегородского кремля открылась выставка «Кремли России – взгляд художника»

Жители Серпухова прокомментировали благоустройство улицы Дальней

Музыкальные новости

Собянин анонсировал большую летнюю спортивную программу

«СВЯТОЙ ЛЕНИН» легально изготавливает армии и спецслужбы. 6 серия. СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.

VK Fest 2024: Музыка и Развлечения на Открытых Площадках России

Компании Группы "Интеррос" взяли ряд наград премии FINAWARD

Новости России

Жители Серпухова прокомментировали благоустройство улицы Дальней

Тая Скоморохова выпустила новый трек «Едем по району»

Подмосковные росгвардейцы поздравили школьников с наступающим Днем защиты детей

Юные волгодонские пловцы успешно выступили на турнире «Жемчужина Черного моря»

Экология в России и мире

Любимый россиянами курорт с белоснежными пляжами готовится запустить прямые рейсы в Россию, чтобы снизить цены на туры

Доктор Кутушов назвал болезни, которые поджидают отдыхающих у водоёмов

Всеармянский союз «Гардман-Ширван-Нахиджеван» осуждает лживое заявление президента Азербайджана Алиева

Россиянам озвучили цены на отдых в Крыму, которые приятно удивили

Спорт в России и мире

Лишь две теннисистки моложе Свёнтек выигрывали 16 матчей подряд на «Ролан Гаррос»

Елене Рыбакиной поставили неожиданный «диагноз»

Кецманович отказался от борьбы в игре с Медведевым на "Ролан Гаррос"

Надаль пропустит Уимблдон из-за желания сыграть на Олимпиаде

Moscow.media

Выгодно ли покупать квартиру в новостройке?

Доступный, летний, твой – StarLine A60 BT GSM ECO

Лето в урочище Кокоря

Губернатор ХМАО Комарова объявила, что уходит в отставку







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *