Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Март
2023

Новости за 23.03.2023

Radiotavisupleba.ge 

რატი ბრეგაძე „ვივამედის" განცხადებაზე: ეს საკითხი არ არის ერთი ხელმოსმით გადასაწყვეტი

კლინიკა „ვივამედის" განცხადებას პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ, ტელეკომპანია „იმედის" ეთერში გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე. როგორც მან თქვა, „ვივამედის" მიმართვის შემდეგ, სამინისტრო განიხილავს კლინიკიდან სააკაშვილის გადაყვანის მიზანშეწონილობის საკითხს.  „ექიმებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ის მკურნალობას არ ემორჩილებოდა და „ვივამედის“ ეს განცხადებაც იყო კიდევ ერთი განმეორება მთელი ამ ისტორიისა, რომ სააკაშვილი მკურნალობას არ ემორჩილება, მას მხოლოდ სიმპტომურად... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ოკუპანტები კვლავ რჩებიან ნოვა კახოვკაში - უკრაინის გენშტაბმა თავისივე ცნობა უარყო

ოკუპანტები კვლავ რჩებიან ნოვა კახოვკაში, - განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც თავადვე გაავრცელა ცნობა ხერსონის ოლქის ამ დასახლებული პუნქტიდან ყველა რუსული ქვედანაყოფის გასვლის შესახებ. "ოკუპანტები დროებით ჯერ კიდევ იმყოფებიან ნოვა კახოვკაში. ინფორმაცია ამ დასახლებული პუნქტიდან მტრის სავარაუდო გასვლის შესახებ არსებული მონაცემების არასწორი გამოყენების შედეგად გავრცელდა, - ნათქვამია უკრაინის არმიის გენშტაბის მიერ მოგვიანებით გავრცელებულ განცხადებაში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

“დერუსიფიკაციის“ ფარგლებში კიევში სახელები შეუცვალეს ლევ ტოლსტოის მოედანსა და იური გაგარინის პროსპექტს

კიევის საკრებულოს დეპუტატებმა სახელები გადაარქვეს დედაქალაქის 16 ობიექტს, რომელთა სახელები რუსეთთან ან სსრკ-სთან ასოცირდება, - იტყობინება კიევის მერიის პრესსამსახური. ამ ცვლილებების შედეგად, კერძოდ, ლევ ტოლსტოის მოედანს ეწოდა უკრაინელი გმირების მოედანი; ლევ ტოლსტოის ქუჩას - ჰეტმან პაველ სკოროპადსკის ქუჩა; იური გაგარინის გამზირს- ლეონიდ კადენიუკის გამზირი; მარინა ცვეტაევას ქუჩას - ალექსანდრა ექსტერის ქუჩა და სხვა "კიევში დერუსიფიკაციის პროცესი გრძელდება. ძალიან მნიშვნელოვანია დედაქალაქს სამუდამოდ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კრასნოიარსკის გუბერნატორის ვაჟი იტალიაში შინაპატიმრობიდან გაიქცა

ბიზნესმენი და კრასნოიარსკის ოლქის გუბერნატორის შვილი იტალიაში შინაპატიმრობაში მყოფი არტემ უსი პატიმრობიდან გაიქცა. ამის შესახებ იტყობინება იტალიური გამოცემა „ლა სტამპა“ და სააგენტო „ანსა“ იუწყებიან. ჟურნალისტების თქმით, უსმა ელექტრონული სამაჯური გატეხა და კარაბინერების მისვლამდე, მილანში, ბინიდან გაუჩინარდა. ამ ინფორმაციის ოფიციალური დადასტურება არ არსებობს. 21 მარტს ცნობილი გახდა, რომ მილანის სააპელაციო სასამართლომ დაამტკიცა უსის ექსტრადიცია შეერთებულ შტატებში. იქ მას ბრალად ედება სანქციების... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ხატია დეკანოიძე „ნაციონალურ მოძრაობას" ტოვებს

პარლამენტის წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მან არ დააზუსტა, ამ ნაბიჯს, როდის მიეცემა ოფიციალური სახე. „ეს თანამშრომლობა დასრულდება. მე ვერ გეტყვით დროს და მომენტს. ეს ალბათ ლოგიკურია იმის შემდეგ, რაც მე გუშინ ვთქვი", - განაცხადა „TV პირველის" ეთერში ხატია დეკანოიძემ. პარლამენტის წევრი ამბობს, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რამაც უთანხმოება გამოიწვია, იყო ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის გააქტიურება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ფრენები, ვიზები, ბიზნესმენები - რუსეთი საქართველოსკენ მოიწევს - თბილისი უარზე არ არის

რუსეთში გამართულ ეკონომიკურ ფორუმებზე იმ სასურველ მომავალზე საუბრობენ, როცა საქართველოსა და რუსეთს შორის თავისუფლად იფრენენ თვითმფრინავები, მეტი რუსი ბიზნესმენი მოადგება საქართველოს, ქართველებს კი რუსეთში ვიზას აღარ მოსთხოვენ.

Radiotavisupleba.ge 

როგორ ვაგზავნიდი დრონს მოსკოვში - რა მიაქვთ და რა ვერა საქართველოდან რუსეთში

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველომ თვალშისაცემად გაზარდა ექსპორტი როგორც რუსეთთან, ისე დსთ-ს სხვა ქვეყნებთან. რუსეთის მეზობლებთან სავაჭრო ნაკადების ზრდა შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ პუტინი სანქციებისთვის გვერდის ავლას პოსტსაბჭოთა ქვეყნების დახმარებით ახერხებს.

Radiotavisupleba.ge 

შექმნის თუ არა კრემლი დაძაბულობის ახალ კერას ცხინვალის რეგიონში?

შეიქმნება თუ არა დაძაბულობის ახალი კერა ცხინვალის რეგიონში, საოკუპაციო გამყოფ ხაზთან?  წამოაყენებს თუ არა ცხინვალი ე.წ. ახალ ტერიტორიულ პრეტენზიებს? - ეს ის საკითხებია, რომელზე მსჯელობაც, ექსპერტულ წრეებში ცხინვალიდან გავრცელებულ ახალ ინფორმაციას მოჰყვა.

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის არმიის ყველა შენაერთმა დატოვა ნოვა კახოვკა - უკრაინის სარდლობა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსეთის არმიის ყველა დანაყოფმა დატოვა ხერსონის რეგიონის ქალაქი ნოვა კახოვკა. ამ ცნობას ჯერჯერობით არ ადასტურებს რუსეთის მხარე. "2023 წლის 22 მარტის მდგომარეობით, დამპყრობელთა არმიის ყველა შენაერთმა, რომელიც ხერსონის რეგიონში, ნოვა კახოვკას დასახლებაში იყო განლაგებული, ქალაქი დატოვა. ამას წინ უძღოდა გამორჩენის მიზნით ადგილობრივი მოსახლეობის შენობებში ჩატარებული „შემოვლა“. ოკუპანტებმა სამოქალაქო მოსახლეობას დიდი რაოდენობით საყოფაცხოვრებო და ელექტრონული ტექნიკა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

2022 წელს EU-ში თავშესაფარი საქართველოს 25 ათასზე მეტმა მოქალაქემ ითხოვა

2022 წელს ევროკავშირში (პირველადი მოთხოვნით) დროებითი თავშესაფარი 881 200-მა ადამიანმა მოითხოვა. მათ შორის საქართველოს 25 935-მა მოქალაქემ. მონაცემები ამის შესახებ ევროსტატმა დღეს, 23 მარტს გამოაქვეყნა. ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნის სტატისტიკით საქართველო მსოფლიოს ათეულშია და უსწრებს მეზობელი ქვეყნებიდან სომხეთს, აზერბაიჯანს და რუსეთს - გამონაკლისი თურქეთია. თავშესაფრის პირველად მაძიებელთა რაოდენობა ევროკავშირის ქვეყნებს შორის 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, 64 პროცენტით გაიზარდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რა უნდა იცოდეთ "რეალობას აცდენილ" ანალენა ბერბოკზე

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი საქართველოს მოულოდნელად ეწვევა. გერმანიის “მწვანეთა პარტიის” ლიდერი ერთი წელი ითხოვდა ტანკებს უკრაინისთვის. ახლა ის მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებას.

Radiotavisupleba.ge 

უკრაინაში გაიხსნება ICC-ის წარმომადგენლობითი ოფისი

უკრაინაში მუშაობას დაიწყებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) წარმომადგენლობა. შესაბამის შეთანხმებას ხელი მოაწერეს ICC-ის მდივანმა პიტერ ლუისმა და უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ანდრეი კოსტინმა, - ნათქვამია უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობაში. "ეს მხოლოდ დასაწყისია, მაგრამ მნიშვნელოვანი დასაწყისი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ არ გავჩერდებით მანამ, სანამ უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილ საერთაშორისო დანაშაულში დამნაშავე ყველა პირი არ წარდგება მართლმსაჯულების წინაშე. მათ შორის რუსეთის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

“არ შეიძლება, ეს დამთხვევა ყოფილიყო“ - სტუდენტების ცხოვრება აქციების შემდეგ

გაზაფხულის სემესტრი საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში საპროტესტო გამოსვლების პარალელურად დაიწყო. სტუდენტების ნაწილმა მარტის პირველი კვირა რუსთაველზე, პარლამენტთან გაატარა.

Radiotavisupleba.ge 

სლოვაკეთმა უკრაინას ოთხი გამანადგურებელი მიგ-29 გადასცა

სლოვაკეთმა ოთხი გამანადგურებელი მიგ-29 თვითმფრინავი გადასცა უკრაინას, რაც რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან უკრაინისათვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდების პირველ გახმაურებულ ფაქტს წარმოადგენს. კიევი შარშანდელი თებერვლის ითხოვს დასავლეთის ქვეყნებისგან სამხედრო თვითმფრინავების გადაცემას. ბრატისლავა უკრაინისათვის ჯამში 13 ერთეული გამანადგურებელი თვითმფრინავის გადაცემას გეგმავს, - ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა იაროსლავ ნაგიმ განაცხადა. დანარჩენი თვითმფრინავები უახლოეს კვირებში გაიგზავნება, დაწერა მან Facebook-ში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვედრილი ინფორმაცია რამდენჯერმეა გადამოწმებული - დეგნანი ღარიბაშვილს

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, პასუხობს სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო ანგარიშზე. პრემიერმა თქვა, რომ ანგარიში "არაობიექტურ" და "უსამართლო" დასკვნებს ეყრდნობა. ელჩის განმარტებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კონკრეტულ საკითხებზეა კონცენტრირებული და არა პოლიტიკურ პარტიებზე და  ანგარიშში მოხვედრილი ინფორმაცია რამდენჯერმეა გადამოწმებული. ამის შესახებ კელი დეგნანმა ახალციხეში, "ამერიკული თაროს" გახსნაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან: "აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში დაბრუნება შეიძლება საშიში იყოს მისი ჯანმრთელობისთვის - იოსელიანი

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში დაბრუნება "შეიძლება საშიში იყოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის". ამით ომბუდსმენი გამოეხმაურა "ვივამედის" 22 მარტის განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ, სავარაუდოდ, მიმართავს პენიტენციურს, შეაფასოს სააკაშვილის მათ კლინიკაში შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა. "მე ვიზიარებ იმ პოზიციას, რაც [წინა] სახალხო დამცველს ჰქონდა მიხეილ სააკაშვილზე. პენიტენციურ სისტემაში დაბრუნება იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამაუარესებელი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დეპუტატები ვლადიმერ ჩაჩიბაია და ნინო იობაშვილი პრემიერის მრჩევლებად ინიშნებიან

საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ადასტურებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს პრემიერის მრჩევლებად დაინიშნნენ საქართველოს პარლამენტის წევრები უმრავლესობიდან ვლადიმერ ჩაჩიბაია და ნინო იობაშვილი. რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩაჩიბაია და იობაშვილი საპარლამენტო მანდატებს დატოვებდნენ. ამ გადაწყვეტილებას ჟურნალისტები ე.წ. აგენტების კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას უკავშირებდნენ - იობაშვილი და ჩაჩიბაია არ ყოფილან ამ კანონპროექტის მხარდამჭერ 78 დეპუტატს შორის. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სად გადაიყვანენ მიხეილ სააკაშვილს - სხვა კლინიკაში, საპატიმროში თუ საზღვარგარეთ?

„როგორ მდგომარეობაში დამხვდა დღეს? ჩათვალეთ, რომ საწოლზე წევს მკვდარი ადამიანი“, - ასე უთხრა რადიო თავისუფლებას პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ, მას შემდეგ რაც მან კლინიკა „ვივამედი“ დატოვა.

Radiotavisupleba.ge 

ფინეთის პრეზიდენტმა ნატოში ქვეყნის გაწევრიანებასთან დაკავშირებულ კანონს ხელი მოაწერა

ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ ხელი მოაწერა კანონებს ქვეყნის ნატოში გაწევრიანების შესახებ. ეს არის ეროვნულ დონეზე რატიფიკაციის საბოლოო პროცესი, რომელიც აუცილებელია ქვეყნის ნატოში გაწევრიანებისთვის. პირველ მარტს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება ფინეთის პარლამენტმა დაამტკიცა. დოკუმენტს მხარი 184-მა დეპუტატმა დაუჭირა, შვიდი კი წინააღმდეგი იყო. სხდომაზე პარლამენტის კიდევ შვიდი წარმომადგენელი არ იმყოფებოდა, ერთმა თავი შეიკავა. 2022 წლის 29 ივნისს ნატოს ქვეყნებმა გადაწყვიტეს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით დაფინანსებულ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე აფთიაქებმა ფასი ხელოვნურად გაზარდეს - სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ცალკეულმა ფარმაცევტულმა კომპანიებმა ძვირადღირებულ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე, რომლებზეც რეფერენტული ფასი არაა დაწესებული და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ფინანსდება, ფასები ხელოვნურად და მნიშვნელოვნად გაზარდეს. სამინისტრო აცხადებს, რომ რიგ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე აფთიაქებმა ფასი გააოთხმაგეს. სამინისტრო ჩამოთვლის ამ მედიკამენტების დასახელებებს და მათი ფასის სხვაობას ფარმაცევტული კომპანიების მიხედვით: აფინიტორი (პსპ ფარმა) - ფასი თებერვალში 753₾, მარტში - 2970₾ . Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსული ენის შემსწავლელ უფასო კურსებს ყვარლის ბიუჯეტი აფინანსებს

"ყვარლის კულტურის განვითარების ცენტრის“ ფეისბუკგვერდზე ამჟამად უკვე აღარ იძებნება განცხადება, რომლითაც რუსული ენის უფასოდ შესწავლის მსურველებს იწვევდნენ. თუმცა ჯგუფი შემდგარია და სასწავლო პროცესიც მიმდინარეობს. რუსული ენის სწავლებას კვირაში 2 დღე, დღეში საათ-ნახევარი ეთმობა. "ყვარლის კულტურის განვითარების ცენტრი", საგანმანათლებლო პროგრამის "გაიღრმავე ცოდნა" ფარგლებში მრავალრიცხოვანი მოსახლეობის თხოვნით ამატებს კიდევ ერთ უცხო ენას. ცხადდება რუსული ენის შესწავლის მსურველების რეგისტრაცია 7-16 წლამდე ასაკის პირებისთვის“... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

წამალი, გთხოვთ!  - აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები ისევ ქუჩაში დგანან

სამ თვეზე მეტია, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები ჯანდაცვის სამინისტროსგან მათი შვილებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრეპარატის, Voxzogo-ს (გენერიკული დასახელებით „ვოსორიტიდი“) დაფინანსებას ამაოდ მოითხოვენ. უკვე ათობით საპროტესტო აქცია გამართეს. არაერთი თხოვნის წერილი დაიწერა, შედგა პეტიციაც, თითქოს დახმარების დაპირებაც მიიღეს, მაგრამ წამლის ყიდვა ისევ არ გადაწყვეტილა. დღესაც, 23 მარტს, მშობლები ჯანდაცვის სამინისტროსთან მივიდნენ და სასტვენებით და ხმამაღალი შეძახილებით ცდილობდნენ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დმიტრი მედვედევი სტალინის დეპეშებით "გამხნევებას" ურჩევს სამხედრო-სამრეწველო საწარმოთა დირექტორებს

რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე, ყოფილი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი მიიჩნევს, რომ თანამედროვე რუსეთის თავდაცვის სამრეწველო საწარმოების დირექტორებმა უნდა წაიკითხონ საბჭოთა დიქტატორ იოსებ სტალინის ომისდროინდელი დეპეშები. „იმისთვის, რომ გამხნევდნენ“, - აღნიშნა სოციალური ქსელის მომხმარებლის შეკითხვაზე დმიტრი მედვედევმა, რომელმაც უარყო დასავლეთის მედიისა და ანალიტიკური ცენტრების მიერ რუსეთის არმიაში შეიარაღების დეფიციტის შესახებ გავრცელებული ცნობები. „გაუთავებელი საუბრებია იმაზე, რომ იწურება ჭურვები... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ფინანსთა მინისტრმა არ უპასუხა კითხვას, უნდა თუ არა ეროვნული ბანკის პრეზიდენტობა 

საქართველოს ფინანსთა მოქმედმა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა არ უპასუხა კითხვას, უნდა თუ არა ეროვნული ბანკის პრეზიდენტობა და მონაწილეობს თუ არა კონკურსში. ამ საკითხზე კითხვა მას უპარტიო დეპუტატმა რომან გოცირიძემ ორჯერ დაუსვა. ხუციშვილი პარლამენტში "მინისტრის საათის" ფარგლებშია მისული. რომან გოცირიძის თქმით, "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანა მას შემდეგ გადაწყდა, რაც საქართველოს პრეზიდენტმა დაიწუნა პრემიერის მიერ ეროვნული ბანკის პრეზიდენტად შეთავაზებული ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა.... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

Bloomberg-ი: ჩინეთის პოზიციის გამო აშშ „უხერხულ მდგომარეობაში„ აღმოჩნდა

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია შიშობს, რომ მსოფლიოს ქვეყნების ნაწილმა შეიძლება მხარი დაუჭიროს უკრაინის შესახებ ჩინეთის ე.წ. სამშვიდობო გეგმას, რომელიც თვითონ აშშ-ს მიუღებლად მიაჩნია. ვაშინგტონში ახლა მსჯელობენ, რომელ სტრატეგიას მიმართონ. ამის შესახებ წერს Bloomberg-ი, რომელიც იმოწმებს ექსპერტებს და წყაროებს ამერიკის ადმინისტრაციაში. ისინი მიიჩნევენ, რომ მთავრობა „უხერხულ მდგომარეობაში“ აღმოჩნდა. კრემლში ადრე განაცხადეს, რომ ჩინეთის წინადადება განიხილეს პეკინის მმართველის, სი ძინპინის ვიზიტისას მოსკოვში. Читать дальше...


Похитившая двухлетнюю девочку в Ярославле женщина планировала уехать с ней в Московскую область

МВД Москвы: мужчину задержали после нападения на двух женщин и полицейского

XXV Международный телевизионный конкурс «Щелкунчик» объявляет прием заявок

Занятия спортом и хобби: россияне рассказали, чем займутся летом



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Занятия спортом и хобби: россияне рассказали, чем займутся летом

Московский дополнительный офис НБД-Банка отметил 30-летие

МВД Москвы: мужчину задержали после нападения на двух женщин и полицейского

В Подмосковье расширили перечень специальностей по программе «Земля врачам»

Музыкальные новости

«СВЯТОЙ ЛЕНИН» спасает население от борьбы с перенаселением, 3 серия, СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.

Новый монитор Philips Evnia 49M2C8900L подарит игровой опыт высочайшего уровня

В Екатеринбурге Росгвардия обеспечила правопорядок на переходном матче Чемпионата России по футболу

Грандиозный концерт закроет сезон в Бурятском театре оперы и балета

Новости России

Музей Победы пригласил на познавательные программы в летние каникулы

«Автодор» запустил профориентационную программу для ребят из новых регионов

На ВДНХ пройдет Удмуртский национальный праздник Гербер

Похитившая двухлетнюю девочку в Ярославле женщина планировала уехать с ней в Московскую область

Экология в России и мире

Коллекция купальников Love Republic

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

Генералов много, а Норат Тер-Григорьянц один!

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

Спорт в России и мире

Елене Рыбакиной поставили неожиданный «диагноз»

Рыбакина, Путинцева и Бублик стартуют на Ролан Гаррос. Кто в соперниках и чего ждать?

Теннисистка Петрова: Карацеву не хватает игровой уверенности

Надежда Петрова высказалась о перспективах Арины Соболенко снова возглавить рейтинг WTA

Moscow.media

Рождественское утро...

Крупная авария в деревне Образцово Орловского МО. Движение затруднено

Деснол объединил опыт экспертов и производителей в рамках конференции «Эффективное производство 4.0»

"ДиМ" строит участок 5 трассы СБВ







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *