Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Март
2023

Новости за 22.03.2023

Radiotavisupleba.ge 

ბლინკენი: ICC-ის წევრებმა პატივი უნდა სცენ პუტინის დაპატიმრებაზე გაცემულ ორდერს

აშშ-ის სახელმწფიო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მოუწოდა ყველა ქვეყანას, რომელმაც ხელი მოაწერა რომის სტატუტს და მონაწილეობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მუშაობაში, იხელმძღანელოს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერით, რომელიც სასამართლომ გასულ კვირაში გასცა უკრაინაში სამხედრო დანაშაულების ეჭვის გამო. სენატში გამართულ მოსმენაზე ბლინკენს დაუსვეს შეკითხვა, უნდა დააკავონ თუ არა ევროკავშირის ქვეყნებმა პუტინი, თუკი ის იქ ჩავა. ბლინკენმა პასუხად თქვა, რომ ყველამ, ვინც არის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გიული ალასანია „ვივამედის" განცხადებაზე: უკვე გასაგები იყო, რომ ციხეში დაბრუნებას უპირებენ

კლინიკა „ვივამედის" განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს ექსპრეზიდენტის დედა გიული ალასანია. როგორც ის აცხადებს, იგეგმება სააკაშვილის ციხეში დაბრუნება. როგორც ალასანია ამბობს, სააკაშვილის საკითხზე გადაწყვეტილებებს იღებს „ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი. „ვივამედის“ არცერთი ექიმი თვითონ, დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას არ იღებს. ეს არის ციხის საავადმყოფო, რომელიც აკეთებს იმას, რასაც უბრძანებს პენიტენციური სისტემა. პენიტენციური სისტემაც არ არის დამოუკიდებელი, ისინი აკეთებენ იმას, რასაც უბრძანებს ივანიშვილი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თამარ გაბუნიას თქმით, „რესპუბლიკური საავადმყოფოს" კომერციალიზაცია სრულიად გამორიცხულია

ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის („რესპუბლიკური საავადმყოფოს") საკითხს გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია. იაშვილის კლინიკაში ყოფნისას თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ „რესპუბლიკური საავადმყოფოს" კომერციალიზაცია სრულიად გამორიცხულია. მისი თქმით, კლინიკა არის და იქნება, სახელმწიფოსთვის ჯანდაცვის სერვისების მიწოდების მთავარი საყრდენი. როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, ახალი, თანამედროვე სტანდარტებისა და მაღალტექნოლოგიურად აღჭურვილი სახელმწიფო კლინიკა ზუსტად იმავე ადგილზე მოეწყობა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნოვრუზ ბაირამი გეტაში - გაზაფხული დაიწყო

გეტა ბოლნისის რაიონის სოფელია - ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებული. წელიწადში ერთხელ გეტაში „კარგი ამბების“ დღე დგება. ამ დღეს პირად საქმეებზე არ ლაპარაკობენ და რამე ზოგადსა და კარგს განიხილავენ, რადგან საუბარს შეიძლება კარზე აკრული მეზობელი უსმენდეს. ეს ნოვრუზ ბაირამის ერთ-ერთი ტრადიციაა. ​ „მაგალითად, ვიღაცას უნდა გაიგოს, ინსტიტუტში ჩააბარებს თუ არა. ღამე ჩუმად მივა მეზობლის სახლთან და მოუსმენს, სახლში რას ლაპარაკობენ. თუ კარგ რამეს ამბობენ, ესე იგი ჩააბარებს, თუ არა - არა. ამიტომ, ყველა ცდილობს ბაირამობა დღეს ცუდი არაფერი თქვას. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შვედეთის პარლამენტმა ოფიციალურად დაუჭირა მხარი ნატოში ქვეყნის გაწევრიანებას

შვედეთის პარლამენტმა, რიქსდაგმა, ოთხშაბათს მოიწონა კანონპროექტი, რომელიც ნატოში ქვეყნის გაწევრიანების უფლებას იძლევა. დოკუმენტს ხმა მისცა 269 დეპუტატმა - როგორც მმართველი კოალიციის წარმომადგენლებმა, ისე ოპოზიციონერმა სოციალ-დემოკრატებმა და მემარჯვენე პოპულისტებმა პარტიიდან „შვედი დემოკრატები“. წინააღმდეგ ხმები მისცა 37-მა დეპუტატმა ორი ოპოზიციური მემარცხენე პარტიიდან. კენჭისყრის შედეგი მოსალოდნელი იყო. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შვედეთმა შარშან მაისში უდიდესი პოლიტიკური ძალების კონსენსუსის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„ვივამედმა" შესაძლოა, მოითხოვოს კლინიკაში სააკაშვილის დაყოვნების მიზანშეწონილობის შეფასება

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ განცხადებას აქვეყნებს კლინიკა „ვივამედი". კლინიკა აცხადებს, რომ, სავარაუდოდ, მიმართავს პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო სამსახურს, შეაფასოს პაციენტ სააკაშვილის კლინიკა „ვივამედში“ შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ბოლო თვის განმავლობაში სააკაშვილი იმყოფება მხოლოდ სიმპტომურ მკურნალობაზე, უნდობლობას აცხადებს მედპერსონალის მიმართ და უარს ამბობს შეთავაზებულ მკურნალობის სქემაზე. „შედეგად სამედიცინო ცენტრი „ვივამედი“... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გერმანიაში 49 წლის მამაკაცი Z-იანი მაისურისთვის დააჯარიმეს

გერმანიის ქალაქ ვისბადენის სასამართლომ რუსული წარმომავლობის მოქალაქე 1500 ევროთი დააჯარიმა მაისურის ტარებისთვის, რომელზეც გამოსახული იყო სიმბოლო Z. ამის შესახებ გაზეთი Frankfurter Allgemeine Zeitung-ი იტყობინება. სასამართლომ დაადგინა, რომ 49 წლის ელექტრიკოსი, რომლის ვინაობასაც არ ასახელებენ, სამსახურში მივიდა შავი მაისურით, რომელზეც თეთრი Z იყო გამოსახული. სასამართლო პროცესის განმავლობაში კაცმა თქვა, რომ რუსული მედიიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დაასკვნა, რომ უკრაინაში ხელისუფლებაში ნაცისტები მოვიდნენ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ურანის ბრიტანული ჭურვები - რუსეთის ახალი თავისტკივილი  

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივნის მოადგილემ, ბარონესა ანაბელ გოლდიმ (Annabel Goldie) განაცხადა, რომ ლონდონი უკრაინას მიაწვდის საარტილერიო ჭურვებს გაღარიბებული (დაქვეითებული აქტივობის) ურანის გულარებით. ამ განცხადებას რუსეთის ხელისუფლების, მათ შორის ვლადიმირ პუტინის უკიდურესად მწვავე რეაქცია მოჰყვა. მოსკოვი ბრიტანეთის ინიციატივას ისე წარმოაჩენს, თითქოს დასავლეთს ომის მსვლელობაში ბირთვული იარაღის კომპონენტი შეაქვს. დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ერთ-ერთი წევრის შეკითხვის პასუხად გოლდიმ განაცხადა, რომ ტანკების... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლიეტუვა აჩერებს მოქალაქეობაზე განაცხადების მიღებას რუსეთის მოქალაქეებისგან

ლიეტუვის სეიმმა პირველი წაკითხვით მიიღო კანონპროექტი, რომელიც აჩერებს რესპუბლიკის მოქალაქეობის მინიჭებაზე განაცხადების მიღებას რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისგან, ასევე ჩერდება უკვე შეტანილი განაცხადების განხილვა. კანონპროექტის მიღებას მხარი დაუჭირა 113-მა დეპუტატმა, ცხრამ თავი შეიკავა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა. როგორც ადრე განაცხადეს შესწორებების ავტორებმა, - შინაგან საქმეთა მინისტრმა აგნე ბილოტაიტემ და სეიმის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლაურინას კაშიუნასმა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მოციგურავე ანასტასია გუბანოვა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა

საქართველოს მოციგურავეთა ნაკრების ლიდერმა ანასტასია გუბანოვამ იაპონიის ქალაქ საიტამაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ფინალის საგზური მოიპოვა. 20 წლის სპორტსმენმა, რომელიც ყინულზე ევროპის მოქმედი ჩემპიონის რანგში გავიდა, მოკლე პროგრამა მეთერთმეტე ადგილით დაასრულა. გუბანოვა ჩემპიონატში ბოლო ექვსეულის წევრად ჩაება და მოკლე პროგრამა 65,40 ქულით დაასრულა, რაც ევროპირველობაზე ნაჩვენებ თავის საუკეთესო შედეგთან (69.81 ქულა) შედარებით მოკრძალებული შეფასებაა. ოცდათხუთმეტი მონაწილიდან ფინალურ, თავისუფალ პროგრამაში ოცდაოთხი საუკეთესო გადავიდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლევან იოსელიანი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, შეხვდა სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი. როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაზე ილაპარაკეს ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების სტანდარტებზე. „დღეს საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შევხვდი, ვისაუბრეთ ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების სტანდარტებზე და ინსტიტუციის დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე. სალომე ზურაბიშვილმა სახალხო დამცველთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა და ადამიანის უფლებათა დაცვითი საქმიანობის წარმართვაში მხარდაჭერა გამოგვიცხადა"... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ზაპოროჟიეში რუსეთის რაკეტა მოხვდა საცხოვრებელ სახლს, არის მსხვერპლი

უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეში 22 მარტს რუსეთის სარაკეტო იერიშის დროს რაკეტა მოხვდა ცხრასართულიან საცხოვრებელ სახლს. გაჩნდა ხანძარი, ცეცხლი მეზობელ სახლსაც წაეკიდა. ამჟამად ცნობილია, რომ დაღუპულია ერთი ადამიანი. 25 ადამიანი საავადმყოფოში მოათავსეს, მათ შორის ორი ბავშვი. როგორც ზაპოროჟიეს ქალაქის საბჭოს მდივანმა ანატოლი კურტევმა განაცხადა, დაჭრილთაგან სამის მდგომარეობა მძიმეა, ბავშვები მსუბუქად დაშავდნენ. გამოცემა „სუსპილნე“ აზუსტებს ზაპოროჟიეს სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით, რომ რაკეტა ორი იყო. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბასილაშვილის საქმე სააპელაციოში გრძელდება - პროკურორმა ახალი მტკიცებულების დაშვება ითხოვა

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ ძალადობის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში გრძელდება. დღეს, 22 მარტს, პირველი სხდომა გაიმართა, რომელზეც პროკურორმა ნათია გურულმა ახალი მტკიცებულების დართვისთვის მოსამართლეს შუამდგომლობა წერილობით და ასევე დისკის სახით წარუდგინა. მისი თქმით, შუამდგომლობის ნაწილი ეხება იმ საექსპერტო ბიუროს ექსპერტის საჯარო განცხადებებს, რომელმაც ნიკოლოზ ბასილაშვილის ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ჩაატარა. საუბარია ექსპერტ ნათია წერეთელზე, რომლის დასკვნა ადვოკატებმა საქალაქო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთი და საქართველო ავიამიმოსვლის აღდგენის "ზღურბლზე" არიან - რუსი დეპუტატი

რუსეთი და საქართველო პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის, ასევე ვიზების გაუქმების ზღვარზე არიან. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის ხელმძღვანელმა ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა. „ვესაუბრე უმაღლესი დონის ბევრ ოფიციალურ პირს, მათ შორის იმ საკითხებზე, რომლებსაც შევეხეთ. ძალიან მგრძნობიარე საკითხები, რომლებიც უნდა გადავწყვიტოთ, არის საჰაერო მიმოსვლა და რუსეთში ვიზების გაუქმება. უნდა ვთქვა, რომ ჩვენ ამ გადაწყვეტილებების "ზღურბლთან" ვართ“... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვოლოდიმირ ზელენსკი ბახმუტთან ფრონტს ესტუმრა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მოწინავე ხაზებს ესტუმრა დონეცკის ოლქში, ბახმუტის მახლობლად, რათა პირადად გადაეცა ჯილდოები განსაკუთრებით გამორჩეული მებრძოლებისთვის. „პატივი მაქვს, დღეს აქ ვიყო და დავაჯილდოო ჩვენი გმირები. ხელი ჩამოვართვა და მადლობა გადავუხადო ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვისთვის“, - დაწერა ზელენსკიმ ტელეგრამში საკუთარ არხში და ვიზიტის ამსახველი მოკლე ვიდეო გამოაქვეყნა. „ასეთი რთული ბედი გხვდათ წილად, ისტორიული ბედი - დაიცვათ ჩვენი მიწა და უკრაინა დაუბრუნოთ ჩვენს შვილებს“... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვიქტორ ჯაფარიძემ ტარიელ ნაკაიძეს პარლამენტის სხდომაზე მიკროფონი ჩაარტყა

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ ოპოზიციონერ, დამოუკიდებელ დეპუტატ ტარიელ ნაკაიძეს სხდომათა დარბაზში მიკროფონი ჩაარტყა. შემთხვევა სხდომის დაწყებიდან რამდენიმე წუთში მოხდა, მისი ამსახველი კადრები  ტელევიზიის ოპერატორებმა გადაიღეს. გავრცელებულ კადრებში კონფლიქტის დაწყების მიზეზის გარკვევა რთულია. "ინტერპრესნიუსის" ცნობით, "ხალხის ძალის" დეპუტატები მოპირდაპირე მხარეს მსხდომ ოპოზიციონერ კოლეგებს "აგენტებს" ეძახდნენ და ვითარების გამწვავებაც ამან გამოიწვია - ვიქტორ ჯაფარიძემ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სტუდენტებმა თსუ-ში აქცია გამართეს - შსს ამბობს, რომ სტუდქალაქში მცხოვრებთა მხოლოდ 20%-ია სტუდენტი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში 30-მდე სტუდენტმა აქცია გამართა. აქციის მონაწილეები მიუღებლად მიიჩნევენ სტუდენტურ საცხოვრებელში პოლიციელების მისვლას და მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო სამართალდამცველების საშუალებით იმ ახალგაზრდების დაშინებას ცდილობს, ვინც 7-9 მარტის აქციებში მონაწილეობდა. "მაისის სტუდენტური მოძრაობის" წევრებმა საპროტესტო აქცია მას შემდეგ დაგეგმეს, რაც ბაგების სტუდენტურ საცხოვრებელში მცხოვრებთა შესახებ ინფორმაციის შესაგროვებლად სტუდქალაქში ისე მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"რონდელის მსოფლიო რადარი": სი ძინპინი აშკარად უპირატეს მდგომარეობაშია პუტინთან შედარებით

რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი ბუკა პეტრიაშვილი სი ძინპინის მოსკოვში ვიზიტს ეხმაურება და თვლის, რომ ჩინეთის მხარდაჭერა რუსეთის მიმართ გაგრშელდება აქამდე არსებული ფორმით - "მორალური და პოლიტიკური მხარდაჭერა ბევრი რაღაცის სანაცვლოდ" და ის არ გადადგამს ნაბიჯებს, რომლებიც ჩინეთს საფრთხეს შეუქმნის.

Radiotavisupleba.ge 

საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინას 15,6 მილიარდი დოლარის კრედიტს გამოუყოფს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IWF) უკრაინას, რომელიც რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ ომს აწარმოებს 2022 წლის თებერვლის შემდეგ, შესთავაზებს 15,6 მილიარდი დოლარის საკრედიტო პროგრამას. ფონდის ხელმძღვანელობამ უნდა დაამტკიცოს კრედიტის დაბრუნების ოთხწლიანი ვადა, იტყობინება IWF-ი ვაშინგტონიდან. დახმარების პროგრამის მიზანია ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება „განსაკუთრებით მაღალი გაურკვევლობის პირობებში“ და მისი ზრდა ომის შემდგომი პერიოდის აღმშენებლობის დროს, იტყობინება ფონდი, რომელიც აღნიშნავს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვის ყოფილი მთავარი რაბინი კვლავ გამოდის ებრაელებისადმი მოწოდებით, დატოვონ რუსეთი

მოსკოვის ყოფილი რაბინი პინხას გოლდშმიდტი, რომელიც ერთი წელია  ემიგრაციაში ცხოვრობს, ებრაელებს რუსეთის დატოვებისკენ მოუწოდებს.   გოლდშმიდტმა, რომელიც რუსეთიდან წავიდა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ავსტრიის გაზეთ „პრესეს“ განუცხადა, რომ რუსეთი ანტისემიტიზმის ინსტრუმენტალიზებას მიმართავს. ამის მაგალითად, სხვა საკითხებს შორის, მან დაასახელა პროპაგანდა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის წინააღმდეგ და Jewish Agency-ს (ებრაული სააგენტო) აკრძალვა რუსეთში. მოსკოვის ყოფილი რაბინი გაზეთთან ინტერვიუში ამბობს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მუხიანში, საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში გარდაცვლილი კაცი იპოვეს

თბილისში, მუხიანის დასახლებაში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში კაცის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ლიფტში იყო ცეცხლის კვალიც. "ინტერპრესნიუსმა" ჩაწერა ერთ-ერთი მობინადრე, რომელმაც თქვა, რომ სახანძრო-სამაშველო ბრიგადა კორპუსში კვამლის სუნის გამო გამოიძახეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიცია ადგილზე საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს. ამ ეტაპზე ჯერ არ არის ცნობილი, რა კვალიფიკაცია მიენიჭება ამ შემთხვევას.

Radiotavisupleba.ge 

ბრიტანეთი აცხადებს, რომ უკრაინისთვის გაღარიბებული ურანის შემცველი ამუნიციის მიწოდება არ წარმოადგენს ბირთვულ ესკალაციას

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ თქვა, რომ უკრაინის ომში ბირთვული ესკალაცია არ ხდება. კლევერლიმ ეს 22 მარტს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის საპასუხოდ განაცხადა. პუტინმა დაგმო ლონდონის გეგმა, მიაწოდოს უკრაინას ამუნიცია გაღარიბებული ურანით. ბრიტანეთმა 20 მარტს გამოაცხადა, რომ უკრაინას აწვდის ამ ტიპის ამუნიციას, რომელიც მისი განსაკუთრებული ფიზიკური და სხვა თვისებების გამო გამოიყენება ტანკების და განსაკუთრებულად მტკიცე ჯავშნის წინააღმდეგ. „არ არის არავითარი ბირთვული ესკალაცია. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

არც სოხუმი და არც თბილისი ოფიციალური მოლაპარაკებებისთვის მზად არ არიან - ტოივო კლაარი

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ტოივო კლაარი „ფეიკს“ უწოდებს განცხადებებს იმის შესახებ, რომ აშშ და ევროკავშირი საქართველოს „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ კლაარმა აფხაზურ გამოცემა „ნუჟნაია გაზეტასთან“ ინტერვიუში განაცხადა. „მე შემიძლია ზუსტად და ერთმნიშვნელოვნად დავადასტურო, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ომისკენ არავინ უბიძგებს. აშშ-ის ელჩმა თბილისში დაადასტურა, მრავალგზის დაადასტურა, რომ აშშ-ის მხრიდან მსგავსი ზეწოლა არ არსებობს. ეს დეზინფორმაციაა“, - თქვა ტოივო კლაარმა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დანგრევა იგეგმება - თანამშრომლები უმუშევრად დარჩენაზე ღელავენ

საქართველოს მთავრობამ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საავადმყოფოს, ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის დანგრევის გადაწყვეტილება მიიღო. თანამშრომლებმა კი ამ დრომდე არ იციან, სად გააგრძელებენ მუშაობას ახალი შენობის აშენებამდე და იმუშავებენ თუ არა განახლებულ კლინიკაში. საავადმყოფო თბილისის ცენტრალურ უბანში - საბურთალოზე, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მდებარეობს. "დღეს კლინიკა დიდი გამოწვევის წინაშე დადგა. ჩვენთვის სრულიად მოულოდნელად ჯანდაცვის მინისტრმა დააანონსა რესპუბლიკურის შენობის ნგრევა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ანექსირებული სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორმა კიევი დაადანაშაულა საინფორმაციო შეტევაშიც

რუსეთის მიერ ანექსირებული სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორმა მიხაილ რაზვოჟაევმა „უკრაინელი ნაციონალისტები“ დაადანაშაულა დრონებით თავდასხმის შემდეგ, „საინფორმაციო შეტევის“ დაწყებაში. რაზვოჟაევმა ტელეგრამზე დაწერა, რომ მას შემდეგ, რაც "წარმატებით მოიგერიეს" სევასტოპოლზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა, რამდენიმე რადიოსადგურით გადაიცა ცრუ შეტყობინება ყირიმის ნახევარკუნძულიდან საბორნე გადასასვლელებით ევაკუაციის შესახებ. ე.წ. გუბერნატორმა მსგავს ცნობებს "ტყუილი" და "ბოდვა" უწოდა. მანამდე, რაზვოჟაევმა განაცხადა... Читать дальше...


Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о поддержке ИТ-сегмента отечественной экономики

POMPEYA и O! МАРГО выступят на фестивале «НЕБО»

вхожу в интернет и меня здесь нет геополитика

Представители KAMA TYRES приняли участие в 57-й легкоатлетической эстафете



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

ЗАКОН и ПОРЯДОК

Книжные новинки, лаборатория текста и иллюстраций — ждут гостей Московского детского фестиваля искусств «НЕБО»

Елена Шерипова: самые модные головные уборы на лето

Процентов — максимум: «Выберу.ру» подготовил рейтинг лучших вкладов на полгода в мае 2024 года

Музыкальные новости

Зомби-экшен Zombiehood позволяет погрузиться в эпоху 90-х

Загородный банкет: разбираем тонкости, смотрим на лучшее

Выгодно ли покупать квартиру в новостройке?

Футбольный фестиваль «ЦСКА — все сюда!» пройдет в Домодедове

Новости России

«СВЯТОЙ ЛЕНИН» легально изготавливает армии и спецслужбы. 6 серия. СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.

«СВЯТОЙ ЛЕНИН» легально изготавливает армии и спецслужбы. 6 серия. СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.

Лучший HR-бренд – «Грузовичкоф»

Выгодно ли покупать квартиру в новостройке?

Экология в России и мире

Eleganzza весна-лето 2024

Генералов много, а Норат Тер-Григорьянц один!

Всеармянский союз «Гардман-Ширван-Нахиджеван» осуждает лживое заявление президента Азербайджана Алиева

Стильные образы на лето, в которых вы покорите окружающих

Спорт в России и мире

Надежда Петрова высказалась о перспективах Арины Соболенко снова возглавить рейтинг WTA

Последний танец Надаля и юбка Сюзанн Ленглен: 6 важных фактов о «Ролан Гаррос»-2024

Медведев пошутил о том, что часто проводит ночные матчи на турнирах «Большого шлема»

Пресс-служба WTA мемом отреагировала на тяжёлую победу Свёнтек над Осакой

Moscow.media

На закате.

Прокуратура не будет требовать уничтожить “Вредные советы” Остера

ТСД промышленного класса Saotron RT-T60

Завершен монтаж пролетного строения моста через Волгу на обходе Твери







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *