Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer
Январь
2023

Новости за 22.01.2023

Radiotavisupleba.ge 

შოლცი: გერმანია უკრაინას დაეხმარება იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება ევროპაში მშვიდობისთვის

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა განაგრძობს უკრაინის დახმარებას, ვინაიდან ეს ევროპაში მშვიდობის დასამყარებლად არის აუცილებელი. „ერთად გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება. ჩვენ მას მივცემთ ყველაფერს, რაც საჭიროა ევროპაში მშვიდობის პროექტის დაცვისთვის,“ თქვა შოლცმა პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან გამართული შეხვედრის შემდეგ. გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ ევროპას აღარ სჭირდება იმაზე ფიქრი, რომ „არ დაუშვას ომი ჩვენი კავშირის წევრებს შორის“. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სვიტანი: უკრაინამ მიიღო მეტი ტექნიკა, ვიდრე ითხოვდა, იქნება Leopard-ებიც

უკრაინამ "რამშტაინის ფორმატის" ფარგლებში მოკავშირეებისგან იმაზე მეტი სამხედრო ტექნიკა მიიღო, ვიდრე ითხოვდა - ამის შესახებ უკრაინელი ექსპერტი, მფრინავ-ინსტრუქტორი, უკრაინის შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკი, რომან სვიტანი აცხადებს და ამ ფონზე, პრობლემად არ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ გერმანია ჯერჯერობით უარს ამბობს თავისი ტანკების უკრაინისთვის გადაცემაზე. "Leopard-ებთან დაკავშირებით კრიტიკული პრობლემა აბსოლუტურად არ არსებობს, რადგან ჩვენ გადმოგვცეს იმაზე მეტი ტექნიკა, ვიდრე ჩვენ ვითხოვდით. ეს ჩანს ციფრებში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ესპანეთში დანაშაულებრივი ჯგუფი უკრაინელ ლტოლვილებს ამუშავებდა იატაკქვეშა ფაბრიკებში

ესპანეთის პოლიციამ დაარბია ბანდა, რომელიც სამ იატაკქვეშა თამბაქოს ფაბრიკაში ამუშავებდა რუსეთის ინტერვენციას გამოქცეულ უკრაინელებს. სავარაუდოდ კონტრაბანდით შემოჰქონდათ „დიდი რაოდენობით“ თამბაქო, რომლითაც არალეგალურად ამზადებდნენ სიგარეტებს და შემდეგ მათ ყიდდნენ ესპანეთსა და მეზობელ ქვეყნებში, განაცხადა 22 იანვარს ესპანეთის პოლიციამ. პოლიციის თანახმად, დანაშაულებრივი დაჯგუფება იატაკქვეშა ფაბრიკებში ამუშავებდა ესპანეთში არალეგალურად ჩასულ უკრაინაელებს ან იმათ, ვინც ომს გამოექცა და ლტოლვილის სტატუსით იმყოფებოდა ევროპაში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პოლონეთმა შეიძლება "მცირე კოალიცია" შექმნას უკრაინისთვის გერმანული ტანკების გადასაცემად

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ 22 იანვარს განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი გერმანიის მთავრობა საბოლოოდ მაინც არ მიიღებს გადაწყვეტილებას უკრაინისთვის Leopard 2 ტანკების გადაცემის შესახებ, ვარშავა შექმნის იმ ქვეყნების „მცირე კოალიციას“, რომლებიც უზრუნველყოფენ კიევისთვის „თანამედროვე ტექნიკისა“ და „თანამედროვე ტანკების“ გადაცემას საკუთარი არსენალებიდან. მორავეცკიმ პოლონური საინფორმაციო სააგენტო PAP-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ასევე გააკრიტიკა გერმანიის პოზიცია ტანკების მიწოდების საკითხში და მიუღებელი უწოდა მას. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსი დეპუტატი სასკოლო პროგრამიდან სოლჟენიცინის ამოღებას ითხოვს

პარტია „ედინაია როსიას“ დეპუტატმა, დმიტრი ვიატკინმა წამოაყენა წინადადება, სკოლის პროგრამიდან ამოიღონ ალექსანდრ სოლჟენიცინის წიგნი „არქიპელაგ გულაგი“ - მის შესახებ რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ იტყობინება. რუსი დეპუტატის შეფასებით, სოლჟენიცინი ამ წიგნში აშავებს სტალინის დროინდელ საბჭოთა კავშირს, ხოლო მისი აღწერილი რეპრესიები „თითიდან არის გამოწოვილი“ და გამოგონილია. სანაცვლოდ, დეპუტატის მიერ წამოყენებული წინადადებით, სასკოლო ლიტერატურის პროგრამაში უნდა დაბრუნდეს საბჭოთა ავტორების ისეთი წიგნები... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"უკრაინის გამარჯვების გარეშე მსოფლიოში მშვიდობა ვერ იქნება" - ბათუმში აქცია გაიმართა

უკრაინის ერთიანობის დღე ბათუმში, ცენტრალური პარკის კოლონადებთან აღნიშნეს. უკრაინის მხარდასაჭერ აქციაზე ბათუმში მცხოვრები უკრაინელები საქართველოსა და უკრაინის დროშებით გამოვიდნენ. აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ ტრანსპარანტები, სადაც მთავარი გზავნილი იყო მხარდამჭერი ქვეყნებისადმი, რომ მეტი დახმარება გაუწიონ ომში მყოფ ქვეყანას: „უკრაინას კიდევ მეტი იარაღი უნდა მიაწოდონ, რომლის გარეშე ჩვენ ამ ომს ვერ მოვიგებთ. უკრაინის გამარჯვების გარეშე კი მსოფლიოში მშვიდობა ვერ იქნება“ - ამბობენ აქციის ორგანიზატორები. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსი: კირეევის მკვლელობის უკან დგანან ისინი, ვისაც არ სურდა უკრაინის გამარჯვება

დენის კირეევი, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მონაწილე, რომელიც კიევში მოკლეს მარტის დამდეგს, უკრაინაში რუსეთის ფართო მასშტაბის შეჭრის დაწყებიდან ცოტა ხნის შემდეგ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს (გურ) შტატიანი თანამშრომელი იყო. ამის შესახებ რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა გურ-ის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა და დაადასტურა მანამდე მედიაში გაჩენილი ცნობები. ბუდანოვმა ასევე დაადასტურა, რომ კირეევი მარტის დამდეგ მოკლეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (სბუ) თანამშრომლებმა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კვლავ ჩავიდა უკრაინაში

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კვლავ ჩავიდა უკრაინაში. უკრაინაში ის ადრეც იყო ნამყოფი, მაგრამ ამჟამად მან პირველად იმოგზაურა არაოფიციალური სტატუსით. სექტემბრიდან მოყოლებული ჯონსონს არავითარი პოსტი არ უკავია გარდა პარლამენტის დეპუტატისა საკუთარი საარჩევნო უბნიდან. ბორის ჯონსონი შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის. როგორც მედია იტყობინება, რომ ის ნახეს კიევის მახლობლად, ომისგან ძლიერ დაზარალებულ ბუჩასა და ბოროდიანკაში. Reuters-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საგარეჯოში სროლის შედეგად დაჭრილი ახალგაზრდის მდგომარეობა კვლავ მძიმეა - კლინიკა

მეზობლის მიერ დაჭრილი სამი პირი კვლავ კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას. "ჯეო ჰოსპიტალსის" საგარეჯოს სამედიცინო ცენტრის დირექტორის, მამუკა ოთიაშვილის ინფორმაციით, კვლავ მძიმე მდგომარეობაშია 24 წლის ახალგაზრდა კაცი და ის მართვით სუნთქვაზე რჩება. „ერთი პაციენტი კვლავ კრიტიკული მედიცინის ცენტრშია მოთავსებული. იმის მიუხედავად, რომ მდგომარეობა დასტაბილურდა, მიღებული დაზიანებებიდან გამომდინარ, მდგომარეობის გართულების მაღალი რისკია“, - უთხრა მამუკა ოთიაშვილმა ჟურნალისტებს. მისივე ინფორმაციით, 24 წლის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის ქალაქ მონტერეი-პარკში უცნობმა პირმა სროლა ატეხა, დაიღუპა მინიმუმ ათი ადამიანი

აშშ-ში, კალიფორნიის შტატის ქალაქ მონტერეი-პარკში, წუხელ შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა. ამ დროს ქუჩებში მრავალი ადამიანი აღნიშნავდა ჩინური კალენდრით ახალ წელს. როგორც პოლიცია იტყობინება, დაიღუპა მინიმუმ ათი ადამიანი და ამდენივე დაიჭრა. თავდამსხმელი ჯერაც არ დაუკავებიათ, მისი ვინაობა და მოტივები უცნობია. მონტერეი-პარკი ლოს-ანჯელესის გარეუბანია. მოსახლეობის 65%-ს ჩინელი და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიელი ემიგრანტები შეადგენენ. ჩინურ ახალ წელს, რომელსაც რამდენიმე დღის განმავლობაში აღნიშნავენ, რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მსოფლიოს ათეულობით ქალაქში გაიმართა აქციები ნავალნისა და სხვა რუსი პოლიტპატიმრების მხარდასაჭერად

ამ დღეებში მსოფლიოს ათეულობით ქალაქში იმართება აქციები პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნისა და სხვა რუსი პოლიტპატიმრების მხარდასაჭერად. აქციები ტარდება რუსეთის საელჩოებთან ან ქალაქების ცენტრალურ მოედნებზე. მათი მონაწილეები - ძირითადად რუსეთის მოქალაქეები - გამოდიან ასევე ომის წინააღმდეგ და მხარს უჭერენ უკრაინას. 17 იანვარს ორი წელი შესრულდა იმ მომენტიდან, როცა ნავალნი დააკავეს რუსეთში მისი დაბრუნების შემდეგ. ამის მერე ოპოზიციონერი ჯერ ე.წ. „ივ როშეს“ საქმის გამო მოათავსეს კოლონიაში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსში მუსიკალური ჯგუფი "ექსტრემისტულ ფორმირებად" გამოაცხადეს

ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა (КГБ) „ექსტრემისტულ ფორმირებად“ გამოაცხადა მუსიკალური ჯგუფი „Tor Band“, გომელის ოლქიდან. ამის შესახებ წერს ბელარუსის უფლებადამცველი ორგანიზაცია "Вясна". „ექსტრემისტთა“ რეესტრში შეიყვანეს ჯგუფის ყველა წევრი: დმიტრი გოლოვაჩი, მეუღლესთან ერთად, ევგენი ბურლო და ანდრეი იარემჩიკი. "Вясна"-ს ინფორმაციით, „Tor Band“-ის წევრები, მეუღლეებთან ერთად, 28 ოქტომბერს ქალაქ როგაჩევში დააკავეს. დეკემბრის ბოლოს ვრცელდებოდა ცნობები, რომ მუსიკოსები კვლავ იზოლატორში იყვნენ და მდგომარეობა ამ დრომდე უცვლელია. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დუმის სპიკერი დასავლეთს "მსოფლიო მასშტაბის ტრაგედიით“ ემუქრება

რუსეთის დუმის სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი დასავლეთის ქვეყნებს „გლობალური კატასტროფითა“ და „განადგურებით“ ემუქრება, თანამედროვე იარაღის უკრაინისთვის მიწოდების მასშტაბების გაზრდის საპასუხოდ. „კონგრესის წევრებმა, ბუნდესტაგის დეპუტატებმა, საფრანგეთის ეროვნულმა კრებამ და ევროპის სხვა პარლამენტებმა უნდა გააცნობიერონ პასუხისმგებლობა კაცობრიობის წინაშე“, - დაწერა ვოლოდინმა კვირას, 22 იანვარს, ტელეგრამარხზე. მისი სიტყვებით, „თუკი ვაშინგტონი და ნატოს ქვეყნები მიაწვდიან შეიარაღებას [უკრაინას], რომელიც გამოყენებული... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ISW: უკრაინა იოლად ვერ დათმობდა ბახმუტს

ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, ქალაქ ბახმუტის დასაცავად უკრაინული არმიის ძალისხმევა სავარაუდოდ სტრატეგიულ ხასიათს ატარებს. ამერიკელი ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ამ ტერიტორიის დაცვა უკრაინას შესაძლოა მართლაც ართმევს ძალებს, რომლებიც მას შემდგომი კონტრშეტევისთვის ესაჭიროება; მაგრამ „უკრაინას საფასურის გადახდა მოუწევდა იმ შემთხვევაშიც, თუკი რუსეთის ჯარს უფლებას მისცემდა იოლად აეღო ბახმუტი“. „ბახმუტს, თავისთავად, არა აქვს ოპერატიული ან სტრატეგიული მნიშვნელობა, მაგრამ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რეზნიკოვი: დავიწყებთ უკრაინული ეკიპაჟების წვრთნას გერმანული ტანკებისთვის

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი აცხადებს, რომ უკრაინელი სამხედროები გერმანული Leopard-2-ის ტიპის ტანკების მართვას პოლონეთში შეისწავლიან. „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მინისტრი აცხადებს, რომ ეს არის გარღვევა და პროცესი დაიწყება ტანკების გადაცემაზე მიღებული უარის მიუხედავად. „ქვეყნებს, რომლებსაც უკვე აქვთ Leopard-2-ები, შეუძლიათ დაიწყონ ჩვენი სამხედროების სწავლება. ამით დავიწყებთ და უფრო წინაც წავალთ. ვიმედოვნებ, რომ გერმანია მიბაძავს მათ, გამართავს შიდა კონსულტაციებს და მიიღებს... Читать дальше...


НА ДЕТСКОМ ФЕСТИВАЛЕ ИСКУССТВ «НЕБО» СОСТОИТСЯ 5 ПРЕМЬЕР И ПОКАЖУТ НОВИНКИ ОТ ВЕДУЩИХ МОСКОВСКИХ ТЕАТРОВ

Книжные новинки, лаборатория текста и иллюстраций — ждут гостей Московского детского фестиваля искусств «НЕБО»

VK Fest 2024: Музыка и Развлечения на Открытых Площадках России

POMPEYA и O! МАРГО выступят на фестивале «НЕБО»



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

«СВЯТОЙ ЛЕНИН» легально изготавливает армии и спецслужбы. 6 серия. СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.

«СВЯТОЙ ЛЕНИН» легально изготавливает армии и спецслужбы. 6 серия. СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.

Книжные новинки, лаборатория текста и иллюстраций — ждут гостей Московского детского фестиваля искусств «НЕБО»

POMPEYA и O! МАРГО выступят на фестивале «НЕБО»

Музыкальные новости

«Сурганова и Оркестр» приглашают на Летник на Флагшток

Почта России помогла детям-подопечным благотворительных фондов встретиться с футболистами ЦСКА

«СВЯТОЙ ЛЕНИН» спасает население от борьбы с перенаселением, 5 серия, СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.

Новости фармацевтики в России и в мире

Новости России

Выгодно ли покупать квартиру в новостройке?

ЗАПИШИ СЕМЕЙНЫЙ РОЛИК — ПОПАДИ В ЭФИР ТЕЛЕКАНАЛА RU.TV

Юлия Миронова стала VIP-участником форума THE TRENDS 2.0

НА ДЕТСКОМ ФЕСТИВАЛЕ ИСКУССТВ «НЕБО» СОСТОИТСЯ 5 ПРЕМЬЕР И ПОКАЖУТ НОВИНКИ ОТ ВЕДУЩИХ МОСКОВСКИХ ТЕАТРОВ

Экология в России и мире

Глава Реутова проверил содержание территории города

VK Fest 2024: Музыка и Развлечения на Открытых Площадках России

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

Пять морей и одно озеро: в России создадут новые круглогодичные курорты - стали известны подробности

Спорт в России и мире

Последний танец Надаля и юбка Сюзанн Ленглен: 6 важных фактов о «Ролан Гаррос»-2024

Рыбакина, Путинцева и Бублик стартуют на Ролан Гаррос. Кто в соперниках и чего ждать?

Арина Соболенко повторила уникальное достижение Азаренко на турнирах «Большого шлема»

Повернення Калініної до топ-50 та втрачені позиції Світоліної. Оновлені тенісні рейтинги WTA та ATP

Moscow.media

На закате.

Лучший HR-бренд – «Грузовичкоф»

ТСД промышленного класса Saotron RT-T60

Крупная авария в деревне Образцово Орловского МО. Движение затруднено







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *