Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Март
2023

Новости за 01.03.2023

Radiotavisupleba.ge 

სალომე ზურაბიშვილი შეხვდა NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს

ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეხვდა NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, ქალთა, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ირენ ფელინს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების შესახებ. გარდა ამისა, საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს და რეგიონში არსებულ რთულ ვითარებას. ასევე, ვილნიუსში დაგეგმილ NATO-ს სამიტს. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ვილნიუსის სამიტზე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„არ დაუჭიროთ მხარი რუსულ კანონპროექტებს!" - ქვემო ქართლის NGO-ები მაჟორიტარებს  მიმართავენ

ქვემო ქართლში მოქმედი 35-მდე აქტივისტი, მედია და  არასამთავრობო ორგანიზაცია რეგიონის მაჟორიტარ დეპუტატებს: გოგი მეშველიანს, ზაურ დარგალს და ირაკლი შატაკიშვილს მიმართავენ: „არ დაუჭიროთ მხარი რუსულ კანონპროექტებს, რომლებიც ქვეყანას მომავალს ართმევს!“ 1 მარტს გავრცელებულ მიმართვაში ვკითხულობთ: „პატივცემულო მაჟორიტარებო, არცთუ დიდი ხნის წინ ჩვენ ყველანი ერთად ვამაყობდით რეგიონში არსებული ძლიერი სამოქალაქო სექტორით. ქვემო ქართლში ჩამოსული საერთაშორისო დელეგაციები სიამაყით დადიოდნენ, თქვენთან ერთად, ჩვენი პროექტების შედეგების გასაცნობად. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ფეისბუკით ცნობა უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა ოფიცერმა, ვანო ნადირაძემ გაავრცელა. „სამწუხაროდ ერთი მაგარი, აქ დაბადებული ვაჟკაცი ქართველი დავკარგეთ“, - წერს ვანო ნადირაძე. სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, დაღუპული ქართველი მებრძოლის სახელია გიორგი ნარმანია, იგი ბახმუტთან ბრძოლებს ემსხვერპლა. სხვა დეტალები უცნობია. რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინის დამცველთა რიგებში 37 ქართველი მებრძოლია დაღუპული.

Radiotavisupleba.ge 

ლევან იოსელიანი - ომბუდსმენის კომპრომისული კანდიდატი ნაპოვნია?

პარლამენტში ომბუდსმენის შერჩევის მრავალთვიანი პროცესის, 19 კანდიდატის მოსმენისა და მათი დაწუნების შემდეგ სახალხო დამცველის პოსტზე ახალი კანდიდატი გამოჩნდა - პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი.

Radiotavisupleba.ge 

რა გაიხსენა ესებუას ყოფილმა მძევალმა სასამართლოზე: მანქანა მდინარეში დაასუფთავა და გვითხრა, თავისუფალი ხართო

1 მარტს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ბადრი ესებუას საქმეზე 4 დაზარალებული გამოჰკითხა. ისინი, ვინც 2020 წლის 21 ოქტომბერს თავდასხმისას "საქართველოს ბანკში" იმყოფებოდნენ და შეიარაღებულმა პირმა მძევლებად აიყვანა.

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის არმიამ მოიგერია რუსეთის თავდასხმები ბახმუტთან და მიმდებარე ორ სოფელთან - უკრაინის შტაბი

უკრაინელმა სამხედროებმა მოიგერიეს რუსეთის თავდასხმები ბახმუტის მახლობლად, ასევე ქალაქის დასავლეთით მდებარე სოფლების ხრომოვისა და ივანოვსკოეს მახლობლად, - ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ორშაბათის განცხადებაში. "მტერი აგრძელებს წინსვლას ბახმუტის მიმართულებით. არ წყვეტს ქალაქ ბახმუტის შტურმს. ჩვენმა დამცველებმა მოიგერიეს თავდასხმები დონეცკის რაიონის ბახმუტის, ხრომოვოსა და ივანოვსკოეს დასახლებების ტერიტორიებზე. ასევე ვასიუკოვკა, ჟელეზნიანსკოე, ორეხოვო-ვასილოვკა, ბახმუტი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ერგნეთში 111-ე შეხვედრა გაიმართება

2 მარტს ოკუპირებულ ცხინვალთან მდებარე სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართება. საქართველოს, რუსეთის, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის, ევროკავშირისა და ეუთოს წარმომადგენლები, ერგნეთში გაშლილ კარავში, 2008 წლის ომის შემდეგ 111-ედ შეიკრიბებიან და რეგიონში არსებულ ვითარებას განიხილავენ. დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ეგორ კოჩიევმა ადგილობრივ ჟურნალისტებს იმ საკითხების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომლებსაც ოსური მხარე ერგნეთის შეხვედრაზე დააყენებს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის მხარდასაჭერად გერმანია გაზრდის საბრძოლო მასალის წარმოებას-კანცლერი შოლცი

გერმანია გაზრდის როგორც საბრძოლო მასალის წარმოებას, ასევე იარაღის რემონტის შესაძლებლობას, რათა უკეთ დაუჭიროს მხარი უკრაინის ბრძოლას რუსული აგრესიის წინააღმდეგ, განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა. "ახლა უკრაინის ერთწლიანმა მხარდაჭერამ ასევე მოგვიტანა ცოდნა, რომელიც საშუალებას გვაძლევს უზრუნველვყოთ სათადარიგო ნაწილების საკმარისი მარაგი და შევქმნათ სარემონტო საშუალებები იმ შეიარაღებისთვის, რომელიც უკრაინის ომში გამოიყენება", - თქვა შოლცმა, რომლის სიტყვებსაც ტელეკომპანია CNN-ი ციტირებს. გერმანიის მთავრობის განცხადებით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ადმინისტრაცია სამწუხაროდ მიიჩნევს უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე პრეზიდენტის წარმომადგენლის არმიწვევას

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებით გამოეხმაურა 28 თებერვალს გამართულ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომას. ადმინისტრაცია სამწუხაროდ მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის წარმომადგენელი დასასწრებად არ ყოფილა მიწვეული. „განხილული საკითხები, რომელიც მოიცავს მსოფლიო და რეგიონული  უსაფრთხოების მნიშვნელოვან ტენდენციებს, და მათ შორის, „უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს“, საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებს, თუ საფრთხეების შეფასების დოკუმენტის განხილვას... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ახალი სატყუარა აფხაზეთისთვის?

28 თებერვალს, პირველად თითქმის ბოლო სამი კვირის განმავლობაში, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სამუშაო შეხვედრა გამართა სოხუმში, მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის წევრებთან, რომლებსაც მოსკოვსა და მინსკში ვიზიტის შედეგები გააცნო. ასლან ბჟანიამ ძირითადად ახალი ფინანსური და ეკონომიკური კავშირების პერსპექტივაზე ილაპარაკა ისე, რომ არაფერი უთქვამს ე.წ. ახალ საკავშირო სახელმწიფოში აფხაზეთის შესაძლო ინტეგრაციაზე, რაც ძალიან აღელვებს აფხაზეთის საზოგადოებასა და ოპოზიციას. დე ფაქტო რესპუბლიკაში ბევრი ფიქრობს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ალიაქსანდრ ლუკაშენკა პეკინში ჩინეთის ლიდერ, სი ძინ პინს შეხვდა

ბელარუსის ავტოკრატი ლიდერი ალიაქსანდრ ლუკაშენკა 1 მარტს პეკინში ჩინეთის ლიდერ, სი ძინ პინს შეხვდა. ორმხრივი მოლაპარაკებების დროს ლუკაშენკამ მხარი დაუჭირა ჩინეთის მიერ უკრაინის სამშვიდობო მოწესრიგებისკენ მიმართულ გეგმას. ლუკაშენკომ ასევე შესთავაზა პეკინს თანამშრომლობის გაფართოება ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში. სი ძინ პინმა თქვა, რომ ბელარუსი და ჩინეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან და ეს სტატუსი ახალი შინაარსით უნდა შეივსოს. მანამდე ლუკაშენკო შეხვდა ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსულენოვან ტურისტებთან დაპირისპირების საქმეზე ცოტნე ჯაფარიძე სამართალდამრღვევად ცნეს

მცხეთის რაიონულ სასამართლოში 1 მარტს გამართულ პროცესზე მაგისტრატმა მოსამართლემ რეზო ნადოიმ გუდაურში რუსულენოვან ტურისტებთან დაპირისპირების საქმეზე, სამოქალაქო აქტივისტის, ცოტნე ჯაფარიძის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. მოსამართლემ ჯაფარიძე სამართალდამრღვევად ცნო და მას სიტყვიერი გაფრთხილება გამოუცხადა. „ცოტნე ჯაფარიძე ცნობილი იქნას სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის [წვრილმანი ხულიგნობა] პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე გამოეცხადოს სიტყვიერი გაფრთხილება"... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

არ იყო მარტივი საუბარი - ევროკავშირის ელჩი „გავლენის აგენტების“ კანონპროექტზე პარლამენტის სპიკერს შეხვდა

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან 19 ელჩის თანდასწრებით გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიას უთხრა, რომ ეს არ იყო მარტივი შეხვედრა. პარლამენტის თავმჯდომარესთან და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ორ წევრთან ევროკავშირის ელჩების შეხვედრის თემა ე.წ „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტი იყო. პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, შეხვედრაზე პარლამენტის სპიკერს მიაწოდეს გზავნილი, რომ ინიციატივა არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და პრინციპებს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„ვაგნერის“ 5 მებრძოლის დაღუპვა მათმა ოჯახებმა კრასნოდარელი აქტივისტისგან შეიტყვეს

უკრაინის ომში დაღუპული ხუთი მსჯავრდადებულის ახლობლებმა, რომლებიც კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის“ მიერ იყვნენ დაქირავებულნი, აქტივისტ ვიტალი ვოტანოვსკის პუბლიკაციებიდან შეიტყვეს მებრძოლთა საფლავების ადგილმდებარეობის შესახებ. ვოტანოვსკი აგროვებს ინფორმაციას კრასნოდარის მხარეში დაკრძალულ რუს სამხედროებზე. როგორც „კავკაზ.რეალიის“ განუცხადა ვოტანოვსკიმ, მას თხოვნით სტავროპოლსა და ვოლგოგრადში მცხოვრებმა ოჯახებმაც მიმართეს. მათი საშუალებით მისთვის ცნობილია დაღუპულთა მონაცემები, მხოლოდ ერთ შემთხვევაში ითხოვა ჭირისუფალმა ანონიმურობის დაცვა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კანონი ჯერ არ მიუღიათ და ჩვენს საქმიანობას სასამართლოში უკვე არცხვენენ - „აგენტების“ გამოვლენა დაიწყო?

„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის კანონად ქცევამდე, არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ უკვე იქცა კანონპროექტის დისკრიმინაციული შინაარსის გავლენის სამიზნედ. საქმე ისაა, რომ ამ ორგანიზაციას სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ მედია საშუალებებისგან განსხვავებით, „აგენტის“ იარლიყი კანონპროექტის მომხრეებმა არა მხოლოდ სოციალურ ქსელში მიაკერეს, არამედ სულ ცოტა ხნის წინ, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ წევრები კანონპროექტის დისკრიმინაციული და დამამცირებელი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის საკითხზე EU-ს ელჩები პაპუაშვილს შეხვდნენ

ევროკავშირის წევრი 19 ქვეყნის ელჩები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, შეხვდნენ. დიპლომატები უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს სპიკერს „უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის საკითხზე ესაუბრნენ. როგორც პაპუაშვილმა თქვა, მათ ილაპარაკეს საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი „ხალხის ძალის" ორივე კანონპროექტის შესახებ. „გვქონდა საუბარი, მათ შორის იმ წუხილზე, რომელზეც ღიად არის გამოთქმული, რომ არ მოხდეს ისეთი მოწესრიგება, რამაც შეიძლება, გარკვეული ჩრდილი მიაყენოს ამა თუ იმ აქტორებს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რა არის იმ კანონის ნამდვილი მიზანი, რომელიც საქართველოს არ სჭირდება? - დეგნანი "აგენტების" კანონპროექტზე

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა პარლამენტში დარეგისტრირებულ კანონპროექტს "უცხოური გავლენის აგენტებზე" და თქვა, რომ მთავარი კითხვაა, "რა არის მისი რეალური მიზანი", როდესაც ის საქართველოს არ სჭირდება. ამის შესახებ ელჩმა რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმის გახსნის ცერემონიალზე ჟურნალისტებთან ისაუბრა. "რა არის საქართველოს ინტერესებში? აქ მნიშვნელობა არ აქვს ვერსიებს. სჭირდება კი საქართველოს ეს კანონი, რომელიც პირდაპირ საფრთხის ქვეშ დააყენებს ევროატლანტიკურ მომავალს? Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ფინეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას

ფინეთის პარლამენტმა ნატოში გაწევრიანების შესახებ მომზადებული კანონპროექტი დაამტკიცა. დოკუმენტს კენჭისყრაზე დარბაზში მყოფმა 184 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, შვიდი წინააღმდეგი იყო. ერთმა დეპუტატმა თავი შეიკავა. 2022 წლის 29 ივნისს ნატოს ქვეყნებმა გადაწყვიტეს ოფიციალურად მიეწვიათ ალიანსში ფინეთი და შვედეთი, რომლებმაც რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ უარი თქვეს ნეიტრალიტეტზე და უსაფრთხოების მიზნით ნატოში გაწევრიანება გადაწყვიტეს. ნატო-ში ორი ახალი წევრის მიღების შესახებ შეთანხმება დასავლეთის თავდაცვის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბადრი ესებუამ უარი თქვა ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის მიერ დაცვაზე

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმისთვის ბრალდებულმა ბადრი ესებუამ უარი განაცხადა, რომ მისი ინტერესები ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ დაიცვას. ბადრი ესებუას სახელით სასამართლოში შესული განცხადება მოსამართლე ეკატერინე ბებიამ წაიკითხა და თქვა, რომ ბადრი ესებუას არ სურს მისი ინტერესები დაიცვას ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ და უნდა, რომ პროცესზე იცავდნენ ადვოკატები იოსებ ჯანაშია და ხათუნა ჯანაშია. ბადრი ესებუამ მოსამართლის მიმართვის საპასუხოდ დაადასტურა, რომ ეთანხმება წაკითხულის შინაარსს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კახეთში ხუთი ავტომანქანის დაზიანების საქმეზე 33 წლის კაცი დააკავეს

ლაგოდეხში წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 33 წლის კაცი ქურდობისა და სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა ლაგოდეხში, სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე ავტომანქანა დააზიანა, საიდანაც სხვადასხვა ნივთი და ფული მოიპარა. პოლიციელებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ" ქვეპუნქტით და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსი დეპუტატი, რომელიც ყურზე ატრიაჩამოკიდებული უსმენდა პუტინის მიმართვას, "კომუნისტური პარტიის" რიგებიდან გარიცხეს

რუსეთის სამარის რეგიონული სათათბიროს რეგლამენტის კომიტეტმა გამოაცხადა, რომ საჯაროდ გმობს რუსეთის "კომუნისტური პარტიის" დეპუტატის, მიხაილ აბდალკინის საქციელს და პარტიიდან მის გარიცხვას მოითხოვს. ასეთი ინიციატივის მიზეზი გახდა რეგიონული დეპუტატის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეო, რომელშიც ყურზე ატრიაჩამოკიდებული უსმენს ფედერალური ასამბლეისადმი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ყოველწლიურ მიმართვას (დეპუტატი ინსცენირებას აკეთებს ცნობილი რუსული გამოთქმისა вешать лапшу на уши - "ყურებზე ატრიის ჩამოკიდება" - რაც მოტყუებას ნიშნავს). Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"რონდელის მსოფლიო რადარი": ლუკაშენკა ვერ მოიხსნის ჯაჭვებს

რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი ბუკა პეტრიაშვილი ლუაკშენკას ჩინეთში ვიზიტსაც შეეხო, რომელიც ჩინეთის მიერ 12-პუნქტიანი გეგმის წარმოდგენისა და პეკინის მიერ რუსეთისთვის შეიარაღების მიწოდებაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ხორციელდება. ამასთან ყოველკვირეული რუბრიკის ავტორი ამბობს: "ლუკაშენკას აქვს თავისი ინტერესები, რომ ჩინეთთან ინდივიდუალურად გაიღრმაოს ურთიერთობები. ლუკაშენკა სულ მანევრირებს, საკუთრი ტყავის გადარჩენის პროცესში იქნებ რაღაცებს გამოკრას ხელი. მას, როგორც ჩანს, აქვს იმედი, რომ ჩაეთვლება სასამართლოზე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დარახველიძე: არასწორია განცხადება, რომ 5 ივლისის საქმის რამე ნაწილზე შსს-მ არ იმუშავა

საქართველოს შს მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის თქმით, არასწორია განცხადება იმის თაობაზე, რომ 2021 წლის 5 ივლისის საქმის რომელიმე მიმართულებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ იმუშავა. პარლამენტში ყოფნისას მედიასთან კომენტარში ასე გამოეხმაურა მინისტრის მოადგილე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს ტერორიზმის შესახებ. ანგარიში შეეხებოდა 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებსაც. „არასწორია განცხადება იმის თაობაზე, რომ 5 ივლისის საქმის რამე ნაწილზე ან მიმართულებაზე შინაგან საქმეთა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბერლინის კინოფესტივალი: პოლიტიკა მთავარია!

წელს, მას შემდეგ, რაც ბერლინის ფესტივალის გახსნას ვოლოდიმირ ზელენსკი საგანგებო მიმართვით მიესალმა, აქ აკრედიტებული ჟურნალისტები ნახევრად ხუმრობით აღნიშნავდნენ, რომ „ბერლინალე“ ყოველთვის ასწრებს ისტორიულ მოვლენებს.

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში 4.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

დღეს, პირველ მარტს საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მისი მაგნიტუდის სიდიდე 4,2 (ML) შეადგენდა. ბიძგები თბილისის დროით 14:52 საათზე დაფიქსირდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ცნობით, სტიქიის ეპიცენტრი თბილისიდან 64 კილომეტრის მოშორებით, ქალაქ დმანისთან ახლოს, სოფელ მამიშლართან იყო.


Сделано в СССР. Первое историческое ралли в Москве стартует 2 июня

Инспекторы выявили 38 тысяч неиспользуемых объектов в Подмосковье

ЦСКА разорвал дистанцию // Армейцы увеличили преимущество в финальной серии Единой лиги ВТБ

Фигуристка Туктамышева: я еще не ушла, я как бы взяла паузу



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Художника-фронтовика наградили медалью «За заслуги перед Владимирской областью»

Строительство водопроводного узла «Станиславль» в ТиНАО начнется в этом году

В Москве у смоленского наркокурьера изъяли свыше 1 кг мефедрона

Фигуристка Туктамышева: я еще не ушла, я как бы взяла паузу

Музыкальные новости

"Спартак" и "Оренбург" сыграли вничью в заключительном матче РПЛ

Росгвардейцы обеспечили безопасность транспортировки ракеты-носителя и транспортного грузового корабля на космодроме «Байконур» (видео)

ЦСКА разорвал дистанцию // Армейцы увеличили преимущество в финальной серии Единой лиги ВТБ

В Подмосковье сотрудники Росгвардии задержали подозреваемого в краже товаров из магазина

Новости России

На Мальдивы – без лишних трат

Инспекторы выявили 38 тысяч неиспользуемых объектов в Подмосковье

В Москве иномарка сбила самокатчика-подростка

В Кишиневе отпустили задержанного лидера оппозиционной партии «Шанс» Лунгу

Экология в России и мире

Группа Продовольствие стала победителем конкурса «Экспортер года Алтайского края» по итогам деятельности предприятий за 2023 г.

Стало известно, как туроператоры будут возить российских туристов на курорты Египта

Ярко и стильно: самые интересные цветовые сочетания на лето

Chanel, коллекция Resort 2025

Спорт в России и мире

Надежда Петрова высказалась о перспективах Арины Соболенко снова возглавить рейтинг WTA

Новак Джокович и Хамад Меджедович сыграли в бочче на Ролан Гаррос | Виды спорта

Абсцесс остался позади // Андрей Рублев первым из игроков топ-10 вышел во второй круг

Елене Рыбакиной поставили неожиданный «диагноз»

Moscow.media

Hybrid вышла на рынок Мексики

На Ямале воспитателя детского сада будут судить за истязание малышей

По нацпроекту приводят к нормативу опорную сеть дорог Алтайского края

Машина съехала в кювет и опрокинулась. Водитель погиб







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *