Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Август
2020

Новости за 02.08.2020

Radiotavisupleba.ge 

ირანში წუხელ განმეორდა COVID-19-ის ერთი თვის წინანდელი რეკორდული აფეთქება

ირანის ხელისუფლების ცნობით, 2 აგვისტოს ქვეყანაში განმეორდა კორონავურისით დაავადების ერთი თვის წინანდელი რეკორდული მაჩვენებელი. წლის დასწაყისში ჩინეთიდან გავრცელებული ვირუსული ინფექციის კერად ახლო აღმოსავლეთში სწორედ ირანი ითვლება, სადაც ბოლო ხანს გამოვლენილი დაავადების შემთხვევების უმრავლესობა წმინდა ქალაქ ყუმისადა სხვა დასახლებულ პუნქტებზე მოდის. ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, სიმა სადატ ლარის თქმით, განვლილი 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში აღირიცხა ვირუსული ინფექციით დაავადებული 2 685 ავადმყოფი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ენჯეო-ხალხი

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში. „ენჯეო-ხალხი”, რომელიც “ენჯეო ენაზე” ლაპრაკობს, თუ გულმხურვალე მებრძოლები ადამიანის უფლებების დასაცავად? როდის გაჩნდნენ საქართველოში არასამთავრობო ორგანზიაციები? როგორ დაუპირისპირდა სამოქალაქო საზოგადოებას ხელისუფლება? რატომ განიხილავენ არასამთავრობო ორგანზიაციებს ჩვენში ხან რუსეთის, ხანაც ამერიკის ინტერესების გამომხატველებად?

Radiotavisupleba.ge 

რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და დაშავდა ავღანეთის ციხეზე მომხდარი თავდასხმის შედეგად

ავღანეთში, სადაც ძალადობის ტალღა არ იკლებს, სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა და ორი ათეული დაიჭრა 2 აგვისტოს ნაგარჰარის პროვინციაში მდებარე ციხეზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად. თავდამსხმელებმა დანაღმული მანქანა ააფეთქეს ციხის შესასვლელთან და შემდეგ უკვე ობიექტზე სროლით შეიჭრნენ. თავდამსხმელებმა ცეცხლი გაუხსნეს ციხის მიმდებარე შენობებსაც ჯალალაბადში. თავდასხმის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და 24 კაცი დაიჭრა. სააგენტო „ასოშიეტიედ პრესი“ იუწყება, რომ თავდასხმის შედეგად ციხიდან გაქცევა მოახერხა რამდენიმე პატიმარმა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ყაზახეთში, სადაც ეპიდსიტუაცია მძიმეა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე დააკავეს

2 აგვისტოს ყაზახეთში დააკავეს ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ოლჟას აბიშევი. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ინფორმაცია დაუდასტურა ფინანსთა სამინისტროს ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა. ოლჟას აბიშევი დაკავებულია ფინანსური გაფლაგვის ბრალდებით. 37 წლის აბიშევის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ 2018 წელს დაინიშა და მის პასუხისმგებლობის სფეროში შედიოდა ინფორმაციული უსაფრთხოება და ორგანიზაციის ციფრული ქსელი. 10 ივლისს ქვეყნის პრეზიდენტმა ყასიმ ჟომარტ ტოყაევმა მთავრობის სხდომაზე განცხადა,რომ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პუტინთან დაახლოებული უკრაინელი პოლიტიკოსი, ვიქტორ მედვედჩუკი, ცოლთან ერთად ანექსირებულ ყირიმში ჩავიდა

უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს, „ვერხოვნა რადას“ დეპუტატი და „ოპოზიციური პარტია-სიცოცხლისათვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ვიქტორ მედვედჩუკი, კვირას, 2 აგვისტოს ანექსირებულ ყირიმში ჩავიდა მეუღლესთან ერთად. რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის წყაროს ცნობით ვიქტორ მედვედჩუკმა და მისმა ცოლმა, ოქსანა მარჩენკომ, თანმხლებ პირებთან ერთად გამშვები პუნქტი „კალანჩაკი“ შუადღით გადაკვეთეს. უკრაინული მედიის ცნობით, მედვედჩუკების ოჯახი ყირიმში ფლობს ბიზნესს, რომელიც ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ წამოიწყეს და ასევე შთამბეჭდავ უძრავ ქონებას. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბრესტში 20 ათასი კაცი მივიდა სვეტლანა ციხანოვსკაიას მხარდასაჭერად

დასავლეთ ბელარუსის ქალაქ ბრესტში სულ მცირე 20 000 ადამიანი შეიკრიბა ოპიზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, სვეტლანა ციხანოვსკაიას მხარადასაჭერად გამართულ აქცია-კონცერტზე, რომელიც სანქცირებული იყო. ციხანოვსკაიამ თავის მომხრეებს მოუწოდა, რომ დარეგისტრირდნენ საარჩევნო კომისიებში დამკვირვებლებლად და მივიდნენ არჩევნებზე, რათა ხელისუფლებას არ მისცენ მათი ხმების მოპარვის უფლება. დღესვე სვეტლანა ციხანოვსკაიამ კიდევ ერთი მიტინგი გამართა ქალაქ ბარანოვიჩში, სადაც ოპოზიციის კანდიდატის მხარდასაჭერად სულ მცირე 8 ათასი ადამიანი მივიდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ხაბაროვსკში გამართულ საპროტესტო აქციაში საჰაერო-სადესანტო ჯარების ვეტერანებიც მონაწილეობდნენ

ხაბაროვსკში 2 აგვისტოს კვლავ შეიკრიბნენ ოლქის ყოფილი გუბერნატორის, სერგეი ფურგალის, გათავისუფლების მოთხოვნით გაერთიანებული ქალაქის მცხოვრებლები. მშვიდობიან აქციაში, რომელიც ხაბაროვსკში უწყვეტად იმართება ყოფილი გუბერნატორის დაპატიმრების დღიდან, რამდენიმე ასეული ადამიანი მონაწილეობდა. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, დემონსტრანტებს შეუერთდნენ რუსეთის ელიტური, საჰაერო-სადესანტო ჯარების ვეტერანები. რუსეთში 2 აგვისტოს ამ სახეობის ჯარების დღე აღინიშნება. ხაბაროვსკელმა ვეტერანებმა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლუკაშენკას ოპონენტი, ვალერი ცეპკალო, კიევში იმყოფება

ბელარუსი ბიზნესმენი, მინსკის მაღალი ტექნოლოგიების პარკის ყოფილი ხელმძღვანელი, ვალერი ცეპკალო, რომელიც ხელისუფლებამ არ დაუშვა პრეზიდენტის არჩევნებში და იძულებული იყო მოსალოდნელი საფრთხის გამო მოსკოვში წასულიყო, ამჟამად კიევში იმყოფება. ამის შესახებ ჩვენი რადიოს რუსულენოვანი ტელეარხი „ნასტოიაშჩეე ვრემია“ იტყობინება ბელარუსი პოლიტიკოსის პრესმდივანზე, ალექსეი ურბანზე, დაყრდნობით. ცეპკალო, 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკას ერთ-ერთი რეალური მეტოქე, ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში არ გაატარა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბაჩალიაშვილის დედა ამბობს, რომ გამოძიება გარდაცვლილის სამსახურის ვერსიაზე მუშაობს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა ამბობს, რომ მისი შვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიება სამსახურთან დაკავშირებულ ვერსიაზე მუშაობს. "მუშაობენ სამსახურის მიმართულებით. არ ვიცი [რას გულისხმობს], იქაც არ ჰქონდაო კომფორტული ისა, მაგრამ რა შუაშია?! მე ვთქვი, რომ ეს ჩვეულებრივი მოკვდავის ჩადენილი მკვლელობა რომ ყოფილიყო, აქამდე გამოძიებული იქნებოდა", - უთხრა თეონა თამაზაშვილმა ჟურნალისტებს საგამოძიებო უწყებაში შეხვედრის შემდეგ. გარდაცვლილი სწავლის პარალელურად ორ სამსახურში მუშაობდა. ერთი მათგანია ვებდეველოპერული კომპანია “ზეგ”. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ყოფილი დეპუტატის, გოგი თოფაძის შვილიშვილის დაჭრის ბრალდებით, ახალგაზრდა კაცი დააკავეს

თბილისში დააკავეს ახალგაზრდა კაცი, რომელმაც ყოფილი დეპუტატის, გოგი თოფაძის შვილიშვილს, სავარაუდოდ, ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. გოგი თოფაძე ჟურნალისტებთან ამბობს, რომ მისი შვილიშვილი გვიან ღამით, სამ მეგობართან ერთად დაბრუნდა სახლში "ქეიფიდან". შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2 აგვისტოს, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ლევან თოფაძეს საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაკავებულ ბ.ჟ.-ს ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კიევში სურთ, რომ დონბასის სამშვიდობო მოწესრიგების პროცესში აშშ-იც ჩაერთოს

აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული კონფიქტის მოწესრიგების სამმხრივ საკონტაქტო ჯგუფში უკრაინის დელეგაციის ახალი ხელმძღვანელი, უკრაინის პირველი პრეზიდენტი, ლეონიდ კრავჩუკი, მიიჩნევს, რომ პროცესში აშშ-ის მონაწილეობის გარეშე მშვიდობის დამყარება ძალიან რთული იქნება. „მე ვფიქრობ, რომ მსოფლიოს ყველაზე უფრო ძლიერ და ყველაზე მდიდარ ქვეყანას გააჩნია ყველაზე დიდი გავლენა. მართალია, იქ ახლა არჩევნები ახლოვდება, არსებობს კორონავირუსის ეპიდემია და სხვა პრობლემებიც. მაგრამ მე ვლაპარაკობ პერსპექტივაზე. დავინახავთ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სვეტლანა ციხანოვსკაიას მხარდასაჭერად ბრესტში მრავალათასიანი მიტინგი იმართება

სვეტლანა ციხანოვსკაია, ბელარუსის ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში, 2 აგვისტოს ქალაქ ბრესტში მართავს მიტინგ-კონცერტს, რომელსაც პირდაპირ ეთერში უჩვენებს რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახური. ჩვენი კოლეგების ცნობით, ბრესტში, ინტერნაციონალისტი ჯარისკაცების სახელობის პარკში, სცენის წინა მოედანზე უამრავი ადამიანია შეკრებილი. ბევრმა ჯერ კიდევ ვერ მოახერხა მოედანზე მისვლა, სპეციალურად აღმართულ საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე დიდი რიგების გამო. თავად სვეტლანა ციხანოვსკაია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთში ოქტომბერში, შესაძლოა, COVID-19-ის ვაქცინის გამოშვება დაიწყოს

რუსეთის სახელმწიფო-სამეცნიერო ცენტრი „ვექტორი“ მიმდინარე წლის ოქტომბერში გეგმავს კორონავირუსის ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოების დაწყებას, ამის თაობაზე ცოტა ხნის წინ განაცხადა რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმა, მიხაილ მურაშკომ. უკვე დასრულდა ამ ვაქცინის კლინიკური გამოცდა, ხოლო აგვისტოს შუა რიცხვებში მოსალოდნელია მისი ოფიციალური რეგისტრაცია. 1 აგვისტოს ჟურნალისტებთან ნიჟნი ნოვგოროდში საუბრის დროს, მურაშკომ აღნიშნა, რომ ოქტომბერში, შესაძლოა, დაიწყოს მასობრივი ვაქცინაცია. მისი თქმით, ვაქცინაციის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შაბათს რუსეთის მასშტაბით დააკავეს საპროტესტო აქციის 70 მონაწილე

პოლიციამ შაბათს დააკავა რუსეთის სხვადასხვა ქალაქში ხაბაროვსკის მცხოვრებთა სოლიდარობის მიზნით გამართული აქციების დაახლოებით 70 მონაწილე. ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის ქალაქების გარდა, მცირერიცხოვანი აქციები გაიმართა ასევე მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში. საპროტესტო აქციები არ ყოფილა შეთანხმებული ხელისუფლებასთან. მათი ორგანიზატორები სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ ქუჩაში გადიან, რათა „მტრედებს საკენკი დაუყარონ“. ზოგიერთ ქალაქში, მათ შორის ხაბაროვსკში, სადაც წვიმიანი ამინდის მიუხედავად ქალაქის ცენტრში თავი მოიყარა დაახლოებით 3500-მა კაცმა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შაქარაშვილის საქმეში დამატებით ორი ექსპერტი ჩაერთვება

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში დამატებით ორი ექსპერტი ჩაერთვება. ამის შესახებ დაღუპულის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ ტვ "პირველის" ეთერში ისაუბრა: "მოგეხსენებათ, რამდენიმე კითხვაა დასმული დამატებითი ექსპერტიზის წინაშე. ყველა კითხვები არის ანალიტიკური, რომლებიც ითხოვს გარემოვითარებიდან გამომდინარე ბევრი ნიუანსის ზედაპირზე წამოწევას. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, იქ, როდესაც საკითხია დასმული გიორგის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე, ამას მოჰყვა თუ არა ბავშვისთვის გონების... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბოდბისხევში საკვირაო ბაზრის გახსნის მოთხოვნით აქცია გაიმართა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში, პანდემიის გამო, მარტის ბოლოს დახურული საკვირაო ბაზრობა ამ დრომდე არ მუშაობს. ამის გასაპროტესტებლად დღეს დილით ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია გაიმართა. თვითდასაქმებულები, რომლებიც ბაზარში მუშაობდნენ, ამბობენ, რომ ობიექტის დახურვის შემდეგ, 700-მდე მოვაჭრემ შემოსავალი დაკარგა. აქციის მონაწილეების თქმით, მათთვის გაუგებარია, რატომ არ იხსნება ბაზარი, მაშინ როცა მსგავსი საკვირაო ბაზრობები დიდი ხანია მუშაობს ლაგოდეხსა და ყვარელში. აქციაზე არ მისულა არც ბაზრის დირექცია და არც ადგილობრივი ხელისუფლება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ავღანეთში მოკლეს „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი სამხედრო ლიდერი

ავღანეთის დაზვერვის უწყების 1 აგვისტოს ცნობით, სპეცდანიშნულების ძალებმა ჩატარებული ოპერაციის შედეგად მოკლეს ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ დაზვერვის ერთ-ერთი ლიდერი. ავღანეთის ეროვნული უშიშროების დირექტორიის თანახმად, მოკლული ასადულა ორაყზაი, ეჭვმიტანილია როგორც ავღანელ სამხედროებზე, ისე სამოქალაქო პირებზე განხორციელებულ არაერთ იერიშში. ექსტრემისტი ლიდერის განადგურების ადგილად ავღანეთის სპეცსამსახური ასახელებს ქალაქ ჯალალაბადს. ოპერაციის ჩატარების დრო უცნობია. გაეროს ბოლო ანგარიშში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალდებულს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა — პენიტენციური

ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფ ბრალდებულს. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. უწყების მტკიცებით, 2020 წლის 28 ივლისს დააკავეს ბრალდებული დ.წ., რომელიც დროებითი მოთავსების იზოლატორიდან 29 ივლისს ტემპერატურის მომატების გამო გადაიყვანეს ცხელების კლინიკაში. "ბრალდებული ესკორტის ოფიცრებმა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაიბარეს. შესაბამისად, იგი პენიტენციურ სისტემაში არ მოხვედრილა და პენიტენციურ სისტემასთან არანაირი შეხება არ ჰქონია", - აცხადებს უწყება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

2 აგვისტო: საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა - 8

საქართველოში დადასტურდა ახალი კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა. კოვიდ-19-ისგან გამოჯანმრთელდა დამატებით 8 ადამიანი. ასეთია 2 აგვისტოს მონაცემები, რომელთაც ვებსაიტი StopCoV.ge ასახავს. „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი განმარტავს, რომ 6 შემთხვევიდან ერთი გაჩიანის „კლასტერს“ უკავშირდება, ერთი წინა დღეებში დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, 3 იმპორტირებული შემთხვევაა და ერთ შემთხვევასთან დაკავშირებით ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს. საერთო ჯამში, საქართველოში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლუკაშენკა აცხადებს, რომ რუსეთი ცდილობს დამალოს „ვაგნერის“ შეთქმულება

ბელარუსის პრეზიდენტი კვლავ აცხადებს, რომ რუსეთიდან გამოგზავნილი კერძო სამხედრო კომპანიის 200-მდე მებრძოლი მიზნად ისახავდა ქვეყნის დესტაბილიზაციას 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების წინ, რის დამალვასაც, ლუკაშენკას თქმით, მოსკოვი ახლა ყოველმხრივ ცდილობს. ბელარუსის პროკურატურამ 29 ივლისს მინსკის გარეუბანში დაკავებული რუსეთის 33 მოქალაქის მიმართ მოითხოვა აღკვეთა პატიმრობის სახით. პრეზიდენტი ლუკაშენკა მიიჩნევს, რომ დაკავებულია მხოლოდ პირველი ჯგუფი იმ 180- თუ 200-კაციანი დაჯგუფებიდან, რომლის გადასროლაც ბელარუსში იგეგმებოდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრას ითხოვს. "გახარიასთან მინდა შეხვედრა, თუ პატივს დამდებს და შემხვდება. გადმოცემით ვიცი, ამ კაცმა თქვა, რომ ბაჩალიაშვილის და შაქარაშვილის საქმეები უნდა იყოს გამოძიებული. უშუალოდ მისგან მინდა გავიგო, რას მეტყვის", - უთხრა მან ჟურნალისტებს. გარდაცვლილის დედის თქმით, ოჯახის მოთხოვნაა, დაასახელონ სამი მაღალჩინოსანი, რომელთა ფაილებშიც - ტვ "ფორმულას" ინფორმაციით - თამარ ბაჩალიაშვილმა შეაღწია. 23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

14 წლის მოზარდზე ძალადობის ბრალდებით ბიძა და ბაბუა დააკავეს

სამართალდამცველებმა ოჯახში ძალადობის ბრალდებით, თბილისში, ორი კაცი დააკავეს.  გამოძიების მტკიცებით, 14 წლის მოზარდზე ბიძა და ბაბუა, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად სისტემატურად ძალადობდნენ. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ოჯახში ძალადობას გულისხმობს


"Схватил и попытался утащить в кусты": Мигрант дважды пытался изнасиловать несовершеннолетнюю - и поплатился

Полиция задержала мужчину, напавшего с ножом на женщину в храме в подмосковном Сергиевом Посаде

Футбольный фестиваль «ЦСКА — все сюда!» пройдет в Домодедове

Протоиерей из Москвы рассказал о чуде на СВО и перепутал китайца с якутом



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Пассажир экстренно севшего в Нижнем Новгороде самолета скончался

Задержан подозреваемый в убийстве работницы трапезной в Подмосковье

Беспилотный трамвай в Москве проехал свои первые 100 км по маршруту №10

4 июня в 11:00 состоится вебинар «Структурированное техническое задание. Первая практика, проблематика и риски»

Музыкальные новости

Эксперт сенсационно раскрыл загадку Мессинга и Жириновского.

Собянин: Трасса Солнцево — Бутово — Варшавское шоссе будет готова в 2026 году

Группа Продовольствие стала победителем конкурса «Экспортер года Алтайского края» по итогам деятельности предприятий за 2023 г.

Почта России помогла детям-подопечным благотворительных фондов встретиться с футболистами ЦСКА

Новости России

Подбор Песен. Подбор Музыкального репертуара, Стихов, Музыки для Исполнителей в различных музыкальных стилях и направлений.

Росгвардейцы огнем из стрелкового оружия уничтожают беспилотники ВСУ

Подмосковье приняло участие в научном медицинском форуме в Гомеле

Задержан подозреваемый в убийстве работницы трапезной в Подмосковье

Экология в России и мире

Представители KAMA TYRES приняли участие в 57-й легкоатлетической эстафете

Доктор Кутушов назвал болезни, которые поджидают отдыхающих у водоёмов

VK Fest 2024: Музыка и Развлечения на Открытых Площадках России

ONYX отправляется в Большой тур по России

Спорт в России и мире

Елене Рыбакиной поставили неожиданный «диагноз»

Последний танец Надаля и юбка Сюзанн Ленглен: 6 важных фактов о «Ролан Гаррос»-2024

Матч Котова и Вавринки перенесли на корт Сюзанн Ленглен

Арина Соболенко повторила уникальное достижение Азаренко на турнирах «Большого шлема»

Moscow.media

Эксперт по семейному капиталу Светлана Петрова: как быстро накопить на авто

ALMI Partner и «Даком М» будут совместно развивать и продвигать отечественные ИТ-решения

В Арамиле возбудили уголовное дело из-за "дома-монстра", в котором продолжают жить люди

Доступный, летний, твой – StarLine A60 BT GSM ECO







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *