Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Март
2023

Новости за 05.03.2023

Radiotavisupleba.ge 

მოსკოველებმა აღნიშნეს სტალინის სიკვდილის 70-ე წლისთავი

მოსკოვში, წითელ მოედანზე 5 მარტს თავი მოიყარა ათასზე მეტმა მოქალაქემ, საბჭოთა დიქტატორის, სტალინის სიკვდილის 70-ე წლისთავის აღნიშვნის მიზნით. სტალინის მემკვიდრეობა აჩრდილად გასდევს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მიმდინარე ომს. კიევი აცხადებს, რომ რუსეთის თავდასხმას საფუძვლად უდევს სტალინის პერიოდის იმპერიალისტური მიდრეკილებები, ხოლო რუსეთის შიგნით ხელისუფლების კრიტიკოსების მკაცრი ჩახშობა საბჭოთა მეთოდებს მოგვაგონებს. წითელი დროშებით და სტალინის პორტრეტებით ხელში, მოქალაქეები გრძელ რიგში იდგნენ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირს ჯერ არ უნახავს მტკიცებულება, რომ ჩინეთი განიხილავს რუსეთისთვის იარაღის მიწოდებას

ევროკავშირს აშშ-სგან "ჯერჯერობით არ უნახავს მტკიცებულება", რომელიც მიანიშნებდა, რომ ჩინეთი განიხილავს რუსეთისთვის იარაღის მიწოდებას უკრაინის ომისთვის - განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურზულა ფონ დერ ლაიენმა 5 მარტს. ასეთი მიწოდების შემთხვევაში ჩინეთისთვის სანქციების დაწესების საკითხთან მიმართებით ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ ეს "ჰიპოთეზური კითხვაა, რომელსაც პასუხი გაეცემა მხოლოდ მაშინ, თუ ის რეალობა და ფაქტი გახდება". ფონ დერ ლაიენი ამ განცხადებებით აღმოსავლეთ გერმანიაში გამოვიდა, გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან ერთად. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"ვაგნერი" გადაბირების ცენტრებს რუსეთის სპორტულ კლუბებშიც ხსნის

რუსულმა გასამხედროებულმა ჯგუფმა, "ვაგნერმა" - რომელიც უკრაინაში რუსეთის რეგულარულ და გაწვეულ სამხედროებთან ერთად იბრძვის - ბოლო სამ დღეში სულ მცირე სამი გადაბირების ცენტრი გახსნა რუსეთის სპორტულ კლუბებში. ამ ინფორმაციას ავრცელებს აშშ-ში განთავსებული ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW). "ვაგნერის" დაქირავებულ სამხედროთა რიგებში უკვე არიან მსჯავრდებულები, რომლებსაც ექვსთვიანი სამსახურის შემდეგ თავისუფლებას დაპირდნენ.  ISW ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება გადაბირების ცენტრების გახსნაზე დინამოს სპორტულ ობიექტზე სამარაში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პუბლიკის და ტაბულის ჟურნალისტებს პარლამენტმა აკრედიტაცია შეუჩერა

ონლაინ გამოცემა პუბლიკა ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პარლამენტის აპარატმა აკრედიტაცია 1 თვით შეუჩერა მათ სამ ჟურნალისტს, ნათია ამირანაშვილს, ქეთი გოგუაძესა და ნათია ლევერაშვილს. „პუბლიკას“ პარლამენტის აპარატიდან აცნობეს, რომ გადაწყვეტილების წერილობით დასაბუთებას აკრედიტებული ჟურნალისტებისთვის პარლამენტში მუშაობის შეზღუდვაზე სამუშაო დღეს ჩააბარებენ. „პუბლიკის“ ჟურნალისტები, სხვა მედიასაშუალებებთან ერთად, ხუთშაბათს, 2 მარტს პარლამენტის შენობაში გაერთიანებული კომიტეტის სხდომის გამო იმყოფებოდნენ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბრიტანეთი: რუს რეზერვისტებს უკრაინელთა პოზიციებთან საბრძოლველად "იარაღით და ნიჩბებით" გზავნიან

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინის ომზე თავის ყოველდღიურ ანგარიშში წერს, რომ მობილიზებულ რუს რეზერვისტებს უკრაინელთა პოზიციებზე შეტევებში გზავნიან "ცეცხლსასროლი იარაღით და ნიჩბებით" შეიარაღებულებს.    "სტანდარტული წარმოების,  MPL-50-ის ტიპის სათხრელი იარაღის ლეტალურობა რუსეთში განსაკუთრებით მითოლოგიზებულია" - წერს სამინისტრო. "ცოტა რამ თუ შეიცვალა 1869 წელს მისი შექმნის მერე - მისი იარაღად კვლავ და კვლავ გამოყენება წარმოაჩენს სასტიკ და დაბალტექნოლოგიურ ბრძოლას, რომელიც დიდწილადაა ამ ომის მახასიათებელი"... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პატიმრობა შეეფარდა მერიის გარემოს დაცვის სამსახურის ყოფილ უფროსს ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე

მერიის ყოფილ მაღალჩინოსანს, გარემოს დაცვის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, გიგა გიგაშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა საქალაქო სასამართლომ - გიგაშვილს ბრალი პროკურატურამ ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დღეს წარუდგინა. მას ბრალად სამსახურებრივი გულგრილობა ედება, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნატო ხუჯაძემ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთ ღონისძიებად წინასწარი პატიმრობის გამოყენების შესახებ. დაცვის მხარე ითხოვდა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ყარაბაღელი სომხები და აზერბაიჯანი იუწყებიან მსხვერპლზე განახლებული ძალადობისას

მთიანი ყარაბაღის ეთნიკურად სომეხი წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სამი სომეხი პოლიციელი დაიღუპა სროლაში აზერბაიჯანელი საბოტაჟის ჯგუფის მხრიდან შეტევის დროს, ხოლო ბაქო აცხადებს, რომ აზერბაიჯანის არმია ცდილობდა არ დაეშვა სომხების მანქანებით სეპარატისტულ რეგიონში იარაღის შეტანა.  "პოლიცია მანქანით მოძრაობდა ყარაბაღის მხრიდან ჩვენი პოლიციის სადგურის მიმართულებით" - აცხადებს მთიანი ყარაბაღის დე-ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო მინისტრი 5 მარტს და დასძენს, რომ მანქანაში არც იარაღი იყო და არც ტყვია-წამალი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის შეტევების გაძლიერების ფონზე, უკრაინის თავდაცვა კვლავ ითხოვს დასავლურ საბრძოლო თვითმფრინავებს

უკრაინის საჰაერო ძალების პრესმდივანი 5 მარტს კიდევ ერთხელ გამოვიდა მოწოდებით უკრაინას მიეწოდოს თანამედროვე დასავლური საბრძოლო თვითმფრინავები, უწინარესად აშშ-ის წარმოების F-16, რუსეთის მხრიდან შორი რადიუსის რაკეტებით და ბომბებით გაძლიერებული თავდასხმების ფონზე.  პრესმდივანმა, იური იგნატმა სატელევიზიო გამოსვლაში განაცხადა, რომ ამგვარი საჰაერო ხომალდები უკრაინას საშუალებას მისცემდა მოეგერებინა რუსეთის თვითმფრინავები, რომლებიც ასეთ იარაღს ისვრიან. იგნატის თქმით, რუსეთის მხრიდან დონბასზე შეტევების ინტენსიფიკაცია სხვა არეალებსაც დაეტყო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სააკაშვილი BILD-თან ინტერვიუში: პუტინმა ისაუბრა, რომ "კვერცხებით" დამკიდებდა

გერმანული გამოცემა BILD-ი ექსპრეზიდენტ სააკაშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს. კლინიკიდან გამოგზავნილ ფურცლებზე პატიმარი ჟურნალისტებს წერს, რომ თავს პუტინის პირად პატიმრად მიიჩნევს და ამის თქმის საფუძველს აძლევს პუტინის ფრაზა, რომ ის მას "კვერცხებით დაკიდებდა." "მან და მედვედევმა რამდენჯერმე ისაუბრეს ჩემი გასამართლების აუცილებლობაზე. მათ 2 მილიარდი დოლარი მისცეს ივანიშვილს საარჩევნო კამპანიის წარმოებაზე. ეს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ტოლი იყო. პირველი საქმეები აღიძრა როგორც კი მე ოდესის გუბერნატორი გავხდი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მიღწეულია საერთაშორისო შეთანხმება საზღვაო ბიომრავალფეროვნების დასაცავად

4 მარტს გაეროს წევრი ქვეყნები პირველად შეთანხმდნენ ერთიან ხელშეკრულებაზე საზღვაო ბიომრავალფეროვნების დასაცავად საერთაშორისო წყლებში - რითიც დასრულდა ნიუ-იორკში ორი კვირის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებები. შეთანხმების თანახმად, 2030 წლისთვის ოკეანის წყლების 30 პროცენტამდე გახდება დაცული აკვატორია - რაც შესაძლებელს გახდის საზღვაო ფლორის და ფაუნის დაცვასა და აღდგენას.  საზღვაო კანონზე გაეროს კონვენცია 1994 წელს ამოქმედდა - ჯერ კიდევ მაშინ, როცა საზღვაო ბიომრავალფეროვნება არ იყო ცნებად მყარად დამკვიდრებული. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ესტონეთში არჩევნებია, პარტიებს განსხვავებული პოზიციები აქვთ უკრაინის დახმარებაზე

5 მარტს ესტონეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს, რომლის შედეგადაც, შესაძლოა, გაძლიერდნენ უკრაინისთვის იარაღის შემდგომი მიწოდების მოწინააღმდეგე, ულტრამემარჯვენე ნაციონალისტები.  გამოკითხვების შედეგების მიხედვით ვარაუდობენ, რომ არჩევნებში გამარჯვებას მოიპოვებს პრემიერ-მინისტრ კაია კალასის მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია, თუმცა, მას ალბათ კოალიციის შექმნა დასჭირდება ხელისუფლებაში დასარჩენად.   ბალტიისპირეთის ეს ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის და ნატოს წევრია, ბოლო წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჩინეთი ზრდის სამხედრო ხარჯებს, "საფრთხეების ესკალაციის" გამო

ჩინეთმა 5 მარტს გამოაცხადა, რომ ზრდის ხარჯებს სამხედრო სფეროში, და გამოვიდა გაფრთხილებით, რომ უცხოეთიდან მომდინარე საფრთხეები "ესკალაციას" განიცდის. ეს განცხადებები გაკეთდა ქვეყნის გენერალური ხაზის მხარდამჭერი პარლამენტის სხდომაზე, რომელიც, გავრცელებული მოლოდინით, სი ძინპინს პრეზიდენტობის მესამე ვადას მიანიჭებს.  ჩინეთი, რომელსაც მსოფლიოში სიდიდით მეორე თავდაცვის ბიუჯეტი აქვს, აცხადებს, რომ მომავალ წელს მიზნად ისახავს ეკონომიკის დაახლოებით ხუთი პროცენტით გაზრდას - რაც ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი: რუსეთმა "წააგო ენერგიის ომი"

ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) ხელმძღვანელის, ფატიჰ ბიროლის განცხადებით, რუსეთმა - ერთ დროს "ენერგიის გლობალური სისტემის ერთ-ერთმა ქვაკუთხედმა" - დაკარგა გაზის, ნავთობისა და ქვანახშირის წამყვანი ექსპორტიორის როლი.   "რუსეთმა წააგო ენერგიის ომი" - უთხრა ბიროლმა საფრანგეთში გამომავალ Liberation-ს 4 მარტს გამოქვეყნებულ ინტერვიუში. რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრას მან უწოდა "გადამწყვეტი მომენტი" და დასძინა - "მსოფლიო არასოდეს გამხდარა ასეთი სიღრმის და კომპლექსურობის ენერგეტიკული კრიზისის მოწმე". Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თურქეთი აცხადებს, რომ მუშაობს მარცვლეულის გადაზიდვის შეთანხმების გახანგრძლივებაზე

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს მიერ 5 მარტს გაკეთებული განცხადების თანახმად, ანკარა აქტიურად მუშაობს საიმისოდ, რომ გახანგრძლივდეს გაეროს მხარდაჭერით შემოღებული ინიციატივა, რომლის პირობებითაც უკრაინამ შეძლო მარცვლეულის ექსპორტი რუსეთის მიერ ბლოკირებული პორტებიდან.  შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა გასული წლის ივლისში გაეროსა და თურქეთის შუამავლობით მიიღეს, და მან სამი პორტიდან გახადა შესაძლებელი უკრაინის მარცვლეულის ექსპორტი. შეთანხმება ნოემბერში გახანგრძლივდა და მას ამჟამად 18 მარტს გასდის ვადა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლატვიის პრემიერი მხარს უჭერს უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებას

ლატვიის პრემიერ-მინისტრი, კრიშიანის კარინში მხარს უჭერს უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებას - "ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ არ უნდა გაგზავნოს დასავლეთმა საბრძოლო თვითმფრინავები... თუ უკრაინას ისინი სჭირდება, უნდა მიიღოს", უთხრა მან გერმანულ გამოცემა Der Spiegel-ს. კარინშის თქმით, უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდება უბრალოდ დროის საკითხია. ლატვიის პრემიერ-მინისტრი თვლის, რომ ევროპის ყველა ქვეყანამ უნდა გააძლიეროს თავდაცვის ინდუსტრია, გერმანიის ჩათვლით.

Radiotavisupleba.ge 

ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე პროკურატურამ ბრალი კიდევ 2 პირს და 3 კომპანიას წარუდგინა

ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვილი მარიტა მეფარიშვილის საქმეზე, პროკურატურამ ბრალი წაუყენა კიდევ ორ ადამიანს, მერიის გარემოს დაცვის სამსახურის ყოფილ უფროსს და კომპანია  ,,ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ სპეციალისტს, ასევე ვაკის პარკის შადრევნის რეაბილიტაციის პროცესში ჩართულ სამ იურიდიულ პირს.  თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის ხელმძღვანელს ბრალი წარედგინა სამსახურებრივი გულგრილობისთვის, მერიის კონტრაქტორი კომპანიის სპეციალისტს კი ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების გამო. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

11 ადამიანამდე გაიზარდა ზაპოროჟიეში სახლზე რუსეთის თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი

11 ადამიანამდე გაიზარდა რუსეთის მიერ უკრაინის სამხრეთის ქალაქ ზაპოროჟიეზე, ხუთსართულიან საცხოვრებელ სახლზე მიმდინარე კვირაში მიტანილი სარაკეტო იერიშის მსხვერპლთა რიცხვი, დაღუპულებს შორის ერთი ბავშვია. ამ ცნობას ავრცელებს უკრაინის საგანგებო ვითარებების სამსახური.  უკრაინის მხარე იუწყება, რომ 2 მარტის თავდასხმის შემდეგ ადგილიდან გაიტანა 300 ტონაზე მეტის მოცულობის ნანგრევები. გადარჩენილია სულ მცირე 11 ადამიანი.

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის არმია აცხადებს დიდ დანაკარგებზე რუსეთის მხარეს, გრძელდება შეტევები ბახმუტზე და სხვა ადგილებზე

უკრაინის არმია 5 მარტს აცხადებს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში მოიგერია მტრის 130-ზე მეტი შეტევა, და რომ რუსეთის მხარეს დიდი დანაკარგი მიადგა - თუმცა არ იუწყება აღმოსავლეთის ქალაქ ბახმუტის ბედზე, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, თითქმის სრულადაა რუსეთის ალყაში.  თავის ყოველდღიურ ანგარიშში 5 მარტს უკრაინის გენერალური შტაბი იუწყება რუსეთის შეტევებზე ბახმუტის, ავდეევკის, ლიმანის და შახტარის მიმართულებებით დონეცკში, ისევე, როგორც ჩრდილოეთით, ხარკოვის რეგიონში.  უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ანტისაომარი ნახატის გამო რუსეთში მოსწავლე თავშესაფრში განათავსეს - მამას მშობლობის უფლებას ართმევენ

რუსეთში, ტულის ოლქში მეექვსე კლასელი მოსწავლე თავშესაფარში გადაიყვანეს და მისი დატოვების უფლებას არ აძლევენ სკოლაში, ხატვის გაკვეთილზე ანტისაომარი ნახატის გამო - ადგილობრივი სასამართლო მამისთვის მშობლის უფლების ჩამორთმევაზეც მსჯელობს. ინფორმაციას რადიო თავისუფლების რუსულენოვანი გამოცემა "Настоящее Время" ავრცელებს ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით. მაშა მოსკალევა სოციალურ-სარეაბილიტაციო ცენტრში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც მან სკოლაში რუსული არმიის მხარდამჭერი ნახატის ნაცვლად უკრაინის დროშის ფონზე დახატა ქალი ბავშვით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სენატორი შაჰინი "აგენტების კანონზე:" იგივე გავლენა ექნება საქართველოზე, როგორიც მას რუსეთზე ჰქონდა, გააქრობს თავისუფალ აზრს

ამერიკელ სენატორ ჯინ შაჰინს მიაჩნია, რომ საქართველოში ინიცირებული კანონპროექტი უცხოელი აგენტების გამჭვირვალობის შესახებ ამერიკული "ფარას" მსგავსი არ არის და რომ ის რუსულის ანარეკლია. სენატორი ამბობს, რომ თუ კანონპროექტი დამტკიცდა, მან საქართველოში შეიძლება იგივე შედეგი მოიტანოს, როგორიც მას რუსეთში მოჰყვა - ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების და თავისუფალი მედიის გაქრობა. სენატორმა შაჰინმა საქართველოში "ხალხის ძალის" მიერ ინიციირებულ კანონპროექტებზე ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ილაპარაკა და შემაშფოთებელი უწოდა ამ ინიციატივას. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ზელენსკა: რუსი სამხედროების მხრიდან სექსუალური ძალადობის 171 შემთხვევაა გამოვლენილი

უკრაინის პროკურატურა რუსი სამხედროების მხრიდან უკრაინელებზე სექსუალური ძალადობის 171 შემთხვევას იძიებს. მსხვერპლთა შორის არიან ქალები, კაცები და ბავშვებიც - ომის დროს რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ ლვოვში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, რომელსაც ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლაც ესწრებოდა. "მსხვერპლთა შორის არ არიან მხოლოდ ქალები. მათგან 39 მამაკაცია, ხოლო 13 არასრულწლოვანი. ჩვენ ამ შემთხვევებზე მხოლოდ იმის წყალობით შევიტყვეთ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რეპრესირებულები, მასობრივი რეპრესიების წინააღმდეგ - აქცია გამართეს კულტურის სფეროდან გათავისუფლებულებმა

5 მარტს, თბილისში, მრგვალ ბაღში კულტურის სფეროდან სხვადასხვა დროს გათავისუფლებულებმა აქცია გამართეს "უცხო ქვეყნის აგენტების" კანონის წინააღმდეგ, რომლის განხილვაც პარლამენტის კომიტეტებში მიმდინარეობს და რომელსაც სამოქალაქო სექტორი "რეპრესიის იარაღად" და "რუსულ კანონად" მიიჩნევს. საქართველოს ეროვნული მუზეუმის და ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოდან გათავისუფლებულმა ადამიანებმა წაიკითხეს განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ კანონი საქართველოს უკან, რეპრესიულ წარსულში დააბრუნებს და მისი მიღება დაუშვებელია. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სალომე ზურაბიშვილი აშშ-ს ეწვევა სამუშაო ვიზიტით

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, სამუშაო ვიზიტით, 5 მარტს ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა და ნიუ იორკში, გაერო-ს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ქალთა სტატუსის შესახებ კომისიის 67-ე სესიას დაესწრება - ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსსამსახური ავრცელებს.  6 მარტს საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით მიმართავს გაეროს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებიც  გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ქალთა სტატუსის შესახებ სესიის ფარგლებში, ქალთა და გოგონათა გაძლიერების შესახებ, ინოვაციებზე, ტექნოლოგიურ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ირანში აქციები გამართეს იდუმალი დაავადების მქონე გოგონების მშობლებმა

ირანის მასშტაბით 4 მარტს ახალი აქციები გამართეს გოგონათა სკოლებში იდუმალი ავადმყოფობით დაავადებული მოსწავლეების მშობლებმა, ავადმყოფობის ახალი შემთხვევების გამოვლენის შესახებ ინფორმაციის ფონზე. გავრცელებული ცნობებით, პირველი ინციდენტი მოხდა ნოემბერში, როცა ქალაქ ყომში სკოლის 18 მოსწავლე გოგონა საავადმყოფოში მოხვდა, მათ შორის ღებინების, თავის ტკივილის, ხველის, სუნთქვის გართულების, გულისცემის გახშირების და კიდურების სისუსტისა და ტკივილის სიმპტომებით. მას შემდეგ გამოვლინდა ასობით მსგავსი შემთხვევა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ირანი გამოდის პირობით, რომ ითანამშრომლებს გაეროს ატომურ უწყებასთან

ირანი გამოდის პირობით, რომ ითანამშრომლებს გაეროს ბირთვულ უწყებასთან, რათა გადაწყდეს საკითხები, რომლებიც წამოიჭრა თითქმის ბირთვული იარაღისთვის საჭირო დონემდე გამდიდრებული ურანის გამო - რომელიც, როგორც იუწყებიან, შემოწმებისას იქნა აღმოჩენილი. ამის შესახებ ვკითხულობთ ერთობლივ განცხადებაში.  "ირანმა გამოთქვა მზაობა... გამოყოს დამატებითი ინფორმაცია და [უზრუნველჰყოს] ხელმისაწვდომობა უსაფრთხოების გამოკვეთილ  საკითხებთან მიმართებით" - ვკითხულობთ ირანის მთავრობისა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ერთობლივ განცხადებაში, 4 მარტს. Читать дальше...


Росгвардейцы огнем из стрелкового оружия уничтожают беспилотники ВСУ

«Компьютерный 3D-переводчик на жестовый язык» стал одним из победителей конкурса цифровых проектов и идей для людей с нарушением слуха «Мы услышим»

Заведующая поликлиническим отделением «Евроонко» Ольга Козлова выступила на Всероссийском кардиохирургическом саммите

В Йошкар-Оле росгвардейцы поздравили подшефных кадет с завершением учебного года



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

В Москве задержали разыскиваемого Интерполом гражданина Израиля

В школе искусств Люберец состоялся фестиваль «Творчество педагогов — детям»

«Оранжевый» уровень погодной опасности объявили в Москве на два дня

Росгвардейцы огнем из стрелкового оружия уничтожают беспилотники ВСУ

Музыкальные новости

Bungie wins a little walkin' around money in first of its kind jury trial against Destiny 2 cheat maker, but the victory will likely make it even easier for game companies to keep taking cheaters to court

Новый монитор Philips Evnia 49M2C8900L подарит игровой опыт высочайшего уровня

ONYX отправляется в Большой тур по России

«Россети Новосибирск» продолжает конструктивный диалог с бизнесом по вопросам подключения к электрическим сетям

Новости России

В Москве задержали разыскиваемого Интерполом гражданина Израиля

В школе искусств Люберец состоялся фестиваль «Творчество педагогов — детям»

Заведующая поликлиническим отделением «Евроонко» Ольга Козлова выступила на Всероссийском кардиохирургическом саммите

Руденко: Запад применяет грязные инструменты для внесения разлада между РФ и КНР

Экология в России и мире

Всеармянский союз «Гардман-Ширван-Нахиджеван» осуждает лживое заявление президента Азербайджана Алиева

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

Генералов много, а Норат Тер-Григорьянц один!

Правильная эксплуатация грузовых шин позволит продлить срок их службы

Спорт в России и мире

Парижские сюжеты: Медведев играл в кошки-мышки, Котов творил историю, Калинская заставляла нервничать Синнера

Рыбакина, Путинцева и Бублик стартуют на Ролан Гаррос. Кто в соперниках и чего ждать?

Российский теннисист Сафиуллин опустился на две позиции в рейтинге ATP

Арина Соболенко повторила уникальное достижение Азаренко на турнирах «Большого шлема»

Moscow.media

Портативный ТСД корпоративного класса Saotron RT-T70

Прокуратура не будет требовать уничтожить “Вредные советы” Остера

Портативный ТСД корпоративного класса Saotron RT-T70

Лето в урочище Кокоря







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *