Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Январь
2023

Новости за 20.01.2023

Radiotavisupleba.ge 

"არ დავნებდებით" - ახალი დახმარება უკრაინისთვის, გერმანული ტანკების გარეშე

"ეს არის ძალიან, ძალიან ეფექტიანი დახმარების პაკეტი და შესაბამისად გამოყენებით, ის უკრაინას წარმატებას მოუტანს“, - აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის შეფასებით ასეთია ახალი პაკეტი, რომელიც უკრაინის მხარდამჭერმა ქვეყნებმა გერმანიაში, "რამშტაინის ფორმატში", 20 იანვარს შეათანხმეს.

Radiotavisupleba.ge 

პუტინმა თანამდებობიდან გაათავისუფლა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწე

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ალექსეი პავლოვი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწის თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ განკარგულება 20 იანვარს გამოქვეყნდა, მასში ნიკოლაი პატრუშევის თანაშემწის გათავისუფლების მიზეზები აღნიშნული არ არის. პავლოვის პიროვნება ფართოდ განიხილებოდა გასული წლის ოქტომბერში. მაშინ მან გამოაქვეყნა სტატია "არგუმენტი ი ფაქტი"-ში, სათაურით "რას ამზადებენ "ჯადოქრების ქვაბში". უკრაინაში გაძლიერდა "ნეოწარმართული "კულტები". სხვათა შორის, ნათქვამია, რომ უკრაინა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნიკა მელია: ლავროვთან და პუტინთან ერთად ივანიშვილი უკეტავს საქართველოს ევროპის კარს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას საქართველოს მთავრობის შესახებ და „ქართული ოცნების" საპასუხო კომენტარს. როგორც მელია ამბობს, რუსეთის ხელისუფლება აქებს საქართველოს მთავრობას.  „როდესაც სრულიად ცივილიზებული მსოფლიო,  რუსეთს აქცევს სანქციების ქვეშ და ეს არის პროგრესული სამყაროს პასუხი, რუსეთის ტერორისტული სახელმწიფოს მიერ, უკრაინაში განხორციელებულ ქმედებებზე.... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მზის სხივი შედის პალატაში? - "ემპათიის" ექსპერტების და "ვივამედის" ექთნის ჩვენება სააკაშვილის საქმის მე-6 სხდომაზე

მიხეილ სააკაშვილის საქმის 20 იანვრის სასამართლო სხდომაზე, სადაც მისი სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების შუამდგომლობას განიხილავენ, დამატებით 4 მოწმე, მათ შორის, ცენტრ "ემპათიის" ექსპერტები და კლინიკა "ვივამედის" ექთანი გამოკითხეს.

Radiotavisupleba.ge 

რა მოხდა 20 იანვრის ღამეს საგარეჯოში? - სასაკლაოდ ქცეული კორპუსი

„პოლიცია გვაფრთხილებდა, ჩააქრეთ შუქები, დახურეთ ფანჯრები, გარეთ არ გამოხვიდეთ“... „ისმოდა განწირული კივილი, კაცების, ქალების“, „მეზობელმა დამირეკა, სადარბაზოსთან დახოცილი ბიჭები ყრიანო“, „ავტომატის ჯერის ხმა პერიოდულად ჩერდებოდა, მერე ისევ იწყებოდა“, „მგონი, პისტოლეტიდანაც იყო გასროლის ხმა“, „ბოლოს სხვანაირად შეზანზარდა სადარბაზო, მივხვდით, რომ ეს მხოლოდ სროლის ხმა არ იყო“... საგარეჯოში, კახეთის გზატკეცილის 9 ნომერში, ხუთსართულიანი კორპუსი ჯერ კიდევ ყვითელი ლენტებითაა შემოსაზღვრული. ტერიტორიაზე მხოლოდ კორპუსის მცხოვრებლებს უშვებენ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მაკრონს სურს საფრანგეთის სამხედრო ბიუჯეტის მნიშვნელოვნად გაზრდა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გამოვიდა წინადადებით, ათწლეულის ბოლომდე თავდაცვის ხარჯების მნიშვნელოვანი გაზრდისა და საფრანგეთის ბირთვული ძალების ტრანსფორმაციის შესახებ მზარდი საფრთხეების დაძლევის მიზნით, იტყობინება Reuters-ი. მაკრონი პარასკევს მონ-დე-მარსანის საჰაერო ბაზას ეწვია და იქ ფრანგი სამხედროების წინაშე სიტყვით გამოვიდა. მან გამოთქვა წინადადება 413 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ სამხედრო ხარჯებისთვის 2024-დან 2030 წლამდე პერიოდში, რათა, მისი თქმით, მოხდეს თავისუფლების, უსაფრთხოებისა და მსოფლიო მშვიდობის უზრუნველყოფა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სამხარაძის თქმით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე, რუსეთთან არანაირ დიპლომატიურ ურთიერთობაზე ლაპარაკი არ შეიძლება

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ სანამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება და სანამ რუსეთი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მანამდე არანაირ დიპლომატიურ ურთიერთობაზე ლაპარაკი არ შეიძლება იყოს.  „ეს არის ის ძალიან მკაფიო პოზიცია, რომელიც არა თუ ამ ხელისუფლებას აქვს, არამედ დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერ მომავალ ხელისუფლებასაც და ნებისმიერ ხელისუფლებას, რომელსაც ქართველი ხალხი აირჩევს, ასეთი პოზიცია უნდა ჰქონდეს და ასეთი პოზიცია ექნება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თამთა მიქელაძე და თამარ სამხარაძე - "გვაქვს კრიტიკა, გულის წყვეტა, მაგრამ ვაპირებთ დიდ პალატაში გასაჩივრებას"

"ვთვლიდით, რომ ამ საქმეში სასამართლოს მტკიცების ტვირთი სახელმწიფოსთვის უნდა დაეკისრებინა და მას უნდა დაემტკიცებინა, რომ ჰქონდა ადგილი წინააღმდეგობის გაწევას, უტყუარი მტკიცებულებებით. ეჭვები განცმხადებლის სასარგებლოდ უნდა გადაწყვეტილიყო" - ამბობს თამთა მიქელაძე, "სოციალური სამართლიანობის ცენტრიდან".

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი: გერმანია საიმედო მოკავშირეა და რჩება ასეთად, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას ტანკებს არ აწვდის

აშშ-ის სამხედრო ბაზაზე გერმანიაში, რამშტაინში 20 იანვარს უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის - "რამშტაინის" ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენცია გამართეს აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა და აშშ-ის შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ, მარკ მილიმ. ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ უკრაინა არ არის დამოკიდებული მხოლოდ ერთ სამხედრო პლატფორმაზე. მისი თქმით, უკრაინამ კონტრიერიში რუსეთის წინააღმდეგ უნდა დაიწყოს წელს გაზაფხულზე და მოუწოდა მოკავშირეებს, მეტი იარაღი მიაწოდონ კიევს, რათა მომზადებაში დაეხმარონ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"ვიტირე, უარი რომ მოგვივიდა" - აფხაზეთიდან დევნილები საქართველოს მოქალაქეობას ითხოვენ

აფხაზეთიდან დევნილები, რომელთა ოჯახებსაც 1992-1993 წლების ომის შემდეგ ჯერ აფხაზეთის და შემდეგ ქვეყნის დატოვება მოუწიათ, ამბობენ, რომ საქართველო ახლა მათ მოქალაქეობის მინიჭებაზე უარს ეუბნება.

Radiotavisupleba.ge 

2 წელი ნავალნის დაპატიმრებიდან - რუსების გაშვებული შანსი?

ორი წლის წინ, 2021 წლის 17 იანვარს, სამშობლოში დაბრუნდა რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი, რომელიც მანამდე გერმანიაში მკურნალობდა რუსეთის სპეცსამსახურების მიერ მოწამვლის შემდეგ. ნავალნი დააპატიმრეს სამშობლოში ჩასვლისთანავე, მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში. მალევე მის წინააღმდეგ აღიძრა რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე. 2022 წლის ივნისიდან ნავალნი იმყოფება ვლადიმირის ოლქის პოკროვის N6 მკაცრი რეჟიმის გამოსასწორებელ კოლონიაში, სადაც კოლონიის ადმინისტრაციის მხრიდან განიცდის უზარმაზარ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შეხვდებიან თუ არა სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები თბილისში - მხარეები განცხადებებს აკეთებენ

შესაძლოა, თბილისში შედგეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის, შეხვედრა. ამასთან, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ მირზოიანს, ამგვარი შეხვედრის ეფექტურობაში ეჭვი ეპარება, ამის შესახებ მან სააგენტო „არმენპრესთან“ განაცხადა. „სომხეთი ძალიან არის დაინტერესებული სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის სამმხრივი დიალოგის განვითარებით. ჩვენ რეგიონული სამმხრივი დისკუსიების სფეროში თბილისის პლატფორმას... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"სროლის ხმა გავიგე და დავინახე, პოლიციელი გადავარდა" - საგარეჯოში დაჭრილი კაცი

საგარეჯოში დაჭრილი ახალგაზრდა კაცი ვალერი მათიაშვილი ამბობს, რომ წუხელ მის ეზოში მოვლენები რამდენიმე წუთში განვითარდა - მაღაზიიდან გამოსვლის დროს ეზოში ხმაური გაიგო, "10-მდე ადამიანი მორბოდა სხვადასხვა მხრიდან და ყვიროდნენ, რომ ისროდნენ". მათიაშვილთან ინტერვიუ საგარეჯოს კლინიკა "ჯეო ჰოსპიტალსის" პალატიდან ვიდეოზარით ჩაწერა ტელეკომპანია "ფორმულამ". "მაღაზიაში ჩავედი, ხმაური იყო გარეთ. ბევრი ხალხი მოგროვდა უცებ. ყვიროდნენ, "დაწექით, დაწექითო" და რაც მოვასწარი, ის იყო, რომ გარეთ ვიყავი გამოსული და შიგნით შევბრუნდი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვერ გეტყვით, რა ჩვენება მისცა შვილმა - კახეთის პოლიციის უფროსი საგარეჯოში მომხდარ დანაშაულზე

საგარეჯოში მომხდარ დანაშაულზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება. კახეთში პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კალანდაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ გამოძიებას ჩვენება მისცა დამნაშავის შვილმა. კახეთის პოლიციის უფროსმა თქვა, რომ „ყველაფერს გაეცემა პასუხი“, თუმცა აღნიშნა, რომ ვერ იტყვის, „როგორ ითანამშრომლა და რა ჩვენება მისცა გამოძიებას“ ყოფილი სამხედრო მოსამსახურის, ნოდარ ათუაშვილის შვილმა. "ოჯახის წევრების ჩვენებების შესახებ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ გეუბნებით", - უთხრა კახეთში პოლიციის უფროსმა ჟურნალისტებს.

Radiotavisupleba.ge 

უკრაინაში 7 პირი დააკავეს, დნეპრზე სარაკეტო დარტყმებისთვის ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით

უკრაინის ქალაქ დნეპრში დააკავეს შვიდი ადამიანი, რომლებსაც რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის ქალაქზე სარაკეტო თავდასხმისთვის ინფორმაციის მიწოდება ჰბრალდებათ. ამის შესახებ იტყობინება უკრაინის უშიშროების სამსახური და საოლქო პროკურატურა. გამოძიების თანახმად, შარშან თებერვალში უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ, ჯგუფი ნებაყოფლობით დათანხმდა პრორუსული რადიკალური გაერთიანების, „სერბის“ მეთაურის კურატორობით რუსეთის არმიისთვის დნეპრის ენერგეტიკის და ინფრასტრუქტურის ობიექტების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საგარეჯოში დაჭრილი 24 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა უცვლელია

წუხელ საგარეჯოში სროლის შედეგად მძიმედ დაჭრილი 24 წლის ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა ისევ მძიმეა. როგორც საგარეჯოს კლინიკა "ჯეო ჰოსპიტალსის" დირექტორმა მამუკა ოტიაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, ამ ეტაპისთვის დაჭრილის მდგომარეობა კრიტიკულია. "უმძიმესი ცეცხლნასროლი, გამჭოლი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული, სისხლის დანაკარგი ძალიან დიდი იყო - არტერიის და ვენის დაზიანება იყო, რაც აღდგა... ამ ეტაპზე რჩება კრიტიკული მდგომარეობა, რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს მკურნალობას", - უთხრა ჟურნალისტებს მამუკა ოტიაშვილმა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვფიქრობ, ქართველთა უმეტესობა რუსეთის ჯარების გაყვანას ამჯობინებდა - დეგნანი ფრენების აღდგენაზე

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის, განცხადებით, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა რუსეთთან ფრენების აღდგენას ამჯობინებდა გაეგო, რომ რუსეთს აფხაზეთიდან და ცხინვალიდან ჯარები გაჰყავს. "საქართველოს ისტორიას ვსწავლობდი და ვიცი, რომ ის სავსეა რუსეთის მხრიდან დაპირებების არშესრულებით. საუკუნეების განმავლობაში რუსეთი ცდილობდა ქართული იდენტობის, ენის, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის უარყოფას. ვფიქრობ, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ამჯობინებდა გაეგო, რომ რუსეთს თავისი ჯარები... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თავდაცვის მინისტრმა საგარეჯოში სროლის დროს დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ საგარეჯოში სროლის დროს დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა. მინისტრი ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში იმყოფება - მისი განცხადება მედიას უწყების პრესსამსახურმა მიაწოდა. "მინდა, მივუსამძიმრო საგარეჯოში დაღუპულების ოჯახებს. გამოძიება დაადგენს, თუ რა იყო მომხდარი საზარელი მკვლელობის გამომწვევი მიზეზი. მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო ყველა დაღუპულის ოჯახის წევრებს და ასევე, დაშავებულებს ვუსურვო ჯანმრთელობა", - აცხადებს თავდაცვის მინისტრი. წუხელ, დაახლოებით 00:00 საათზე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დეგნანი თბილისსა და კიევს მგრძნობიარე საკითხების არასაჯაროდ განხილვისკენ მოუწოდებს

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი საქართველოსა და უკრაინის მთავრობებს მოუწოდებს, ისეთი მგრძნობიარე საკითხები, როგორიცაა სამხედრო კუთხით დახმარების გაწევა, პირადად განიხილონ და არა საჯაროდ. "ჩვენ მოვუწოდებდით საქართველოსა და უკრაინის მთავრობებს, ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები პირადად განეხილათ და არა საჯაროდ. ძალიან სენსიტიური დროა, რუსეთი ომს აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ და მისთვის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის წართმევას ცდილობს. კარგად გვესმის მუდმივ სტრესში მყოფი მოსახლეობის"... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სალომე ზურაბიშვილი: არ მივესალმები რუსეთთან ფრენების აღდგენას!

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წინააღმდეგია, აღდგეს პირდაპირი ფრენები საქართველოსა და რუსეთს შორის. პრეზიდენტის განცხადებაში, რომელიც მის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა, ამის მიზეზებია ახსნილი. "არ მივესალმები რუსეთთან ფრენების აღდგენას! იმ დროს, როცა ყველა ჩვენი პარტნიორი ქვეყანა, სიტყვით თუ საქმით, მაქსიმალურ სოლიდარობას უცხადებს უკრაინის თავდადებულ ბრძოლას, ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, საზოგადოების უდიდესი ნაწილისათვის, მთავრობის და მმართველი პარტიის პოზიცია, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია", - აცხადებს პრეზიდენტი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გავრილოვი: აუცილებელია სრულად აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსთან

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა NEWS.ru-სთან საუბარში განაცხადა, რომ აუცილებელია არა მხოლოდ ფრენების, ასევე დიპლომატიური ურთიერთობების სრულად აღდგენა საქართველოსა და რუსეთს შორის. მისი თქმით, საელჩოსა და საკონსულო სამსახურის არსებობა ხელს შეუწყობს კონტაქტების გაფართოებასა და საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების მხარდაჭერას. „უკრაინის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს დამოუკიდებელი პოზიციის გათვალისწინებით, ასევე რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების ომთან დაკავშირებით საქართველოს დამოკიდებულებიდან გამომდინარე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ისმოდა შემაძრწუნებელი კივილი - თვითმხილველი იხსენებს, რა მოხდა საგარეჯოში წუხელ

საგარეჯოში მომხდარი მკვლელობის ერთ-ერთი მოწმე თამარ ოთარაშვილი იმავე კორპუსში ცხოვრობს, საიდანაც დამნაშავე იარაღიდან ისროდა. ის რადიო თავისუფლებასთან საუბარში იხსენებს, როგორ ვითარდებოდა წუხელ მოვლენები მისი კორპუსის ეზოში. "პირველი სროლა გავიგე 12-ს რომ 20 აკლდა. ყურადღება არ მიმიქცევია - მეგონა, რომ საახალწლო რაღაც იყო. სადღაც 5 წუთში ავტომატის ჯერის ხმა ისევ გამეორდა... მიმართულება სწორად ვერ დავაფიქსირე, მაგრამ მგონია, რომ იყო მაღაზიის მხრიდან. ხმაური ხშირად არის ხოლმე, "კალონკაა" აქ, ბიჭები ხშირად კამათობენ ხოლმე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საფრანგეთში დაიბლოკა ტელეარხ RT France-ის საბანკო ანგარიში

საფრანგეთში დაიბლოკა რუსეთის სახელმწიფო ტელეარხ RT-ის ფრანგულენოვან არხ RT France-ის საბანკო ანგარიში. ამის შესახებ იუწყება გამოცემა „ლე მონდი“, საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროზე დაყრდნობით, რომელმაც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო ევროკავშირის სანქციების მეცხრე პაკეტის ფარგლებში. ამ პაკეტის თანახმად, ფინანსური სანქციების ქვეშ აღმოჩნდა და ანგარიში დაუბლოკეს ტელეკომპანია RT–ის მმართველ კომპანია ANO TV-Novosti-ს. RT France-ის მთავარმა რედაქტორმა ქსენია ფიოდოროვამ ფრანგულ გამოცემას უთხრა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სროლის შედეგად დაზიანდა ქობულეთის საზოგადოებრივი ცენტრის შენობა

სროლა იყო ქობულეთის საზოგადოებრივ ცენტრთან, რომელშიც იუსტიციის სახლი ფუნქციონირებს. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად დაზიანდა შენობის მინა. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. თვითმხილველების თანახმად, გასროლამდე ქუჩაში ხმაური იყო, რასაც ჩხუბი და დაპირისპირება მოჰყვა. ჩხუბში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა. ადგილზე მუშაობს კრიმინალური პოლიცია. იუსტიციის სახლი ამ დრომდე არ მუშაობს. შენობას ყვითელი ლენტები აქვს შემოვლებული. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით... Читать дальше...


4 июня в 11:00 состоится вебинар «Структурированное техническое задание. Первая практика, проблематика и риски»

Ефимов: Продолжается строительство «Квантум-парка» в новом кампусе МГТУ имени Н. Э. Баумана

Все включено: парковки, детские площадки и другие плюсы для участников реновации

Два ребенка погибли при пожаре в частном доме в подмосковном Чехове



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Два ребенка погибли при пожаре в частном доме в подмосковном Чехове

Все включено: парковки, детские площадки и другие плюсы для участников реновации

Парламент Великобритании прекратил работу в связи с проведением 4 июля выборов

Сергунина рассказала о программе ВДНХ ко Дню защиты детей

Музыкальные новости

Эксперт сенсационно раскрыл загадку Мессинга и Жириновского.

Благотворительный Вечер в «Геликон-Опера»: Искусство во Имя Добра

Путин встретился с главой Ингушетии Калиматовым

Компании Группы "Интеррос" взяли ряд наград премии FINAWARD

Новости России

Два ребенка погибли при пожаре в частном доме в подмосковном Чехове

Лавров: Россия и Китай относятся друг к другу как к приоритетным партнерам

Амбициозные проекты оживают

СВР: Госдеп США продвигает в Швеции и Финляндии ролики об «угрозе России»

Экология в России и мире

Россиянам озвучили цены на отдых в Крыму, которые приятно удивили

В Ставропольской психиатрической больнице начались мероприятия ко Дню защиты детей

С чем носить брюки палаццо: примеры образов

Ярко и стильно: самые интересные цветовые сочетания на лето

Спорт в России и мире

Касаткина о романе Синнера и Калинской: рада, больше ничего не хочу говорить

Парижские сюжеты: Медведев играл в кошки-мышки, Котов творил историю, Калинская заставляла нервничать Синнера

Белорусские теннисистки проведут стартовые встречи открытого чемпионата Франции

Рыбакина, Путинцева и Бублик стартуют на Ролан Гаррос. Кто в соперниках и чего ждать?

Moscow.media

Портативный ТСД корпоративного класса Saotron RT-T70

Лето в урочище Кокоря

ALMI Partner и «Даком М» будут совместно развивать и продвигать отечественные ИТ-решения

"ДиМ" строит участок 5 трассы СБВ







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *