Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Август
2020

Новости за 14.08.2020

Radiotavisupleba.ge 

ევროკომისია ფიქრობს მინსკში ფაქტების დამდგენი მისია მიავლინოს

ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკის სფეროში, ოლივერ ვარჰეიმ მზადყოფნა გამოთქვა, მინსკში გაემგზავროს  ევროკავშირის ფაქტებს დამდგენი მისიის ფარგლებში, რათა შეაგროვოს ინფორმაცია ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მთავრობის მიერ დემონსტრაციების ჩახშობის გარშემო. ეს არჩევნები ევროკავშირმა შეაფასა როგორც, „არც თავისუფალი და არც სამართლიანი“. რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, რომელიც შედგა ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ვიდეო შეხვედრის შემდეგ, ვარჰეიმ თქვა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"თუკი ლუკაშენკა ჩვენი მეგობრების ყველა შეთავაზებას უკუაგდებს, მაშინ ის აღმოჩნდება კრემლთან ერთი-ერთზე. ეს იქნება ყველაზე ცუდი სცენარი"

რას მოასწავებს ბელარუსში მიმდინარე პროცესები? რა შესაძლებლობები აქვთ ლუკაშენკასა და ოპოზიციას? რა როლი შეიძლება ითამაშოს დასავლეთმა შექმნილ ვითარებაში? რა იქნებოდა გამოსავალი ვითარებიდან? რა საფრთხეებს ქმნის რუსეთი? - უამრავი კითხვა ტრიალებს დღეს ბელარუსის პროცესების პერსპექტივაზე.

Radiotavisupleba.ge 

რა საფრთხეების წინაშე დგას ბელარუსი? - ინტერვიუ იაროსლავ რომანჩუკთან

იაროსლავ რომანჩუკი, "მიზესის" სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის პრეზიდენტია. 14 აგვისტოს მან მონაწილეობა მიიღო „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ მიერ ორგანიზებულ ონლაინ-შეხვედრაში, სადაც ბელარუსში არსებულ ვითარებასა და გამოწვევებზე ილაპარაკა. ის თვლის, რომ ერთ-ერთ უპირველეს მყისიერ საფრთხეს დღეს წარმოადგენს რუსეთის ასიმეტრიული ჩარევა ბელარუსის შიდა პროცესებში. რადიო თავისუფლებამ შეხვედრის შემდეგ ჩაწერა ინტერვიუ იაროსლავ რომანჩუკთან, რომელიც 2010 წელს პრეიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი იყო. ის და მისი გუნდი არიან ავტორები არაერთი კანონპროექტისა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსმა გაათავისუფლა 32 რუსი მოქალაქე, რომლებიც იქ დააკავეს დესტაბილიზაციის მოწყობის ბრალდებით

ბელარუსმა გაათავისუფლა რუსეთის 32 მოქალაქე, რომლებიც მინსკის მახლობლად დააკავეს გასულ თვეში და ბრალად დასდეს, რომ დაქირავებული მებრძოლები არიან და ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში დესტაბილიზაციის მოწყობა სურდათ.    რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმად 14 აგვისტოს დაკავებულები გაუშვეს და რუსეთში დააბრუნეს. პროკურატურის თანახმად, მათ რუსეთში მათ წინააღმდეგ საქმეს არ აღძრავენ მიუხედავად იმისა, რომ დაქირავებული მებრძოლების საქმიანობა რუსეთში კანონით იკრძალება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რა გამოიკვეთა ბავშვების სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობის ძირითად მიზეზად

ბოლო მონაცემებით, ტყვიის შემცველობამ იკლო იმ ბავშვებში, რომლებსაც, 2018 წელს ჩატარებული კვლევით, სისხლში  სახიფათო მეტალი აღმოაჩნდათ.

Radiotavisupleba.ge 

გზები საჭირო უმრავლესობისკენ - დამოუკიდებლად თუ კოალიციით?

„ქართული ოცნება“ დარწმუნებულია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, მას არც უმრავლესობის შექმნა გაუჭირდება და არც მთავრობის დაკომპლექტება. ძირითადი ოპოზიციური პარტიები კი, მომავალ პარლამენტში ძალთა გაერთიანებასა და კოალიციური მთავრობის დაკომპლექტებას გეგმავენ. რაზე მეტყველებს ბოლო პერიოდში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევები? რამდენი პარტია შეიძლება შევიდეს პარლამენტში? ვის როგორი შანსები აქვს ამ ეტაპისთვის? „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა განცხადებით, პარტიის რეიტინგი ამ ეტაპისთვის თითქმის 60% პროცენტია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მინსკში გაფიცული მუშები საპროტესტო აქციებს მართავენ

მინსკში ათასობით მუშა სხვადასხვა საწარმოდან, მათ შორის, ტრაქტორმშენებელი ქარხნიდან, მსვლელობის შემდეგ მივიდნენ დამოუკიდებლობის მოედანზე, მთავრობის სახლთან. ისინი მოუწოდებენ მთავრობას დიალოგისკენ და გაიძახიან ლოზუნგს „გამოდი“.   მათ შეუერთდა დემონსტრანტთა ჯგუფი, რომელიც მილიციის ძალადობის წინააღმდეგ გამოთქვამს პროტესტს. რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის კორესპონდენტი იტყობინება, რომ სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლებმა დემონსტრანტების მიმართ სოლიდარობის ნიშნად დაუშვეს ფარები, ზოგიერთი დემონსტრანტი სპეცრაზმელებს გადაეხვია. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რა ელის ბელარუსს ლუკაშენკას გამარჯვებულად გამოცხადების შემდეგ?

ბელარუსში მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციებისა და რამდენიმე საწარმოში დაწყებული გაფიცვების მიუხედავად, ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 9 აგვისტოს არჩევნების გამარჯვებულად გამოაცხადა მოქმედი პრეზიდენტი ალიაქსანდრ ლუკაშენკა, ევროპის უკანასკნელ დიქტატორად მონათლული პოლიტიკოსი.

Radiotavisupleba.ge 

გაეროს უშიშროების საბჭო კენჭს უყრის ირანისთვის იარაღის ემბარგოს ძალაში დატოვების საკითხს

გადამწყვეტი კენჭისყრა, რომელმაც ირანისთვის იარაღის ემბარგოს გახანგძლივების საკითხი უნდა გადაწყვიტოს, გაიმართება გაეროს უშიშროების საბჭოში 14 აგვისტოს. ამის ფონზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო გაეროს ბირთვული ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელს ხვდება. აშშ-ის ინიციატივით შეტანილი რეზოლუცია, რომელსაც საბჭო უყრის თავს, გულისხმობს ირანისთვის იარაღის ემბარგოს განუსაზღვრელი ვადით გახანგძლივებას. მოელიან, რომ რეზოლუციის მიღება ჩაიშლება, რადგან მას წინააღმდეგობას უწევენ ვეტოს უფლების მქონე სახელმწიფოები რუსეთი და ჩინეთი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვინ არის (და რატომ არის მნიშვნელოვანი) კამალა ჰარისი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის ვინაობა ასეთი მნიშვნელოვანი ალბათ 1944 წლის შემდეგ აღარ ყოფილაო - წერს ამერიკული პრესა. მაშინ ცხადი იყო, ფრენკლინ დელანო რუზველტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მის მიერ დასახელებულ კანდიდატს მალე პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება მოუწევდა. არსებობს ასეთი ამერიკული გამოთქმა - ვიცე-პრეზიდენტს ოვალური კაბინეტიდან მხოლოდ ერთი გულისცემა აშორებსო. ამის მიუხედავად, უკვე არაერთი წელია, რაც ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს უფრო პოლიტიკური სტრატეგიის კრიტერიუმებით ირჩევენ ხოლმეო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ღარიბაშვილი: ჩვენი ეროვნული ამოცანა უნდა იყოს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკიდან გაყვანა

"ქართული ოცნების" ლიდერი, ირაკლი ღარიბაშვილი მოსახლეობასთან მაჟორიტარი კანდიდატის, დავით სონღულაშვილის წარდგენის დროს ყურადღებას კვლავ 2008 წლის აგვისტოს ომსა და "ნაციონალურ მოძრაობაზე" ამახვილებს. შეხვედრა დღეს გაიმართა. "ყველა ის ხელისუფალი, რომელიც ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს თავიდან ვერ ააცილებს ისეთ დიდ განსაცდელს, როგორიც არის ომი, რა თქმა უნდა, არ იმსახურებს არათუ ხელისუფლებაში დაბრუნებას და ყოფნას, არამედ პოლიტიკაში დარჩენას... ახლა ჩვენი საერთო, ეროვნული ამოცანა უნდა იყოს ამ დესტრუქციული და დესტაბილიზაციის მთავარი წყაროს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბულგარეთის პრემიერი ახალი კონსტიტუციის მიღების მოწოდებით გამოდის

მისი გადადგომის მოთხოვნით ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი, ბოიკო ბორისოვი გამოდის მოწოდებით, მოიწვიონ დიდი ეროვნული კრება ახალი კონსტიტუციის განხილვისა და მიღების მიზნით. „დროა, არა მხოლოდ შევცვალოთ პოლიტიკური სისტემა, არამედ ქვეყანა ახლიდან ამოქმედდეს“, განაცხადა ბორისოვმა სატელევიზიო მიმართვაში 14 აგვისტოს და აღნიშნა, რომ მოქმედი კონსტიტუცია მიიღეს „სხვა ისტორიულ პერიოდში და განსხვავებულ პოლიტიკურ ვითარებაში“. ბორისოვმა მზადყოფნა გამოთქვა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შსს: ბათუმის საკარანტინო სივრცის მე-4 სართულიდან კაცი გადმოხტა

ბათუმის ერთ-ერთ საკარანტინო სივრცეში დღეს მე-4 სართულიდან 26 წლის კაცი გადახტა. იზოლაციის პირობებში მომხდარი ინციდენტის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება. კაცი, რომელიც კარანტინში მოთავსებიდან რამდენიმე საათში გადახტა, ისევ უგონოდაა. იგი ბათუმის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. "მდგომარეობა მძიმეა, მრავლობითი მოტეხილობებით შემოიყვანეს დილის 4 საათზე, მართვით სუნთქვაზეა. ექიმების შეფასებით, მდგომარეობა არის მძიმე", - უთხრეს რადიო თავისუფლებას "ბაუ - საერთაშორისო ჰოსპიტალში". Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ციხანოუსკაია: „დავიცვათ ჩვენი არჩევანი“

ბელარუსის პრეზიდენტის მთავარი მეტოქე 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებზე, სვიატლანა ციხანოუსკაია, რომელიც აიძულეს, ქვეყანა დაეტოვებინა და ლიეტუვაში წასულიყო, მომხრეებს მოუწოდებს: „დავიცვათ ჩვენი არჩევანი“. ასევე მოუწოდებს, შაბათ-კვირას მოაწყონ გამოსვლები. ვიდეომიმართვაში ციხანოუსკაია ამბობს, რომ მოქალაქეთა უმრავლესობამ არა ლუკაშენკას, რომელსაც ოფიციალურად 80 პროცენტი მიემხრო, არამედ მას დაუჭირეს მხარი. ახალბედა კანდიდატს, ციხანოუსკაიას, რომელმაც წინასაარჩევნო კამპანიის დროს მთელ ქვეყანაში მოახერხა მასების ქუჩაში გაყვანა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია: კორონავირუსი სურსათის გზით არ ვრცელდება. მსოფლიოში კოვიდ-19-ით სულ 750 ათასი ადამიანი დაიღუპა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) გაავრცელა მოწოდება, რომ კორონავირუსით ინფიცირება კვების პროდუქტების გზით არ ხდება. WHO-ს მოწოდება გავრცელდა მას მერე, რაც ჩინეთში ვირუსის კვალს მიაგნეს სურსათსა და შეფუთვის მასალაზე. „ადამიანებს არ უნდა შეეშინდეთ სურსათის, ან შეფუთვის მასალის, ან გადამუშავებისა, ან საჭმლის მიწოდებისა“, - განაცხადა WHO-ის საგანგებო ვითარებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, მაიკ რიანმა ჟენევაში 13 აგვისტოს. არ არსებობს დასტური იმისა, რომ სურსათით ან სურსათის ჯაჭვით შეიძლება ვირუსის გადატანა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"ხარისხობრივი გარდატეხა, სამწუხაროდ, არ მომხდარა და ალბათ, ისევ გვექნება „ქართული არჩევნები“ - ოდნავ უკეთესი, რაც გვქონდა"

გიორგი გობრონიძე, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი „დილის საუბრებში“ ეხმაურება „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის შედეგებს:

Radiotavisupleba.ge 

თორნიკე რიჟვაძემ "საერთაშორისო გამჭვირვალობის" აჭარის წარმომადგენლობას ადგილობრივი კანტორა უწოდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ადგილობრივი კანტორა უწოდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აჭარის წარმომადგენლობას და განაცხადა, რომ მას არ ენდობა. მისი ეს შეფასება კი მოჰყვა ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას კვლევაზე, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ მოამზადა სახელწოდებით „რა და როგორ გაყიდა აჭარის მთავრობამ ავტონომიის ქონებიდან 2019 წელს“. „ეს ის ორგანიზაცია, ხოო, ადგილობრივი კანტორა რომ აქვთ აქ გახსნილი და ოფისმენეჯერები რომ იკვლევენ და იურიდიულ დასკვნებს აკეთებენ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საკონსტიტუციოს 4 მოსამართლე ამავე სასამართლოს წინააღმდეგ

საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხი მოსამართლე ამავე ინსტანციის ოთხ კოლეგას უმტკიცებს, რომ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება კონსტიტუციასთან შეუსაბამოა. კოლეგები სახალხო დამცველის სარჩელის საპასუხოდ გამოტანილ განაჩენზე "დავობენ". საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სახალხო დამცველის სარჩელი, რომელშიც იგი მოსამართლეთა უვადოდ არჩევის წესის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას ითხოვდა. გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 10 დღეში საკონსტიტუციო სასამართლოს 8 წევრიდან ნახევარმა ალტერნატიული მოსაზრებები გამოაქვეყნა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის წარგზავნილის ცნობით, სერბეთის და კოსოვოს ლიდერები ერთმანეთს სექტემბერში შეხვდებიან ვაშინგტონში

აშშ-ის საგანგებო წარგზავნილმა კოსოვოს და სერბეთის მოლაპარაკების საკითხებში, განაცხადა, რომ ორი ქვეყნის ლიდერები დათანხმდნენ, რომ ერთმანეთს შეხვდებიან მომავალ თვეში, თეთრ სახლში. ასეთი შეხვედრა უნდა ჩატარებულიყო ივნისში, მაგრამ ჩაიშალა იმის გამო, რომ კოსოვოს პრეზიდენტ ჰაშიმ ტაჩის ბრალი წაუყენეს კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულში. 14 აგვისტოს რიჩარდ გრენელმა ტვიტერით გავრცელა ინფორმაცია, რომ „კოსოვოს და სერბეთის ლიდერები ერთმანეთს შეხვდებიან მოსალაპარაკებლად 2 სექტემბერს“.   კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კრიზისი ქართულ რაგბიში - არც ჩემპიონატი, არც პრეზიდენტი და... აღარც პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი

საქართველოს რაგბის კავშირი პრეზიდენტის გარეშე აგრძელებს მუშაობას. ორიოდ კვირის წინ, თანამდებობა დატოვა გოჩა სვანიძემ, რომელიც კავშირს 2016 წლიდან ხელმძღვანელობდა და წინასწარი გეგმით, ახალი ოთხწლიანი ვადით დასარჩენადაც უნდა ეყარა კენჭი, მაგრამ მოულოდნელად, აბსოლუტურად განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო. სვანიძის გადადგომის შემდეგ, რამდენიმე დღეში პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი გორგასლიძე დაინიშნა. სწორედ მას უნდა მიეყვანა რაგბის კავშირი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომელიც სავარაუდოდ დეკემბერში გაიმართება... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები გენერალურ პროკურორს შეხვდნენ

გენერალურ პროკურატურაში დასრულდა 23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებისა და ადვოკატის მორიგი, რიგით მეორე შეხვედრა გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძესა და მის მოადგილეებთან. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, საუბარი შედგა ბაჩალიაშვილის ოჯახისთვის საინტერესო თითქმის ყველა თემაზე. მათ შორის, გაირკვა, რომ პროკურატურამ საქმეს ჩამოაცილა პროკურორი მარიამ გოგორელიანი, რომელიც, თამარ ბაჩალიაშვილის დედის თქმით, მას სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით აბულინგებდა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ფრონტერა: მთავრობამ შეგვატყობინა, რომ ხელშეკრულებას მხოლოდ დროებით არ წყვეტს

"ფრონტერა" აცხადებს, რომ მთავრობა დაპირებას არ ასრულებს და მათთან ხელშეკრულების შეწყვეტას ისევ განიხილავს. კომპანია განმარტავს, რომ მთავრობისგან მიღებული წერილით, მათთან ხელშეკრულების შეწყვეტის პროცესი "დროებით შეჩერდა". "ჩვენ გვქონდა მრავალგზის მცდელობა შევხვედროდით ხელისუფლების წარმომადგენლებს, რათა ფრონტერას მიერ მომავალში განსახორციელებელი და ყველა მხარისთვის მომგებიანი ინვესტიციებისათვის შეგვექმნა საფუძველი, თუმცა ხელისუფლება პრემიერ-მინისტრის და მთავრობის გადაწყვეტილებას არ სცემს პატივს და... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საბოლოო ოფიციალური შედეგებით, ლუკაშენკამ არჩევნებში 80%-ით გაიმარჯვა

ბელარუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები, რომლის თანახმად, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ, მოქმედმა პრეზიდენტმა, გაიმარჯვა ხმების 80,1%-ით. მისმა მთავარმა მეტოქემ, სვიატლანა ციხანოუსკაიამ - 10,1% მიიღო. ლუკაშენკა პარასკევს გამოეხმაურა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს და უარყო ხმები, თითქოს ქვეყანა დატოვა. ლუკაშენკამ, რომელიც 10 აგვისტოს შემდეგ საზოგადოების წინაშე აღარ გამოჩენილა, კომენტარი გააკეთა საწარმოებში მიმდინარე გაფიცვასა და საპროტესტო აქციებზე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პრაღა და ვარშავა: არჩევნები ბელარუსში განმეორებით უნდა გაიმართოს უცხოელი მეთვალყურეების მონაწილეობით

ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა განაცხადა, რომ პოლონელ კოლეგასთან ისაუბრა და ერთად აპირებენ, ბელარუსის მოვლენებთან დაკავშირებით ევროკავშირს თავიანთი წინადადება შესთავაზონ. ბაბიშმა ტვიტერით გაავრცელა ცნობა, რომ მატეუშ მორავიეცკისთან ერთად მოითხოვენ ევროკავშირის წევრებთან სასწრაფო ვიდეოშეხვედრას. „არ შეიძლება დაცდა, ბელარუსები ჩვენს დახმარებას ითხოვენ, - წერს ბაბიში, - ბელარუსში არჩევნები განმეორებით უნდა ჩატარდეს, უნდა იყოს გამჭვირვალე და მასში საერთაშორისო მეთვალყურეებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა“.

Radiotavisupleba.ge 

დააკავეს 3 პირი, რომელთაც ბანკიდან მოტყუებით გაიტანეს 193 000 ლარი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დააკავეს 3 პირი, რომლებმაც ბანკიდან მოტყუებით 193 000 ლარი გაიტანეს. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა ფიზიკური პირების პირადობის მოწმობების ასლების საშუალებით ბანკიდან აღნიშნული თანხის მოცულობის სესხები აიღეს. გამოძიების თანახმად, ერთ-ერთი ბრალდებული, ბანკში მიკროსაკრედიტო ექსპერტად მუშაობდა და პოტენციური მსესხებლის იდენტიფიცირება და ბიზნესკრედიტის განაცხადების განხილვა ევალებოდა. იგი დანაშაულებრივ ქმედებაში თანამონაწილე პირების... Читать дальше...


Онколог Марина Шорина: «Раковая опухоль потребляет колоссальное количество энергии из запасов человека»

«СВЯТОЙ ЛЕНИН» легально изготавливает армии и спецслужбы. 6 серия. СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.

VK Fest 2024: Музыка и Развлечения на Открытых Площадках России

«СВЯТОЙ ЛЕНИН» легально изготавливает армии и спецслужбы. 6 серия. СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

НА ДЕТСКОМ ФЕСТИВАЛЕ ИСКУССТВ «НЕБО» СОСТОИТСЯ 5 ПРЕМЬЕР И ПОКАЖУТ НОВИНКИ ОТ ВЕДУЩИХ МОСКОВСКИХ ТЕАТРОВ

Книжные новинки, лаборатория текста и иллюстраций — ждут гостей Московского детского фестиваля искусств «НЕБО»

Выгодно ли покупать квартиру в новостройке?

POMPEYA и O! МАРГО выступят на фестивале «НЕБО»

Музыкальные новости

Уссурийский ЛРЗ расширяет форматы промышленных экскурсий на предприятие

Путин встретился с главой Ингушетии Калиматовым

Белый дом: Байден посетит Францию на годовщину высадки союзников в Нормандии

Эксперт сенсационно раскрыл загадку Мессинга и Жириновского.

Новости России

Онколог Марина Шорина: «Раковая опухоль потребляет колоссальное количество энергии из запасов человека»

Книжные новинки, лаборатория текста и иллюстраций — ждут гостей Московского детского фестиваля искусств «НЕБО»

Выгодно ли покупать квартиру в новостройке?

VK Fest 2024: Музыка и Развлечения на Открытых Площадках России

Экология в России и мире

Третья Московская неделя моды: масштабное событие с участием дизайнеров из России и мира пройдет в октябре

ONYX отправляется в Большой тур по России

В исторических парках покажут любимые мультфильмы от СТС Kids ко Дню защиты детей

Доктор Кутушов назвал болезни, которые поджидают отдыхающих у водоёмов

Спорт в России и мире

Последний танец Надаля и юбка Сюзанн Ленглен: 6 важных фактов о «Ролан Гаррос»-2024

Надежда Петрова высказалась о перспективах Арины Соболенко снова возглавить рейтинг WTA

Соболенко победила на старте открытого чемпионата Франции по теннису

Лишь две теннисистки моложе Свёнтек выигрывали 16 матчей подряд на «Ролан Гаррос»

Moscow.media

Экс-редактор Comnews присоединился к команде iTrend

ТСД промышленного класса Saotron RT-T60

Муруджинские озера

Доступный, летний, твой – StarLine A60 BT GSM ECO







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *