Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Август
2020

Новости за 17.08.2020

Radiotavisupleba.ge 

ლუკაშენკას გადადგომის მოთხოვნით აქციების მეათე დღე - რა არ უნდა გამოგრჩეს 18 აგვისტოს

რატომ ალაპარაკდა ლუკაშენკა „ძალაუფლების გადანაწილებაზე“ ალექსანდრ ლუკაშენკას გადადგომის მოთხოვნით დაწყებული პროტესტის მეათე დღეც დაიწყო. ბელარუსის პრეზიდენტი ისევ ცდილობს, ასობით ათასი უკმაყოფილო ადამიანის მოთხოვნა მასზე „ზეწოლად“ წარმოაჩინოს და პოზიციები არ დათმოს. ბელარუსის პრეზიდენტი გუშინ თავად შეეცადა გაფიცულებს შეხვედროდა და ერთგვარი ზემოქმედება მოეხდინა მათზე. ის სამხედრო დაკვეთაზე მომუშავე მინსკის ბორბლიანი ბუქსირების ქარხანაში მივიდა, მაგრამ მუშებმა შეძახილებით „წადი, წადი!“ და „ტყუილია“ ტრიბუნა დაატოვებინეს! Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ტრამპმპის თქმით, ის განიხილავს ალასკის ველურ ბუნებაში ნავთობის ჭაბურღილების ბურღვას

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ განიხილავს ალასკის ველურ ბუნებაში ნავთობის ჭაბურღილების ბურღვის შესაძლებლობას მას შემდეგ, რაც პროექტმა დიდი წინაღობა დაძლია. ამის შესახებ მან 17 აგვისტოს განაცხადა Fox News-ისთვის მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში. ტრამპის კომენტარამდე, 17 აგვისტოს, აშშ-ის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაამტკიცა საარენდო პროგრამა ნავთობისა და გაზის ჭაბურღილებისთვის 7,7 მილიონი ჰექტარი ფართობის ველური ბუნების რეგიონში. გარემოს დამცველები წლების განმავლობაში აცხადებენ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ქობულეთის კლასტერი - არის თუ არა საფრთხე

კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ქობულეთი მეორედ მოექცა განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ. აპრილში ქობულეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი მკაცრი კარანტინის ზონად იყო გამოცხადებული კორონავირუსის შიდა გადაცემის შემთხვევების გამო. გაზაფხულზე ქობულეთში ინფიცირების 30-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, რამდენიმე ხნის შემდეგ კი ეპიდაფეთქება ჩაცხრა. ქობულეთი განსაკუთრებული ყურადღებისა და დაკვრივების ობიექტად იქცა 15 აგვისტოს შემდეგაც, როცა კორონავირუსი ჯერ ერთ-ერთი კაფეს თანამშრომელ ქალს დაუდასტურდა, მომდევნო ორ დღეში კი - მასთან კონტაქტში მყოფ ოთხ პირს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პროკურატურა: ბაჩალიაშვილის საქმეზე სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე სპეციალური ჯგუფი შეიქმნება. ინფორმაცია უწყებამ ოჯახთან შეხვედრის შემდეგ გაავრცელა. "საქართველოს პროკურატურაში სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც გენერალური და თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამსახურების გამოცდილი კადრებით დაკომპლექტდება", - აცხადებენ უწყებაში და დასძენენ, რომ ამ საქმეზე ინტენსიურად მიაწვდიან ინფორმაციას ოჯახს და საზოგადოებას. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გვაქვს თუ არა ლუკაშენკას ვალი

ბელარუსში გამართული საპრეზიდენტო არჩევნებიდან ერთ კვირაზე მეტი გავიდა. აშშ, დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირის ქვეყნები მწვავედ აკრიტიკებენ ალექსანდრ ლუკაშენკას როგორც არჩევნების შედეგების შესაძლო გაყალბების, ასევე საპროტესტო გამოსვლების სასტიკი ჩახშობის გამო, ქვეყნების ნაწილმა კი - მათ შორის რუსეთმა, ჩინეთმა, აზერბაიჯანმა და სომხეთმა - კენჭისყრის დასრულებისთანავე მიულოცეს გამარჯვება ბელარუსის პირველ და ჯერჯერობით ერთადერთ პრეზიდენტს. ამ ფონზე საქართველოს ხელისუფლებამ უჩვეულოდ დიდხანს შეინარჩუნა დუმილი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რატომ ალაპარაკდა ლუკაშენკა „ძალაუფლების გადანაწილებაზე“

9 აგვისტოს არჩევნების შედეგების გაუქმებისა და პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნებით დაწყებული აქციების მე-9 დღეს ბელარუსის მოქმედი პრეზიდენტი, ალიაქსანდრ ლუკაშენკა, შეეცადა პირადად შეხვედროდა რამდენიმე გაფიცული ქარხნის მუშებს და ზემოქმედება მოეხდინა მათზე.

Radiotavisupleba.ge 

"გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების მიუხედავად, მათ მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმეების განხილვა კვლავაც მიმდინარეობს"

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ აკვირდება საერთო სასამართლოებში სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების მიმდინარეობას. ორგანიზაციის ყურადღების ქვეშ მოექცა 20 საქმე, რომელთა ნაწილის განხილვა ჯერაც დაუსრულებელია, მათ შორის, იმ პირების მიმართ, რომლებიც პრეზიდენტმა შეიწყალა.

Radiotavisupleba.ge 

ალეკო ცქიტიშვილი სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე

„რიგი საქმეების, რომლებიც 2012 წლის ხელისუფლების ცვლილების შემდეგ აღიძრა, ჯერ კიდევ აქტუალურია და კვლავ ბრუნავს, მოძრაობს სასამართლოებში. ჩნდება ეჭვი, რომ ასეთი საქმეები შეიძლება გაცოცხლდეს გარკვეული პოლიტიკური მიზანშეწონილებიდან გამომდინარე", - ალეკო ცქიტიშვილი "დილის საუბრებში":

Radiotavisupleba.ge 

ტრამპი: ვაშინგტონი ყურადღებით აკვირდება „საშინელ“ ვითარებას ბელარუსში

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ყურადღებით აკვირდება „საშინელ“ ვითარებას ბელარუსში, სადაც სადავო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მიმდინარე მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს უშიშროების ძალების სასტიკი რეპრესიები მოჰყვა. „ეს საშინელებაა. ეს საშინელი ვითარებაა, ბელარუსი. ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით მას,“ თქვა ტრამპმა 17 აგვისტოს. ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ყოველდღე იმართება საპროტესტო აქციები. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, არჩევნებში დიდი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

​ბაჩალიაშვილების შეხვედრა პროკურატურაში დასრულდა: "ნდობა იქნება მაშინ, როცა იქნება შედეგი"

23 წლის გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი ამბობს, რომ მისი შვილის საქმეს სრულად პროკურატურა გამოიძიებს. ამის შესახებ მან პროკურატურაში შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. თამაზაშვილი ამბობს, რომ პროკურატურას რამდენიმე დღეში ექსპერტიზის შუალედური დასკვნა უკვე ექნება და მას შემდეგ გადაწყდება გადაკვალიფიცირდება თუ არა საქმე. "ნდობა იქნება მაშინ, როცა იქნება შედეგი", - აცხადებს თამაზაშვილების ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი. 23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მისი სახელით ყალბი ინფორმაცია ვრცელდება

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მისი სახელით ყალბი ინფორმაცია ვრცელდება. შესაბამისი ინფორმაციის ამსახველ ფოტოებს ის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს. ყალბი ფოტოები პრეზიდენტის მინსკში შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით გავრცელდა. ამ ინფორმაციის გავრცელებისთანავე ადმინისტრაციამ უარყო, რომ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს საზღვრები არ დაუტოვებია. ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა პრეზიდენტი ყურადღებას ამახვილებს გავრცელებულ ყალბ ამბებზე. ის ამ თანამდებობაზე არჩევამდეც და არჩევის შემდეგაც... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ცხინვალის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ოჯახების წევრებს მოთმინების ფიალა ევსებათ

„ყურადღებას საერთოდ აღარავინ გვაქცევს, ახალი ინფორმაცია საერთოდ აღარ გვაქვს, წითელი ჯვარიც მხოლოდ იმას გვეუბნება, რომ არ გვიშვებენო. აღარ ვიცით, რა გავაკეთოთ“, - ეს სიტყვები რადიო თავისუფლებას ზაზა გახელაძის ცოლმა, ირმა ბუთხუზმა, უთხრა. თვეზე მეტი გავიდა, რაც ქვემოჭალელი ზაზა გახელაძე სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დაჭრეს და დააკავეს. ამის შემდეგ ზაზა გახელაძე ჯერ ორკვირიან კარანტინში იმყოფებოდა, იქიდან კი ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვენაში დაიწყო შეიარაღების კონტროლის თაობაზე აშშ-რუსეთის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი

აშშ-ისა და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ვენაში დაიწყეს შეიარაღების კონტროლის თაობაზე მოლაპარაკებების მესამე რაუნდი. მოლაპარაკებების ყურადღების ცენტრშია 2010 წელს ხელმოწერილი სტრატეგიული შეიარაღების ახალი ხელშეკრულება (ახალი START-ი), რომელსაც მალე გასდის ვადა. ავსტრიის დედაქალაქში მიმდინარე ორდღიან შეხვედრას აშშ-ის მხრიდან უძღვება პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი შეიარაღების კონტროლის საკითხებში, მარშალ ბილინგსლი, რუსეთის მხრიდან კი - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

როდის იქნება მზად დოკუმენტი, რომლითაც პანდემიის დროს ბაგა-ბაღებმა უნდა იმუშაონ

ბაგა-ბაღებში მიმდინარე წლის 2 მარტს შეწყვეტილი სასწავლო სააღმზრდელო პროცესი  14 სექტემბერს უნდა განახლდეს,  თუმცა რა წესებითა და პირობებით, ეს ამ დრომდე არავინ იცის. ერთადერთი, რაც წინასწარ არის ცნობილი,  ესაა მსჯელობა ბავშვთა ჯგუფებში არსებულ ფართობებზე, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება  კონკრეტულ  ჯგუფში რამდენი ბაშვის მიღება იქნება ნებადართული. თელავის მუნიციპალიტეტში 31 ბაგა-ბაღია. ბაღების მართვის სააგენტოს უფროსი, ია ლუარსაბიშვილი, რადიო თვისუფლებას ეუბნება, რომ  დღეს კორნკრეტულად არაფრის თქმა არ შეუძლია იმაზე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლუკაშენკა: ახალი არჩევნები შეიძლება ჩატარდეს, თუკი მიღებულ იქნება ახალი კონსტიტუცია

ბელარუსის პრეზიდენტმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ განაცხადა, რომ ახალი საპრეზიდენტო არჩევნები შეიძლება ჩატარდეს, თუკი ქვეყანაში მიღებულ იქნება ახალი კონსტიტუცია. „ჩვენ ახალი კონსტიტუციის მიღება გვჭირდება. ის უნდა მიიღოთ რეფერენდუმით და ახალი კონსტიტუციით. თუ გნებავთ, შეგიძლიათ ჩაატაროთ ორივე, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები, ისევე, როგორც ადგილობრივი ხელისუფლების არჩევნები,“ განაცხადა ლუკაშენკამ 17 აგვისტოს ბელარუსის ტელევიზიისთვის მიცემულ კომენტარში. ლუკაშენკა, რომელსაც 26 წელი ხელისუფლების... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პარტიამ "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი" თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა

პარტიამ "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი" თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა. კანდიდატები ამომრჩეველს პარტიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მარიამ ჯაშმა წარუდგინა. კანდიდატების ნაწილი პარლამენტის მოქმედი დეპუტატები არიან. "ჩვენ გადავდგამთ ქმედით ნაბიჯებს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანებისთვის და სახალხო დიპლომატიით ხელს შევუწყობთ დიდ შერიგებას ჩვენს აფხაზ და ოს ოჯახებთან. ამ ყველაფრის მისაღწევად გვჭირდება გუნდი, ადამიანები, რომლებიც მთელი თავისი ცხოვრება იდგნენ ხალხის სამსახურში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დაიცავს თუ არა სკოლა და ათასობით მოსწავლე ახალ წესებს?

15 სექტემბერს სწავლა ახალი წესებით უნდა დაიწყოს - განათლების სამინისტრომ სკოლებს მისცა თავისუფლება თავად განსაზღვრონ, როგორ შეასრულებენ რეკომენდაციებს და პროცესის კონტროლიც მათვე დააკისრა. თუმცა ერთი თვით ადრე სწავლის დაწყებამდე, არაერთი მშობელი შიშობს, რომ სკოლებისთვის დადგენილი ახალი წესები რეალურად არ იმუშავებს - მათი აზრით, ბავშვები, რომელთაც პირბადის ტარება არ ევალებათ ვერ დაიცავენ დაწესებულ ერთმეტრიან დისტანციას და სკოლა, შესაძლოა, ვირუსის აფეთქების ადგილად იქცეს. რას პასუხობს ამაზე თავად განათლების სამინისტრო? Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირის ლიდერები ბელარუსზე იმსჯელებენ 19 აგვისტოს საგანგებო სხდომაზე

ევროკავშირის ლიდერები ბელარუსის შესახებ მსჯელობას აპირებენ 19 აგვისტოს საგანგებო სხდომაზე. ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარემ, შარლ მიშელმა 17 აგვისტოს ტვიტერში დაწერა, რომ სამიტი ვიდეოკონფერენციის სახით გაიმართება ბრიუსელში. „ბელარუსის ხალხს აქვს უფლება, გადაწყვიტოს საკუთარი მომავლის ბედი და თავისუფლად აირჩიოს საკუთარი ლიდერი“, დაწერა მიშელმა. „საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა წინააღმდეგ ძალადობა მიუღებელია და ამის დაშვება არ შეიძლება“. ბელარუსში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები და გაფიცვები დაიწყო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მესტიის გახსნის მოთხოვნით აქცია გაიმართა

მესტიის მუნიციპალიტეტის გახსნის მოთხოვნით ადგილობრივებმა აქცია გამართეს. ისინი აცხადებენ, რომ საჭირო მარაგი არ აქვთ. "შერჩევითობა არ უნდა იყოს, ვისაც გინდათ, ატარებთ და ვისაც გინდათ, არ ატარებთ", - თქვა ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც აქციაზე მივიდა. აქციას მობილური ტელეფონით იღებდა ერთ-ერთი მონაწილე. მას მესტიის მერმა, კახა ჟორჟოლიანმა ტელეფონზე ხელი აუკრა. ვიდეომასალა ფეისბუკმომხმარებელმა, ანა ჩართოლანმა გაავრცელა. მოქალაქეთა ერთი ჯგუფი ხვალ, 18 აგვისტოს, 12 საათზე მესტიის მერიის შენობასთან აქციას გამართავს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რისი ეშინიათ და რა კითხვები აქვთ მშობლებს ახალი სასწავლო წლისთვის

15 სექტემბერს სწავლა იწყება. დღეს არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, განათლების სამინისტრომ, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციებზე დაყრდნობით, სკოლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა. სწორედ ამ რეკომენდაციების გათვალისწინებით, 2084 საჯარო სკოლაში, 15 სექტემბერს, სასწავლო წელი საკლასო ოთახებში უნდა განახლდეს. მიუხედავად იმისა, რომ მშობელთა მნიშვნელოვანი ნაწილისათვის ახალი სასწავლი წლის ე.წ. ჩვეულ რეჟიმში, ანუ სასკოლო სივრცეში განახლება პრიორიტეტულია, ისინი ფიქრობენ, რომ განათლების... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

100 ათასი გოგა ხაინდრავას ახალი ფილმისთვის - აფხაზეთის მთავრობა საკუთარ ბრძანებას "გაუგებრობას" უწოდებს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა რამდენიმე დღის წინ, 13 აგვისტოს გოგა ხაინდრავას კომპანიისთვის "კინო და ღვინო" ფილმის გადაღების შესახებ ბრძანება გამოსცა. ამ გადაწყვეტილებით ფილმისთვის "სიმართლე აფხაზეთზე" ბიუჯეტიდან 100 ათასი ლარია გათვალისწინებული. ხაინდრავა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აცხადებს, რომ მისი ახალი ფილმი, რომელსაც ხელისუფლება უკვეთავს, აფხაზეთში რუსული პროპაგანდის საპირწონე უნდა გახდეს. მისი თქმით, რუსულმა პროპაგანდამ რეალობა დაამახინჯა და ცდილობს ზიანი მიაყენოს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობას.

Radiotavisupleba.ge 

ნატო ყურადღებით აკვირდება ბელარუსში შექმნილ ვითარებას

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ყურადღებით აკვირდება ბელარუსში შექმნილ ვითარებას. „როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, ბელარუსის ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის გამოხატვისა და მშვიდობიანი პროტესტის უფლებას“, - დაწერა ტვიტერში ნატოს გენერალური მდივნის პრესმდივანმა ოანა ლუნჯესკუმ. ამ განცხადების ფონია 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმებისა და ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით ბელარუსში მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციები და გაფიცვები. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტი ბელარუსში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბელარუსში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ მიმდინარე პროცესი დასრულდება ისე, რომ ბელარუსის დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს არ დააზიანებს. განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „საქართველო პატივს სცემს ევროპულ ღირებულებებს და ერთგულია დემოკრატიული პრინციპებისა, რომლებსაც ეფუძნება ჩვენი ორი მეგობარი სახელმწიფოს განვითარება, წინსვლა და ევროპულ ოჯახში დაბრუნება. ვიმედოვნებთ, რომ მიმდინარე პროცესი დასრულდება ისე, რომ ბელარუსის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შსს: მტკვარში ნაპოვნი მეორე ცხედარიც ბარ "ბაუჰაუსის" თანამშრომელია

მტკვარში რამდენიმე წუთის წინ ნაპოვნი მეორე ცხედარიც ბარ "ბაუჰაუსის" თანამშრომელია. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ჩატარებული ინტენსიური საძიებო სამუშაოების შედეგად "ბაუჰაუს" ბარიდან დაკარგული მეორე ახალგაზრდის, მამაკაცის ცხედარი მდინარე მტკვარში იპოვეს", - აცხადებენ შსს-ში. მტკვარში დღეს კიდევ ერთი პირის ცხედარი აღმოაჩინეს, რომელზეც დადასტურდა, რომ ამ ბარის თანამშრომელი გოგო იყო. სამძებრო სამუშაოები მტკვარში მას შემდეგ დაიწყო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პოლონეთ-საბჭოთა რუსეთის ომი. აქტი მესამე: სასწაული ვისლაზე

როგორ მოახერხებს პილსუდსკი, 17 აგვისტოს ვისლაზე წამოწყებული კონტრშეტევით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენოს წითელ არმიას? „ვისლაზე სასწაულისთვის“ პილსუდსკის ორი „ჯოკერი“ მოეპოვებოდა: 1. პოლონელები შეძლებენ გატეხონ ბოლშევიკების საკომუნიკაციო კოდები და რეალურ დროში უსმინონ წითელი არმიის მხედართმთავრობას. როგორც პოლონელი ისტორიკოსი გჟეგოჟ ნოვიკი დაწერს, „ლენინი, სტალინი და ტუხაჩევსკი რომ პოლონეთის დაქირავებული აგენტები ყოფილიყვნენ, ვერ მოახერხებდნენ პოლონეთის გენშტაბის უფრო ოპერატიულად ინფორმირებას, ვიდრე ამას პოლონელები მოსმენით შეძლებენ“. Читать дальше...


Катя IOWA приехала на «Авторадио» с кроватью и показала «Кусь»

Книжные новинки, лаборатория текста и иллюстраций — ждут гостей Московского детского фестиваля искусств «НЕБО»

Выгодно ли покупать квартиру в новостройке?

Международный День защиты детей вместе с LES Art Resort и КидБург



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Выгодно ли покупать квартиру в новостройке?

ЗАПИШИ СЕМЕЙНЫЙ РОЛИК — ПОПАДИ В ЭФИР ТЕЛЕКАНАЛА RU.TV

Международный День защиты детей вместе с LES Art Resort и КидБург

«СВЯТОЙ ЛЕНИН» легально изготавливает армии и спецслужбы. 6 серия. СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.

Музыкальные новости

Эксперт сенсационно раскрыл загадку Мессинга и Жириновского.

В Подмосковье сотрудники Росгвардии задержали подозреваемого в краже товаров из магазина

Генералов много, а Норат Тер-Григорьянц один!

Загородный банкет: разбираем тонкости, смотрим на лучшее

Новости России

МЧС: пожар на складе в Москве ликвидировали, никто не пострадал

Полиция задержала мужчину, напавшего с ножом на женщину в храме в подмосковном Сергиевом Посаде

Крупный пожар в складском помещении произошел на востоке Москвы

Источник 360.ru: площадь пожара на складе в Москве увеличилась до 4000 кв. м

Экология в России и мире

Коллекция купальников Love Republic

Доктор Кутушов назвал болезни, которые поджидают отдыхающих у водоёмов

Eleganzza весна-лето 2024

VK Fest 2024: Музыка и Развлечения на Открытых Площадках России

Спорт в России и мире

Кецманович отказался от борьбы в игре с Медведевым на "Ролан Гаррос"

Матч Котова и Вавринки перенесли на корт Сюзанн Ленглен

Парижские сюжеты: Медведев играл в кошки-мышки, Котов творил историю, Калинская заставляла нервничать Синнера

Белорусские теннисистки проведут стартовые встречи открытого чемпионата Франции

Moscow.media

Экс-редактор Comnews присоединился к команде iTrend

Всеармянский союз «Гардман-Ширван-Нахиджеван» осуждает лживое заявление президента Азербайджана Алиева

На закате.

Прокуратура не будет требовать уничтожить “Вредные советы” Остера







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *