Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Март
2023

Новости за 09.03.2023

Radiotavisupleba.ge 

მამუკა მდინარაძემ განმარტა 10 მარტის პლენარული სხდომის ჩატარების პროცედურები

9 მარტს ცნობილი გახდა, რომ პარლამენტი მოულოდნელად, 10 მარტს გამართავს პლენარულ სხდომას, რომლის დღის წესრიგში ერთადერთი საკითხი - „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტის მეორე მოსმენით კენჭისყრაზე „ჩაგდება" იქნება. ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განმარტა, სხდომისა და კენჭისყრის ჩატარების პროცედურები.  „ასეთი იურიდიული გადაწყვეტა მოვიფიქრეთ ამ ყველაფრის გამოსარიცხად: კომიტეტი ვერ ტარდება სასესიო კვირაში, მაგრამ ამ მოცემულ შემთხვევაში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს, რომელიც ევროპისკენ შეტრიალდა, შეუძლია ჰქონდეს საფრანგეთის მეგობრობის იმედი - მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, ტვიტერით ეხმაურება საქართველოში ე.წ. „აგენტების“ შესახებ კანონის გაწვევის გადაწყვეტილებას და წერს, რომ საქართველოს შეუძლია ჰქონდეს საფრანგეთის მეგობრობის იმედი: “გაგონილ იქნა დემოკრატიული ღირებულებებისთვის, მედიის თავისუფლებისა და გაერთიანების თავისუფლებისთვის ქართველების ერთგულება. საქართველომ, რომელიც ევროპისკენ შეტრიალდა, იცის, რომ მას შეუძლია საფრანგეთის მეგობრობის იმედი ჰქონდეს”, - წერს ის. საზოგადოებრივი პროტესტისა და საერთაშორისო კრიტიკის ფონზე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

Variety: ამერიკის კინოაკადემიამ უარი თქვა ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვის ჩვენებაზე "ოსკარით" დაჯილდოების ცერემონიაზე

ამერიკის კინოაკადემიამ უარი თქვა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვის ჩვენებაზე "ოსკარით" დაჯილდოების ცერემონიისას. ამის შესახებ იტყობინება ჟურნალი Variety წყაროზე დაყრდნობით. გამოცემა აღნიშნავს, რომ "ოსკარის" ორგანიზატორებმა უკვე მეორედ უთხრეს უარი კიევს. ზელენსკის ადმინისტრაციას ოფიციალურად არ უცნობებია პრეზიდენტის სურვილის შესახებ, სიტყვით გამოსულიყო ცერემონიაზე. უკრაინელი პრეზიდენტის მიმართვა აჩვენეს კანის, ვენეციისა და ბერლინის კინოფესტივალებზე და "ოქროს გლობუსის" პრიზებით დაჯილდოების ცერემონიაზე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნავალნის თანამებრძოლმა, ვოლკოვმა შეაჩერა საზოგადოებრივი საქმიანობა ევროკავშირისთვის მიწერილ წერილის გამო დაპირისპირების ფონზე

ლეონიდ ვოლკოვი, საპატიმროში მყოფი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ერთ-ერთი მთავარი თანამებრძოლი, ამბობს, რომ ის აჩერებს თავის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საქმიანობას. ამის მიზეზია ის, რომ მან ადრე უარყო, რომ ხელი მოაწერა წერილს, რომლის ავტორები მოითხოვდნენ ლონდონში მცხოვრები ზოგიერთი რუსი ოლიგარქისთვის ევროპის კავშირის მიერ დაწესებული სანქციების გაუქმებას, თუმცა შემდეგ აღიარა, რომ იცრუა თავისი მოქმედებების შესახებ. ვოლკოვმა, ნავალნის საერთაშორისო ანტიკორუფციული ფონდის (MFBK) თავმჯდომარემ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ინტერვიუ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან

ტოდ. დ. რობინსონი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ანტინარკოტიკულ და სამართალდაცვის საკითხებში 6-8 მარტს სტუმრობდა თბილისს. აქ გამართულ შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ ე.წ. „აგენტების კანონთან“ დაკავშირებით შექმნილი პოლიტიკური კრიზისი და მის მიმართ აშშ-ის მთავრობის დამოკიდებულება იყო:

Radiotavisupleba.ge 

10 მარტს პლენარული სხდომის პარალელურად პარლამენტთან აქცია გაიმართება

10 მარტს, 11 საათზე, პარლამენტთან მორიგი აქცია გაიმართება. რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა აქციის ორგანიზატორებმა აქციის გამართვა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ცნობილი გახდა, რომ ხვალ, 12 საათზე პარლამენტში პლენარული სხდომა დაიგეგმა. პარლამენტის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ 10 მარტს მხოლოდ ერთი საკითხი იქნება დღის წესრიგში - „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტის მეორე მოსმენით კენჭისყრაზე „ჩაგდება". „ხვალ 11 საათზე აქ იქნებიან პარლამენტარები, ის ხალხი, ვინც მშვიდობიანად უნდა გავისტუმროთ ამ ქვეყნის ხელისუფლებიდან. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რომ შევარდეს, რა უნდა გააკეთოს იქ?! - ისევ "ხელისუფლების გადატრიალებაზე" და ისევ ფარული ჩანაწერები

"ქართული ოცნება", რომელსაც ახალგაზრდების მძლავრი საპროტესტო აქციების ფონზე, ე.წ. აგენტების კანონპროექტების დათმობა უწევს, კვლავ "ხელისუფლების გადატრიალების" სცენარზე ლაპარაკობს და ამ ვერსიის მტკიცებულებებად ორ ფარულ ვიდეოჩანაწერს იყენებს.

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ი სანქციებს უწესებს ჩინეთში ქსელს, რომელიც ირანს ეხმარება

შეერთებულმა შტატებმა 9 მარტს სანქციები დაუწესა ჩინეთში დაფუძნებულ ქსელს, რომელიც მხარს უჭერს ირანს უპილოტო საფრენი მოწყობილობების შეძენის საქმეში, განაცხადა ფინანსთა სამინისტრომ. ქსელი "პასუხისმგებელია ათასობით საჰაერო-კოსმოსური კომპონენტის გაყიდვასა და გადაზიდვისთვის, იმ კომპონენტების ჩათვლით, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნას უპილოტო საფრენი მოწყობილობებისთვის", ნათქვამია განცხადებაში. ფინანსთა სამინისტრომ ასევე დაუწესა სანქციები 39 ორგანიზაციას, რომლებიც, მისი თქმით, ხელს უწყობდნენ ირანის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

10 მარტს პარლამენტის პლენარული სხდომა დანიშნეს - დღის წესრიგში ერთი საკითხი იქნება

საქართველოს პარლამენტის ვებსაიტის თანახმად, ხვალ, 10 მარტს, ბიუროს სხდომა დაინიშნა. 12:00 საათზე კი პლენარული სხდომა გაიმართება. პარლამენტის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მხოლოდ ერთი საკითხი იქნება დღის წესრიგში - „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტის მერე მოსმენით კენჭისყრაზე „ჩაგდება". როგორც პარლამენტის აპარატი იუწყება, 10 მარტს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს. „სასახლეში დაიშვებიან აკრედიტებული მედიის წარმომადგენლები, რომლებიც წინასწარ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებული ძალა იყო არაპროპორციული - Amnesty International

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International - ი ე.წ. „აგენტების“ შესახებ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილებას ეხმაურება. ორგანიზაციის  აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ბიუროს დირექტორი, მარი სტრაზერსი ამბობს, რომ ხელისუფლებამ „ბოლოს და ბოლოს შეისმინა დემონსტრანტების ხმა“: „დემონსტრანტების ხმა, რომელმაც აავსო ქალაქის ქუჩები უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში, დემონსტრანტების, რომლებმაც აჩვენეს დიდი სიმამაცე მაშინაც კი, როდესაც ისინი წყლის ჭავლისას და ცრემლმდენი აირის ღრუბელში იყვნენ გახვეულნი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ოპოზიციის დეპუტატები პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართავენ

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დეპუტატმა „ლელოდან" ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები პრეზიდენტს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას სთხოვენ. „ჩვენ პარლამენტის დეპუტატები მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს თხოვნით, მოიწვიოს უახლოეს დღეებში რიგგარეშე სხდომა და და გაფორმდეს სამართლებრივად, კონსტიტუციურად - არა რუსულ კანონს", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილი. ათასობით ადამიანი დღესაც გამოვიდა თბილისში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს პარლამენტის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შსს: 7 და 8 მარტს ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა ადამიანი თავისუფალია

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბოლო ორი დღის განმავლობაში ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა ადამიანი თავისუფალია. უწყების ინფორმაციით, სამართალწარმოება გრძელდება. "დაკავებულთა ნაწილი წარდგენილ იქნა სასამართლოს წინაშე, ხოლო დანარჩენი პირები გათავისუფლდნენ წინასწარი დაკავების მოთავსების იზოლატორში ყოფნის კანონით განსაზღვრული ვადის ამოწურვის საფუძველზე", - წერია განცხადებაში. მასში აღნიშნულია, რომ გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე. საქართველოს სისხლის სამართლის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გიორგი მაისურაძე: "ვინ გამოიწვევს იმ 78 დეპუტატს, რომელმაც შექმნა ეს ბოროტი კანონი"

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ფილოსოფოსმა გიორგი მაისურაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა და თქვა, რომ მოქმედი პარლამენტის პირობებში არ არსებობს იმის გარანტია, რომ ეს დეპუტატები არ შექმნიან უფრო "ბოროტ" კანონებს. მაისურაძემ გამოსვლა 7 და 8 მარტს გამართულ აქციებში მონაწილეების მიმართ მადლობით დაიწყო და თქვა, რომ მათ საქართველოს აღუდგინეს ღირსება. "მათი დამსახურებაა "ქართული ოცნების" დღევანდელი განცხადება, რომ გამოიწვევენ თავიანთ მიღებულ კანონს.... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„ივანიშვილის რეჟიმი აპირებს, განაგრძოს დასავლური ინტეგრაციის ხელშეშლა" - უსაფრთხოების და საერთაშორისო ურთიერთობის პროფესიონალთა განცხადება

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების და საერთაშორისო ურთიერთობის საკითხების პროფესიონალები განცხადებას ავრცელებენ ე.წ. „უცხო ქვეყნის აგენტთა“ შესახებ კანონპროექტის შესახებ.  როგორც განცხადების ავტორები აღნიშნავენ, „მასობრივი საზოგადოებრივი მშვიდობიანი პროტესტების შედეგად და პროტესტანტების უმოწყალოდ დარბევის შემდეგ, 9 მარტს, საპარლამენტო უმრავლესობამ, განაცხადა რომ აპირებს გამოიწვიოს ზემოხსენებული კანონპროექტი. მიუხედავად იმისა, რომ ეს სამოქალაქო საზოგადოების წარმატებაა, მათი განცხადების შინაარსიდან გამომდინარე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ზაპოროჟიეს ატომური სადგური კვლავ მიუერთეს საერთო ენერგოსისტემას

კომპანია "უკრენერჰომ" 9 მარტს გამოაცხადა, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური კვლავ იღებს საკუთარი მოხმარებისთვის საჭირო ელექტროენერგიას საერთო ენერგოქსელიდან მას მერე, რაც სპეციალისტებმა აღადგინეს ენერგომომარაგების სისტემა, რომელიც იმავე დღეს დაზიანდა რუსეთის სარაკეტო დარტყმების შედეგად. ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ რამდენიმე მანამდე საათით ადრე გამოაცხადა, რომ ატომური ელექტროსადგური იძულებული იყო „არსებითი“ ელექტროენერგია მიეღო იქ განთავსებული 20 დიზელის გენერატორიდან რვის საშუალებით მას მერე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსთაველზე მოქალაქეები დღესაც შეიკრიბნენ - აქცია საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის ჰიმნებით დაიწყო

ათასობით ადამიანი დღესაც გამოვიდა თბილისში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ - რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მოთხოვნაა, გათავისუფლდნენ 7 და 8 მარტს და ასევე 9 მარტის ღამეს აქციებზე დაკავებული ადამიანები და პარლამენტმა ოფიციალურად "ჩააგდოს" სადავო კანონპროექტი. ორდღიანი პროტესტის ფონზე, დღეს დილას "ქართულმა ოცნებამ" თქვა, რომ ამ კანონს "დათქმების გარეშე" გაიწვევდა, პროცედურულად კი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ხელისუფლებამ არ გაბედოს და არ სცადოს პოლარიცაზია შემოიტანოს ამ დაწყნარებულ საზოგადოებაში - სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით მყოფი სალომე ზურაბიშვილის მიმართვას ავრცელებს. საქართველოს პრეზიდენტი საზოგადოებას ულოცავს ე.წ. „აგენტების“ შესახებ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილებას, რომელიც მმართველმა პარტიამ 9 მარტს, დილით მიიღო. „პირველი ასეთი გამარჯვება“, - ასე აფასებს პრეზიდენტი ხელისუფლების გადაწყვეტილებას: „მივესალმები სწორ გადაწყევტილებას, მიღებულს ხელისულფების მიერ, რომ გამოეწვია ეს კანონი. ეს არის გადაწყვეტილება, რომ გაითვალისწინა ხალხის რეალური ძალა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის საელჩო: ქართველმა ხალხმა ნათლად თქვა, რომ ერთადერთი არჩევანი ევროპული მომავალია

„უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტის ჩაგდების შესახებ „ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას გამოეხმაურა აშშ-ის საელჩო საქართველოში. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს ერთადერთი არჩევანი უსაფრთხო და წარმატებული ევროპული მომავალია. „ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ ნათლად თქვა, რომ საქართველოს ერთადერთი არჩევანი უსაფრთხო და წარმატებული ევროპული მომავალია. მივესალმებით „ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას „უცხოური გავლენის" შესახებ ორივე კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით. დაჟინებით მოვუწოდებთ მმართველ პარტიას... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჩეხეთის ახალმა პრეზიდენტმა თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა

ჩეხეთის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა პეტრ პაველმა ფიცი დადო და დაიკავა თანამდებობა, რომელზეც მილოშ ზემანი შეცვალა. ის ჩეხეთის მეოთხე პრეზიდენტი გახდა. საზეიმო ცერემონია გაიმართა პრაღის ციხე-სიმაგრეში, ვლადისლავის სასახლეში, პარლამენტის ორივე პალატის, სენატის და დეპუტატთა პალატის სხდომაზე. მას ესწრებოდნენ ყოფილი პრეზიდენტები ვაცლავ კლაუსი და მილოშ ზემანი. პაველმა კონსტიტუციაზე ხელის დადებით დაიფიცა: "ვფიცავ, ვიყო ჩეხეთის ერთგული. პირობას ვდებ, დავიცვა მისი კონსტიტუცია და კანონები და ვფიცავ ჩემს ღირსებას... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჩვენ დაკავებულები არ ვიყავით, ჩვენ ვიყავით გატაცებულები - ჯაფარიძისა და მოსიაშვილის სხდომა გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 10 მარტისთვის გადადო პარლამენტთან გამართულ აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული ზურაბ გირჩი ჯაფარიძისა და ნიკა მოსიაშვილის სასამართლო სხდომა. როგორც ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, სხდომის გადადების მიზეზად დასახელდა სამედიცინო გამოკვლევა, რომელიც დაკავებულებს ესაჭიროებათ. ზურაბ ჯაფარიძის ინფორმაციით, მათ სამედიცინო გამოკვლევები, სავარაუდოდ, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის კლინიკაში ჩაუტარდებათ. სასამართლოს დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ, ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სლოვაკეთი და პოლონეთი MiG-ებს მიაწვდიან კიევს

სლოვაკეთს და პოლონეთს უკრაინისთვის MiG-29-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს მიწოდება სურთ, - ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა Facebook-ის საშუალებით სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა, იაროსლავ ნადმა 9 მარტს. ნადმა მოიხმო წინა დღით პოლონელ კოლეგა, მარიუშ ბლაშჩაკთან სტოკჰოლმში შეხვედრის შინაარსი და დაადასტურა, რომ „პოლონეთმა ოფიციალურად განაცხადა თანხმობა, რომ ჩვენ ერთად MiG-ებს მივაწვდით უკრაინას.“ ნადს ვადები არ დაუსახელებია. მანამდე პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ თავისი ქვეყნის პრინციპული თანხმობა გამოხატა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აქციაზე დაკავებული ზურა ჯაფარიძისა და ნიკა მოსიაშვილის სასამართლოს სხდომა ხმაურით მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართოში შესვენება გამოცხადდა, სადაც განიხილება 7-8 მარტს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციისას ადმინისტრაციული წესით დაკავებული ზურაბ-გირჩი ჯაფარიძისა და „გირჩის“ წევრის, ნიკა მოსიაშვილის საქმე. დაკავებულების მხარდამჭერები და ადვოკატები სასამართლო პროცესის გადადებას მოითხოვენ, რადგან მათი თქმით, ნიკა მოსიაშვილი თავს შეუძლოდ გრძნობს, მას მაღალი წნევა აქვს, რასაც ექიმიც ადასტურებს, თუმცა, მოსამართლე პროცესის გადადებას არ აპირებს. სასამართლოს სხდომას ესწრება დაკავებული ნიკა მოსიაშვილის დედა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კობახიძის თქმით, „აგენტების" კანონპროექტის ჩაგდების გადაწყვეტილება მიღებულია და ვერ გადაიხედება

„უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტის ჩაგდების გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ დაადასტურა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. როგორც ის ამბობს, ამ თემაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია და მხოლოდ ტექნიკური ნაწილი არის დარჩენილი.  „პროცედურებთან დაკავშირებით არის ცარიელი სპეკულაციები, რაც უკვე განმარტა მამუკა მდინარაძის მხრიდან. ნებისმიერი კანონპროექტი, ნებისმიერ თემაზე შეგიძლია, დააინიციირო და რამდენიმე დღეში მიიღო დაჩქარებული წესით. პროცედურა აქ არაფერ შუაშია. პოლიტიკური გადაწყვეტილება არის მიღებული... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თანაბრად გვაინტერესებს ვინ აფინანსებს როგორც "სირცხვილიას", ისე "პრიმაკოვის ფონდს" - კობახიძე

"პრიმაკოვის ფონდიც და სიცხვილიაც არის გარკვეული რისკების შემცველი ჩვენი ქვეყნისთვის. "სირცხვილიას" რისკები არის გუშინ რაც გამოჩნდა. მათი ერთ-ერთი ლიდერი პირდაპირ აორგანიზებდა ისეთ სცენარს, რაც სწორედ რუსულ ინტერესებში შედის. აქდან გამომდინარე, ჩვენ თანაბრად გვაინტერესებს, ვინ აფინანსებს როგორც "სირცხვილიას," ისე "პრიმაკოვის ფონდს"- თქვა დღეს, 9 მარტს "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე "უცხოეთის აგენტების შესახებ" კანონპროექტზე საუბრისას. მმართველმა პარტიამ დღეს დილას... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ირაკლი კობახიძე: ჰუმანურობა კიდევ ერთხელ აჩვენა სახელმწიფომ

„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა ბოლო დღეებში თბილისში გამართული დემონსტრაციების დაშლას. ის აცხადებს, რომ სახელმწიფომ კიდევ ერთხელ აჩვენა ჰუმანურობა და მადლობას უხდის სამართალდამცავ სტრუქტურებს.  „ჩვენ ვართ აბსოლუტურად განსხვავებული, რაც გამოჩნდა გუშინ და გუშინწინ, როდესაც ჰუმანურობა კიდევ ერთხელ აჩვენა სახელმწიფომ, მათ შორის, სამართალდამცავმა სტრუქტურებმა და მათ, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი მოთმინებისთვის და პროპორციულობის... Читать дальше...


Возбуждено уголовное дело по факту убийства женщины на северо-востоке Москвы

В Мурманском областном краеведческом музее начала работу выставка «Арктика. От падения до взлета»

Посла Зимбабве в Москве экстренно госпитализировали с подозрением на инсульт

В Рыбинске проходит конференция «Взрывной рост бизнеса»



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

МК: мать «смолинского маньяка» Ческидова знала о невольном положении пленницы

В Мурманском областном краеведческом музее начала работу выставка «Арктика. От падения до взлета»

В Калининграде впервые представят работу Шишкина из собрания Третьяковской галереи

Жителям Подмосковья рассказали, как уменьшить коммунальные платежи

Музыкальные новости

Собянин: Московский предпринимательский форум объединил более 3 тыс. человек

Спорт: развитие и повышение доступности для граждан

Bungie wins a little walkin' around money in first of its kind jury trial against Destiny 2 cheat maker, but the victory will likely make it even easier for game companies to keep taking cheaters to court

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о цифровизации бизнеса

Новости России

В грамме поубавилось рублей // Золото дешевеет на бирже

Жителям Подмосковья рассказали, как уменьшить коммунальные платежи

Концерты оркестра Бутмана посмотрели более 50 миллионов китайцев

Возбуждено уголовное дело по факту убийства женщины на северо-востоке Москвы

Экология в России и мире

На европейских курортах жители начали обносить улицы цепями, запрещая туристам туда заходить: романтический отдых закончился

С чем носить брюки палаццо: примеры образов

Gucci, коллекция Resort 2025

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

Спорт в России и мире

Надаль пропустит Уимблдон из-за желания сыграть на Олимпиаде

"Ролан Гаррос" стартовал в Париже

Надежда Петрова высказалась о перспективах Арины Соболенко снова возглавить рейтинг WTA

Последний танец Надаля и юбка Сюзанн Ленглен: 6 важных фактов о «Ролан Гаррос»-2024

Moscow.media

Объявлена цена первой модели новой российской марки Xcite

Машина съехала в кювет и опрокинулась. Водитель погиб

Ксения Караулова: о пользе гастродипломатии и новом взгляде на национальную кухню

Половина свайных оснований опор моста через Каму в Перми готовы







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *