Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Январь
2023

Новости за 15.01.2023

Radiotavisupleba.ge 

სანდრო ბაზაძე ტუნისის გრან პრის ჩემპიონი გახდა

მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ტუნისში გამართულ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე - გრან პრიზე ოქროს მედალს დაეუფლა. 29 წლის სპორტსმენმა, ხმლით ფარიკაობაში, ფინალის გზაზე ხუთი შეხვედრა ჩაატარა და რუმინელი, იაპონელი, ორი გერმანელი და უნგრელი მეტოქეები დაამარცხა. გადამწყვეტ ბრძოლაში კი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალისტს - იტალიელ ლუიჯი სამელუს აჯობა, ანგარიშით 15:8. სანდრო ბაზაძემ გრან პრის ჩემპიონის ტიტული პირველად მოიპოვა. აქამდე მის ანგარიშზე ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები იყო. 2022 წლის ზაფხულიდან მოყოლებული... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სამი რუსი სამხედრო ემსხვერპლა ყუმბარის აფეთქებას ბელგოროდის რეგიონში, უკრაინასთან ახლოს

14 იანვარს რუსმა სამხედრომ ყუმბარა ააფეთქა და ხანძარი გააჩინა სამხედრო ობიექტზე ბელგოროდის რეგიონში, უკრაინის საზღვართან ახლოს, რასაც სულ მცირე სამი სამხედრო ემსხვერპლა - ამ ცნობას სახელმწიფო მედია და სხვა სააგენტოები ავრცელებენ. დაიჭრა 16 ჯარისკაცი, რვა სამხედრო დაკარგულია.  ონლაინ გამოცემა Baza წერს, რომ აფეთქება მოხდა კულტურის სახლში, რომელშიც, გავრცელებული ინფორმაციით, მობილიზაციის ფარგლებში გამოძახებული სამხედროები იყვნენ. გამოცემის თანახმად, ერთმა სამხედრომ, ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სტოლტენბერგი: უკრაინას "ახლო მომავალში" კიდევ მიეწოდება მძიმე შეიარაღება

უკრაინას დასავლეთის ქვეყნებისგან ახლო მომავალში კიდევ გადაეცემა მძიმე შეიარაღება - უთხრა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გერმანიის ყოველდღიურ გამოცემა Handelsblatt-ს 15 იანვარს. უფრო მძიმე იარაღის მიწოდებას - ტანკების ჩათვლით - კიევი ითხოვს, თუმცა დასავლეთის ქვეყნები ამას ყოყმანით ეკიდებოდნენ და მიანიშნებდნენ რუსეთის პროვოცირების შიშზე. "მძიმე საბრძოლო აღჭურვილობის შესახებ ბოლო ხანებში გამოთქმული დაპირებები მნიშვნელოვანია - და ახლო მომავალში მე ამას კიდევ ველოდები" - ამბობს სტოლნტენბერგი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვგლოვობ ჩემს საუკეთესო მეგობარს - სააკაშვილი კიკაბიძეზე

დაპატიმრებული ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ახლა კლინიკა "ვივამედშია", მსახიობ ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას გამოეხმაურა.  "ვგლოვობ ჩემს საუკეთესო მეგობარს", - ეს პოსტი მის ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა.  ქართველი კინომსახიობისა და მომღერლის, 84 წლის ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებაზე ინფორმაცია დღეს, 15 იანვარს გავრცელდა. ბუბა კიკაბიძეს მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ცნობილ ქართულ საბჭოთა ფილმში, მათ შორისაა "მიმინო“ (1977), "არ დაიდარდო" (1969), "ვერის უბნის მელოდიები" (1973) და სხვა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დიადი ხალხის დიადი ადამიანი - ზელენსკი კიკაბიძეზე

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქართველი მსახიობისა და მომღერლის, ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალებას გამოეხმაურა და სამძიმარი გამოუცხადა მის ახლობლებს. "ვახტანგ კიკაბიძე. მეგობარი, რომელიც ყოველთვის ჩვენს გვერდით იყო. დიადი ხალხის დიადი ადამიანი. ლეგენდა, რომელსაც ყველა დიდ პატივს ვცემდით. ნათელი ხსოვნა ხელოვანს და სამძიმარი მის ახლობლებს", - წერს ზელენსკი და ბუბა კიკაბიძესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. ქართველი კინომსახიობისა და მომღერლის, 84 წლის ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებაზე ინფორმაცია დღეს, 15 იანვარს გავრცელდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უფლებადამცველები: ირანში საპროტესტო აქციების შედეგად დაიღუპა სულ მცირე 522 ადამიანი

სულ მცირე 522 ადამიანი დაიღუპა ირანში ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარე ანტისამთავრობო აქციებზე - წერს 15 იანვარს გამოქვეყნებულ ანგარიშში აშშ-ში განთავსებული ადამიანის უფლებების აქტივისტთა საინფორმაციო სააგენტო (HRANA). დაღუპულებს შორის 70 არასრულწლოვანი და უსაფრთხოების ძალების 68 წევრია - იუწყება სააგენტო. დააპატიმრეს 20,000-მდე ადამიანი, 110 პირს წაყენებული აქვს ბრალდება, რომელსაც, შესაძლოა, სიკვდილით დასჯა მოჰყვეს. სიკვდილით უკვე დასაჯეს ოთხი პირი. ირანში საპროტესტო აქციებს ბიძგი მისცა მორალის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გერმანიაში ათობით პოლიციელი დაშავდა ქვანახშირის მაღაროს საპროტესტო აქციაზე

გერმანიაში 70-მდე პოლიციელი დაშავდა გარემოს დამცველთა აქციაზე, რომელიც აპროტესტებდა სოფელ ლიუტცერატის დანგრევას ქვანახშირის მაღაროს გაფართოების მიზნით - აცხადებს პოლიცია 15 იანვარს. პოლიცია ცდილობდა დასახლებიდან გაეყვანა აქტივისტები. 14 იანვარს ადგილზე ათასობით დემონსტრანტი ჩავიდა, მათ შორის ცნობილი შვედი გარემოსდამცველი, გრეტა თუნბერგი. ლიუტცერატში დიდი ხანია აღარ ცხოვრობენ მოსახლეები, სოფელს ანგრევენ საიმისოდ, რომ გაფართოვდეს ქვანახშირის ღია მაღარო. გაფართოების პროცესი მიმდინარეობს მიუხედავად... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"პოლიციას არც უფიქრია, დარბაზში შევეყვანე" - ლევან ბერძენიშვილი ყვარელში, ლექციაზე არ შეუშვეს

ყვარლის "ევროკლუბში", სადაც, ასევე "ამერიკული კუთხე" ფუნქციონირებს, ლევან ბერძენიშვილს 15 იანვარს ლექციის ჩატარების საშუალება არ მისცეს. ამის შესახებ ინფორმაცია "ევროკლუბის" ხელმძღვანელმა, ნიკა გურინმა გაავრცელა. მან რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ღონისძიების დაწყებამდე, დაახლოებით, 15 წუთით ადრე ორგანიზებულად შეიკრიბნენ მისთვის უცნობი ადამიანები და ლევან ბერძენიშვილს შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს. "ადგილობრივები არ ჩანდნენ. კახეთის სხვადასხვა რაიონიდან ჩამოყვანილებმა პიკეტირება მოგვიწყვეს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

Gulagu.net: "ვაგნერის" ყოფილმა მეთაურმა თავშესაფარი ითხოვა ნორვეგიაში

რუსული გასამხედროებული ჯგუფის, "ვაგნერის" ყოფილმა მეთაურმა, ანდრეი მედვედევმა პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა ნორვეგიისგან - იუწყება უფლებადამცველი ფონდის, Gulagu.net-ის დამაარსებელი, ვლადიმირ ოსეჩკინი. მისი თქმით, მედვედევმა რუსეთ-ნორვეგიის საზღვარი გადალახა მურმანსკის ოლქის სოფელ ნიკელის რაიონში - ორ ღობეზე გადაძვრა და შემდეგ, ძაღლების ყეფის და მესაზღვრეების მხრიდან სროლის ფონზე, ტბის გაყინული ზედაპირით გაიქცა. მედვედევმა მიაღწია საზღვართან მდებარე ერთ-ერთ დასახლებაში, პირველივე სახლის კარზე დააკაკუნა და მოსახლეებს პოლიციის გამოძახება სთხოვა.

Radiotavisupleba.ge 

ნეპალში ჩამოვარდა სამგზავრო თვითმფრინავი, არის ათობით მსხვერპლი

ნეპალში ჩამოვარდა კომპანია Yeti Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი. მის ბორტზე იმყოფებოდა 68 მგზავრი და ეკიპაჟის ოთხი წევრი. თავიდან გავრცელდა ცნობა, რომ ყველა დაიღუპა, თუმცა შემდეგ სააგენტოებმა "ასოშიეიტედ პრესი" და "ფრანს პრესი" ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით დაწერეს, რომ მაშველებმა რამდენიმე გადარჩენილს მიაგნეს. ნეპალის სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ შემდეგ გამოაცხადა, რომ დაიღუპა 68 ადამიანი. თვითმფრინავი დედაქალაქ კატმანდუდან მიფრინავდა პოხარუში, და დაფრენის დროს განიცადა კატასტროფა, რომლის მიზეზებიც ჯერჯერობით უცნობია. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვიზიარებთ სრულიად საქართველოს მძიმე დანაკარგის ტკივილს - უკრაინის საელჩო ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებაზე

უკრაინის საელჩო საქართველოში ქართველი მსახიობი და მომღერლის, ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას ეხმაურება და უსამძიმრებს მის მეგობრებსა და ნათესავებს. "ძნელია ისეთი სიტყვების პოვნა, რომელიც შეამსუბუქებს საყვარელი ადამიანის დაკარგვის ემოციურ ტკივილს. ლეგენდარული კაცი, უკრაინისა და მთელი უკრაინელი ხალხის დიდი მეგობარი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე გარდაიცვალა. გარდაიცვალა გულწრფელი, მგრძნობიარე და კეთილგანწყობილი ადამიანი, რომელიც ყოველთვის მხარს უჭერდა უკრაინას აგრესორ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. მისი კეთილი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კახეთში საძოვრების შესაძლო გასხვისებას აპროტესტებენ

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფელ კაბალში 50-მდე მესაქონლე ფერმერმა საპროტესტო აქცია გამართა. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ადგილობრივი ხელისუფლება, ამჟამად სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ 12 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთის გასხვისებას ფარულად გეგმავს, იმ ტერიტორიის, რომელსაც სოფელი 70 წელია საძოვრად იყენებს. აქციის მონაწილე ჯავათ ალიევის თქმით, მათი ინფორმაციით, გასხვისებამდე მომზადდა მიწის ნახაზები და ჩატარდა სხვა პროცედურები. ალიევი ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პოლონეთში სამი დღის წინ გაუჩინარებული 21 წლის ქართველი იპოვეს

პოლონეთის ქალაქ შჩეცინიდან 13 იანვარს გაუჩინარებული 21 წლის მიშო ხარაშვილი იპოვეს. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას მიშოს დედამ ეკა ასაშვილმა აცნობა. მისი ინფორმაციით, მიშო იპოვეს შჩეცინიდან დაახლოებით, 700 კილომეტრით მოშორებულ ქალაქში და ამჟამად, პოლიციის ადგილობრივ სამმართველოში ჰყავთ გადაყვანილი. "იქ მყოფმა ჩვენმა ნათესავებმა დაგვირეკეს და გვითხრეს რომ ცოცხალია და კარგად არის. პოლიციაში გადაჰყავთ ახლა. რა მოხდა არ ვიცი, მაგრამ ბედნიერი ვარ რომ ცოცხალია", - თქვა ეკა ასაშვილმა. პოლონეთში სამუშაოდ წასულ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მწუხარებას გამოვთქვამ გამოჩენილი ხელოვანის - მსახიობისა და მომღერლის, ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო - პრემიერი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მსახიობისა და მომღერლის ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას ეხმაურება და მწუხარებას გამოთქვამს.  "მწუხარებას გამოვთქვამ გამოჩენილი ქართველი ხელოვანის - მსახიობისა და მომღერლის ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო. ჩვენი ქვეყნის მრავალი თაობისათვის მისი, როგორც მსახიობის, სახელი დაკავშირებულია არაერთ საყვარელ პერსონაჟთან, რომლებმაც დროს გაუძლო და კიდევ დიდხანს გაახარებს მაყურებელს. თანავუგრძნობ მის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს", - წერია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ქაბულში თავის სახლში მოკლეს ყოფილი პარლამენტარი ქალი

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, თავის სახლში მოკლეს ავღანეთის პარლამენტის ამჟამად დაშლილი ქვედა პალატის ყოფილი დეპუტატი ქალი - ამ ინფორმაციას თალიბანის წარმომადგენლები ადასტურებენ. მურსალ ნაბიზადეს და მის მცველს სასიკვდილოდ ესროლეს მაშინ, როცა 15 იანვარს მის სახლში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ - ამბობს ქაბულის პოლიციის პრესმდივანი, თალიბანის წევრი ხალიდ ზადრანი. მისი თქმით, თავდასხმისას დაიჭრა ნაბიზადეს ძმა. სხვა დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის უკისრია.  ყოფილი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დნეპრში ცხრასართულიან სახლზე რუსეთის თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა

დნეპრში მრავალსართულიან კორპუსზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა. მათ შორის, 1 ბავშვია. ადგილობრივი დროით 11:30 საათის [თბილისის დროით 13:30 საათი] მონაცემებს დნეპროპეტროვსკის რეგიონის გუბერნატორი, ვალენტინ რეზნიჩენკო ტელეგრამ არხზე ავრცელებს. მისივე ცნობით, გრძელდება სამაშველო და სამძებრო სამუშაოები, ასევე ხანძრის ქრობის პროცესი. ნანგრევებიდან 39 დაზიანებული მანქანა ამოიღეს.  რეგიონული საბჭოს ხელმძღვანელის მიკოლა ლუკაშუკის ცნობით, სულ მცირე 35 ადამიანი კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

84 წლის ასაკში გარდაიცვალა ბუბა კიკაბიძე

ქართველი კინომსახიობი, მომღერალი ბუბა კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. რადიო თავისუფლებას ეს ინფორმაცია პარტია "ნაციონალურ მოძრაობაში" დაუდასტურეს. ბუბა კიკაბიძე ენმ-ს სიის პირველი ნომერი და მე-10 მომწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო. იგი საარჩევნო ბლოკმა ენმ - „ძალა ერთობაშია"-მ 2020 წლის ოქტომბერში წარადგინა სიის სათავეში. იმ დროისთვის უკრაინაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა ცნობილ მომღერალს "პოლიტიკოსი და დიდი ქართველი პატრიოტი" უწოდა. ის ამბობდა, რომ "ბუბა კიკაბიძე მთელს მსოფლიოში საქართველოს სავიზიტო ბარათია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ენმ–ის ქუთაისის ორგანიზაცია პარტიის თავმჯდომარის არჩევნებზე მხარს ნიკა მელიას უჭერს

“ნაციონალური მოძრაობის” ქუთასის საკრებულოს წევრებმა და პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა შიდაპარტიულ არჩევნებში თავმჯდომარის თანამდებობაზე მხარდაჭერა ნიკა მელიას გამოუცხადეს. განცხადება 15 იანვარს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე საკრებულოში ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ გიორგი კილაძემ გააკეთა და დასძინა, რომ ქუთაისში იფუნქციონირებს ნიკა მელიას მხარდამჭერი შტაბი. "ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის ორგანიზაციის სახელით, სრულ მხარდაჭრას ვუცხადებთ პარტიის მოქმედ თავმჯდომარეს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ოჯახის ინფორმაციით, მე-3 დღეა, პოლონეთში ლაგოდეხელი 21 წლის მიშო ხარაშვილი გაუჩინარდა

ოჯახის წევრების ინფორმაციით, მესამე დღეა, ვერ უკავშირდებიან კახეთიდან 6 თვის წინ პოლონეთის ქალაქ შჩეცინიში სამუშაოდ წასულ, წარმოშობით ლაგოდეხელ 21 წლის მიშო ხარაშვილს. მიშოს მამამ, სერგო ხარაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ბოლოს შვილს 12 იანვარს ელაპარაკა, მეორე დღეს კი დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ მიშო სახლში არ დაბრუნებულა. "ხუთშაბათს მოსაკითხად ორჯერ დავურეკე და ველაპარაკე, მეორე დღეს მასთან ერთად ნაქირავებ ბინაში მცხოვრებმა ბიჭებმა შემატყობინეს, რომ მიშო სახლში არ დაბრუნებულა. ოთხნი ცხოვრობდნენ ერთად. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვერაფერსაც დაგვაკლებ, შენ ხარ კრიმინალი, ზიხარ იქ, სადაც უნდა იჯდე - წულუკიანი სააკაშვილს

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მიმართავს, რომ "კეთილი ინებოს და მოიხადოს სასჯელი". "აი, ახლა თუ მიხეილ სააკაშვილი მისმენს, ვეტყვი, რომ ვერაფერსაც დაგვაკლებ. შენ ხარ კრიმინალი, ზიხარ იქ, სადაც უნდა იჯდე და კეთილი ინებე, მოიხადე ის სასჯელი, რომელიც მოგისაჯა საქართველოს დამოუკიდებელმა, მიუკერძოებელმა და რეფორმირებულმა სასამართლომ", - თქვა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას. იგი, ასევე გამოეხმაურა მაგნიტსკის სიის ანალოგიით ე.წ. "სააკაშვილის სიის" შედგენის ინიციატივას და თქვა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კატეგორიულად ვგმობ სასტიკ თავდასხმას საცხოვრებელ კორპუსზე დნეპრში - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება 14 იანვარს, უკრაინაში, დნეპრში ცხრასართულიან სახლზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას და გმობს მშვიდობიან მოსახლეობაზე ძალადობას.  "კატეგორიულად ვგმობ სასტიკ თავდასხმას საცხოვრებელ კორპუსზე დნეპრში, უკრაინაში. მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობა საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმას არღვევს.  ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგა დნეპრში და მის მიღმა", - წერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტვიტერის გვერდზე.    ბოლო ცნობებით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დნეპრში საცხოვრებელ კორპუსზე რუსეთის თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა

14 იანვარს უკრაინის ქალაქ დნეპრში ცხრასართულიან კორპუსზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. დნეპროპეტროვსკის რეგიონის გუბერნატორმა ვალენტინ რეზნიჩენკომ ადგილობრივი დროით 7:25 საათზე [თბილისის დროით 9:25 საათი] ტელეგრამ არხზე დაწერა, რომ სარაკეტო თავდასხმის შედეგად 73 ადამიანი დაშავდა, მათგან 40 საავადმყოფოში, 4 კი რეანიმაციულ განყოფილებაშია.   რეზნიჩენკოს ცნობით, სამაშველო ოპერაცია გრძელდება, 40-ზე მეტი ადამიანის ბედი უცნობია. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დღეიდან, 15 იანვრიდან ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტებზე რეფერენტულ ფასს განსაზღვრავს

დღეიდან, 15 იანვრიდან ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტებზე რეფერენტულ ფასს განსაზღვრავს, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო დაადგენს მედიკამენტის გასაყიდი ან საექსპორტო ფასის ზედა ზღვარს. ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, 15 თებერვლიდან ეს ცვლილება სრულად შევა ძალაში - ყველა კომპანია, იმპორტიორი, დისტრიბუტორი თუ საცალო მოვაჭრე ვალდებული იქნება, წამლის ფასის მაქსიმალური ზედა ზღვარი ამ ფასების მიხედვით დაადგინოს.  მინისტრის თქმითვე, ფარმაცევტულ სექტორს, ფასების გადახედვისთვის ვადა 31 იანვრამდე ექნებათ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ათამდე გაიზარდა დნეპრში საცხოვრებელ კორპუსზე რუსეთის თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი, დაჭრილია 64 ადამიანი

აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ დნეპრში 14 იანვარს რუსეთის იერიშის შედეგად დაინგრა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი - იუწყება დნეპროპეტროვსკის ოლქის გუბერნატორი, ვალენტინ რეზნიჩენკო. მისი მონაცემებით, დაიღუპა ათი ადამიანი, მათ შორის 15 წლის გოგო. დაჭრილია 64 პირი, რომელთა შორის 12 ბავშვია, მათგან ყველაზე პატარა სამი წლისაა. ნანგრევებიდან ამოიყვანეს 40-მდე ადამიანი, სამაშველო სამუშაოები გრძელდება. მანამდე, 14 იანვარს რუსეთმა შეტევები განახორციელა კიევის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე.


«Верю — все будет как надо»: биография Анастасии Заворотнюк

Открытие первого дилерского центра VGV в России. ГК «АВТОРУСЬ» стала первым дилером

Международный день защиты детей: Отделение СФР по Москве и Московской области выдало более 1,6 миллиона сертификатов на материнский капитал

Юбилейный Wine Picnic 2024 в Яхт-клубе «Галс»



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Анастасию Заворотнюк могут похоронить в Новой Москве

В «Лужниках» опровергли новые слухи о том, что Канье Уэст выступит там 8 июня

Капремонт школ остается важнейшим направлением в работе подмосковной «Единой России»

Готовность дошкольного отделения на улице Строителей в Реутове достигла 40%

Музыкальные новости

Компании Группы "Интеррос" взяли ряд наград премии FINAWARD

«Россети Новосибирск» продолжает конструктивный диалог с бизнесом по вопросам подключения к электрическим сетям

Сотрудники Росгвардии задержали устроившего стрельбу с балкона мужчину в Подмосковье 

В Екатеринбурге Росгвардия обеспечила правопорядок на переходном матче Чемпионата России по футболу

Новости России

Онлайн-лекторий «Иннагрика»: подкасты с учеными и экспертами об агротехе доступным языком

Открытие первого дилерского центра VGV в России. ГК «АВТОРУСЬ» стала первым дилером

Подготовка тепловых сетей к отопительному сезону началась в Солнечногорске

Электромобиль Xiaomi SU7 начали продавать в России

Экология в России и мире

Пять морей и одно озеро: в России создадут новые круглогодичные курорты - стали известны подробности

Благотворительный Вечер в «Геликон-Опера»: Искусство во Имя Добра

Китайский аналог H&M может запустить до 500 магазинов в России

Генералов много, а Норат Тер-Григорьянц один!

Спорт в России и мире

Мирра Андреева вышла во второй круг Открытого чемпионата Франции

Белорусские теннисистки проведут стартовые встречи открытого чемпионата Франции

Касаткина о романе Синнера и Калинской: рада, больше ничего не хочу говорить

Матч Котова и Вавринки перенесли на корт Сюзанн Ленглен

Moscow.media

Деснол объединил опыт экспертов и производителей в рамках конференции «Эффективное производство 4.0»

Весенний Петербург. Петропавловская крепость

ALMI Partner и «Даком М» будут совместно развивать и продвигать отечественные ИТ-решения

Удаленная настройка охранных комплексов StarLine







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *