Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer
Январь
2023

Новости за 02.01.2023

Radiotavisupleba.ge 

გერმანიის კონტრდაზვერვის უფროსი ქვეყანაში რუსეთის სპეცსამსახურების გააქტიურებაზე ლაპარაკობს

რუსეთის სპეცსამსახურების ინტერესი გერმანიის მიმართ გაიზარდა უკრაინაში ომის გაგრძელებასთან ერთად. ამის შესახებ სააგენტო dpa-ს უთხრა გერმანიის საკონსტიტუციო დაცვის უწყების ხელმძღვანელმა, თომას ჰალდენვანგმა. მან კომენტარი გაკეთა ახლახან რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი, გერმანიის დაზვერვის და კონტრდაზვერვის სამსახურის თანამშრომლის დაკავების შესახებ ინფორმაციის გარშემო. დაკავებული ეჭვმიტანილია რუსეთის მხარისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემაში. უწყების ხელმძღვანელის სიტყვებით, ეს შემთხვევა მეტყველებს იმაზე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ქაბულში თალიბანის ძალებზე თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ“ იკისრა

ექსტრემისტულმა გაერთიანებამ, „ისლამურმა სახელმწიფომ“ იკისრა პასუხისმგებლობა 1 იანვარს ქაბულში მომხდარ თავდასხმაზე. მან ტელეგრამით გაავრცელა ცნობა, რომ თავდასხმის შედეგად 20 პირი დაიღუპა და 30 დაშავდა. ავღანეთის, თალიბანის ხელმძღვანელობით მოქმედი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ქაბულში, სამხედრო აეროპორტთან მომხდარ თავდასხმას დიდი მსხვერპლი მოჰყვა. მაგრამ სამინისტრო უარყოფს მსხვერპლის რაოდენობის შესახებ იმ მონაცემებს, რომელსაც „ისლამური სახელმწიფო“ ავრცელებს და იტყობინება, რომ გამოაქვეყნებს ოფიციალურ მონაცემებს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სოფელ ეცერში ორი ადამიანის მკვლელობისა და ერთის დაჭრისთვის პოლიციამ ორი პირი დააკავა

2 იანვრის ღამეს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერში ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ორი ადამიანი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. გარდაცვლილები 37 და 28 წლის კაცები იყვნენ. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, გარდაცვლილთაგან ერთ-ერთი სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი იყო.  დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებული ორი ადამიანი დააკავა, რომელთაგან ერთი, 70 წლის წარსულში ნასამართლევი, მეორე კი 25 წლის კაცია. გამოძიების ვერსიით, "დაპირისპირება რამდენიმე პირს შორის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა". Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

წარსულში სახელგანთქმულ ჩოგბურთელს, მარტინა ნავრატილოვას ყელის და მკერდის კიბო დაუდგინეს

მსოფლიოს ყოფილმა „პირველმა ჩოგანმა“, მარტინა ნავრატილოვამ 2 იანვარს განაცხადა, რომ მას ყელის და მკერდის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, ავრცელებს ცნობას Reuters-ის სააგენტო. წარსულში სახელგანთქმული სპორტსმენი ითვლება ყველა დროის უდიდეს ჩოგბურთელად, რომელსაც მოგებული აქვს მსოფლიოს 59 უმნიშვნელოვანესი ტურნირი, ე.წ. Grand Slam-ი. ჩეხოსლოვაკიელ ნავრატილოვას, რომელიც 1981 წელს გახდა აშშ-ის მოქალაქე, ადრეც, 2010 წელს დაუდგინეს მკერდის კიდო. ნავრატილოვამ განაცხადა, რომ მას დაავადების პირველი სტადია აქვს,... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გაზის ფასი ევროპაში უკრაინაში ომის დაწყებიდან ყველაზე დაბალ დონეზე დაეცა

2 იანვარს ევროპაში ბუნებრივი აირის საბითუმო ფასები ყველაზე დაბალ დონეზე დაეცა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რასაც შარშან ამ ფასების რეკორდული ზრდა მოჰყვა, იტყობინება AFP-ი. თბილმა ზამთარმა ხელი შეუწყო სათადარიგო გაზზე ეკონომიას. აირის მარაგები ევროპაში შეიქმნა მოლოდინის გამო, რომ ევროპაში აირის მთავარი იმპორტიორის, რუსეთი გაზის მიწოდებას შეამცირებდა. ევროპის ქვეყნებმა შეავსეს მარაგები და მოსახლეობას მოუწოდებდნენ, დაეზოგათ ენერგია ზამთრისთვის. ექსპერტების გაფრთხილებით, აცივებას შეიძლება კვლავ მოჰყვეს აირის გაძვირება.

Radiotavisupleba.ge 

NASA-ს დირექტორი შიშობს, რომ ჩინეთმა მთვარეზე ნაკვეთები შეიძლება მიითვისოს

ჩინეთი შეიძლება შეეცადოს მიითვისოს მთვარის, რესურსებით მდიდარი, ნაკვეთები და აშშ მათზე არ დაუშვას. ასეთი შიში გამოთქვა ამერიკული კოსმოსური სააგენტოს NASA-ს დირექტორმა ბილ ნელსონმა ჟურნალ Politico-სთვის მიცემულ ინტერვიუში. "ფაქტია, რომ ჩვენ კოსმოსური შეჯიბრში ვართ ჩართული,“ - თქვა ნელსონმა, რომელიც თვლის, „უკეთესია თვალყური მივადევნოთ, რომ მათ მთვარეზე ნაკვეთები არ შემოღობონ, ვითომ სამეცნიერო კვლევებს ატარებენ.“ ნელსონი არ გამორიცხავს, რომ პეკინს შეუძლია თქვას, „მოშორდით აქედან, ჩვენ აქ ვართ, ეს ჩვენი ტერიტორიაა“. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„ექიმებმა უსაზღვრებოდ“ ღია ზღვაში 85 მიგრანტი გადაარჩინა

ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ, „ექიმებმა უსაზღვრებოდ“ ხმელთაშუა ზღვაში დახმარება აღმოუჩინა მიგრანტებს, რომლებსაც პრობლემა შეექმნათ ღია ზღვაში. ხომალდ „გეო ბარენცმა,“ რომელსაც ორგანიზაცია იყენებს სამაშველო დანიშნულებით, საერთაშორისო წყლებში, ლიბიის სანაპიროსთან ჯერ გადაარჩინა 41 ადამიანი, იტყობინება „ექიმები უსაზღვრებოდ.“ მოგვიანებით „გეო ბარენცმა“ ბორტზე აიყვანა კიდევ 44 ადამიანი. ორგანიზაციის ცნობით, ახლა, ხომალდი, იტალიის მითითებით, ტარენტოსკენ მიემართება. ხმელთაშუა ზღვაში არ არსებობს სახელმწიფო სამაშველო სამსახური. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ურზულა ფონ დერ ლაიენი ზელენსკის: ვიქნებით თქვენს გვერდით მანამ, სანამ საჭირო იქნება

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა ტვიტერზე გაავრცელა ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შესახებ. ლაიენის თქმით, ახალ წელს ეს მისი პირველი საქმიანი სატელეფონო ზარია, რომლითაც მან თავისი სრული მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას და საუკეთესო სურვილები უსურვა უკრაინელ ხალხს 2023 წლისთვის. "ევროკავშირი თქვენს გვერდით იქნება მანამ, სანამ საჭირო იქნება. ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს გმირულ ბრძოლას - ბრძოლას თავისუფლებისთვის და ბარბაროსული აგრესიის წინააღმდეგ", - წერს ურზულა ფონ დერ ლაიენი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დონეცკის ყაზარმებზე თავდასხმას სავარაუდო ასეულობით მობილიზებული ემსხვერპლა - რუსეთი მხოლოდ 63 გარდაცვლილს ადასტურებს

უკრაინული არმია და პრო-რუსული აქტორების მზარდი რაოდენების პოსტები სოციალურ მედიაში ავრცელებენ ცნობებს ოკუპირებულ დონეცკის გარეუბან მაკეევკაში ახლადმობილიზებულების სამხედრო ბაზაზე ახალი წლის ღამეს თავდასხმის შედეგად მოკლული ასობით რუსი ჯარისკაცების შესახებ. თუკი ეს ცნობები დადასტურდება, შესაძლოა ეს იყოს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თავდასხმა მსხვერპლის რაოდენობის გათვალისწინებით, რაც ომის დაწყებიდან 10 თვის განმავლობაში უკრაინამ განახორციელა რუსეთის შეირაღებულ ძალებზე. შენობა, რომელიც თავდასხმის შედეგად ძლიერ დაზიანდა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ესტონეთი უკრაინელ ლტოლვილებს ფინეთში გამგზავრებას შესთავაზებს

ესტონეთში 40 ათასზე მეტი ლტოლვილია, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე ომს გამოექცნენ. ეს თითქმის იმდენივეა, რამდენიც ფინეთში. თუმცა ფინეთს 7,5-ჯერ უფრო მეტი ტერიტორია აქვს და ოთხჯერ უფრო მეტი მოსახლეობა. ესტონეთში ლტოლვილთა დახმარების სისტემა გადაიტვირთა, ამიტომ ორი ქვეყანა შეთანხმდა, რომ ესტონეთში ახალჩასულ უკრაინელ ლტოლვილებს შესთავაზებენ ფინეთში გამგზავრებას: ამისთვის სახელმწიფოს ხარჯზე იქნება ორგანიზებული კოორდინირებული საავტობუსო და საბორნე კავშირები. ფინეთი მზად არის, კვირაში მიიღოს 50-100 უკრაინელი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნობელის მშვიდობის პრემიის ირანელი ლაურეატი დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდებს, გამოიწვიონ ელჩები თეირანიდან

ირანის მთავრობის მხრიდან საპროტესტო გამოსვლების ჩახშობის მიმართ რეაქციის სახით, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი, შირინ ებადი, მოუწოდებს დასავლეთის ქვეყნებს, გაიწვიონ ელჩები თეირანიდან. გერმანიის გაზეთს, Süddeutschen Zeitung-ს ებადიმ უთხრა, რომ მეორე მხრივ, ირანის მაღალი რანგის დიპლომატებს უნდა დაატოვებინონ ეს ქვეყნები. ირანელი იურისტი თვლის, რომ ისლამური რესპუბლიკის უზენაეს მმართველს, აიათოლა ალი ხამენეის და მის გარემოცვაში შემავალ პირებს უნდა ჩამოერთვათ აქტივები. ებადი აღნიშნავს, რომ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სირია აცხადებს, რომ ისრაელმა დაბომბა დამასკის აეროპორტი

ისრაელმა იერიში მიიტანა სირიის დედაქალაქ დამასკზე. დარტყმის შედეგად მწყობრიდან არის გამოსული საერთაშორისო აეროპორტი. ამის შესახებ ახლო აღმოსავლეთისა და დასავლეთის მედიასაშუალებები იტყობინებიან სირიის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით. მათი მონაცემებით, დაიღუპა ორი ჯარისკაცი და ორი დაიჭრა. სირიის ადამიანის უფლებების მონიტორინგის ცენტრი, რომელსაც დიდ ბრიტანეთში უდევს ბინა, იტყობინება, რომ ისრაელის ავიაციამ იერიში მიიტანა რადიკალური ლიბანური დაჯგუფება „ჰეზბოლასა“ და ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ობიექტებზე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გარდაიცვალა წლინახევრის ბავშვი ახალგორიდან - ის მშობლებს თბილისში ექიმთან მოჰყავდათ

ახალგორიდან თბილისისკენ მომავალ გზაზე გარდაიცვალა მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც მშობლებს სამკურნალოდ მოჰყავდათ. როგორც ახალგორელმა აქტივისტმა, თამარ მეარაყიშვილმა უთხრა "ეხო კავკაზას", ბავშვი ავად რამდენიმე დღის წინ გახდა და სამედიცინო დაეხმარება ადგილობრივ საავადმყოფოში გაეწია, პარალელურად კი მიმდინარეობდა მზადება მისთვის კვალიფიციური სამედიცინო სერვისის გაწევის მიზნით თბილისში გადმოყვანაზე.  მეარაყიშვილის თქმით, ბავშვის პირობით საზღვარზე გადმოყვანის ნებართვის მიღება დაბადების მოწმობის არქონის გამო გაჭიანურდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გამოკითხვა: უკრაინელებს არ სურთ ტერიტორიების დათმობა ომის შეწყვეტის სანაცვლოდ

უკრაინის მოქალაქეებს არ სურთ ტერიტორიების დათმობა ომის შეწყვეტის სანაცვლოდ. ასეთი შედეგი აჩვენა კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ, იტყობინება BBC. 2005 გამოკითხულის 85%-ს მიაჩნია, რომ დაუშვებელია რაიმე სახის ტერიტორიული დათმობები. მხოლოდ 8% ფიქრობს, რომ მშვიდობის მისაღწევად და დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად უკრაინას შეუძლია უარი თქვას საკუთარი ტერიტორიის ნაწილზე. ასეთი შედეგები გამოვლინდა ყველა რეგიონში, მათ შორის აღმოსავლეთში, რომელზეც ომი ყველაზე მეტად ახდენს გავლენას. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის საჰაერო თავდაცვამ დრონი ჩამოაგდო ვორონეჟის სამხედრო აეროდრომის მახლობლად

რუსეთის სამხედროებმა ვორონეჟის თავზე ჩამოაგდეს მზვერავი უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც უკრაინის ტერიტორიიდან იყო გაშვებული. აფეთქებების შესახებ წუხელ ღამით იტყობინებოდნენ ადგილობრივი მაცხოვრებლები. დილით ინფორმაცია დაადასტურა რეგიონის ხელმძღვანელობამ. აფეთქება გაისმა ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ რაიონის თავზე. იქ მდებარეობს სამხედრო აეროპორტი ბალტიმორი. მასზე განლაგებულია დასავლეთის სამხედრო ოლქის ბომბდამშენი ავიაცია, კერძოდ, Su-34 საფრონტო ბომბდამშენები. ვორონეჟის ოლქი უკრაინას ესაზღვრება, ქალაქი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

იაპონიის მედია: ტოკიოს სურს ზელენსკის მიწვევა G7-ის სამიტზე

იაპონია, რომელიც წელს „დიდ შვიდეულს“ (G7) თავმჯდომარეობს, აპირებს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიწვიოს G7-ის სამიტზე, რომელიც 19-21 მაისს გაიმართება ჰიროსიმაში. ამის შესახებ BBC იტყობინება გაზეთ Nikkei-ზე დაყრდნობით. იაპონიის პრემიერ-მინისტრ ფუმიო კისიდას სურს დაპატიჟოს ზელენსკი, რათა პირდაპირ მოისმინონ უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ, წერს გამოცემა. აპირებენ, განიხილონ სასურსათო და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხები, რაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ წარმოიშვა. როგორც გაზეთი წერს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს რუსეთის 40-ზე მეტი დრონი - თავდასხმის სამიზნე იყო კიევიც

უკრაინელი სამხედროების ცნობით, 1 იანვარს მათ შეძლეს 44 დრონის ჩამოგდება კიევსა და ქვეყნის სამხრეთით მდებარე ქალაქებში. კიევზე საჰაერო თავდასხმის შედეგად დაშავებულია 19 წლის ბიჭი. უკრაინის დედაქალაქზე საჰაერო თავდასხმისას ჩამოგდებულია 20 დრონი, რომელთა უმეტესობა 1 იანვრის ღამით გამოიყენეს რუსეთის შეირაღებულმა ძალებმა.  კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, პირველ იანვარს, ღამით კიევის დაბომბვისას დაზიანდა ენერგეტიკული ობიექტებიც, რამაც ქალაქში ელექტროენერგიის ავარიული გათიშვა გამოიწვია. "დედაქალაქის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსული წყაროები: დონეცკის გარეუბანში HIMARS-ით განადგურდა რამდენიმე ასეული რუსი მობილიზებული

უკრაინის არმიის მიერ დონეცკის გარეუბან მაკეევკაში მდებარე ყაზარმაზე განხორციელებული დარტყმის შედეგად, რომელშიც რუსეთის მობილიზებული მეომრები იმყოფებოდნენ, შესაძლოა ასობით ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ "ტელეგრამში" იუწყებიან კრემლის მხარდამჭერი არხები. უკრაინის არმიის სტრატეგიული კომუნიკაციის სამმართველოს ცნობით, დაიღუპა 400 ადამიანი. მობილიზებულები განთავსებული იყვნენ პროფტექნიკური სასწავლებლის შენობაში, კრემლის ქუჩაზე. რუსული წყაროები იტყობინებიან, რომ ობიექტზე დარტყმა ახალი წლის ღამეს განხორციელდა... Читать дальше...


Двое подростков погибли при пожаре в Подмосковье

Проверку начали после загрязнения реки Сетунь в Москве

Подмосковные спасатели выступят на чемпионате профмастерства в Приморском крае

Подмосковье приняло участие в научном медицинском форуме в Гомеле



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Два проекта Первый Бит отмечены дипломами финалистов конкурса «BPM-проект года»

«Большой спектр социально значимых инициатив» - форум «Сообщество» первый день работает в Иркутске

Концерт группы "Пикник" состоится 1 июня в Москве

Проверку начали после загрязнения реки Сетунь в Москве

Музыкальные новости

VK Fest 2024: Музыка и Развлечения на Открытых Площадках России

В Екатеринбурге Росгвардия обеспечила правопорядок на переходном матче Чемпионата России по футболу

РОСГВАРДЕЙЦЫ ОБЕСПЕЧИЛИ БЕЗОПАСНОСТЬ И ПРАВОПОРЯДОК ПРИ ПРОВЕДЕНИИ ФУТБОЛЬНОГО МАТЧА РПЛ «АХМАТ» - «СОЧИ»

Сергей Лазарев рекомендовал Казань для отпуска выходного дня

Новости России

В Отрадном заработало бесплатное колесо обозрения

Фитнес-тренер напал на бывшую девушку и зарезал соперника

СВР: Госдеп США продвигает в Швеции и Финляндии ролики об «угрозе России»

Концерт группы "Пикник" состоится 1 июня в Москве

Экология в России и мире

Коллекция купальников Love Republic

Доктор Кутушов назвал болезни, которые поджидают отдыхающих у водоёмов

Благотворительный Вечер в «Геликон-Опера»: Искусство во Имя Добра

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

Спорт в России и мире

Разгром за час определил следующую соперницу Арины Соболенко на «Ролан Гаррос»

Медведев пошутил о том, что часто проводит ночные матчи на турнирах «Большого шлема»

В России отреагировали на "скрытую баранку" и достижение Рыбакиной на Ролан Гаррос

Арина Соболенко повторила уникальное достижение Азаренко на турнирах «Большого шлема»

Moscow.media

Удаленная настройка охранных комплексов StarLine

"ДиМ" строит участок 5 трассы СБВ

Доступный, летний, твой – StarLine A60 BT GSM ECO

Муруджинские озера







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *