Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Март
2023

Новости за 04.03.2023

Radiotavisupleba.ge 

ვითარება კრიტიკულია ბახმუტში, იუწყებიან, რომ მოქალაქეები ქალაქს ფეხით ტოვებენ

რუსეთის ძალების მხრიდან ინტენსიური შეტევის ქვეშ მყოფი ბახმუტიდან - უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქიდან - ვრცელდება ცნობები, რომ მოქალაქეები ქალაქს ფეხით ტოვებენ. რუსეთის არმია განაგრძობს იერიშებს, მათ ცეცხლი გაუხსნეს უკანასკნელ ღია გზებს ქალაქიდან. კიევი აცხადებს, რომ უკრაინელი მცველებისთვის ვითარება კრიტიკულია, თუმცა ისინი განაგრძობენ რეგიონში რუსეთის შეტევების მოგერიებას. უკრაინის სამხედროებმა 4 მარტს სააგენტო ასოშიეიტედ პრესს (AP) უთხრეს, რომ რუსეთის იერიშის შედეგად დაიღუპა ერთი ქალი დაიღუპა და მძიმედ დაიჭრა ორი კაცი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სათეატრო სფეროს წარმომადგენლები: აგენტების კანონის განხილვაც კი შეურაცხმყოფელია

სათეატრო სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პარლამენტში ინიციირებული "უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტიდან რომელიმეს მიღების შემთხვევაში მათ აღარ ექნებათ გარანტია, რომ მათი შემოქმედება იქნება დაცული. ამ შინარსის პეტიციას 200-მდე ხელოვანი უერთდება, ამ დროის [4 მარტი, 19:00 სთ] მონაცემებით. "ამ კანონის არათუ მიღება, არამედ ინიციირებაც კი შეურაცხმყოფელია საქართველოს მოქალაქეებისათვის, ქართული კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლებისათვის. თანამედროვე ქართული სათეატრო სცენა, მიუხედავად ბევრი პრობლემისა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საუნივერსიტეტო საზოგადოების პეტიცია: უარი თავისუფლების, ცოდნის და მომავლის კონტროლს

საუნივერსიტეტო სფეროს წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირებულ კანონპროექტებს, რომლითაც საერთაშორისო პარტნიორების დაფინანსებული არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები "უცხოური გავლენის აგენტებად" უნდა დარეგისტრირდნენ, თავისუფლების, ცოდნისა და მომავლის კონტროლად აფასებენ. საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის მიმართ პეტიციას 700-ზე მეტი ადამიანი შეუერთდა, ამ დროის [4 მარტი, 19:00 საათი] მონაცემებით. "მიგვაჩნია რა, რომ რომელიმე მათგანის კანონად ქცევის შემთხვევაში, ძალაუფლება შეიძენს საზოგადოებაზე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გერმანიის კომპანია მოლაპარაკებას აწარმოებს უკრაინაში ტანკების საწარმოს აშენებაზე

გერმანიის იარაღის მაწარმოებელი კომპანია Rheinmetall-ი "იმედისმომცემ" მოლაპარაკებას აწარმოებს უკრაინაში ტანკების საწარმოს აშენებაზე, იქ რუსეთის შეჭრის შემდეგ - აცხადებს გერმანული კომპანიის ხელმძღვანელი 5 მარტს გამოქვეყნებულ ინტერვიუში.  "Rheinmetall-ის ქარხანა უკრაინაში შეიძლება აიგოს 200 მილიონ ევროდ, და წელიწადში აწარმოოს 400-მდე Panther-ის ტიპის ტანკი" - უთხრა კომპანიის პრეზიდენტმა, არმინ პაპერგერმა გამოცემა Rheinische Post-ს. მისი თქმით, საწარმოს შესახებ გადაწყვეტილების მიღება ორ თვეშია მოსალოდნელი.

Radiotavisupleba.ge 

ეფესბემ მოსკოვის მცხოვრები ქალი დააკავა უკრაინის არმიისთვის ფინანსური დახმარების გაწევის ბრალდებით

ეფესბემ მოსკოვში მცხოვრები ქალი დააკავა სახელმწიფო ღალატის ეჭვით, უკრაინის არმიისთვის ფინანსური დახმარების გაწევის გამო - ამის შესახებ ცნობებს ავრცელებენ რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები. ლეფორტოვოს სასამართლომ დაკავებული ქალი ორი თვის ვადით მოათავსა საგამოძიებო იზოლატორში.  დაკავებული ქალის სახელს არ აკონკრეტებენ. საგანგებო სამსახური იუწყება, რომ ის მოსკოვში ცხოვრობს და რუსეთიდან გამგზავრების მცდელობისას დააკავეს.  სახელმწიფო ღალატის ბრალდება ითვალისწინებს 20 წლამდე პატიმრობას.  უფლებადამცველების თქმით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ევროპარლამენტის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკება წელს უნდა დაიწყოს

ევროპარლამენტის პრეზიდენტი გამოვიდა მოწოდებით, რომ  ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკება მიმდინარე წელს უნდა დაიწყოს, და კიევის მოკავშირეებს მიმართა თხოვნით გააძლიერონ იარაღის მიწოდება ქვეყანაში შეჭრილ რუსეთის ძალებთან მებრძოლი უკრაინის არმიისთვის.  4 მარტს, დასავლეთის ქალაქ ლვოვში ვიზიტისას რობერტა მეცოლამ შეხვედრები გამართა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და უკრაინის სხვა ოფიციალურ პირებთან. "იმედი მაქვს გაწევრიანების მოლაპარაკება უკვე წელს დაიწყება. უკრაინის მომავალი ევროკავშირშია"... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თბილისში, ეკლესიასთან სასულიერო პირი დაჭრეს

თბილისში, ნუცუბიძის დასახლებაში სასულიერო პირი ეკლესიასთან ახლოს დაჭრეს. 63 წლის კაცს ოთხი ჭრილობა აქვს მიყენებული. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. "მამაო ამოვიდა მომზადებული წირვისთვის. დილას წირვა უნდა ჩაეტარებინა. როგორც კი გადმოვიდა მანქანიდან, ასეთი ფაქტი მოხდა, ზურგის არეში აქვს მიყენებული ოთხი ჭრილობა. 63 წლის ადამიანია, უკონფლიქტო, ტკბილი და თბილი ადამიანია, წინაპირობა ამას არ ჰქონია", - უთხრა კიდევ ერთმა სასულიერო პირმა ტელეკომპანია "იმედს". საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პუტინი კრემლში შეხვდა რამზან კადიროვის 17 წლის ვაჟს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი კრემლში შეხვდა ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 17 წლის ვაჟს, ახმად კადიროვს. მათ ერთობლივ ფოტოებს ტელეგრამის არხზე რამზან კადიროვი აქვეყნებს.  როგორც იუწყებიან, რამზან კადიროვის უფროსმა შვილმა პუტინს მოახსენა ჩეჩნეთის რესპუბლიკაში გატარებულ ახალგაზრდულ პოლიტიკაზე. ბავშვების და ახალგაზრდობის მოძრაობის რეგიონული განყოფილების თავმჯდომარის პოსტზე ახმად კადიროვი 16 წლის ასაკში დაინიშნა.  ჩეჩნეთის ლიდერის სიტყვებით, პუტინმა ახალგაზრდა ჩინოვნიკს მოუთხრო მისი ბაბუის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ირანი აცხადებს, რომ აღმოჩენილია ლითიუმის დიდი რეზერვი

ირანი აცხადებს, რომ ქვეყანაში აღმოჩენილია ლითიუმის დიდი რაოდენობა - ერთ-ერთი მთავარი კომპონენტისა ბატარეებისთვის, რომლებსაც ელექტრონული მოწყობილობები იყენებენ. ამ ცნობას 4 მარტს სახელმწიფო მედია ავრცელებს. "ირანში პირველად აღმოჩენილია ლითიუმის რეზერვი ჰამედანში", ქვეყნის დასავლეთში, - იუწყება სახელმწიფო ტელევიზია მთავრობის წარმომადგენლის, მოჰამად ჰადი აჰმადის სიტყვებზე დაყრდნობით. აცხადებენ, რომ რეზერვი მოიცავს ლითიუმის "8,5 მილიონ ტონას". ლითიუმს უწოდებენ 21-ე საუკუნის ნავთობს, მისი მნიშვნელობის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

იტალიაში გარდაიცვალა ჟურნალისტი, რომელმაც "ექიმი ჟივაგოს" ხელნაწერი საბჭოთა კავშირიდან გაიტანა

იტალიაში 100 წლის ასაკში გარდაიცვალა ჟურნალისტი, სერჯო დ'ანჯელო - რომელმაც 1956 წელს საბჭოთა კავშირიდან გაიტანა ბორის პასტერნაკის რომანის, "ექიმი ჟივაგოს" ხელნაწერი. მისი სიკვდილის შესახებ ცნობას ავრცელებს გამოცემა l’Adige. დ'ანჯელო მოსკოვში 1956 წელს ჩავიდა, რადიოში სამუშაოდ. მას იტალიის კომუნისტური პარტიის წარმომადგენლებმა და გამომცემელმა ჯანჯაკომო ფელტრინელიმ სთხოვეს ეპოვა რუსი მწერლების ნაწარმოებები, რომლებიც დასავლელი მკითხველისთვის იქნებოდა საინტერესო. დ'ანჯელო პასტერნაკს შეხვდა და სთხოვა უფლება მისი წიგნის იტალიაში დაბეჭდვაზე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჩინეთი: თავდაცვის ბიუჯეტის ზრდის მიზანია გამკლავება "უსაფრთხოების კომპლექსურ გამოწვევებთან"

ჩინეთის თავდაცვის ბიუჯეტის ზრდა "შესაფერისი და გონივრულია", და მიზნად ისახავს გამკლავებას "უსაფრთხოების კომპლექსურ გამოწვევებთან" - აცხადებს ქვეყნის მთავარი პოლიტიკური ხაზის მხარდამჭერი პარლამენტის პრესმდივანი, ვან ჰაო, 4 მარტს.  ბიუჯეტის ზრდის ზუსტ მაჩვენებელს გამოაცხადებენ 5 მარტს, ეროვნული სახალხო კონგრესის ყოველწლიური სესიის გახსნაზე. პრესმდივანს არ დაუკონკრეტებია ეს მაჩვენებელი შარშანდელ მონაცემზე, 7,1 პროცენტზე მეტი იქნება, თუ ნაკლები. თუმცა, ვან ჰაოს თქმით, თავდაცვის ბიუჯეტი სტაბილური რჩება მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბოლნისის მუნიციპალიტეტში RMG-ის წინააღმდეგ აქცია გაიმართა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ გეტაში მოსახლეობამ ოქროს მომპოვებელი კომპანია - RMG-ის წინააღმდეგ აქცია გამართა და ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. მოსახლეობა ეწინააღმდეგება ახალი პროექტის განხორციელებას. "RMG ამ სოფელში გეგმავს კუდსაცავის მშენებლობას, რაც დიდ ზიანს მიაყენებს ადგილობრივების ჯანმრთელობას და ყოფას, ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას. მოსახლეობა ეწინააღმდეგება და სურთ, საკუთარი უფლებების დაცვა. ხელმოწერებით მიმართავენ, როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოს, სამინისტროს, პარლამენტის თავმჯდომარეს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პოლიციელის თქმით, არ უნდა შეეწინააღმდეგონ, თუნდაც არაკანონიერად აპატიმრებდნენ ვინმეს

პოლიციელი, რომელიც 2 მარტს პარლამენტის შენობის წინ დაკავებულ საქმეებზე წარმოადგენდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასამართლოს, ფიქრობს, რომ მოქალაქე არ უნდა შეეწინააღმდეგოს სამართალდამცავს მაშინაც კი, თუ ვინმეს არაკანონიერად აკავებს. ამის შესახებ პოლიციელმა ისაუბრა 3 მარტის სხდომაზე, როცა მოსამართლე ვალერიან ფილიშვილი იმედა კლდიაშვილის დაკავებაზე მსჯელობდა. კლდიაშვილი ამბობდა, რომ შეესწრო ფაქტს, როცა პოლიცია აქციის მონაწილეებს მხოლოდ იმის გამო აკავებდა, რომ პარლამენტის დეპუტატებს "მონას" ეძახდნენ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

IAEA-ის ხელმძღვანელი "დიდ მოლოდინებს" უკავშირებს ირანთან მოლაპარაკებას

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელი, რაფაელ გროსი 4 მარტს აცხადებს, რომ ირანთან მოლაპარაკება გრძელდება მნიშვნელოვანი საკითხების ორ ჯგუფზე, მათ შორის სამეცნიერო სექტორზე, და "დიდ მოლოდინებს" გამოთქვამს ამ პროცესთან მიმართებით. გროსიმ თეირანში შეხვედრები დაიწყო 3 მარტს. დიპლომატთა თქმით, მოლაპარაკებების მიზანია ირანს უბიძგონ თანამშრომლობისკენ, დეკლარირების მიღმა არსებულ ობიექტებზე აღმოჩენილი ურანის კვალის გარშემო - რომლის გამდიდრების დონეც ახლოს იყო იარაღისთვის საჭირო დონესთან. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

როგორ მოუწყო სტალინმა რეპრესიები საკუთარ ნათესავებს

1953 წლის 5 მარტს გარდაიცვალა იოსებ სტალინი, ადამიანი, რომელიც საბჭოთა კავშირს თითქმის 30 წელი ედგა სათავეში. მის სახელს უკავშირდება რეპრესიები, დაპატიმრებები, კატორღა, მრავალწლიანი იზოლაცია... მრავალი ადამიანის სასიკვდილო განაჩენზე ხელი პირადად სტალინმა მოაწერა. რეპრესიები შეეხო ინტელიგენციას, მეცნიერებს, სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფს. გამონაკლისი არც თავად სტალინის ოჯახი იყო. შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა სხვადასხვა წლებში დააკავა სტალინის პირველი ცოლის ძმა და მისი მეუღლე; მეორე ცოლის და და მისი ქმარი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

“ბელარუსში ცხოვრება” არ უნდა მოსამართლეს, რომელმაც 2 მარტის აქციის მონაწილე დააჯარიმა

მოსამართლე ვალერიან ფილიშვილი ფიქრობს, რომ აქციაზე "მონის" დაძახება შეიძლება ჯდებოდეს გამოხატვის თავისუფლებაში. თუმცა მან 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა მოქალაქეს პოლიციელისთვის ხელის შეშლისთვის, რომელიც ცდილობდა პარლამენტის დეპუტატისთვის "მონის" დაძახების გამო დაეკავებინა აქციის მონაწილე.

Radiotavisupleba.ge 

ლვოვში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა აშშ-ის გენერალური პროკურორი

აშშ-ის გენერალური პროკურორი, მერიკ გარლანდი მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა უკრაინაში, რათა მონაწილეობა მიიღო სამართლის საკითხებზე ლვოვში დანიშნულ საერთაშორისო კონფერენციაში - და კიდევ ერთხელ განაცხადა ვაშინგტონის მისწრაფებაზე, რუსეთმა პასუხი აგოს უკრაინაში შეჭრისას ჩადენილ დანაშაულებზე. "გენერალურმა პროკურორმა რამდენიმე შეხვედრა გამართა და კიდევ ერთხელ გაიმეორა ჩვენი მისწრაფება, რუსეთმა პასუხი აგოს დანაშაულებისთვის, რომლებიც ჩადენილ იქნა უსამართლო და არაპროვოცირებული შეჭრისას მის სუვერენულ მეზობელ ქვეყანაში"... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირი სანქციების გაფრთხილებით გამოდის, თუკი ჩინეთი "წითელ ხაზს" გადაკვეთს და რუსეთს იარაღს მიაწვდის

თუ ჩინეთი რუსეთს იარაღს მიაწვდის, ეს იქნება აბსოლუტური "წითელი ხაზი", - განაცხადა ევროკავშირის მაღალჩინოსანმა 3 მარტს და დასძინა, რომ ევროკავშირი ამას სანქციებით უპასუხებს. ამ განცხადებებმა გაიმეორა გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის მიერ ერთი დღით ადრე გამოთქმული გაფრთხილება პეკინისადმი, რომ მან ამგვარი დახმარება არ უნდა გამოუყოს მოსკოვს, რომელიც განაგრძობს უკრაინაში ომს. "არ მიაწოდოთ არანაირი იარაღი აგრესორ რუსეთს", - თქვა შოლცმა პარლამენტის წინაშე გამოსვლისას. ჩინეთი უარყოფს, რომ რუსეთის შეიარაღებას გეგმავს.

Radiotavisupleba.ge 

კიევი აცხადებს, რომ უკრაინის ძალები კვლავ იცავენ ბახმუტს, რუსეთი თითქმის სრულ ალყაზე ლაპარაკობს

უკრაინის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში მოიგერიეს რუსეთის რამდენიმე შეტევა ბახმუტზე - განაცხადა კიევმა 4 მარტს, მიუხედავად მოსკოვის მხარეს მებრძოლი ძალების განცხადებისა, რომ აღმოსავლეთის ქალაქი, რომელიც უკვე თვეებია რუსეთის შეტევების ფოკუსს წარმოადგენს, თითქმის სრულად ალყაშია მოქცეული.  მაგრამ დასავლელი სამხედრო ექსპერტები ამბობენ, რომ ვითარება ბახმუტში კრიტიკული რჩება და უკრაინის მცველებზე "სულ უფრო დიდი ზეწოლა" ხორციელდება.  აღმოსავლეთში, დონეცკის რეგიონში უკრაინის არმიამ მოიგერია რუსეთის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ევროპარლამენტის პრეზიდენტი უკრაინაში ჩავიდა

ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა უკრაინაში ჩავიდა. ის უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკს გაერთიანებული სამართლიანობისთვის კონფერენციის ფარგლებში შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია უკრაინის რადას ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. "გასული წელი უკრაინაში ნგრევის წელი იყო, დარწმუნებული ვარ, მომავალი წელი ჩვენი გამარჯვების წელი იქნება. ევროპარლამენტი უდავოდ უკრაინის მხარდაჭერის სათავეშია. გმადლობთ, რომ წელს უკრაინასთან ერთად ხართ!" - თქვა რუსლან სტეფანჩუკმა. მანვე აღნიშნა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"საირმის" თანამშრომლები მე-20 დღეა გაფიცულები არიან

მინერალური წყლის კომპანია "საირმის" (შპს "საირმე მინერალ ვოთერსის") თანამშრომლები მე-20 დღეა გაფიცულები არიან. მათი მოთხოვნაა უსაფრთხო გახდეს სამუშაო სივრცე და გაეზარდოთ ანაზღაურება. იმის გამო, რომ ამ დრომდე ვერ ხდება ამ საკითხზე კომპანიის მენეჯმენტსა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის შეთანხმება, 6 მარტს თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან აქციის გამართვა იგეგმება. გაფიცულ თანამშრომლებს უფლებების დაცვაში აგრო მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირი "ლაბორ" ეხმარება. კომპანია "საირმე"... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჯო ბაიდენი: ბერლინი და ვაშინგტონი „ფეხაწყობილი“ არიან უკრაინის დახმარების საქმეში

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 3 მარტს თეთრ სახლში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრისას განაცხადა, რომ უკრაინის მიმართ გფრ-ს ლიდერის მხარდაჭერას უზარმაზარი მნიშვნელობა ჰქონდა. ბაიდენმა აღნიშნა, რომ ბერლინი და ვაშინგტონი „ფეხაწყობილი“ მიდიან ამ საქმეში. „თქვენ გააქტიურდით და კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარება გასწიეთ. მე ვიტყოდი, სამხედრო დახმარების გარდა თქვენ უკრაინელებს დიდი მორალური მხარდაჭერა აღმოუჩინეთ,“ თქვა ბაიდენმა. „თქვენ შინ ისტორიული ცვლილებები დაიწყეთ: გაზარდეთ თავდაცვის ხარჯები და ენერგიის დივერსიფიკაცია... Читать дальше...


Диарея путешественника: доктор Кутушов рассказал как защититься от отравления в отпуске

Эксперты Центра лечебной педагогики приняли участие в IV Форуме руководителей организаций «Мы в ответе за наших детей» и провели курс повышения квалификации для специалистов

Музей Победы пригласил на познавательные программы в летние каникулы

6 полигонов ТКО планируют рекультивировать в Подмосковье в этом году



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Музей Победы пригласил на познавательные программы в летние каникулы

Диарея путешественника: доктор Кутушов рассказал как защититься от отравления в отпуске

Свыше 50 гидравлических испытаний теплосетей Солнечногорска проведут в июне

Как отдыхаем в июне?

Музыкальные новости

Почта России помогла детям-подопечным благотворительных фондов встретиться с футболистами ЦСКА

Почта России помогла ребёнку из Ижевска, подопечному благотворительного фонда, встретиться с футболистами ЦСКА

Новый монитор Philips Evnia 49M2C8900L подарит игровой опыт высочайшего уровня

Путин запретил списывать пенсии детей-инвалидов при взыскании долгов

Новости России

В Москве неадекват порезал ножом несколько человек и напросился на пулю

Юбилейный Wine Picnic 2024 в Яхт-клубе «Галс»

Эстония хочет поставить Россию на колени, пропажа пограничных буйков и как Нарва оказалась в Эстонии

6 полигонов ТКО планируют рекультивировать в Подмосковье в этом году

Экология в России и мире

Доктор Кутушов назвал болезни, которые поджидают отдыхающих у водоёмов

Правильная эксплуатация грузовых шин позволит продлить срок их службы

Стало известно, как туроператоры будут возить российских туристов на курорты Египта

Китайский аналог H&M может запустить до 500 магазинов в России

Спорт в России и мире

В России отреагировали на "скрытую баранку" и достижение Рыбакиной на Ролан Гаррос

Соболенко победила на старте открытого чемпионата Франции по теннису

Елене Рыбакиной поставили неожиданный «диагноз»

Касаткина о романе Синнера и Калинской: рада, больше ничего не хочу говорить

Moscow.media

Эксперт по семейному капиталу Светлана Петрова: как быстро накопить на авто

Завершен монтаж пролетного строения моста через Волгу на обходе Твери

Крупная авария в деревне Образцово Орловского МО. Движение затруднено

Лето в урочище Кокоря







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *