Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Август
2020

Новости за 13.08.2020

Radiotavisupleba.ge 

ვის რა შანსი და მოლოდინი აქვს პარლამენტში მოსახვედრად? - რა არ უნდა გამოგრჩეს 14 აგვისტოს

52%-იანი რეიტინგის არითმეტიკა - "გამოკითხულთა 42%-ის პოზიცია უბრალოდ გადაყარეს?" ბოლო ორი დღის მანძილზე საზოგადოებრივი აზრის ორი კვლევის შედეგები გავიგეთ. აღმოჩნდა, რომ მათ შორის დიდი სხვაობაა. IRI-ის კვლევის შედეგებით „ქართული ოცნების“ რეიტინგი 33%-ია, ხოლო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ „Survation“-ისთვის დაკვეთილი კვლევით, ეს მაჩვენებელი 52%-ს უტოლდება. „Survation“-ის კვლევის მეთოდოლოგია მწვავე დისკუსიის საგნად იქცა. ირკვევა, რომ შედეგები დათვლილია რესპონდენტთა 42.8%-ის გამოკლებით. „Survation“-ის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"საერთაშორისო თანამეგობრობა და თავად ბელარუსიელი ხალხიც იყურება მომავალში, ანუ გაუჩნდათ იმის განცდა, რომ ლუკაშენკას დამარცხება შესაძლებელია"

რონდელის ფონდის უფროსმა მკვლევარმა, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა, კახა გოგოლაშვილმა რადიო თავისუფლების ეთერში ილაპარაკა ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებსა და მის შემდგომ პროცესებზე, რაც ძალიან აშფოთებს დასავლეთს და ამის დასტურია 9 აგვისტოს შემდგომი მკაცრი განცხადებები.

Radiotavisupleba.ge 

ყაზბეგიდან კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი პაციენტი გადაიყვანეს მცხეთის სამედიცინო ცენტრში

მცხეთის სამედიცინო ცენტრში ყაზბეგიდან კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი პაციენტი შეიყვანეს. მცხეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორის ლიკა მუმლაძის ინფორმაციით, ყაზბეგიდან შემოყვანილი ოთხი პაციენტი ერთი ოჯახის წევრები არიან. მისი თქმით, ისინი დაახლოებით ორი თვის წინ თბილისიდან გაემგზავრნენ ყაზბეგში დასასვენებლად. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 11 აგვისტოს ყაზბეგში გამოვლინდა COVID - 19-ით ინფიცირებული 5 ადამიანი. ისინი ლარსის გამშვები პუნქტის თანამშრომლები არიან.

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსში გაათავისუფლეს რადიო თავისუფლების დაკავებული ჟურნალისტი და მისი მეუღლე

ხუთშაბათს მინსკში მეუღლესთან ერთად გაათავისუფლეს რადიო თავისუფლების ბელორუსული რედაქციის მიმომხილველი ვიტალი ციგანკოვი, რომელიც ოთხშაბათს დააკავეს ბელარუსის სამართალდამცავებმა. მასთან თითქმის ერთი დღის განმავლობაში არ ყოფილა კონტაქტი. საგამოძიებო იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ ციგანკოვმა თავის კოლეგებს უთხრა, რომ მოგვიანებით მოუყვება დაკავებასთან დაკავშირებულ დეტალებს. ის და მისი მეუღლე ოლგა 12 აგვისტოს დააკავეს, როცა მანქანით ბრუნდებოდნენ სამედიცინო უნივერსიტეტთან გამართული აქციიდან. მედმუშაკების... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ხაშურის შემოვლითი გზა - ჰამაკები და ნაზუქები აღარ იქნება?

ხაშურის შემოვლითი გზა, რომელიც ხაშურსა და სურამს გვერდს აუვლის, აგვისტოს ბოლოს გაიხსნება. ხალხს, ვინც გზაზე გამოტანილი ჰამაკებითა და ნაზუქებით ირჩენდა თავს, სავაჭროდ სხვა ადგილას გადასვლა მოუწევს.

Radiotavisupleba.ge 

52%-იანი რეიტინგის არითმეტიკა - "გამოკითხულთა 42%-ის პოზიცია უბრალოდ გადაყარეს?"

IRI-ის კვლევის შედეგებით „ქართული ოცნების“ რეიტინგი 33%-ია, ხოლო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ „Survation“-ისთვის დაკვეთილი კვლევით, ეს მაჩვენებელი 52%-ს უტოლდება. „Survation“-ის კვლევის მეთოდოლოგია მწვავე დისკუსიის საგნად იქცა. ირკვევა, რომ შედეგები დათვლილია რესპონდენტთა 42.8%-ის გამოკლებით. „ქართულ ოცნებას“ 52%-იც ეცოტავება. თუმცა სპეციალისტების გათვლით, გადაუწყვეტელი და უარის მთქმელი ამომრჩევლების არგამოკლების შემთხვევაში მაჩვენებელი გაცილებით დაბალი იქნებოდა. ბრიტანულმა კომპანია „Survation“-მა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თბილისში მცხოვრები ბელარუსიელები საქართველოს მოუწოდებენ, არ აღიაროს ლუკაშენკა პრეზიდენტად

საქართველოში მცხოვრები ბელარუსიელების ნაწილი სამშობლოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს თბილისიდან უცხადებს სოლიდარობას. ისინი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, არ აღიაროს ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, რომელიც ბევრის რწმენით, გაყალბებულია.

Radiotavisupleba.ge 

გამყრელიძე: მესტიაში ამ პატარა ეპიდაფეთქებას დროულად ჩავაქრობთ

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში მცირე ეპიდაფეთქება მალე დასრულდება. „მიუხედავად იმისა, რომ ერთ სოფელში და ერთ თემში კორონავირუსის 32 შემთხვევა გვაქვს, სიტუაცია, სრულად ექვემდებარება კონტროლს. არავითარი პანიკა არ არის. ეპიდემიოლოგებს ადგილობრივი ხელისუფლება ძალიან აქტიურად ეხმარება. ადამიანების გამოყვანა ტესტირებისთვის ორგანიზებულად ხდება. ვფიქრობთ, ამ პატარა ეპიდაფეთქებას დროულად ჩავაქრობთ“, - ამბობს ამირან გამყრელიძე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გიორგი გობრონიძე აშშ-ის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებსა და IRI-ს საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევაზე

გიორგი გობრონიძე, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი „დილის საუბრებში“ ეხმაურება „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის შედეგებს:

Radiotavisupleba.ge 

კახა გოგოლაშვილი ბელარუსის არჩევნებსა და შემდგომ პროცესებზე

რონდელის ფონდის უფროსმა მკვლევარმა, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა, კახა გოგოლაშვილმა რადიო თავისუფლების ეთერში ილაპარაკა ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებსა და მის შემდგომ პროცესებზე, რაც ძალიან აშფოთებს დასავლეთს და ამის დასტურია 9 აგვისტოს შემდგომი მკაცრი განცხადებები.

Radiotavisupleba.ge 

პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ არჩილ გაგნიძეს სახაზინო ადვოკატი დაუნიშნა

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ არჩილ გაგნიძის ინტერესების დამცველების საპასუხოდ, პროკურატურამ მას სახაზინო ადვოკატი დაუნიშნა. პროკურორის დავით ყაზარაშვილის განმარტებით, ეს განაპირობა იმან, რომ ბრალდებულის ადვოკატებმა, რომლებიც მის ინტერესებს იცავენ, დღეის მდგომარეობითაც, არ შეასრულეს საპროცესო ვალდებულება, არ გამოცხადდნენ საგამოძიებო ორგანოში და უარი განაცხადეს მტკიცებულებებისა და ინფორმაციის მიღებაზე, რომელიც სავალდებულ იყო, რომ ბრალდების მხარეს მათთვის გადაეცა. არჩილ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ისრაელმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიეროებმა შეთანხმებას მიაღწიეს აშშ-ის შუამავლობით

ისრაელმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიეროებმა აშშ-ის შუამავლობით მიაღწიეს შეთანხმებას ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაწერა ტვიტერში. მან გამოაქვეყნა ერთობლივი განცხადების ტექსტი, რომელშიც ნათქვამია, რომ ისრაელი თავს შეიკავებს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის ტერიტორიების ნაწილზე თავისი სუვერენიტეტის გამოცხადებისგან.   არაბთა გაერთიანებული საამიროები სპარსეთის ყურის პირველი სახელმწიფოა, რომელიც დიპლომატიურ კონტაქტებს ამყარებს ისრაელთან და მსოფლიოში მესამე არაბული ქვეყანა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პომპეომ სლოვენიასთან ხელი მოაწერა დეკლარაციას 5G-ის უსაფრთხოებაზე

ბირთვული ენერგეტიკა და 5G-ის ქსელები იყო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს დღის წესრიგში 13 აგვისტოს, როცა ის ესტუმრა ევროკავშირისა და ნატოს წევრ სლოვენიას, მეორე ქვეყანას ევროპის ოთხ სახელმწიფოში მოგზაურობის ფარგლებში. პომპეო პრემიერ-მინისტ იანეზ იანშას შეხვდა ტბისპირა ქალაქ ბლედში, სადაც ხელი მოაწერა ერთობლივ დეკლარაციას 5G-ის ქსელების უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ. ამდენად, სლოვენია უერთდება აშშ-ის პლატფორმას საინფორმაციო ტექნოლოგიის, კერძოდ, მეხუთე თაობის ინტერნეტის, 5G-ის სფეროში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ამოცნობილია 1992-93 წლების აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიჩნეული 13 პირის ნეშტი

1992-93 წლების კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 პირის ოჯახის წევრებს შეატყობინეს, რომ მათი ახლობლები ამოცნობილია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ. კომიტეტის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ეს შესაძლებელი გახდა 1992-93 წლების აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად გაუჩინარებულ ადამიანებთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, რომელიც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის  ეგიდით 2010 წლიდან ფუნქციონირებს და მასში აფხაზი და ქართველი მონაწილეები არიან ჩართული. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აჭარის ტელევიზია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას სასამართლოში უჩივის

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას სასამართლოში უჩივის. მედიასაშუალება მიიჩნევს, რომ ქარტიის მიერ ჩატარებული კვლევაში ცრუ ფაქტები ეწერა და მისი მიზანი მაუწყებლის დისკრედიტაცია იყო. სარჩელი სასამართლოში დღეს, 13 აგვისტოს გაიგზავნა. აჭარის ტელევიზია ფაქტების უარყოფასა და მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს. ტელევიზია სიმბოლურად 1 ლარის გადახდას ითხოვს. როგორც მაუწყებლის საკადრო ბაზის განვითარების უფროსი, ემზარ პაქსაძე "რუსთავი 2"-სთვის მიცემულ კომენტარში აცხადებს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პროკურორი პასუხობს თამარ ბაჩალიაშვილის დედას

23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის დედის თეონა თამაზაშვილის ბრალდებას უარყოფს პროკურორი მარიამ გოგორელიანი. „ქალბატონი თეონას ბრალდებები, რომ თითქოს მის მიმართ რაიმე უკანონო ქმედებას ვახორციელებდი, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება სინამდვილეს. რა თქმა უნდა, იმ ფურცელთან [ბაჩალიაშვილის ჩანაწერი] დაკავშირებით ლოგიკურად დაისვა შეკითხვა, თუ საიდან შეიძლებოდა აღმოჩენილიყო ჟურნალისტთან და ვკითხეთ, თქვენ ხომ არ გადაეცით-მეთქი. ეს არის ლოგიკური შეკითხვა, რომელიც უნდა დასმულიყო", - თქვა პროკურორმა ტელეკომპანია „ფორმულასთან“ საუბარში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირმა შესაძლოა ბელარუსის მიმართ სანქციებზე იმსჯელოს

ბელარუსში ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა ყვავილები მიიტანეს მინსკში იმ ადგილზე, სადაც დაიღუპა საპროტესტო გამოსვლების მონაწილე. მათ მიესალმა ასობით ადამიანი, რომელმაც მანამდე მოიყარა თავი ამ ადგილზე, რათა პატივი მიეგო დაღუპულისთვის და დაკავებულთათვის სოლიდარობა გამოეხატა. მინსკში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი ბელარუსის ხელისუფლებას მოუწოდებენ, უარი თქვას მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლების დარბევაზე და გაათავისუფლოს დაკავებულები. პარასკევს ევროკავშირის საგარეო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მდინარაძე "რუსთავი 2-ის" კვლევაზე: ყველაზე მიახლოებული მონაცემებია

"ქართული ოცნების" ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ "რუსთავი 2"-ის კვლევაში მათი პარტიის რეიტინგი რეალური მონაცემისგან განსხვავდება. ამ ტელეკომპანიის კვლევით, მმართველ პარტიას მოსახლეობის 52 უჭერს მხარს, მდინარაძის თქმით კი რეალურად, ეს მაჩვენებელი 60 პროცენტია. "უნდა ვაღიარო, რომ ყველაზე მიახლოებული მონაცემებია [თქვენს კვლევაში], მაგრამ ჩემი აზრით, გნებავთ სუბიექტურად ჩამთვალეთ, ეს არ არის ზუსტი მონაცემები", - თქვა მდინარაძემ. მანვე აღნიშნა, რომ მონაცემები, რომელიც რუსთავი 2-მა გაავრცელა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლიდერთან ერთად თუ ლიდერის გარეშე

პლატონი ასეთ პარადოქსს გვთავაზობს თავის "პოლიტიკოსში": დემოკრატია უვარგისია იმ შემთხვევაში, თუკი სახელმწიფოს (ან, გნებავთ, პოლიტიკურ პროცესს) კარგი მმართველი არ უდგას სათავეში. ათენის დემოკრატია სწორედ ნიჭიერი პერიკლეს დროს იყო ძლიერი, ხოლო ქაოსის, ანუ "უთავობის" პირობებში მხოლოდ იმითღა იყო კარგი, რომ უგვან ტირანიას სჯობდა, თორემ ლიდერის გარეშე არც დემოკრატია ყოფილა ეფექტური. გინდა პლატონის ეპოქა იყოს და გინდა ჩვენი, დემოკრატიას მით უფრო მეტად უჭირს, თუკი დემოკრატიულ კონცეფციას (ანუ სამყაროს)... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბაჩალიაშვილის დედის განცხადების საფუძველზე, გენინსპექციაში დაიწყო შემოწმება პროკურორის შესაძლო დისციპლინარულ გადაცდომაზე

გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში 23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის მიერ 13 აგვისტოს მედიასაშუალებებით გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო. საქმე, პროკურატურის თანახმად, პროკურორის თანამშრომლის მიერ შესაძლო დისციპლინარული გადაცდომის ჩადენის ფაქტს შეეხება. "გენერალური ინსპექცია დეტალურად შეისწავლის თეონა თამაზაშვილის მიერ მედიაში გაჟღერებულ განცხადებებთან დაკავშირებით ყველა გარემოებას”, - ნათქვამია გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"რუსთავი 2-ის" კვლევა: "ქართული ოცნება" - 52%, "ნაციონალური მოძრაობა" - 19%

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის კვლევის მიხედვით, "ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს" "ქართული ოცნება" უმრავლესობით მოხვდებოდა პარლამენტში. მედიასაშუალების განცხადებით, კვლევა მათი დაკვეთით ბრიტანულმა კომპანიამ Survation-მა 15 ივლისიდან 24 ივლისამდე პირისპირ ინტერვიუს გზით 1 200 ადამიანთან ჩატარდა, ცდომილება 3 პროცენტამდეა. პარტიებს შორის ხმები კი ასე გადანაწილდებოდა: "ქართული ოცნება" - 52%; "ენმ" - 19%; "ევროპული საქართველო" - 8%; "პატრიოტთა ალიანსი" - 5% "ლელო" - 5%; "ახალი საქართველო" - 4%; სხვა - 7 %. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ალიევი: რუსეთის მიერ სომხეთისთვის შეიარაღების მიწოდება აზერბაიჯანში შეშფოთებას იწვევს

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა უკმაყოფილება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ, მისი თქმით, სომხეთში უკანასკნელი კვირების განმავლობაში ახალი სამხედრო ტვირთები ჩაიტანეს მას შემდეგ, რაც ივლისში მორიგი მწვავე შეტაკებები მოხდა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ ხუთშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ალიევმა ეს საკითხი ხუთშაბათს საღამოს დააყენა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარში. განცხადების თანახმად... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თბილისის საბავშვო ბაღებში სწავლის განახლება 14 სექტემბრიდან იგეგმება

მიმდინარე ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, თბილისის ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო-სასწავლო პროცესის განახლება 14 სექტემბერს იგეგმება. აღნიშნული ინფორმაცია მედიას თბილისის საბავშვო  ბაგა-ბაღების გაერთიანების სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ მიაწოდა. მისი განმარტებით, ბაგა-ბაღები სასწავლო პროცესის განახლებას უსაფრთხო გარემოთი შეხვდებიან, თუმცა კონკრეტულად რა რეგულაციების დაცვა მოუწევთ სააღმზრდელო დაწესებულებებს, ჯერჯერობით უცნობია: „ამ ეტაპზე მიმდინარეობს ჯანდაცვის სამინისტროსთან და შრომის ინსპექციასთან... Читать дальше...


Подмосковные спасатели выступят на чемпионате профмастерства в Приморском крае

Показ мод и фестиваль красок пройдут в Видном ко Дню защиты детей

В Йошкар-Оле росгвардейцы поздравили подшефных кадет с завершением учебного года

В Самарской области стартует второй открытый турнир по хоккею «Парни из стали»



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Концерт группы "Пикник" состоится 1 июня в Москве

Два проекта Первый Бит отмечены дипломами финалистов конкурса «BPM-проект года»

Подмосковье приняло участие в научном медицинском форуме в Гомеле

В Йошкар-Оле росгвардейцы поздравили подшефных кадет с завершением учебного года

Музыкальные новости

Почта России помогла ребёнку из Ижевска, подопечному благотворительного фонда, встретиться с футболистами ЦСКА

Белый дом: Байден посетит Францию на годовщину высадки союзников в Нормандии

Сергей Лазарев рекомендовал Казань для отпуска выходного дня

Путин защитил от списания по долгам социальные пенсии инвалидов

Новости России

«Большой спектр социально значимых инициатив» - форум «Сообщество» первый день работает в Иркутске

Проверку начали после загрязнения реки Сетунь в Москве

SHOT: состояние Заворотнюк сильно ухудшилось незадолго до смерти

Два проекта Первый Бит отмечены дипломами финалистов конкурса «BPM-проект года»

Экология в России и мире

ONYX отправляется в Большой тур по России

С чем носить брюки палаццо: примеры образов

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

В исторических парках покажут любимые мультфильмы от СТС Kids ко Дню защиты детей

Спорт в России и мире

Мирра Андреева вышла во второй круг Открытого чемпионата Франции

Арина Соболенко повторила уникальное достижение Азаренко на турнирах «Большого шлема»

Матч Котова и Вавринки перенесли на корт Сюзанн Ленглен

Белорусские теннисистки проведут стартовые встречи открытого чемпионата Франции

Moscow.media

ALMI Partner и «Даком М» будут совместно развивать и продвигать отечественные ИТ-решения

Деснол объединил опыт экспертов и производителей в рамках конференции «Эффективное производство 4.0»

Весенний Петербург. Петропавловская крепость

В Арамиле возбудили уголовное дело из-за "дома-монстра", в котором продолжают жить люди







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *