Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Январь
2023

Новости за 30.01.2023

Radiotavisupleba.ge 

ზემანი: სერბეთს შეუძლია შუამავალი იყოს უკრაინის კონფლიქტში

ჩეხეთის პრეზიდენტი, მილოშ ზემანი - რომელიც ამთავრებს ხუთწლიან ვადას - ამბობს, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე სერბეთის უარი შესაძლოა ხელსაყრელი იყოს უკრაინის ომში შუამავლის როლის შესრულების შესაძლებლობისთვის.  ზემანმა 30 იანვარს, ბელგრადში ყოფნისას განაცხადა, "შუამავალი რომელიმე მხარეს მკაფიოდ არ უნდა იჭერდესო". სერბეთის პრეზიდენტთან, ალექსანდარ ვუჩიჩთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას ზემანმა დასძინა, რომ შუამავლის ფუნქციის შესრულება ასევე შეუძლიათ ჩინეთს და თურქეთს.  თურქეთი რამდენჯერმე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში ავსტრიის კანცლერის ოფიციალური ვიზიტი დასრულდა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერს კარლ ნეჰამერსა და ავსტრიის დელეგაციას ვახშამზე უმასპინძლა.  ნეჰამერსი ვიზიტის ფარგლებში შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. როგორც ადმინისტრაცია იუწყება, მათ განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, უკრაინაში მიმდინარე ომი და რეგიონში არსებული ვითარება.  ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილებაა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირი ბოსნიას მოუწოდებს შეწყვიტოს უვიზო რეჟიმი რუსეთთან

ევროკავშირმა ბლოკში გაწევრიანების კანდიდატ ქვეყანას, ბოსნია-ჰერცეგოვინას კიდევ ერთხელ მოუწოდა დაასრულოს უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის. "ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან სრული შესაბამისობის მოლოდინი [გვაქვს] ბოსნია-ჰერცეგოვინისგან, რაც არ ითვალისწინებს უვიზო რეჟიმს რუსეთთან" - უთხრა ბოსნიაში ჩასულმა ევროკავშირის დელეგაციამ რადიო თავისუფლებას 30 იანვარს. ბოსნია-ჰერცეგოვინამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი დეკემბერში მიიღო და მისგან მოელიან სანქციების და სავიზო პოლიტიკის ევროკავშირისასთან შესაბამისობაში მოყვანას.

Radiotavisupleba.ge 

სულ მცირე 59 ადამიანამდე გაიზარდა პაკისტანში მეჩეთზე თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი

სულ მცირე 59 ადამიანი დაიღუპა და 157 დაიჭრა თავდასხმისას, რომელიც, თვითმხილველთა თქმით, თვითმკვლელმა მოიერიშემ განახორციელა პაკისტანის ჩრდილოდასავლეთში მდებარე ქალაქ ფეშავარის ერთ-ერთ მეჩეთში. გავრცელებული ცნობებით, დაღუპულთა უმრავლესობას პოლიციელები შეადგენენ. თვითმხილველებმა რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ თვითმკვლელი მოიერიშეები იმამის უკან, წინა რიგში იდგნენ და ასაფეთქებელი ჟილეტები მოქმედებაში მოიყვანეს შუადღის ლოცვის დროს.

Radiotavisupleba.ge 

ხაბეიშვილი "ჯარს" ქმნის, მელიას მომხრეები პოსტებს ტოვებენ - როდის შესრულდება დაპირებები?

მთავარი, რასაც მხარდამჭერები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  ახლადარჩეული თავმჯდომარისგან, ლევან ხაბეიშვილისგან მოელიან, მაქსიმალური აქტიურობა და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საპატიმროდან გამოხსნაა.

Radiotavisupleba.ge 

სოციალური საცხოვრისის მობინადრეები უსაფრთხო საცხოვრებელში განსახლებას კვლავ ითხოვენ

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე სოციალური საცხოვრისის მობინადრეები ისევ ითხოვენ უსაფრთხო საცხოვრებლით დაკმაყოფილებას. ხუთსართულიანი შენობის ბოლო სართულზე მცხოვრები 12 ოჯახი ქალაქის მერიამ 30 იანვარს სასტუმროში გადაიყვანა მას შემდეგ, რაც წვიმის წყალმა რამდენიმე ბინის ჭერი და დერეფანი დააზიანა.

Radiotavisupleba.ge 

ნასტია გუბანოვას გამარჯვება - რა გვიხარია და რა გვაშინებს?

წლის დასაწყისში რუსულმა მედიამ ერთი საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა, რომელსაც ჩვენში თითქოს არავინ მიაქცია ყურადღება; რუსული წყვილი სპორტულ ცეკვებში, დიანა დევისი და გლებ სმოლკინი შემოდგომაზე საქართველოს სახელით გამოსვლას აპირებდნენ, თუმცა მოლაპარაკება გაურკვეველი მიზეზით ჩაიშალაო.

Radiotavisupleba.ge 

ხორვატიის პრეზიდენტი აკრიტიკებს უკრაინისთვის ტანკების მიწოდებას

ხორვატიის პრეზიდენტმა დასავლეთის ქვეყნები გააკრიტიკა უკრაინისთვის მძიმე ტანკების და სხვა აღჭურვილობის მიწოდებისთვის, რუსეთის ძალებთან გასამკლავებლად - და განაცხადა, რომ აღჭურვილობის მიწოდება მხოლოდ ომს გაახანგრძლივებს.  ზორან მილანოვიჩმა ხორვატიის დედაქალაქში ჟურნალისტებს უთხრა, "სიგიჟეა" იმის დაჯერება, რომ რუსეთის დამარცხება შესაძლებელია კონვენციურ ომშიო.  მილანოვიჩმა არჩევნებში გაიმარჯვა 2019 წელს, როგორც მემარცხენე ორიენტაციის ლიბერალმა კანდიდატმა, რომელიც უპირისპირდებოდა ამ ქვეყანაში ამჟამად მოქმედ კონსერვატიულ მთავრობას. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კიევი "ომის ხელშემწყობს" უწოდებს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს

უკრაინის პრეზიდენტის თანაშემწემ, მიხაილო პოდოლიაკმა 30 იანვარს "ომის ხელშემწყობი" უწოდა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს (IOC) - მას შემდეგ, რაც ამ ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ეძებს გზებს საიმისოდ, რომ რუს ათლეტებს თამაშებში მონაწილეობის საშუალება მიეცეს.  "IOC არის ომის, მკვლელობის და ნგრევის ხელშემწყობი. IOC სიამოვნებით ადევნებს თვალს რუსეთის მხრიდან უკრაინის განადგურებას და შემდეგ რუსეთს სთავაზობს გენოციდის წამახალისებელ პლატფორმას, ხელს უწყობს სამომავლო მკვლელობებს. როგორც სჩანს, რუსულ ფულს, რომელიც ოლიმპიურ ფარისევლობას ყიდულობს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთი მცირე წინსვლაზე აცხადებს, უკრაინა დამატებითი იარაღის მიწოდებას ელოდება

რუსეთის ძალები აცხადებენ, რომ მცირე ტერიტორიულ წინსვლას მიაღწიეს აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ინტენსიურ ბრძოლებში - იმ ცნობების ფონზე, რომ მოსკოვმა უკრაინის საზღვართან, კურსკის რეგიონში საზღვრის და უსაფრთხოების დაცვის მიზნით დამატებითი ძალები განათავსა. კიევმა უარყო განცხადებები, რომლებითაც 30 იანვარს გამოვიდა დონეცკის რეგიონში რუსეთის მიერ კონტროლირებული ნაწილის ადმინისტრატორი დენის პუშილინი - მან თქვა, რომ რუსეთის ძალების წინსვლაა ქალაქ ვუჰლედართან, რომელიც ამჟამად ეპიცენტრია აღმოსავლეთ უკრაინის კონტროლისთვის მიმდინარე ბრძოლაში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ციმბირელ სტუდენტს პატიმრობა მიესაჯა ომის საწინააღმდეგო ვიდეოს გავრცელებისთვის

ციმბირში 23 წლის სტუდენტს სამი წლით მიესაჯა პატიმრობა რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის საწინააღმდეგო ვიდეოს ინტერნეტით გავრცელებისთვის. ქალაქ ტიუმენის სასამართლომ კირილ მარტიუშევის განაჩენი 30 იანვარს გამოაცხადა, მას მერე, რაც ის ექსტრემიზმში ცნო დამნაშავედ. მარტიუშევი მარტში დააკავეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყოველი დღე, რომელიც განსასჯელმა წინასწარ პატიმრობაში გაატარა, უტოლდება კოლონიაში გატარებულ 1,5 დღეს - შესაბამისად, კირილ მარტიუშევი საპატიმროში 18 თვეს დაყოფს.

Radiotavisupleba.ge 

სოროკინი: „ქალი პერსონაჟი უფრო მიმზიდველია, კაცები ჩაფლავდნენ“

De feminis - ვლადიმირ სოროკონის მოკლე პროზის კრებული, მწერლის ბოლო წიგნია, რომელიც ომამდე დაიწერა, თუმცა გამოსვლით 2022 წლის ივლისში გამოვიდა (De feminis, Corpus, 2022). კრებულის სათაურიდანაც ჩანს, რომ წიგნი ქალების შესახებაა. რატომ ქალები? „კაცებმა ჩაისვარეს, ახლა მათზე წერა აღარ არის საინტერესო“-ო

Radiotavisupleba.ge 

ანასტასია ჩვენს დროშას სიამაყით იხვევს მხრებზე - საქართველოს სახელით მოციგურავე სანქტ-პეტერბურგიდან

მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონატის ფავორიტად ბელგიელი მოციგურავე, 23 წლის ლუნა ჰენდრიქსი ითვლებოდა, 20 წლის ანასტასიამ ქალაქ ესპოში, „ესპო მეტრო არენაზე“, მოკლე პროგრამის შესრულების შემდეგ პირველი ადგილი დაიკავა და თავისუფალი პროგრამის ოცდაოთხ მონაწილეს შორისაც საუკეთესო აღმოჩნდა.

Radiotavisupleba.ge 

USA2GEORGIA დათანხმდა, თანხა დაუბრუნოს მათ, ვისაც მოცულობით დაუანგარიშა ტრანსპორტირების ღირებულება

ტვირთების გადამზიდავი კომპანია USA2GEORGIA მზადაა, ფული დაუბრუნოს იმ კლიენტებს, რომლებსაც აშშ-დან საქართველოში ნივთების ჩამოტანის საფასური არა რეალური წონით, არამედ მოცულობით დაუთვალა. ეს ვალდებულება კომპანიამ კონკურენციის სააგენტოში დაწყებული დავის განხილვის ფარგლებში აიღო. კომპანია ვალდებულია, ყველა იმ კლიენტს, რომლებიც მას მიმართავენ, რეალურ და მოცულობით წონის საფასურს შორის სხვაობა დაუბრუნოს. ეს გადაწყვეტილება ვრცელდება 2022 წლის 25 ოქტომბრიდან 2023 წლის 25 იანვრის ჩათვლით შეძენილ ნივთებზე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„უკიდურესად მძიმე“ - ენდოკრინოლოგის ჩვენება და სხვა დეტალები სააკაშვილის საქმის მე-9 სხდომიდან

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან გათავისუფლების საკითხზე მორიგი, მე-9 სასამართლო პროცესი, 30 იანვარს, საქალაქო სასამართლოში, ენდოკრინოლოგ ლალი ჯავაშვილის გამოკითხვით გაგრძელდა.

Radiotavisupleba.ge 

გელათის ტაძრის გადახურვისა და კონსერვაციის პრობლემები - ჩუბინაშვილის სახელობის ცენტრი კვლევას აქვეყნებს

საქართველოს კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი აქვეყნებს გელათის მოხატული ტაძრების შესახებ კვლევას, რომელიც კონსერვაციის პრობლემებს შეეხება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ "გადაწყვეტილებების მიღების პროცესი უკიდურესად ცენტრალიზებული და გაუმჭვირვალეა". ეროვნული კვლევითი ცენტრი აცხადებს, რომ შეუსრულებელია იუნესკოს მოთხოვნები: "არ არსებობს ძეგლის მართვის კომიტეტი"; "არ მოქმედებს ძეგლის მართვის გეგმა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსული კომპანია ფულად პრემიებს აწესებს უკრაინაში დასავლური ტანკების განადგურებისთვის

რუსული კომპანია აცხადებს, რომ ხუთ მილიონ რუბლს (დაახლოებით 72,000 USD) გადაუხდის სამხედროებს, რომლებიც უკრაინაში გაანადგურებენ ან ხელში ჩაიგდებენ დასავლეთის მიერ გამოშვებულ ტანკებს. ამ დაპირების ფონია კრემლის განცხადება, რომ რუსეთის ძალები გაანადგურებენ უკრაინისთვის დასავლეთის მიერ გადაცემულ ყველა ტანკს. აშშ, გერმანია და ევროპის რამდენიმე ქვეყანა გეგმავენ ბრძოლისუნარიანობის გასაზრდელად უკრაინას მომავალ თვეებში მიაწოდონ ათობით საბრძოლო ტანკი. კრემლმა ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკა და მას სახიფათო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გუბერნატორი: მეტი რუსი სამხედროა გადაყვანილი უკრაინის საზღვართან, კურსკის რეგიონში

რუსეთმა კიდევ უფრო მეტი სამხედრო და აღჭურვილობა განათავსა კურსკის რეგიონში, უკრაინის საზღვართან იმისთვის, რათა დაიცვას საზღვარი და უზრუნველყოს უსაფრთხოება, რეგიონის გუბერნატორის, რომან სტაროვოიტის, ამ სიტყვებს ავრცელებს სააგენტო "ინტერფაქსი". ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ რეგიონი ხშირად ხდება უკრაინის მხრიდან ცეცხლის სამიზნე. რუსეთის ძალების ნაწილი უკრაინაში კურსკის რეგიონიდან შევიდა, თუმცა ჩრდილო-აღმოსავლეთის არეალები, რომლებიც მათ დაიკავეს, მას შემდეგ დაიბრუნეს კიევის ძალებმა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთში 1 სექტემბრიდან გამოუშვებენ ისტორიის სახელმძღვანელოს, რომელშიც შევა თავი უკრაინის ომის შესახებ

ისტორიის ახალი სახელმძღვანელო, რომელშიც ერთი თავი მიეძღვნება უკრაინაში რუსეთის შეჭრას, შესაძლოა რუსეთის სკოლებში 2023 წლის 1 სექტემბრიდან გამოჩნდეს - განაცხადა განათლების მინისტრმა, სერგეი კრავცოვმა.  მინისტრის თქმით, მაღალი კლასების მოსწავლეებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელო ამჟამად დამუშავების პროცესშია, და შემდეგი სასწავლო წლიდან ის, სავარაუდოდ, სკოლებში გამოჩნდება. კრავცოვის თქმით, "საგანგებო სამხედრო ოპერაციის" მიზნებსა და ამოცანებზე სექცია უკვე შეტანილია სკოლის ისტორიის პროგრამაში. მინისტრის თქმით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მიხარია, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა ევროკავშირის მიერ დაწესებულ ყველა სანქციას - ავსტრიის კანცლერი

ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურმა კანცლერმა კარლ ნეჰამერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული პირისპირი შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ავსტრიისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთან პროდუქტიული თანამშრომლობა. მან ხაზი გაუსვა საქართველოსთან ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობას. ასევე თქვა, რომ ავსტრია მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის მისწრაფებებს  და მზადაა დახმარება გაუწის  ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სომხეთმა საერთაშორისო სასამართლოზე "ეთნიკური წმენდა" უწოდა აზერბაიჯანის მხრიდან ბლოკადას

სომხეთის წარმომადგენელმა 30 იანვარს ჰააგაში, გაეროს საერთაშორისო სასამართლოს წინაშე "ეთნიკური წმენდა" უწოდა აზერბაიჯანის მხრიდან მთიანი ყარაბაღის ბლოკადას.  ლაჩინის დერეფანი ერთადერთი გზაა, რომლითაც სომხეთი მთიან ყარაბაღს აწვდის საკვებს, საწვავს და სამედიცინო პროდუქციას. დერეფანი ბლოკირებული რჩება 12 დეკემბრის შემდეგ - როცა დემონსტრანტებმა, რომლებიც თავს გარემოს დამცველებად აცხადებდნენ, კარვები გაშალეს და ტრანსპორტის გადაადგილება გააჩერეს. აზერბაიჯანი უარყოფს ბლოკადის მოწყობას და აცხადებს, რომ აქტივისტები ლეგიტიმურ აქციას ატარებენ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ღარიბაშვილი: საქართველოსა და ავსტრიას ევროპულ ღირებულებებზე დამყარებული ურთიერთობა აკავშირებთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერს კარლ ნეჰამერს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მათ მთავრობის ადმინისტრაციაში ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. "პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებთ, რომელიც საერთო-ევროპულ ღირებულებებსა და ინტერესებზეა დაფუძნებული", - წერია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თქვა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ზურაბ ბატიაშვილი - "რუსეთი იქცევა ისე, როგორც ველურ ურდოს შეშვენის"

"რუსეთი არა მხოლოდ თავს ესხმის მეზობელ ქვეყნებს, არამედ სჩადის დანაშაულს კაცობრიობის წინააღმდეგ, რის გამოც აუცილებლად მოუწევს პასუხისგება. იქმნება სასამართლოები და პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა, რაც უნდა პროპაგანდა აწარმოოს" - ამბობს ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი.

Radiotavisupleba.ge 

"უცხოეთის აგენტის" სტატუსის გამო გადადგა რუსეთის ყალმუხეთის რეგიონის ბუდისტთა წინამძღოლი

გადადგომის შესახებ განცხადება გაავრცელა რუსეთის ყალმუხეთის რესპუბლიკის უზენაესმა ლამამ - ქვეყნის პირველმა პოლიტიკურმა ლიდერმა, რომელმაც საჯაროდ დაგმო მოსკოვის მხრიდან უკრაინაში შეჭრა.  ამჟამად უცხოეთში მცხოვრებმა ტელო ტულკუ რინპოჩემ, იგივე ერდნი-ბასან ომბადიკოვმა 29 იანვარს გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერს, რომ ტოვებს ყალმუხეთის ბუდისტთა წინამძღოლის, შაჯინ-ლამას პოსტს, მას მერე, რაც რუსეთმა ის ორი დღით ადრე "უცხოეთის აგენტების" სიაში შეიყვანა.  ტელო ტულკუ რინპოჩე ამავდროულად იყო დალაი-ლამას ოფიციალური წარმომადგენელი რუსეთში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთი: აშშ-სთან ბირთვული შეთანხმება შესაძლოა დასრულდეს 2026 წლის შემდეგ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე 30 იანვარს გამოქვეყნებულ ინტერვიუში ამბობს, რომ "სრულიად შესაძლებელია" 2026 წლის შემდეგ დასრულდეს აშშ-სთან გაფორმებული ახალი START-ის შეთანხმება. "ეს სრულიად შესაძლებელი სცენარია", - უთხრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა სააგენტო "რიას". 2022 წლის ნოემბერში ბოლო მომენტში გადაიდო აშშ-რუსეთის მოლაპარაკება, რომელიც უნდა გამართულიყო შეთანხმების პირობებით ბირთვული შემოწმებების განახლების თაობაზე. მოლაპარაკების ახალ თარიღზე მხარეები არ შეთანხმებულან.


В Йошкар-Оле росгвардейцы поздравили подшефных кадет с завершением учебного года

Сергей Катырин: семейные предприятия должны получать расширенную господдержку

Жителей Подмосковья предупредили о грозе и сильных порывах ветра

Экспертный совет Фестиваля геобрендов «Земля открытий» определил лучшие фильмы в 19 номинациях



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

«Компьютерный 3D-переводчик на жестовый язык» стал одним из победителей конкурса цифровых проектов и идей для людей с нарушением слуха «Мы услышим»

Летевший из Санкт-Петербурга в Сочи самолет экстренно сел в Минводах

Открытие первого дилерского центра VGV в России. ГК «АВТОРУСЬ» стала первым дилером

В Йошкар-Оле росгвардейцы поздравили подшефных кадет с завершением учебного года

Музыкальные новости

Маленьким пациентам центра трансплантологии рассказали о тех, кто спасает их жизни каждый день

«Россети Новосибирск» продолжает конструктивный диалог с бизнесом по вопросам подключения к электрическим сетям

«СВЯТОЙ ЛЕНИН» спасает население от борьбы с перенаселением, 2 серия, СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.

«Сурганова и Оркестр» приглашают на Летник на Флагшток

Новости России

Юбилейный Wine Picnic 2024 в Яхт-клубе «Галс»

В Йошкар-Оле росгвардейцы поздравили подшефных кадет с завершением учебного года

Подготовка тепловых сетей к отопительному сезону началась в Солнечногорске

Жителей Подмосковья предупредили о грозе и сильных порывах ветра

Экология в России и мире

Благотворительный Вечер в «Геликон-Опера»: Искусство во Имя Добра

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

В исторических парках покажут любимые мультфильмы от СТС Kids ко Дню защиты детей

Ярко и стильно: самые интересные цветовые сочетания на лето

Спорт в России и мире

Медведев пошутил о том, что часто проводит ночные матчи на турнирах «Большого шлема»

Матч Котова и Вавринки перенесли на корт Сюзанн Ленглен

Мирра Андреева вышла во второй круг Открытого чемпионата Франции

Теннисистка Петрова: Карацеву не хватает игровой уверенности

Moscow.media

Всеармянский союз «Гардман-Ширван-Нахиджеван» осуждает лживое заявление президента Азербайджана Алиева

Эксперт по семейному капиталу Светлана Петрова: как быстро накопить на авто

Удаленная настройка охранных комплексов StarLine

Портативный ТСД корпоративного класса Saotron RT-T70







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *