Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Январь
2023

Новости за 12.01.2023

Radiotavisupleba.ge 

ერდოანი მოლაპარაკებას გამართვას რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან- თურქეთის ომბუდსმენი

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებას გამართავს. ამის შესახებ თურქეთის ომბუდსმენმა შერეფ მალქოჩმა ანკარაში ომბუდსმენების შეხვედრის დასასრულს განაცხადა და აღნიშნა, რომ თურქეთის პრეზიდენტი მიესალმება მის იდეას, რომელიც რუსეთსა და უკრაინას შორის ჰუმანიტარული დერეფნის შექმნას ითვალისწინებს. “მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი პრეზიდენტი ამ საკითხთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარს დღეს ან ხვალ გამართავს ბატონ ზელენსკისთანაც, ბატონ პუტინთანაც. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბახმუტსა და სოლედარში მყოფი ჯარები ყველაფრით იქნებიან უზრუნველყოფილნი- ზელენსკი

ბახმუტსა და სოლედარში მყოფი უკრაინულ დანაყოფებს დაუყოვნებლად და შეუფერხებლად მიეწოდებათ ყველა საჭირო აღჭურვილობა და საბრძოლო მასალა,-ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეგრამის არხში დაწერა სამხედრო ძალების სარდლობასთან უმაღლეს შტაბში გამართული შეხვედრის შემდეგ. "უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის შეხვედრა გავმართე. განვიხილეთ ფრონტის ძირითად მიმართულებებზე შექმნილი სიტუაცია. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბახმუტსა და სოლედარში მიმდინარე ბრძოლებს. ხაზს ვუსვამ, რომ ამ ქალაქების... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში დასვენება შეიძლება - ტურჩაკი, მისი ქალიშვილი, წულუკიძე და „პუტინის მზარეული“  

რუსეთის ფედერაციის საბჭოს პირველი ვიცე-სპიკერისა და პარტია „ედინაია როსიას“ გენერალური საბჭოს მდივნის, ანდრეი ტურჩაკის, ქალიშვილი ოლგა ხშირად ჩამოდის სტუმრად საქართველოში. სავარაუდოდ, თბილისში შეხვდა ის ახალ 2023 წელსაც. მამამისი კი რუსი პოლიტიკოსების უცხოეთში დასვენებითაა აღშფოთებული. კურსკელ დეპუტატს, მაქსიმ ვასილიევს, მექსიკაში დასვენების გამო იგი „ვაგნერის უროთიც“ კი დაემუქრა. ვინ არის ტურჩაკის ქალიშვილი და რა კავშირი აქვს მამამისს კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის“ დამფუძნებელთან, "პუტინის მზარეულად" ცნობილ ევგენი პრიგოჟინთან? Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დაჭრილ რუს ჯარისკაცებს, ბოლომდე გამოჯანმრთელების გარეშე, კვლავ ფრონტზე აბრუნებენ

რუსეთში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები საბრძოლო ზონაში ბრუნდებიან სამხედრო სამედიცინო კომისიის გადაწყვეტილების გარეშე, რაც, იურისტებისა და უფლებადამცველების აზრით, მოქმედ კანონს ეწინააღმდეგება. ამის შესახებ გამოცემა "სააგენტო" იუწყება. როგორც რუსეთის ადამიანის უფლებათა საპრეზიდენტო საბჭოს წევრმა და ორგანიზაცია "ექიმ ლიზას სამართლიანი დახმარების" ხელმძღვანელმა, ოლგა დემიჩევამ, განუცხადა „რია ნოვოსტის“, მოსკოვისა და დონეცკის ორი კლინიკის ექიმებმა მას სამშაბათს სთხოვეს, გაერკვია, თუ რატომ იგზავნებიან... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სტერილიზაცია საქმეს ვერ შველის - თბილისი მიუსაფარი ცხოველების პრობლემას ვერ ჭრის    

თბილისში დაახლოებით 40 ათასი მიუსაფარი ძაღლია, მათი მხოლოდ 2.5% სტერილიზებული და კასტრირებული. პრობლემა, რომელიც თბილისს 90 - იანი წლებიდან მოჰყვება, დედაქალაქმა ისევ ვერ გადაწყვიტა. გიორგი აფთიაქიდან რომ გამოვიდა, ორი ძაღლი მანქანებს უყეფდა. შემდეგ მას დაუწყეს ყეფა, ერთმა კბილიც გაჰკრა. „ქალი იყო ქუჩაში და იმან მიმაცილა მანქანამდე, მე ეგ ძაღლები არ მიკბენენო, აჭმევს ალბათ. ოთხი ნემსი გავიკეთე ცოფის საწინააღმდეგო. კიდევ ორი მჭირდებოდა, მაგრამ ცოცხალი დავინახე ის ძაღლი და აღარ გამიკეთებია. აცრაში 120 ლარამდე გადავიხადე“, - ამბობს გიორგი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ყირიმელ იმამს რუსეთის სასამართლომ 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა

დონის როსტოვის სამხედრო-საოლქო სასამართლომ 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა ყირიმელ იმამსა და აქტივისტს, რაიფ ფევზიევს. ის დამნაშავედ ცნეს ტერორისტული ორგანიზაციის შექმნასა და ხელისუფლების ხელში აღების გეგმის მომზადებისთვის. ამის შესახებ ინფორმაცია უფლებადამცველმა პროექტმა „ყირიმის სოლიდარობამ“ გაავრცელა. სასამართლოს გადაწყვეტილებით პირველ 3 წელს მსჯავრდებული საპატიმროში გაატარებს, ამის შემდეგ მას მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გადაიყვანენ. ფევზიევის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის მიზეზი გახდა რუსეთში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გვარამია: უზენაესში გამართლების იმედი არ მაქვს, მხოლოდ დროულად დასრულებას ვითხოვ

პატიმრობაში მყოფი "მთავარი არხის" დირექტორის სახელით მის სოციალურ გვერდზე მისი მიმართვა გამოქვეყნდა. ნიკა გვარამია მადლობას უხდის საერთაშორისო უფლებადაცვით ორგანიზაციას Human Rights Watch მის შესახებ "დიდი სიზუსტით გაკეთებული მკაფიო და არაორაზროვანი დასკვნისთვის". ის ასევე მადლობას უხდის ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს, თავის ადვოკატებს და ოჯახის წევრებს და აღნიშნავს, რომ უზენაეს სასამართლოში საქმის მოგების იმედი არ აქვს. "მოთმინებით და მტკიცედ ველოდები ჩემი საქმის განხილვას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანება 5-10 წელიწადში ვერ მოხდება. აი, რატომ!

2022 წელს ევროკავშირმა უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა. რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ რამდენიმე თვეში მოლდოვას, უკრაინას და საქართველოს მიანიჭა „ევროპული პერსპექტივა“ - ბრიუსელის აღიარება, რომ ეს ტრიო ერთ დღეს შესაძლოა, კლუბის წევრი გახდეს. მოლდოვამ და უკრაინამ კანდიდატის სტატუსიც მიიღეს, საქართველომ კი - პოტენციური კანდიდატისა. ევროკავშირისათვის ეს მართლაც ისტორიული გადაწყვეტილება იყო. შარშანდელი პოზიტიური განწყობა შესაძლოა, წელსაც შენარჩუნდეს. ბრიუსელისთვის გაფართოების პროცესი - ისევე,... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მომჩივანი, ბრალდებული, მსჯავრდებული - სააკაშვილის ყველა საქმე ერთად

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ამ მომენტში 2 დასრულებული და 3 მიმდინარე საქმეა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მათი განხილვა შეჩერებულია. სანაცვლოდ, აქტიურია სააკაშვილის საქმეები სახელმწიფოს წინააღმდეგ.

Radiotavisupleba.ge 

უკრაინამ დაიბრუნა ოლენივკაში დაღუპული 54 მებრძოლის ცხედრები

რუსულ მხარესთან მოლაპარაკების შედეგად უკრაინამ დაიბრუნა ცხედრები 54 სამხედრო მოსამსახურის, რომლებიც შარშანდელი წლის ივლისში, ოლენივკაში (რუსულად ელენოვკა) მდებარე საპატიმროზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად დაიღუპნენ. ამის შესახებ ინფორმაცია 12 იანვარს გაავრცელა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საქმეთა სამინისტრომ, რომლის თანახმად ცხედრების იდენტიფიკაცია ჯერ კიდევ გრძელდება. „მათი იდენტიფიკაცია ერთ-ერთი იმ პრობლემათაგანი, რომელიც სამხედრო მოსამსახურეების ნათესავებთან ერთად... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში არ შემოუშვეს აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი

საქართველოში არ შემოუშვეს ოპოზიციური პარტიის, „აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის“ თავმჯდომარის მოადგილე სეიმურ ჰაზი, ამის შესახებ მან თავის ფეისბუკის გვერდზე დაწერა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის კრიტიკოსი საქართველოში თურქეთიდან, „სარფის“ სასაზღვრო პუნქტით აპირებდა შემოსვლას. რადიო თავისუფლებასთან საუბარში სეიმურ ჰაზი ამბობს, რომ ამჟამად თურქეთის ქალაქ რიზეში იმყოფება, საიდანაც ანკარაში აპირებს წასვლას, რამდენიმე დღის შემდეგ კი, სავარაუდოდ, ბაქოში დაბრუნდება. „საზღვარზე განმარტების გარეშე არ შემომიშვეს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთი შეეცდება უახლოეს ხანში ხელთ იგდოს მთელი დონბასი - გენერალი ოლექსეი ჰრომოვი

უკრაინის გენერალური შტაბის თანახმად, მოსალოდნელია, რომ უახლოეს ხანში რუსეთის არმია შეეცდება დონეცკის ოლქის მთელი ტერიტორიის დაპყრობას და შემდეგ ძალებს ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპაციისკენ მიმართავს. ამის შესახებ 12 იანვარს გამართულ ბრიფინგზე უკრაინის გენშტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ოლექსეი ჰრომოვმა განაცხადა. „პროგნოზის თანახმად, უახლოეს ხანებში მოწინააღმდეგე შეეცდება დონეცკის ადმინისტრაციულ საზღვარზე გასვლას, ხოლო შემდგომში თავის მოქმედებას, სავარაუდოდ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ირაკლი ღარიბაშვილი ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

სომხეთში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. როგორც საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ლიდერებმა ამ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და რეგიონული მნიშვნელობის საკითხები განიხილეს. “ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში გაიმართა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა უკრაინის საელჩოში შეხვედრა გამართა

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ანდრი კასიანოვს, შეხვდა. ხაჭაპურიძე ამბობს, რომ შეხვედრაზე უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ ჰკითხეს. "მითხრეს, რომ სააკაშვილი მათი ქვეყნის მოქალაქეა და ყველაფერს გააკეთებენ დიპლომატიური არხებით, სამართლებრივად, მისი სიცოცხლის გადასარჩენად... დაინტერესდნენ, როგორი მოსაზრების ვიყავი პირადად მე, რომელ სახელმწიფოებს გაუწევს ანგარიშს საქართველოს მთავრობა იმისთვის, რომ სააკაშვილის გადაყვანა მოხდეს, მოლაპარაკებები შედგეს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინაში ნაომარ რუს სამხედროებს 2023 წლის არჩევნებზე კანდიდატებად წარადგენენ - „ვედომოსტი“

რუსეთში 2023 წელს დანიშნულ რეგიონულ არჩევნებში უკრაინაში მებრძოლი ყოფილი სამხედრო მოსამსახურეებისა და ასევე მოხალისეების წარდგენა იგეგმება, წერს გაზეთი "ვედომოსტი", რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებულ ოთხ წყაროზე დაყრდნობით. "ამ ადამიანებმა თავი წარმოაჩინეს პატრიოტებად, ასე რომ, თუ რომელიმე მათგანს სურს პოლიტიკური კარიერის გაკეთება, მაშინ მათ აქვთ ამის ყველანაირი შესაძლებლობა", - ამბობს გამოცემის ერთ-ერთი თანამოსაუბრე. კიდევ ერთმა წყარომ თქვა, რომ  "ყველასთვის სასარგებლოა ასეთი ბიჭების გუნდში ყოლა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ტოჩინოშინს სუმოს უმაღლესი დივიზიონიდან გავარდნა ემუქრება

სუმოს უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში მეხუთე ტურის შეხვედრები ისე გაილია, ლევან გორგაძე დოჰიოზე არ ასულა. ტოჩინოშინის ზედმეტსახელით ცნობილ ქართველ სეკიტორს ჭიდაობაში ხელი 11 იანვარს მიღებულმა ტრავმამ შეუშალა და ავტომატურად წაგება ჩაეთვალა - სუპერტურნირის მეოთხე ტურში გორგაძემ მხარი ამოიგდო. ტრავმის მომენტში მის ანგარიშზე ორ-ორი მოგება და წაგება იყო. ახლა კი ერთქულიანი უარყოფითი ბალანსი აქვს და რანგით მეორე - ჯურიო დივიზიონში - დაქვეითება ემუქრება, თუ მიმდინარე ბაშოზე დოჰიოს არ დაუბრუნდება და აუცილებელ ქულებს არ აიღებს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნურსულთან ნაზარბაევს საპატიო სენატორის წოდება ჩამოართვეს

ყაზახეთის ყოფილ პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევს ჩამოართვეს საპატიო სენატორის წოდება, რომელიც მას 2019 წელს მიენიჭა თავისი ქალიშვილის, იმხანად ყაზახეთის სენატის სპიკერის, დარიგა ნაზარბაევას, ბრძანებით. რადიო თავისუფლების ყაზახური სამსახურის ცნობით, ინფორმაცია სენატის თავმჯდომარემ მაულენ აშიმბაევმა დაადასტურა. „ყველა ეს ქმედება საერთო-ეროვნული რეფერენდუმითაა განსაზღვრული“, - განაცხადა აშიმბაევმა. ერთი დღით ადრე ყაზახეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ძალადაკარგულად გამოაცხადა კანონი "პირველი პრეზიდენტის – ელბასის (ერის ლიდერის. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეები საზღვრის კვეთას პირადობის მოწმობებით შეძლებენ

სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეები საზღვრის გადაკვეთას პირადობის მოწმობებით, პასპორტების წარდგენის გარეშე შეძლებენ. „არმენპრესის“ ცნობით, სომხეთის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა დასამტკიცებლად წარადგინა წინადადება სომხეთსა და საქართველოს შორის შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების შესახებ. „საქართველოსთან კეთილმეზობლური და პარტნიორული ურთიერთობების განვითარება სომხეთის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. პერიოდულად იმართება მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრები... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„ის უნდა დაისაჯოს“ - ძალადობაში ბრალდებული არჩილ მეფარიძე სასამართლოში არ მივიდა

ქალის მიმართ ძალადობასა და მუქარაში ბრალდებული მომღერალი არჩილ მეფარიძე 12 იანვარს დანიშნულ წინასასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა. ნოტარიუსის მიერ დამოწმებული წერილი, სადაც მან სასამართლოში არ გამოცხადების მიზეზი ახსნა, ადვოკატს გამოატანა. ადვოკატმა, ლევან ზაქრაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, ლევან გელოვანსა და პროკურორს, თამარ ყულჯანიშვილს, მომღერლის წერილის შინაარსი ხმამაღლა გააცნო: „ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ახერხებს წინასასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და პროცესში მონაწილეობის მიღებას. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„საქართველო ვერასდროს დაიბრუნებს აფხაზეთსა და ცხინვალს, თუ უკრაინა წააგებს“ - გენერალი ბენ ჰოჯესი

“არა მგონია, გამართლება ჰქონდეს გამყოფ ხაზთან ლოდინს, როდესაც შენი მოძმე შავიზღვისპირა ქვეყნის არალეგალურ ოკუპაციას შეჰყურებ და შენს თვალწინ ხალხს ხოცავენ. თანაც იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის აგრესია უკრაინამდე სწორედ საქართველომ გამოსცადა”- უთხრა თბილისში ყოფნისას ევროპაში აშშ-ის ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა, ბენ ჰოჯესმა რადიო თავისუფლებას. საქართველოს ხელისუფლების პოზიციისა და თბილისიდან კიევისადმი საჯარო მხარდაჭერის გამოხატვის მნიშვნელობის გარდა ვაჟა თავბერიძესთან ინტერვიუში ჰოჯესი დეტალურად განიხილავს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„აზოვსტალზე“ განხორციელებულ იერიშში რუსეთის დუმის დეპუტატი ადამ დელიმხანოვი მონაწილეობდა - უკრაინის უშიშროება

უკრაინის უშიშროების სამსახურმა მოიპოვა მტკიცებულება, რომელიც მოწმობს, რომ რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი ჩეჩნეთიდან, ადამ დელიმხანოვი, ქალაქ მარიუპოლის დაპყრობის ოპერაციაში მონაწილეობდა. უკრაინის სახელმწიფო უწყების 12 იანვრის ცნობის თანახმად, დელიმხანოვი, რომელიც რამზან კადიროვის უახლოესი თანამოაზრე და, სხვადასხვა წყაროს თანახმად, ნათესავიცაა, უშუალოდ ხელმძღვანელობდა კადიროველთა შეტევას მარიუპოლში ქარხანა „აზოვსტალზე“. დელიმხანოვი იქ სათავეში ედგა დაჯგუფებას, რომელშიც შედიოდნენ ჩეჩნეთის რესპუბლიკის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინელი ბავშვიანი ოჯახები საქართველოში ერთჯერად ფინანსურ დახმარებას მიიღებენ

გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა ფონდის მხარდაჭერით უკრაინელი ბავშვიანი ოჯახებისთვის ერთჯერად ფულად დახმარებას გასცემს. „470 ლარს თითოეულ ბავშვზე მიიღებენ ის ოჯახები, რომლებიც საქართველოში 2022 წლის 1 თებერვლის შემდეგ შემოვიდნენ. ფინანსური დახმარების მისაღებად უკრაინელი ბავშვების მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა საცხოვრებლის მიხედვით უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ და სამხარეო ოფისებს მიმდინარე წლის 1 მარტამდე და თან... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთი სანქციებს უწესებს დიდი ბრიტანეთის 36 მოქალაქეს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთი სანქციებს უწესებს დიდი ბრიტანეთის 36 მოქალაქეს, მათ შორის - მთავრობის წევრებს, ძალოვანი და სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებს, ასევე ჟურნალისტებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გადაწყვეტილება დაკავშირებულია „დიდი ბრიტანეთის მთავრობის ანტირუსულ კურსთან“. სამინისტროს თანახმად, ლონდონი „განაგრძობს პერსონალური სანქციების აქტიურ გამოყენებას და აწარმოებს ინტენსიურ პროპაგანდისტულ კამპანიას ჩვენი ქვეყნის დისკრედიტაციისა და საერთაშორისო არენაზე მისი იზოლაციის მიზნით“. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გიული ალასანია „რუსთავის 2-ის" მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს არაავთენტიკურს უწოდებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, დედა გიული ალასანია არ ადასტურებს ტელეკომპანია "რუსთავის 2-ის" მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერის ავთენტიკურობას და ამბობს, რომ ასეთი ფაქტი არ ყოფილა. გიული ალასანია გავრცელებულ აუდიოჩანაწერს ჟურნალისტის კითხვის პასუხად გამოეხმაურა კლინიკა "ვივამედთან", სადაც შვილის მოსანახულებლად იყო მისული. „რა უნდა მახსოვდეს, როცა ასეთი ფაქტი არ ყოფილა საერთოდ. არ მაინტერესებს საერთოდ ეგ საკითხი, იმიტომ რომ გამორიცხულია. მე რაც მოვისმინე ჟურნალისტებისგან, თურმე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რადიო თავისუფლებამ რიგაში ახალი ბიურო გახსნა რუსეთის დეზინფორმაციასა და ცენზურასთან საბრძოლველად

რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლებამ (რთე/რთ) ახალი ბიურო გახსნა ლატვიის დედაქალაქ რიგაში. ეს ნაწილია მედიაორგანიზაციის მცდელობისა, წინ აღუდგეს რუსეთის მხრიდან დეზინფორმაციასა და ცენზურას. რთე/რთ-ის პრეზიდენტმა ჯეიმი ფლაიმ მადლობა გადაუხადა ლატვიას. მისი თქმით, „მოხარული ვართ, რომ საშუალება გვეძლევა, ვითანამშრომლოთ, რათა წინ აღვუდგეთ რუსეთის მავნე გავლენას და იმედი მივანიჭოთ იმათ, ვისაც ჯერაც უარს ეუბნებიან თავისუფლებაზე.“ ბიუროს გახსნას ესწრებიან ლატვიის პრეზიდენტი ეგილს ლევიტსი, ლატვიაში... Читать дальше...


Задержан подозреваемый в убийстве работницы трапезной в Подмосковье

В Красноярском крае выберут финансово грамотную семью

Концерт группы "Пикник" состоится 1 июня в Москве

6 полигонов ТКО планируют рекультивировать в Подмосковье в этом году



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Невролог Хорошев рассказал, как загар разрушает организм человека

Футбольный фестиваль «ЦСКА — все сюда!» пройдет в Домодедове

6 полигонов ТКО планируют рекультивировать в Подмосковье в этом году

В Красноярском крае выберут финансово грамотную семью

Музыкальные новости

Сергей Собянин. Главное за день

Белый дом: Байден посетит Францию на годовщину высадки союзников в Нормандии

VK Fest 2024: Музыка и Развлечения на Открытых Площадках России

«СВЯТОЙ ЛЕНИН» спасает население от борьбы с перенаселением, 5 серия, СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.

Новости России

Ефимов: продолжается строительство «Квантум-парка» в МГТУ имени Баумана

2015 • ХК Технопул 2015 г.Балашиха приглашает игроков всех амплуа

В Самарской области стартует второй открытый турнир по хоккею «Парни из стали»

Уроженка Волгограда поделилась историей лотерейной победы своего отца

Экология в России и мире

Eleganzza весна-лето 2024

Генералов много, а Норат Тер-Григорьянц один!

Правильная эксплуатация грузовых шин позволит продлить срок их службы

Доктор Кутушов назвал болезни, которые поджидают отдыхающих у водоёмов

Спорт в России и мире

Мирра Андреева вышла во второй круг Открытого чемпионата Франции

Кецманович отказался от борьбы в игре с Медведевым на "Ролан Гаррос"

В России отреагировали на "скрытую баранку" и достижение Рыбакиной на Ролан Гаррос

Надаль пропустит Уимблдон из-за желания сыграть на Олимпиаде

Moscow.media

Маленьким пациентам центра трансплантологии рассказали о тех, кто спасает их жизни каждый день

Генералов много, а Норат Тер-Григорьянц один!

Доступный, летний, твой – StarLine A60 BT GSM ECO

Удаленная настройка охранных комплексов StarLine







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *